ისრაელისა და პალესტინის სადავო რეგიონს ათასობით ნიანგი შეესია

გაუფრთხილდი თავს

ნარკოტიკი კლავს!

გაუფრთხილდი სხვას

სხვადასხვა

ისრაელისა და პალესტინის სადავო რეგიონს ათასობით ნიანგი შეესია

ისრაელისა და პალესტინის სადავო რეგიონს ათასობით ნიანგი შეესია
imedinews.ge

2018-08-10 14:20:17

მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირს, რომელზეც ორი სახელმწიფო, - ისრაელი და პალესტინა დავობს, ათასობით ნიანგი შეესია. ამის შესახებ Dailymail-ი წერს. 

გაეროს მირ მიღებული პალესტინის გაყოფის გეგმის მიხედვით, მდინარის დასავლეთ სანაპიროს უდიდესი ნაწილი განკუთვნილია პალესტინის არაბული სახელმწიფოსათვის, თუმცა ამჟამად ისრაელის კონტროლის ქვეშაა. ჯერჯერობით, სადავოა, რომელ სახელმწიფოს ეკუთვნის ის, მაგრამ, როგორც ჩანს, ნიანგები ასეთ საზღვრებს არ ცნობენ. 

ეს ნიანგები 1990-იან წლებში ისრაელმა იყიდა, - ტურისტების მიზიდვის მიზნით, თუმცა გეგმამ არ გაამართლა და ნიანგებმა ტურისტები ვერ დააინტერესა. ამის შემდეგ ისინი ისრაელელმა ბიზნესმენმა, გადი ბიტონმა იყიდა. მას ნიანგების გაყიდვა ან მათი ტყავით ვაჭრობის დაწყება სურდა, თუმცა ესეც ვერ განახორციელა, რადგან ისრაელმა 2012 წელს მიიღო კანონი, რომლითაც ნიანგები დაცულ ცხოველებად აღიარეს და მისი გაყიდვა ტყავის, საკვების ან რაიმე ნაკეთობებისთვის, აკრძალა. 

ნიანგებს, რომელთაგანაც, ზოგის ასაკი 70 წლამდეც აღწევს, კვლავ აქვთ რეპროდუქციის უნარი.

ადგილობრივები შიშობენ, რომ შეიძლება წყლიდან ამოვიდნენ და პალესტინელებს საფრთხე შეუქმნან. 

ნანახია - 205

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80