"მთაწმინდის ფერდობზე წარწერის „თბილისი“ განთავსება ისტორიულმა საბჭომ არამიზანშეწონილად მიიჩნია "
საზოგადოება

"მთაწმინდის ფერდობზე წარწერის „თბილისი“ განთავსება ისტორიულმა საბჭომ არამიზანშეწონილად მიიჩნია "

"მთაწმინდის ფერდობზე წარწერის „თბილისი“ განთავსება ისტორიულმა საბჭომ არამიზანშეწონილად მიიჩნია "
for.ge

2018-08-31 14:57:43

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, მთაწმინდის ფერდობზე ქართულ-ინგლისური წარწერის „თბილისი“ განთავსების იდეა, მერიასთან არსებულმა ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის საბჭომ არამიზანშეწონილად მიიჩნია.

კახა კალაძის თქმით, დედაქალაქის მერია აღნიშნულ გადაწყვეტილებას ეთანხმება.

„ეს იდეა პროექტ „შენი იდეა ქალაქის მერს“ ფარგლებში იყო მოწოდებული. სხვათაშორის, ძალიან ბევრი წინადადება შემოდის. აქედან ზოგი საინტერესოა, ზოგიერთის განხორციელება კი შეუძლებელია. რაც შეეხება წარწერას, ამის შესახებ მთავრობის სხდომაზეც ვისაუბრე, რომ ჩვენ გვექნებოდა ისტორიულ საბჭოსთან განხილვა, ფერდობის მნიშვნელობიდან გამომდინარე, რამდენად შესაძლებელია მსგავსი წარწერის განთავსება. თუმცა ისტორიულმა საბჭომ ამ პროექტის განხორციელება მიზანშეწონილად არ მიიჩნია. ეს გახლავთ პროფესიონალი ადამიანებისგან შემდგარი საბჭო და მათი რეკომენდაციები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მესმის, რომ მამა დავითის ეკლესიაც არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი. საბჭოს გადაწყვეტილებას ვეთანხმებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

ნანახია - 5772

kolxi

2018-08-31 19:55:04

რა შუაშია მამადავითის ეკლესია, ფერდობზე სხვა ადგილი აღარ არის?

arichopra 2

2018-09-02 16:39:08

წარწერა თბილისის მეორე მხარეს უნდა გაკეთდეს. აი იქ სადაც ლოტკინის და სხვა შემაღ/ლ/ებული ადგილებია. რატომ? იმიტომ რომ მთაწმინდაზე ფუნიკულიორზე ასულმა გაიხედოს, დაინახოს და დარწმუმდეს, რომ მართლა თბილისშია! თან აუცილებლად ინგლისურად დააწერეთ! )

ფარაონი

2018-09-03 02:09:33

არიჩიპრა2 მართალია! ვეთანხმები!
წარწერა „თბილისი“ უნდა გაკეთდეს მხოლოდ ლოტკინზე და სხვაგან არსად.
.--და იცით რატომ?
ყველამ უნდა გაიგოს, რომ ლოტკინი თბილისია!!! თბილისი!!!!!!!!!!!!!
-თორემ კომუნისტების დროს, 70-იანების ბოლოს „ძაღ.ლებმა“ ვაკეში მრგვალ ბაღთან გამაჩერეს და კარგად ტაშხოშიანად მცემეს, რატომ? მხოლოდ იმიტომ რომ, თუ შენ მართლა პატიოსანი ხარ, რა გინდა ვაკეში, ალბათ სამამაძაღლოდ და მოსაპარად ხარ ჩამოსულიო და ისე მონდომებით მირტყამდნენ, თითქოს ზუნტლიანი ზანგი ვიყავი ზანგების კვარტალიდან მანჰეტენზე ჩასული და კანონის ძალით, ლოტკინელებს მტკვრის მარჯვენა ნაპირზე გადასვლა სასტიკად გვეკრძალებოდა.
-.. ტაქსი დიდი ხვეწნა მუდარის შემდეგ, თუ წაგიყვანდა ლოტკინზე და მერე გკითხავდა, „აქედან ქალაქში როგორ ჩავიდეო“, თითქოს გუდამაყარში იყო, მესტიაში, ან შატილში დაიკარგა და ქალაქის გზას ეძებდნენ.
ერთ ძველისძველ სიმღერაშია „„ლოტკინიდან გადმოხედავ, გეგონება ლონდონი““ მიმიქარავს ბომბეი, პეკინი, ტოკიო, სან ფრანცისკო და პარიზი, ჩემი კვამლში და მტვერში ჩაძირული ქალაქი, ეხლაც მთელ დედამიწას სჯობია.
... ეხხ რა დრო იყო და რას ვიფიქრებდი, რომ ამ უბედურებას მოვესწრებოდი. ყველა წავიდ-წამოვედით, ზოგი მიწის ზევით გაფრინდა, ზოგი მიწის ქვევით და ზოგი კი ღმერთმა იცის სად, ძველები აღარ არიან, ჩვენ ადგილზე ეხლა სხვები მოსულან და მაინც, მე თუ მკითხავთ, ის დრო სჯობდა, ნაღდად სჯობდა და იცით რატომ? იმიტომ რომ, ჩემთვის მაშინ იწყებოდა ახალგაზრდობა, იყო პატივისცემა, უფრო მეტი წესრიგი, გაგება, სიყვარული და რაღაც უფრო მეტი, ვიდრე ეს ყველაფერია, ყველა ამაყობდა თავის უბნით და მეც რა თქმა უნდა ვამაყობდი, რომ ლოტკინელი ვიყავი......არა რა, მაშინ უფრო ნაღდი იყო თბილისი და თბილისელობა.

