„წარმატებული დღე!!! წარმატებულად დასრულდა...“
პოლიტიკა

„წარმატებული დღე!!! წარმატებულად დასრულდა...“

„წარმატებული დღე!!! წარმატებულად დასრულდა...“
თამთა ქარჩავა

2018-09-10 16:30:01

„ქართული ოცნება“ საზოგადოებას მოუწოდებს, საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე მხარი დაუჭიროს სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას. პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, დამოუკიდებელი კანდიდატის მიმართ მხარდაჭერა ის იქნება, რომ „ქართული ოცნება“ მათ შემომწირველებს მოუწოდებს, თანხები სალომე ზურაბიშვილის მიერ შექმნილი ფონდისკენ მიმართონ.

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი რომ ფინანსურ მხარდაჭერას საჭიროებს, ამას ადასტურებს „საარჩევნო კამპანიის ფონდის ფინანსური ანგარიშგების“ შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაცია, რომლის მიხედვით, 1-ელი აგვისტოდან 21 აგვისტოს ჩათვლით, ზურაბიშვილს შემოსავლების სახით მხოლოდ 40 ლარი აქვს მიღებული.

რაც შეეხება ხარჯებს, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში აღნიშნულ პერიოდში ზურაბიშვილს გაწეული აქვს 1740 ლარის ხარჯი, საიდანაც 400 ლარს ავტოსატრანსპორტო საშუალების იჯარის ხარჯი შეადგენს, 1300 ლარი კი ღონისძიებებზე გაწეული ხარჯია. 40 ლარს წარმოადგენს საბანკო მომსახურებაზე დახარჯული თანხა.

გარდა ფინანსურისა, ზურაბიშვილი მმართველი გუნდისგან ორგანიზაციული სახის მხარდაჭერასაც მიიღებს. უმრავლესობის წევრი ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, რომ გუნდი მაქსიმალურად გამოიყენებს მათ ხელთ არსებულ ადამიანურ თუ სხვა რესურსს, რომ სალომე ზურაბიშვილმა არჩევნებში გაიმარჯვოს.

„პოლიტსაბჭომ მხარდაჭერა გამოუცხადა სალომე ზურაბიშვილს და ჩვენი მხარდაჭერა მოხდება კანონმდებლობის ფარგლებში. მაქსიმალურად გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ადამიანურ, თუ სხვა რესურსს, რომ სალომე ზურაბიშვილმა არჩევნებში გაიმარჯვოს.

გუნდში აზრთა სხვადასხვაობა იყო იმასთან დაკავშირებით, „ქართულ ოცნებას“ უნდა წამოეყენებინა თავისი კანდიდატურა თუ მხარი დაეჭირა რომელიმე დამოუკიდებელი კანდიდატურისთვის. მივიღეთ გადაწყვეტილება და საერთო პოზიციებს დავიცავთ. ვფიქრობ, კითხვა რატომ ვუჭერთ მხარს სალომე ზურაბიშვილს, არასწორია, რატომ არ უნდა დავუჭიროთ მხარი? – კითხვის ასე დასმა უფრო სწორი იქნება. ის არის ძალიან გამოცდილი ადამიანი“, – აცხადებს ირაკლი სესიაშვილი.

უმრავლესობა ზურაბიშვილის გასამარჯვებლად ყველა რესურსის გამოყენებას აპირებს. ამის საპასუხოდ „ევროპული საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატი დავით ბაქრაძე მოუწოდებს ყველა ოპოზიციურ კანდიდატს, შეწყვიტონ ერთმანეთზე შეტევა და ერთიან კანდიდატზე შეჩერდნენ. საპრეზიდენტო კანდიდატი ამომრჩეველს გონივრული გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდებს.

„ამ არჩევანით „ქართულმა ოცნებამ“ დააფიქსირა, რომ დღევანდელი ხელისუფლება მხარს უჭერს ადამიანს, პოლიტიკოსს, რომელსაც არაერთგზის ღიად და საჯაროდ აქვს გაცხადებული, რომ საქართველო არის აგრესორი და ჰყავს დადანაშაულებული საკუთარი ქვეყანა ჩვენივე ქვეყანაში ომის დაწყებაში.

მოვუწოდებ ყველა ოპოზიციურ კანდიდატს, შევწყვიტოთ და შევაჩეროთ ერთმანეთზე შეტევა და თავდასხმა, გადავიდეთ თავდაუსხმელობის რეჟიმზე და მთელი რესურსი, მთელი ჩვენი ოპოზიციური რესურსი მოვახმაროთ იმას, რომ არ დავუშვათ საქართველოში სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტება“, – აცხადებს დავით ბაქრაძე.

„ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, მმართველი გუნდის გადაწყვეტილება მოსალოდნელი იყო და არჩევნებში მისი კონკურენტის გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციას ჩრდილი მიადგება.

„სალომე ზურაბიშვილის საგარეო პოლიტიკა რას ნიშნავს მე არ ვიცი, იმიტომ, რომ ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს და ეს ქალბატონი არის ქართული პროვინციალიზმის და ფრანგული აროგანტულობის იმისთანა ჯოჯოხეთური კოქტეილი, რომ ჩვენს საგარეო პოლიტიკას კი არა, ჩვენს რეპუტაციას მოსპობს მაგის გამოჩენა საერთაშორისო არენაზე“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

კონკურენტების კრიტიკას მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი სალომე ზურაბიშვილი კომენტარის გარეშე ტოვებს. პრეზიდენტობის კანდიდატი სოციალურ ქსელში წერს: „წარმატებული დღე!!! წარმატებულად დასრულდა: ფეხბურთში გამარჯვებით და... სიების გადამოწმება წარმატებით დასრულდა. ცესკო გამოსცემს რეგისტრაციაზე განკარგულებას, ასევე, ხვალ იქნება ცნობილი, რა ნომრით მივიღებთ არჩევნებში მონაწილეობას“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

ანალიტიკოსების შეფასებით, მმართველი გუნდის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, მაგრამ რამდენად შესაძლებელია სალომე ზურაბიშვილის პირველ ტურში გამარჯვება, ეს დამოკიდებული იქნება „ქართულ ოცნებაზე“, როგორი აქტიურობით ჩაერთვება საარჩევნო კამპანიაში.

მათივე შეფასებით, გარდა ფინანსური მხარდაჭერისა, მნიშვნელოვანია ორგანიზაციული მხარდაჭერა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და თითქმის გადამწყვეტია.

ანალიტიკოს დავით ზარდიაშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ზურაბიშვილი გავლენიანი პოლიტიკოსი შეიძლება იყოს, არ გააჩნია სტრუქტურა, რაც კანდიდატისთვის გადამწყვეტია გამარჯვების მოსაპოვებლად.

„ცხადია, რომ მმართველი პარტიის მხარდაჭერა ნიშნავს დიდი რესურსს, რაც ზრდის მის შანსებს. ამ მონაცემებით ზურაბიშვილი არის ყველაზე უფრო დიდი შანსების მქონე კანდიდატი. იმედი მაქვს, რომ პირველივე ტურში მოიგებს. მოიგებს იმიტომ, რომ მმართველი გუნდი უჭერს მხარს; მოიგებს იმიტომ, რომ მას აქვს რეიტინგი – ორივე ფაქტორი არის. ამ ფაქტორების ცალ–ცალკე არსებობის შემთხვევაში ვერ იქნებოდა წარმატებული კანდიდატი. მმართველი პარტიის მხარდაჭერის გარეშე რასაკვირველია გაუჭირდებოდა გამარჯვება“, – აცხადებს დავით ზარდიაშვილი.

მისივე შეფასებით, უკვე დასახელებული კანდიდატებიდან ყველაზე მეტად ზურაბიშვილი იმსახურებს გახდეს საქართველოს პრეზიდენტი.

„იცით, ეს შესანიშნავად ახსნა ირაკლი კობახიძემ, როცა ისაუბრა მის წარმომავლობაზე, პოლიტიკურ გამოცდილებაზე, განათლებაზე და იმაზე, რომ მეტ–ნაკლებად დისტანცირებულია იმ პოლიტიკურ ძალებთან, რაც საქართველოში არსებობს, დამოუკიდებელია და პრინციპულია. შესაბამისად, იმსახურებს გახდეს საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც იქნება ზეპარტიული. იქნება ყველას პრეზიდენტი და არა რომელიმე პარტიის. ახალი კონსტიტუციის პირობებში ეს იქნება საუკეთესო არჩევანი“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას დავით ზარდიაშვილმა.

ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე ფიქრობს, რომ ამ ეტაპზე, ვიდრე არ გამოქვეყნებულა კანდიდატების რეიტინგი, ნაადრევია საუბარი იმაზე რამდენად შეძლებს ზურაბიშვილი პირველივე ტურში გამარჯვებას.

„მგონია, რომ დამოუკიდებელი კანდიდატი ელოდა მმართველი გუნდის მხარდაჭერას და ეს არც დაუმალავს. სავსებით გასაგებია, რომ მმართველი გუნდის მხარდაჭერის გარეშე მას წარმატების შანსი ნაკლებად აქვს, იმიტომ, რომ მას პირადად არავითარი რესურსი არ გააჩნია.

