„ნაციონალური მოძრაობის“ მტკიცებით, სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტად რუსეთს აწყობს
პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ მტკიცებით, სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტად რუსეთს აწყობს

„ნაციონალური მოძრაობის“ მტკიცებით, სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტად რუსეთს აწყობს
მარიამ თოდაძე

2018-09-12 10:00:35

28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში „ქართული ოცნება“ მონაწილეობას არ მიიღებს, თუმცა პრეზიდენტის პოსტზე მხარს სალომე ზურაბიშვილს დაუჭერს, რომელიც საინიციატივო ჯგუფის სახელით წარდგენილი პრეზიდენტობის კანდიდატია.

„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილისათვის მხარდაჭერის შესახებ მოულოდნელი არ ყოფილა, ამ თემაზე საზოგადოებას საკუთარი პოზიცია ჰქონდა ჯერ კიდევ მანამდე, ვიდრე საპრეზიდენტო კანდიდატები არჩევნებში საკუთარ მონაწილეობას დაადასტრურებდნენ.

მმართველმა გუნდმა თავიდანვე განაცხადა, რომ დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭერდა მხარს, ან საარჩევნო პროცესს სულაც განერიდებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა და ხელისუფლებამ სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას უკვე ღია მხარდაჭერა გამოუცხადა.

„სალომე ზურაბიშვილს ვუჭერთ მხარს, ვინაიდან ის პროდასავლური პოლიტიკოსია“, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სალომე სამადაშვილის კითხვას, თუ რატომ დაუჭირა მხარი მმართველმა გუნდმა კანდიდატს, რომლის პოზიციაც საფრთხეს უქმნის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

„ქართული ოცნების“ დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ კი აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილს აქვს ევროპული მენტალობა, დამოკიდებულება ევროპული კულტურის მიმართ, დამოკიდებულება ჩვენი დიასპორის მიმართ. 

„ეს ის საკითხებია, რაც პრეზიდენტს უშუალოდ ეხება. სალომე ზურაბიშვილს თავისი ბიოგრაფიიდან და პიროვნული თვისებებიდან გამომდინარე, შეუძლია ეს საკუთარ თავზე აიღოს და ღირსეულად განახორციელოს“, - აღნიშნა გედევან ფოფხაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ზაზა გაბუნიას განცხადებით, საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო პროგრამა ისე იქნება ფორმულირებული, რომ მმართველი გუნდისთვის მისაღები იყოს.

როგორც გაბუნიამ აღნიშნა, სხვა შემთხვევაში მმართველი გუნდის მხარდაჭერა ზურაბიშვილს არ ექნებოდა.

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებზე წამოაყენა კანდიდატურა, რომელიც ესიამოვნება არა ქართველ ხალხს, ან „ქართულ ოცნებას“, არამედ ესიამოვნება რუსეთს.

„დღეიდან დაიწყება სალომე ზურაბიშვილის ქება იმ ადამიანების მხრიდანაც კი, რომლებიც კულუარებში ლანძღავდნენ მას. ეს კანდიდატურა ძალიან სახიფათოა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის, მაგრამ სასარგებლოა ოპოზიციისთვის, რადგან მასზე დაბალი რეიტინგის მქონე კანდიდატის წარმოდგენა „ქართული ოცნების“ მხრიდან შეუძლებელი იყო“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა, რომ არასწორია ოპოზიციის მხრიდან აპელირება, თითქოს სალომე ზურაბიშვილი არის „ქართული ოცნების“ კანდიდატურა. მისი თქმით, ძირითადი კრიტერიუმები, რის გამოც „ქართული ოცნება“ სალომე ზურაბიშვილს მხარს უჭერს, პრინციპულობა და მიუკერძოებლობაა.

როგორც ექსპერტი, ვაჟა ბერიძე მიიჩნევს, „ოცნებამ“ ზურაბიშვილზე არჩევანი იმის გამო გააკეთა, რათა აკონტროლოს მართალია, კონკრეტულ შინაარსს გამოცლილი, მაგრამ საყოველთაო არჩევნების შედეგად სახელმწიფოს მეთაურად გამწესებული პირი, რომელსაც მმართველი პოლიტიკური ძალისთვის სერიოზული პოლიტიკური პრობლემების შექმნა შეუძლია“.

ნანახია - 2676

imereli

2018-09-12 10:16:57

ზურაბიშვილი თუ დამარცხდება, "ოცნება" იტყვის ის ჩვენი კანდიდატი არ იყოო და თუ გაიმარჯვა - "ოცნების" დამსახურებად ჩათვლის. აი, რატომ არ დაასახელეს საკუთარი კანდიდატი. საკუთარი კანდიდატი რომ დაესახელეწბინათ და დამარცხებულიყო, დიდი დარტყმა იქნებოდა მათ ავტორიტეტზე. პრინციპში არც ააქვს მნიშვნელობა ვინ იქნება პრეზიდენტი, მხოლოდ ნაცი არ იყოს და სხვა ვერც ვერაფერს დააკლებს ხელისუფლებას. სწორედ ამიტომაც შეუმცირა ხელისუფლებამ ისედაც მცირე უფლებები პრეზიდენტს .

