ოქუაშვილის ბიზნესმენ გოგიტიძის ქონების წართმევაში ადანაშაულებენ
პოლიტიკა

ოქუაშვილის ბიზნესმენ გოგიტიძის ქონების წართმევაში ადანაშაულებენ

ოქუაშვილის ბიზნესმენ გოგიტიძის ქონების წართმევაში ადანაშაულებენ
თამთა ქარჩავა

2018-10-03 20:21:32

სკანდალების ავტორი ზაზა ოქუაშვილი სკანდალში თავად გაეხვა. პარლამენტის წევრი კობა ნაკაიძე „ომეგა ჯგუფის“ ხელმძღვანელს ქობულეთში მცხოვრები ბიზნმესმენის, გურამ გოგიტიძის ქონების ხელყოფაში ადანაშაულებს და სამართალდამცავებს ამ საქმით დაინტერესებისა და რეაგირებისკენ მოუწოდებს.

„მინდა ზაზა ოქუაშვილს შევახსენო ქობულეთში მცხოვრები ბიზნესმენის გურამ გოგიტიძის ისტორია. ახსოვს თუ არა მას როგორი მაქინაციებითა და ვისი ხელშეწყობით მოახერხა ხელში ჩაეგდო ამ ბიზნესმენის ქონება. კერძოდ, ოქუაშვილმა ქობულეში, გელაურის დასახლებაში, პოპოვის ქN17-ში არსებული ქარხანა შეიძინა. საუბარია 2007 წელზე.

მაშინდელი ხელისუფლების ხელშეწყობით ისე მოხდა, რომ ჩატარებული აუქციონით მისამართი შეიცვალა და პოპოვის N5-ში არსებული ქონება ოქუაშვილმა გაიფორმა. მან მოგონილი დავალიანებით წაართვა და დააყადაღა გურამ გოგიტიძის საცხოვრებელი ფართები ქობულეთსა და თბილისში, ასევე ფირმა „მატრიქსის“ მიერ დაყადაღებული იყო ძვირადღირებული ავტომობილები, რომელიც გურამ გოგოტიძის მფლობელობაში იყო. ეს ყველაფერი 2007-2010 წლებში ხდებოდა - გასაგებია, ვისი ხელშეწყობითა და დაკვეთით“, – განაცხადა კობა ნაკაიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

სკანდალურ ბრალდებაზე ბიზნესმენს ჯერჯერობით განცხადება არ გაუკეთებია. ეს საკითხი პლენარულ სხდომაზე უკომენტაროდ დატოვა ბიზნესმენის მეუღლემ, დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ „ქართულ ოცნებას“ არავითარი წვლილი არა აქვს ზაზა ოქუაშვილის ბიზნესის დაბრუნებაში, მათ შორის ტელეკომპანია „იბერიას“ დაბრუნებასა და თვით ზაზა ოქუაშვილის დაბრუნებაში. ჩხეიძის მტკიცებით, „ქართული ოცნების“ მთავრობას არაფერი სასიკეთო ზაზა ოქუაშვილის მიმართ არ მოუმოქმედებია, მათ შორის არც სამართლიანობის აღდგენის თვალსაზრისით – „სულ პირიქით კი, რამდენიც გნებავთ“.

„მიხეილ ჯავახიშვილმა ერთხელ ბახჩო ქობულოვს უთხრა –კალმის წვერზე მიზიხარო. მართალია, მიხეილ ჯავახიშვილი 1937 წელს დახვრიტეს, მაგრამ ეს კალმის წვერი თაბახის ფურცლებად იქცა და ახლა ყველამ ვიცით, ვინ არის მიხეილ ჯავახიშვილი და რა არის ბახჩო ქობულოვი.

