ტყიბული დიდი პროტესტის მიჯნაზე - მეშახტეები უკან არ დაიხევენ
ეკონომიკა

ტყიბული დიდი პროტესტის მიჯნაზე - მეშახტეები უკან არ დაიხევენ

ტყიბული დიდი პროტესტის მიჯნაზე - მეშახტეები უკან არ დაიხევენ
ბექა დანელია

2018-10-06 18:30:16

არჩევნების წინ ტყიბული შეიძლება მასობრივმა პროტესტმა მოიცვას. საქმე ისაა, რომ ტყიბულელი მეშახტეები 1-ლი ოქტომრიდან ხელფასის გარეშე დარჩნენ და ამის გამო რამდენიმე დღეში გაფიცვას დაიწყებენ.

ივნისში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, შახტში დასაქმებულები პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა და მისი ყველა დანაპირების ოფიციალურად გაფორმებას მოითხოვდნენ. მეშახტეები ამბობდნენ, რომ დეტალურად უნდა გაიწეროს, შახტის დახურვის პირობებში, ვინ აუნაზღაურებს მათ თანხებს და რამდენი ხნით ან რა ფორმით.

დანაპირების დრო უკვე გავიდა და დასაქმებულები იმდენად მწვავე პრობლემის წინაშე დგანან, რომ უხელფასოდ ცხოვრების გაგრძელაბას, სიცოცხლისთვის საშიშ პირობებში მუშაობას ამჯობინებენ.

ტყიბულის მაღაროში დღეს არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით, „კომერსანტთან“ საქართველოს პროფესიული კავშირის გაერთიანების წრმომადგენლმა დავით დოლაბერიძემ დაადასტურა, რომ მეშახტეებს ხელფასები ნამდვილად აღარ ჩაერიცხებათ.

პარალელურად „საქნახშირის“ გენერალურმა დირექტორმა ჯამბულ ჯაყელმა განაცხადა, რომ 15 ივნისის შემდეგ ნახშირმოპოვება შეჩერებულია, ივლისის და აგვისტოს ხელფასები კი დაიფარა. ამ პერიოდში ნახშირმოპოვება არ განახლებულა, ამიტომ კომპანია 1-ლი ოქტომბრიდან ხელფასებს ვეღარ გასცემს.

„მეშახტეებს აქვთ უმუშევრობის შიში და ითხოვენ დასაქმებას, ეს ბუნებრივიცაა, რადგან ტყიბულში ალტერნატიული დასაქმების საშუალება არ არის. საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშათა პროფესიული კავშირი და საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება, იმთავითვე ითხოვდა მხარეების მიერ ხელმოწერილი წერილობითი დოკუმენტის შედგენას, როდესაც პრემიერმა 16 ივნისს ნახშირმოპოვებითი სამუშაოების გაჩერებისა და მეშახტეების იძულებითი მოცდენის მთელ პერიოდზე ანაზღაურების გაცემის ბრძანება გასცა.

მან მოთხოვნა რეაგირების გარეშე დატოვა, რის შესახებაც ჩვენ ბახტაძეს წერილობით შევახსენეთ, თუმცა მისი მხრიდან რეაგირება მაინც არ ყოფილა.

ტყიბულის კრიზისისადმი მთავრობის ამგვარი დამოკიდებულების გამო, ტყიბულში იძულებითი შრომის გარემო შეიქმნა. მეშახტეები ითხოვენ მუშაობის განახლებას მიუხედავად იმისა, როგორი შრომის უსაფრთხოების გარემო იქნება. 7 სექტემბერს სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიამ შეარჩია გერმანული საექსპერტო კომპანია „ჯიემთი ჯგუფი“, რომელმაც საფრთხეების და რისკების შეფასების მიზნით, შახტების ინსპექტირება უნდა განახორციელოს.

გერმანულ კომპანიას სამუშაოების ჩასატარებლად 5 კვირა დასჭირდება. შესაბამისად, ისიც გაურკვეველია, იძულებითი მოცდენის პერიოდს ვინ აანაზღაურებს, როცა „საქნახშირი“ ამბობს, რომ მეტი შესაძლებლობა არ აქვს“, - აცხადებს თამაზ დოლაბერიძე.

მას შემდეგ რაც ტყიბულის შახტა დაილუქა, ორ კონკრეტულ ლოკაციაზე მუშაობა კვლავ გრძელდება. ესენია - ვენტილაციისა და წყლის ამოტუმბვის ადგილები, სადაც დარგის სპეციალისტების თქმით, სამუშაოების შეჩერება ფიზიკურად შეუძლებელია. მართალია აღნიშნული ადგილები იმდენად საფრთხის შემცველი არ არის, რამდენადაც უშუალოდ აფეთქების წერტილები, მაგრამ უსაფრთხოების ნორმები არც იქ არის ბოლომდე დაცული.