ვიდრე არ გამოქვეყნებულა კანდიდატების რეიტინგები, არ გამართულა მათ შორის ტელედებატები და არ დავინახავთ რეალურ წინასაარჩევნო კამპანიას, მანამდე რთულია საუბარი იმაზე შეძლებს თუ არა პირველ ტურში გამარჯვებას.

ვნახოთ, ამ კამპანიის დროს ვინ როგორ წარმოაჩენს საკუთარ თავს. მანამდე, ალბათ, გამოკითხვის შედეგებიც გამოჩნდება, ვნახავთ და გავაანალიზებთ საზოგადოების დამოკიდებულებასაც და ამისთვის არსებობს სოციალური ქსელები, ინტერნეტ გამოკითხვები და ყველაფერ ამის საფუძველზე შეიძლება ვარაუდის გაკეთება – იქნება თუ არა მეორე ტური“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძემ.

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს განცხადებით, საკმარისი იქნება თუ არა მმართველი გუნდის მხარდაჭერა, ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული და მათ შორის თვითონ ზურაბიშვილზეც.

„მაგრამ ის, რომ გამარჯვების ასეთი წინაპირობა არც ერთ სხვა კანდიდატს არ აქვს, ეს ფაქტია. არც ერთ სხვა კანდიდატს არ ჰყავს ასეთი მძლავრი მხარდამჭერი, როგორც ზურაბიშვილს, მძლავრი როგორც ორგანიზაციული სტრუქტურებით, ასევე ფინანსური და, რაც მთავარია, იმ რეიტინგით რასაც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები ჰქვია“, – ამბობს საყვარელიძე.

მისი თქმით, რამდენად გაიზიარებს ამომრჩეველი ზურაბიშვილის მხარდაჭერას, სწორედ აქ ჩნდება სირთულეები.

„ზურაბიშვილს სჩვევია არადიპლომატიური განცხადებები, პირდაპირობა. არადიპლომატიურში ვგულისხმობ შიდა პოლიტიკას, თორემ დილომატიურ მაგიდასთან, როგორც ჩანს, შესანიშნავად მუშაობს, არ არის პოპულისტი.

მოგეხსენებათ, ხალხი უფრო პოპულისტს უჭერს მხარს, ვიდრე პირდაპირობას და გულწრფელობას. ასე რომ, მხარდაჭერის პროცესში რაღაც სირთულეებს ველოდები, მაგრამ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა რომ მნიშვნელოვანი ფაქტორია, ამას ეჭვქვეშ არ ვაყენებ“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

 

ნანახია - 4077

cugo

2018-09-10 18:31:17

დავით ბაქრაძეს
-------------
დავით ბაქრაძე:,,ადამიანებს სრული მოუხედაობის განცდა აქვთ,არავის ესმის მათი პრობლემები,,.,,თვალი არ უნდა აარიდო ხალხის გაჭირვებას,,.
==================================================================================
იმაზე მეტი გაჭირვება და პრობლემები რა უნდა ყოფილიყო,შე ნაძირალა,სააკაშვილის და თქვენი ხროვის მოღალატური და ავანტურისტული ქმედებით ქვეყანა ცეცხლის ალში იყო გახვეული,ათასობით ადამიანი უსალკაროდ და სასმელ-საჭმელის გარეშე იყო დარჩენილი,ასობით დახოცილი ჯარისკაცის გვამი მინდორზე ეყარა.ასეთ სიტუაციაში ქვეყნის მეორე პირი ქვეყნიდან გაიქეცი და ხალხს დანა-ჩანგლით თავდაცვისკენ მოუწოდე.ასეთი ლაჩარი კაცი როგორ შეიძლება ქვეყნის პრეზიდენტი და შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი იყოს.პარლამენტის თავმჯდომარე რომ იყავი,ხელისუფლება ხალხს ხოცავდა,აწამებდა ,აუპატიურებდა,არბევდა,რატომ იყავი ჩუმად.ამაზე მეტი გაჭირვება რა შეიძლება ყოფილიყო.ხალხის თანადგომა და ამ სისასტიკის აღკვეთა ხომ შენი მოვალეობა იყო.სალომე ზურაბიშვილმა თქვა ის,რაც დაწერა ტალიავინმა და რასაც ხელი მოაწერა თქვენმა საგარეო საქმეთა მინისტრმა.საკუთარ მშვიდობიან, მძინარე მოსახლეობას გაუხსენით ცეცხლი და ოკუპანტს მიეცით საბაბი ომი დაეწყო.თქვენი ავანტურისტული და მოღალატეობრივი ქმედების შედეგი ის რომ დღეს საქართველოს 20% ოკუპირებულია.ახლაც მოღალატეობას ჩადიხართ.მიდიხართ საზღვარგარეთ და პარტნიორებს ეუბნებით რაც შეიძლება მეტი ცუდი დაწერონ საქართველოზე.ასეთ ქვეყნისთვის საზიანო საქმეში წელიწადნახევარში მივლინების სახით დახარჯული გაქვს 111510 ლარი.თვეში საშულოდ 6100 ლარზე მეტი.ამის შემდეგ გყოფნის სინდისი გამოხვიდე და ხელისუფლების ხარჯებზე ილაპარაკო.სალომე ზურაბიშვილმა გაიყვანა რუსული ბაზები თქვენ კი შემოიყვანეთ.დიახაც სალომე ზურაბიშვილი უნდა იყოს პრეზიდენტი.შენისთანა კრიმინალი პრეზიდენტი კი არა პოლიტიკაში არ უნდა იყოს საერთოდ.რუსეთი ომის დაწყებისთვის და საქართველოს ტეროტორიების ოკუპაციისათვის უნდა გაასამართლოს ჰააგის ტრიბუნალმა.სააკაშვილი და ნაცხროვა ავანტურისტული და მოღალატეობრივი ქმედებისათვის საქართველოს სასამართლომ.

