მარგველაშვილი დაცვის გარეშე რჩება
პოლიტიკა

მარგველაშვილი დაცვის გარეშე რჩება

მარგველაშვილი დაცვის გარეშე რჩება
თამთა ქარჩავა

2018-09-08 17:00:08

მოქმედი რედაქციით, საქართველოს პრეზიდენტს თანამდებობაზე არჩევის დღიდან სიცოცხლის ბოლომდე ენიშნება პერსონალური დაცვა სამუშაო ადგილას, მუდმივ ან დროებით ადგილსამყოფელში. კანონის ამ ნაწილში კი, ცვლილება შედის. ახალი კანონპროექტი, რომელიც სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა მოამზადა, განსახილველად მთავრობამ პარლამენტს უკვე წარუდგინა.

ახალი კანონპროექტის თანახმად, სიცოცხლის ბოლომდე პრეზიდენტის პერსონალური დაცვით უზრუნველყოფა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ვალდებულება აღარ იქნება.

პერსონალური სახელმწიფო დაცვით ვერ ისარგებლებს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარეც. მოქმედი რეგლამენტით, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე უზრუნველყოფილია სახელმწიფო დაცვით ახალი მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ვადით. მთავრობის ინიციატივით პარლამენტის თავმჯდომარეს პერსონალური სახელმწიფო დაცვა უფლებამოსილების გასვლიდან მხოლოდ ერთი წლის ვადით შეუნარჩუნდება. ამავე ცვლილებებით სიცოცხლის ბოლომდე დაცვით ვერ ისარგებლებს ყოფილი პრემიერ–მინისტრი.

კანონპროექტს, რომელიც სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა მოამზადა, უმაღლესი გარანტიების შემცირებას უწოდებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი განმარტავს, რომ კანონპროექტი პრეზიდენტის ინსტიტუტს აკნინებს და ხაზს უსვამს, რომ პრეზიდენტის უსაფრთხოება სამომავლოდ მთავრობის კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული.

„ბოლო წლების განმავლობაში არაერთი ნაბიჯი გადაიდგა იმისათვის, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილებები და ზოგადად, ამ ინსტიტუტის როლი ყოფილიყო შემცირებული და დაკნინებული. ახლა ვხედავთ მორიგ ნაბიჯს, რომლის მიზანია პრეზიდენტის უსაფრთხოება მნიშვნელოვანწილად შეიზღუდოს და გარანტირებული იყოს არა კანონით, არამედ დამოკიდებული იყოს მთავრობის ნებაზე“, – აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.

მისი თქმით, პრეზიდენტი არის სახელმწიფოს მეთაური, შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი, ქვეყნის ერთიანობის და დამოუკიდებლობის გარანტი და ამ როლის ეფექტური შესრულება ძალიან მნიშვნელოვანწილად საჭიროებს უმაღლეს გარანტიებს უსაფრთხოების კუთხით. მისი თქმით, ეს არის სიგნალი და მესიჯი არა მხოლოდ მოქმედი თუ ყოფილი პრეზიდენტებისთვის, არამედ მომავალი პრეზიდენტისთვის.

ანა ნაცვლიშვილისგან განსხვავებით, პარლამენტის ვიცე–სპიკერი, თამარ ჩუგოშვილი თვლის, რომ სდსს-ს შესახებ კანონში ცვლილებების ინიცირებისას მთავარი ამოსავალი არის ის, რომ რესურსები, რომელსაც ქვეყანა ხარჯავს ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების დაცვაზე, იყოს მაქსიმალურად რაციონალურად გამოყენებული. როგორც ჩუგოშვილი ამბობს ცვლილებები ეხება როგორც პრეზიდენტს, ისე პრემიერ–მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს და სხვა მაღალი თანამდებობის პირებს.

