უცხოელი ან მიწას დაამუშავებს, ანდა ვალდებული იქნება გაყიდოს
ეკონომიკა

უცხოელი ან მიწას დაამუშავებს, ანდა ვალდებული იქნება გაყიდოს

უცხოელი ან მიწას დაამუშავებს, ანდა ვალდებული იქნება გაყიდოს
ბექა დანელია

2018-10-02 15:47:38

თუ უცხოელი მიწას არ დაამუშავებს, მან იძულებით უნდა გაყიდოს. შესაბამის ცვლილებას სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შესახებ კანონის პროექტი ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტარმა ოთარ დანელიამ მოამზადა. გარდა ამისა, მიწაზე შეზღუდვები საკუთრებაში არსებულ ნაკვეთებზეც გავრცელდება.

კანონპროექტის მიხედვით, უცხოეთის მოქალაქე, შესაძლოა, ფლობდეს მიწას თუ მიწა მიიღო მემკვიდრეობით ან სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე წარმოეშვა მართლზომიერი მფლობელობის უფლება. ამისათვის უცხოეთის მოქალაქეს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება დასჭირდება, რისთვისაც მთავრობას საინვესტიციო გეგმას წარუდგენს. თუ გეგმით გათვალისწინებული პირობები არ შესრულდება, უცხოეთის მოქალაქე ვალდებულია 1 წლის ვადაში გაასხვისოს მიწის ნაკვეთი.

ამასთან, უცხოელს, რომელსაც გააჩნია მუდმივი ცხოვრების ან საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა, ვალდებულია 2 წლის ვადაში გაასხვისოს მიწა (გარდა საკარმიდამო მიწის ნაკვეთისა), თუ არ დაამუშავებს მიწას.

თუ ვალდებული პირი ვერ უზრუნველყოფს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისებას, მან ვადის გასვლიდან ერთ თვეში უნდა მიმართოს საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სახელმწიფოს საკუთრებაში გადასვლის მიზნით.

მიწის ფლობასთან დაკავშირებული შეზღუდვები საკუთრებაში არსებულ ნაკვეთებზეც გავრცელდება. კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შემდეგ დადგინდა, რომ საქართველოში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მფლობელი მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები ან სახელმწიფო უნდა იყვნენ.

„ბიზნეს მედიას“ ინფორმაციით, კანონპროექტი, რომელმაც შესაბამისი საკონსტიტუციო ჩანაწერის შემდეგ, გამონაკლისები უნდა დაადგინოს, უკვე მომზადებულია, თუმცა მისი წარდგენა პარლამენტში ჯერ არ მომხდარა.

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შესახებ კანონპროექტი ითვალისწინებს შეზღუდვებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის იპოთეკით დატვირთვის შემთხვევისათვის.

პროექტის მიხედვით, დაუშვებელია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენება უცხოელის ან საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირის სასარგებლოდ. ასევე იკრძალება იურიდიული პირის მიერ წილის იმ ოდენობით გაყიდვა, რომლის შედეგადაც წილის 50%-ზე მეტი, შესაძლოა, გახდეს უცხოელი ან უცხოური საწარმო.

კანონპროექტის მიხედვით, თუ იურიდიული პირის საკუთრებაშია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, დაუშვებელია:

- წილის - აქციის - პაის იმ ოდენობით გასხვისება ან პარტნიორთა იმგვარად შეცვლა, რომლის შედეგად დომინანტი პარტნიორი გახდება უცხოელი

- აქციებში კონვერტირებადი სხვა ფასიანი ქაღალდების იმ რაოდენობით საჯარო შეთავაზება, რომლის შედეგად შესაძლოა იურიდიული პირის აქციათა კონვერტირებადი სხვა ფასიანი ქაღალდების 50%-ზე მეტის მესაკუთრე (მფლობელი) გახდეს უცხოელი.

- წილის - აქციების - პაის უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენება უცხოელის ან საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირის სასარგებლოდ იმ ოდენობით, რომ ვალდებულების შეუსრულებლობის შედეგად, გირაოს საგნის მოგირავნის საკუთრებაში გადასვლის შემთხვევაში დომინანტი პარტნიორი გახდება უცხოელი.

