ქვეყნის მასშტაბით ტყეს 63 კომპანია ჩეხავს
ეკონომიკა

ქვეყნის მასშტაბით ტყეს 63 კომპანია ჩეხავს

ქვეყნის მასშტაბით ტყეს 63 კომპანია ჩეხავს
ბექა დანელია

2018-08-20 18:00:21

თანდათან ირკვევა, რომ მსხვილი კომპანიები უფრო მეტ ტყეს ანადგურებენ, ვიდრე მოსახლეობა. არადა, წლების განმავლობაში ხე-ტყის ჩეხვა სწორედ ხალხს ბრალდებოდა და შეშის მოპოვება ლამის ეკოლოგიურ კატასტროფად ფასდებოდა. ბოლო 3 წელიწადში 63 ლიცენზირებულმა კომპანიამ ქვეყნის მასშტაბით 12 მლნ კბ/მ-ზე მეტი ხე მოჭრა.

ენერგეტიკული და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მიზნით მოჭრილი ხის მერქნის სანაცვლოდ ბიზენსკომპანიებმა სახელმწიფო ბიუჯეტში (2018 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით) 3 405 640 ლარი გადაიხადეს. ხის მერქნის მოჭრაზე ტყის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემულ ლიცენზიას 63 კომპანია ფლობს. 2015-18 წლებში კომპანებმა 12 332 360 კუბური მეტრი ხის მერქანი მოჭრეს.

თუ რა რაოდენობის მწვანე საფარი გაანადურეს ბიზნესკომპანიებმა, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების და სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების მიზნით, აღნიშნული ინფორმაცია „კომერსანტმა“ გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან გამოითხოვა.

სტატისტიკამ აჩვენა, რომ 63 ლიცენზიანტიდან ყველაზე მეტი ხის მერქანი 8 კომპანიამ მოჭრა.

ყველაზე მეტი თანხა ხის მერქნის მოჭრისთვის სახელმწიფო ბიუჯეტში „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ გადაიხადა. კომპანიის მიერ მოჭრილმა ხის მერქნის მოცულობამ - 3 313 140 კუბური მეტრი შეადგინა. გადახდილმა თანხამ კი 1 372 696 ლარი.

ხის მერქნის ჭრის სტატისტიკაში მეორეა შპს „კავკასიის სამთო ჯგუფი“. კომპანიამ - 3 645 540 კუბური მეტრი მერქანი მოჭრა და ბიუჯეტში 964 105 ლარი გადაიხადა.

ამ სტატისტიკაში მესამეა სს „სვანეთი ჰიდრო“ - კომპანიამ 1 146 78 კუბური მეტრი ხის მერქანი მოჭრა და ბიუჯეტში გადახდილმა თანხამ - 391 422 ლარი შეადგინა.

მეოთხეა შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანია“. მოჭრილი ხის მერქნის მოცულობამ 1 260 40 კუბური მეტრი, ხოლო გადახდილი თანხა 196 919 ლარია.

მეხუთეა შპს „ენერგო ინვესტი“, რომელმაც 255 კუბური მეტრი მერქანი მოჭრა და ბიუჯეტში 74 673 ლარი გადაიხადა.

ფაქტია, რომ მოსახლეობაზე მეტად ტყეებს მსხვილი ორგანიზაციები ჩეხავენ და მერე ტყეეების განადგურება ხალხს ბრალდება. „მწვანე ალტერნატივას“ თავმჯდომარე მანანა ქოჩლაძე ამბობს, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ტყისა და ხეების მასობრივად გაჩეხვის ფაქტები დიდი კომპანიების მიერ ფიქსირდება, რომლის ნებართვასაც თავად სახელმწიფო გასცემს.

„სვანეთში მიმდინარე პროცესები ერთგვარი საჩვენებელი დასჯა იყო. იმაზე არვინ დავობს, რომ ხე-ტყის უკანონოდ მოპოვება დაუშვებელია, მაგრამ სად არის გაშიფრული ორგანიზებული ჯგუფი, რომელიც ამ რეგიონში წლებია, მუშაობს? როგორ გამოაქვთ ამ ადამიანებს ეს მასალა სვანეთიდან? იქ წლებია, ფინანსთა სამინისტროს ინსპექტორები დგანან, რომლებიც ყველა გამსვლელსა და გამომსვლელს აკონტროლებს. სად მიაქვთ რეალიზაციისთვის გამზადებული მასალა? ვინმემ ის ხალხი დააკავა? დიდი კომპანიები ტყეს და ჩვენს გარემოს რა ზიანს აყენებენ, მათთან მისული სპეცრაზმი ვინმემ ნახა?“, - აცხადებს მანანა ქოჩლაძე.

