„ოქუაშვილი თავს ვერ აარიდებს იმ გადასახადებს, რომელიც მის კომპანიას აქვს დაგროვილი“
პოლიტიკა

„ოქუაშვილი თავს ვერ აარიდებს იმ გადასახადებს, რომელიც მის კომპანიას აქვს დაგროვილი“

„ოქუაშვილი თავს ვერ აარიდებს იმ გადასახადებს, რომელიც მის კომპანიას აქვს დაგროვილი“
თამთა ქარჩავა

2018-10-01 17:35:19

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ადასტურებს ზაზა ოქუაშვილთან შეხვდას, სადაც მისი ბიზნესის პრობლემების შესახებ მოისმინა. ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, დახმარების მიზნით ბიზნესმენები მას ხშირად მიმართავენ ისევე, როგორც ხელისუფლებაში მყოფ პირებს. ივანიშვილის განცხადებით, ზაზა ოქუაშვილის ბრალდებები ღიმილის მომგვრელია. მან ასევე მოუწოდა მმართველი პარტიის წევრებს, რომ როდესაც ოქუაშვილის განცხადებებზე კითხვებს დაუსვამენ, მოითხოვონ ივანიშვილთან შეხვედრის დამადასტურებელი ჩანაწერის წარდგენა.

„მართლაც შევხვდი ერთხელ და დავეხმარეთ მას ისევე როგორც ვეხმარებით ყველა ბიზნესს და მე ეს ვალდებულება დღესაც გამაჩნია, ნებისმიერი ბიზნესმენი, რომელიც მოდის ჩემამდე ან მიდის პრემიერამდე ან ხელისუფლების რომელიმე ნაწილთან, ყველას აქვს იგივე განცდა, რომ ჩვენ მაქსიმალურად დავეხმაროთ ბიზნესს და ხელი შევუწყოთ. მაგრამ სხვა დანარჩენი, გასაგებია, ეს ღიმილის მომგვრელია მხოლოდ.

ჩანაწერის ოსტატი ყოფილა ეს კაცი, ყველას და ყველაფერს იწერდა, რატომღაც ეს ჩანაწერი არ აქვს და თუ ვინმეს შეგეკითხებიან და გკითხავენ წუხანდელ გადაცემაზე, პირველი რაც უნდა უპასუხოთ, რომ სად არის ჩანაწერები, ყველას იწერდნენ და გამოიტანოს ეს ჩანაწერებიც და გვაჩვენოს ამ საუბრის და შეხვედრის შესახებ“,– განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილის სკანდალური ინტერვიუ გადაცემა „კვირის აქცენტებში“ გავიდა, სადაც მან ისაუბრა იმ რეკეტზე, რომელსაც მისი თქმით, ივანიშვილი ახორციელებს. მისი თქმით, პირადად ივანიშვილმა მოსთხოვა 4 მილიონის გადახდა და ასევე, ამ დროს მის გვერდით მაღალჩინოსნები იმყოფებოდნენ, მათ შორის, გიორგი გახარია.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის ჯგუფის წევრმა, ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ ბიზნესის ლობირებისთვის 4 მილიონის გადახდა მოსთხოვა. როგორც ბიზნესმენი აცხადებს, გახარიას ხელმძღვანელობით, თიბისი ბანკის ცენტრალური ფილიალიდან ფარცხალაძესთან ერთად 4 მილიონი ქეშად გაიტანეს.

ოქუაშვილს დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს „თიბისი ბანკი“. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბანკი უმაღლესი სიმკაცრით იცავს კომერციული ბანკებისთვის დადგენილ ყველა მოთხოვნას.