მარტო წელს ტყუბული შახტებში 11 ადამიანი დაიღუპა, მაგრამ შიმშილის საფრთხე ტყიბულელებისთვის კიდევ უფრო დიდი საშინელებაა, ვიდრე მაღაროში მუდმივი რისკის ქვეშ მუშაობა.

„ფინანსური პრობლემები ჩვენთვის დღეს ყველაზე მტკივნეულია. ქალაქში სიკვდილის შიშია გამეფებული და მას თავისი მიზეზი აქვს. ოჯახი და საახლობლო აღარ დარჩა, ერთი გარდაცვლილი რომ არ ჰყავდეს შახტში. ჩვენც გვაწუხებს უსაფრთხოება და ყველას ეშინია ოჯახის წევრის დაკარვის, მაგრამ ყოველგვარი ანაზღაურებისა და ლუკმაპურის გარეშე ვრჩებით. ესეც სიკვდილის ტოლფასია. ამიტომ ორი ცუდი ვარიანტიდან ვირჩევთ სამუშაოების აღდგენას“, - აღნიშნა მეშახტე გაგა ისაკაძემ.

 

როგორ გადაწყდება მეშახტეების ბედი, ჯერ არავინ იცის. არჩევნების წინ ტყიბული შეიძლება მასობრივმა პროტესტმა მოიცვას.

 

ნანახი?- 583

ფარაონი

2018-10-06 20:47:09

როცა სიკვდილზე მიდიხარ და იცი, რომ შენი სიცოცხლე ღირდა თავგანწირვად, მაშინ სიკვდილზეც ამაყად, ღირსეულად და სიხარულით წახვალ, მაგრამ აქ? რისი გულისთვის? რომ იარსებო და მშიერი არ გყავდეს ოჯახი, ამ დროს კი ვიღაცა კისერს ვეღარ ატრიალებს ბევრი ქონისგან, სირცხვილია!
21 საუკუნეში, ადამიანს უნდა ჰქონდეს არსებობის საშუალება, ეს ძალიან დიდი პრობლენმაა ჩვენთვის ქვეყნის მაშტაბით და ერთი თავი ამ საქმეს თავს ვერ გაართმევს, თუმცა ქვეყანაში ერთი თავი წყვეტავს ყველაფერს.
ასე რომ, გიტლერ კაპუტ!
ძალიან მიმძიმს სიმართლის თქმა, მაგრამ გაჩუმებაც არ შემიძლია, უნდა შეეგუოთ, რომ თქვენი საშველი არ იქნება, არაფერს ელოდოთ, სხვა გზა რომ არ დარჩება, წახვალთ შახტაში იმ იმედით, რომ იქნებ თქვენ გაგიმართლოთ,
რას არ გააკეთებს კაცი მშიერ შვილების გულისთვის?
........... ყველაფერს ! ! ............!

ფარაონი

2018-10-06 20:56:56

როცა სიკვდილზე მიდიხარ და იცი, რომ შენი სიცოცხლე ღირდა თავგანწირვად, მაშინ სიკვდილზეც ამაყად, ღირსეულად და სიხარულით წახვალ, მაგრამ აქ? რისი გულისთვის? რომ იარსებო და მშიერი არ გყავდეს ოჯახი, ამ დროს კი ვიღაცა კისერს ვეღარ ატრიალებს ბევრი ქონისგან, სირცხვილია!
21 საუკუნეში, ადამიანს უნდა ჰქონდეს არსებობის საშუალება, ეს ძალიან დიდი პრობლენმაა ჩვენთვის ქვეყნის მაშტაბით და ერთი თავი ამ საქმეს თავს ვერ გაართმევს, თუმცა ქვეყანაში ერთი თავი წყვეტავს ყველაფერს და არა მთავრობა, ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს ნება, ყველა მოქალაქე ყავდეს მაძღარი.
ხელისუფლებას არ აქვს იმის ცოდნა და ნება, რომ ეს ამოცანა გადაჭრას, მათი მიზანი მორჩილებაა,
ასე რომ, გიტლერ კაპუტ!
ძალიან მიმძიმს სიმართლის თქმა, დიდი მწუხარებით გაუწყებთ, რომ რეალობას უნდა შეეგუოთ, თქვენი საშველი არ იქნება და არც არაფერს ელოდოთ,
მაინც მოგიწევთ და წახვალთ შახტაში. „ვინუჟდენი“ წახვალთ იმ იმედით, რომ იქნებ თქვენ გაგიმართლოთ, ეს ერის გენოციდის ტოლფასია, გესმით!!! გენოციდის ტოლფასი!
რას არ გააკეთებს კაცი მშიერ შვილების გულისთვის?
... ყველაფერს ! ! ............!

რეგისტრაცი?/p>

დახურვ?/span>
სახელი:

პაროლი:

გაიმეორე?პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80