მისივე თქმით, ხე-ტყის მასობრივი ჩეხვის კუთხით ყველაზე სავალალო მდგომარეობა საქართველოს ხუთ რეგიონშია: სამცხე-ჯავახეთი, თბილისი, ქვემო ქართლი, კახეთი, იმერეთი, სადაც ეკოლოგიური თვალსაზრისით დიდი კატასტროფის წინაშე ვდგავართ.

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანიც ამბობს, რომ საქართველოს ეკოლოგიური პრობლემები გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ეკონომიკური.

„ხე-ტყეს სჭირდება დაცვა და დღევანდელი დღეც ამის დასტურია. ორი კვირის განმავლობაში ჩვენ გამოვავლინეთ დაახლოებით 15 შემთხვევა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ძალიან აქტიურად გააგრძელებს ამ მიმართულებით მუშაობას, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და რასაკვირველია, ყველაფერი იქნება კანონის ფარგლებში“, _ განაცხადა მაჭავარიანმა.

მინისტრის ინფორმაციით, არის ხე-ტყის ყალბი დოკუმენტებით რეალიზაციის ფაქტები. კითხვაზე არიან თუ არა ამ პროცესში დაკავებული თანამდებობის პირები ან იგეგმება თუ არა, მაჭავარიანი ამბობს, რომ განცხადებას საგამოძიებო სამსახური გააკეთებს.

„გლობალ ფორესტ უოჩის“ მონაცემებით კი, 2001-2017 წლებში საქართველოში 9,700 ჰექტარი ტყე გაქრა. ტყის ყველაზე დიდი მოცულობა 2014 წელს გაიჩეხა _ 1,97 ჰექტარი. კვლევა ასევე აჩვენებს, რომ 2017 წელს ტყის მასივი ყველაზე მასშტაბურად 5 რეგიონში შემცირდა, კერძოდ სამცხე-ჯავახეთში - 1,9%, თბილისში - 0,8 %, ქვემო ქართლში - 0,52%, კახეთში - 0,32%, იმერეთში - 0,27%.

ნანახი?- 15835

ფხიზელი

2018-08-20 18:57:50

მადლობა ავტორს, რომ გაასაჯაროვა სიმართლე!

(სიმართლის უცოდინრობას მოსდევს არასწორი მიმართულებით ქვების სროლა!)

macro

2018-08-20 19:35:41

კარგი სტატიაა.
წარმოდგენაც არ მქონდა ამდენ ხე-ტყეს თუ სჭრიდნენ. რამდენჯერმე აღემატება საბჭოთა საქართველოს მონაცემებს. დღევანდელი საქართველო ყველაფრით ჩამორჩება საბჭოთა საქართველოს, მაგრამ რაღაცაში თურმე უსწრებს.
3 მილიონი კუბომეტრი მოჭრაო და ბიუჯეტში ერთი მილიონიც არ გადაუხდია. ამას რა ჰქვია აღარც ვიცი. 3 მილიონი 3000 ჰექტარზე მეტია და მისი ფასი რამდენიმე ასი მილიონია.

ფხიზელი

2018-08-21 05:27:50

12 000 000 : 3 460 640 = 3,47 ლ

ე.ი. 1 კუბურ მეტრ მერქანში გადახდილია 3 ლარი და 47 თეთრი.

ამოცანა გვეკითხება: რა ღირს კუბური მეტრი ხე, რომ იყიდო?

მეგრელი

2018-08-21 07:40:18

მეტი ხის მერქანი 8 კომპანიამ მოჭრა.
---------------------------------

სად არიან რეგისტრირებული ეს კომპანიები.

sofleli

2018-08-21 09:26:58

ფხიზელო, პირიქითაა... 12 მილიონი გაჩეხა და 3 მილიონი გადაიხადა, ანუ კუბურ მეტრში 25 თეთრი... გლეხებს უშლიან შეშის გამოტანას ტყიდან... რომ ამ კომპანიებს კი მილიონებს აკეთებინებენ.. სოფლად მცხოვრებმა თვითეულმა ოჯახმა რომ მოჭრას ყოველწლიურად თითო ხე, მაგდენს 100 წელს ვერ მოჭრიან... თანაც, მოსახლეობისაგან განსხვავებით, ეგენი ძირითადად საღ და ასწლოვან ხეებს ჭრიან... ამიტომაა ამხელა სტიქიური უბედურებები, გვალვა, ასეთი ძლიერი წყალმოვარდნები...