„ბანკში ყველა ტრანზაქცია სრულდება სამუშაო საათებში, კლიენტის ანგარიშების გახსნისა და წარმოების ყველა წესის დაცვით. „თიბისი ბანკს“ გააჩნია კანონიერი ვალდებულება, დაიცვას კლიენტის პერსონალური მონაცემები და საბანკო საიდუმლოება, ამიტომ ბანკის მხრიდან დაუშვებელია კონკრეტული ტრანზაქციისა და კლიენტის შესახებ დეტალების გასაჯაროვება. „თიბისი ბანკი“ მიმართავს ყველა სამართლებრივ ზომას აღნიშნული ცრუ ინფორმაციის მასშტაბირების საპასუხოდ“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს „საქართველოს ბანკი“, სადაც აღნიშნულია, რომ ბანკის მიმართ„ომეგა ჯგუფს“ აქვს დავალიანება, რომელიც ჯამურად 84 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს. განცხადების თანახმად, „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლის და მფლობელის ზაზა ოქუაშვილის მცდელობა, ორ კერძო კომპანიას შორის სამართლებრივი დავა პოლიტიკურ ჭრილში გადაიყვანოს, „საქართველოს ბანკისთვის“ მიუღებელია.

„საქართველოს ბანკის“ მიმართ „ომეგა ჯგუფს“ აქვს დავალიანება, რომელიც ჯამურად 84 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს. „ომეგა ჯგუფი“ ბანკის მიმართ ვალდებულებებს 2016 წლიდან მოყოლებული არ ასრულებს და ამ დავალიანებასთან დაკავშირებით სასამართლოში მიმდინარეობს დავა. „ომეგა ჯგუფის“ წარმომადგენელები მიზანმიმართული ქმედებებით მაქსიმალურად ცდილობენ სასამართლო პროცესის გაჭიანურებას.

ამასთან „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლის და მფლობელის ზაზა ოქუაშვილის მცდელობა, ორ კერძო კომპანიას შორის სამართლებრივი დავა გადაიყვანოს პოლიტიკურ ჭრილში - „საქართველოს ბანკისთვის“ მიუღებელია. „საქართველოს ბანკი“ კვლავ გამოიყენებს დავალიანების ამოღების მის ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ შესაძლებლობას“, – ნათქვამია განცხადებაში.

ბიზნესმენის ბრალდებაზე გამოძიება უკვე დაიწყო პროკურატურამ. ყველა მასალა, რაც საჯარო გახდა სხვადასხვა მედიასაშუალებით, დაერთვება პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების საქმის მასალებს. პროკურატურის გადაწყვეტილებებს ელოდება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი, ანზორ ჩუბინიძე, რომელიც დარწმუნებულია, რომ კითხვები მასთან დაკავშირებით არ იქნება.

„ჩემი შემხებლობა არც ერთ ნაწილში არ იკვეთებოდა. ეს ყველაფერი დიდი ალბათობით პროკურატურის დასკვნის შემდეგ გამოჩნდება. ამ ყველაფერზე პასუხის გაცემა ამაზრზენია. არავისთან არანაირი კითხვა არ მაქვს. პროკურატურის გადაწყვეტილებებს ველოდები და ვფიქრობ, კითხვები ჩემთან დაკავშირებით არ იქნება“, – აცხადებს ანზორ ჩუბინიძე.

პრემიერ–მინისტრის განცხადებით, „ომეგა ჯგუფის“ მიმართ სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა, 11– ჯერ მოახდინა შემოსავლების სამსახურმა იმ ნაბიჯების გადავადება, რომელიც ასეთ შემთხვევაში დგება. მამუკა ბახტაძის განცხადებით, არ არსებობს ინდულგენცია იმისთვის, რომ გადასახადი არ გადაიხადო. როგორც ბახტაძე აცხადებს, ოქუაშვილი ვითარების გამწვავებას ცდილობს და სწორედ ამიტომ არ მიაქვს მასალები საგამოძიებო უწყებაში.

„როდესაც ვიყავი ფინანსთა მინისტრი, ამ ორგანიზაციას უკვე ჰქონდა დავალიანება, შესაბამისად, ეს დავალიანება კიდევ უფრო გაიზარდა. სახელმწიფომ მაქსიმალურად ყველაფერი გააკეთა და 11–ჯერ მოახდინა შემოსავლების სამსახურმა იმ ნაბიჯების გადავადება, რომელიც ასეთ შემთხვევაში დგება. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, კეთილგანწყობაზე.

