რუსეთი შეიძლება ტერორიზმის სპონსორთა სიაში აღმოჩნდეს
დაიჯესტი

რუსეთი შეიძლება ტერორიზმის სპონსორთა სიაში აღმოჩნდეს

რუსეთი შეიძლება ტერორიზმის სპონსორთა სიაში აღმოჩნდეს
imedinews.ge

2018-08-10 19:25:11

2 აგვისტოს ამერიკელი კონგრესმენების ჯგუფმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტი წარადგინა, რასაც რუსეთის ფედერაციის ტერორიზმის სპონსორად აღიარება შეიძლება მოჰყვეს.

კანონპროექტის ავტორები რუსეთის ფედერაციას ერთდროულად რამდენიმე ბრალდებას უყენებენ. სენატორ კორი გარდნერს მიაჩნია, რომ რუსეთი ტერორიზმის სპონსორად უნდა აღიარონ უკრაინაში ინტერვენციის, სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადის მხარდაჭერის, ამერიკულ არჩევნებში ჩარევის და სოლსბერიში ქიმიური იარაღის გამოყენების გამო. წარმომადგენლობითი პალატის წევრი მაიკ კოფმენი ხაზს უსვამს რუსეთის მხრიდან უკრაინაში დესტაბილიზაციის მცდელობას, მალაიზიური „ბოინგის“ ჩამოგდებას და „სამხედრო ძალების ფარულად გამოყენებას“.

ტერორზმის სპონსორებად ის ქვეყნები მიიჩნევიან, რომლებიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, თავიანთი ქმედებებით საერთაშორისო ტერორიზმს მხარს უჭერენ. მათ წინააღმდეგ სხვადასხვა სახის სანქციები მოქმედებს, დაწყებული ეკონომიკური და ფინანსური სანქციებიდან დასრულებული იარაღით მომარაგების აკრძალვასა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტზე გამკაცრებული კონტროლით.

რაც შეეხება იმას, თუ რა კრიტერიუმები არსებობს ამ სიაში მოსახვედრად, ერთადერთი მკაფიო კრიტერიუმი დაახლოებით ასეთია: აშშ-ის ხელისუფლებამ უნდა მიიჩნიოს, რომ ამა თუ იმ ქვეყნის მთავრობამ „არაერთხელ დაუჭირა მხარი საერთაშორისო ტერორიზმის აქტებს“. ექსპერტების თქმით, გადაწყვეტილება დიდწილად დამოკიდებულია პოლიტიკურ და დიპლომატიურ კონტექსტზე. დღევანდელ დღეს აშშ ტერორიზმის სპონსორებად 4 ქვეყანას მიიჩნევს: ირანს, ჩრდილოეთ კორეას, სირიას და სუდანს.

ქვეყნის აღიარება სახელმწიფო დეპარტამენტის პრეროგატივაა, მაგრამ კონგრესი აიძულებს ამ უწყებას რუსეთთან დაკავშირებით თავისი პოზიცია გამოხატოს. კანონის ამოქმედებიდან 90 დღის განმავლობაში ამერიკის საგარეოპოლიტიკურმა უწყებამ უნდა გადაწყვიტოს, მიიჩნევს თუ არა რუსეთს ტერორიზმის სპონსორად. სახელმწიფო დეპარტამენტმა თავისი პოზიცია საჯარო ანგარიშში უნდა დაასაბუთოს, რომლის გასაიდუმლოება მხოლოდ ნაწილობრივ შეიძლება. ასე მოხდა 2017 წელს ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებით. კონგრესმენებმა აიძულეს სახელმწიფო დეპარტამენტი გამოძიება ჩაეტარებინა და ჩრდილოეთ კორეა ხელახლა შეიყვანეს ტერორიზმის სპონსორი-ქვეყნების სიაში.

საქმე ის არის, რომ ამ სიიდან ქვეყნის ამოღება შეიძლება, მაგრამ ამისთვის დამატებითი კრიტერიუმებია საჭირო. კერძოდ, ქვეყანაში ფუნდამენტური ცვლილებები უნდა მოხდეს - შეიცვალოს ხელისუფლება და პოლიტიკა; მთავრობამ უნდა შეწყვიტოს საერთაშორისო ტერორიზმის აქტების მხარდაჭერა (ნახევარი წლის განმავლობაში მაინც); მთავრობამ უნდა წარადგინოს გარანტიები, რომ მომავალში არ დაუჭერს მხარს საერთაშორისო ტერორიზმის აქტებს.

აღიარებენ თუ არა რუსეთის ფედერაციას ტერორიზმის სპონსორ ქვეყნად ჯერ უცნობია. ბოლო სამი თვის განმავლობაში ეს უკვე მეოთხე კანონპროექტია, რომელშიც ამერიკელი კონგრესმენები სახელმწიფო დეპარტამენტს რუსეთის ტერორისტთა სპონსორების სიაში შეყვანის საკითხის განხილვას სთხოვენ. ჯერჯერობით კანონის ძალა არცერთს არ შეუძენია.

ნანახი?- 237

რეგისტრაცი?/p>

დახურვ?/span>
სახელი:

პაროლი:

გაიმეორე?პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80