სალომეფობია
საზოგადოება

სალომეფობია

სალომეფობია
დავით ზარდიაშვილი

2018-10-08 12:05:32

ამ არჩევნების შემდგომ კონსტიტუციის ახალი რედაქცია ძალაში შედის. მთავარი, რაც ამ არჩევნებს ახალი კონსტიტუციით უშუალოდ უკავშირდება, საპარლამენტო რესპუბლიკის ზეპარტიული პრეზიდენტის იდეაა. ეს იდეა, ბუნებრივია, უწინარესად პრეზიდენტის ინსტიტუტის მაკონსოლიდირებელ, გამაერთიანებელ მისიას გულისხმობს. კონსტიტუცია გვეუბნება: საბოლოოდ უნდა ვთქვათ უარი იმ მძიმე გამოცდილებაზე, როცა პრეზიდენტი არათუ არ გვაახლოებს და გვაერთიანებს, არამედ სწორედაც პირიქით - ძალაუფლებისთვის მებრძოლ ბანაკებად გვყოფს, ამ ბანაკებს შორის უნდობლობას და ბევრად უარესიც, ურთიერთდაუნდობლობას, მტრობასა და შუღლს აღვივებს.

კონსტიტუციის ახალი რედაქციით ზეპარტიული პრეზიდენტი უნდა გვეხმარებოდეს, რათა, მიუხედავად განსხვავებულობისა, პოლიტიკური თუ სხვა ინტერესების გამო კონკურენციისა და თუნდაც ამ ინტერესთა ურთიერთდაპირისპირებებისა, საბოლოოდ არ გავითიშოთ; როგორც ერმა, მთლიანობა და ერთობა შევინარჩუნოთ, ანუ ერთმანეთისკენ სავალი გზები ყოველთვის დავიტოვოთ და მაშასადამე, გავთავისუფლდეთ იმგვარი უნდობლობისა და შიშებისგან, ანუ, როგორც ახლა უცხო ენაზე უწოდებენ - იმ „ფობიებისგან“, რაც შინაგანად ასე გვღრღნის და გვაცლის ეროვნულ ენერგიას.

სწორედ ამიტომ, პრეზიდენტის ინსტიტუტი ახალი კონსტიტუციით ძალაუფლების მთავარ ცენტრს აღარ წარმოადგენს და მაშასადამე, წესით და კანონით, აღარც ის ადგილია, რომლის დასაკავებლადაც მზადა ვართ ხოლმე ერთი-მეორეს თუნდა თავ-პირი ვამტვრიოთ, როგორც არცთუ იშვიათად, მსგავსი აქამდე ჩაგვიდენია!

 კონსტიტუცია, რასაკვირველია, ჯერ არსის კატეგორიაა და თავისთავად მისი მიღება, თუკი არ აღსრულდება, თუკი ხორცს არ შეისხამს და არსად არ იქცევა, ბევრს არაფერს ნიშნავს, რაც არ უნდა შესანიშნავი და მეტიც, ჰაერივით საჭირო იყოს დღეს ჩვენთვის ზეპარტიული პრეზიდენტის იდეა, თუკი არ განხორციელდა, თუკი ოდენ იდეადვე დარჩა, რა ბედენაა?!

საუბედუროდა და ჩვენდა სავალალოდ, ნაცებისა და რ-2-ის მიერ თავს მოხვეული მიმდინარე საარჩევნო კამპანია კვლავაც დაუნდობლობისა და მწვავე ფობიების, ლამის არის სამკვდრო-სასიცოცლო მტრობის, ასპარეზია. არათუ ზეპარტიულობის იდეის განხორციელებისა და კონსტიტუციის ხორცშესმისკენ არის მიმართული, არამედ სწორედაც პირიქით: ამ იდეის ძირის გამოთხრასა და დასამარებას ემსახურება!

