თურქეთი ღრმა ეკონომიკურ კრიზისშია, ქართველი ემიგრანტები გასაქცევად ემზადებიან
საზოგადოება

თურქეთი ღრმა ეკონომიკურ კრიზისშია, ქართველი ემიგრანტები გასაქცევად ემზადებიან

თურქეთი ღრმა ეკონომიკურ კრიზისშია, ქართველი ემიგრანტები გასაქცევად ემზადებიან
ბექა დანელია

2018-08-09 17:57:11

თურქეთში დევალვაცია და ინფლაცია მძვინვარებს. ლირა მკვეთრად ეცემა, ფასები მაღლა მიიწევს, ქვეყანაში კი ეკონომიკური კრიზისია. საკმაოდ რთულ მდგომარეობაში არიან ის ქართველები, რომლებიც წლების განმავლობაში მეზობელ ქვეყანაში სამუშაოდ არიან წასულნი. ისინი ამბობენ, რომ თურქეთში დარჩენას აზრი არ აქვს, ამიტომ ქვეყნის დატოვებას და ევროპაში გადაბარგებას აპირებენ. ზოგიერთი სამშობლოში დაბრუნებაზეც ფიქრობს.

თურქული ლირა დოლარის მიმართ რეკორდულად გაუფასურდა. მიზეზი ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილება გახდა, რომლის მიხედვითაც, ტრამპის ადმინისტრაცია გეგმავს გადახედოს გადაწყვეტილებას თურქული პროდუქციის ამერიკის ბაზარზე საბაჟო ნებართვის გარეშე შეტანასთან დაკავშირებით.

სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, გადაწყვეტილებამ თურქული ექსპორტი, შესაძლოა, 1.7 მილიარდი დოლარით აზარალოს.

თავის მხრივ, ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება თურქეთისთვის საპასუხო გამოდგა, რადგან წინა კვირას ოფიციალურმა ანკარამ ამერიკულ პროდუქციაზე ტარიფები გაზარდა. ამ ნაბიჯს კი წინ ალუმინსა და ფოლადის იმპორტზე ტრამპის მიერ გაზრდილი გადასახადები უძღვოდა.

თურქული ლირა დოლართან მიმართებით მარტო ბოლო 1 თვეში 11%-ით გაუფასურდა, ორშაბათს კი მეზობელი ვალუტა კიდევ 5%-ით დაეცა, რაც ერთ დღეში ყველაზე დიდი გაუფასურება აღმოჩნდა. ამჟმად 1 დოლარი 5.30 ლირის ფარგლებში ღირს.

ბოლო ერთი თვის განმავლობაში თურქული ვალუტა თავბრუდამხვევი სისწრაფით უფასურდება და 4.80-დან 5.30-მდე ავიდა. კიდევ უფრო შემაშფოთებელია 2018 წლის მონაცემები. 2018 წლის იანვრის დასაწყისში 1 დოლარი მხოლოდ 3,73 ლირას უტოლდებოდა, 7 თვეში კი მან 43%-იანი დევალვაცია განიცადა.

ელვისებურ გაუფასურებას თან სდევს ინფლაციაც, რომელმაც ივლისში 12%-ს მიაღწია. მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი მწარმოებელი ქვეყანაა, სამომხმარებლო ბაზრის სტაბილურობისთვის ეს საკმარისი არ არის.

ლირის გაუფასურებამ საკმაოდ რთულ მდგომარეობაში ჩააყენა

თურქეთში დასაქმებული ის ქართველები, რომლებიც ანაზღაურებას ეროვნულ ვალუტაში იღებენ. შრომითი ემიგრანტები ამბობენ, რომ მუშაობის გაგრძელებას აზრი არ აქვს. ნაწილი სამშობლოში დაბრუნებას, ნაწილი კი ევროპაში გადასვლისთვის ემზადება. როგორც თურქეთში დასაქმებული ქართველები აცხადებენ, ნაწილმა თურქეთი უკვე დატოვა და სამუშაოდ საბერძნეთში, პოლონეთსა და იტალიაში გადავიდა.