antoni

2018-09-10 18:37:52

ვაშაძე, ბაქრაძე და საერთოდ ცოცხისტანი სულ ტყუილად ნერვიულობს; ზურაბიშვილიც რომ არ იყოს და ოცნებამაც ხმა საერთოდ რომ არ ამოიღოს, ისინი მაინც ვერ გაიმარჯვებდნენ/ იმ 42-ში გამოჩნდებოდა დღეს უსახელო მათი მომგები/

1234

2018-09-10 19:42:08

ვაშაძეს - "აროგანტულობა"? და ამას უნდა საქართველოს პრეზიდენტობა? კიდევ რა ინგლისური სიტყვა ისწავლე რომ გადმოაფრქვიო? ქედმაღლობა, ამპარტავნობა.
ზურაბიშვილის მთავარი ნაკლი - ზედმეტი ლიბერალიზმი სოციალურ საკითხებში. რაც ვერ ჯდება საქართველოს ინტერესებში. საქართველო არ არის 80 მილიონიანი მდიდარი გერმანია ან საფრანგეთი რომ ღია საემიგრაციო პოლიტიკა ჰქონდეს.
სამწუხაროდ საქართველოში კონსერვატიზმი არ არსებობს. ვითომ კონსერვატორები, ძიძიგურები და ძმები, ოცნებას არიან შეკედლებული და წულუკიანის ლიბერალურ პოლიტიკას უჭერენ მხარს. ეს ეხება ემიგრაციას, ნარკომოხმარებას, კრიმინალთან ბრძოლას, არასრულწლოვნების დანაშაულს. წულუკიანი ფრანგულ კანონებს ისე "შუშავს" რომ ადგილობრივ კონტექსტს არ ითვალისწინებს, თან ამაყობს კიდეც თავისი სიბრიყვით. სტრასბურგი აქებს თურმე. სტრასბურგისთვის ზოგადი ლიბერალური ფასეულობებია მთავარი და არა ქართUლი კულტურის და სახელმწიფოს გადარჩენა.
უბედურება ის არის სხვა კანდიდატები კიდევ უფრო უარესები არიან. ხალხს კიდევ ერთხელ უწევს ორ ცუდს შორის არჩევა: ან ნაციონალ ავანტურისტები ან ფრანგი ლიბერალი.

natali

2018-09-10 19:51:44

სალომე მაინც გახდება პრეზიდენტი.

natali

2018-09-10 19:52:59

და იქნება კარგი პრეზიდეტი!

კატრინაა

2018-09-10 20:02:49

სალომე ზურაბიშვილი ყველაზე ნორმალური,კულტურული,ცივილიზებული და დიპლომატიური ქცევის პრეზიდენტი იქნება.ასე ვფიქრობ და ვნახოთ,რეალურად როგორი იქნება,თუმცა არა მგონია,რომ გაგიჟდეს და გადაირიოს!