antoni

2018-09-12 10:20:31

რუსეთს იმთავითვე ნაცმოძრაობა აწყობდა მათთან ფარული კავშირებისა და მიშას უჭკუობის გამო; გაიხსენეთ: 2003 წლის ნოემბერში სახელმწიფო გადატრიალების მეორე დღესვე რუსთა საგარეო საქმეთა მინისტრი ივანოვი ჩამოვიდა,მივიდა სააკაშვილ-ჟვანია-ბურჯანაძის მიტინგზე, მოუწონა ნამოქმედარი და პირველმა "გააპრავა" ე.წ. "ვარდების რევოლუცია", იმავე პერიოდში დორბლიანი პუტინს უდიდეს პოლიტიკოსს უწოდებდა ... მიშამ ცხინვალში უგუნურად შესვლით რუსს ომის საბაბი მისცა, კოდორი უომრად ჩააბარა ... ათზე მეტი ჰესი, კვარციტი, რუსთავი, თბილწყალი, ნავსადგურების სივრცეები და კიდევ არაერთი სტრატეგიული ობიექტი ცოცხოსნებმა რუსს გადასცეს ...
ტალიავინის დასკვნიდან დაწყებული მთელი მსოფლიო /კონდოლიზა, მერკელი.../ გმობდა სააკაშვილის შეჭრას გაეროს მანდატით დაცულ ცხინვალში შეჭრას და ასევე რუსის მიერ საქართველოს ოკუპაციას და ანექსიას!/აშკარად არაპროპორციულ ქმედებას უწოდებდნენ/ ჩვენ გვინდა თავი მოვიტყუოთ და ომის წინაპირობა მიშას ცხინვალში შეჭრა დავივიწყოთ :-)რაც უზნეობაა და ამას ამბობს ზურაბიშვილიც, თორემ რუსი აგრესორი რომაა და ოკუპანტი, ამას სალომეც ამბობს

natali

2018-09-12 10:40:38

სალომე რომ აქციებს აწყობდა, გონს მოეგეთ ხალხო სააკაშვილი ყველაფერს რუსებს ატანსო, არ გახსოვთ? ერთი ეს ქალი აპროტესტებდა და ორი- სამი კაცი ედგა ხოლმე გვერდით მხოლოდ. უნამუსობას მართლა საზღვარი არ ჰქონია.

cugo

2018-09-12 10:42:12

რომან გოცირიძეს
----------------
შე მეცოცხე ნაძირალა,შენ ვინ გგონია ქართველი ხალხი?.ვინ დაიჯერებს შენს ნაბოდვარს?.რუსეთს სალომესი კი არა გრიგოლ ვაშაძის წამოყენება ესიამოვნება.გრიგოლ ვაშაძემ თქვა რუსეთი არაფერ შუაშია ომი სამხრეთ ოსეთმა დაიწყოო.გროგოლ ვაშაძე უგზავნიდა რუსეთს წერილს და ითხოვდა ქართველების მიერ რუსეთში კონცერტის ჩატარების უფლებას.ოკუპანტს ეხვეწებოდა ქართველებს მიეცით ნებართვა კონცერტი ჩაგიტარონ და გასიამოვნონო.სალომე ზურაბიშვილი მუშობდა საზღვარგარეთ ევროპის ქვეყნებში და იყო საფრანგეთის მოქალაქე, გრიგოლ ვაშაძე კი მუშაობდა რუსეთში და იყო რუსეთის მოქალაქე.სალომე ზურაბიშვილის დისკრედიტირებას ცდილობთ მაგრამ არ გამოგივათ.ამას იმიტომ ჩადიხართ რომ,ჯერ ერთი და იცით სალომე პირწმინდად მოგიგებთ არჩევნებს.მეორე და სალომე ლაპარაკობს სიმართლეს,რაც დაწერა ტალიავინმა და რასაც ხელი მოაწერა თქვენმა საგარეო საქმეთა მინისტრმა.საკაშვილმა და მისმა ნაცხროვამ დაბომბა საკუთარი მშვიდობიანი, მძინარე მოსახლეობა და ოკუპანტ რუსეთს მისცა საბაბი ვითომ მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის მიზნით შემოჭრილიყო საქართველოში და დაეწყო ომი საქართველოს წინააღმდეგ.ამ თქვენი ავანტურისტული და მოღალატეობრივი მოქმედების გადაფარვას ცდილობთ,იმიტომ ლანძღავთ და აგინებთ სალომე ზურაბიშვილს.იცოდე შენისთანების და ბანდიტი ნაცხროვის ნაბოდვარს არასდროს დაიჯერებს ქართველი ხალხი.ქართველი ხალხი ბრძენია.იმიტომ მოგისროლათ ეს ჯალათები პოლიტიკურ სანაგვეზე.

natali

2018-09-12 10:57:38

მა/ღ/ლ/ა ვიქნებიო რო თქვა, ეგ გაუხადეს სალაპარაკო. დიახ, ამა/ღ/ლ/ებული თუ არ ხარ, რა გუნდა ხელისუფლებაში? არა, მიჩვეულები კი ვართ ვირთხებს:)))). ხომ გითხრათ ამ ქალმა გაანძრიეთ ტვინებიო. დაუჯერეთ, ეგებ გაგილღვეთ და გაიგოთ რას გეუბნებათ:))