უნდა მივმართო მეცხრე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარეს: კალმის წვერზე მიზიხართ! ბატონი ირაკლი კობახიძე უნდა ვამხილო ჩემი ოჯახის მიმართ მიზანმიმართული სიცრუის გავრცელებაში. უნდა განვმარტო, რომ „ქართულ ოცნებას“ არავითარი წვლილი არა აქვს ზაზა ოქუაშვილის ბიზნესის დაბრუნებაში, „იბერიას“ დაბრუნებაში და თვით ზაზა ოქუაშვილის დაბრუნებაში, როგორც ამას წარბშეუხრელად ბრძანებს პარლამენტის თავმჯდომარე“, – განაცხადა ნატო ჩხეიძემ.

ჩხეიძის ინფორმაციით, ზაზა ოქუაშვილის ბიზნესი სრული შემადგენლობით 2004 წლის 18 დეკემბერს ამოქმედდა, მას შემდეგ, რაც თითქმის ერთი წლის განმავლობაში გაჩერებული იყო „ნაციონალური“ ხელისუფლების მიერ ყალბი აქციზური მარკების ბეჭდვის ბრალდებით.

„ეს ბრალდება ვერ დაამტკიცეს და ვერც დამტკიცდებოდა, რადგან მსოფლიოში არ არსებობდა ყალბი აქციზური მარკები. ამის მიუხედავად, უკანონოდ დაედო საგადასახადო დავალიანება 24–მილიონი ლარის ოდენობით და ერთი წლის განმავლობაში გაჩერებით ათეულობით მილიონი ლარის ზარალი მიადგა. ამის მიუხედავად, მაშინდელმა მთავრობამ „ომეგა ჯგუფს“ მისცა რესტრუქტურიზაცია, რომლის გადახდაც ხუთი წლის განმავლობაში შესაბამისი კანონის მიხედვით მოხდა.

ზაზა ოქუაშვილი 2005 წლიდან რეგულარულად ჩამოდიოდა თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებში. 2013 წელს ზაზა ოქუაშვილმა თვითონ „ქართული ოცნების“ დახმარების გარეშე დაიბრუნა ტელეკომპანია. „ქართული ოცნების“ მთავრობას არაფერი სასიკეთო ზაზა ოქუაშვილის მიმართ არ მოუმოქმედებია, მათ შორის არც სამართლიანობის აღდგენის თვალსაზრისით – სულ პირიქით კი, რამდენიც გნებავთ!“, – განაცხადა ნატო ჩხეიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

დეპუტატის ბრალდებას უპასუხა ირაკლი კობახიძემ და ჩხეიძეს მიმართა, რომ პარლამენტი და პარლამენტის თავმჯდომარე ყველაფერს იღონებს, რომ 50 მილიონი კაპიკ–კაპიკ ჩარიცხონ სახელმწიფო ბიუჯეტში.

„50 მილიონი, რომელიც არის თქვენი დავალიანება ხალხის მიმართ, კაპიკ–კაპიკ უნდა ჩარიცხოთ სახელმწიფო ბიუჯეტში“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ნატო ჩხეიძის საპასუხოდ, დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა ყველა ის ქონება დაასახელა, რაც სახელმწიფომ ბიზნესს დაუბრუნა. დეპუტატის განცხადებით, ყველაზე ცინიკურია „ნაციონალური მოძრაობის“ პრეტენზია სამართლიანობის აღდგენასთან მიმართებაში, როდესაც 2004– 2012 წლებში თავად იყვნენ სხვისი ქონების მიტაცებით დაკავებული.

„შემიძლია დაუღალავად, მთელი დღის განმავლობაში ვისაუბრო იმ საშინელ ზეწოლაზე, იმ პირდაპირი გაგებით რეკეტზე და დაყაჩაღებაზე, რასაც ყოველდღიურად ადგილი ჰქონდა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში, ეს იცის მთელმა მსოფლიომ. ამ ყველაფრის ფონზე, მაშინ როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ მისივე წართმეული ქონების დაბრუნებაზე ედავება „ოცნებას“ და პრეტენზიას უყენებს, რაღაც ინსინუაციებს იგონებს, დადგმული და მოგონილი სცენარებით ცდილობს საზოგადოება შეიყვანოს შეცდომაში.