natali

2018-09-10 21:42:18

თემას არ ეხება, მაგრამ უნდა დავწერო, ერთ დასკვნამდე მივედი და ეგებ საინტერესოდ მოგეჩვენოთ.
მეორე მსოფლიო ომში ამერიკა რომ არ ჩარეულიყო, გერმანიას დაპყრობილი ექნებოდა რუსეთიც. ეს ბოღმა გერმანელებს ამერიკაზე მგონი აქამდე მოჰყვებათ.
ახლა მთავარი-აღმოსავლეთ ევროპაში და განსაკუთრებით გდრ-ში რომ კგბ-ს მაგარი სამუშაო ჰქონდა ჩატარებული და მერკელებით იყო სავსე, ეჭვი ხომ არ გეპარებათ? ხოდა დასავლეთს და ამერიკას რომ ეგონა რუსეთს გდრ ააცალეს და დასავლეთ გერმანიას შეუერთეს, პირიქით მოხდა, დასავლეთი მიიერთა გდრ-მ და თან რუსებს ფული გადაუხადეს:))) ასე მოედო გერმანიას კგბ. ახლა დარბის ეს მერკელი და რუსებზე მუშაობს. არაკაგებე გერმანელებს კი ამერიკის ბოღმა მოჰყვებათ და რუსებს გულშემატკივრობენ.თუ გაერთიანდა თურქეთი, ირანი, სო/მ/ხ/ეთი, აზერბეიჯანი და რუსეთის მხარე დაიჭირა, მშვიდობით ამერიკა. აი მერე კი კარგად მოაჯდება რუსეთი ევროპას. ხოდააა.... დროზე ძალიან ძლიერად უნდა შემოვიდეს ამერიკა საქართველოში, ძალიან მაგრად უნდა დაგვეხმაროს, იმიტომ რომ ჩვენ სერიოზული გავლენა შეგვიძლია მოვახდინოთ ირანელ ქართველებზე, ლაზებზე, ინგილოებზე. ასე რომ საქართველო ნიკოფსიიდან დარუბანდამდე მსოფლიოს ხსნაა. ახლა გამახსენდა სალვადორ დალის ნახატი. :)))

natali

2018-09-10 21:53:49

მაგრამ მანამდე ბერძნებს უნდა დაუბრუნონ თავისი, ირანს თავისი...

serapina

2018-09-10 22:53:17

https://www.epochtimes.de/politik/welt/russland-beginnt-groesstes-manoever-seiner-geschichte-nato-warnt-vor-grosskonflikt-a2632851.html/amp

1234

2018-09-10 23:32:13

საპატრიარქომ უნდა დააყენოს თავისი კანდიდატურა, თუნდაც მოქმედი ღვთისმსახური, რომ დააბალანსოს ლიბერალი კანდიდატები და მოსახლეობას მისცეს არჩევანი. კვიპროსის მაკარიოსი კარგი მაგალითია.

idioti

2018-09-10 23:37:23

,,გერმანელებს ამერიკის ბოღმა მოჰყვებათ და რუსებს გულშემატკივრობენ.თუ გაერთიანდა თურქეთი, ირანი, სო/მ/ხ/ეთი, აზერბეიჯანი და რუსეთის მხარე დაიჭირა, მშვიდობით ამერიკა. აი მერე კი კარგად მოაჯდება რუსეთი ევროპას. ხოდააა.... დროზე ძალიან ძლიერად უნდა შემოვიდეს ამერიკა საქართველოში, ძალიან მაგრად უნდა დაგვეხმაროს, იმიტომ რომ ჩვენ სერიოზული გავლენა შეგვიძლია მოვახდინოთ ირანელ ქართველებზე, ლაზებზე, ინგილოებზე. ასე რომ საქართველო ნიკოფსიიდან დარუბანდამდე მსოფლიოს ხსნაა,,
----------------------------------------------------------

ვაი...
ევრიკა ხალხნო ... ევრიკა

natali

2018-09-10 23:49:43

გაგიკვირდა? კი, კი....მსოფლიოს ხსნა საქართველოშია ქალბატონო.... და შენ რატომ შეშფოთდი ამაზე?
ისა დაა.... ნიკი რატომ შეიცვალე? :)))

ფარაონი

2018-09-11 02:06:53

.მას შემდეგ, რაც ჩამოაჭრეს, მოუხსნეს, არ ენდნენ, ზედმეტია, ვერ გაქაჩავს, არ დაგრუზეს და მოკლედ რომ ვთქვათ ახევ-ჩახევის შემდეგ.........უუუუხ! მე მაგის კიბიტოხ კიბიდოხ!!!
. მაინტერესებს ხელის ჩამორთმევის და „პაკა დასვიდანიას“ გარდა, კიდევ რა ფუნქციები დარჩა პრეზიდენტს?

