ხორავას ტრაგედია და ორი განსხვავებული დასკვნა
პოლიტიკა

ხორავას ტრაგედია და ორი განსხვავებული დასკვნა

ხორავას ტრაგედია და ორი განსხვავებული დასკვნა
თამთა ქარჩავა

2018-09-06 22:35:03

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია ყოფილი მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების რეკომენდაციით გამოდის. რეკომენდაციების ნაწილში, რომელიც საპარლამენტო უმცირესობამ წარმომადგინა, აღნიშნულია, რომ შოთაძის ქმედებებში იკვეთება სამსახურებრივი გულგრილობისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ნიშნები.

გარდა ამისა, კომისიის დასკვნით, პროკურატურის მაღალჩინოსანის მირზა სუბელიანის და მისი ოჯახის წევრების, ნათესავებისადმი გამოძიების მიკერძოება მდგომარეობს იმაში, რომ გამოძიება შემოფარგლულიყო მხოლოდ ორი პირის გ.ბ.-ს და გ.ჯ.-ს მხილებით და განზრახ არ ემუშავა სხვა ფიგურანტების, მათ შორის მ.კ.-ს, ა.ს.-ს და სხვა ვერსიებზე. დასკვნაში აღნიშნულია, რომ გამოძიება აშკარად ტენდენციური იყო მირზა სუბელიანისა და მისი ოჯახის წევრებისადმი.

საგამოძიებო კომისიის მდივანი ოთარ კახიძე ამბობს, რომ მაშინდელი მთავარი პროკურორი 1-ლი დეკემბრიდანვე ინფორმირებული იყო მირზა სუბელიანის საქმეში მონაწილეობის შესახებ და იცოდა, რომ სუბელიანი ჭოჭმანობდა გადაწყვეტილების მიღებას. მიუხედავად ამისა, მას არ მიუცია დავალება სუბელიანის დაკითხვისა და მის მიმართ საგამოძიებო მოქმედებების გატარების თაობაზე.

კომისია მიიჩნევს, რომ გამოძიებამ უნდა დაადგინოს, თუ რა მოტივი ან მოტივები ამოძრავებდა ყოფილ მთავარ პროკურორს ირაკლი შოთაძეს, მირზა სუბელიანისთვის დახმარების გაწევისას - ეს იყო კოლეგიური ურთიერთობიდან გამომდინარე, პირადი, მეგობრული დამოკიდებულება, ეს იყო მირზა სუბელიანის ნათესაური ურთიერთობა მთავრობის წევრთან, სოზარ სუბართან თუ ეს იყო ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის მოკვლევის და გამოძიების პროცესში ოთარ ფარცხალაძისთვის ხელის დაფარების მიზნით, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება.

ოთარ კახიძის თქმით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ეთანხმებიან, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის საგამოძიებო პროცესში დარღვევები ჩადენილია, მაგრამ მათ დასკვნაში არც ერთი პირის პასუხისმგებლობაზე საუბარი არ არის. დეპუტატი უმრავლესობის მიერ მომზადებულ დოკუმენტს არ იზიარებს და „ქართული ოცნების“ წევრების მიერ დაწერილი დასკვნის პროექტის იმ რამდენიმე ასპექტს გაუსვა ხაზი, რაც დეპუტატის შეფასებით, კატეგორიულად მიუღებელია.

„კატეგორიულად ვერ დავეთანხები დოკუმენტში მსჯელობას იმის თაობაზე, რომ ზაზა სარალიძის მთავარი პრეტენზიები იყო მირზა სუბელიანის ხელშეუხებლობა, ფარდული და გაღუნული დანა. ეს ასე არ გახლავთ. ზაზა სარალიძის მთავარი პრეტენზია არის ის, რომ მისი შვილის მკვლელი დადგენილი არ არის! ჩემთვის საკითხის ასე დასმა მიუღებელია. დოკუმენტის თანახმად, ჩემი კოლეგები ეთანხმებიან, რომ ეს დარღვევები ჩადენილია, მაგრამ არც ერთი პირის - ფიფიას და ფხაკაძის პასუხისმგებლობაზეც კი არ არის საუბარი.