მეგრელი

2018-09-12 11:06:09

გახდება სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი. ეს ერთი. მეორე. 100 წლის უკან ხელუსფლებაში მოვიდა ის პოლიტიკური ძალა რომლისთვის ეროვნული ინტერესი მეორე ხარისხოვანი ცნება იყო.პატარა მაგალითი უცნობი. 1918 წელს როცა ბაქოში ბოლშევიკები იყვნენ თბილისში უცებ გამოჩნდა სერგო შაუმიანი ე/წ ბაქოელი კომისარი 30 მილიონ რუბლით ქუთაისში საპროპაგანდო საქმიანობისთვის. ჟორდანიამ არ დააპატიმრა შაუმიანი , უბრალოდ გააქცია . ის 30 მილიონი სად წავიდა უცნობია. მეორე მაგ. ეროვნული განძი მხოლოდ იმიტომ გაიტანეს რომ არხეინად ეცხოვრა ევროპაში. 69 ყუთისდან რომელიც ექვთიმემ შეაგროვა (დიდი ნაწილი ზუგდიდიდან ) ნახევარზე მეტი გაყიდეს, იყიდეს მამული Leuville-sur-Orge და მაღალი ხელფასები დაინიშნეს . ჟორდანია ხელისუფლებაში მოსვლის 100 წლის შემდეგ პრეზიდენტი ხდება ქართული პოლიტიკური ემიგრაციი შთამომავალი. პირველი მთავრობა სიმბოლურად ისევ დაბრუნდა . სამი წელი იმოღვაწა ნოე ჟორდანიას მთავრობამ. სამი წელი . 1921 წ ყველაფერი დამთავრდა. 2021 წელს იქნება დამოუკიდებლობის დაკარგვის 100 წელი.

cugo

2018-09-12 13:18:00

დავით ბაქრაძე:,,სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენდად არჩევა ქართული სახელმწიფოსთვის საფრთხეს შეიცავს,,.
=================================================================================
სალომე ზურაბიშვილის კი არა პირადად შენი ნაცბანდიტების წარმომადგენლების არჩევა შეიცავს საფრთხეს.შენ იყავი პარლამენტის თავმჯდომარე და დაამტკიცე ახალგორი შესულიყო სამხრეთ ოსეთის შემადგენლობაში და შექმნილიყო ახალი ადმინისტრაციული ერთეული.შენ დაამტკიცე რომ კოდორის ხეობას დარქმეოდა ზემო აფხაზეთი.დღეს რომ რუსეთი მავთულხლართებს ავლებს არგუმენტად მოყავს თქვენს მიერ დამტკიცებული საზღვრები.აი ასეთი მოღალატეობრივი და ავანტურისტული ქმედებები ჩაიდინა მაშინდელმა ბანდიტურმა ხელისუფლებამ.სალომე ზურაბიშვილი ამბობს იმას რაც დაწერა ტალიავინმა და რასაც ხელი მოაწერა მაშინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა.ქართველმა ხალხმა თქვენზე უკეთ იცის ინგლისური ენა.თქვენ ისე კითხულობთ როგორც გაწყობთ.თქვენ იმასაც ამბობდით გავიმარჯვეთო და ზეიმობდით.შენი პრეზიდენტად არჩევა სამარცხვინოცაა.შენ იყავი ქვეყნის მეორე პირი ცეცხლში გახვეული ქვეყანა რომ დატოვე და ჩასველებული გაიქეცი საზღვარგარეთ,ხალხს მოუწოდე დანა-ჩანგლებით დაეცვათ თავი.საქართველოს და ქართველ ხალხს არ ჭირდება ასეთი სამარცხვინო ლაჩარი, პრეზიდენტი.

qwas

2018-09-12 13:42:33

როგორაა ეს ქალბატონი უპარტიო, როცა მან პარტია შექმნა და დაარეგისტრირა !

tngh

2018-09-12 13:42:52

რუსეთს საქართველოს პრეზიდენტად რუსეთის ყოფილი მოქალაქე და თავისი საგარეო უწყების "შტატნი", გამოცდილი თანამშრომელი აწყობს, რომელიც "ნატო", "ნატო", "ნატოს" ავადმყოფური აკვიატებით, კიდევ უფრო მეტ საბაბს მისცემს კრემლს გააძლიეროს და გაზარდოს თავისი შეირაღება მთელს კავკასიაში.

imereli

2018-09-12 16:47:25

ცუგო! ნაცებთან მიმართებაში სრულიად მართალი ხარ, მაგრამ ერთი რამ ვერ გავიგე: თუ ვაშაძე ოსებს აბრალებს ომის დაწყებას, ზურაბიშვილი პირდაპირ ქართველებს გვაბრალებს და რითაა ზურაბიშვილი უკეთესი ვაშაძეზე ?! მეორე: "ტირანი" გამსახურდიას ჩამოგდებაში, რომ "დემოკრატ" სამეულს (სიგუა, კიტოვანი, იოსელიანი) მადლობას უხდიდა, ხომ ვერ გამახსენებთ ვინ იყო?!

natali

2018-09-12 17:25:40

მანქანის მძღოლი,რომელმაც გლდანში 27 წლის ქალი და 3 წლის ბავშვი იმსხვერპლა, ავარიის შემდეგ კი მიიმალა, დაკავებულია.
----------
ხოდა ახლა გეკითხებით, თუ მარიხუანით დაბოლილს ჩამოერთმევა მართვის მოწმობა, ლოთს არ უნდა ჩამოერთვას? მაინცდამაინც 3 წლის ბავშვი უნდა მოკლას და ციხეში წავიდეს?

ფხიზელი

2018-09-12 17:43:32


qwas,
ასე... მამაც ჰყავდა ერთ დროს.