შეგახსენებთ: ახალი კონსტიტუციით ეს პრეზიდენტის ბოლო საყოველთაო არჩევნებია. შემდგომში, სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ პრეზიდენტს, საკუთარი პოლიტიკის აღარც წარმოების უფლებები და აღარც ბერკეტები არა აქვს, ამ პოსტის დასაკავებლად ძალაუფლებისათვის ასეთი დაუნდობელი ბრძოლა აღარასდროს აღარ უნდა გაიმართოს. პირიქით, ეს ადგილი რაც შეიძლება უნდა დაცილდეს, რაც შეიძლება ნაკლებად იყოს დაკავშირებული პოლიტიკურ ბანაკებს შორის კონკურენციითა და მით უმეტეს, მტრობით (როგორც ეს დღეს არის!) შექმნილ პოლიტიკურ კონიუნქტურასთან. გამომდინარე აქედან, ამ ადგილის დასაკავებლად საყოველთაო არჩევნების გამართვა ლოგიკას მართლაც მოკლებულია.

ძნელი სათქმელია, იყო თუ არა საკონსტიტუციო უმრავლესობის მქონე მმართველი პარტიის შეცდომა, როცა იგი თანხმობის მისაღწევად დათმობაზე წავიდა და კონსტიტუციის ახალი რედაქციის ძალაში შესვლამდე, რაც ახალი პრეზიდენტის არჩევასთანაა დაკავშირებული, დაუშვა საპრეზიდენტო არჩევნების საყოველთაობა, მაშასადამე, ისევ პარტიულ-პოლიტიკური დაპირისპირებების, ხოლო არსებული კონიუნქტურის პირობებში - ფაქტობრივად სამკვრდო-სასიცოცხლო მტრობის, ასპრაზედ აქცია პრეზიდენტის ადგილის დაკავება? ძნელი სათქმელია, რადგან რა უფრო მნიშვნელოვანი იყო - კონსტიტუციის მისაღებად მინიმალური თანხმობის მიღწევის მცდელობა, თუ პრეზიდენტის როლისა და ადგილის სწორედ განსაზღვრისათვის ამ თანხმობის, რომელიც საბოლოოდ მაინც ვერ შედგა, თუნდაც იმთავითვე ბოლომდე გაწირვა, მხოლოდ პრაქტიკა თუ შეაფასებს და არა რაიმე თეორიული განსჯა.

პრაქტიკამ, ე.ი. სწორედ ამ ბოლო საყოველთაო საპრეზიდენტო არჩევნებით ქართველმა ხალხმა უნდა გასცეს პასუხი კითხვას - რას მოგვიტანს ახალი პრეზიდენტი - სამოქალაქო მშვიდობას თუ მტრობას? შეძლებს თუ არა იგი გამაერთიანებელი მისიის შესრულებას თუ პირიქით - კიდევ უფრო გაამწვავებს ისედაც კრიტიკულ ზღვრამდე მისულ შუღლს და ადგილს საერთოდ აღარ დატოვებს აღარავითარი სამოქალაქო თანხმობისათვის?!

ამ არჩევნებში საკითხავი, უწინარესად, აი, ეს არის და არა ის ყოვლად ბრიყვული და თავისდათავად „ფობიური“ ხასიათის შეკითხვა, „ვინ დაიწყო აგვისტოს ომი?“!

***

შეგახსენებთ: ქ-ნ სალომეს, როგორც კი მან საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატად მონაწილეობაზე განაცხადა, პირველივე შეკითხვად სწორედ ეს დაუსვეს: „ვინ დაიწყო აგვისტოს ომი?“

რატომ? ეს დღესავით ნათელია: ამ კითხვაზე ობიექტური პასუხი, რაც ქ-ნ სალომეს დიდი ხნით ადრე უკვე მრავალგზის ჰქონდა გაცემული, ერთადერთი მიზნით იქნა გამოყენებული: მისთვის სრულიად უტიფრად მოღალატეობა დაებრალებინათ და იგი მძვინვარე ფობიების გასაღვივებელ მთავარ სამიზნედ ექციათ.