სპეციალისტები ამბობენ, რომ კანონი სასწრაფოდ მისაღებია, რადგან სხვადასხვა გზებით უცხო ქვეყნის მოქალაქეები კვლავ აგრძელებნ მიწების შეძენას. ექსპერტი უძრავი ქონების საკითხებში, ეკონომიკის დოქტორი ანზორ მესხიშვილი იმ მეთოდებს ასახელებს, რომელსაც უცხო ქვეყნის მოქალაქეები საქართველოში სასოფლო-სამურნეო მიწის დასაპატრონებლად პოულობენ, სანამ ხელისუფლება კანონის მიღებას აჭიანურებს.

„პროექტის განხილვა სექტემბრის ბოლოსთვის უნდა დასრულებულიყო და საბოლოოდ მიეღოთ კანონის სახით, თუმცა ჯერაც არ მიუღიათ. ამასობაში უცხოელები პოულობენ გზებს, თუ როგორ უნდა შეიძინონ მიწა საქართველოში. მაგალითად, სამეურნეო დანიშნულების მიწა სხვადასხვა გზით გადაჰყავთ არასასოფლო-სამეურნეო მიწად და შემდეგ ყიდულობენ. ასევე, ყველაზე გავრცელებული და აპრობირებულია ქართველ ქალთან ფიქტიური ქორწინება და მიწის ასე შესყიდვა.

ახალი კანონპროექტი მნიშვნელოვანი და, საბოლოო ჯამში, საკმაოდ კარგია. რატომ არ იღებენ და რას ელოდებიან, არ მესმის. ერთ კვირაში შექმნეს სააგენტო და მოამზადეს კანაფთან დაკავშირებული კანონპროექტი. მოსახლეობის წინააღმდეგობა რომ არა, დაამტკიცებდნენ კიდეც და საქართველოს მიწაზე კანონი, შეიძლება ითქვას, არც გახსენებიათ“, - ამბობს მესხიშვილი.

ნანახი?- 660

arichopra 2

2018-10-02 17:50:41

რა უცხოელი ბიჯო, რის უცხოელი?! დაგვანებეთ თავი სიმონ, შეგვეშვით! აი რას წერს ჩვენი ქრთველი თბილისელი ქურთი
СПАСИБО ЗА ВИДЕО О ИСТОРИИ ГРУЗИИ. Я КУРД ЕЗИД И ЛЮБЛЮ МОЮ ГРУЗИЮ ЖИВУ В РОССИИ.ДА БЛАГОСЛАВИТ ТЕБЯ МОЯ ГРУЗИЯ ГОСПОДЬ И ВОСТАНОВИТ ЦЕЛОСТНОСТЬ СТРАНЫ. АМИНЬ! აქ რუსი კაცი ლაპარაკობს საქართველოს ისტორიაზე - https://www.youtube.com/watch?v=xOMpUjaDhT4&t=1434s

arichopra 2

2018-10-02 18:01:56

ღვინის იმპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეულია:

რუსეთი (20 439 494 ბოთლი)

უკრაინა (3 149 059 ბოთლი)

ჩინეთი (2 331 800 ბოთლი)

ყაზახეთი (1 379 698 ბოთლი)

პოლონეთი (1 300 222 ბოთლი).

arichopra 2

2018-10-02 18:52:53

ჩვენი ხალხი, ქვე/ყნიდან გასული ჩვენი მოქალაქეები დავაბრუნოთ ძმებო, მინიმუმ 1,5 მილიონი მოქალაქე ქართველი, ქურთი, ებ/რაელი, ბერძენი... ჩვენი ხალხი დავაბრუნოთ. მაშინ მიწა გასა/ყ/იდი კი არა საკარმიდამოდ სამ/ყ/ოფი აღარ დაგვრჩება! როგორ დავაბრუნოთ კარგად ვიცი, არავითარი ფოკუსი არ არის საჭირო.

