ზურაბიშვილმა პოზიცია შეიცვალა
პოლიტიკა

ზურაბიშვილმა პოზიცია შეიცვალა

ზურაბიშვილმა პოზიცია შეიცვალა
მართა ლაბაძე

2018-09-18 09:30:54

სალომე ზურაბიშვილმა 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით პოზიცია შეცვალა. პრეზიდენტობის კანდიდატი ახლა აცხადებს, რომ რუსეთი ოკუპანტი და აგრესორია და ეს შეუძლია უსასრულოდ გაიმეოროს. მეტიც, ის ამბობს, რომ მედია მის განცხადებებს კონტექსტიდან ამოგლეჯილად ავრცელებს.

ზურაბიშვილი აქვე დაინტესდა, რატომ არ გამოაცხადა მაშინდელმა ხელისუფლებამ რუსეთი აგრესორად იმავე დღეს, რატომ არ ითქვა მაშინვე, რომ რუსეთმა ომი დაიწყო. პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი მედიით უკმაყოფილოა და აცხადებს, რომ მის მიმართ მედიის მხრიდან ომისა და რუსეთის საკითხზე დაჟინებული და უაზრო კითხვები ისმის, რომელიც კონტექსტიდან ამოგლეჯილ სიტყვებზეა დამოკიდებული.

„ახლა მე მივმართავ მედიას, რატომ არ მოუსმინა იმ დროინდელმა ხელისუფლებამ, რასაც კარნახობდნენ ჩვენი ამერიკელი და ევროპელი პარტნიორები, რასაც ფაქტობრივად ყოველდღიურად კარნახობდნენ, რატომ არ გამოაცხადა იმთავითვე ხელისუფლებამ რუსეთი აგრესორად, დღეს რომ მეკითხებით, რატომ დაელოდა სამ დღეს?

ვინ იყო აგრესორი, მანამდე რა გვესმოდა? - რუსეთმა არ იცის, სეპარატისტები არიან დამნაშავეები და რუსეთი ვერ აკონტროლებს თურმე თავის მიერ მართულ სეპარატისტებს. ამას გვეუბნებოდნენ ქვეყნის მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი, ქვეყნის კონფლიქტთა მინისტრი, ქვეყნის პრეზიდენტი. როგორც ჩანს, ამაზე კითხვა არ გაგაჩნიათ“, – ასე მიმართა სალომე ზურაბიშვილმა მედიას.

სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მას არ უყვარს სიტყვა მოღალატე, მაგრამ ბევრ კითხვაზეა პასუხი გასაცემი. პრეზიდენტობის კანდიდატი სვამს კითხვას, ვინ დაარქვა ზემო აფხაზეთს კოდორის ხეობა, ვინ გააფართოვა კონფლიქტის ზონა და ცხინვალის რეგიონი სამხრეთ ოსეთად ოფიციალურად მონათლა, ვინ დატოვა კოჯორში მთელი ძვირად ღირებული შეიარაღება და ვინ დატოვა ტყეში ჩვენი ბიჭები? ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ამ კითხვებზე უთუოდ იქნება პასუხები გასაცემი.

„ეს არ არის დამოკიდებული იმაზე, ვიქნები თუ არა პრეზიდენტი (მაგრამ მე ვიქნები). ამ კითხვებზე პასუხი სხვა რამეზეა დამოკიდებული, რომ ჩვენ ბოლოს და ბოლოს, ჩვენს წარსულზე, ჩვენი ხელისუფლების დანაშაულებებზე ვიცოდეთ რეალობა, რადგან წინ გვაქვს მომავალი. ამ მომავალში საქმე უნდა ვაკეთოთ, გავამთლიანოთ ქვეყანა და ამისთვის საჭიროა, ჩვენს ძმებს აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთის ე.წ. რესპუბლიკებში მივმართოთ, რომ ისინი არიან საქართველოს მოქალაქეები, მათ არ სჭირდებათ რუსეთის დაცვა, რომ აუცილებელად გავმთლიანდებით“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოს წინაშე აგვისტოს ომზე საქართველო სიმართლეს ძალიან წელგამართულად ამტკიცებს და რუსეთის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში ძალიან მნიშვნელოვანი დავა მიჰყავს. თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ სამთავრობო უწყებებმა ბოლო ხუთი წლის მანძილზე 700–მდე მტკიცებულება შეაგროვეს, რათა აჩვენონ მსოფლიოს არა მხოლოდ სიმართლე, არამედ პირველად დადგეს სასამართლო გადაწყვეტილება.

„ამ ომში ჩვენ გავხდით მსხვერპლი ეთნიკური წმენდის, ოკუპაციის, რომელიც კვლავ მიმდინარეა. ძალიან ბევრმა ოჯახმა, ქვეყანამ დანაკარგი განიცადა, იქნება ეს დაკარგული გმირების სიცოცხლე, მატერიალური თუ მორალური ზიანი. ამ ყველაფერს სტრასბურგის სასამართლოს წინაშე ძალიან წელგამართულად, მტკიცებულებებზე დაყრდნობით ვამტკიცებთ.