„პარლმენტს ჯერ არ დაუწყია ამ საკითხის განხილვა, ამიტომ ჯერ ცოტა ნაადრევია კომენტარების გაკეთება. რაც შეეხება მთავრობის ამ ინიციატივას, ვფიქრობ, მთავარი ინტერესი და ამოსავალი არის ის, რომ რესურსები, რომელსაც ქვეყანა ხარჯავს ყოფილი მაღალი მაღალი თანამდებობის პირების დაცვაზე, იყოს მაქსიმალურად რაციონალურად გამოყენებული, არ იყოს არასაჭირო და არ მოხდეს არააუცილებლობის შემთხვევაში რესურსის ხარჯვა. ამის მაგალითები ჩვენ გვქონდა სამწუხაროდ. ალბათ, მხოლოდ ამ მიზანს შეიძლება ემსახურებოდეს“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ ზოგადად, დაცვა შეიძლება სულ არ ჰყავდეს პრეზიდენტს, არის ქვეყნები, სადაც ველოსიპედებით დადიან. უსუფაშვილის განცხადებით, პრობლემა არა დაცვის გაუქმებაში, არამედ იმ დროშია, როცა მმართველმა გუნდა ეს გადაწყვეტილება მიიღო.

„ამ ყველაფერში ყველაზე მთავარია პროექტის შეტანის დრო – როდის? საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიაა გახურებული და ხელისუფლება თვლის, რომ მორიგ ჯერზე უნდა გააგზავნოს სიგნალი საზოგადოებაში, რომ ეს პრეზიდენტები ცოტა არ იყოს არ არიან კარგი ხალხი და ამიტომ, არ ეკუთვნით რაღაც. ზოგადად, დაცვა შეიძლება სულ არ ჰყავდეს პრეზიდენტს, არის ქვეყნები, სადაც ველოსიპედებით დადიან.

თავისთავად, დაცვაში არ არის საქმე, მიდგომაშია საქმე. თორემ საერთოდ ყველას გავუუქმოთ დაცვა რა პრობლემაა, დავიცვათ ერთმანეთი, შევქმნათ ისეთი ქვეყანა, სადაც იქნება უსაფრთხოება. პრობლემა იმაშია, რომ ამ კონკრეტული ნაბიჯით კიდევ ერთი გზავნილია საზოგადოებაში არასწორი მიმართულებით“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ნანახი?- 3098

natali

2018-09-08 18:05:25

http://www.newposts.ge/wap.php?l=G&ID=183218
------
ეს კაცი მე პატიოსანი კაცი მეგონა:)))

ბატონო არჩილ, მერედა ახლა ამბობთ მაგას? თქვენი პირით ამბობთ
თქვენც მათთან მუშაობდით?
52 მილიონამდე ვალი როგორ დააგროვებინეს? რა ვიცი, მე 50 თეთრს
არ მაპატიებენ. რაკი ტელევიზია აქვს, ამიტომ არ უნდა გადაიხადოს? არ დაამყარეს ამ ჟურნალისტებმა დიქტატურა? ძირს მედიადიქტატურა!

ფხიზელი

2018-09-08 18:47:23

ძალიანაც კარგი, თუ მოუხსნიან დაცვას!..
ამგვარი შეკვეცილი უფლებებით, თვითონ პრეზიდენტიც არ არის საჭირო, არამცთუ მერე მთელი ცხოვრება დაცვა ემსახურებოდეს მას!..
დაცვა თუ არ ეყოლება ყოფილ პრეზიდენტს და პარლამენტის თავმჯდომარეს, რას ამბობთ, "ფეესბემ" არ გაიტაცოს და ჩვენი ატომურქობინიანი ბალისტიკური რაკეტების ადგილსამყოფელი არ ათქმევინოს! :)

arichopra 2

2018-09-08 19:12:14

ნატალი რა ხდება ვერ გავიგე, ტელევიზორს ვერ ვუყურებ რაღაც მიზეზების გამო. ვინ გეგონა პატიოსანი კაცი? ვის ემუქრება ეს გამზარდაი,რა უნდა?

natali

2018-09-08 20:13:35

https://1tv.ge/news/ivane-machavariani-ojts-davalianeba-orjer-gadaunawilda-magram-gadakhdis-grafiki

