ასეთი ძვირი საწვავი საქართველოში არასდროს ყოფილა
ეკონომიკა

ასეთი ძვირი საწვავი საქართველოში არასდროს ყოფილა

ასეთი ძვირი საწვავი საქართველოში არასდროს ყოფილა
ბექა დანელა

2018-09-08 21:00:47

საწვავის ფასის დაჭერა ვერაფრით ხერხდება. ერთია, რომ მსოფლიო ბაზარზე ნავთობი ისევ ძვირდება და გარდა ამისა, საქართველოში ლარი ყველა ლოგიკის საწინააღმდეგოდ უფასურდება. ეს ორივე კომპონენტი კი საწვავს ფასს მაღლა ექაჩება და მომხმარებლების მდგომარეობას ამძიმებს.

ანალიტიკოსი მერაბ ჯანიაშვილი აღნიშნავს, რომ საქართველოში ნავთობპროდუქტებზე აქციზის ზრდა ყოვლად დაუშვებელი გადაწყვეტილება იყო, რამაც საწვავი მკვეთრად გააძვირა.

„ბენზინი კიდევ გაძვირდა, არნახულად ძვირია საქართველოს პირობებში. როგორც მახსოვს, ჩვენთან ასეთი ძვირი ნავთობი არასდროს ყოფილა, 2008 წელსაც კი, როცა 1 ბარელის ფასი 150 დოლარზე იყო ასული (ახლა 80-ის ფარგლებშია).

კვირიკაშვილი პირველ რიგში ნავთობპროდუქტებზე აქციზის ზრდის გამო იყო გასაშვები, ან საერთოდ, ვის მოუვიდა აზრად ამის გაკეთება, ვითომ იმპორტი უნდა შემცირებულიყო და აბსოლუტურად საპირისპირო მივიღეთ. ჯერ იმით დავიწყოთ, რომ ნავთობი ფასის მიმართ არაელასტიური პროდუქტია (ანუ ფასის ზრდა მისი მოხმარების ავტომატურ შემცირებას არ იწვევს). ფაქტი სახეზეა 2017-2018 ნავთობის იმპორტი ძალიან გაზრდილია.

გარდა ამისა, აქციზი რეგრესული გადასახადია, ანუ ის ტვირთად აწვება მოსახლეობის შედარებით ღარიბ ფენას. კიდევ ერთხელ რომ გავიხსენოთ რა „ჩაატარა“ მაშინ მთავრობამ, რომლის შედეგებსაც დღესაც ვიმკით - მოგების „ესტონური“ მოდელის დანერგვით ხელი შეუწყო მდიდარ ფენას (მცირე მეწარმეებს იმის ფუფუნება არ აქვთ, რომ რეინვესტირება აკეთონ, ან მცირე მასშტაბებით თუ შეძლებენ), ხოლო ამის გამო ბიუჯეტში დანაკლისი შეავსო ღარიბებისთვის გადასახადის ზრდით. თუ ჩემი არ გჯერათ, ზუსტად ასეთი დასკვნა დადო მაშინდელ საგადასახადო რეფორმებზე მსოფლიო ბანკმა.

ყველა ქვეყანა იმას ცდილობს, რომ ეკონომიკური უთანასწორობა შეამციროს და ჩვენ სრულიად საპირისპირო რეფორმებს ვატარებთ! ღარიბებს საგადასახადო ტვირთს ვუზრდით და მდიდრებს ხელს ვუწყობთ, ამიტომაც ვართ ფინანსური უთანასწორობით ერთ-ერთი ლიდერი ევროპაში“, - აღნიშნავს ჯანიაშვილი.

ბოლო დღეებში ჯერ მსოფლიო ბაზარზე ნავთობის გაძვირებისა და შემდეგ ლარის გაუფასურების შემდეგ საწვავის ფასი ავტოგასამართ სადგურებში მაღლა დაიძრა. კომპანია „ტრანს ლოგისტიკის“ დირექტორი ჯაბა თარიმანიშვილი ამბობს, რომ მსოფლიო ბაზარზე ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ფასი აღმავალია და ყველა ობიექტური ფაქტორი აჩვენებს, რომ ასე გაგრძელდება. საბოლოო ჯამში, ფასის მატება საქართველოშიც აისახება.