ასევე გამოძიება მიჰყავს ჰააგის პროკურორის ოფისს და იქაც ჩვენი მთავარი ხაზია, რომ ვაჩვენოთ ქართველების ეთნიკური წმენდა, სოფრომაძის, ანწუხელიძისა და სხვების სამხედრო ტყვეების წამება, მკვლელობის ფაქტები და აქ რეალურად ჩვენ მტკიცებულებებს ვეყრდნობით“, – აცხადებს თეა წულუკიანი.

მინისტრის განცხადებით, ამიტომ, ის უარს აცხადებს, რომ საპრეზიდენტო კანდიდატებისა თუ პოლიტიკოსების პოლიტიკურ განცხადებებზე კომენტარები გააკეთოს და მათ დაეყრდნოს, რადგან ეს თავისთავად უბრალოდ განცხადებებია.

„ჩემი განცხადება არის სამთავრობო პოზიცია, ქვეყნის პოზიცია, ეს არის ის სამართლებრივი პოზიცია, რომელსაც ვიცავთ და ბოლომდე დავიცავთ საერთაშორისო სასამართლოების წინაშე“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ზურაბიშვილის განცხადებებზე განმარტება გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარემ. ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილმა თავისი სახელი დაარქვა რუსულ ოკუპაციას, აგრესიას, ასევე დანაშაულს, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა და გრიგოლ ვაშაძემ ჩაიდინეს.

„კიდევ ერთხელ თავისი სახელი დაარქვა რუსეთის აგრესიას, რომელიც 2008 წელს განხორციელდა, თავისი სახელი დაარქვა რუსულ ოკუპაციას და ასევე, თავისი სახელი დაარქვა იმ უმძიმეს დანაშაულს, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ჩაიდინა. ეს არის დანაშაული, რომელიც ჩაიდინეს მაშინ მიხეილ სააკაშვილმა, გრიგოლ ვაშაძემ, რომელიც რუსეთის მოქალაქე საგარეო საქმეთა მინისტრი იყო.

მას ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის დანაშაულის ჩადენაში, რომლის შედეგადაც ჩვენი ტერიტორიების 20% დავკარგეთ. ეს დანაშაული „ნაციონალურ მოძრაობას“ აუცილებლად უნდა შევახსენოთ, თუმცა მთავარია, აქცენტი გაკეთდეს მომავალსა და ხედვაზე“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილმა ოპონენტებს მოუწოდა, ევროპული ტიპის საარჩევნო კამპანია წარმართონ, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობა“ პროცესის სხვა შინაარსით წარმართვას ცდილობს. მისი შეფასებით, ევროპა და ამერიკა „ნაციონალური მოძრაობისგან“ ძალიან შორსაა, რაც მიმდინარე საარჩევნო კამპანიაშიც იკვეთება.

„ნაციონალური მოძრაობა კამპანიის წარმართვას სხვა შინაარსით ცდილობს. ის საუბრობს არა მომავალზე, არა თავის ხედვაზე, არამედ მთლიანად შავი პიარითაა დაკავებული. „ნაციონალური მოძრაობა“ წარსულს ჯერ 2012 წელს ჩავაბარეთ. ეს ყველაფერი 2016 წელს კიდევ უფრო გავამყარეთ და შემიძლია, მთელი დარწმუნებით გითხრათ, რომ ეს არჩევნებიც „ნაციონალური მოძრაობისთვის“ სერიოზული მარცხით დასრულდება. აღნიშნული პარტია კიდევ ერთხელ დასამარდება, რომელსაც ეს შედეგი ნამდვილად ეკუთვნის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ვიცე–სპიკერის გიორგი ვოლსკის განცხადებით, 2008 წელს საქართველოს მთავრობა, პრაქტიკულად, გეგმაზომიერად და მიზანმიმართულად ახორციელებდა რუსეთის ნარატივის რეალიზებას. მისი თქმით, თავისი ქმედებების გადასაფარად ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები ახორციელებენ შეტევას „ქართულ ოცნებასა“ და სალომე ზურაბიშვილზე.

„გრიგოლ ვაშაძემ 4 აგვისტოს განაცხადა, რომ რუსეთი ომში არ ჩაერთვება და კოკოითი პროვოკაციებს გეგმავსო. მე მგონია, აქ ყველა კითხვაზეა პასუხი გაცემული. რეალურად, იმის ნაცვლად, რომ ხალხი გამოეყვანათ, უშველებელი დანაკარგი მივიღეთ სამოქალაქო საზოგადოებაში. ამის გადასაფარად ხდება უზნეო შეტევა ჩვენს პოზიციაზე. ამან გამოიწვია დამატებითი კომენტარების აუცილებლობა.

