თურქეთის ეკონომიკური კრიზისი საქართველოსაც პრობლემებს უქმნის
ეკონომიკა

თურქეთის ეკონომიკური კრიზისი საქართველოსაც პრობლემებს უქმნის

თურქეთის ეკონომიკური კრიზისი საქართველოსაც პრობლემებს უქმნის
ბექა დანელია

2018-10-06 14:30:38

თურქეთში მძვინვარე ეკონომიკური კრიზისი სახიფათო სახეს იღებს მეზობელი ქვეყნებისთვის და მათ შორის, საქართველოსთვისაც. ამ წუთისთვის ეს მხოლოდ ლარის მერყეობაში გამოიხატება, მაგრამ სამომავლოდ იგი უფრო მასშტაბურ ხასიათს შეიძენს.

თურქული ლირის დევალვაციამ ინფლაცია 15-წლიან მაქსიმუმამდე აიყვანა. ქვეყანაში სამომხმარებლო ფასები უკვე 25%–ით გაიზარდა. მხოლოდ აგვისტო–სექტემბერში თურქეთში ცხოვრება 6,3%–ით გაძვირდა და ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად აღემატება ექსპერტების პროგნოზებს.

წლის დასაწყისიდან თურქულმა ლირამ დაახლოებით 40% დაკარგა აშშ დოლართან მიმართებაში. ამის ერთ–ერთი მიზეზი თურქეთში დაკავებული ამერიკელი პასტორის გამო ქვეყნებს შორის ურთიერთობების დაძაბვა გახდა, რასაც სანქციებიც მოჰყვა.

გარდა ამისა, ინვესტორები ქვეყნის პრეზიდენტს რეჯეფ ტაიპ ერდოღანს არასათანადო ფულად–საკრედიტო პოლიტიკის გამო აკრიტიკებენ.

ლირის ვარდნასა და მაღალ ინფლაციასთან ბრძოლის მიზნით თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 6,25 პუნქტით 24%–მდე გაზარდა, მაგრამ ეს საქმეს არ შველის.

თურქეთის ფინანსთა მინისტრი ბერათ ალბაირაკი ირწმუნება, რომ პრობლემების პიკმა უკვე გადაიარა. ის 2021 წლისთვის ინფლაციის ეტაპობრივად 6%–მდე დაწევის პირობას დებს. შესაბამის დეტალურ გეგმას მინისტრი მალე წარმოადგენს. დათქმუნ ვადამდე 3 წელია და ეს პერიოდი შეიძლება დამანგრეველი აღმოჩნდეს მეზობელი ქვეყნისთვის.

თურქეთი საქართველოს უმნიშვნელოვანესი სავაჭრო პარტნიორია. იქ მიმდინარე პროცესებმა უკვე მოახდინა გავლენა საქართველოს საფინანსო ბაზარზე და ლარი ბოლო 2 თვეში 17 პუნქტით გაუფასურდა. მოსალოდნელია თუ არა უარყოფითი გავლენა მთელი ქვეყნის ეკონომიკაზე?

ამ საკითხს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ თუკი თურქეთში სიტუაცია არ გაუარესდება, ჩვენს ეკონომიკაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოსალოდნელი არ არის. მისი თქმით, თურქეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. სწორედ მასზე მოდის იმპორტის 17% და ექსპორტის 8%. ამასთან, თურქეთს დიდი წილი უკავია, როგორც ტურისტულ შემოსავლებში, ასევე ფულად გზავნილებში.

„ეკონომიკური სიტუაცია თურქეთში შეამცირებს საქართველოში, როგორც უცხოურ შემოდინებებს, ასევე მოთხოვნას ქართულ საქონელსა და მომსახურებაზე. თუმცა, მეორეს მხრივ, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ თურქული ლირის დინამიკა და ინფლაცია. რეგიონში გაზრდილ რისკებს, შესაძლოა ჰქონდეს გავლენა ჩვენი რისკების განსაზღვრაზე და შესაბამისად, კაპიტალის შემოდინებაზე. თურქული ლირა ქართული ლარის მიმართ მნიშვნელოვნად გაუფასურდა“, - ამბობს გვენეტაძე.

დაახლოებით იგივე პოზიციაზეა ეკონომისტი აკაკი ცომაია. იგი დამატებით ყურადღებას ამახვილებს საზოგადოებაში გაჩენილ მოლოდინზეც.

„თურქეთის ეკონომიკას ამჟამად ის გავლენა აქვს საქართველოს ეკონომიკაზე, რომ აჩენს არასახარბიელო მოლოდინს. როდესაც თურქული ლირა უფასურდება იქმნება იმის განცდა, რომ უნდა გაუფასურდეს ქართული ლარიც, ამიტომ თავისთავად ეს მოლოდინი უარყოფით გავლენას საფინანსო ბაზარზე და ლარიც უფასურდება“,- აღნიშნა ცომაიამ.