„ბოლო პერიოდის დინამიკა აღმავალია. ბოლო დათვლით, თვითღირებულება უფრო მეტი გამოდის, ვიდრე ის ფასი, რაც დღეს ადგილობრივ ბაზარზეა. როგორც ჩანს, ქართველ იმპორტიორებს შემორჩენილი ჰქონდათ იაფი მარაგი, მაგრამ სავარაუდოა, რომ რამდენიმე დღეში ამას ვეღარ მოახერხებენ და ფასი საკმაოდ მოიმატებს.

მე არ ვიცი, რას ეფუძნება მოსაზრება, რომ მსოფლიო ბაზარზე ფასის კლება დაიწყება, რადგან ღირებულების განმსაზღვრელი ბევრი ფაქტორია და ამ ყველაფრის პროგნოზირება ძალიან რთულია.

ეკონომიკური მდგომაროების გარდა, ექსპორტიორ ქვეყნებში ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია სანქციები, რომლებიც ამერიკამ ირანს დაუწესა და ნოემბრიდან ამოქმედდება, ვენესუელის ეკონომიკური კრიზისი და ა.შ. ერთი კონკრეტული ფაქტორი, რომ ტურისტული სეზონი დამთავრდა და მოხმარება შემცირდება, ვერაფერს ცვლის გლობალურ საფასო პოლიტიკაში“, - განაცხადა თარიმანიშვილმა.

მისივე თქმით, თუკი მსოფლიო ბაზარზე ეს ფასი შენარჩუნდა, ხოლო ლარიც ამ ნიშნულზე დარჩა, საქართველოში ყველაზე იაფი საწვავის ღირებულება ბრენდირებულ სადგურებზე 2.60 ლარს მიაღწევს.

ნანახია - 939

macro

2018-09-08 21:43:20

მომეწონა ექსპერტი ჯანიაშვილის მოსაზრებები, მართლაც კომპეტენტურია, რაც ძალიან იშვიათია.

პლატონი

2018-09-08 22:28:51

კონკურენციის სააგენტო მომიკითხეთ კარტელი რომ გამოავლინა, დაარიცხა 55 მილიონი, რომელიც სასამართლომ უკან გადმოუყარა. ასე იცის, როცა სამსახურს აკომპლექტებს ქუჩიდან აყვანილი ხალხით ნათესავებითა და მეზობლებით. ისიც არ იცოდნენ რომ მაღალი მოგების მაჩვებნებლები უნდა დაერთოთ მტკიცებულების სახით რაც არის კარტელის შექმნის მიზანი. ხელფასებისა და პრემიებნის აღების მეტს ეს სამსახური არაფერს აკეთებს და ახლიდან არის ჩამოსაყალიბებელი.

tngh

2018-09-09 16:08:17

კიდევ კარგი, რომ უხსენებელ რ. გოცირიძის კომენტარი არ არის...

tngh

2018-09-10 10:47:17

ღრმად პატივცემული ექსპერტები ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს არ ითვალისწინებენ: რამდენად გამყარდა დოლარი საერთასორისო სავალუტო ბაზარზე უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში...

ფარაონი

2018-09-10 15:41:44

რაც ბევრად დაიბეგრება საქონელი, უფრო ძვირი ხდება ცხოვრება, ლაუვაზიეს კანონია ეს.
აი თავი ხომ ეტევა? საკმარისია, ოცნებისტებს მეტი არ უნდათ.
აი მხრები..... მხრები აღარ ეტევა. ლავუაზიეს კანონია ეს.
ლავუაზიეა, თუ ბიძგვინას სისტემაა, მოკლედ, რაც ბევრად დაიბეგრება საქონელი, უფრო გაუჭირდება მოსახლეობას.
ეს უკვე ოცნების კანონია თუ ლავუაზიესი, ამას ბიძოს მეცნიერები არკვევენ.

ფარაონი

2018-09-10 15:45:15

ბიუჯეტში ფული არ ყოფნით და ბეგრავენ ენერგიის წყაროს, რომ რამენაირად ამოქაჩონ, ბეგრავენ იმ ენერგიას, რომელმაც ქვეყანა უნდა მოიყვანოს მოძრაობაში.
.....და იქნება გაჭირვება და ქაოსი ბევრისთვის რესტორნებსა შიგან და შიმშილი სახლებში.....
...აბა ხლისტის თავების მოგონილი არაა ეს წესი?!!

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80