მთელი მთავრობა, პრაქტიკულად, გეგმაზომიერად და მიზანმიმართულად ახორციელებდა რუსეთის ნარატივის რეალიზაციას შემდეგი თვალსაზრისით - აცხადებდა, რომ რუსეთი ჩარევას არ აპირებდა. კატეგორიულად მალავდა იმ ფაქტს, რომ ჯერ კიდევ ივლისიდან, რუსეთის შემოტევა და შემოჟონვა საქართველოს ტერიტორიაზე იყო ომის წინაპირობა. ამავე ხალხმა ეს არ აცნობა გაეროს უშიშროების საბჭოს და არ მოითხოვა გადაუდებელი სხდომის ჩატარება, მათ შორის იყვნენ ვაშაძე, დავით ბაქრაძე, იაკობაშვილი, სააკაშვილი“, – აცხადებს გიორგი ვოლსკი.

მმართველი გუნდისგან განსხვავებით, ზურაბიშვილის შეცვლილი რიტორიკა მიუღებელია ნინო ბურჯანაძისთვის. „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი აცხადებს, რომ ზურაბიშვილის შეცვლილმა რიტორიკამ დაგვანახა, რომ ქართულ პოლიტიკაში ყველაფერი მოსულა.

„სალომე ზურაბიშვილთან მიმართებაში არსებობდა ორი მითი. ერთი, რომ ის არის პრინციპული და მეორე, რომ არის მართალი და ტყუილს არ იტყვის. ორივე მითი დაიმსხვრა. ჯერ ერთი საპრეზიდენტო კამპანია მან დაიწყო ტყუილით, თითქოს არის დამოუკიდებელი კანდიდატი, ამ დროს ყველა ხვდება, რომ ის არის „ოცნების“ კანდიდატი. ამიტომ სალომე ზურაბიშვილის სიმართლის მე, პირადად არ მჯერა.

რაც შეეხება მითს მის პრინციპულობაზე, დღეს ისიც დაიმსხვრა. 2008 წლის ომთან დაკავშირებით, დღეს ის თავს იმართლებდა, ამტკიცებდა იმის საპირისპიროს, რასაც ორი დღის წინ ამბობდა. სალომე ზურაბიშვილმა უკან წაიღო ის სიტყვები, რომელიც არა მხოლოდ ნათქვამი ჰქონდა, არამედ თავის წიგნში აქვს დაწერილი“, – აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

ნანახი?- 2799

natali

2018-09-18 10:29:36

რა მაინტერესებს იცით?

სალომემ ომის დაწყებასთან დაკავშირებით რაღაც ისე ვერ თქვა, როგორც უნდა ეთქვა, თუ როგორც იყო....ეს როდის თქვა, 4-5- წლის წინო მგონი ხომ? ხოდა აქამდე რომ არავის ამაზე ხმა არ ამოუღია, არავის გაუგია, არც რუსეთში, არც ევროპაში და არც ამერიკაში,არც არავის ახსოვდა, ახლა ვინც ეს გაიხსენა და მსოფლიოს მოსდო,თან კონტექსტიდან ამოგლეჯილი, რუსები რომ აალაპარაკა და ამას ატრიალებენ, ვინ უფრო ცუდი გააკეთა ქვეყნისთვის???

ან რუსებსეს მათთვის სასარგებლო ნათქვამი როგორ გამოეპარათ მაშინ და არ აიტაცეს? რატომ? მიშას გაუფრთხილდნენ??? თუ აქ არავინ მუშაობს მათზე რომ მათთვის ესოდენ სასარგებლო ინფორმაცია მიეწოდებინა? თან ეს თქვა მიშას ჩამოყვანილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა!!!!!!!

imereli

2018-09-18 10:32:30

ვინმეს სჯერა, რომ ზურაბიშვილმა აზრი შეიცვალა ?! თუ ასე ვინმე ფიქრობს, მას ფსიქიატრიული პრობლემები ჰქონია ! გაცილებით საინტერესოა ქ-ნ ბურჯანაძის სიტყვები, რომელიც პრაქტიკულად ტრაბახობს, რომ მე აზრი არ შემიცვლია, მოღალატე ვიყავი და ახლაც მოღალატე ვარო. ზურაბიშვილმა კი დიდ რუსეთს და დიდ ბელადს, პუტინს უღალატაო.ჯამში კი გამოდის , რომ მაინც ორივე მოღალეტეა, ერთი საქართველოს მოღალატე, მეორე დიდი რუსეთის და საქართველოს მოღალატე ერთდროულად ! რომელია უკეთესი ?! პასუხი იგივეა, რაც გურულმა ბოლშევიკებსა და მენშევიკების განსხვავებაზე თქვა ცნობილ ანეკდოტში !