ეკონომისტის თქმით, თავად ის ფაქტი, რომ თურქეთის ეკონომიკური მდგომარეობა უარესდება ამ წუთას საქართველოს რეალურ ეკონომიკურ სექტორზე გავლენას ვერ ახდენს, თუმცა დროთა განმავლობაში გარკვეულ გავლენას მაინც იქონიებს. გრძელვადიან პერიოდში კი თურქეთის ეკონომიკის შესუსტებამ საქართველოს ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის ზრდას ხელი უნდა შეუწყოს.

ნანახი?- 670

arichopra 2

2018-10-06 15:26:10

აშშ-ს პრეზიდენტის გამოსვლის მთავარ იდეას წარმოადგენდა პატრიოტიზმის დაპირისპირება გლობალიზმთან. ეს ყველა კომენტატორმა აღნიშნა. მან დიდი დრო დაუთმო საერთაშორისო ორგანიზაციების კრიტიკას და თქვა, რომ “მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში მიიღეს ქვეყნები, რომლებიც მის ყველა პრინციპს არღვევენ”. მისი შეფასებით, აშშ-მა დაკარგა 3 მილიონზე მეტი სამუშაო ადგილი და 60 ათასი ქარხანა მას შემდეგ, რაც მსო-ს ჩინეთი შეუერთდა. “ჩვენ ამას მომავალში აღარ დავუშვებთ”, _ განაცხადა ტრამპმა.
ჩვენ 1991 წელს შემდეგ დავკარგეთ თითქმის ყველა ქარხანა და ფაბრიკა (75-80%), ყველა სამუშაო ადგილი! დაგვენგრა საათივით აწყობილი განათლების და მეცნიერების სისტემა!

ფხიზელი

2018-10-07 02:24:07

აბსოლუტურად მართალია ტრამპი.
ძვირფასი ფეხსაცმლის ნაწილი - იტალია.
ფოტო და ვიდეო აპარატურა - იაპონია.
ინსტრუმენტების ძალიან მცირე ნაწილი - ტაივანი.
სხვა თითქმის ყველაფერს, რაც კი აშშ-ში იყიდება, აწერია "made in Cina".




arichopra 2

2018-10-07 09:45:50

ფხიზელი ერთი პირადი შეკითხვა მაქვს 45-46 ზომა ანუ (30-31სმ) ფეხსაცმელი იყიდება აშშ-ში? აქ ასორტიმენტი 44 მთავრდება და ყველას (ბევრს) 45 გვჭირდება! დავდივართ ზამთარ ზაფხულ ფოსტლებით )))

ფხიზელი

2018-10-07 18:21:08


arichopra 2 :))
მე არა მაქვს ამხელა ფეხი... მაგრამ გამორიცხულია, რომ მსოფლიოში არსებული რომელიმე ზომა არ იყიდებოდეს აქ...
ახლა გამახსენდა: ერთხელ ყოფილმა მეზობელმა დაგვირეკა თბილისიდან და გვთხოვა, მისი ვაჟისათვის გაგვეგზავნა "რებოკის", 46 ზომა ბოტასი. გავუგზავნეთ. გაგვიკვირდა, რომ მადლობაც არ უთქვამს (ბოლო-ბოლო, შენი გულისთვის ვიარეთ მაღაზიებში, ვეძებეთ, ვიყიდეთ, ერთი იმის ფასი გამოგზავნაში გადავიხადეთ, ხომ?).
მერე მოგვივიდა ამბავი - უკმაყოფილო დარჩენილა: მე ამერიკული მინდოდა, თურემ ჩინეთში დამზადებულს ეგერ ვიყიდიდი, ლილოს ბაზრობაზეო!:)))))
(ამის შემდეგ რომ აგვეხსნა, ამერიკული ფეხსაცმელი პრაქტიკულად არ არსებობს, რადგან ამერიკამ თავისი ყველა ქარხანა და ფაბრიკა დიდი ხნის წინ გაზიდა ჩინეთშიო, გამოვიდოდა, რომ ის ჩავუშვით, ვინც ამბავი მოგვიტანა და ამიტომ არაფერი აგვიხსნია:))
შენ თუ გაქვს პრობლემა - გამოსწორებადია, მაგრამ ზოგადად თუ არის ასეთი ზომის დეფიციტი - მე შეხება არა მაქვს ამ სფეროსთან :)

arichopra 2

2018-10-07 19:48:05

არა, არა გამოგზავნა არ მინდა! უბრალოდ საკვირველია! მარტო აქ ამ საქართველოში გვაქვს ასე დიდი ფეხი თუ რა არის ამ 44 ზე რატომ ჩერდება ეს ბიზნესი?!