როგორ თქვა ცხონებულმა ოთარ რამიშვილმა, ბავშვობა გავს ნაკადულს, სიყმაწვილე თერგს. სიბერე? მე ვფიქრობ...სიბერე გავს ჯაგლაგ ვირს და ჯორის ნაქნარ ნეხვს.......ადამიანი არ უნდა ბერდებოდეს, იყავი მუდამ ახალგაზრდა, გალიე წლები და ბაც! თანახმა ვარ, ერთ მშვენიერ დღეს დამთავრდეს ყველაფერი, ოღონდ ისიც ძილში, უწვალებლად, აი რა არის ბედნიერება.
თურმე ერთხელ კეისარ კითხეს, „„როგორ სიკვდილს ინატრებდითო““? და იცით რა უპასუხა, მოულოდნელსო.
მოულოდნელი მხოლოდ სივდილი შეიძლება ინატროს კაცმა, სხვა დანარჩენისთვის ნატვრისთვის დრო არ უნდა დაკარგო. რა დროს ნატვრა და ოცნებაა. გაუმარჯოს ნაღდ აწმყოს! იმ წამს, რომელშიც ვიმყოფებით.
წარწერა „თბილისი“ მხოლოდ ლოტკინზე უნდა განთავსდეს, ლო ტკი ნზე ! მარტო იმიტომ, რომ ლოტკინი თბილისი იყო, თბილისი არის და მუდამ იქნება თბილისი ! ! !

arichopra 2

2018-09-03 17:58:14

"ერთ ძველისძველ სიმღერაშია „„ლოტკინიდან გადმოხედავ, გეგონება ლონდონი““ მიმიქარავს ბომბეი, პეკინი, ტოკიო, სან ფრანცისკო და პარიზი, ჩემი კვამლში და მტვერში ჩაძირული ქალაქი, ეხლაც მთელ დედამიწას სჯობია.
... ეხხ რა დრო იყო და რას ვიფიქრებდი, რომ ამ უბედურებას მოვესწრებოდი. ყველა წავიდ-წამოვედით, ზოგი მიწის ზევით გაფრინდა, ზოგი მიწის ქვევით და ზოგი კი ღმერთმა იცის სად, ძველები აღარ არიან, ჩვენ ადგილზე ეხლა სხვები მოსულან და მაინც, მე თუ მკითხავთ, ის დრო სჯობდა, ნაღდად სჯობდა და იცით რატომ? იმიტომ რომ, ჩემთვის მაშინ იწყებოდა ახალგაზრდობა, იყო პატივისცემა, უფრო მეტი წესრიგი, გაგება, სიყვარული და რაღაც უფრო მეტი, ვიდრე ეს ყველაფერია, ყველა ამაყობდა თავის უბნით და მეც რა თქმა უნდა ვამაყობდი, რომ ლოტკინელი ვიყავი......არა რა, მაშინ უფრო ნაღდი იყო თბილისი და თბილისელობა."
ამ სიტყვებისათვის დიდად გმადლობ!

გახსოვს ზოოპარკის შესასვლელში ლომები რომიდგა?! ერთხელ სტუდენტობაში, მაშინ 20 წლისაც არ ვიყავი...თონის პურით, კვერცხით, "ლიუბიტელსკი კალბასით", ჟიულევის ლუდით და 3.60-ით "დატვირთულებმა" მანდ ჩავიარეთ. ნაქირავებ ოთახში მივდიოდით "პური" უნდა გვეჭამა... ))) ხოდა ამ ლოებს პირი ჰქონდათ დაღებული და არ ვიცი რამ წამომიარა, ესენი მშივრები იქნებიან თქო წამოვიძახე და თითო თთო კვერცხი ჩავახალე დაღებულ ხახაში! გამოგვეკიდა მილიცია მაგრამ ვარზის ხევის აღმართში რას დაგვეწეოდა. მოკლედ გადავრჩით, თან ლომებიც დავაპურეთ!

kolxi

2018-09-04 08:22:00

მშვენიერია, ლოტკინზე, ოღონდ ქართულადაც:):)

ფარაონი

2018-09-04 15:07:06

ლომები როგორ არ მახსოვს, შენ (მე ყველაზე ახლობლად ვისაც ვთვლი შენობით მივმართავ, უცხოს თქვენობით, შენობით უფრო ახლოს არის და გემრიელია) რუსთაველზე თუ გახსოვს ლომები რომ იდგა? მაშინ ალბათ 4-5 წლის ვიქნებოდი, დედას ვყავდი წაყვანილი, ოღონდ ვერ ვიხსენებ სად მივდიოდით, პირველად ლომები დავინახე თუ არა, გავიქეცი და შევახტი! 60-ანის ბოლოს.
ყველაზე ლამაზად ბავშვობა მახსენდება, მერე ბევრი რამ ისე არ იყო, როგორც ჩვენ გვინდოდა, ბევრ რამეს შევცვლიდი ცხოვრებას ახლიდან რომ გავდიოდეთ მაგრამ, მთლად ჩვენი ბრალიც არ იყო, ხან ჩვენ ვაშავებდით და ხან დრო და ცხოვრება. უფრო მეტს ალბათ მეორე.

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80