კარგად გაიხსენეთ, ჩაიხედეთ საკუთარ გულებში, გაიხსენეთ საკუთარი წარსული და ზუსტად მიხვდებით რას ნიშნავს რეკეტი, მაშინ როდესაც უამრავი ბიზნესმენი დარეკეტებული იქნა თქვენს მიერ, ხმასაც კი ვერ იღებდა იმისთვის, რომ რაიმე სახის პრეტენზია ეთქვათ. დღეს არის საუბარი ერთ კონკრეტულ ბიზნესზე, ჯერ კიდევ გაურკვეველ სიტუაციაზე, და იქ აშკარა ნიშნებზე იმისა, რომ ეს ყველაფერი არის ინსცენირებული და იმართება „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ექსპერტი, ყოფილი პრემიერ–მინისტრის მრჩეველი გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ ზაზა ოქუაშვილმა ქონება დაიბრუნა იმიტომ, რომ გარემო შეიცვალა. ადამიანებში გაჩნდა განცდა და მათ შორის ოქუაშვილშიც, რომ რაღაცის გაკეთება შესაძლებელი იყო, რაც მოხდა.

„რა თქმა უნდა, პირდაპირ თუ არა ირიბად ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის დამსახურებაა და არა მათიკაშვილის და კობახიძის, რომლებიც საერთოდ არსად არ იყვნენ. 2013 წელს ისე წამოვედი ხელისუფლებიდან, რომ საერთოდ არ ვიცოდი ვინ იყო კობახიძე. მაგრამ ეს არ არის მთავარი საკითხი, დავუშვათ, რომ „ქართული ოცნების“ დამსახურებაა და მერე რაა? – ამიტომ ახლა უნდა მიადგნენ და უნდა წველონ? ამიტომ ვიღაცას უფლება აქვს მიადგეს და 4 მილიონი მოსთხოვოს, თუ რაზე ვსაუბრობთ?

საკითხი იდგა ასეა – ქონების გადანაწილება და ბიზნესის პარსვა მიდიოდა მიშა სააკაშვილის დროს და იყო ერთი პარტიული სალარო, ერთ სალაროზე მუშაობდა ეს სისტემა. ამაში ჩართული ადამიანები ვერ ბედავდნენ გვერდზე გაესხურებინათ რაღაცა. ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ჩემი ამოცანა იყო ეს მანკიერი სისტემა დაგვეშალა, დაგვეშორებინა ბიზნესი და ხელისუფლება. შეგვექმნა სიტუაცია, რომ ბიზნეს სახელმწიფოს ურთიერთობა მხოლოდ საგადასახადო ნაწილში ექნებოდა, რაც კანონით არის განსაზღვრული და არაფერი მეტი. სანამ იქ ვიყავი ამ ამოცანას წარმატებით ვასრულებდი, მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ინტერეს ჯგუფებს ძველსაც და ახალსაც ჰქონდა იმის მცდელობა, რომ ეს სისტემა შეგვენარჩუნებინა“, – ამბობს ხუხაშვილი.

როგორც ხუხაშვილი აცხადებს, რჩება შთაბეჭდილება, რომ მისი წამოსვლის შემდეგ ამ ინტერესჯგუფებმა ახლად გამოჩეკილებმა, თუ ძველებმა ისარგებლეს და ფაქტობრივად უზრუნველყვეს ის, რომ ძველი სისტემა იქნა შენარჩუნებული.

„ერთი შენიშვნით, არა სტრუქტურიზებული და ერთ სალაროზე მომუშავე, არამედ გაკეთდა ბევრი სალარო, გამომდინარე იქიდან, რომ ივანიშვილს არავის ფული არ სჭირდება და არ მჯერა, რომ ამ სალაროდან რამე სარგებელი აქვს, მაგრამ ივანიშვილის სახელის ბოროტად გამოყენებით შეიქმნა ბევრი სალარო. აქაც იგივე ხდება და არა ისეთი აგრესიული მეთოდით როგორც ადრე ხდებოდა პროკურატურაში მიყვანით, მაგრამ ქონების გადანაწილება, ფულის ახევა არჩევნების საბაბით თუ სხვა საბაბებით. ამის არაერთი ფაქტი მოვისმინეთ.