------

ეს წაიკითხე:))) 52 მილიონი ლარი ვალი აქვს, და თურმე არ უნდა გადაიხადოს იმიტობ. რომ ტელევიზია უნდა ამუშაოს იმ ფულით:)))

arichopra 2

2018-09-08 21:11:46

ეს ვალი ომეგა ჯგუფისაა თუ ტელეკომპანიის, ეს 2 საწარმოა თუ ერთი?! ერთი როგორ იქნება, თამბაქოს ქარხანა და ტელეკომპანია?! ისე სიმართლისთვის, ომეგა ჯგუფს პრობლემა შეექმნა პარლამენტისა და მთავრობის იდიოტური გადაწყვეტილებებით თამბაქოს ნაწარმთან და მოწევასთან გამოცხადებული ჯვაროსნული ომის გამო! თუ ვალი აქვს ტელეკომპანიას და ვერ იხდის უნდა გამოცხადდეს ბანკროტად და აუქციონზე საჯარო ვაჭრობით გაიყიდოს! ასეთია ჩემი სამართლიანი, მიუკერძოებელი აზრი!

arichopra 2

2018-09-08 21:15:22

რა ბლოკადაზე საუბრობს ეს ნატო ჩხეიძე? 52 მილონის ნაცვლად 10 მილიონს შემოვიტანთ იანვრამდე მათ შორის მიმდინარე გადასახადების სახითო?! და თქვენ ამით დაკმაყოფილდითო! ეს ულტიმატუმია?! ეს ქალი სულელია??! ეს თანხა ისედაც უნდა შეიტანონ და დანარჩენიც კიდევ! აქეთ რომ ემუქრება ხელისუფლებას! ვაა?!!

natali

2018-09-08 21:55:53

ეს გამზარდიაც შანტაჟზეა გადასული.:)) ამდენი ვალი როგორ დააგრივებინეს? ვიღაც კრიშავდა ალბათ და მოეკითხებათ პასუხი. ყოჩაღ ახალი ფინანსთა მინისტრი!

natali

2018-09-08 22:00:24

arichopra
ტელეკომპანიას კი არ აქვს ვალი, ვალი აქვს ომეგა ჯგუფს, რომელიც აფინანსებს ტელევიზიას. ეს ვალი რამოდენიმე წლის დაგროვილია, ახალ კანონამდე. ხოდა დამფინანსებელს გვიკოტრებენო.:)))

arichopra 2

2018-09-08 22:17:56

ტელეკომპანია ცალკე იურიდიული პირი არ არის?!

arichopra 2

2018-09-08 22:26:01

თუ ტელევიზია ცალკე იურიდიული პირია მაშინ ტელევიზიასთან რა პრეტენზიები შეიძლება ჰქონდეთ. იმაუწყებლოს და იყოს ვინ უშლის?! ომეგა ჯგუფმა კი საკუთარი ქონებით აგოს ვალზე პასუხი!

natali

2018-09-08 22:30:56

დამფინანსებელია მაგ ტელევიზიის :))

natali

2018-09-08 22:35:20

საქმეც მაგაშია, რომ რა შუაშია ტელევიზია, მაგრამ მაგისთვის აქვს ტელევიზიავდა ჟურნალისტებს მაგიტომ უხდის ფულს, რომ გადასახადი არავინ მოსთხოვოს. მოსთხოვეს და რა დღეში არიან ვერ ნახე?მედიადიქტატურაა მეთქი, მაგიტომ ვამბობ. შენ 52 მილიონს კი არა, 50 თეთრს შეგარჩენს ვინმე?

Maverick

2018-09-08 22:55:40

ე.ი. ტელევიზიას თუ არ დააფინანსებს ომეგა ჟგუფი, დავიღუპებით, რადგან TV ბორდი უფულოდ რჩება?

ან ომეგა ჯგუფს აქვს თვში X ან TV ბორდს, ან ორივეს ერთად დიდი XXX-ბი.

ისე, სბავშვო ბაღის დონეზე რომ არიან და XXX-ბით ჯირითობენ მაგიტომაც გაედოთ...

ომეგას ვალები ქონდა და TV-ს აფინანსებდა?! ვინ დაავალა?! რა ინტერესით?!

