ლონდონი ამტკიცებს, რომ „რუსთავი 2“– მა და „იბერია“– მ ჩხარტიშვილის ჩანაწერი დაამონტაჟეს
პოლიტიკა

ლონდონი ამტკიცებს, რომ „რუსთავი 2“– მა და „იბერია“– მ ჩხარტიშვილის ჩანაწერი დაამონტაჟეს

ლონდონი ამტკიცებს, რომ „რუსთავი 2“– მა და „იბერია“– მ ჩხარტიშვილის ჩანაწერი დაამონტაჟეს
თამთა ქარჩავა

2018-10-02 10:00:58

ლონდონის ერთ–ერთმა საექსპერტო ბიურომ დადო დასკვნა, რომ „იბერიასა“ და „რუსთავი 2“–ის ეთერში ვანო ჩხარტიშვილის შესახებ გავრცელებული ჩანაწერები მონტაჟია. ვანო ჩხარტიშვილის ადვოკატმა ექსპერტისგან მიიღო დასკვნა, სადაც წერია, რომ ჩანაწერები, რომელიც „იბერიამ“ და „რუსთავი 2“–მა გაავრცელა, ხელით არის მანიპულირებული, გადაკეთებული და დამონტაჟებული.

შესაბამისად, ზაზა ხატიაშვილი ტელეკომპანიებს – „იბერიას“ და „რუსთავი 2“–ს ვანო ჩხარტიშვილისთვის ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდებს. ბიზნესმენის ადვოკატი ასევე გეგმავს, რომ ექსპერტიზის დასკვნა პროკურატურას გადასცეს, რათა უწყებამ დაადგინოს, ვინ და როგორ დაამონტაჟა აღნიშნული ჩანაწერი. ის ასევე მოუწოდებს შესაბამის ორგანოებს, დაადგინონ და გამოიკვლიონ, ვინ მფარველობდა ზაზა ოქუაშვილს სამი წლის განმავლობაში, როდესაც მან ბიუჯეტში თანხები არ გადაიხადა.

ჩხარტიშვილის ადვოკატი აცხადებს, რომ ტელეკომპანიების ეთერში გასული სიუჟეტები ვანო ჩხარტიშვილთან მიმართებაში არ შეესაბამება სინამდვილეს და ეს იყო მონტაჟი. სწორედ აღნიშნული ფაქტის დასადასტურებლად მიმართეს ლონდონის ყველაზე ცნობილ საექსპერტო ბიუროს. ექსპერტიზა ჩაატარა ერთ–ერთმა ყველაზე ცნობილმა ექსპერტმა – ბეიკერმა.

„ჩემი პროფესიული დასკვნით, სამივე ჩანაწერზე, ამ სფეროში მოღვაწე სტანდარტული შემოწმებისა და გამოკვლევის ჩატარებით, აღმოვაჩინე იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ ჩანაწერები ხელით არის მანიპულირებული, გადაკეთებული და დამონტაჟებული. ჩემი დასკვნა მდგომარეობს იმაში, რომ სამივე ჩანაწერი იძლევა ძალიან მყარ საფუძველს, რომ აუდიოჩანაწერებზე აღინიშნება წყვეტა“, – წერს ბეიკერი ექსპერტიზის დასკვნაში.

როგორც ზაზა ხატიაშვილი აცხადებს, დაცვის მხარემ გააგზავნა სამი ფაილი, სადაც ფიგურირებდა ვანო ჩხარტიშვილი.

„პირდაპირ სურათები გამოაგზავნა ბეიკერმა, სადაც აღნიშნულია სად ხდება მონტაჟი. მესამე ჩანაწერზე ფიქსირდება სკანდალური ფაქტი – ორწუთიან და ექვსწამიან მონაკვეთში დაფიქსირებულია ექვსი მონტაჟი და შვიდი სხვადასხვა საუბრის გაერთიანება. ეს არის ჩემი აზრით უპრეცენდენტო სიბინძურე, რომელსაც ქართულ მედიაში ანალოგი არ ჰქონია. ეს რომ მე სამხარაულში შემეკვეთა, ვიტყოდი, გარკვეულწილად სამხარაულმა გასცა არასწორი დასკვნა, მაგრამ ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ექსპერტიზის ბიურო“, – აცხადებს ზაზა ხატიაშვილი.

გარდა ამისა, როგორც ხატიაშვილი აცხადებს, მას ასევე ოთხ სხვადასხვა გავლენიან ექსპერტიზის ბიუროში აქვს შეკვეთილი უფრო დეტალური ექსპერტიზა. დეტალური დასკვნის გამოქვეყნებამდე ხატიაშვილი ტელეკომპანიებისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს.