imereli

2018-09-18 10:33:03

natali

2018-09-18 10:42:49

სალომეს ნათქვამზე მეტად ახლა მე ის უფრო მაინტერესებს, ტალიავინის დასკვნაზე, რომელზეც მიშას მოუწერია ხელი, და იმ დასკვნაში რა ეწერა ნახევარზე მეტმა საქართველომ არ იცოდა, რუსებმაც არ იცოდნენ? რატომ არ ატეხეს ერთი ამბავი? რატომ არ გაგვაგებინეს,აი, თქვენმა პრეზიდენტმა რაზე მოაწერა ხელიო? ჩვენ გაგვიფრთხილდენ თუ მიშას??? რატომ???

imereli

2018-09-18 11:36:14

ნატალი ! მაშინ ზურაბიშვილი არ გახლათ ოფიციალური პირი და მისი ნათქვამი არაფრით არ იყო კუკავას ანდა სულაც ჩემს სიტყვებზე მნიშვნელოვანი. ახლა კი პრეზიდენტობის კანდიდატია და მეტიც- ხელისუფლების ფავორიტი, ამიტომ არის ხალხისა და საერთოდ საერთაშორისო საზოგადოებისათვის საინტერესო, თუ როდის და სად რა თქვა. ქალბატონი, რომელსაც დემოკრატიის მამებად მიაჩნდა სიგუა-კიტოვან-იოსელიანი და მადლობას უხდიდა მათ კანონიერი პრეზიდენტის ჩამოგდებაში, არა მგონია საქართველოს პრეზიდენტობაზე ჰქონდეს პრეტენზია ! სააკაშვილმა თუ ჭამა ბებიამისისა (თავადის ასულ წერეთლისა), არ შეიძლება იყოს საქართველოს დადანაშაულების მიზეზი ! სააკაშვილმა კი "გაუპრავა" რუსეთს საქართველოში შემოჭრა, მაგრამ საქართველო მაინც არ იყო აგრესორი, საქართველო არ შეჭრილა რუსეთში, რუსეთი შემოიჭრა საქართველოში. მეორეც, სააკაშვილს არ დაუბომბავს "მძინარე და მშვიდობიანი" ცხინვალი! საარტილერიო დარტყმის მომენტში ცხინვალში მარტო "ბოევიკები" და რუსი ჯარისკაცები იყვნენ. ყველზე დიდი საძაგლობა კი ისაა, რომ პირადი ინტერესებისათვის ზურაბიშვილი, სააკაშვილიც და უამრავი სხვაც მზადაა გასწიროს საქართველოს ინტერესები !!! აწყობდა მაშინ ქალბატონ სალომეს სააკაშვილის დადანაშაულება, თუნდაც ამას საქართველოს ინტერესები დაეზიანებინა დაგააკეთა კიდეც.

tngh

2018-09-18 11:37:35

2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ, არსებობს ევროკავშირის მიერ დამტკიცებული ტალიავინის დასკვნა. იმას ვერავინ ვეღარ შეცვლის. ეხლა ჯობია იმ გონიერ, მრავალ მხრივ და ურთიერტ სასარგებლო კომპრომისებზე ვიფიქროთ, რომელიც გაამტლიანებს საქართველოს. მხოლოდ "ნატოს" იმედით, საქართველო ვერ გამთლიანდება...

arichopra 2

2018-09-18 11:38:01

იმერელი, კოლეგა, არ შეგშვენის ასეთი ზედაპირული დასკვნები! ადამიანმა უნდა შეიცვალოს თავისი მცდარი შეხედულებები თუ სათანადო არგუმენტებს წარუდგენენ და სიტუაცია ასე მოითხოვს! საკუთარ შეხედულებებს არ იცვლიან მხოლოდ ხისთავიანები, რუსულად რომ ვთვათ "დუ/ბ/ინები"! სალომეს უნდოდა ეთქვა, ომი უკვე 200 წელია რუსეთმა დაგვიწ/ყო, ცხინვალის რეგიონშიც გამუდმებულ სამხედრო პროვოკაციებს გვიწ/ყობდნენ შემოგზავნილი თუ ადგილობრივი შეიარაღ/ებული ბანდფორმირებების მეშვეობით, აწიოკებდნენ ქართულ სოფლებს, არ აძლევდნენ მშვიდობიანი ცხოვრების საშუალებას ადგილობრივ მოსახლეობას! ამიტომ საქართველო იძულებული გახდა 08.08.08 დაეწ/ყო სამხედრო ოპერაცია ბანდფორმირებების წინაა/ღმ/დეგ, მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის მიზნითოო!!! მაგრამ ასე ვერ თქვა, რადგან ჩემდენი ჭკუაც არ აქვს და თან ზეპირმეტ/ყ/ვ/ელებაში ქართულად ამას ვერც ჩამოაყალიბებდა გასაგები მიზეზების გამო! მიუხედავად ამისა, ასეც რომ ეთქვა ანუ როგორც საჭიროა ისე ეთქვა, უსინდისო ჟურნალისტები და უზრდელ-თა/ხს/ირი, ყველაფრის მკადრებელი პოლიტიკური მოწინააღმდეგეები მის ნათქვამს მაინც გამოაბამდნენ რაღაც კუდებს, გადაადგილებდნენ ფრაზებს, ამოაგდებდნენ კონტექსტიდან და ქალბატონ სალომეს მაინც დააბრალებდნენ სამშობლოს მო/ღ/ალატეობას, თითონ მოღ/ალატენი!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