Thoma

2018-09-12 17:57:11

“იმერელს” -
ზურაბიშვილის მაშინდელი პოზიცია სამწუხაროა, მაგრამ გასაგები: მისი ქმარი იყო უკიდურესი ანტიზვიადისტი ჯანრი კაშია... ბუნებრივია, ქალბატონი სალომეს მთავარი ინფორმატორი და “პოლიტიკური კონსულტანტი“ კაშია იქნებოდა...

cugo

2018-09-12 18:15:35

იმერელი! სალომე ზურაბიშვილი არ ამბობს ომი საქართველომ დაიწყოო.სალომე ამბობს რომ რუსეთი აგრესორია ჯერ კიდევ 1801 წლიდან, და ის ეძებდა საბაბს ომი დაეწყო, მოეხდინა აფხაზეთის და ცხინვალის ოკუპაცია. სააკაშვილმა საკუთარ მძინარე მოსახლეობას გაუხსნა ცეცხლი და ოკუპანტ ქვეყანას მისცა საბაბი მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის მიზნით დაეწყო ომი საქართველოს წინააღმდეგ.სალომე პირადად სააკაშვილს და ნაცხროვას ადანაშაულებს საქართველოს წინააღმდეგ ომის დასაწყებად რუსეთისათვის საბაბის მიცემის გამო.სააკაშვილმა რომ საკუთარ მოსახლეობას გაუხსნა ცეცხლი ამას ამტკიცებს ტალიავინის დასკვნა და მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის ხელმოწერა რეზოლუციაზე.სააკაშვილი და ნაცხროვა თავიანთი მოღალატური და ავანტურისტული მოქმედების დაფარვის მიზნით სალომეს აბრალებენ მოღალატეობას.

tinia

2018-09-12 18:46:21

გაღმა შეედავე და გამოღმა შეგრჩებაო.ასეა ნაცების საქმე;;არ შერჩათ ყველაფერი თუ რაააა?

natali

2018-09-12 18:51:16

ქაჯებს თუ გაყრის, ჩემი ხმა სალომეს!

1234

2018-09-12 19:34:29

გამოჩნდა რომ საკონსტიტუციოს ტრიუკი მარიხუანის მოხმარების ლეგალიზაციაზე ივანას შეკვეთა იყო. ეხლა კანაფის პლანტაციების გაშენება სურს. ავღანეთს უნდა გაუწიოს კონკურენცია, და გლეხმა ვაზის ნაცვლად კანაფი უნდა გააშენოს.
საპატრიარქომ თავისი კანდიდატი უნდა დააყენოს ყველა არჩევნებში რომ ივანას და მისი დასმული ე.წ. პოლიტიკოსების ეს თავხედობა დამთავრდეს.
ყველას უნდა გაუკეთდეს შეფასება და ღიად, ქულების მინიჭებით - რამდენად მისდევენ ქრისტიანულ პრინციპებს, დაწყებული პარლამენტის "გუგულებით" აღტაცებით რომ აჟღურტულდნენ ივანას გეგმაზე.

natali

2018-09-12 20:56:07

https://m.youtube.com/watch?v=IsWF6wmTOJI

natali

2018-09-12 21:06:57

მოკლედ რააა, ყველა საპრეზიდენტო კანდიდატის საარჩევნო კამპანია სალომეს გინებაა, დაავიწყდათ რომ რაღაცეებს უნდა დაგვპირდნენ:)))))
ასე თქვაო, რომ ომი საქართველომ დაიწყოო და ხალხი მაგას ხმას არ მისცემსო. მერე? თქვენ რა განერვიულებთ? თქვენთვის უკეთესი, ხალხი თქვენ მოგცემთ ხმას. ვააახ..

Thoma

2018-09-12 21:48:42

ეგა თქვი! :)))
ძალიან არიან შეშფოთებული, ვაითუ ხმა არ მისცეს ხალმაო! :)))
ერთი საიტია, მგონი ამერიკაში დარეგისტრირებული (განგებ არ ვახსენებ სახელს) - უსაქმური და გონებადაბნელებული, წერა-კითხვასთან მწყრალად მყოფი ნაცმადიდელების ბირჟა...
ქუთაისში მისი კანდიდატურის წინააღმდეგ მოწყობილ აქციას განიხილავენ და უნდა ნახოთ, რა ეპითეტებით მოიხსენიებენ სალომეს: მო/ღალატე... პრას/ ტიტ/ უტკა...
მოუწოდებენ მთელ საქართველოს, აღსდექით ამ ქალის წინააღმდეგ, თორემ ჯერ ახლა რა თქვა და მერე რაღას იზამსო!!!!
:)))

tngh

2018-09-12 21:53:06

თუ მეხსიერება არ მღალატობს, მაშინ როდესაც რუსეთის ჯარი საქართველოდან გადიოდა, ბ-ნი ვაშაძე რუსეთის მოქალაქე და საგარეო უწყების "შტატნი" მუშაკი იყო...

arichopra 2

2018-09-12 21:56:25

1234 -ს მინდა გამოვ/ეხ/მაურო. თითქმის ყ/ვ/ე/ლ/აფერში ვეთან/ხმები გარდა იმისა, რომ ბ/ი/ძ/ინა ივ/ა/ნიშვილს ივანად მოიხ/სენიებს! ალბათ ამით უნდა ან დააკნინოს ან ასუ/ლაც აბუ/ჩად აიგ/დოს?! ახლა უფრო მთავარზე... ადრე, როცა საკონ/სტ/იტუციო სასამართლომ მი/ი/ღო თავისი ცნობილი გადა/წ/ყ/ვეტილება, რაც ფაქტიურად მარიხ/უ/ანას ლე/გალიზ/აციას ნიშ/ნავდა, მეორე დ/ღ/ესვე ამ საიტზე გამოჩნდა სტატია სადაც ავტორი დაწ/ვრილ/ებით გვიამბობდა მარი/ხ/უ/ანას სიკეთეებზე.