თუმცაღა, როგორ დააგროვა ორგანიზაციამ ეს დავალიანება, აქ შეიძლება ობიექტური კითხვის ნიშნები გაჩნდეს და აუცილებლად უნდა გაეცეს ამ კითხვის ნიშნებს პასუხი. ეს შემთხვევა არის ძალიან კარგი მაგალითი ზოგადად ბიზნესის მიმართ განწყობის, როგორი მეგობრული და ყოველთვის მაღალი მხარდაჭერები ვართ ნებისმიერი გადასახადის გადამხდელის მიმართ, მითუმეტეს, როცა სამუშაო ადგილებზე ვსაუბრობთ“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი თვლის, რომ აუცილებელია ზაზა ოქუაშვილის ბრალდებებს პასუხი გაეცეს როგორც სამართალდამცველი უწყებების მხრიდან, ასევე პოლიტიკური ხელმძღვანელებისგან.

„ძალიან მძიმე ბრალდებები მოვისმინეთ. აუცილებელია, რომ ამ ბრალდებებს პასუხი გაეცეს. აქ სამართლებრივი კომპონენტია, რომელიც სამართალდამცავი უწყებების კომპეტენციას მიეკუთვნება, მაგრამ ამ კითხვებს პოლიტიკური ხელმძღვანელების მხრიდან გაცემული პასუხები სჭირდება, რომელიც დამაჯერებელი იქნება და საზოგადოებაში კითხვებს აღარ დატოვებს.

პრეზიდენტს და ადმინისტრაციას რა კითხვები აქვს, ეს ამ შემთხვევაში პირველხარისხოვანი არ არის. პირველხარისხოვანია ძალიან მძიმე შთაბეჭდილება, რომელიც ამ ქვეყნის მოქალაქეებს გუშინდელი ეთერის შემდეგ დაგვრჩა. მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებს ამ უმძიმეს ბრალდებებზე დამაჯერებელი პასუხები მიეცეთ. ეს უსწრაფესად უნდა მოხდეს“, – აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.

პრეზიდენტობის კანდიდატი დავით უსუფაშვილი ხელისუფლებისგან იმის ახსნას ითხოვს 11–ჯერ როგორ მოხდა „ომეგა ჯგუფისთვის“ გადასახადების გადავადება. როგორც უსუფაშვილი აცხადებს, შთაბეჭდილება იქმნება, რომ წლების განმავლობაში „ომეგა ჯგუფის“ წარმოამდგენლებს, ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირებს შორის გამალებული კორუფციული საუბრები და მოქმედებები მიმდინარეობდა.

„გატანილი და გამოტანილია უზარმაზარი თანხები. რა ვიცი, რა კომპანია შეიქმნა, რატომ შეიქმნა, ის დირექტორი ვინ დანიშნა და ფული სად წავიდა. ფაქტია, რომ ამ ქვეყანაში ეს ყველაფერი მოხდა. ხელისუფლება გვეუბნება, 11–ჯერ გადაუვადეთ მრავალათეულმილიონიანი გადასახადებიო, რომელ მოქალაქეს გადაუვადდა 11–ჯერ გადაუხდელი ვალი, რომელსაც ბინა ჰქონდა დაგირავებული ან სხვა პრობლემები ჰქონდა.

თუ ამას მართლა აკეთებდა ხელისუფლება და მთავრობა, რაღაცის სანაცვლოდ, რაღაცის მოლოდინში აკეთებდა. ჩვენ გვაქვს სინამდვილეში სიმპტომური საქმე, რომლის გამოძიება აუცილებელია ქვეყნის სახელმწიფოს და ბიზნესის გასაჯანსაღებლად. ქართული ოცნებიდან ვინც ამბობს, ეს ყველაფერი არ ყოფილაო, მაშინ იქნებ აგვიხსნან 11–ჯერ როგორ მოხდა გადასახადების გადავადება“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი გია ხუხაშვილი გამორიცხავს ივანიშვილის მონაწილეობას, მაგრამ მისი თქმით, ეს არ გამორიცხავს ვიღაცების მხრიდან მისი სახელის გამოყენებით თაღლითობას. ხუხაშვილის განცხადებით, თუ ხელისუფლება სირაქლემას პოზიციიდან „სისხლიანი ცხრა წლის“ ექსპლუატაციით გააგრძელებს საკუთარ პოლიტიკას, მაშინ მას არანაირი მომავალი არ აქვს. როგორც ხუხაშვილი აცხადებს, მმართველი გუნდისთვის ღირსების საკითხია საქმის დროული და ეფექტური გამოძიება მოხდეს.