ნატალის ვეთანხმები,
ძირს მედიადიქტატურა!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

imereli

2018-09-09 10:51:08

ძლივს ერთ-ერთი ( თუ ერთადერთი არა) სწორი გადაწყვეტილება მიიღო "ოცნებამ" -არ შეიძლება უამრავი თანხების ხარჯვა პერსონალურ დაცვაზე. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ასეთი დასაცავი პირები ყოველ წელს იცვლებიან, საქართველოში მათმა რიცხვმა ალბათ უკვე 100-ს მიაღწია. როგორც ვიცი დასაცავ პირებს ეკუთვნიან: პრეზიდენტი, პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე, შშს მინისტრი, მთავარი პროკურორი და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. ე.ი. ყოველ წელს 6 პირი ემატება და თუ გავითვალისწინებთ, რომ სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 72-73 წელია, მათმა რიცხვმა შეიძლება 200-300 -საც კი შეიძლება მიაღწიოს ! მეორეც, რაში და ვისგან საჭიროებს დაცვას მაგალითად მარგველაშვილი, ან ღარიბაშვილი არ მესმის !

imereli

2018-09-09 11:02:07

ეს ის "ომეგა" ჯგუფი არაა კონკურენტ "ელიზს" რომ სასტიკად გაუსწორდა ?! თავისი თავიც კი დააყაჩაღა, ელიზბარაშვილს (კონკურენტი ფირმა "ელიზი") დააბრალა და ციხეში გამოკეტა ?! ასე ყოველ ბიზნესს შეუძლია პატარა ტელევიზია, რადიო, ან გაზეთი იქონიოს და სახელმწიფო აშანტაჟოს, არიქა, თავისუფალი სიტყვა იზღუდებაო ! 52 მილიონი ვალი დააგროვო, 11-ჯერ შეადგენინო გადახდის გრაფიკი და მაინც არ გადაიხადო, თან სახელმწიფო დააშანტაჟო, სტრასბურგში გიჩივლებო! ესაა ქართული "დემოკრატია" !!!

antoni

2018-09-09 11:53:16

ე. ი. ომეგას 51 მილიონის ვალი უნდა აპატიოს სახელმწიფოს იმიტომ, რომ ომეგამ გამზარდიას და მისნაირებს ხელფასი უხადოს? და თუ ეს არ მოხდება, ნაციონალურ ცოცხს დავიჭერთ ხელში და ხელისუფლებას პრობლემებს შევუქმნითო არა? ესაა მოქალაქე და ესაა ჟურნალისტი? ასე ნაშოვი ფულით უნდა გაზარდო შვილები?
მარგოს დაცვა რად უნდა? შეწყალებული ნარკობარიგებიდა ნათესავები ხომ არ უპირებენ რამეს ნეტავი?

arichopra 2

2018-09-09 12:11:43

საინტერესოა ლგბტ პირები და მათი დამცველები, ნაჯა და ნარკომომხმარებლები თუ წამოიწყებენ აქციას "იბერია"-ს - თავისუფალი სიტყვის დასაცავად?! რა ხდება, ხომ არ აგვიანებენ?

Thoma

2018-09-09 16:14:23

მარგველაშვილს აუცილებლად უნდა შეუნარჩუნონ დაცვა, თორემ შეიძლება ვიღაცამ ჩხირები გამოუძროს საქსოვიდან...

arichopra 2

2018-09-09 17:41:39

„დღეს უმნიშვნელოვანესი შეხვედრაა. საქართველოს ნაკრები ლატვიას ხვდება და მოგების შემთხვევაში, ძალიან დიდ ნაბიჯს გადადგამს ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად. მივმართავ გულშემატკივრებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც სტადიონზე მოვა, არ დაუშვან ისეთი ქმედება, რაც გავლენას მოახდენს თამაშის ხარისხზე, მსვლელობასა და შედეგზე. დიდი იმედი მაქვს, რომ დღეს გავიმარჯვებთ და ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდება”, – ამბობს კობიაშვილი.
კობიაშვილს ვეკითხები, ოღონ ლატვიას მოვუგოთ ფეხბურთში ამ საღამოს და თუნდაც მთელი ერი ლგბტ თემის წევრი გავხდეთ?! თუ როგორაა საქმე, აგვიხსენი?! სამარცხვინოა თქვენი საქციელი! თქვენ და თქვენისთანები ანერვიულებთ ხალხს, შეურაცხყუფას აყენებთ, ამას როგორ ვერ ხვდებით?! მოკლედ, ძალით იწვევთ პროვოკაციებს!

