„როდესაც ალტერნატივას ვერავინ ვერ სთავაზობს, საზოგადოებისთვის სულერთია, „შავ სიაში“ იქნება თუ არა“
ეკონომიკა

„როდესაც ალტერნატივას ვერავინ ვერ სთავაზობს, საზოგადოებისთვის სულერთია, „შავ სიაში“ იქნება თუ არა“

„როდესაც ალტერნატივას ვერავინ ვერ სთავაზობს, საზოგადოებისთვის სულერთია, „შავ სიაში“ იქნება თუ არა“
მარიამ თოდაძე

2018-09-14 15:56:40

სექტემბრიდან ქართული საზოგადოება დაპირებული ე.წ. შავი სიის გაუქმების მოლოდინშია, თუმცა რა სარგებელს ნახავს ამით თავის დროზე ბანკების „შავ სიაში“ მოხვედრილი საქართველოს ნახევარ მილიონზე მეტი მოქალაქე, კვლავ ბუნდოვანია.

ოფიციალური ინფორმაციით, მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან საკრედიტო-საინფორმაციო ბიურო „კრედიტ-ინფო“ ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ქვეშ გადავიდა. იცვლება საკრედიტო ისტორიის წარმოების წესი და უქმდება ე.წ. ნეგატიური სტატუსი, ანუ „შავი სია“ აღარ იარსებებს. საფინანსო ორგანიზაციები სესხის გაცემისას მხოლოდ მომხმარებლის ფაქტობრივ მონაცემებს დაეყრდნობიან - სტატისტიკით, „კრედიტ ინფოს“ „შავ სიაში“ დაახლობით 650 ათასი მოქალაქეა, რომლებიც ამის გამო ეკონომიკურ საქმიანობაში ვერ ერთვებიან.

პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე დაგვპირდა, რომ ამ მიმართულებით შემოდგომაზე საინტერესო წინადადებები იქნება წარმოდგენილი.

„აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ამ საკითხზე და იმედს გამოვთქვამ, რომ შემოდგომაზე გვექნება ძალიან საინტერესო წინადადების პრეზენტაცია“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ამ ცვლილებების დაანონსების შემდეგ საზოგადოებაში გაჩნდა მოლოდინი, რომ ყველა მომხმარებელს მოეხსნება „ნეგატიური“ სტატუსი და სესხების აღებას კომერციულ ბანკებსა და მიკროსაფინანასო ორგანიზაციებში დაუბრკოლებლად შეძლებენ.

სპეციალისტების განმარტებით,ინფორმაცია „კრედიტ-ინფოში“ არ იცვლება. იქნება ერთი სტანდარტული ამონაწერი, რომლის გახსნის შემთხვევაში კომერციული ბანკი, მიკროსაფინანსო, ან ონლაინ სესხების გამცემი ორგანიზაცია ნახავს თითოეული მომხმარებლის ქცევას წლების განმავლობაში.

ნეგატიური ჩანაწერის შემთხვევაში გათვალისწინებული იქნება ხუთწლიანი, დადებითი ისტორიის შემთხვევაში კი 7 წლიანი პერიოდი. სპეციალისტების განმარტებით, მსესხებელზე მთლიანი ინფორმაცია უნდა მიიღოს ფინანსურმა ორგანიზაციამ და ამის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას კრედიტის გაცემის შესახებ.

საბანკო სექტორის რეგულაციები 2018 წლის 1 მაისიდან გამკაცრდა და ბანკებს მსესხებლის გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის ჩატარება დაევალათ. ბუნებრივია, ეს წესი „შავი სიის“ გაუქმებასთან ერთად არ შეიცვლება.

მომხმარებლის გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზისთვის საჭიროა, მან ბანკში წარადგინოს საბანკო ანგარიშიდან სახელფასო ამონაწერი, შემოსავლების სამსახურიდან ცნობა, სხვა მსგავსი სანდოობის დოკუმენტაცია და ა.შ.

სამაგიეროდ, იცვლება მომხმარებელთა საკრედიტო ისტორიის მართვის წესები, ვადაგადაცილების შემთხვევაში, ფიზიკურ პირს თუ იურიდიულ ორგანიზაციას აღარ მიენიჭება ნეგატიური საკრედიტო სტატუსი. საკრედიტო ორგანიზაციები შეამოწმებენ როგორ იხდიდა მსესხებელი სესხს.