ფარაონი

2018-09-11 10:19:00

ქალბატონო ნატალი
ბერძნებს თავისი რა? კონსტანტინოპოლი და ჩვენ ჩვენი? ეს უკვე ოცნებას და ფანტაზიას სამი გალაქტიკით სცდება, „„ნე მოჟეტ ბიტ!““, თუმცა მსოფლიომ და მათ შორის რუსმაც იცის, რომ ვინც აკონტროლებს გადმოსასვლელებს კავკასიონზე, ის აკონტროლებს ქარავანს აზიიდან ევროპისკენ. ღმერთმა ქნას! მაგრამ ........ მაშინ ამერიკელებს სამი გალაქტიკის უცხოპლანეტელებიც უნდა დაეხმარონ, ოთხივე კი ჩვენ.

arichopra 2

2018-09-11 10:46:54

მეც მაგრა გამიკვირდა?! რა ხდება, რა კგბ-ს ჯინი მოგევლინა?! სხავა ქვეყნებს არ ჰყავთ უშიშროების სამსახურები?! ძალიან ჰუმანურები არიან და ყველაფერს ატარებენ?! უშიშროების სამსახური რომ დაბლაგვდა იმიტომაც მოახერხა დედამიქინძულმა აშშ-მ საბჭოთა კავშირის დაშლა! აბა მართლა გამსახურდიამ და კოსტავამ დაშალეს შენი აზრით?! გერმანელებს აშშ-ს სიყვარული როგორ ექნებათ?! დღესაც ოკუპირებული ყავთ, უამრავი სამხედრო ბაზა და 35 ათასი ამერიკელი ჯარისკაცი გაფაციცებით დარაჯობს გერმანიამ აშშ-ს ნებართვის გარეშე თღაQი არ შეათამაშოს! აი მისამართი https://chagataev.livejournal.com/79111.html, შედი და ნახე რუკა სადაც ამერიკის ბაზებია მთელს მსოფლიოში. დახედე გერმანია სულ გადაშავებულია მაგათი ბაზებით! როცა ჰიტლერი საბჭოთა კავშირს თავს დაესხა ამ GოტვერაNმა ანგლოსაქსებმა და მასონებმა მოაღორეს და ამIთ თავი გადაირჩინეს გერმანული ოკუპაციისაგან, მიმართეს რა ომის ძირითადი ვექტორი აღმოსავლეთის ხალხებისაკენ! ნამდვილი ძმური სიყვარული სუფევდა საბჭოთა ხალხებს შორის. სულ 24 წლის იყო საბჭოთა სახელმწიფო და სწორედ საბჭოთა ადამიანის ფენომენმა დაამარცხა გაერთიანებული ევროპის სამხედრო ძალა! ასე რომ არ მომხდარიყო დღეს ლონდონში და ვაშინგტონში გერმანულად ილაპარაკებდნენ ჰაინეს, გოეთეს, რილკეს, კანტის და ჰეგელის ენაზე! ნაძირალებიი...!

natali

2018-09-11 11:19:13

ნუ, თქვენი აზრი გასაგებია. ჩემი აზრი კი ასეთია- ამერიკის ყველაზე სანდო და საჭირო მოკავშირე ამ კონტინენტზე დღეს საქართველოა. თურქეთი, რუსეთი... დასაშლელი. ამერიკას ყველანაირი ლოგიკით უნდა აწყობდეს ძლიერი საქართველო. გული მიგრძნობს ჩვენი დრო მოვიდა. თქვენ ეს რატომ გწყინთ, ეს ვერ გავიგე:)))

arichopra 2

2018-09-11 11:38:49

მე რა მწყინს იმას გეტყვი ახლა! 27 წელი გავიდა საქართველოს დამოუკიდებლობის დეკლარირებიდან! ქვეყნის აშენების ნაცვლად მივიღეთ რაღაც ყოვლად უმსგავსო კვაზი სახელმწიფო.ჩვენი სუვერენიტეტი არის სრული ფიქცია! ჩვენი სიუზერანია აშშ, ხოლო ვიმართებით საერთაშორისო სავალიუტო ფონდის და მსოფლიო ბანკის მიერ! გვქონდა ძმათამკვლელი სამოქალაო ომი! კვლავ დავკარგეთ ტერიტორიები! დავკარგეთ ჩვენი ეროვნული მეობა, ტრადიციული მორალი და გაგება! არის ტოტალური უმუშევრობა, იმიტომ რომ საქმე-მასიური სამე ანუ მატერიალური დოვლათი ამ მმართველობის პირობებში ვერ იქმნება!მძვინვარებს ელიტარული კორუფცია, რაც გამოწვეულია სამშობლოს და ხალხის მიმართ დასავლეთის დასმული ახალგაზრდა პარაზიტების ნიჰილისტური, ხშირად დამნაშავეობრივ- მოღალატური დამოკიდებულებით. უვიცობით! ქართული ოჯახი განადგურადა. დედა თურქეთშია ან იტალიაში და ვინ იცის რას შვება, მამა უმუშევარია და შვილებს "პილიონკებს" უცვლის! უმცროს-უფროსობის ცნება წაიშალა, რამაც თავის მხრვ მოშალა და გაათახსირა განათლების სისტემა! გავაგრძელო?! ეს ყველაფერი დაგვმართეს აშშ-მ და მასონებმა! ახლა რასაც შენ წერ ჩემო დაიკო - "ამერიკის ყველაზე სანდო და საჭირო მოკავშირე ამ კონტინენტზე დღეს საქართველოა"! ამარიკის მოწინაღმდეგე ვინ არის - რუსეთი! სჭირდება კი რუსეთს თრაქში ეკლად აშშ-ს ყველაზე ერთგული ყმა (მოკავშირე ძალიან აღმატებული სიტყვაა!)?! რა თქმა უნდა, არა!!! ჰო და სანამ აშშ-ს ბლაგვ ანგლოსაქსურ ტვინში რაღაც ჩაკირული ხვეული გაიხსნება, მანამ რუსეთი 2-3 დღეში მოახდენს საქართველოს სრულ ანექსია, ოკუპაციას! თუ საქართველოში არ მოვიდა ეროვნული ხელისუფლება, ქართულად, ქართულ ენაზე მოაზროვნე მთავრობა, ეს სულ მალე მოხდება! აი რა მწყინს! გასაგებად ვთქვი?!