„მინდა მოგმართოთ ორ ტელეკომპანიას, რომელთა მაყურებელი მეც გახლავართ, „იბერიას“ და „რუსთავი 2“–ს, ამ ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ თქვენ უნდა მოუხადოთ ბოდიში ვანო ჩხარტიშვილს, რომ გაავრცელეთ ინფორმაცია, რომელიც შეიცავდა მის პატივისა და ღირსების შემლახავ ინფორმაციას“, – აცხადებს ზაზა ხატიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებულ საკითხზე კიდევ ერთი ფარული აუდიოჩანაწერი გავრცელდა. ჩანაწერში „თბილისის თამბაქოს“ დამფუძნებელი, ირაკლი ჩუბინიშვილი „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელ ზაზა ოქუაშვილთან საუბარში კონკრეტულ შემთხვევას იხსენებს, რომელიც თითქოსდა ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის გავლენით დალაგდა.

როგორც საუბრიდან ჩანს, ირაკლი ჩუბინიშვილმა ფინანსთა სამინისტროში მომუშავე ერთ–ერთი პირისგან მიიღო ინფორმაცია, რომ უწყების იმდროინდელ ხელმძღვანელ დიმიტრი ქუმსიშვილს გამზადებული ჰქონდა დასკვნა, სავარაუდოდ, ვანო ჩხარტიშვილის კომპანიის 26 მილიონით დასაჯარიმებლად. ჩანაწერის მიხედვით, ამ გადაწყვეტილების გასასაჩივრებლად ვანო ჩხარტიშვილი შეხვდა ბიძინა ივანიშვილს, რამაც შემდგომ ივანიშვილსა და ქუმსიშვილს შორის დაპირისპირება გამოიწვია.

ბიზნესმენის ვანო ჩხარტიშვილის განცხადებით, მედიით გავრცელებული ხმოვანი ჩანაწერი, რომელიც კომპანია „ომეგა“ – ს საქმეს ეხებოდა არის ორი წლის წინანდელი. მისი თქმით, ზაზა ოქუაშვილი დახმარების თხოვნით მასთან თავად მივიდა.

„მას უნდოდა, რომ როგორღაც ინტეგრაცია მომხდარიყო. ჩვენ შევთავაზეთ რამდენიმე ვარიანტი მისი წინადადებების წარმოდგენის შემდეგ, ეს შეთანხმება არ შედგა და თუ რამე პრეტენზია ჰქონდა ორი წელი რას ელოდებოდა? ბიზნეს წარმომადგენელი, რომელიც მიკროფონებით დადის, იმ ადამიანებთან მადლობა უფალს, რომ არ შედგა ურთიერთობა. რაც შეეხება ფოტოს, რომელიც გავრცელდა, ჩემი ნებართვით იყო გადაღებული“, – განაცხადა ვანო ჩხარტიშვილმა.

უახლოეს დღეებში განცხადების გაკეთებას გეგმავს „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე სკანდალური აუდიო ჩანაწერების მთავარი ფიგურანტი ლევან ყიფიანი, რომელიც დეტალურად ისაუბრებს გავრცელებულ სკანდალურ აუდიოჩანაწერზე, სადაც ისმის, რომ ლევან ყიფიანს ერთ–ერთ სარდაფში ოთარ ფარცხალაძის თანდასწრებით სცემეს და გაუპატიურებით დაემუქრნენ. როგორც ყიფიანის ადვოკატი აცხადებს, არის უამრავი დეტალები, სადაც ამოჭრილი და კონტექსტიდან იქნა ამოგდებული ფრაზები.

„ჩვენ არ გვინდა ამ რაღაც გაუგებრობაში ამოვყოთ თავი. ამიტომ, ვფიქრობთ, რომ ერთობლიობაში რამდენიმე დღეში, არ გამოვრიცხავ, ხვალ–ზეგ, გავაკეთებთ საკმაოდ მნიშვნელოვან განცხადებას“, – აცხადებს შალვა ხაჭაპურიძე.

მიუხედავად იმისა, რომ ლონდონის ერთ–ერთმა საექსპერტო ბიურომ დადო დასკვნა, რომ „იბერიასა“ და „რუსთავი 2“–ის მიერ გავრცელებული ჩანაწერი მონტაჟია, ტელეკომპანიები პარალელურ რეჟიმში ავრცელებენ აუდიოჩანაწერებს. ამჯერად, „კურიერმა“ „სანდო წყაროზე“ დაყრდნობით გაავრცელა აუდიოჩანაწერი, რომლითაც დასტურდება, რომ „თიბისი ბანკიდან“ 4 მილიონის გატანის ოპერაციაში უშუალოდ ჩართულები იყვნენ შს მინისტრი, გიორგი გახარია, რომელიც მაშინ ბიზნესომბუდსმენი იყო და ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე.