როგორც კრედიტინფოში აცხადებენ, მნიშვნელოვანია საზოგადოების მხრიდან სწორად იყოს გააზრებული ეროვნული ბანკის რეგულაციით ნაგულისხმევი აღნიშნული ცვლილების შედეგები. კერძოდ, არასწორია გავრცელებული მოსაზრება, რომ ე.წ. ნეგატიური სტატუსის გაუქმების შედეგად, საკრედიტო ორგანიზაციები დაკრედიტების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას არ გაითვალისწინებენ „კრედიტინფო საქართველოს“ ინფორმაციას, ან ინფორმაციას ვადაგადაცილებული სესხების შესახებ.

როგორც კრედიტინფოში განმარტავენ, ცვლილების არსი მდგომარეობს პირის საკრედიტო რეპორტში არსებული ველის გაუქმებაში, რომელშიც ფიზიკური პირის შემთხვევაში სესხზე 30 დღეზე მეტი, იურიდიული პირის შემთხვევაში კი, 60 დღეზე მეტი ვადაგადაცილების შემთხვევაში, ფიქსირდება ჩანაწერი „არის ნეგატიური“, ან „იყო ნეგატიური“ (იმის მიხედვით ვადაგადაცილება აქტიურია, თუ უკვე დაფარული). აუცილებელია აღინიშნოს, რომ ნეგატიური სტატუსი ენიჭება კონკრეტულ ვადაგადაცილებულ სესხს და არა თავად პირს. ახალი რეგულაციის ამოქმედების შემდეგ, თუ პირს ისევ დაუფიქსირდება ზემოთ აღნიშნული პერიოდულობის ვადაგადაცილება, მის შესაბამის სესხს აღარ მიენიჭება ნეგატიური სტატუსი, თუმცა სესხთან დაკავშირებული ყველა სხვა ინფორმაცია, როგორიცაა ვადაგადაცილების დაწყების თარიღი, დარიცხული ჯარიმა და სხვა, პირის საკრედიტო რეპორტში ისევ იქნება წარმოდგენილი. შესაბამისად, ნეგატიური სტატუსის ველის გაუქმების შედეგი იქნება ის, რომ თუ რომელიმე ორგანიზაცია სესხის გაცემასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას იღებდა მხოლოდ სესხის სტატუსის საფუძველზე, პირის საკრედიტო რეპორტის დეტალური შესწავლის გარეშე, მომავალში მას ამის შესაძლებლობა ვეღარ ექნება და დასჭირდება პირის საკრედიტო რეპორტის სრული ანალიზი.

ამის მიუხედავად, სესხებზე მოთხოვნა ყოველდღიურად მატულობს, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ სესხი აქტიურად გაიცემა, რადგან შეზღუდვის გამო ნაკლებ ადამიანს აქვს მისი მიღების შესაძლებლობა.

ეკონომისტ ემზარ ჯგერენაიას შეფასებით, საქართველოში ბანკებიდან და ონლაინ ორგანიზაციებიდან აღებულ თანხას აბსოლუტური უმრავლესობა კვებაში ხარჯავს. მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს საკუთარი შემოსავლიდან არაფერი რჩება. პირველადი ხარჯის გარდა, რომელიც საარსებო სურსათის შეძენას ხმარდება, მათი შემოსავალი საბანკო ვალდებულებებსა და სხვადასხვა სახის კრედიტის დაფარვისაკენ მიიმართება.

„ბოლო 2-3 წელიწადში ვითარება ქვეყანაში ძალიან დამძიმდა. საკმაოდ დიდი ოდენობის სესხი გაიცა კომერციული ბანკებიდან და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან. რაც შემოსავალი აქვს მოსახლეობას, იმაზე მეტია გასავალი და ყოველდღიურ ხარჯს სესხის გარეშე ვერ უმკლავდება. ფაქტობრივად, ყოველი მეორე და მესამე ადამიანი წნეხის ქვეშაა.

მიკროსაფინანსო ორგანიზაციები ბოლო დრომდე საკმაოდ გაადვილებული ფორმით იძლეოდნენ კრედიტებს, მაგრამ მისი გადახდის მხრივ ხალხს სერიოზული პრობლემა ექმნებოდა. ამიტომაა, რომ 1 მილიონზე მეტია დავალიანების მქონე ადამიანების რაოდენობა. ეს საგანგაშო მაჩვენებელია, სამომხმარებლო კრედიტიც დიდ როლს თამაშობს ამ სიმძიმის გაზრდაში“, - მიიჩნევს ჯგერენაია.