Munji

2018-10-02 19:08:51

არიჩოპრა...
არჩევნების დამთავრებამდე არ გაამხილოთ, თორემ ბაქრაძეს მთელი კამპანია ამაზე აქვს აგებული, ხომ იცით: სადაც კი ქართველი ემიგრანტები არიან, იქაურ პრეზიდენტებს მოველაპარაკები, რომ ლეგალები გახადონ ქართველები და სამუშაო ადგილები შეუქმნანო!
რაც იმას ნიშნავს, უკან დაბრუნებაზე არც იფიქროთო!

ფხიზელი

2018-10-02 19:40:57

ლევან ვასაძის გამოსვლა, სადაც იგი ივანიშვილს და სააკაშვილს უმწვავესად აკრიტიკებს

https://www.youtube.com/watch?v=LHC8waiZjr4

ფარაონი

2018-10-02 19:42:39

სად დავბრუნდეთ, ხიხოს კოლექტივში, თუ მუხა ხე გლეჯიას ყანაში?
„„სნაჩალა პადუმაი, პატომ გავარი““.

arichopra 2

2018-10-02 19:46:16

მე ლოტკინზე მეგონე... წასული თუ იყავი არ მეგონა! იმასთან ნუ ბრუნდები, სახლში დაბრუნდი და დაიცავი შენი უფლებები!

მეგრელი

2018-10-03 10:03:03

სამეურნეო დანიშნულების მიწა სხვადასხვა გზით გადაჰყავთ არასასოფლო-სამეურნეო მიწად და შემდეგ ყიდულობენ. ასევე, ყველაზე გავრცელებული და აპრობირებულია ქართველ ქალთან ფიქტიური ქორწინება და მიწის ასე შესყიდვა.
-------------------------------------------
1. სხვადასხვა გზა მაინც რა არის?
2. რაც შეეხება ქალების ფიქტიურ კორწინებას. ჩვეულებივი აფიორაა . თუ აშშ საიმიგრაციო პოლიციის მიერ გამოშვებულ ბროშურას დავიჯერებთ (U. S. Immigration and Customs Enforcement)ეს აფიორა დამტკიცების შემთხვევაში ისჯება 5 წლამდე და ჯარიმით 250 ათ $. 2 წელი აკვირდება პოლიცია მიგრანტს და მის ამერიკელ რჩეულს. ცხოვრობენ ერთად თუ არა და ასე შემდეგ. 45 ათ $ მდე ღირს ეს ამერიკაში. უნდა იუძულო ეს ქართველი ქალბატონები შეასრულონ თავისი ,,ვალდებულებები" მიგრანტან . ვფიქრობ უნდა შეიქმნას სპეციალიზირებული საპოლიციო სტუქტურა , ,, საიმიგრაციო და საბაჟო პოლიცია" რომელიც ამ საკითხზე იმუშავებს.


ანუ ნების არსებობის პირობებში ეს საკითხები მოგვარებადია. სხვა შეთმევაში დამთავრდება ეს ყველაფერი ძალიან ცუდათ. კიდევ ერთხელ.21 საუკუნეში მიმდინარეობს ხალხების გადასახლების პროცესი , რომლის გამოწვევის მიზეზი მხოლოდ ომები არარის . ეკოლოგიურია როგორც 2000 წლის უკან. ირანში არის რეგიონები სადაც წყალი არარის. იგივეა აფრიკის ქვეყნებში. არარის საცხოვრებელი პირობები . არარის ეს ლაითი თემა. ეს ნაციონალური სახელმწიფოს არსებობის საკითხია და აქ ,,ბიზნესის " ნიშნავს თვითლიკვიდაციას.

arichopra 2

2018-10-03 10:22:56

მეგრელი ძალიან კარგია!
ერთი ლიბერალ-დემოკრატებს შეგეკითხოთ მინდა, საბჭოთა საქართველოს თუ ემუქრებოდა ირანიზაციის, პანთურქიზმის ან მსგავსი სხვა საფრთხე?!