ნაწილობრივ ეს შეძლეს კიდეც: „შავ-ფიარული“ გათვლა უაღრესად მარტივი იყო: ქ-ნი სალომეს კანდიდატად დასახელება აგვისტოს ომის 10 წლისთავის დღეებში მოხდა. ომში მწარე დამარცხების და მისი კატასტროფული შედეგების გამო (რაზეც, ულაპარაკოდ სწორედ თავადვე არიან პასუხისმგებელნი), ამ დღეებში უფრო გამძაფრდა ისედაც აუტანელი ტკივილი და სამართლიანი გულისწყრომა, რაც ამ იაფფასიანი ტრუკით მთლიანად ქ-ნი სალომესკენ მიმართეს და კიდევ უარესიც: მარტო სალომე არ ყოფილა მათი სამიზნე. მთავარი სამიზნე, რაღა თქმა უნდა, კვლავაც ქართველი ხალხი იყო, რადგან ფობიის გაღვივება-გამწვავებით ხალხის გაბოროტებას ყოველმხრივ ეცადნენ. ქ-ნ სალომეს ხალხის რაც შეიძლება გასაბოროტებლად რა არ აბრალეს: პუტინის „შპიონობა“ თუ „სერგო ორჯონიკიძეობა“!

ახლაც დაჟინებით აგრძელებენ თავისას და გვიმტკიცებენ, რომ ქ-ნი სალომე თურმე ქართველთა, ე.ი. თავისიანთა მტერი, ანუ „ოიკოფობი“ ყოფილა („ოიკო“ - ბერძნულად სახლს ჰქვია, ხოლო „ოიკოფობია“- საკუთარი სახლის, შინაურების, შენი სისხლისა და ხორცის შიშსა და სიძულვილსა ნიშნავს);

ესეც არ აკმარეს და სრულიად საპირისპირო რამ, „ქსენოფობიაც“ დასწამეს; ე.ი. ერთდროულად მოღალატე ოიკოფობიც, ე.ი. მშობლიური ენის ხეირიანად არმცოდნე, შინაურების მოძულე და მტერიცა ყოფილა და თურმე იმავდროულად ქსენოფობიც, ე.ი. უცხოთა მოძულეც!

ძნელი მისახვედრი სულაც არ არის, რომ ქ-ნი სალომე, რომელსაც, როცა ჩვენ აქ, საბჭოთა საქართველოში პავლიკ მოროზოვის მსგავს მაგალითებზე ნამდვილ ოიკოფობებადა გვზრდიდნენ (სხვა საქმეა, ვისთვის როგორ და რა გამოუვიდათ!), ადრეული ბავშვობიდან საქართველოს სახელმწიფოებრიობისათვის თავდადებას საკუთარი ოჯახის მაგალითზე სწავლობდა, ხოლო ფრანგულ გარემოში კი, თუ ადამიანი ფსიქიკურად ჯანმრთელია, ქსენოფობიას ვერასგზით შეითვისებდა. ამიტომ, დასახელებულ კანდიდატთა შორის თუკი ვინმეა ყოველგვარი ფობიებისგან, უწინარესად კი ქსენო თუ ოიკო ფობიისგან სრულიად თავისუფალი, გინდა სიტყვით და გინდა საქმით, უწინარესად ეს სწორედაც ქ-ნი სალომეა!

სრული აბსურდია, ავადმყოფური ბოდვაა მას მსგავსი რამ აბრალო!

ეს ბოდვა რომ დამაჯერებელი გახადონ, რა არ ქნეს - ლამის ტანზე შემოიხიეს და პირდაპირი მნიშვნელობითაც კი ცხარე წიწაკა ჭამეს პირდაპირ ეთერში. ესეც არ იკმარეს - უტიფრადაც დაგვემუქრენ და ვინც სალომეს მხარდაჭერას გავბედავთ, ყველანი ქვეყნის მტრებად იმთავითვე შეგვრაცხეს!

განა რა არის ეს, თუ არა სწორედაც რომ უკიდურესობამდე გამძვინვარებული ფობია?!

განა ნათელი არ არის, რაოდენ არიან თავადვე ტოტალური სიძულვილითა და ბოროტებით შეპყრობილნი, რამდენადა სძულთ არა მხოლოდ სალომე და მასთან ერთად ძალზე ბევრი სხვა შინაურიც, არამედ საერთოდაც ყველა, ვინც მათთან და მათკენ არ არის?!