„დღეს ხელისუფლებას იმ ავადსახსენებელ წარსულზე სურს ააშენოს საკუთარი პოლიტიკური კეთილდღეობა, რაც აბსოლუტური უგუნურებაა. ჩვენ მათგან წარსულის მუდმივი შეფასებები კი არა, მომავალი გვაინტერესებს. ეს არის ინტელექტუალური კატასტროფა ხელისუფლების, რომ ამით ციტირებს და ვერაფერი ახალი ვერ შექმნა.

მე ფანტასტიკის სფეროდან მგონია, რომ პირადად ბიძინა ივანიშვილი მონაწილეობდა რაღაც რეკეტში. ეს წარმოუდგენლად მეჩვენება, თუმცა რადგან ყველა ვექტორი მასთან მიდის, მისი ღირსების საქმეა, რომ ყველაფერი იქნას გამოძიებული და დასასჯელი დასჯილი. ჩვენ შეიძლება ვერ დავიჯეროთ ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ვერ დავიჯერებ ვიღაცების მხრიდან მისი სახელის გამოყენებით თაღლითობის მცდელობა არ ხდებოდეს“, – აღნიშნა გია ხუხაშვილმა.

 

ნანახი?- 3150

natali

2018-10-01 19:21:21

აუუუ, მაგარი იდეა მომივიდა თავში.

ბანკში უნდა გადავიღო სურათი, მერე უნდა გამოვაცხადო, რომ ივანიშვილმა 5 მილიონი ამახაია და სასწრაფოდ დამიბრუნოს :))) მანამდე მეგობარს უნდა დავურეკო და წავიტირო, რომ ივანიშვილმა ფული წამართვა :)))

ფარაონი

2018-10-01 19:34:41

ორივე მტკვარში დასახრჩობია, ქოცისტანი და ოქრუაშვილის კამანდაც, აშკარაა რომ გარიგება იყო, ქვეყანა და ხალხი კი მართლაც რომ ყველას კიდიათ, მთავარია ჰქონდეთ ფული.

natali

2018-10-01 19:49:58

არა რააა, ამ ხალხმა ნაღდად არ იცის მილიარდი რამდენია, მერე 5 და 6 მილიარდი:)) ამ კაცმა ერთი მილიარდი მხოლოდ სოფლის მეურნეობაში ჩადო. ანუ 250 ჯერ 4 მილიონი. და თურმე ოქუასვილს სთხოვდა იქს5-ს:)))))))) ნეტავ ვინმეს თუ სჯერა ეს?????

serapina

2018-10-01 20:07:06

ვიღაცის სიმდიდრე,იმთავითვე არ იძლევა იმის აბსოლიტურ გარანტიას,რომ არ მოიპარავს!
იხილით,უმეტესობა ქართველი მილიონრებისა...

...მაგრამ როდესაც ქვეყანას პატ/რონი არ ჰყავს,კანონი კანონს არ ჰგავს და ვერცერთი დანაშული ვერ გამოუძიებიათ წესიერად...
გინდა ერთ სფეროში ჩაყარე ფული,გინდა ხუთში.
ვანას თუ არ ჩეკატავთ(რომ წყალი მოგროვდეს)და ზემოდან წყალს მოუშვებთ, რა შედეგი იქნება?

ამ შემთხვევამ,ის კი არ გამოიტანა სააშკარაოზე რომ ივანიშვილმა მართლა ასეთი დავალებები გასცა... ამ შემთხვევამ ცხადყო,რომ კანონი არ გვაქვს...
...და ამ საკითხს,ვერც საფრანგეთში განათლებულმა წულუკიანმა უშველა...

თაღ/ლითობა კიდევ, მარტო "ფულის შეწერა" კი არ არის,ისიც თაღ/ლითობაა,რასაც ყრუსთავი 2 ანთხევს და კაციშვილი ვერ არეგულირებს ამას,კანონის ძალით.



ფარაონი

2018-10-01 20:18:26

ყველა ხელისუფლება თაღლითობს, არც ოცნებაა გამონაკლისი, მე რომ რაცხა დავაპირო, ტყავს გამაძრობენ, ცოცხლად, ამათ კი....
პარტიის სალაროსთვის 4 მილიონი ცოტაა??? არ იკადრებდნენ, თუ ხელს არ გაისვრიდნენ? ისე მაგათ დე................რრეეეეეე!!!!!!!!!!!