მირზა სუბელიანთან დაკავშირებით საუბარია იმის შესახებ, რომ შესასწავლია მის ქმედებებში დანაშაულის ნიშნების არსებობა, მაგრამ სუბელიანი ცალმხრივ კომუნიკაციაშიც კი არ იმყოფებოდა - კომუნიკაცია, რომელიც შედგა სუბელიანსა და პროკურორს შორის, მირზა სუბელიანსა და გამომძიებელს შორის იყო არა ცალმხრივი, არამედ ორმხრივი კომუნიკაცია. ამიტომ, საუბარი იმაზე, რომ შესასწავლია მირზა სუბელიანის ქმედებები, მაგრამ იქეთ მხარეს არაფერი არ არის შესწავლი, ეს არის მიუღებელი“, – განაცხადა ოთარ კახიძემ.

რაც შეეხება მეორე დასკვნას, რომელიც საგამოძიებო კომისიის საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ არის მომზადებული, დასკვნის პროექტის მიხედვით, კომისიამ დაადგინა, რომ საქმის გამოძიების პროცესში არ ჩატარდა ან დაგვიანებით ჩატარდა ცალკეული საგამოძიებო მოქმედებები, თუმცა აღნიშნულს არ მოუხდენია გავლენა საქმის გამოძიების საბოლოო შედეგებზე.

ასევე, კომისიამ დაადგინა, რომ მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეშლას რომელიმე უწყების მხრიდან ან პოლიტიკური მოტივით ადგილი არ ჰქონია. ასევე, დასკვნის ავტორებს მიაჩნიათ, რომ გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით, საგამოძიებო და საგანმანათლებლო სფეროში საჭიროა ცვლილებების განხორციელება, როგორც საკანონმდებლო დონეზე, ასევე პრაქტიკაში.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ მომზადებულ დასკვნის პროექტში მ.კ-სა და პროკურატურის ყოფილი თანამშრომლის, მირზა სუბელიანის ეპიზოდები ცალკე თავად არის გამოყოფილი. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ კომისიას დავით სარალიძის მკვლელობაში მ.კ-ს როლთან დაკავშირებით, ფაქტობრივი გარემოებები გარკვეულ კითხვებს უჩენს.

თუმცა, კომისიის მხრიდან კონკრეტული პირის მკვლელობაში მონაწილეობის ფაქტის დადგენა, პირის ქმედებისთვის კვალიფიკაციის მინიჭება, ან ვინმეს მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებაზე მითითება საგამოძიებო კომისიის მანდატს სცდება და მხოლოდ მართლმსაჯულების ორგანოების კომპეტენციაა.

დასკვნის პროექტში საქმეში მ.კ-ს მონაწილეობასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციაა მოცემული და ნათქვამია, რომ საგამოძიებო კომისიისთვის ჩხუბის ყველა დეტალის ამ ეტაპზე სრულად აღდგენა შეუძლებელია, განსხვავებული ჩვენებებისა და გასული დროის გამო.

დროებითი საგამოძიებო კომისიის საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით სახელმწიფო უწყებების მიმართ რეკომენდაციებს გასცემს. მმართველი გუნდი ერთი მხრივ, რეკომენდაციებს ძალოვან უწყებებს აძლევს, მეორე მხრივ კი, განათლების სამინისტროს მიმართავს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ეკა ბესელიას განცხადებით, კომისიამ უნდა გააკონტროლოს თავისი საქმიანობა და მართლმსაჯულებაში არ უნდა ჩაერიოს. მისი თქმით, ამ საქმემ კიდევ ერთხელ დაარწმუნა, რომ როცა საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, საგამოძიებო კომისიის შექმნა არის სახიფათო და რთული გადაწყვეტილება, რადგან შეიძლება გადააბიჯო იმ ზღვარს, რომლითაც მოხდება ჩარევა მართლმსაჯულების სისტემაში.