რეალურად, „შავი სია“ არ გაუქმებულა და შესაბამისად, „კრედიტინფოს“ სიაში არსებულ არც ერთ კლიენტზე არანაირი სახის სესხი არ გაიცემა. უბრალოდ, „შავ სიაში“ მოხვედრილი მოქალაქე 7 წლის ნაცვლად 5 წელი ვერ ითანამშრომლებს საფინანსო ორგანიზაციასთან.

ექსპერტი, ვაჟა ბერიძე თვლის, რომ ამ ეტაპზე ნაკლებად მნიშვნელოვანია, უქმდება თუ არა ე.წ შავი სიები.

„ყველაფრის გაუქმება შეიძლება, შავი სიისაც და ნასამართლეობისაც, მაგრამ როდესაც ალტერნატივას ვერავინ ვერ სთავაზობს, საზოგადოებისთვის სულერთია, „შავ სიაში“ იქნება თუ არა, რადგან სესხზე განაცხადის გაკეთებისას მის მონაცემებს მკაცრად გააკონტროლებენ, ისევე, როგორც მის შემოსავლებს. ასე რომ, ასეთ შემთხვევბაში ეს აქცია აზრს კარგავს“, - მიიჩნევს ვაჟა ბერიძე.

ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, ლია ელიავა თვლის, რომ „შავი სიის“ რეალურად გასაუქმებლად მხოლოდ ერთი გზა არსებობს - ვიღაცამ უნდა დაფაროს აღებული კრედიტები, მაგრამ თუ სახელმწიფო ამ ვალდებულებას აიღებს საკუთარ თავზე, ეს სხვა, სოციალური უთანასწორობის პრობლემას გააჩენს, გარდა იმისა, რომ ეს ძალიან ძვირი დაჯდება.

„თუ საქართველოს მთავრობა და ეროვნული ბანკი არ აღიარებენ, რომ მოსახლეობის ნაწილი საქართველოში გადახდისუუნაროა იმ კაბალური პირობების გამო, რომელთაც მათ სხვადასხვა ფინანსური ინსტიტუტი სთავაზობს, ამ ადამიანებს მდგომარეობას ვერაფერი შეუმსუბუქებს. მეტსაც გეტყვით, ასეთი დავალიანებები წარმოეშვათ იმის გამო, რომ თავის დროზე ეროვნულ ბანკს არ ჰქონდა შემუშავებული სპეციალური რეგულაციები ფინანსური ინსტიტუტების მიმართ, რომელთა შესრულებასაც ახლა ცდილობს“, - მიიჩნევს ლია ელიავა.

როგორც ჩანს, პრემიერის მცდელობა, რომ შავ სიაში მოხვედრილი ადამიანების ეკონომიკური რეაბილიტაცია როგორმე მოხდეს, მხოლოდ ამ ნაბიჯებით არ შემოიფარგლება და სავარაუდოდ, შემოდგომისთვის დაპირებული საინტერესო ინიციატივები გაცილებით ეფექტური იქნება საზოგადოებისთვის, ვიდრე ე.წ. შავი სიის გაუქმებაა.

ნანახი?- 823

idioti

2018-09-17 19:38:41

ოჯახები, რომლებიც ფარულად მართავენ მსოფლიოს
მაისი 4, 2017 11517
გააზიარეთ Facebook Twitter
მასონები
“ე.წ. ჩრდილოვანი ძალები, რომლებიც დგანან “ახალი მსოფლიო წესრიგის” უკან, ნელ–ნელა, ნაბიჯ–ნაბიჯ, მაგრამ თანმიმდევრულად ახორციელებენ გეგმას კაცობრიობასა და პლანეტის რესურსებზე სრული კონტროლის დამყარების შესახებ. ბევრმა ადამიანმა არ იცის, რომ მას ნელ–ნელა ართმევენ თავისუფლებას, ამასთანავე, “ახალი მსოფლიო წესრიგის” შემოქმედთა ძალა განუხრელად იზრდება”, _ იუწყება ვებგვერდი humansarefree.com.

“ახალი მსოფლიო წესრიგის” შემოქმედთა პირამიდის წვერზეა ელიტური ორგანიზაცია, რომელიც ცნობილია, როგორც 13 ოჯახის საბჭო, და რომელიც უდიდეს გავლენას ახდენს მსოფლიოში მიმდინარე პრცესებზე. ეს არის მსოფლიოში 13 ყველაზე გავლენიანი ოჯახი, რომელთა წარმომადგენელთა აზრით, მათ აქვთ უფლება, იბატონონ მსოფლიოზე, რადგან ცისფერსისხლიანები არიან. ეს ოჯახებია:

როტშილდები (ბაიერიები ან ბაუერები);

ბრიუსები;

კევენდიშები (კენედები);

მედიჩები;

ჰანოვერები;

ჰაბსბურგები;

კრუპები;

პლანტაგენოტები;

როკფელერები;

სინკლერები (სენ–კლერები);

ვარბურგები;

უინძორები (საქსონ–კობერგ–გოტე).

