ირმის ნახტომს გარს უვლის უცნაური, ციცქნა გალაქტიკა, რომელიც არავინ იცის, საიდან მოვიდა
სხვადასხვა

ირმის ნახტომს გარს უვლის უცნაური, ციცქნა გალაქტიკა, რომელიც არავინ იცის, საიდან მოვიდა

ირმის ნახტომს გარს უვლის უცნაური, ციცქნა გალაქტიკა, რომელიც არავინ იცის, საიდან მოვიდა
1tv.ge

2018-08-10 18:29:22

ახლომდებარე კოსმოსში არსებული გალაქტიკა, სახელად Segue 1 საკმაოდ უცნაურია. ის ძალიან პატარა და მკრთალია. არის ირმის ნახტომთან საკმაოდ ახლოს და არავინ იცის, საიდან მოხვდა ის იქ.

მაგრამ ამჯერად, პირველად ისტორიაში, ასტრონომებმა დიდი სიზუსტით გაზომეს მისი მოძრაობა და გარკვეულ დასკვნებამდეც მივიდნენ.

ირმის ნახტომს დიდი „ძმა“ ჰყავდა, რომელიც ანდრომედამ შეჭამა - ახალი კვლევა საინტერესოა, კონკრეტულად რას წარმოადგენს გალაქტიკა Segue 1? ბოლო ათწლეულში ტელესკოპების ტექნოლოგია იმდენად გაუმჯობესდა, რომ მათ უკვე პატარა, ახალი კლასის გალაქტიკების შემჩნევაც შეუძლიათ. ისინი ძალიან კომპაქტურები არიან და ზომით სფეროსებრ ვარსკვლავთგროვასა და ჯუჯა გალაქტიკებს შორის მერყეობენ.

მათ ულტრამკრთალ სფეროსებრ ჯუჯა გალაქტიკებს უწოდებენ. Segue 1 2006 წელს, პროგრამა Sloan Digital Sky Survey-ს მონაცემების საშუალებით აღმოაჩინეს.

გადავსებულია ბებერი, სამყაროს ადრეული ეპოქის ვარსკვლავებით. აქვს მეტალის დაბალი შემცველობა, რაც კარგად მოდის შესაბამისობაში ძალიან ძველ ობიექტთან. მეტალები სამყაროში მანამ არ ვრცელდებოდა, სანამ ვარსკვლავთა ორი თაობა სუპერნოვად აფეთქდებოდა — მძიმე ელემენტები სწორედ გიგანტური ვარსკვლავების სიკვდილისას გამოიჭედება.

Segue 1-ის სიკაშკაშე მზისას მხოლოდ 300-ჯერ აღემატება, რაც გაცილებით დაბალია, ვიდრე ტიპური სფეროსებრი ვარსკვლავთგროვისა. თავდაპირველად, Segue 1 სწორედ ასეთი გროვა ეგონათ.

როგორ გამოიყურება ირმის ნახტომის ცენტრი - ახალმა ტელესკოპმა უპრეცედენტო ფოტო გადაიღო


სინამდვილეში, ასტრონომები დღემდე ბოლომდე დარწმუმებულნი არ არიან, რომ ის სფეროსებრი გროვა არ არის — განსხვავება იმალება ამ ორი ობიექტის წარმოქმნის ისტორიაში.

იმის გასარკვევად, Segue 1 გალაქტიკაა თუ სფეროსებრი ვარსკვლავთგროვა, მკვლევართა ჯგუფს თავდაპირველად უნდა სცოდნოდა, საიდან მოვიდა ის და როგორ მოახერხა, რომ ირმის ნახტომს გარს უვლის მხოლოდ 75 000 სინათლის წლის მანძილიდან.

Sloan Digital Sky Survey-სა და Large Binocular Camera-ს მიერ ათი წლის განმავლობაში შეგროვებული მონაცემების საფუძველზე, მკვლევრებმა Segue 1-ს მოძრაობა შეისწავლეს. აღმოჩნდა, რომ ის ირმის ნახტომს გარს უვლის ყოველ 600 მილიონ წელიწადში ერთხელ.

ეს მანძილი მართლაც ძალიან მცირეა. მაგრამ ამავე დროს მაინც შორია, რათა Segue 1 ირმის ნახტომის მიერ გრავიტაციულად დაფლეთილი, ანუ აწეწილ-დაწეწილი ვარსკვლავთგროვა იყოს.