ტერმინიც კი შეიძლება მათ ამ უმძიმეს მდგომარეობას, ე.ი.ტოტალური სიძულვილითა და ბოროტებით შეპყრობილობას, დავარქვათ: ს ა ლ ო მ ე ფ ო ბ ი ა!

სალომეფობია აქ არა მხოლოდ სალომე ზურაბიშვილის სიძულვილს აღნიშნავს; შეგახსენებთ, სახელი „სალომე“, ანუ ებრაულად „სალომეა“, „შალომ“ ფუძიდან მოდის, რაც ქართულად - მშვიდობასა (!) ნიშნავს. „სალომეფობია“, რაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში პრეზიდენტობის სწორედაც ზეპარტიული კანდიდატის მიმართ შეურიგებლობის გამოხტულებაა, უფრო ზოგადი მნიშვნელობით სხვას არაფერს, ზუსტადაც - სამოქალაქო მშვიდობისა და თანხმობის აუტანლობას, ზიზღსა და შიშს გულისხმობს!

უეჭველია: არჩევნებში გაშმაგებულ სალომეფობთა გამარჯვება კონსტიტუციური წესრიგის და სამოქალაქო მშვიდობის ძირის გამოთხრას ნიშნავს!

სალომეფობნი უწინარეს ყოვლისა, მშვიდობასა და თანხმობას ვერ იტანენ, ყოველთვის ებრძვიან, ამდენად - მუდამ მტრობასა და შფოთს ეძიებენ! ამ ჯერზე მათი მთავარი მიზანი, რაც კანდიდატმა ვაშაძემ დაუფარავად და ურცხვად განაცხადა კიდეც, სწორედ შფოთვის ამ გზით დათესავაა: სააკაშვილის შეწყალებითა და მისთვის მოქალაქეობის აღდგენით, ასევე სხვა დამნაშავეთა გათავისუფლებით დიახაც, „მეიდანიზაცია“, მაშტაბური დესტაბილიზაცია და არეულობის შექმნა სურთ; თორემ თავადაც მშვენივრად იციან, 400 ლარიანი პენსია რომ არა მხოლოდ გასაბრიყვებლად, არამედ ესეც ისედაც სვეგამწარებულთა უფრო მეტად გასამწარებლად და გასაბოროტებლად გამოიგონეს!


„სალომეფობია“, როგორც ქცევის მთავარი წესი, როგორც მათი ტაქტიკაცა და სტრატეგიაც, ხალხის გაბოროტებისა და გამწარების გზით ყველაზე მწვავე ფობიებით შეპყრობილთა გაბატონებაა! საბოლოო მიზანი კვლავაც წყვდიადის, ბოროტების მეუფება, ანუ კაკოკრატიაა (ბერძნულიდან „კაკოს“ - ბოროტებას ნიშნავს)!

ცხადია, კაკოკრატია - არც ევროპულია და არც ნაციონალური. ამიტომ - სინამდვილეში არც „ევროპული საქართველოა“ და არც „ნაციონალური მოძრაობა“. ეს კაკოკრატთა, ქართულად და უფრო შესაფერისად თუკი ვუწოდებთ - ყაყოკრატთა, ერთიანი სალომეფობიური მოძრაობაა. არავითარი მნიშვნელობა აქ არა აქვს, ბაქრაძეა ყაყოკრატთა მენშევიკი, ხოლო ვაშაძე ბოლშევიკი, თუ პირიქით. ეს მხოლოდ მათთვისვე თუა მნიშვნელოვანი, რადგან შიდა კონკურენციას ბოლშევიკები, ანუ უფრო სასტიკნი და გულქვანი, უფრო მწვავედ შეპყრობილნი და უფრო ცხარე წიწაკით გამძღარნი იგებენ.

ჩვენთვის კი ორივე ერთი ნეხვია და ჭკუათმყოფელი თავისი ნებით ნეხვს არასდროს ირჩევს. ეს არ ნიშნავს, როგორც თავადვე გვიმტკიცებენ, რომ ნეხვის ზიზღიც თურმე - ფობიაა. ცხადია, ნეხვის, ე.ი. მათი ზიზღი ფობია კი არ არის, არამედ ბუნებრივად ჯანსაღი მდგომარეობაა!