სისტემამ მძევლად აიყვანა ხელუსუფლება, ანუ ურჩხული რომელსაც მიშა სააკაშვილი მართავდა, დღევანდელმა ხელისუფლებამ გადმოიბარა იმის იმედით და ილუზიით, რომ ამ ურჩხულს თვითონაც მართავდა, ამ ურჩხულმა მძევლად აიყვანა თვითონ ხელისუფლება. ის, ე.წ. კოლექტიური მურუსიძე მართავს უკვე ხელისუფლებას. ლაპარაკია სისტემაზე, რომელიც დომინირებს ხელისუფლებაზე. ურჩხული აღარ არის თანახმა მას ვიღაცა მოაჯდეს და მართოს. მას პრეტენზია აქვს, რომ პარტნიორია და ხშირ შემთხვევაში დომინანტიც. შოკოლადში მოექცა, ის აშავებს და მას კი არ ბრალდება, არამედ ბიძინა ივანიშვილს ბრალდება. აი ამ შოკოლადში მოიწყვეს ამ თაღლითებმა თავისი ცხოვრება“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას გია ხუხაშვილმა.

ნანახი?- 3535

natali

2018-10-03 21:00:46

აბააა…..ვამბობდი თუ არა, რომ ეს ჩანაწერი ფარულს არ ჰგავს და უფრო ორივე მხრიდან დაგეგმილ ჩანაწერს ჰგავს მეთქი?:)))

1234

2018-10-04 00:04:44

ხუხაშვილს - ნაწილობრივი სიმართლე მაინც ტყუილია.
ჯერ ერთი, უნდა დაასახელოს ვინ არის ის "შოკოლადი" - ვინ აშავებეს ოცნებას? ვის ებრძოდა სანამ ოცნებაშI იყო?
მეორე, არქიფომ არ იცოდა ან არ იცის რას აკეთებს ის "შოკოლადი", ეს მონათხობიც არ გავა. ივანიშვილის მფარველობის გარეშე ფარცხალაძე აქამდე ციხეში იქნებოდა თUნდაც წინა საქმეების გამო, და ვერს ოქრიაშვილი დააგროვებდა 50 მილიონიან ვალს.

ყიფიანი გამოვიდა და აღიარა რომ აფიორაში იღებდა მოწალეობას უცხოელი ინვესტორების გასაგდებად და ეს აფიორა თურმე ქართველების და საქართველოს წინააღმდეგ არ იყო მიმართული (მხოლოდ უცხოეთში გასატანი "სამედიცინო მარიხუანის" არის იყოს :) ასეთ აფიორაში მონაწილეობა კრიმინალური დანაშაულია. აგერ მედოფი 150 წლიან სასჯელს იხდის ხალხის გადაგდებისთვის ამერიკაში. ყიფიანი კი დანაშაულის აღიარების მიუხედავად თავისუფლებაშია. რაშია საქმე? პასპორტი მაინც თუ ჩამოართვეს?:) ხვალ რომ გაიქცეს, იმ "დაზარალებული ინვესტორების" უფლებებს როგორ დაიცავს ქართული სახელმწიფო? ან იმ 50 მილიონიან ბიჯეტის დავალიანებას როგორ ამოიღებენ რომელის ნაწილიც როგორც სჩანს "კონსულტანტ ყიფიანის" და "უცნობი კრიშების" ჯიბეშიც მიდიოდა პენსიების და სხვა სახელმწიფო ხარჯების დაფარვის ნაცვლად? რატომ იყო ეს ბიზნესი პრიველიგირებულ მდგომარეობაში აქამდე? ვინ "კრიშავდა" და რატომ?

natali

2018-10-04 00:38:33

გაქცეული არაა? სადაა? ლინდონში? ვითომ? ვინ კრიშავდაო. ვინ და პარლამენტარი ცოლი, თვითონ მგონი საკრებულოში იჯდა ხომ? ხოდა თვითონ კრიშავდნენ თავის ბიზნესს.
აი მე მაქვს პრეტენზია ივანიშვილთან, როგორ დაუშვა, რომ ესენი მოგვასვა თავზე.