მოურავი

2018-10-01 20:24:27

natali

თქვენ არ გჯერათ, არც მე მჯერა და არც ბევრ სხვას, მაგრამ გულუბრყვილო მოსახლეობა, რომელიც ერორის დეზინფორმაციების ქსელშია გახვეული დარწმუნებულია, რომ ბიძო მართლა მოსთხოვდა ამ ფულს

arichopra 2

2018-10-01 20:58:41

ის ის იყო ეჭვი შემეპარა, იქნებ ეს ოქუაშვილი სიმართლეს ამბობს თქო?? მაგრამ მოიცათ, ტელევიზორი ჩავრთე და ტვ1-ზე სანაის "სასამართლო" მიმდინარეობდა. რა თქმა უნდა საინტრესო იყო როცა ვანო ჩხარტიშვილის ადვოკატმა წარმოადგინა საერთაშორისო ექსპერტის დასკვნა, რომ გამოქვეყნებული ჩანაწერი ფალსიფიცირებულია. 2 წუთიან ჩანაწერში 6 წყვეტაა და 7 სახვადასხვა საუბრს ფრაგმენტებია გამოყენებული!!!! ამ დროს დავინახე ოქუაშვილის ვერსიას ვინ უჭერდა მხარს, ელისო კილაძე, არჩილ(რა სახელს აფუჭებს!) გამზარდია, კიდევ ნაციონალების ლევანა (გვარი დამავიწყდა). ჩემთვის სხვა არგუმენტები აღარ არის საჭირო - საით მხარესაც ეს სუბიექტები (სიტყვა ადამიანს ვერ ვიხმარ) იქნებიან, იმ მხარეს სიმართლე ვერანაირად, ვერც ერთ ვარიანტში ვერ იქნება!

natali

2018-10-01 21:38:57

რა მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ეს ოქუაშვილი ქართველია? რაღაც ისეთი ქცენტი აქვს რომ ეჭვი შემეპარა.

მე მაქვს პრეტენზია ივანიშვილთან. ბატონო ბიძინა, როგორ დაუშვი და აი ამ ნაგვებს ხელი შეუწყვე მილიონერები გამხდარიყვნენ, პარლამენტში, საკრებულოში დამსხდარიყვნენ და თავზე მოგვასვი? აი ეს კიკიმორები, გიომები, დებილები და უვიცები?

dorbliani

2018-10-01 22:59:45

მჯერა...არ მჯერა
იყო... არ იყო
მართალია...არააა მართალი... ეს ყველაფერი მეცხრე ხარისხოვანია. მთავარი ისაა, ის, რომ უკვე ყარს, ირგვლივ ყველაფერი, ყარს
კი მაგრამ დუმბაძესი არ იყოს ,,ამიტომ მოვახდინეთ რევოლუციაა,,??---სავლეს მაგივრად პავლე მოვიდა... დიდი განსხვავებაა??

dorbliani

2018-10-01 23:04:07

მთავარია, ნუ იქნება ბუნტი, გასართობი კი ... იცოცხლეთ...ოხრადა გვაქვს, ოხრად..

natali

2018-10-01 23:22:15

ნუ იქნება ბუნტი კი არა, ზუსტად ბუნტზე მუშაობენ. ყველა და ყველაფერი რომ გააერთიანა კრემლმა, ვერ ხედავთ?
ვეცლებით ხელიდან და გიჟებს ჰგვანან. ეს ოქუაშვილიც პირდაპირი ჩართვის დროს ლონდონის ფონზე კი იჯდა, მაგრამ მართლა ლონდონშია თუ იჩალიჩეს რომ ლონდონში გვეგონოს?:)))