„აზრი არ აქვს აქ დარჩენას, ლირა ყოველდღე უფასურდება. რომ ჩამოვედი 1 500 ლირა მქონდა ხელფასი, ეს დაახლოებით 1100 ლარი იყო, ახლა 700 ლარია. ამიტომ, გადავწყვიტე, რომ საქართველოში დავბრუნდე“, - უთხრა „ბიზნესპრესნიუსს“ თურქეთში დასაქმებულმა ერთ-ერთმა ქართველმა.

„გაკუპონებულ ლირაზე მუშაობას აზრი აღარ აქვს. უკვე დავიწყე საბუთების მზადება და სამუშაოდ, ალბათ, იტალიაში გადავალ. სხვა გზა აღარ არის, აქაურ ფულს ძალა აღარ აქვს“, - განაცხადა კიდევ ერთმა ქართველმა.

ლირის გაუფასურება ნაკლებად მძიმედ აისახა იმ დასაქმებულ ქართველებზე, რომლებსაც ხელფასი დოლარში აქვთ, თუმცა მათი რაოდენობა შედარებით მცირეა.

ნანახი?- 7106

arichopra 2

2018-08-09 19:18:09

ვაშაძე - რაც შეეხება რუსეთის პასპორტის დათმობას, რუსეთის მოქალაქეობას - საერთოდ, რუსეთი არის ჩემი ცხოვრების შემადგენელი ნაწილი, არ აქვს მნიშვნელობა, მე ჯიბეში რუსეთის პასპორტი მედება თუ არა. მე დარწმუნებული ვარ, ოდესმე, უკვე როგორც მარტო საქართველოს მოქალაქე, აუცილებლად ჩავალ მოსკოვში. სიმართლე გითხრათ, არავისი აზრი არ მაინტერესებს ამ საკითხთან მიმართებაში. საერთოდ, რაც შეეხება ჩემს პირად ცხოვრებას, არავისი აზრი არ მაინტერესებს“, - განაცხადა ვაშაძემ.
ვერ გავიგე, საქართველოს პრზიდნტი შეიძლება იყოს ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქე?!!

Munji

2018-08-09 20:01:00

გააჩნია, რომელი პარტიის წევრი ხარ!
თუ ნაცი ხარ (თუნდაც გადაღებილი) - პრობლემა არ არის!
თუ რომელიმე სხვა პარტიას ეკუთვნი, მოქალაქობა კი არა, ლომონოსოვში მიღებული დიპლომიც სამარცხვინოა და არაპატრიოტობის უტყუარი საბუთი!

arichopra 2

2018-08-09 21:02:11

საერთოდ, რუსეთის მოქალაქეს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებშში მონაწილეობის უფლება ნამდვილად აქვს? ვინმე კომპეტენტური პირი არ ხართ ეს რომ განმარტოთ კანონის საფუძველზე?!

Maverick

2018-08-09 22:58:56

ჩოპრა, მაგი ვაშაძე კი არა ეძგვერაძეა, ბარნაბა /ალბათ მოსმენილი გექნება ადრინდელ ქორწილებში ეს სიმღერა/ და რომელ პარტიას ეკუთვნის რაღა მნიშვნელობა აქვს...

Munji, 1000%, გეთანხმები

natali

2018-08-09 22:59:50

ეს წაიკითხეთ-

www.newposts.ge/?l=G&id=181121-ზურაბიშვილი,%20გვარია


მერე ეს-

https://pia.ge/post/218640-salome-zurabisvili-cemtvis-raimes-dabraleba-im-adamianebisgan-romlebmac-cemi-didi-zalisxmevit-gayvanili-rusuli-jarebi-2008-wels-rusets-ukan-semoayvanina-utifrobaa

--

და ბოლოს ეს---თარიღს დახედეთ როდინდელია.


https://www.youtube.com/watch?time_continue=5&v=pyJm4Fa02y4
----

მაინტერესებს რა დასკვნებს გამოიტანთ.