arichopra 2

2018-08-21 16:11:29

ფიცარი ჯერ კიდევ ნედლი - გასაყიდი ფასი 430-500 ლარი. 25 თეთრად მოჭრილ 1 კუბ. მ. ხეს ფიცრად გადასაქცევად დიდი -დიდი 20-50 ლარი დასჭირდეს. ანარჩენი მასალა 10-20%. რაც არ უნდა გაწელ-გამოწელო თვითღირებულება 70 ლარს ვერ გადააჭარბებს! მოგება? 400 ლარი მოგება 420/70=60 ანუ 6000%

serapina

2018-08-21 16:28:39

ჰოდა,იმიტომ მინდა ტელევიზორი ივანიშვილისათვის!

ქუთაისში,ავტოქარხნის ტერიტორიაზე რომ სახერხებია, საგანელიძე და ქალბატონი კობახიძე "პატ/რონობენო"(არ ვიცი,რამდენად მართალია) და სანამ, სპეცნაზებს და რაღაც გულის გასახეთქებს გაუგზავნიდნენ ამ გაღატაკებულ ხალხს(ვითომ თავისი გაჭირვება არ ჰყოფნით),იქნებ ეკითხა ივანიშვილს რა ხდება ქვეყანაში?!

აქ შემოვარდნილი,ერთი(ცხრა ნიკით წერს) დაულაგებელივით, "დავგმოთ პუჭურა" არ მელანდება ნამდვილად...

...მაგრამ მიმდინარე პ/როცესები და პოლიტიკურ-სამართლებრივი ნაბიჯები,ერთმანეთთან შესაბამისობაში არ უნდა იყოს?!

ნუ ახლა,უცხოელი ინვესტორები და საქართველო,ისედაც საკამათო თემაა მაგრამ...
ჯერ "შინვესტორებს" თუ ვინმე მიხედავს,არ იქნება ცუდი აზრი.

ფხიზელი

2018-08-21 17:21:36


sofleli :))

12 რომ გავყოთ 3-ზე, 4 არაა?..
(ყოველ შემთხვევაში, ჩემს ბავშვობაში ასე იყო).
ხოლო 12 მილიონი კუბ.მეტრი, გაყოფილი 3 460 640 ლარზე, კალკულატორს თუ რაიმე დაეჯერება, უდრის 3.46756669-ს (ანუ, დამრგვალებულად - 3 ლარსა და 47 თეთრს).

arichopra 2

2018-08-21 18:09:41

10 კუბ მეტრი რომ დახიო 5 ლარად. 1 კუბ მეტრის დახევა ხომ ეღირება 0.5 ლარი?! ე.ი. რაც იზომება ლარში ის უნდა გაყო იმაზე რაც იზომება კუბ. მეტრებში. იმედია არ მიწყენ ამ ახსნა განმარტებას?! რაც არ უნდა იყოს ძალიან დიდი ხნის წინად მასწავლებლად ვარ ნამუშევარი.

ფხიზელი

2018-08-21 19:10:16

arichopra 2,
რა თქმა უნდა, არ გიწყენ, პირიქით, მადლობელი ვარ!
მივხვდი, რომ ელემენტარული შეცდომა დამიშვია - უკუღმა უნდა გამეყო:)))
ოღონდ, მივიღებთ არა 25 თეთრს არამედ 29-ს.
ე.ი. თითოეულ კუბმეტრში გადახდილი აქვთ 29 თეთრი!


ფხიზელი

2018-08-21 19:41:48

და ვინ დაადგინა ეს ფასი?
სად წერია, რომ კუბური მეტრი 29 თეთრი უნდა ღირდესო?!

მსოფლიოში არსებობს რაიმე მსგავსი ბიზნესი, სადაც ნედლეულს 29 ცენტად იძენ და მერე 400 დოლარად ყიდი?

arichopra 2

2018-08-21 21:47:21

https://www.youtube.com/watch?v=mgKWhgpA-OY

serapina

2018-08-22 00:41:46

http://reginfo.ge/politics/item/312-rogor-izrdeboda-sus-is-uprosis-moadgilis-ojaxis-qoneba-da-shemosavlebi

რეგისტრაცი?/p>

დახურვ?/span>
სახელი:

პაროლი:

გაიმეორე?პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80