arichopra 2

2018-09-12 22:02:09

მა/შ/ინ მე ვთ/ქვი, აი თუ/რ/მე საიდ/ან უბ/ე/რა/ვს ქა/რი და და/ვსვი საკ/ით/ხი, ჟუ/რნალ/ისტ/ებს მი/ემ/ართათ ბა/ტონი Bი/ძ/ინ/ასთვის, როგორც მ/მართ/ვ/ელი პარ/ტიის თავ/მჯ/დ/ომარ/ისათ/ვის ან თუნ/დაც ერ/თი ქარ/თველი მოქ/ალა/ქის/ათვის, მკაფ/იოდ დაე/ფიქ/სი/რე/ბინა საკუთ/არი შეხე/დუ/ლება მარიხ/უა/ნ/ას ფაქტიურ ლაგალ/იზაციასთან დაკავშირე/ბით.

arichopra 2

2018-09-12 22:02:32

მერე ეს ყ/ვ/ე/ლაფერი სად/ღაც მიიკარგა, არც მკითხველი მოიძებნა რატომ/ღაც და შესაბამისად არც ბატონ ბიძ/ინას გაუკეთებია რაიმე კომენტარი საჯაროდ! ახლა უკვე მარ/ი/ხ/უ/ანას პლანტაციების გაშენებაზე და სამრეწველო წარმოებაზე მიდგა საქმე! გასაგებია, რომ ბატონი ი/ვანი/შვილი აუცილებლად იქნება საქმის კურსში, რა ხდება და რატომ ხდება?! როგორია ამ საკითხთან დაკავშირებით მისი პოზიცია?! რადგან ამდენი ხანია დუმს, არ აკეთებს კომენტარს ეს ჩემთვის საკმაო არგუმენტია იმისათვის, რომ ჭორები მართალია და ის მხარს უჭერს ამ ნარკოტიკის მოხმარების ლეგალიზაციას და მის სამრეწველო წარმოებასაც. ძალიან სა/წ/ყენია, ძალიან! ჩემი გაგებით დანაშაულიც კი არის! ნამდვილად არ ველოდი საქართველოს და ქართველების დი/დი მო/ყ/ვ/არ/ული, ამაგდარი მამულიშვილისაგან ასეთ მცდარ გადაწ/ყ/ვე/ტ/ი/ლებას! თუ ბატონი ბიძ/ინა საჯარ/ოდ გამოვა და მისი გამოსვ/ლის შინ/ა/არსი იქნება ჩემი ვარ/აუდ/ების უარ/ყ/ოფა, ეს მე ძალიან გამ/ახ/არებს!

arichopra 2

2018-09-12 22:05:29

ძალიან მესიმპათიურება ქალბატონი სალომეს პრეზიდენტობა! მაგრამ არ ვიცი მისი არჩევა თუნდაც მცირე სიკეთეს მოუტანს ქართველ ხალხს?!

arichopra 2

2018-09-12 22:09:22

მე თითონ დანამდვილებით ვიცი თუ როგორმე მოხერხდება საქართველოში პოლიტიკური პარტიების მოქმედებაზე (არსებობაზე) 20-25 წლიანი მორატორიუმის დაწესება ეს კარდინალურად სასიკეთოდ შეცვლის საზოგადოების განწყობებს, მნიშვნელოვნად ოააჯანსაღებს ეკონომიკურ სიტუაციას!

xalibi

2018-09-12 22:12:08

არიჩოპრა-ს
ნამდვილად არ მეგონა, ზღაპრების თუ კიდევ გჯეროდა....

arichopra 2

2018-09-12 22:24:31

მე არ ვფიქრობ რომ ეს რეალურად მოხდება, რომ ეს შესაძლებელი. მე უბრალოდ გეუბნებით, რა კარგი იქნება ეს ასე რომ მოხდეს! აბა ერთი წუთით დახუჭეთ თვალები და წარმოიდგინეთ, დილით გამოიღვიძეთ და აღარც ერთი პოლიტიკური პარტია აღარ არის, ე.წ. პოლიტიკური ლიდერები სადღაც გაქრნენ, უკვალოდ! ტელევიზიებიც ვერ აწყობენ რეაქციებს, ინგა თვალებს ვეღარ უბრიალებს რესპოდენტებს,აღარ ისმის ლანძღვა, გინება, მუქარა.. დაჟე ხუხამაც აღარ იცის რა თქვას და არის თავის სახლში და ეზოში ფუსფუსებს...! ა, როვარია?!

arichopra 2

2018-09-12 22:29:27

თუ მე ვერ მოვესწარი, ყველას გთხოვთ როცა სუბარი გარდაიცვლება, დიდი ხნის შემდეგ, რა თქმა უნდა, ისე ნუ იზმთ, რომ ქელეხში სუფრაზე კანაფის ფხალი არ იყოს! საზოგადოებრივი მოძრაობა ან მორიგი არასამთავრობო ორგანიზაცი უნდა ჩამოყალიბდეს, ძირს ეკალა და კეჟერა! არც ერთი ქელეხი კანაფის ფხალის გარეშე!

xalibi

2018-09-12 23:29:57

არიჩოპრა-ს
:):)მე ის ვიგულისხმე, რასაც ბიძინაზე წერ--ქართველების და საქართველოს მოყვარული, ამაგდარი მამულიშვილიო....

ფხიზელი

2018-09-12 23:54:36

იმასაც ხო აქვს მნიშვნელობა, რითი მიდიხარ ტარანზე? - "Land Rover Defender"-ით რომ შევარდე ესკორტში ან რკინის ბამპერებიანი "jeep wrangler"-ით, კიდევ ჰო!, მაგრამ ამ ასანთის კოლოფივით "მანქანის პრავაკაციით"? (როგორც ერთი ჩემი ნაცნობი ეძახდა "ჟიგულებს") - რა სისულელეა!