კატრინაა

2018-10-03 15:04:48

ისე გაიშტერებენ თავს,თითქოს არ იციან როგორ გზებს პოულობენ და როგორ იფორმებენ! კანონი ისე უნდა შეიმუშავონ,რომ ეს ხვრელები მაქსიმალურად იყოს ამოვსებული და საძრომი არ დაუტოვო არც უცხოელს და არც საკუთარ უზნეო მოქალაქეს!ერთეული შემთხვევა კი ყოველთვის იქნება.აბა როგორ არსებობენ მცირემიწიანი სახელმწიფოები?!კანონით აქვთ გამყარებული მიწის დაკარგვის საშიშროება და დამთავრდა!ამდენი ალია-ბალია რად უნდა ამ საქმეს?!რაც თვითონ აწყობთ,ერთი მოსმენით იღებენ იმ კანონს და ამიტომაც საზოგადოება ყოველთვის ეჭვის თვალით უყურებს პარლამენტსა და მთავრობას.გასაკვირია?!

georgia

2018-10-03 17:41:00

ეს კანონი კი კარგია და რაც შეიძლება მალეა მისაღები,მაგრამ შიგნით რამდენი შადიმანი და ყორღანაშვილია შემძვრალი,რომლეთაც ფეხზე კიდიათ: მიწაც,წყალიც და ქვეყანაც საერთოდ და ყველა ის ქალი ცოცხლადაა დასამარხი უცხოელს რო ფიქტიურ ქორწინებაზე დათანხმდება!

ფარაონი

2018-10-03 17:55:30

არიჩოპრა 2
ვაააა! დაჟე ეგეც იცი სად ვცხოვრობდი? ჩემთვის უკვე აღარც ლოტკინია და აღარც ფარცხა ნაყანები, საქართველოში სკამიც არ დამრჩა, დაღლილ დაქანცული რომ ჩამოვჯდე, თორემ ამათ ფრანგი ნაცისტ და სადისტ დედებს რომ..... ისე დამღალეს, ისე რომ, ნუ წარმოიდგინე 14 წელია აქ ვარ და ისევ ქართულ პასპორტის მეტი არაფერი მაქვს, არსებობა ხომ მინდა? მაგრამ როგორ? როდესაც ფარატინა ფურცელიც კი არ მაქვს, ჩემთვის არ ემეტებათ, უკვე ოცნებასავით მაქვს, საქართველოში საკუთარი ერთი ოთახიც მაინც რომ მქონდეს, აქ გამჩერებლის ჩემთავად....

arichopra 2

2018-10-04 10:33:52

ერთხელ აქ ნორმალურად ვისაუბრეთ, ძველი თბილისი, იმ დროინდელი მილიცია და რაღაც კაცური რაღაცეები გავიხსენეთ ახალგაზრდობის დროიდან... მაშინ თქვი ერთხელ ვაკეში მილიციამ "დამიგო", ლოტკინელს აქ რა გინდაო?! ასე გავიგე შენი სადაურობის ამბავი! )))
ეგნატე ნინოშვილი იყო ერთი ასეთი მწერალი, გეცოდინება ნაღდად! მე-19 საუკუნის ბოლოს უფულოდ დარჩა მარსელში, კაციშვილს არ იცნობდა... როგორღაც მაინც ჩამოაღწია საქართველოში.. მერე საკმაოდ კარგი მწერალი გახდა. ასე რომ გულს ნუ გაიტეხ. ჩამოდი როგორმე, მთავრობასთან ნუკი ჩამოხვალ, სამშობლოში დაბრუნდი, შენს ხალხთან, ჩვენთან! ღმერთი გადმოგხედავს, ყველაფერს რასაც ახლა ნატრობ აუცილებლად დაგიბრუნებს! იმედია არ მიწყენ ამ მცირე რჩევას და შენებურად არ გამაგზავნი...?!)))

ფარაონი

2018-10-04 10:49:47

მადლობა, გულით გლოცავ და დიდი მადლობა.
„„ნე სტოიტ ზაგიბატსია პოდ იზმენჩივი მირ,
.ადნაჟდი ონ საგნიოტსია პად ნას. ჩვენ ქუჩაზეც დადგება გაზაფხული, ია ტაკ დუმაიუ! მაგრამ როდისღა? ჯანი შაგრენივით გაილია.

რეგისტრაცი?/p>

დახურვ?/span>
სახელი:

პაროლი:

გაიმეორე?პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80