arichopra 2

2018-10-04 09:26:53

1234 "ასეთ აფიორაში მონაწილეობა კრიმინალური დანაშაულია. აგერ მედოფი 150 წლიან სასჯელს იხდის" ხალხის გადაგდებისთვის ამერიკაში ამერიკა ნუ მოგყავს მაგალითად. რას შვებიან ამერიკაში, რაზე რა სასჯელს ადებენ ის იქ არის და სულაც იმათ ჯანში იყოს! არც ვამართლებ ოქუაშვილ ყიფიანის შეთქმულება - სპექტაკლს, მაგრამ

ცუგო

2018-10-04 10:28:15

ივანე ჯავახიშვილის გზის გამგრძელებელი ვარო:)))

ცუგო

2018-10-04 10:31:43

უკაცრავად სულმნათ ივანესთან, მიხელი უნდა მეთქვა, მის სულთანაც ბოდიშს ვიხდი, მაგრამ, ეს შედარება "დიდმა" ნატო ჩხეიძემ გამოიყენა.

ფარაონი

2018-10-04 11:35:35

და ეს ყველაფერი, თუ მართალია, მაშინ გამოდის რომ, ხოლო თუ არა, მაშიმ, ლელა კაკულიასი არ იყოს მოკლედ რომ ვთქვათ, თუ წვიმა არ მოვიდა, აუცილებლად იქნება გვალვა, და თუ მოვიდა ხომ მაგრად დაგვენძრევა, ანუ პირიქით.
ვერ გავიგე, ბიძინამ, თუ არ იცის რა ხდება, მაშინ ვაი ჩვენ თავს და თუ იცის მაშინ ვუი და ვუიზე უფრო მეტი.
ხედავთ?
-ყველაფერს ისევ ბიძინამდე მივყავართ. სულ ვამბობ, ეს კაცი უნდა წავიდეს ხელისუფლებიდან და ქვეყნიდან, თუ არ უნდა წასვლა, მაშინ აიღოს პასუხისმგებლობა, გახდეს პრემიერი და მართოს ქვეყანა.
ესე არ გამოვა, თავად კულისებში იყოს და ყველა ბრალდება მის კისერზე ტყდებოდეს და ვერც ტყდებოდეს, ამ დროს პასუხსაც ვერავინ თხოვს, ვერც მას და ვერც სხვას, ვისაც უნდა მოეთხოვოს.
-ბატო ნო ბიძინა! ან მაგარი გულუბრყვილო ხარ, რაც არ მჯერა და ვერ დავიჯერებ, ან დიდი შებერტყილის ერთი. რისი დაჯერებასაც დიდი ყოყმანი არ სჭირდება.
-ორივე შემთხვევაში წადი რა....წადი თორემ, შორს არ არის ის დრო, როდესაც ხალხი დამნაშავის ძებნას დაიწყებს, აღმოაჩენს, რომ ყველაფერში დამნაშავე, ეს შენ ხარ, დიახ შენ!!!.
-რეალურად შენ ხარ, თუ არა? ამას უკვე არავითარი მნიშვნელობა არ ექნება, ხალხი დარწმუნდება, ან დაარწმუნებენ და მერე ვაი ბიძინას! ხორკლიანი და ეკლიანი ჯოხით გარბენინებენ სოფლის შლეგიანივით, შენ წინ და უკან თვითკმაყოფილი ხალხი, აღტაცებით, დიდი ჟრიამულით და ხარხარით..
-დაიმახსოვრე, ბოლო შლოპანცსაც გაგხდიან და საკომისიოში ჩააბარებენ.
-თუ ფიქრობ, რომ ვერა, გაიხსენე რამდენი მეფე ჩამოაგდეს, რამდენ იმპერატორს დეენძრა და შენ ვინ ხარ? ვინცხა გლეხუჭა ივანიშვილი, ჩემზე ოდნავ მდიდარი, ი ვსიო?
-ზუსტად ეგ „ი ვსიო“ ანუ ოდნავ მეტი ფული იქნება ამ ყველაფრის მიზეზი, ფული და სკამი, რომელზეც ვითომ ზიხარ, მაგრამ არ ზიხარ და ვითომ არ ზიხარ და ამავე დროს ზიხარ კიდეც,
ვერ გავიგე რა... თან ხარ, თან არა ხარ, კიო ხარ, თუ კოპერფილდი ბლინ?!!