qedo sakokhia

2018-09-18 11:53:20

არ მინდა ყველაზე უჭკუო ვიყო, მაგრამ ასე ვგრძნობ თავს. ვერავინ ვნახე, რომ სალომეს რამეში მაინც ამართლებდეს. გთხოვთ შემეხმიანოთ (ამიხსნათ) შეურაცჰყოფის გარეშე. რამდენადაც ვიცი, არც ერთ მხარეს არ ჰქონდა უფლება ცხინვალის რეგიონში დამატებით შეეყვანა თუნდაც ერთი ჯარისკაცი. სააკაშვილმა კი ჯარი შეიყვანა, თანაც ოლიმპიადის პერიოდში (!). ომი არ დაუწყიაო. რა, ტელევიზიით არ აჩვენებდნენ თუნდაც 7 აგვისტოს ღამით ცხინვალში ჩვენი გრადებით გაკაშკაშებულ ცას და მიწას? მალი-მალ არ მოგვახსენებდნენ, ესა და ეს პუნქტი აღებულიაო? ეს ომი არ იყო? თუნდაც საკუთარ ქვეყანაში ასეთი ზომის კონფლიქტს ომი არ ჰქვია? საქართველოს რუსეთისათვის ომი რომ არ გამოუცხადებია, ეგ ზურაბიშვილმა კი არა, ტყეში დათვმაც იცის, მაგრამ ხომ მიეცა საბაბი, რუსეთს ეთქვა, ხელშეკრულება დაირღვა, ჩემს მშვიდობისმყოფელებს საფრთხე დაემუქრა და იმათ დასაცავად შევედიო.

arichopra 2

2018-09-18 12:02:39

ე.წ. რუს მშვიდობისმყოფელებს ჩვენ ვესროლეთ პირველებმა?! როგორ არის ოიციალურ დასკვნაში?

arichopra 2

2018-09-18 12:03:15

ოფიცილურ

natali

2018-09-18 12:11:01

imereli
ზურაბიშვილი არ იყო არც მე და არც თქვენ (პრინციპში თქვენ არ ვიცი:))) , ის იყო სააკაშვილის მიერ ქართულ ოცნებად ახდენილი საგარეო საქმეთა მინისტრი. ეს რუსებს როგორ გამოეპარათ, პუტინს, სააკაშვილის მტერს, ეს როგორ გამოეპარა რომ არ გვითხრა, ქართველებო, აი რა წერია ტალიავინის დასკვნაში და აი რას ამბობს თქვენი ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრიო. ახლა გაიგეს?? ეს პირადად ჩემში ბადებს სერიოზულ ეჭვებს. თქვენში არა?

ან სალომეს ლაპარაკს რომ გადაეკიდნენ, არ გიკვირთ ასე რომ ფლობს ქართულ ენას? ბევრ ჟურნალისტზე უკეთესად? ამის მეტი ნაკლი თუ ვერ მოუძებნეს, მაგარი ქალი ყოფილა.:)

მოკლედ, მთელი ოპოზიციის საარჩევნო კამპანია არის ივანიშვილის და სალომეს გინება. დაავიწყდათ რომ აშენებას უნდა დაგვპირდნენ და უნდა დაგვაბოლონ:)))

tngh

2018-09-18 12:39:06

ამდენ კამათს არ ჯობია, ტალიავინის დასკვნა კიდევ ერთხელ გამოქვეყნდეს და წავიკითხოთ??? თუმცა კითხვა და მით უმეტეს, წაკითხულის გაგება ყველამ არ იცის...