serapina

2018-09-09 17:49:56

ივანიშვილისადმი უმადურობა,კიდევ არაფერი...
აი, მარგველაშვილის მადლიერი მაინც რატომ არ ხართ,ეს მოტივტივე მიშარასტები?!

მაიცათ,მიშას ხელის ბიჭი რომ იყო,მიხეილ თავხელიძე(ნათია კობერიძის გულის გამხარებელი აღარა ვარო, ბოლოს წერდა)...ის
და მარგველაშვილი რომ ერთად ჟღურტულებდნენ(ვითომ ოპონენტობდნენ) მაესტ/როს სტუდიაში(თეა სიჭინავასთან) გახსოვთ?
ჰოდა,მაქედან იწყება თქვენი, მიშა დორბლიანის და მარგოს "ხელი ხელს ბანის" ამბები,როგორც მინიმუმ...
...და მადლიერი მაინც იყავით!
თქვენ კი გინდათ, ხალხმა არაფერი იცოდეს მაგრამ...
თბილისში,არაფერი იმალება!

Thoma

2018-09-09 20:47:10

ხანგრძლივი შიმშილი რომ ჰალუცინაციებს იწვევს, ეს ცნობილია, მაგრამ ვიტამინ “ყ”-ს ნაკლებობასაც თუ იგივე სიმპტომები ჰქონდა, ეს არ იყო დადასტურებული.

serapina

2018-09-09 21:40:00

სამაგიეროდ,ის არ იცის მსოფლიომ,რომ ზოგიერთმა "ყ"-მ ქართული წერა-კითხვა ისწავლა.

Thoma

2018-09-09 22:13:22

არა, ქართული წერა-კითხვა ყველა “ყ”-მ ისწავლა. ის კი არა, ზოგიერთმა გერმანულიც კი დაამუღამა, მაგრამ ქართულ გრამატიკას მაინც ვერაფერი მოუხერხა... რაც განსაკუთრებულ კომიკურ ელფერს სძენს ხოლმე ქართულ განათლებაზე დაწერილ მის მოთქმა-ვაებას :))

serapina

2018-09-09 23:26:00

ზოგ "ყ" კიდევა, დავალებული აქვს სააკაშვილს პამპერსები უცვალოს,თანაც საჯაროდ და თანაც, ქვის გამხეთქი გრამატაიკით(როგორც თავად ჰგონია)!
რამდენჯერ მოგხვდათ ცხვირ-პირში ჩემი ევროპელებისაგან?!
იწანწალეთ,თქვენი ბელადივით ერთი ქვეყნიდან მეორეში...
გნებავთ,გრამატიკა დახვეწეთ და გნებავთ პ/როქტოლოგები გამოდით..მიშას საქართველოში არავინ გააჭაჭანებს...
ბიძინამ მოუხაზა!

Thoma

2018-09-10 00:39:16

საწ/ყალი!!!
ამიტომაც ვთქვი, უსექსობამ ეტყობა ჰალუცინაციები იცის-მეთქი: მივხვდი, რომ ვიღაცაში გეშლები და იმიტომ დამესხი თავს სრულიად უმიზეზოდ და გადმოანთხიე მორიგი შხამი :)))
საკუთარი შედევრების გარდა, ხანდახან სხვების კომენტარებსაც რომ კითხულობდე, ის მაინც დაგამახსოვრდებოდა, რა “ინტერნეტ-ბრძოლები“ მაქვს გადატანილი აქ შემოსულ მიშისტებთან...
მაგრამ შენ აშკარად ავადა ხარ და იმ ქართული მულტფილმისა არ იყოს, სულ მიშისტები და მიშისტები გესიზმრება :))))
თუ კიდევ დამაბრალებ ამგვარ სისულელეს, იძულებული ვიქნები მორიგი პასუხი დავიწყო სიტ/ყვებით: შენ თუ სადმე ჩემი ერთი “პრომიშიტური” ან “პრონაცისტური” სტრიქონი არ იპოვო და არ დადო აქ, .... დანარჩენი , როგორც ასეთ შემთხვევაში ამბობენ ხოლმე! :)

serapina

2018-09-10 00:52:45

აუფ,დაგღუპე?
თუ პ/რონაცისტობის მტკიცებულებები გაგეპარა,ფულს აღარ დაგირიცხავენ?!