kitanoo

2018-09-11 11:43:42

რას შეესიეთ ამ გოგოს, რა თქვა ასეთი მიუღებელი ნატალის საქართველო აწუხებს და ვეთანხმები. მიუხედავად ჩვენი ადრინდელი პოლემიკისა. კაცს და ქვეყანას თუ მიზანი და ეროვნული იდეოლოგია არა აქვს დაღუპულია მისი საქმე და მომავალი.ჩვენ ხომ საოცრებათა ქვეყანაში ვცხოვრობთ,სადაც პირველი ეროვნული პრეზიდენტი არჩევნებზე ხმების
87% იღებს ხოლო ქვეყნის მოღალატე-დამაქცევარი ედიკა მასზე მეტს მგონი 93%.ასე რომ ზოგჯერ დაუჯერებელი და ფანტასტიკად წარმოდგენილი, გარემოებათა წყალობით შეიძლება რეალობად გადაიქცეს.

tngh

2018-09-11 12:30:11

პრეზიდენტობის ერთი კანდიდატი, 2011 წლამდე რუსეთის მოქალაქე იყო, თანაც რუსეთის საგარეო უწყების "შტატნი" თანამშრომელი. მეორე დანა-ჩანგლით აპირებდა რუსეთთან ომს. მესამე 10.04.1989წელს შევიდა სკკპ-ს კარებში და იქიდან გამოსული არავის არ უნახავს. მეოთხე "ანაშით" დაბოლებას გვპირდება და "პორნო" საიტებიდან გვესაუბრება. მეხუთე უცვლელი კანდიდატია, და ამ კანდიდატობით ჯიბეს ისქელებს. ერთიც კი, საქართველოს ბედის უკუღმართობის გამო საფრანგეთის მოქალაქე იყო...

arichopra 2

2018-09-11 12:54:25

გეთანხმები! კი, ქალბატონი სალომე მაგათთან შედარებით ნამდვილად საუკეთესო კანდიდატია!

arichopra 2

2018-09-11 12:54:49

ის კი არა და შედარებაც არ შეიძლება!

natali

2018-09-11 13:32:46

:))))))
ცირკია რააა:)))) მე მხოლიდ ჩემი მოსაზრება გამოვთქვი იმაზე, როგორ უნდა გადარჩეს მსოფლიო, დაგაძალათ ვინმემ დამეთანხმოთ? კარგი ბატონო, ნუ დამეთანხმებით:))
რუსებს ვულიცავ! დღეს პრაზდნიკი აქვთ, დენ ტრეზვოსტი!!! :))))ხოდა რიგებია სასმელზე მაღაზიებში, უნდა აღნიშნონ:)))) ზოგიერთ ქალაქში მშრალ კანონს იღებენ. რა იწყება ხვდებით?

kitanoo

2018-09-11 13:41:07

არ გათეთრდების ყორანი რაც უნდა ხეხო ქვიშითა.

natali

2018-09-11 14:31:47

გუშინ მე დავპოსტე, დღეს პრემიერმა ეს თქვა:)))

http://reportiori.ge/inside.php?menuid=2&id=79591

serapina

2018-09-11 14:42:36

მეც საქართველოს საქმე მაწუხებს მაგრამ...
იქნებ დავთვალოთ, რამდენი ფინანსური დახმარებები შემოვიდა ამ შემთხვევაში ამერიკიდან(თორემ, EU-საგანაც საკმაოდ არის შემოსული) და სად წავიდა?!
რამდენჯერ უნდა ვიყოთ "აშენებული" ამ თანხით?!