ბუმერანგი

2018-09-18 14:09:39

***მიხუინ ამომწყვეტ-დამანგრეველის და სრულიად ნაცბოზბანდის წელსქვევით მაწოვართა საყურადღებოდ!!!***

მოეშვით ბინძურ და უგნურ მანიპულაცია ინტერპრეტაციებს. ხალხი წერა კითხვის უცოდინარი და ძალიან მოკლე მახსოვრობისა ნუ გგონიათ.
დაგავიწყდათ უკვე "ხალხის ტელევიზიის" მიერ ფართოდ გაშუქებული ზემოთხსენებული იდივიდის ცხინვალისკენ მიმავალი ვოიაჟი საკუთარი "ტუმბუჩკით" იღლიისქვეშ?
მე კარგად მახსოვს!!! და ეს 7 აგვისტოს საღამოს და 8 აგვისტოს გარიჟრაზზე ხდებოდა. მაშინ კიდევაც ვთქვი - რას შვრება ეს არაადეკვატი ჩოყ/ლაყი, ეს ხომ ჩვენზე ისედაც ახურუშებულ რუსებს საბოლოოდ გაუხსნის ხელს და გაუპატიურების ოფიციალურ საბაბს მისცემს მეთქი. ხო და, ჩემო ბატონო, გაგვაუპატიურეს კიდევაც. აბა რას ველოდით? როცა ახურუშებულ და შენი გაუპატიუების მხურვალედ მსურველს შენ თვითონ არაორაზროვნად გამოიწვევ და ფეხებს ფართოდ გადაუშლი - ისიც არ დააყოვნებს და სასტიკად გიხმარს. ბუნების კანონია ეს.

https://ge.boell.org/sites/default/files/uploads/2014/01/iiffmcg_report_volume1_ge.pdf

შავით თეთრზე წერია აქ ყველაფერი. და ეს არის კომპეტენტური საერთაშორისო კომისიის ოფიციალური დასკვნა!!!

სალომეს რაც შეეხება კი რატომღაც ყველას ავიწყდება, რომ ზუსტად მისი დამსახურებაა საქართველოდან რუსის ბაზების გაბუნ/ძუკება.
...და მის წინაშე ჩაჯ/მულივით ატუზული ლავროვიც კარგად მახსოვს.

arichopra 2

2018-09-18 14:25:54

ბუმერანგი, დეპუტატ ნატო ჩხეიძის საქციელის შესახებ შეიტყვე?!

qedo sakokhia

2018-09-18 14:28:52

ბუმერანგი. ზუსტად მაგ ღამეს ძეობას ვზეიმობდით და ტელევოზორში თითქმის გათენებამდე მაგას ვუყურებდით.ესენი კი- არაო!

ბუმერანგი

2018-09-18 14:40:27


arichopra 2

როცა ფურუნკულები გადამწიფდება, ისინი უცილობელ სკდება და ჩირქით აბინძურებს არემარეს.
ეს მედიცინის კანონია...

ბუმერანგი

2018-09-18 14:48:46

qedo sakokhia

ღმერთმა მრავალ ძეობას დაგასწროს!
აი მე კი ეგ ღამე სულ თეთრად გავათენე, ისე ამიყვანა ამოდენა კაც ამ უგნურ საქციელზე დიდმა შიშმა.

დიახაც შიშმა! და განუსაზღვრელმა სევდამ. იმიტომ რომ ბევრი დიპლომატ-პოლიტიკოსობა არ სჭირდებოდა იმის მიხვედრას, თუ რამდენი ახალგაზრდის დაღვრილი სისხლი მოყვებოდა ამ უგნურ პოლიტიკურ ავანტიურას.

arichopra 2

2018-09-18 14:50:02

ხო მაგრად დაპილწა მამამისის წიგნები! ის დათხაპა რომ აწი ვეღარც წაიკითხავ, ვერაფერს გაარჩევ! მხარდაჭერა უნდა პატრიოტთა ალიანსს, ირმას! შენ რას იტყვი?!

ბუმერანგი

2018-09-18 14:58:28

აბა რა გითხრა ჩემო ჩოპრა.
უბრალოდ ერთი რამე მახსენდება, გრამ ქაქსაც კი შეუძლია ტონა თაფლის გათახსირება. და ის თაფლი თაფლად უკვე ვეღარასდროს ვეღარ დარჩება.

მით უმეტეს, რომ თაფლთან საერთოდ არ გვაქვს საქმე ამ კონკრეტულ შემთხვევაში. უფრო დიამეტრალურად პირიქით...

ამაპოლა

2018-09-18 16:10:42

ვაშაძის გულშემიტკავიარი არ ვარ, მაგრამ უნდა შეგახსენოთ, რომ ის 2008 წლის აგვისტოში საგარეო საქმეთა მინისტრი კი არა, მინისტრის მოადგილე იყო (მინისტრად იმავე წლის დეკემბერში დაინიშნა). ასე რომ მისთვის ყველა ცოდვის აკიდება არ არის მართებული. მოჰკითხეთ ეკა ტყეშელაშვილს.