ფხიზელი

2018-09-13 00:12:20

???
რა ხდება, საერთოდ ვერ გავიგე...
აფხაზეთის მაღალჩინოსნის ავარიასთან დაკავშირებით დადებული მასალა დაარქივდა, ხოლო იქ კაი ხნის წინ (ფხიზელი 2018-09-12 19:26:01) დადებული ჩემი ერთ-ერთი კომენტარი სრულიად უადგილოდ ჩაენაცვლა აქ იმ პოსტს, რაც სამიოდე წუთის წინ დავწერე და მივმართავდი arichopra 2-ს :))

ფხიზელი

2018-09-13 00:20:19

ახლა უნდა აღვიდგინო ის პოსტი:

არიჩოპრა, მე მახსოვს ის შენი მიმართვა ჟურნალისტებისადმი - ჰკითხეთ ბიძინასო. - ცხადია, არვის უკითხავს. ალბათ წინასწარ იცოდნენ პასუხი.
*
რაც შეეხება "კანაფის ფხალს" - ყურმოკვრით იცი მისი არსებობის შესახებ თუ მეტი ინფორმაცია გაქვს? (არ მითხრა ახლა, მიჭამია კიდევაცო!:))

arichopra 2

2018-09-13 00:45:50

კანაფის ფხალზე ავე ჩვენ საიტზეა ინფორმაცია - სუბარი ამბობს, სვანს ისე არ გაასვენებდნენ ქელეხში კანაფგარეული ფხალი რომ არ ყოფილიყოო... აბა მე რა ვიცი?! გურიაში ჩვენ გვიყვარს გაზაფხულზე ეკალა, ზაფხულში წითელი ფხალი, ზამთარში კეჟერა, კანაფის ფხალი დღემდე არ გამეგონა?!! )))

ფხიზელი

2018-09-13 04:21:46

arichopra 2
:))))))))
იცი, რაზეა საუბარი? სვანეთში მცენარეული ზეთის მაგივრად იხმარებოდა გარჩეული და დანაყილი კანაფის თეს/ლი - გ ი მ ბ ა შ, რომელიც ძალიან ნოყიერია და არ შეიცავს არანაირ ნარკოტიკს!
ამითი შეაზავებდნენ ხოლმე ზოგიერთ კერძს.
ხოლო ნარკოტიკი მისი ფოთოლია, როგორც ვიცი... მაგრამ ამის შესახებ სვანეთში არავისთვის იყო ცნობილი, სანამ 90-ანი წლებიდან ეს ეპიდემია არ მოედო საქართველოს.
კანაფის ფოთოლს არანაირი ცხოველი არ ეკარება, არც საქონელი არც ღორი და არც ფრინველი... ეტჸობა, ადამიანის გარდა, ყველამ იცის, რომ ეგ ცუდი რამეა!:)

imereli

2018-09-13 09:11:17

ცუგო! ზურაბიშვილმა რუსეთის აგრესორობა 1801 წლიდან მხოლოდ 3-4 დღის წინ აღიარა და თანაც პრეზიდენტობის სურვილის გამო ! მეორე: რატომ გგონია, რომ საკუთარი ხალხისთვის ცეცხლის გახნა ნაკლები დანაშაულია?! მით უმეტეს, რომ ესეც არასწორია, როცა სააკაშვილმა ცეცხლის გახსნა ბრძანა, ცხინვალში მხოლოდ ბანდფორმირებები და ოკუპანტები იყვნენ. მეტიც, არა ერთი ბრძოლების მონაწილისგან ვიცი, რომ ცეცხლს მხოლოდ და მხოლოდ შეიარეღებულ ხალხს უხსნიდნენ და სასტიკად იუვნენ გაფრთხილებულნი მშვიდობიანი მოსახლეობისათვის ზიანი არ მიეყენებინათ და ეს ოსთა მხრიდან ზარალითაც დასტურდება. ყველაფერი ზემოთ ნათქვამი არ ნიშნავს იმას, რომ სააკაშვილი დამნაშავე არაა. პირიქით, მან ყველაფერი გააკეთა, რომ რუსებისთვის მიეცა საბაბი ომის დასაწყებად. ვიმეორებ: სააკაშვილი საქართველო არაა და მისი დანაშაულობები საქართველოს არ უნდა მიეწეროს. სააკაშვილის სიძულვილის გამო არ შეიძლება საქართველო დავადანაშაულოდ. 1991 წელსაც საკუთარი ინტერესების გამო არ ინდობდნენ არც გამსახურდიას და არც საქართველოს. ბანდიტთა და გამყიდველთა ხროვასაც კი დემოკრატიის შუქურებად ასახელებდნენ!!! ერთი, რომელსაც ზურაბიშვილმა მადლობა გადაუხადა, დღესაც მოსკოვშია და დიდ რუსეთს ემსახურება. მეორე, რომელსაც მოხუცი ქალის მკვლელობისა და გაძარცვის გამო 20 წელი ჰქონდა მისჯილი ....პანთეონში განისვენებს!!! აი, ასეთ "დემოკრატებს" აქებდა ქალბატონი ზურაბიშვილი და კანონიერი პრეზიდენტის ჩამოგდებისათვის მადლობას უხდიდა!