tinia

2018-10-04 13:08:46

საინტერესოა რამდენი გადაუხადეს ინაშვილს(მესიის მახვილს) პატრიოტთა ალიანსის გამსვლელ სიაში რომ ჩაესვა ქ.ნატო?თუმცა არრაა,მეგობრულად გაუწოდებდა დახმარების(ბიზნესი ჰქონდა დასაცავი ბიუჯეტისგან) ხელს,როგორც ვასიკო ოდიშვილი იტყოდა---ჩვენი კდემამოსილი ირმა.აბა რაააა?

tinia

2018-10-04 13:08:57

natali

2018-10-04 17:01:06

ამის წინ მეც ვიკითხე, მაგიტომ არ იხდიან ფულს პარლამენტში შესაძრომად, რომ მერე საკუთარი ბიზნესი დაკრიშონ მეთქი და რომ მერე ერთი ათად ამოიღონ? მაგრამ აი ის, პარტიის ლიდერი, ვინც ფულს იღებს და სიაში წერს და კარგადაც იცის რატომ იხდის ის ფულს, მას ქვეყნის დარდი აქვს და ჭკვიანი სჭირდება გვერდით? მოკლედ რაააა...ნაგვითაა სავსე პარლამენტი.

romani

2018-10-05 13:55:24

ბ-ნი გურამ გოგიტიძის ოჯახი მართლაც განადგურების პირას მიიყვანეს. ჩვენი, მეზობლების თვალწინ მოხდა ეს უკაცურობა. არაფერი დაუტოვეს. სტატიის მთავარ თემას შევეხმიანე, ტრაგიზმით და ცინიზმით აღსავსე ჩვენი უახლესი მწვალებლობის ხანის თვალსაჩინო მაგალითს.

kolxi

2018-10-05 22:51:17

უკვე რამდენი ათწლეულია თეთრი და შავი ვერ გაგვირჩევია, თაღლით ოქუაშვილს ვადარებთ ერის მოამაგე და გამორჩეულ პიროვნებებს, მე ხალხზე მაქვს საუბარი თორემ ნაცები რომ ჩვენი ქვეყნის მტრები და ნაძირალები არიან, ეს ყველა ნორმალურმა ადამიანმა იცის, მაგრამ სამწუხაროდ ან საერთო ეროვნული ამნეზია გვჭირს, ან აზროვნებისა და მართებულად განსჯის უნარი დავკარგეთ საერთოდ. (თუმცა ჩვენ მათი შთამომავლები არა ვართ? ვინც ილიას ტყვია ვესროლეთ და თუ დროზე არ გამოვფხიზლდით, კიდევ მრავალ უბედურებას გადავეყრებით).

kolxi

2018-10-05 23:05:30

თანაც სალანძღავი და შეურაცხმყოფელი სიტყვები არ გვენანება მათთვის, ვისაც ქვეყნისათვის მრავალი სიკეთე გაუკეთებია და აკეთებს.
გავიხედ-გამოვიხედოთ ჩვენს გვერდით ქვეყნებში რა ხდება და რა რისკების ქვეშ იმყოფება ჩვენი ქვეყანა, კარგად დავფიქრდეთ, ემოციებს და ნაძირალებს არ ავყვეთ, ავი და კარგი კარგად ავწონ-დავწონოთ და იქნებ გვეშველოს რამე...

რეგისტრაცი?/p>

დახურვ?/span>
სახელი:

პაროლი:

გაიმეორე?პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80