„ეს მოხდა ამ კომისიის მიერ და არ მინდა დამკვიდრების პრაქტიკა. არ მინდა, რომ ასეთი ისტორია დარჩეს. შემდეგში, როცა საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი დადგება, არ მინდა ასეთი კვალი იყოს დატოვებული. ძალიან გასაფრთხილებელია, როცა სისხლის სამართლის მიმდინარე საქმეზე მიდის მუშაობა, კომისია მანდატს არ უნდა გაცდეს და მართლმსაჯულებაში არ უნდა ჩაერიოს.

ჩვენც ვხედავთ გარკვეულ ხარვეზებს და არის პრობლემები, რომლებიც უფრო ფართო ჭრილში უნდა დავინახოთ. ისეთი ტიპის ქმედება, რომელიც საერთოდ შეცვლიდა სურათს და მკვლელობის მონაწილე სხვა პირებს დაასახელებდა, კომისიას არ მოუპოვებია. ის, რაზეც საუბრობენ ჩვენი ოპონენტები, ეს იქნება ე.წ. ტარი თუ ჯიბეში ხელის ჩაყოფა - ერთია, რომ არ შეიძლება პირის დამნაშავეობაზე საუბარი და მეორე - ეს შეფასებები არის მართლმსაჯულების საგანი“, – განაცხადა ბესელიამ.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია კომისიამ მისი მანდატის ფარგლებში შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება.

„კომისია არ უნდა გასცდეს იმ ფარგლებს, რომელიც დაარღვევს ხელისუფლების დანაწილების პრინციპს. კომისიამ არ უნდა შექმნას ყალბი მოლოდინები, რადგან ეს იქნება კიდევ ერთი ტრავმა როგორც დაზარალებულებისთვის, ისე, ზოგადად, საზოგადოებისთვის. ის რეკომენდაციები, რომელიც არის მომზადებული „ევროპული საქართველოს“ მიერ, არის პირდაპირი კლასიკური მაგალითი, თუ როგორ შეიძლება გადაამეტო საკუთარ უფლებამოსილებას.

შესაძლოა, დიდია ცდუნება, რომ ოპონენტებმა შექმნან ილუზია, თითქოს მათ აღმოაჩინეს ისეთი რამ, რაც ვერ აღმოაჩინა მკვლელის სახით გამოძიებამ ან სასამართლომ. ეს არის უპირველესად კონსტიტუციური პრინციპის დარღვევა. იცით, რომ სააპელაციო სასამართლოში მიმდინარეობს საქმის განხილვა, მიმდინარეობს გამოძიება და მნიშვნელოვანია კომისიამ მართლმსაჯულებას დაუტოვოს თავისი ფუნქცია“, – აღნიშნა ეკა ბესელიამ.