ნანახი?- 3477

antoni

2018-10-02 10:19:58

126 წამიან ჩანაწერში 7 სხვადასხვა საუბრის მონტაჟი და გაერთიანება რომ იქნება რა შეიძლება თქვა? ეს არაა შემოკლება, როგორც ამის "ახსნას" ოქუაშვილის მხარე და ცოცხისტანი ცდილობს. ესაა ტექსტის მიზანმიმართული დამახინჯება მათთვის სასურველი ტექსტის /დასაშანტაჟებელი ოქუაშვილისთვის, საშავპიარო მეცოცხეებისთვის/ გამოსაყვანად! ოქუაშვილს იმ 51 მილიონის გადახდა არ აცდება და არც მეცოცხეებს არჩევნებში წაგება და საბოლოოდ მარგინალობა

ganzieli

2018-10-02 11:31:14

ამაზრზენი და სუფთა "ნაციონალურია" - 126 წამიან ჩანაწერში 7 სხვადასხვა საუბრის აჯაფსანდალი? ასე ლოცვა შეიძლება წყევლად აქციო
რა მაგის პასუხია და სახესარალიძე რა დარიც არის, გამოჩნდა - კალაძემ ძმა მოაკვლევინაო; იქნებ მან მოაკვლევინა შვილი თავისი ლოთობით და შვილის უყურადღებოდ ქუჩის ამარა დატოვებით?

tngh

2018-10-02 11:31:30

რად უნდა ამას დიდი ექსპერტობა. ნებისმიერი ნორმალური ადამიანი, ვინც ამ ფარული ჩანაწერების "აბდა-უბდა ტექსტს მოუსმენს და წაიკითხავს, მიხვდება, რომ მონტაჟი და ფალსიფიკაციაა... მადლობა ღმერთს, ლევან ყიფიანი გონებაზეა და ჯანმრთელადაც არის, და ეს ჩანაწერები საზოგადოების უმრავლესობაში, მხოლოდ ღიმილს იწვევს... სჯერავს მხოლოდ "მოლაპარაკე მაგიდის" არსებობის დამჯერებლებს. (გაიხსენეთ XX საუკუნის 80-ანი წლები.)

ganzieli

2018-10-02 11:32:01

დარი შეცდომაა, უნდა ეწეროს "სახედარი"

arichopra 2

2018-10-02 12:13:57

იმ კომპანიას მაგ 51 მილიონის გარდა კიდევ 81 მილიონი ვალი საართველოს ბანკის ჰქონია! ამ ვალზეც მიდის დავა, ვერ აბრუნებენ. როგორც საქმიდან გამომდინარეობს, მაგათ კიდევ ნედლეულის და ავტომობილების მომწოდებლების ვალიც ექნებათ?! თითქმის დარწმუნებული ვარ. ამ ვალებიდან თავის დაღწევა გაქცევით მოახერხა. მევალეებს ეუბნება, აი პოლიტიკურად მავიწროვებენ, ქვეყანაში სახელმწიფო რეკეტია...ვერ ვმუშაობ... და ასე იმართლებს თავს. ეს ჩემი ვარაუდების სფეროდანაა!

slava

2018-10-02 12:38:30

დამონტაჟებულიო !
გვინახავს პატარკაციშვილი როგორ ჩაწერა კოდუამ, ასე არ გაუჭირდებოდათ ივანაშვილის ჩაწერაც... სასამართლოზე გამოიტანენ ნამდვილ ჩანაწერს , დაველოდოთ!

zaza01

2018-10-02 14:16:27

ვააა ჩომპლე!თურმე ოქუაშვილს ვალი ჰქონია 132 000 000 და ვერ იხდის არა? შე დურაკო,კაცი ომეგა ჯგუფის,ბმვ-ს, კუპერის,კადილაკის, შევროლეს სალონების,ტვ იბერიის მფლობელია (ეს რაც მე ვიცი) და 132 მილიონს ვერ გადაიხდის?...132 მილიონი ვალი მისთვის იმდენია, რამდენიც შენთვის 300 ლარი (შარშან რო ეძებდი და ვერ იშოვე, ღვინო უნდა გამეკეთებიაო და ამწლაკუნებდი მთელი ზამთარი პირს )ახლა შენი სულელური ლოგიკით, თურმე გაქცეულა და ემალება მევალეებს......ხო კიდე, მევალეები გყავს შენ, მას ჰყავს კ რ ე დ ი ტ ო რ ე ბ ი.

natali

2018-10-02 14:36:41

იმისიც კი არ მჯერა, რომ ოქუაშვილი ლონდონშია. რაღაც საეჭვოდ ზედმეტად ცდილობენ პირდაპირი ჩართვა ლონდონის ფონზე გააკეთონ.