imereli

2018-10-02 09:51:24

საშინელი სიბინძურე იფრქვევა ორივე მხრიდან.ეს ის შემთხვევა მგონია, როცა ორივე მართალია. მართალია იმ გაგებით, რომ სიბინძურეები რომლის ჩადენასაც ერთმანეთს აბრალებენ მართლაც ჩაიდინეს ორივე მხარემ. ნორმალური ამომრჩეველი, ნორმალურ ქვეყანაში არცერთს არ მისცემდა ხმას, მაგრამ არც ქვეყანა გვაქვს და არც ხალხი გვყავს ნორმალური. უფრო სწორად, ნორმალური არც ხალხია და არც ქვეყანა!თუმცა სიტყვა "ქვეყანა" შეიძლება ამოვაგდოთ, ქვეყნის ავ-კარგს ხალხი განსაზღვრავს. ერთი მხარეც მოაგროვებს ასიათასობით ხმას და მეორეც.თანაც ასე გაამართლებენ: რა მექნა ვისთვის მიმეცა ხმა, სხვა არავინ არისო. ჯერ ერთი ვისი ბრალია, რომ არ არის ?! გახსოვთ ალბათ: ხალხს ისეთი ხელისუფლება ჰყავს, რომელსაც იმსახურებსო! ასეა ეს, როგორც თუთაშხია იტყოდა !

slava

2018-10-02 14:16:09

".....ამ ჩანაწერებს,თქვენ რა ოქუაშვილი და რუსთავი2 არიფები გგონიათ,აიღეს მათ და გაყალბებული ჩანაწერები გაუშვეს,თუ ასე ფიქრობთ გაგიფრენიათ და ესაა,ლევან ყიფიანის საქმეც ყალბია?მისი სარდაფში ჩაყვანა და შეურაცყოფის საქმეც ყალბია?კვირიკაშვილ-ქუმსიშვილ-ალავიძის საქმეც ყალბია? როლებმაც ხალხს აურაცხელი თანხა მოპარეს,ეს ხომ ხელისუფლებამ ამცნო ქვეყანას,ოქროს მოპოვებისთვის აფეთქებული მთებიც ტყვილია?სად წაიღეს ის ქვეყნის და ხალხის ფული?მე გეტყვით სად წაიღეს,საკუთარ ოფშორულ ანგარიშებზე დადეს.ტარიფების განახევრებაც ტყუილია,პირიქით ყველა ტარიფი მომატებულია,დემოკრატიით გავაკვირვებთ ევროპა ამერიკასო,ესეც ტყუილია,უფასო ფული,დაბალპროცენტიანი სესხები და ათასი უბედურებები ესეც ფალსიფიკაციაა?..." აი "რომს" პასუხი.

natali

2018-10-02 14:30:19

ხადურის და ქუმსიშვილის ადვოკატად რომ ვერ გამოვდგები,აქ ყველამ იცის.

მაგრამ ის ყველაფერი, რასაც რუსთავი2-ით ვისმენთ, აშკარად არადამაჯერებელი და სასაცილოა.

იმისიც კი არ მჯერა, რომ ოქუაშვილი ლონდონშია. რაღაც საეჭვოდ ზედმეტად ცდილობენ პირდაპირი ჩართვა ლონდონის ფონზე გააკეთონ.

მგონია, რომ სულაც არ ანაღვლებთ დამტკიცდება თუ არა ჩანაწერების ავთენტურობა, მთავარია არეულობას მიაღწიონ. ეს კი მხოლოდ რუსეთს აწყობს. ამიტომაც გააერთიანა ყველა ძალა და ისეთი ხალხი დგას ახლა ერთმანეთის გვერდით, რომ ვერცკი წარმოვიდგენდით.

ახლა წყდება საქართველოს ბედი. ხელისუფლებამ როგორმე სიმშვიდე უნდა შეინარჩუნოს.

არ გიჩნდებათ კითხვა? რა ისეთი მნიშვნელოვანი ფიგურა პრეზიდენტია, რომ ასე იკლავენ თავს?

მაგრამ მთავარია იყოს ბუნტი! ასეთია ბრძანება შტაბკვარწირიდან.




ფარაონი

2018-10-02 19:46:04

ერთნი ათეთრებენ ნაბ.ო.ზ,ვ.არ ოცნებას, მეორენი ნაცებს რამისაა კუბოში ჩაყვნენ, ორივეს დედა მომა.ტ.ყ.ვნევინა, დაისვენებდა საბრალო ხალხი.

რეგისტრაცი?/p>

დახურვ?/span>
სახელი:

პაროლი:

გაიმეორე?პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80