შედეგად, ის უფრო მეტად გალაქტიკების კატეგორიაში უნდა მოთავსდეს, რაც მხარს უჭერს წინა აღმოჩენას, რომლის მიხედვითაც, მაშინაც კი, თუ გალაქტიკას დაბალი მეტალიანობა აქვს, მასში მაინც მნიშვნელოვანი ოდენობითაა გავრცელებული რკინა. სფეროსებრ ვარსკვლავთგროვებში კი მდგომარეობა ასეთი არ არის.

მილიარდობით წლის წინ, ირმის ნახტომი „სოსისის გალაქტიკას“ შეეჯახა - ახალი კვლევა


მსგავსი: მილიარდობით წლის წინ, ირმის ნახტომი „სოსისის...

საინტერესოა, როგორ მოხვდა ის თავის ამჟამინდელ ადგილას? ეს ამბავი ჯერ ბოლომდე გარკვეული არ არის, მაგრამ მკვლევრები ორ შესაძლო სცენარს განიხილავენ.

ამ ორიდან უფრო ნაკლებად სავარაუდო ვარიანტის მიხედვით, Segue 1 სხვა გალაქტიკის თანამგზავრი უნდა ყოფილიყო. ეს გალაქტიკა 12 მილიარდი წლის წინ ირმის ნახტომს უნდა შეჯახებოდა და Segue 1-ს ჩვენი გალაქტიკის გარშემო დაეწყო მოძრაობა.

ცნობილია, რომ ასეთი რამ შესაძლებელია — წარსულში ირმის ნახტომს მართლაც არაერთი სხვა გალაქტიკა შეჯახებია და შერწყმია, რასაც ასტრონომები შეჯახებათა მიერ დატოვებული ჭავლების საფუძველზე ამტკიცებენ.

Segue 1-ის ორბიტა ასტრონომთათვის ცნობილ არც ერთ ასეთ შეჯახებასთან არ მოდის შესაბამისობაში, მაგრამ სრულიად შესაძლებელია, რომ ასტრონომებს ეს კონკრეტული მოვლენა ჯერ აღმოჩენილიც არ ჰქონდეთ.

მეორე სცენარის მიხედვით, რომელსაც მკვლევრები უფრო მეტად უჭერენ მხარს და 75 პროცენტიან ალბათობასაც ანიჭებენ — Segue 1 კოსმოსში დახეტიალობდა, თავისთვის იყო მაგრამ ერთ მშვენიერ დღესაც, 8 მილიარდი წლის წინ, ის ირმის ნახტომმა დაიჭირა და თავის გარშემო მოძრაობა დააწყებინა.

Segue 1-ს უფრო დეტალური მახასიათებლები შემდგომი დაკვირვებებისა და ანალიზების შემდეგ გაირკვევა, მაგრამ ამ დროისთვის, ის ნამდვილად ინარჩუნებს ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე უცნაური მეზობელი გალაქტიკის სტატუსს.

ნანახი?- 258

ფხიზელი

2018-08-10 19:30:44

???
ასტრონომია ისეთი ციფრებით გველაპარაკება, ვერ გაიგებ, სად გადის ზღვარი ფაქტსა და ფანტაზიას შორის:

"ირმის ნახტომს გარს უვლის მხოლოდ 75 000 სინათლის წლის მანძილიდან."
?
როგორ მაინტერესებს, 75.000 სინათლის წლის წინანდელ საბუთებში არ აღმოჩნდა დარეგისტრირებული თუ როგორ გაარკვიეს? :)

ფხიზელი

2018-08-10 19:39:54

"Segue 1 კოსმოსში დახეტიალობდა, თავისთვის იყო მაგრამ ერთ მშვენიერ დღესაც, 8 მილიარდი წლის წინ, ის ირმის ნახტომმა დაიჭირა და თავის გარშემო მოძრაობა დააწყებინა."
:)
ა, "ირმის ნახტომის" აგრესიის მსხვერპლი!.. რატომ დუმს ნინო ლომჯარია?

kolxi

2018-08-11 07:10:18

:):)

რეგისტრაცი?/p>

დახურვ?/span>
სახელი:

პაროლი:

გაიმეორე?პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80