თუ ღმერთი შეგვეწია, ფობიებისგან იქნებ ამ არჩევნებით მაინც გავთავისუფლდეთ, ე.ი. აღარასდროს ავირჩიოთ ნეხვი. ეს კი იმის საწინდარი იქნება, რომ მომავალში დღევანდელზე უკეთესი არჩევანიც მეტი და მეტი გვექნება!

ნანახი?- 2129

arichopra 2

2018-10-08 14:25:51

ვფიქრობ აუცილებელია ერთი სამთავრობო ტელევიზია, ერთი ინტერნეტ საიტი და ერთი გაზეთი იმისათვის, რომ ჩვენ, ხალხმა ვისაც არ გვინდა განუწყვეტლივ ვისმინოთ, ცრუსთავი2-ის, ტვ-1 -ის და იბერიას თავიანთ გაუკუღმართებულ ლგბტ-დემოკრატიულ ენაზე ნათარგმნი "ფეიკები", რომ მოგვეცეს საშუალება შევიტყოთ რა ხდება ჩვენს თავს მთავრობის და პარლამენტის ოფიციალური საინფორმაციო საშუალებების მეშვეობით. ჩვენ დავიღალეთ ამ იწილო-ბიწილოს სმენით და ყურებით. გაგვიწიეთ ხალხს ანგარიში!!!

Maverick

2018-10-08 21:12:14

ჩოპრა,

ეგ რაც შენ გინდა არ გამოვა, რადგან საქართველოში ს.ი.ტ.ყ.ტ.ყ.ტ.ყ.ტ.ტ.ტ.ყ.ვ.ის თავისუფლების, ანუ ყაყანის და სხვა თავისუფლების წინააღმდეგ გამოდიხარ. თუ გიფიქრია, მერე რა ეშველებათ ამდენ უქნარას, უსაქმურს, ბნელს, გაუნათლებელს, წინიდან, უკნიდან, ზევიდან და ქვევიდან აფეთქებულებს?!...

asdf961

2018-10-08 21:12:40


arichopra 2 სრულად გეთანხმები და ძალიან დროული იქნება თუკი მთავრობა მაგ მიზნით ყურებს გამოიჩხრეკავს!

arichopra 2

2018-10-08 21:27:34

მავერიკ, რადგან ჯერ-ჯერობით შეზღუდულ სუვერენიტეტში ვართ და იძულებული ვართ ვითმინოთ ჩემს მიერ ზემოთ დასახელებული არხების არსებობა, იყონ ესენი, რა გაეწყობა?! მაგრამ მე რომ არ მინდა მაგათი დანახვა, უკვე ნერვებიდან რომ გადამიყვანეს, რომ ვეღარ ვუძლებ უკვე ჩემთვის და ჩემისთანებისათვის ერთი სამთავრობო არხი რომ იყოს ეს მაინც არ შეიძლება?! არ მანტერესებს ეს მე-5 კოლონა რას ლაპარაკობს, საერთოდ არ მაინტერესებს! ილაყბონ თავიანთ არხებზე და იყონ! გავთიშავ იმათ შემთხვევით რომ არ გადავრთო და დავტოვებ იმ ერთ სამთავრობო არხს! ბიჯო ამდენი ძალადობა შეიძლება?! დღეს შემთხვევით გადამერთო ტვ-5 -ზე და პირდაპირ გიგაურმა არ დააბნელა იაურობა, კობახიძეს აკრიტიკებდა! გამომიყვანა წყობიდან! თავხედი კი მინახავს , მაგრამ ეს არასამთავრობო ნაძირალები რომ არიან ასეთი არაფერი!

Maverick

2018-10-08 22:40:20

ჩოპრა,

მაგი რა არის, შენ აქ აშშ-ში უთო, ჭურჭლის სარეცხი, ტოსტერი, მიკროტალღის ღუმელი რომ ჩართო და ონკანი მოუშვა ყბელა ერთად რუსულ კვალზე, ტრამპის პუტინთან გარიგებაზე ალაპარაკდება...

arichopra 2

2018-10-08 22:54:50

))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))!

რეგისტრაცი?/p>

დახურვ?/span>
სახელი:

პაროლი:

გაიმეორე?პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80