„სულ რამდენიმე წამში თქვენგან დაკეპილი ხორცის წვნიანს გავაკეთებ“
დაიჯესტი

„სულ რამდენიმე წამში თქვენგან დაკეპილი ხორცის წვნიანს გავაკეთებ“

„სულ რამდენიმე წამში თქვენგან დაკეპილი ხორცის წვნიანს გავაკეთებ“
"რეზონანსი"

2018-09-11 20:34:37

რუსეთის ფედერაციის ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელმა, გენერალმა ვიქტორ ზოლოტოვმა ჩაწერა ვიდეომიმართვა, სადაც ის პუტინის მთავარ ოპონენტს, ალექსეი ნავალნის დუელში იწვევს „შეურაცხმყოფელი და ცილისმწამებლური გამონაგონისთვის“.

ნავალნის მისამართით „როსგვარდიის“ ხელმძღვანელის მიერ გაკეთებული განცხადება განიხილეს, როგორც ღია მუქარა და საშინელი აგრესია. თუმცა, კრემლში, ცხადია, ამას არ იზიარებენ.

პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ზოლოტოვის მიერ გაკეთებული განცხადება არ შეიცავდა მუქარას და დაამატა, რომ გენერალის მიერ ჩაწერილი და გამოქვეყნებული ვიდეომიმართვა არ იყო მათთან შეთანხმებული.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსისა და ბლოგერის ალექსეი ნავალნის კორუფციასთან ბრძოლის ფონდმა 23 აგვისტოს ჩაატარა გამოძიება „კარტოშეჩკა როსგვარდიი“ და დაადგინა, რომ რუსეთის ფედერაციის ეროვნული გვარდიისთვის ნაყიდი პროდუქტები ორმაგ ფასადაა შეძენილი, ხოლო სხვაობას ხელმძღვანელობა ერთმანეთს შორის იყოფს.

ნავალნიმ ასევე გამოთქვა ვარაუდი, რომ მათ ერთადერთი დილერი ჰყავთ, რომელიც რუსეთის ფედერაციის ამჟამინდელ პრემიერ დიმიტრი მედვედევთანაა დაკავშირებული.

ზოლოტოვმა აღნიშნა, რომ რუსეთის ეროვნულ გვარდიაში მართლაც არის პრობლემები, რომელიც კორუფციას უკავშირდება, მაგრამ, მისი თქმით, ამ პრობლემებს ებრძვიან.

დაამატა ისიც, რომ კომპანია „დრუჟბა ნაროდოვთან“ ხელშეკრულების გაფორმების დროს ხელმძღვანელის პოსტს თვითონ არ იკავებდა და ხელშეკრულება ყოფილმა მმართველმა გააფორმა.

გენერალმა ნავალნის „ამერიკის კლონირებული მარიონეტი“ უწოდა, რომელსაც ერთი მიზანი აქვს - „გარშემო ყველაფრის ტალახით გასვრა, რათა პოლიტიკური, ეკონომიკური და ქვეყნის შიგნით არსებული სიტუაციის დესტაბილიზაცია მოახერხოს“.

„უბრალოდ თქვენთვის არასოდეს არავის არ ამოურტყამს წიხლი. მაგრამ ახლა სწორი მისამართით მოგვმართეთ. თქვენ ხართ ამერიკულ სინჯარაში გამოზრდილი ნაკეთობა. მე გიწვევთ ორთაბრძოლაში - რინგზე, ტატამზე, სადაც, გპირდებით, რომ სულ რამდენიმე წამში თქვენგან დაკეპილი ხორცის წვნიანს გავაკეთებ“,- ამბობს ზოლოტოვი თავის ვიდეომიმართვაში.

როსგვარდია კრემლის მიერ 2016 წელს შექმნილი ოფიციალური გასამხედროებული და შეიარაღებული სტრუქტურაა, რომელიც შინაგანი ჯარების ბაზაზე შეიქმნა და ძირითადად, პოლიტიკურ ოპოზიციასთან ბრძოლით არის დაკავებული.

ნანახი?- 461

რეგისტრაცი?/p>

დახურვ?/span>
სახელი:

პაროლი:

გაიმეორე?პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80