კლინიკები ტურისტებიდან თანხის მიღებას ვერ ახერხებენ
ეკონომიკა

კლინიკები ტურისტებიდან თანხის მიღებას ვერ ახერხებენ

კლინიკები ტურისტებიდან თანხის მიღებას ვერ ახერხებენ
ბექა დანელია

2018-10-05 17:00:55

საქართველოში დასასვენებლად ტურისტები სარგებლობენ სამედიცინო მომსახურებით, თუმცა თანხას არ იხდიან. გამოდის, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეები სერვისით სარგებლობენ, მაგრამ შემდეგ ან კლინიკებიდან ქრებიან, ან ფიქტიურ სადაზღვევო პოლისებს წარადგენენ, საიდანაც თანხის მიღება პრაქტიკულად შეუძელბელია. ამასთან დაკავშირებით არაერთი სასამართლო დავაც მიმდინარეობს.

ასეთი ფაქტებს დაუფარავად ამხელს მცხეთის სამედიცინო ცენტრის დირექტორი ნიკა ჭელიძე.

„კლინიკა ვალდებულია მოემსახუროს პაციენტს, თუმცა თანხის ანაზღაურება არ ხდება. ძალიან ხშირად უცხოელი პაციენტი უარს აცხადებს თანხის გადახდაზე. მათ არ გააჩნიათ სამოგზაურო დაზღვევა და ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ არ არსებობს სამართლებრივი მექანიზმები - სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც გადაწყვეტილება რჩება აღუსრულებელი“, - აცხადებს სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელი.

უშუალოდ მათ შემთხვევაში სასამართლო დავა ამჟამადაც მიმდინარეობს. საუბარია რუსეთის მოქალაქეზე, რომელსაც სამედიცინო ცენტრის მიმართ დავალიანება 15 ათას ლარამდე აქვს.

ტურიზმის სფეროს ექსპერტი ნიკო კვარაცხელია პრობლემას, სრულყოფილი საკანონმდებლო ბაზის არარსეობაში ხედავს. მსგავსი შემთხვების შესახებ მასაც არაერთხელ სმენია, მიზეზი კი არის საზღვარზე დოკუმენტაციის წარდგენის არარსებობა.

„ყველა ქვეყნა ითხოვს, რომ ტურისტი იყოს დაზღვუელი იმ კომპანის მიერ, რომელსაც მიმღები ქვეყანა ცნობს. ეს საერთაშორისო ნორმაა და აუცილებელია ასე ხდებოდეს ყველგან. საზღვარზე უნდა მოწმდებოდეს, აქვს თუ არა სადაზღვევო პოლისი, რომელიც ქართულია ან საერთაშორისოდ აღიარებული.

პრობლემა რომ არსებობს და გადასაჭრელია, ეს უკვე ფაქტია. სახელმწიფოსთან ერთად ამაში უნდა ჩაერთს ბიზნესიც. მაგალითად, თუკი ტურისტი საზღვარზე ვერ წარადგენს ჯანმრთელობის დაზღვევას, კომპანიებისაგან იქვე შეიძინონ პოლისი, რათა ერთი მხრივ პრობლემა არ შეექმნას ვიზიტორს შემოსვლაში, მეორე მხრივ კი - ქვეყანას“, - განაცხდა კვარაცხელიამ.

ეს ყველაფერი რომ სადაზღვევო კომპონენტის გაუმართაობის ბრალია, ამას „საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის“ გამგეობის თავმჯდომარე დევი ხეჩინაშვილიც ამბობს. მისი თქმით, გადაუდებელი შემთხვევების დროს სახელმწიფო ვალდებულია ჯანმრთელობის პრობლემების გამო, ყველას (მათ შორის უცხოელსაც) უფასოდ მოემსახუროს. მათი ნაწილი კი შემდეგ თანხის გადახდას თავს არიდებს.

„ქვეყანაში შემოსვლისას დაზღვევას არავინ სთხოვს, თუმცა ვიზისთვის საჭირო ჩამონათვალში იგი არის ნახსენები. რაც შეეხება, ტურისტებს, რომელთაც საქართველოში შემოსასვლელად ვიზა არ სჭირდებათ, თავისთავად არავინ ეუბნება, რომ სამოგზაურო დაზღვევა იქონიონ. თვეში უცხოელების მიერ 2000 სასწრაფო დახმარების გამოძახება ფიქსირდება. ისინი ამას თავად იხდიან, რადგან 50 ლარამდე ღირს. მათგან რაღაც ნაწილის კლინიკებში გადაყვანა ხდება, მაგრამ ნაწილი სტაციონარულ მომსახურებაში თანხას აღარ იხდის.

ნამდვილად ვიცით, რომ საკმაოდ გართულებულია პრობლემა ირანელებთან მიმართებაში. ისინი თავის ქვეყანაში დაზღვევას ყიდულობენ, რომელიც საქართველოშიც მოქმედებს, მაგრამ შემდეგ ირანულ სადაზღვევო კომპანიას აქ ფულის ჩარიცხვის პრობლემა აქვს. სამწუხაროდ, ვერ გეტყვით, რამდენი ასეთი შემთხვევაა და რა თანხაზე გავდივართ. ეს ფაქტები უდავოდ ხდება. ჩვენს კლინიკებს შემდეგ ნამდვილად აქვს ფულის ამოღების პრობლემა“, - განაცხადა „ბიზნეს მედიასთან“ ხეჩინაშვილმა.