რა ვიცი,მიშას ხსენებაზე კი გაჟრიალებს და...
ჰალუცინაციები რომ არ გქონდეს,აბა ვიღაცეების საძინებლებში ბოდიალს, ხომ არ დააბრალებდი საკუთარ თავს?!

აბა გააგრძელე და იბრძოლე. იქნებ ვინმემ, გრამატიკის მცოდნემ ერთი რომანი დაწეროს შენზე...
დონ კიხოტზე ნაკლები კი არ გგონია თავი!
ვინმემ,ერთი წიგნი არ უნდა მოგიძ/ღ/ვნას?!

Thoma

2018-09-10 13:17:19

სერაფინა!
შეგეხე რამენირად? გახსენე?
არა, ხომ?
აბა, რა არ გასვენებს, რას დამეტაკე, შე ავადმყოფო?
რა შენი ყ-ს მონატრებული ტ..აკის საქმეა, ვისი მადლიერი ვიქნები და ვისი არა?
მე ვარ მიშარასტი და მე მაჟრიალებს მიშას ხსენებაზე?
შენი სოციოპათი დედა მოვ..ნ, საიდან მოგაქვს ეს ყ..ობები! :)))
ძუ/კნა ძაღ/ლივით გაავებული რომ გამოუვარდები ამვლელ- ჩამვლელს ამ საიტზე და მერე ყველასაგან რომ ჯოხსა და გინებას იღებ პასუხად, პატრონი არავინ გყავს, რომ ჯაჭვით დაგაბას?
ან იმ საბავშვო ბაღში, სადაც შენ მუშაობ, ჯანმრთელობის ცნობას არ ითხოვენ?
როგორ შეიძლება ბავშვებთან შენი შეშვება! უბრალოდ, შეიძლება დაკბინო...
მესმის, რომ შენს ასაკში უსიყვარულობისა და უსექსობისაგან ხშირად უჩნდებათ ქალებს ფსიქიკური პრობლემები, მაგრამ შენ მე მგონი ისეთ სტადიაში ხარ, ფროიდიც ვერაფერს გიშველიდა...
შენისთანა კაპასთან რომ სექსი არავის მოუნდება, გასაგებია, მაგრამ მე რა გიყო,
მე ხომ არ უნდა დაგიქირაო “კაცი გამოძახებით”?



serapina

2018-09-10 14:00:21

ახედე კომენტარებს...

მოტივტივე მიშისტების ხსენებაზე,შენს მეტს არავის აეწვა პირი და...
თუ მაგათთაგანი არ ხარ,რას გადადი თავდასხმაზე?!
შეიძლება თავადაც არ იცი,რომ მიშისტი ხარ?
კაცებს კიდევ ისე გამეტებით ახსენებ,შენს გაჭირვებაზე საუბრობ გეტ/ყობა...შეიძლება,ესეც არ იცი დღემდე...

არა მგონია,აქ ვინმეს ეს აინტერესებდეს.
ვინც საქმეზე წერს არგუმენტებით,ბევრის აზრი შეიძლება არ მომწონს...ჩემი საქმეა.
აი,შენ რატომ ნერვიულობ ან ჩემზე,ან იმაზე მიშას რომ ვახსენებ?!

პარტიული დავალება გაქვს,არ ჰგავდე მიშისტს მაგრამ, მიშას კრიტიკა ურეაქციოდ არ დატოვო!
მიშას უმკურნალე, თუ ჰობი ფსიქიატ/რი არ ხარ!