arichopra 2

2018-10-07 19:49:23

ჩინეთიდან გამოვიწერე მეგონა 45 ზომა მოვიდოდა და მომინიდა 29 სმ! პრეტენზია რომ დავუსაბუთე ნახევარი თანხა დამიბრუნეს და ფეხსაცმელი დამიტოვეს!

arichopra 2

2018-10-07 19:50:51

იტალიური ფეხსაცმელის ჩაცმა პრაქტიკულად გამორიცხულია. ჩვენზე ერთი სალამანდრა გადის და იქაც 44 მდე არის მაღაზიაში!

arichopra 2

2018-10-07 19:52:00

ხომ არ დაგვეწყო მე და შენ ბიზნეს პროექტი - "45 და მეტი"?! )))

ფხიზელი

2018-10-08 00:44:25

:)))
სლოგანი კარგია, მაგრამ ჩემს პარტნიორობაში ხეირს ვერ ნახავ: ისეთი ბედი მაქვს ფულის ამბავში, სულ რომ ოქროს წვიმა წამოვიდეს, სადაც მე ვდგავარ, იქ წვეთი არ დაეცემა!:)

ფხიზელი

2018-10-08 01:02:48

ისე, რაც შეეხება ზომებს, აქაც ძალიან ხშირად არ ემთხვევა ზომა იმას, რაც აწერია (ფესაცმელს, ტანსაცმელს). ხშირად რამდენიმე ზომითაც კი სცდება... მაგრამ კარგი ის არის, რომ დაბრუნება არ არის პრობლემა. არამცთუ ჩაუცმელის, შეიძლება რამდენჯერმე ჩაიცვა კიდეც, მაგრამ ვერ იგრძენი თავი კომფორტულად: უსიტყვოდ იბრუნებენ უკან! (ლოზუნგი - "მომხმარებელი ყოველთვის მართალია!"- მოქმედებაში).
მახსოვს, ჩემს ქალიშვილს ტუფლი უყიდა დედამისმა თბილისში. რომ ჩაიცვა, აღმოჩნდა, რომ სხვადასხვა ზომისაა ფეხსაცმელი. წაიღო მაღაზიაში დაუყოვნებლივ და არაფრით არ დაიბრუნეს: - მე რა ვიცი, იქნება ცალი ფეხსაცმელი ვინმეს გაუცვალეო! :)))

ფარაონი

2018-10-08 01:51:35

ჩინეთის მოსპობით განახევრდება მსოფლიოს მოსახ.ლ.ეობა, მნიშვნელოვნად შემცირდება კვების პრობლემა, , თუ ინდოეთსაც მივაყოლებთ ხომ დადგება დრო სანუკვარი, მუშახელი სანთლით საძებარი გახდება და მსოფლიოში და საქართველოში სამუდამოდ გადაწყდება დასაქმების პრობლემა, ამიტომ დროა დავცხოთ ატომი ჩინეთს და ინდოეთს.
დავასწროთ სხვას და პირველები გამოვიდეთ ლოზუნგით „„მსოფლიო ჩინელის და ინდოელის გარეშე““ ან, „„ვიბარებ მკვდარ ჩინელს და ინდოელს ოპტომ““
ამათ, თუ შავ კონტინენტ აფრიკასაც მივუმატებთ, ხომ სამუდამოდ დაისვენებს მსოფლიოს სინდისი, რომელიც მგონი არც არსებობს.
აზლა დაიწყებთ ტოლერანტობა, ძმობა! ერთონა! ნაციზმი და რასიზმი!
მე გაგანთავისუფლებთ სინდისისაგან, ყველა ცოდვას მე ვიღებ ჩემ თავზე, მომეცით ვლასტი და ხელი არ ამიკანკალდება. როგორც სელაპებს, სულ კომბლით დავხოცავდი.
.„„გაუმარჯოს კავკასიურ რასას““!!! ვაშააააააააა ! ! !

ფხიზელი

2018-10-08 06:05:26

იარაღის მოყვარულთათვის:
იარაღის "ბაზრობა" ამერიკაში. მსგავსი ბაზრობები სისტემატურად იმართება სხვადასხვა ქალაქებში.
https://www.youtube.com/watch?v=nE42H1nnVQ0

რეგისტრაცი?/p>

დახურვ?/span>
სახელი:

პაროლი:

გაიმეორე?პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80