Maverick

2018-08-09 23:02:56

ჩოპრა,
საერთოდ, რუსეთის მოქალაქეს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებშში მონაწილეობის უფლება ნამდვილად აქვს? ვინმე კომპეტენტური პირი არ ხართ ეს რომ განმარტოთ კანონის საფუძველზე?!

-------------

მაგ შეკითხვაზე კონკრეტულ პასუხს ვერცერთი კონსტუტუციონისტი ვერ გაგცემს, მხოლოდ უყბოდ გამცნობენ "გააჩნია რა შემთხვევაში"-ო /კ/ფ "ღიმილის ბიჭები"/

Maverick

2018-08-09 23:17:45

ნატალი, მაგ თემაზე წუხელ დაპოსტე:

Maverick2018-08-09 02:32:00 http://www.for.ge/view.php?for_id=54256&cat=3
აგერ, როგორმე სალომე ზურაბიშვილი ჩაძირონ და ქოცნების ელიტარულ პარლამენტარებს ბატონებს მ. მდინარაძეს და ა. თალაკვაძეს, დასავლეთის ორიენტაციის უპირობო მიმდევრებს, მიუხედავად ტალიავინის დასკვნისა, ერთპიროვნულად მიაჩნიათ რომ ომი რუსეთმა დაიწყო, ე.ი დასავლეთს, ევროსასამართლოს, ვენეციის საკონსტიტუციო გურუებს, ევროპარლამენტს როგორც ამ ბატონებს სურთ, ისე წარმოაჩენენ, თუ ჭირდებათ ქალწულებრივ კდემამოსილებით შემოსავენ და თუ დაჭირდათ ორღობის და ხურდა ფულების მეძავის მანტიას მოარგებენ.

აი რა არის "წმინდა" მიხეილის კლასის კურსდამთავრებულთა კრედო!

აფსუს, კვლავ ორმაგი სტანდატი...

serapina

2018-08-10 00:24:37

ადრეც დავწერე აქ,ვისაც გახსოვთ...
1998 წელს(მანამდე და იმის მერე არ ვიცი), პატივცემული ვაშაძე კერძო ლექციებს ატარებდა სახლში,მოსკოვში... ქართველი ახალგაზრდებისათვის.
ერთმა ქართველმა თქვა საუბარში და რატომღაც აღარ ჩავეძიე...
საინტერესო ამბებს გვიყვებაო...
მართლა საინტერესოა,რატომ იღ/ლიდა თავს სამსახურიდან მისული ვაშაძე,ქართველი ახალგაზრდებუსათვის?!

არ უქნია გამჩენს,ეს ჩვენი ჟურნალისტები თორემ... მართლა საინტერესო საკითხია.
..თორემ ყველა,ყრუსთავი2-ით გამოთაყვანებული ქართველი სალომე ზურაბიშვილს "დასცინის"... ამ დროს,თავად საქართველოში დაბადებულ-გაზრდილები,იმდენ ქართულს ვერ ახერხებენ,რომ გასაგებად ისაუბრონ...

ფხიზელი

2018-08-10 01:14:07

serapina,

მე არ ვიცი, ქალბატონმა სალომემ ქართულად აიდგა ენა თუ ფრანგულად... მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ ბავშვობაც, ახალგაზრდობაც და განვლილი ცხოვრების უდიდესი ნაწილიც ფრანგულენოვან გარემოში გაატარა, ქართული ენა მას ნასწავლი(!) აქვს (როგორც, ვთქვათ, სვანეთში დაბადებულ სვანებს).
მაგრამ მან მოკლე დროში დასძლია ამ ენის სირთულე და ძალიან მეეჭვება, რომ ისინი, ვინც ზურაბიშვილს უწუნებენ ქართულს, უკეთესად საუბრობდნენ რომელიმე იმ უცხო ენაზე, რომლის ცოდნითაც ასე ყელყელაობენ ხოლმე!

serapina

2018-08-10 01:32:01

ფხიზელი,
ეს, რა კატეგორიის ხალხია იცი?!
5 წელი რომ უკვე გერმანიაში არიან და ორ წინადადებას ვერ აბამენ თავს!