ნანახი?- 481

serapina

2018-10-05 18:18:18

აბა,ახლა გერმანელებს შეხედეთ...

ჩამოვიდა საქართველოს მოქალაქე გერმანიაში სტუმრად(ვიზა იყო მაშინ საჭირო)... რომელსაც, ცხადია ჯანმრთელობის,სამგზავრო დაზღვევა უნდა ჰქონოდა,ისე ვიზას ვერ მიიღებდა...

დასჭირდა სასწრაფო სამედიცინო დახმარება და ორ დღიანი მკურნალობა. პაციენტს საავადმყოფოს დატოვებამდე თითქმის ათას ევროიანი ქვითარი ამოუწერეს და იმ პიროვნებასთან გაატანეს,რომლის მოწვევითაც(გერმანიის მოქალაქე) ეს ადამიანი გერმანიაში ჩამოვიდა.

გაატანეს გადახდის ქვითარი საქართველოში და იქ,დაზღვევას მოსთხოვეო

არასწორად ამბობს დევი ხეჩინაშვილი...
საქართველოს მოქალაქეს,თუ სახელმწიფო დაზღვევა აქვს,მიხედავს სახელმწიფო თუნდაც უფასოდ...
სხვა ქვეყნის მოქალაქე,დაზღვევას თავის ქვეყანაში იხდის და საქართველომ უფასოდ რატომ უნდა უმკურნალოს???
მიბაძეთ გერმანელებს... გადაახდევინეთ ადგილზე და გაატანეთ ქვითარი სახლში. არკვიოს თავის დაზღვევასთან!

(ვინმეს არ მოგაფიქრდე შეადაროთ, რომ ევროპაშიც მკურნალობენ თავშესაფრის მაძიებელ ქართველებს. ეს,სულ სხვა საკითხია!).

ჩვენ, კანონები არ გვქონდეს შესაბამისი და საზღვრების მიხედვა არ ვიცოდეთ,სხვას დავაბრალოთ?!

ფხიზელი

2018-10-05 23:00:04

serapina,
მართალი ხარ. ჩემმა ცოლმაც ეგა თქვა: გადაუხადოს თავისმა დაზღვევამო... აბა, რასაც ეს ტურისტი დატოვებს, იმაზე მეტის სამდიცინო მომსახურება თუ იქით გავუწიეთ უფასოდ, რაღად გვინდა ამისთანა ტურიზმი? :)

serapina

2018-10-06 00:19:19


იმ ზემოთ რომ ამბავი დავწერე,იმას გაგრძელებაც აქვს.
დაბრუნდა ის ადამიანი მერე საქართველოში და 4 თვე დარბოდა დაზღვევის ოფისში(რომელსაც გერმანიიდან წამოღებული ქვითრები ჯერ "დაეკარგა"... მერე, ის თანამშრომელი აღარ არის აქ,ვისაც ჩააბარეთო და მსგავსი)...
როდესღაც,მაინც მოუწიათ გადახდა.

სულ არ ანაღვლებდა გერმანიას მერე, როგორ მიიღებდა ეს ადამიანი თანხას დაზღვევისაგან.

ეს არ ვიცი, ირანული დაზღვევა საქართველოში როგორ მოქმედებს...
მაგრამ საქართველომ თავისი თანხა უნდა მიიღოს საქართველოში და ირანელები თავიანთ დაზღვევებთან თავად გაარკვევენ მერე...

სახელმწიფო თუ ჩვენია, შესაბამისი კანონი რომ ჭირდება ასეთ საკითხებს?!


ზოგადად, სადმე გინახავთ ტურისტს, ვინმე რამეს უფასოდ უკეთებდეს?!
ქართველ ტურისტს,ვინმე უფასოდ ემსახურება სადმე?!


ტორი

2018-10-06 09:16:12

"ჩვენს კლინიკებს შემდეგ ნამდვილად აქვს ფულის ამოღების პრობლემა“, - განაცხადა „ბიზნეს მედიასთან“ ხეჩინაშვილმა...
---------------------------

მართალია, აქვთ პრობლემა...
ჰოოოოოდა, ამ პრობლემას ჩვენს ხარჯზე აგვარებენ - აძვირებენ და აძვირებენ სამედიცინო მომსახურებას, რომელიც წამლის შემოტანით დაწყებული, ექიმთან ვიზიტით გაგრძელებული და ლაბორატორიულ-სტაციონალური მკურნალობით დამთავრებული, სულ სამი კაცის ხელშია...

სამაგიეროდ, აცხადებებ და აცხადებენ ფასდაკლების დღეებს და ავტომანქანის გათამაშებებს 300% და 500% მოგების მარჟაზე ასული "ავერსი" და "პსპ"...

უვარგის და ვადაგასულ წამლებზე აღარაფერს ვამბობ - ფხვნილად რომ შემოაქვთ და აქ აფასოებენ...არც მოგკლავს და არც დაგარჩენს...
ამის გამკეთებლები კიდევ, პარლამენტში "გვისხედან"...

36 მილიონერი პარლამენტარი ყავს ამ გაუბედურებულ ქვეყანას...
ამას რომ ვითმენთ, ჩვენი ბრალია...
ახია, სულაც უწამლოდ და უექიმოდ ამოგვძვრეს სული...

რეგისტრაცი?/p>

დახურვ?/span>
სახელი:

პაროლი:

გაიმეორე?პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80