ნანახია - 2901

cugo

2018-09-07 09:19:56

ოთარ კახიძეს
------------
შე ნაძირალა მეცოცხე,შენს ქმედებებში არ არის დანაშაულის ნიშნები?.ზურაბ ადეიშვილი შენს გვერდით კაბინეტში რომ იბარებდა და ძარცვავდა ბიზნესმენებს შენ რატომ არ იღებდი ხმას.შენი უწყება ყალბი პირადობის მოწმობებს რომ ბეჭდავდა და არჩევნებს ტოტალურად აყალბებდა რატომ იყავი ჩუმად.დანაშაულის შეუტყობინებლობა ხომ არის კანონით დასჯადი.თუ არ იცოდი უფრო მეტი დანაშაულია,მაშინ რისთვის იღებდი ხელფასის სახით ხალხის ფულს.დღეს რომ იუსტიციის სამინისტრო და მისი ხელმძღვანელი აკეთებდეს იმას,რასაც თქვენ აკეთებდით,მინინისტრის ერთ-ერთი მოადგილე გამოვიდეს და განაცხადოს არ ვიცოდი ამას რომ აკეთებდნენო,შენთვის მისაღები იქნებოდა?.ანდა მარაზმი არ იქნებოდა ეს ადამიანი შენსავით საგამოძიებო კომისიის წევრი რომ ყოფილიყო.თეა წულუკიანი რომელსაც არაფერი ბრალი არ მიუძღვის ამ საქმეში არ უნდა იყოს მინისტრი და შენისთანა კრიმინალი,რომელიც წლობით ხელს აფარებდა სამინისტროს მაღალჩინოსნების დანაშაულებრივ საქმიანობას პარლამენტში უნდა იჯდეს?.შენ და შენი გუნდის წევრებს არა გაქვთ უფლება სხვისი მკვლელობა გამოიძიოთ.თქვენი თვითონ ხართ მკვლელები.უტიფრობა და ხალხის აბუჩად აგდების მცდელობაა დავით ბაქრაძის დასახელება პრეზიდენტობის კანდიდატად.ადამიანი ხუთი წელი იყო პარლამენტის თავმჯდომარე და ხმას არ იღებდა ადამიანების ხოცვა-ჟლეტაზე,პირიქით მფარველობდა კრიმინალურ ხელისუფლებას.ქვეყნის მეორე პირმა დატოვა ცეცხლში გახვეული ქვეყანა,ასობით დახოცილი ჯარისკაცი,ათასობით უსალკაროდ დარჩენილი მოსახლეობა და საზღვარგარეთ გაიქცა.ასეთი ქვეშაფსია და დეზერტირი ადამიანი როგორ უნდა იყოს ქვეყნის პრეზიდენტი და შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი.რა მხედრული მამაცობისკენ უნდა მოუწოდოს ჯარისკაცებს.ამ კაცის კანდიდატად დასახელებაც კი ქვეყნის სირცხვილი და თავის მოჭრაა.

antoni

2018-09-07 09:58:45

ამ კომისიის შექმნა იმთავითვე შეცდომა და სისულელე იყო; როდის იყო მეცოცხეები საქვეყნო საქმეზე ზრუნავდნენ? ახლაც ეს კომისია ცოცხოსნურ ინტერესებს მოარგეს - კახიძე მერაბიშვილის საკნიდან გაყვანა-არგაყვანას იძიებდა; წულუკიანი მიიყვანეს იმიტომ რომ ასე უნდოდათ და შეკითხვაც კი არ დაუსვამთ; არამყარი საფუძვლებიდან ბაზრის ბაჯი რომ არ იტყვის ისეთ დასკვნებს აკეთებენ ... გამოძიებაში დარღვევები როგორ არ იყო, იყო და ამ დარღვევებზე, მათ მიზეზებზე, არასაკმარის კვალიფიკაციაზე, საკანონმდებლო ცვლილებების აუცილებლობაზე არავინ ლაპარაკობს...

tngh

2018-09-08 14:33:23

სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოში ჯერ კიდევ არიან ადამიანები, რომლებიც სიამოვნებით გახდებოდნენ XX საუკუნის 30-ანი წლების ცნობილი "ტროიკების" მოხალისე წევრები. ისინი ხომ, ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ ეჭვებისა და დასმენების გამო, სრულიად უსაფუძვლოდ "ხვრეტდნენ" საქართველოს ინტელიგენციას. ეხლაც ზოგს იგივე უნდა და ამით იმასაც კი ვერ აცნობიერებენ, რომ უსაფუძვლო ბრალდებებმა შეიძლება მომხდარ ტრაგედიას ახალი უბედურება დაამატოს. სამვდრო-სასიცოცხლოდ, სამუდამოდ გადაკიდოს ერთმანეტს ეს ყმაწვილები...

ფხიზელი

2018-09-09 04:14:51

"სად გაგონილა, რომ მწამებლები იძიებდნენ მკვლელობის საქმეს?!"

https://www.youtube.com/watch?v=tS179F3BAfw

tngh

2018-09-10 10:53:43

საკვირველი ის არის, რომ დაზარალებული მშობელი ყველას მიმართ გამოთქვავს პრეტენზიას, გარდა მოსამართლისა... რომელმაც ბრალდებულის მუხლის შეცვლა მოახდინა და მკვლელობაში ეჭვმიტანილი მკვლელობის მცდელობად გადააკვლიფიცირა... არა და, ყველამ იცის, თუ ვინ არის ის მოსამართლე, როდის მოირგო მანტია და ვინ მოარგო...

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80