მგონია, რომ სულაც არ ანაღვლებთ დამტკიცდება თუ არა ჩანაწერების ავთენტურობა, მთავარია არეულობას მიაღწიონ. ეს კი მხოლოდ რუსეთს აწყობს. ამიტომაც გააერთიანა ყველა ძალა და ისეთი ხალხი დგას ახლა ერთმანეთის გვერდით, რომ ვერცკი წარმოვიდგენდით.

ახლა წყდება საქართველოს ბედი. ხელისუფლებამ როგორმე სიმშვიდე უნდა შეინარჩუნოს.

არ გიჩნდებათ კითხვა? რა ისეთი მნიშვნელოვანი ფიგურა პრეზიდენტია, რომ ასე იკლავენ თავს?

მაგრამ მთავარია იყოს ბუნტი! ასეთია ბრძანება შტაბკვარწირიდან.

natali

2018-10-02 14:39:27

2012 წლიდან, რაც ქართული ოცნება მოვიდა, მერე პრეზიდენტი თვითონ მიშა არ იყო?

ფარაონი

2018-10-02 19:48:01

ვინმემ ახსენით, ქოცთა მხარდამჭერებმა მაინც, რა უფლებით ერევა ხიხო დე ხრიგინა ქვეყნის საქმეებში? ვინ ჩემი ყ.ლ,ეა?
ახსნა თუ აქვს ამ ფაქტს?

Munji

2018-10-02 23:10:27

ნატალი
:)))
დავიჯერო, მართლა არ იცი, “ რატომ იკლავენ თავს პრეზიდენტობისათვის “ ნაცები?
პრეზიდენტობის მთელი ხიბლი ხომ იმაშია, რომ შეწ ყ ალების უფლება აქვს!
შეიწ ყ ალებს დაპსტიმრებულ ნაცებს, შეიწ ყ ალებს ბრალდებულ სააკაშვილს...
დაბრუნდება მიშა, შეხვდებიან ნაცმადიდებლები, როგორც ტრიუმფატორს...
ჰოდა, დანარჩენი, როგორც იტ ყვიან, ტექნიკის საქმეა მხოლოდ :)
(ტექნიკა, გამოცდილება, ფული და მხარდაჭერა რომ ექნება დასავლეთიდან, ეჭვი არავის შეეპაროს! :)))

natali

2018-10-02 23:23:26

ბრავო კობახიძე!!!!

რა უქნა გაბუნიაააას!!!:))))))))

ნაცებზე ნუ ლაპარაკობთო:))ისევ ეგენი მოდიან და აბა ვისზე უნდა ილაპარაკოს:))))

natali

2018-10-02 23:24:15

Munji
მაფრთალი ხარ, ეგრეა.

natali

2018-10-02 23:48:32

უნდა იყოს- მართალი ხარ!.

მაგრამ დასავლეთიდან მხარდაჭერის კი რა მოგახსენო.

Munji

2018-10-03 00:20:35

ვითომ?:)
“დასავლელები” (ვთქვათ სახალხო პარტია და სხვ.) თუ უანგაროდ,მიამიტობის გამო უჭერდნენ მხარს - ჰო !
წინააღმდეგ შემთხვევაში, “მომახსენე” , მართალი ხარ თქო :)))

natali

2018-10-03 01:01:52

ეგენი ხო რუსების დაკრულზე ცეკვავენ.:))

აი ახლა ბობოხიძე ყვირის, მაფიოზურ-კრიმინალური მმართველობააო. წლები რომაა მაფიოზს რომ აგინებ და საკუთარი ტელევიზია გაქვს მის საგინებლად, ის კრიმინალი მაფიოზი რას გიზამდა, კი ვიცით. ეგ კინო ნანახი გვაქვს.

imereli

2018-10-03 11:17:20

MUNჯI ! საკმაოდ კარგად აღწერე რა მიზნები აქვს "ნაცებს", მაგრამ ვერაფრით გავიგე რა მიზნები აქვს "ქოცებს" , როცა ზურაბიშვილის კანდიდატურას მხარი დაუჭირეს. მათთვის უსუფაშვილის კანდიდატურის მხარდაჭერა უფრო ლოგიკური და მომგებიანიც იყო.