Munji

2018-09-13 14:15:30

იმერელი
არ ვიცი იმ დროს საქართველოში არ ვიყავი თუ რატომ არ მახსოვს, მაგრამ როდის იყო ეს?
/კი არ გედავებით, მაინტერესებს/.
ზურაბიშვილს რა სტატუსი ჰქონდა მაშინ ანუ რატომ დასჭირდა პუტჩისტებისთვის მადლობის გადახდა და რა ფორმით გააკეთა ეს?
პრესით გააკეთა განცხადება, ტელევიზიით გამოვიდა თუ რაიმე თავყრილობაზე მიმართა სიტ ყვით?
შევარდნაძემ რომ მადლობა გადაუხადა “ინტელიგენციას” , მახსოვს, მაგრამ სალომემ როდის და რატომ ქნა ეს, რა რჯიდა ეს არ ვიცი.....

natali

2018-09-13 15:26:46

სალომე საქართველოში ჩამოვიდა 2003 წლის მერე, არა? და პუტჩისტები რომელ წელს იყვნენ? გარდა ამისა ის ადამიანი პანთეონში სალომემ დაკრძალა?

kitanoo

2018-09-13 16:00:11

მართალია იმერელი ზ.გამსახურდიამ ღიად დაადანაშაულა ჯანრი კაშია ეროვნული ხელისუფლების წინააღმდეგ,აგორებულ მტრულ პროპაგანდაში.რომელიც საფრანგეთიდან ავრცელებდა,კრემლის ნარატივს ეს უდაო ფაქტია. ურწმუნოებმა იხილეთ გამსახურდიას გამოსვლები.მისი ცოლიც პუტჩისტების რუპორი გახლდათ.ასე იყო ეს,როგორც იტყვიან *სიმღერიდან სიტყვებს ვერ ამოყრი*

tngh

2018-09-13 16:31:23

ეხლა იქნებ ქ-ნ სალომეს დააბრალოთ ის დანაშაული, რომელიც შევარდნაძემ, სიგუამ, იოსელიანმა, კიტოვანმა... ე.წ. პარტიებმა და სხვებმა ჩაიდინეს. ქ-ნ სალომეს შეიძლება მართლაც ჰქონდა უარყოფითი კომენტარები ბ-ნი ზვიადის მიმართ, მასგრამ ვერავინ ვერ შეძლებდა ხელისუფლების დამხობას, რომ არა აქაური ვაი-პოლიტიკოსების აქტიურობა. ჭანტურია, სარიშვილი, წერეთელი, ნათაძე, გოცირიძე, ძმები ბერძენიშვილები, ადამია, პაატაშვილი... არ დაივიწყოთ.

Munji

2018-09-13 16:43:39

მე ხომ არ გეუბნებით, არ იქნებოდა მეთქი! მე ვიკითხე: პუტჩისტებს რომ მადლობას უხდიდა, როდის იყო ეს?
აგერ ნტალიმ გაიხსენა, 03-ში ჩამოვიდაო.
ეს როდის უხდიდა მადლობას მეთქი, ეს მაინტერესებს.
პარიზიდან შემოუთვალა მადლობა?

Munji

2018-09-13 17:07:59

იქნებ მეც მინდა გავიმეორო, ეგრე ყოფილა მეთქი... მაგრამ რომ მკითხოს ვინმემ, რითი ამტკიცებო, რა ვუთხრა... ერთმა ანონიმურმა ავტორმა დაწერა და მეორე ანონიმურმა ავტორმა დაუდასტურა მეთქი?
ამიტომ ვკითხულობ...

natali

2018-09-13 17:57:07

ხოო რააა, ვისაც რასაც გინდა იმას დააბრალებ.პასუხს მოგთხოვენ თუ რაა.

natali

2018-09-13 18:47:46

კარგით ვთქვათ დავიჯერე რომ სალომე რუსების კადრია. მაშინ გეკითხებით, რატომ მოიწვია ის სააკაშვილმა მინისტრად?

serapina

2018-09-13 21:14:08

მე კიდევ ის მაინტერესებს,რას დაპირდა სააკაშვილი ივანოვს???
...რომელთან შეხვედრაც, დახურულ კარს მიღმა მოხდა და დღემდე, არცერთ ჟურნალისტს არც უკითხავს სააკაშვილისთვის(არც ივანოვისათვისე)რაზე ისაუბრეს,მაშინ...
ვარდების რევოლუციის პერიოდს ვგულისხმობ თორემ,ზურაბიშვილზე ამ შემთხვევაში,არაფერს ვამბობ.

ფხიზელი

2018-09-13 23:19:12

მიხეილ სააკაშვილი სალომე ზურაბიშვილზე:

"- ამ ქალის ფეხქვეშ უნდა იწვოდეს მიწა! ეს არის ჩვეულებრივი მოღალატე."
------------------------------------------------------------------------------

აჰა, გაიგეთ, ვის დავუქცევივართ? :)

ფხიზელი

2018-09-14 00:51:50

სარკოზი: რუსეთთან ლაპარაკი რთულია, მაგრამ თბილისი და კიევი მას უნდა დაელაპარაკონ!
------------------
ევროპის რეგიონი VII შავი ზღვის სამიტზე, საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ საქართველოს და უკრაინის წარმომადგენლებს ურჩია უფრო მეტად დამოუკიდებლები იყვნენ და მხოლოდ საკუთარი თავის იმედი ჰქონდეთ.
ვერავინ დაგეხმარებათ!.. მაგალითად, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, ორი ამერიკული კრეისერი იყო საქართველოში, მაგრამ ქვეყანას ვერაფრით დაეხმარნენ....

მეზობლებს არ ვირჩევთ, რომ მათთან კონსტრუქციული ურთიერთობა გვქონდეს. მაგალითისთვის, მეორე მსოფლიო ომის დროს საფრანგეთისა და გერმანიის ურთიერთობების შესახებ შემიძლია გიამბოთ, როცა გერმანია ოკუპანტი იყო. დღეს კი გერმანიასთან თბილი კეთილმეზობლური ურთიერთობა გვაქვს.