საერთოდ,რამდენი უწიგნური გვყოლია,ამ ევროპაში უფრო საშინლად გამოჩნდა...
ნუ,წიგნიერებაზე არც ჩემი ევროპელები იკლავენ თავს მაგრამ... ჩვენ,ასე არ ვიყავით.

სხვისი შრომის უპატივცემულობა,უგნურების კიდევ ერთი დასტურია. მე პირადად,ისიც გამიკვირდა, ზურაბიშვილმა რომ ქართული იცოდა...
ახლანდელი "ევროპელი ქართველების" შვილებმა ქართული იშვიათად იციან... და მერე,ღამურებივით ემართებათ.




natali

2018-08-10 01:34:48

reportiori.ge/inside.php?menuid=66&id=77644


ფხიზელი

2018-08-10 01:56:03

natali,
შენს მიერ დადებულ ყველა ლინკზე ჩემს კომპიუტერს ერთი პასუხი აქვს: did not match any documents.
რატომ?

saqartvelo20

2018-08-10 02:00:30

ნატალი

antoni

2018-08-10 12:12:23

რა ჭირიც ჩვენ 6 წლის წინ მოვიშორეთ, თურქეთში ახლა მძვინვარებს. ოღონდ ის სააკაშვილზე "გაბარიტიანი" გარეკილი ჩანს

ფხიზელი

2018-08-10 16:41:43

antoni,
როგორც ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ დაერივნენ დასავლეთში განათლებამიღებულ ხალხს რუსეთში და კაპტალისტების აგენტებად შერაცხულთ, მასობრივად ყრიდნენ სამსახურებიდან და აპატიმრებდნენ, რაღაც ეგეთი პროცესები მიდის ამჟამად თურქეთში - იგივე ბრალდებებით... (ეტჸობა, ერდოღანი ახლახან გაეცნო ბოლშევიკური რუსეთის ისტორიას:))
77 ათასი ჰყოლია უკვე დაპატიმრებული...
77 000 შეთქმული - ძალიან ძნელად წარმომიდგენია!..

asdf961

2018-08-10 17:09:48

ერდოღანმა ბოლოსწინა არჩევნების შედეგები რომ არ მოეწონა, საერთოდ გააუქმა ჩატარებული არჩევნები და 1 თვეში ახალ არჩევნები ჩაატარა

asdf961

2018-08-10 17:10:24

ერდოღანმა ბოლოსწინა არჩევნების შედეგები რომ არ მოეწონა, საერთოდ გააუქმა ჩატარებული არჩევნები და 1 თვეში ახალ არჩევნები ჩაატარა

ფხიზელი

2018-08-10 17:59:37

:)))
"არ მოეწონა" - კაია!
აბა, რა? იმდენჯერ უნდა ჩაატარო, სანამ შენი მოსაწონი შედეგი არ დაიდება!
მოკლედ, ნამდვილი სულთანია...

saqartvelo20

2018-08-11 02:26:15

ნატალი აქ,სალომე პრეზიდენტად.

natali

2018-08-11 17:37:44

რატომ აქ? "იქ" ვერ გავამართლებ?:))))

ააა ბატონო-"კახა კუკავა პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს"


რამდენია დაფინანსება? მეც ძალიან მჭირდება ფული.ხოდა თქვენგან მხოლოდ ხელის მოწერა მჭირდება კანდიდატად რომ დავრეგისტრიტდე. ხმა ვისაც გინდა იმას მიეცით.მთავარია ხელი მომიწეროთ და დავრეგისტრირდე. ხვალე უნდ აგავიდე ქუჩაში ტრანსფარანტით- მჭირდება ფული და გთხოვთ მომიწეროთ ხელი რათა დავრეგისტრირდე კანდიდატად. :)))