ამერიკელებს,აქვთ მიზანი და ამისათვის იხდიან თანხას..
აი,საქართველოს მიზანი სად ჩანს?
ჩვენს ხელისუფლებას ჩვეულებას(რომელიც რჯულზე უმტკიცესია) შევუცვლით?

natali

2018-09-11 15:11:04

დიახ, ამერკული ინვესტიციები უნდა შემოვიდეს. აბა რუსული ინვესტიცია სად ნახეთ? ყველაფერი მისცეს ნაცებმა ბენუქიძის წყალობით და მათ არაფერი არ ჩაუდიათ, მხოლოდ აქედან გააქვთ. ერთი ინვესტორი იყო, ამერიკული ეიესი, მართლა ინვესტიცია რომ ჩადო და იმასაც ნათელაშვილმა იმდენი ებრძოლა სანამ არ გააგდეს და რუსებს არ მისცეს. ეს ევროპაც კარგად მიექანება რუსეთისკენ გერმანიის თამადობით. ამიტომაც გაექცათ დიდი ბრიტანეთი. მაგრამ...მოსვამს ამერიკა ყველას თავის ადგილზე. არ გჯერათ? დაიჯერეთ და გაგიხარდებათ:)))

natali

2018-09-11 15:20:32

მაგრამ... ერთი რამ ვერ გავიგე, როგორ უნდა გაუადვილონ ამერიკულ კომპანიებს ბიზნესი საქართველოში? :)))

serapina

2018-09-11 18:13:43

კარგად წაიკითხეთ...
ე.ი.2000 წლიდან,ვიღაცეების წისქვილი ფქვავს და ფქვავს...
რამდენი ხელისუფლება გამოიცვალა ამასობაში?

საწყალმა გლეხმა,მაგ ბაზარში რომ მთელი დღე იდგეს,შემოსავლის ნახევარი ალბათ ბაზრის "პატ/რონებს" უნდა ჩაუჯიბოს(სახელმწიფო გადასახადის სახით) და ჩვენ კიდევ,სოფლის მეურნეობის წინსვლაზე ვსაუბრობთ?!ასეა,ნებისმიერ ქალაქში.

ყველა რაიონში,ყველამ იცის,თუ რაღაც ბიზნესი მუშაობს...მუშაობს სახელმწიფოსაგან (მთლიანად ან დიდწილად მაინც)მისაკუთრებული ფულით,ხოლო მფლობელები პარლამენტარები და ხელისუფლების წარმომადგენლები არიან(ნათესავებზე გაფორმებული).
სანამ კანონებს ვეთამაშებით, ასე დაჩაჩანაკებული გვეყოლება მოსახლეობა... თორემ როგორც ხედავთ,ვინც 2000 წელს ჭამდა,ის მერეც წარმატებულად აგრძელებს ჭამას.

მართალია,ეკონომიკის არაფერი გამეგება მაგრამ, ასეთ განუკითხაობას რა მოაქვს,ამდენს კი ვხვდები...

http://www.info9.ge/sazogadoeba/198022-goris-mazhoritari-deputatis-19-tslis-shvilishvili-goris-bazris-metsile-gakhda.html?lang=ka-GE

arichopra 2

2018-09-11 21:11:13

მაგრად მაინტერესებს, აქამდ რა სიძნელეებს აწყდებოდნენ აშშ-ში დარეგისტრირებული კომპანიები საქართვლოში ბიზნესის წარმოების მცდელობისას?!

arichopra 2

2018-09-11 21:17:54

ააგენტო Bloomberg-მა გამოაქვეყნა. „ამ კონტინენტზე ალკოჰოლი განსაკუთრებით ჭარბად მოიხმარება. შეიძლება ითქვას, ისინი თავს იკლავენ“, - წერს სააგენტო.
აშშ-ში 20%-ით უფრო ნაკლებ ალკოჰოლს მოიხმარენ ყოველწლიურად, ვიდრე ევროპაში.
15 წელზე უფრო დიდი ევროპელებისთვის ალკოჰოლის მიღების საშუალო მაჩვენებელი წლიურ 11 ლიტრზე მეტია (საუბარია სუფთა ალკოჰოლზე და არა ალკოჰოლურ სასმელზე - ღვინოზე, არაყზე ან ა.შ.).
ეს სტატისტიკა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ეკუთვნის. უნდა აღინიშნოს, რომ ამ მხრივ საუკეთესო მდგომარეობაა აზიაში, სადაც ერთი ადამიანი წლიურად, საშუალოდ, 3,5 ლიტრ ალკოჰოლს მოიხმარს, რაც, შეიძლება ითქვას, თერაპიული დოზაა.
სტატისტიკურად, ყველაზე ბევრს, ევროპის ქვეყნებს შორის: ლატვიაში, დიდი ბრიტანეთში, პოლონეთში, გერმანიასა და საფრანგეთში სვამენ.


რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80