ფხიზელი

2018-09-18 20:50:20


ვოლსკი:

"გრიგოლ ვაშაძემ 4 აგვისტოს განაცხადა, რომ რუსეთი ომში არ ჩაერთვება და კოკოითი პროვოკაციებს გეგმავსო."
----------
ანუ, ჩვენ რომ ომი გვაქვს დაგეგმილი, იმაში რუსეთი არ ჩაერთვებაო, ხომ?!
(ახლა არ მითხრათ, საქართველოს წინააღმდეგ კოკოითის მიერ დაგეგმილი ომი იგულისხმა ვაშაძემო!).
*
"მთელი მთავრობა... აცხადებდა, რომ რუსეთი ჩარევას არ აპირებდა, კატეგორიულად მალავდა იმ ფაქტს, რომ ჯერ კიდევ ივლისიდან, რუსეთის შემოტევა და შემოჟონვა საქართველოს ტერიტორიაზე იყო ომის წინაპირობა. ამავე ხალხმა ეს არ აცნობა გაეროს უშიშროების საბჭოს და არ მოითხოვა გადაუდებელი სხდომის ჩატარება, მათ შორის იყვნენ ვაშაძე, დავით ბაქრაძე, იაკობაშვილი, სააკაშვილი...იმის ნაცვლად, რომ ხალხი გამოეყვანათ, უშველებელი დანაკარგი მივიღეთ სამოქალაქო საზოგადოებაში. ამის გადასაფარად ხდება უზნეო შეტევა ჩვენს პოზიციაზე." – აცხადებს გიორგი ვოლსკი.
---------------
არ არის მართალი?!

ფხიზელი

2018-09-18 20:50:54

qedo sakokhia,
აბსოლუტურად მართალი ბრძანდებით, მაგრამ ეყურება ვინმეს?! - "რაც ერთხელ ცხოვლად სულს დააჩნდების"... გინდა ფაქტების შემსწავლელი საერთაშორისო კომისიის მიერ ერთი წლის გამოწვლილვით ნაკვლევი, 1100-გვერდიანი დასკვნა დაუდევი წინ, გინდა დავით ზარდიაშვილის შესანიშნავი წერილი ამ თემაზე, მაინც თავისას გაიმეორებენ: არაო! რუსეთი შემოჭრა თავისი არმიით და სააკაშვილმა მხოლოდ პასუხი გასცაო!
ცოცხალი თავით არ არ უნდათ იმის აღიარება, რომ რუსეთის არმია, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხნიდან ემზადებოდა შემოსაჭრელად, არ შემოიჭრებოდა გაეროს მანდატით სამშვიდობოების დისლოკაციის ადგილზე და სალაპარაკოს არ მისცემდა მსოფლიოს (ამდენი ჭკუა აქვთ, სააკაშვილის ხელისუფლებისაგან განსხვავებით), შენ რომ შენი რეგულარული ჯარი არ გამოგეყვანა, ტანკებითა და "გრადების" ცეცხლით არ მისდგომოდი ცხინვალს და "კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა" არ გამოგეცხადებინა ამ ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციის მიზნად!
ეს იყო აგვისტოს..ო მ ი !
მანამდე იყო.. კ ო ნ ფ ლ ი ქ ტ ი.. და ერთმანეთის პოზიციების მიმართულებით ხან კანტი-კუნტი, ხანაც უფრო ინტენსიური სროლები, მაგრამ არა..ო მ ი !
ო მ ა დ .. გადააქცია სააკაშვილმა და მისმა უპასუხისმგებლო, ომის უცოდინარმა, მაგრამ საკუთარ შესაძლებლობაზე აღმატებული წარმოდგენის მქონე ბიჭბუჭობამ, რომელსაც იმედი ჰქონდა, რომ თავის ჟანგიან ტანკებს ერთ ადგილას შეტენიდნენ რუსეთს და ერთხელ და სმუდამოდ გადარეკავდნენ კავკასიონის ქედს მიღმა!
*

imereli

2018-09-18 21:50:51

არიჩოპრა2 ! მართალი ბრძანდებით, რომ ადამიანმა შეიძლება და აუცილებელი თუ არის, ვალდებულიცაა შეიცვალოს შეხედულებები, მაგრამ საქმე იმაშია მეგობარო, რომ ქალბატონ ზურაბიშვილს არ შეუცვლია შეხედულებები. ის უბრალოდ მხოლოდ სიტყვით ამბობს საწინააღმდეგოს, რადგან ასე სჭირდება მის პირად ინტერესებს. რაც შეეხება ომის დაწყებას. საქართველოს ომი არ დაუწყია. ჯერ ერთი ომი პრაქტიკულად იმ დღიდან მიმდინარეობდა, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოინდომა, ანუ 1988 წლიდან. სააკაშვილმა სეპარატისტთა წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებები დაიწყო და უნდა ითქვას რომ ეს რუსეთის ინტერესებში შედიოდა. მან ეს თავისი სისულელით გააკეთა, ან კიდევ უარესი - რუსებთან შეთანხმებით, რაშიც KGB-ს გენერლის თემურ ალასანიას ხელიც ურევია დიდი ალბათობით.