ისე რამაგარი იქნება ვისაც ფული სჭირდება, ყველა რომ გამოვიდეთ და ერთმანეთს მოვუწეროთ ხელი:))))) ეუფ! რამდენი კანდიდატი ვიქნებიიითთთ:)))))))

ფხიზელი

2018-08-12 02:07:28

natali
:)))))))))))))

arichopra 2

2018-08-12 10:18:59

ისე რა მაგარია არა, ორი ვაშაძე პრეზიდენტობის კანდიდატად, ორივე ფაქტიურად ნაცმოძრაობიდან?! ვაშაა!

arichopra 2

2018-08-12 10:22:11

საინტერესოა ბატ. ბატიაშვილი განათლების მინისტრად გვარის გამო დანიშნეს?!

saqartvelo20

2018-08-12 14:34:45

ნატალი ცელქი და საყვარელიც ხარ ალბათ

natali

2018-08-12 15:44:02

saqartvelo20
გააჩნია ვისთვის:))))))

saqartvelo20

2018-08-12 19:47:40

ნატალიკო

asdf961

2018-08-13 08:33:50


რამდენს ვკამათობთ ხალხო, თუ ვინ დაიწყო ომი?! მოდი ვკითხოთ თვითონ პუტინს:

https://youtu.be/WsCvWBnOiW0

ეგ კითხვა არის ნაცბოზბანდის მოგონილი იმის მაგიერ, რომ ვკითხულობდეთ, თუ ვინ და როგორ დავსაჯოთ ქვეყნის ღალატისთვის.


როცა ნაცბოზბანდელები უყურებენ ამ უაზრო კამათს, ალბათ დაგვცინიან, როგორ გავაცურეთ ხალხის.

natali

2018-08-13 12:13:09

https://imedinews.ge/ge/interview/224/ra-gegmebi-aqvs-saprezidento-archevnebshi-gamarjvebis-shemtkhvevashi

საინტერესო ინტერვიუა. და ამის მერე ქალბატონი ხათუნა ამბობს სალომე განიარაღებულიაო???:))) ის კი არა, მგონი ძალიანაც შეიარაღებულია:))))

saqartvelo20

2018-08-13 16:47:20

ნატალიკო შენ რით ხარ შეიარაღებული?

natali

2018-08-13 18:24:54

saqartvelo20

რას მერჩით? თქვენს მოსაწონ პოსტებს არ ვდებ?:)) უკაცრავად, დიდი ბოდიში.

ისე კი მე რას დავწერ, ამას მნიშვნელობა არა აქვს. არც არავინ მეკითხება არაფერს. სალომე მაინც გახდება პრეზიდენტი! ასე რომ, სულ ტ/ყ/უილად მიკირკიტებთ:))))

natali

2018-08-13 18:30:05

და საერთოდ...ჩემი აზრით საერთოდ არ გვინდა პრეზიდენტი.

"ცენტრალური საარჩევნო კომისიის 10 აგვისტოს დადგენილების მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებისთვის სახელმწიფოს მიერ 42,667,518 ლარი გამოიყოფა. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსი" წერს."


აქვს კი ამ ღატაკ და მშიერ ქვეყანას ამდენი თანხის გაღების საშუალება???

saqartvelo20

2018-08-13 21:57:45

ნატალიკო მადლობა ღმერთს,რომ საერთოდ არსებობ.

natali

2018-08-14 11:59:38

არაფერს:)))))))))))

saqartvelo20

2018-08-14 13:39:20

ra arafers? ufro sayvareli xar exla

რეგისტრაცი?/p>

დახურვ?/span>
სახელი:

პაროლი:

გაიმეორე?პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80