Munji

2018-10-03 18:35:02

ეს თქვენ გგონიათ ეგრე!
რატომ იყო “უფრო ლოგიკური და მომგებიანი“ ვითომ?
თუ პრეზიდენტს მთავარ საქმედ საგარეო ურთიერთობები დაუტოვეს, რომელსა აქვს საერთაშორისო ასპარეზზე მუშაობის მეტი ცოდნა, გამოცდილება და ავტორიტეტი, უსუფაშვილს თუ ზურაბიშვილს?!
ხოლო, თუ გავითვალისწინებთ შიდა ურთიერთობებს, რატომ უნდა დაეჭირათ მხარი იმ კაცისთვის, ვინც თავის დროზე , ნაცების დასავლელი მხარდამჭერების დაკვეთით, კოჰაბიტაციის იდეა მოახვია თავს პარლამენტს და მთელი ქვეყნის საგინებლად აქცია?!
ახლა, მომავალი საპრეზიდენტო ვადა კიდევ ამასთან უნაყოფო კინკლაობაში უნდა გაეტარებინა ისედაც უნაყოფო პარლამენტს?!
ამაზე დიდ სისულელეს ვერაფერს მოიფიქრებდნენ, ჩემის აზრით!

serapina

2018-10-03 18:46:41

უსუფაშვილი, გრიგოლ ვაშაძეზე და ბაქრაძეზე,უფრო არა!!!

რამეთუ,მთავარ ამოცანად მას ნაციონაური მოძრაობის" პოლიტიკური გადარჩენა მიაჩნდა..

და რომ გარეთ არ მიებრძანებიათ,დღესაც ამ აზრზე იქნებოდა!

Munji

2018-10-03 19:07:27

აბა!... ვინც “ქართული დემოკრატიის მთავარ ამოცანად ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური გადარჩენა“ დაუსახა ახალ ხელისუფლებას, იმისთვის უნდა დაეჭირათ მხარი თურმე, - ეს უფრო მომგებიანი იქნებოდაო!:)))
გადასარევი ხალხია!

ტორი

2018-10-03 20:08:31

ქოცებს ზურაბიშვილზე აქცენტი შემთხვევით არ გაუკეთებიათ და ამ არჩევანში გადამწყვეტი როლი სალომეს ევროპელობამ განსაზღვრა...
იმ ევროპამ, რომელიც მისთვის მშობლიურია...რომელსაც ყველა პოლიტიკოსზე უკეთ იცნობს და კარგი კონტაქტებიც აქვს...
ყველა სხვა არჩევანი ამერიკულ ვექტორს გულისხმობდა...
ევროპა-ამერიკა ერთმანეთს არ დასცხებენ, მაგრამ, ტრ..ამპის მოსვლის შემდეგ, რამდენიმე სერიოზული დაპირისპირება უკვე მოხდა...ახლაც გრძელდება...
მერკელიც არ ჩამოსულა შემთხვევით...
გარდა ამისა, უკვე თვალნათლივ გამოიკვეთა, რომ ივანიშვილის ხელისუფლებას ამერიკელები უფრო ითმენენ, ვიდრე მხარს უჭერენ - მათი ნება-სურვილის უკეთ და უსიტ.ყვოდ შემსრულებელი ძალა ჯერ არ ჩანს...
ამას ამირეჯიბის გამოსვლა სულაც არ სჭირდება - ხელისგულზე დევს...
მოგვიანებით, სხვა მომავალ არჩევნებზე შეეცდებიან ნაცების კარტის გათამაშებას - ვინძლო, ქართველებს მოკლე მეხსიერება აღმოაჩნდეთო...

serapina

2018-10-04 00:10:38

ზოგადად,ოცნებაზე გულგატეხილი ხალხი,ძალიან ბევრია(მე,არ ვარ მათ შორის... თავიდანვე ვიცოდი რომ მიშას გზას აგრძელებდნენ... რაღაც სახეცვლილებით,ცხადია)...
...და სალომე ზურაბიშვილს "ოცნების" მხარდაჭერამ შეიძლება უფრო ავნო, ვიდრე დაეხმარა...

ტორი

2018-10-04 09:21:09

serapina,

კამათს არ დავიწყებ - მე სტატისტიკა არ მაქვს...
არჩევნები გამოაჩენს ვინ ვინ არის...
ერთი კი ცხადია - ქოცებმა საწადელს მიაღწიეს: ცოცხების შიშით, გულგატეხილი ხალხი მაინც უვარგის ბოსელიას ამჯობინებს ნაცხ ნადირაშვილს...

რეგისტრაცი?/p>

დახურვ?/span>
სახელი:

პაროლი:

გაიმეორე?პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80