მათ შორის ყველაზე ძლიერია როტშილდების დინასტია, ეს კლანი ძალაუფლებას ახორციელებს მსოფლიოს საბანკო იმპერიის მეშვეობით.
ყველაზე მნიშვნელოვანი დაწესებულებები, რომლებიც კაცობრიობის დასამორჩილებლად და “მსოფლიო ახალი წესრიგის” დასამკვიდრებლად მუშაობს, არის:
ლონდონის სიტი (აკონტროლებენ როტშილდები.); აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემა (აკონტროლებენ როტშილდები). ვატიკანი (ადამიანების იდეოლოგიური დამუშავება) _ არ არის იტალიის ნაწილი.
ზემოჩამოთვლილი დაწესებულებები წარმოადგენს სახელმწიფოს სახელმწიფოში; მოქმედებს საკუთარი კანონებით და ვერანაირი სასამართლო ვერ დააკისრებს მათ პასუხისმგებლობას.

განათლების სისტემა _ ტვინების გამორეცხვა

მეორე ინსტრუმენტი, რომელსაც კაცობრიობის დასამორჩილებლად იყენებენ, არის განათლების დამოუკიდებელი სისტემა. სკოლები ისეთი აღარ არის, როგორიც უწინ იყო. ბავშვები სწავლობენ ისე, რომ არც კი ფიქრობენ დამახსოვრებას და ეჭვიც კი არ შეაქვთ, რას ასწავლიან.

განათლების ეს სისტემა საკმაოდ ძვირია იმისთვის, რომ მიიღო სპეციალობა და დაიწყო მუშაობა, აგრეთვე, მოძველებულია ინტერნეტის ეპოქისთვის.
რატომ არის მოძველებული? იმიტომ, რომ ინტერნეტში ხელმისაწვდომია უზარმაზარი მოცულობის ინფორმაცია. მაშ, რატომ ვიხდით უზარმაზარ თანხებს განათლებაში? იმიტომ, რომ “მსოფლიო ელიტას” სურს, ჩვენმა შვილებმა ისწავლონ მორჩილება და არა _ აზროვნება.

ფულის მონები

საფინანსო სისტემამ მძლავრად იმუშავა და ახლა ადამიანები ფულის მონებად იქცნენ. ისინი დღეში 8 საათს მუშაობენ შემოქმედებითი სტიმულის გარეშე. ხშირად სამსახურში დაწინაურების მოტივი ხელფასის მომატებაა და, იმისგან დამოუკიდებლად, რა მძიმე სამუშაოს ასრულებს ადამიანი, ხელფასი მაინც არ ჰყოფნის და ბანკისგან კრედიტს იღებს.
ეს ყველაფერი კარგად არის დამუშავებული _ ადამიანი, რომელიც გამუდმებით იმყოფება ფინანსური კრახის ზღვარზე, ვერ შეძლებს ხარისხიანი განათლების მიღებას და სულიერად ვერ განვითარდება.
“მსოფლიო ელიტას” არ სჭირდება განათლებული ადამიანები, რომლებიც კრიტიკულად იაზროვნებენ, ასეთები “ელიტისთვის” სახიფათოა. “ელიტას” სჭირდება მორჩილი რობოტები, რომლებიც შეძლებენ მანქანა-დანადგარების მართვას და სისტემის სამუშაო მდგომარეობაში შენარჩუნებას, მაგრამ კითხვებს არ უნდა სვამდნენ.

ყველა დიდ პრობლემას, რომელიც კაცობრიობის წინაშე დგას, ფესვები გადგმული აქვს ფინანსურ სისტემაში: ომი მომგებიანია, ავადმყოფობაც, სარგებელს ნახავ, თუ დედამიწის წიაღისეულს ჩაიგდებ ხელში, ადამიანებს არაადამიანურ პირობებში ამუშავებ და ა.შ.

პოლიტიკოსები გარყვნა ფულმა და დედამიწაზე კაცობრიობის მისია ფულმა შეცვალა.

მოამზადა

ლუკა მაისურაძემ

რეგისტრაცი?/p>

დახურვ?/span>
სახელი:

პაროლი:

გაიმეორე?პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80