Thoma

2018-09-10 19:39:25

სოციოპათო!
სანამ პირველ კომენტარზე გიპასუხებდი, ზევითაც ავიხედე და იმაზე ზევით - ტექსტშიც! - არავინ იყო ისეთი, ვისგანაც შენი “დასაცავი” იქნებოდა მარგველაშვილი, რადგან ერთადერთმა მე ვთქვი სრულიად უწყინარი ფრაზა: მაგას შეუნარჩუნეთ დაცვა, საქსოვი ჩხირები არავინ მოპაროს-მეთქი.
შენ კი, არა მარგველას სიყვარულის გამო, არამედ შენთვის ბუნებრივი ფსიქიური აშლილობის გამო, მომენტი არ გაუშვი ხელიდან და გადმოანთხიე ბოღმისა და ბალღამის ნიაღვარი! - არ უნდა შემემჩნია, რომ მე ვიყავი ადრესატი?
სხვას რატომ უნდა ამოეღო ხმა ჩემს მაგივრად?
იმისთვის არ დაიცალე, რომ სწორედ მე მიმეღო ჩემს თავზე? არ იყო ეგრე? მტყუანის დედა, რაც ეგრე იყო!!!
არასოდეს მიგინებია ქალი, მაგრამ შენ ქალი არა ხარ, შენ ხარ უხვადობისაგან აწკმუვლებული “დვარნიაშკა”, რომელიც მზად არის მუდმივად ვიღაცას გამოენთოს საკბენად , რადგან არც ყნოსვა უვარგა, არც მხედველობა - გამვლელებს ერთმანეთისგან ვერ არჩევს და ამიტომ ნებისმიერს უყეფს და უტევს, სანამ ჯოხი არ მოხვდება დრუნჩში...
გიმეორებ და გაიგე, სანამ კიდევ არ დაგახურე თავზე: ცდები!!! არა ვარ ის, ვინც გგონივარ! უფრო სწორად, არა ვარ ის, ვინც შენ სხვადასხვა ნიკით შემოსული ერთი “მიშას ზვიადისტი“ გგონია!
გაიგე და მოიქეცი ისე, როგორც მე: არასოდეს შემეხმიანო და არასოდეს ისროლო კენჭები ჩემსკენ, თორემ პასუხად მიიღებ ქვებს! - როგორი დაბინდულიც არ უნდა გქონდეს გონება, ეცადე გააცნობიერო, რაც გითხარი.

serapina

2018-09-10 20:27:45

ერთი მე ვაანალიზებ შენს პოსტებს და მეორე,შენ ჩემს!

ოჯახის წევრებს რომ ესაუბრები,ისე ფორუმში არ უნდა ისაუბრო!მიჩვეული კი ხარ ალბათ,მაგრამ თუ ენას ვერაფერს უხერხებ,სიტყ/ვით გამოსვლას არავინ დაგავალებს...პარტიის გარდა.

აგერ ვნახავ,რამდენხანს მოახერხებ ისე წერო, რომ ჩემი პოსტების ანალიზით არ დაკავდე!

imereli

2018-09-12 10:08:40

შეიძლება მარგველაშვილი ხელისუფლებასთან მართალია, მაგრამ მარგველაშვილიც ხომ იგივეს აკეთებს! ყველას ხელისუფლებით უკმაყოფილოს პრეზიდენტის სასახლეში დემონსტრატიულად რატომ იღებს ?! საინტერესოა რატომ მიიღო ნატო ჩხეიძე ! ხელისუფლებასთან შუამდგომლობას ხომ არ შეპირდა გადასახადების დავალიანების ჩამოსაწერად ?! პრეზიდენტი ხპომ არ წყვეტს ჩამოაწერონ ვინმეს გადასახადი თუ არა ?!ან რატომ უკვირს ამის შემდეგ მარგველაშვილს ხელისუფლების მიერ მისი პერსონის მოუღებლობა ?! ისე რატომ მიკვირს! პრეზიდენტიც ხომ ამ ხელისუფლების მოყვანილია ! რაც ჩალხანა, ის ალხანაო!

რეგისტრაცი?/p>

დახურვ?/span>
სახელი:

პაროლი:

გაიმეორე?პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80