imereli

2018-09-18 22:04:16

ნატალი ! 2008 წლის ომის დროს ზურაბიშვილი არ იყო საგარეო საქმეთა მინისტრი და ეს ნიშნავს, რომ რიგითი ადამიანი გახლდათ. მისი აზრი ჩვენს სიტყვებზე მეტს ნიშნავდა მხოლოდ იმიტომ, რომ ცნობილი პიროვნება იყო, მაგრამ ოფიციალურად ის და ჩვენც ერთი ვიყავით. სხვა საქმეა დღეს, უკვე მთელი მსოფლიო პრესა წერს, რომ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი საქართველოს ომის დაწყებაში ადანაშაულებს !!!!! არა მარტო რუსული პრესა, ამერიკის და დასავლეთ ევროპის პრესაც ! სულ რაღაც 2 კვირის წინ იგივეს ამბობდა. მხოლოდ "ოცნების" ხელმძღვანელობასთან შეხვედრის შემდეგ დაიწყო სხვანაირად ჭიკჭიკი, რადგან იქ "ურჩიეს" სხვანაირად ელაპარაკა. მან აზრი კი არ შეიცვალა, შეაცვლევინეს !

Munji

2018-09-19 00:26:13

ომის დაწყებასთან დაკავშირებით ზურაბიშვილის პოზიციით კაციშვილი არ დაინტერესებულა მსოფლიოში, ვიდრე ამის თაობაზე მისმა მოწინააღმდეგეებმა არ დაატრიალეს ჭიქაში ქარიშხალი!
ცხადია, არაფრისაგან შავი პიარის მკეთებლებს სხვადასხვა რამ ამოძრავებთ.
ზოგი კონკურენტის ჩამოცილებას ცდილობს, ზოგი მისი მინისტრობის დროს სათანადო დაუფასებლობის სამაგიეროს უხდის, ზოგი მისი ლანძღვით მისი კონკურენტის სიახლოვეს იბევებს თბილ ადგილს, ზოგს ის ვერ უპსტიებია, რომ კანდიდატის აწგანსვენებული ქმარი ანტიზვიადისტი იყო და შესაბამისად, ცოლიც იზიარებდა ალბათმის შეხედულებას იმდროინდელ მოვლენებზე...
ამ ჭრელმა საზოგადოებამ ამოქექა ის ფრაზა, გაწელა კევივით, დაიხვია თითზე და ატრიალა მსოფლიოს დასანახად , ატრიალა და სენსაციებზე მონადირე უტვინო ჭორნალისტების გუნდიც სვავებივით დაესია ამ სატ ყუარას... თორემ ვის აინტერესებს დღეს მსოფლიოში, ვინ დაიწყო და რითი დამთავრდა აგვისტოს ომი?!
რა სისულელეა!!!
აგვისტოს ომი კი არა, მეორე მსოფლიო ომი რა იყო და ვინ ვის ებრძოდა, ის არ იცის მსოფლიო მოსახლეობის სამმა პროცენტმა, ალბათ!

მე რა მაინტერესებს: ნაცების მომხრეები გასაგებია ... მაგრამ “ჩვენებიც” რომ დიდი გულმოდგინებით ისვრიან ქვებს ქ-ნ სალომეს საარჩევნო ეზოში, მაგათ ვისი არჩევა უნდათ?
ვაშაძის? ბაქრაძის? უსუფაშვილის?....
თუ ... ნათელაშვილის?

antoni

2018-09-19 07:53:57

ეს თვითგამოცხადებული პოლიტიკოსები კომენტარს აკეთებენ ყველაფერზე და აკეთებენ ისე, რომ არც საკუთარი უვიცობის გამოვლინება ადარდებთ და არც საკომენტარო გამონათქვამის დამახინჯება; ეს პირველ რიგში ზნეობის დეფიციტია ჩემი აზრით.
ახლა რაც შეეხება ზურაბიშვილის გამონათქვამს: პოზიციის შეცვლა იქნებდა, მას ახლა რომ ეთქვა - რუსეთს ომის დაწყების საბაბად არ გამოუყენებია 7-8 აგვისტოს ღამით შეშლილი სააკაშვილის გაეროს მანდატით დაცულ ცხინვალის რეგიონში ჯარით შეჭრა; უფრო მეტიც, სააკაშვილს ცხინვალში ჯარი საერთოდ არ შეუყვანიაო.

tngh

2018-09-19 14:57:51

პირადად ჩემტვის, ფრიად სამწუხაროა ქ-ნი ნინო ბურჯანაძის უკვე მკვეთრად ჩამოყალიბებული პოზიციები. მან საერთოდ დაივიწყა საგარეო პოლიტიკა და საქართველოს გამთლიანება და "ბიძინაფობიით" შეურთდა "ნაც-ოპოზიციას"...

რეგისტრაცი?/p>

დახურვ?/span>
სახელი:

პაროლი:

გაიმეორე?პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80