„ევროპა თქვენ ვერ მიგიღებთ თავის დიდი ოჯახში, რადგან თავად ევროპას აქვს დღესდღეობით პრობლემები და ის არ გეგმავს ახალი წევრების მიღებას...

აუცილებელია, რომ თქვენ დაელაპარაკოთ რუსეთს. მათთან ლაპარაკი რთულია, მაგრამ შესაძლებელია“, - განაცხადა სარკოზიმ.

https://imedinews.ge/ge/saqartvelo/76681/sarkozi-rusettan-laparaki-rtulia-magram-tbilisi-da-kievi-mas-unda-daelaparakon
*
მააშ, მაგ ჭკუაზე ვართ სწორედ!..
ჯერ ბოდიში მოგვიხადოს პუტინმა, მერე ტერიტორიები გაგვისუფთაოს უცხოტომელებისაგან, გაიყვანოს თავისი ბაზები, უკან წაიღოს აღიარებები - თავისიც და სხვისიც, დოლარებში აგვინაზ/ღ/აუროს ზარალი და მერე ვნახოთ... შეიძლება დაველაპარაკოთ კიდევაც, თუ ძალიან შეგვეხვეწება!


imereli

2018-09-14 08:59:11

რაც უნდა ცუდი სიტყვები ჰქონდეს ნათქვამი ზურაბიშვილს, ნაციონალებს მისი კრიტიკის უფლება არ აქვთ. მე არ მომწონს ზურაბიშვილი და მისი "გენიალური" აზრები, მაგრამ როცა "ნაცები" აკრიტიკებენ, უნებურად ზურაბიშვილის მხარეს ვირჩევ. "ნაცების" დღევანდელი "გულაობა" სწორედ "ოცნების" ბრალია. "ოცნებას" აწყობს ასეთი ოპოზიცია: მე თუ არ ამირჩევ , აი, ნაცები მოვლენ და დედას გიტირებენო !!! ჯერჯერობით ამართლებს, მაგრამ სანამდე ?! ხშირად , როცა "ნაცები" სიმართლეს ამბობენ, მაშინაც კი მათი სიტყვები ძნელად აღსათქმელია და უნებურად არ გინდა დაიჯერო. უკვე 27 წელია სულ დილემის წინაშე ვდგევართ, ავირჩიოთ ცუდებს შორის ნაკლებად ცუდი!!! მახსენდება ანეკდოტი გურულის შეასახებ, რომელიც 1 გოჭს ყიდის და კლიენტს თავაზობს აირჩიე რომელი გინდაო ! ან კიდევ, ისევ გურული ანეკდოტი , თუ რა განსხვავებაა ბოლშევიკებსა და მენშევიკებს შორის - ორივე ფუნაა, მხოლოდ ერთი დიდია, მეორე მცირეო ! ასეა "ნაცებისა" და "ოცნების" საქმე !!!

kitanoo

2018-09-14 13:32:15

tngh, Munji,natali რა ვერ გაიგეთ მხარდაჭერა გამოუცხადა ქმართან ერთად *დიქტატორ*გამსხურდიას დამხობას და*დემოკრატიის*დამყარებას, როდის ჩამოვიდა, ვინ მოიწვია,რა გაიყვან-შემოიყვანა, რა შუაშია.
იხილეთ იმდროინდელი გაზეთი *იბერია სპექტრი*-ს სტატიები.ზვიად გამსახურდია -


-ჯანრი კაშიაზე და მის მეგობრებზე!
Bejan Javakhia-ს ფოტო.
Bejan Javakhia

Munji

2018-09-14 19:53:45

კიტანოო
მე რა ვიკითხე? - მაინტერესებს, სად გადაუხადა მადლობა პუტჩუსტებს ზვიადის დამხობისთვის და რა ფორმით- მეთქი?
თქვენ მპასუხობთ: ამას რა მნიშვნელობა აქვსო! და საბუთად მთავაზობთ “იბერია სპექტრს“ და ჯავახიას ფოტოს :))
მაგარია!
მეც ვიცი, რომ კაშია ანტიზვისდისტი იყო და მისგან დეზინფორმირებული ცოლიც ვერ იქნებოდა საპირისპირო აზრის,მაგრამ მე დავსვი არა ზოგადი კითხვა ცოლ-ქმრის პოლიტიკურ შეხედულებებთან დაკავშირებით, არამედ ვიკითხე კონკრეტული რამ! - არის ამაში რაიმე გაუგებარი?
თუ არა გაქვთ პასუხი, თქვით, რომ არ იცით... რადგან, მიუხედავად მისი პიროვნების მიმართ დიდი პატივისცემისა, ბეჟან ჯავახიას პორტრეტის მიხედვით ძალიან გამიჭირდება ამის გამოცნობა.

natali

2018-09-14 20:02:11

რატომ არავინ არ ითხოვს ლუსტრაციის კანონს? მე ეს ძალიან მაეჭვებს, თქვენ არა?

Munji

2018-09-14 21:07:53

მე - არა... თუნდაც იმიტომ, რომ კაგებეს არქივი, პუტჩის შემდეგ, როგორც ვიცი, რუსეთში აღმოჩნდა წაღებული...
რამდენად ხელმისაწვდომია დღეს ის მასალები საქართველოსთვის არ ვიცი... არც ის ვიცი, რამდენად დიდია იმ მასალებით დაინტერესება ჩვენი მხრიდან, ანუ რამდენად უსაფრთხო იქნება საარქივო მასალები ბევრი ვინმესთვის...

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80