კარიერული პროტესტი - დაპირისპირება მოსახლეობას, ხელისუფლებას და ბიზნესს შორის
ეკონომიკა

კარიერული პროტესტი - დაპირისპირება მოსახლეობას, ხელისუფლებას და ბიზნესს შორის

კარიერული პროტესტი - დაპირისპირება მოსახლეობას, ხელისუფლებას და ბიზნესს შორის
ბექა დანელია

2018-08-07 20:00:19

სოფელ ლიხაურში აქცია მეოთხე დღეა, გრძელდება. ადგილობრივები მდინარე აჭის წყლიდან ქვიშა-ღორღის გატანას აპროტესტებენ და სოფელში არსებული კარიერების დახურვას ითხოვენ.

ადგილობრივების თქმით, ისტორიულ სოფელში ჩამომავალ მდინარე აჭზე ათეულობით კარიერი ფუნქციონირებს, რაც საფრთხეს უქმნის სოფელს.

მათივე თქმით, ადგილზე კანონის დარღვევით მიმდინარეობს ქვიშა-ღორღის მოპოვება, რაც მდინარეში ღრმულების გაჩენას ხელს უწყობს და საშიშროებას უქმნის ბავშვებს.

„შეწყდეს აჭის წყალზე ინერტული მასალების მოპოვება და სასწრაფოდ გაიყვანონ ტექნიკა. სხვა გზას არ გვიტოვებენ, ავაყირავებთ მათ ტექნიკას და არ მივცემთ უფლებას ჩვენი სოფელს ძირი გამოუთხარონ“, - ამბობენ ლიხაურელები.

სოფლის მოსახლეობა კატეგორიულად მოითხოვს კარიერებმა, რომლებიც სოფელში ჩამომავალ მდინარეზე ფუნქციონირებენ - შეწყვიტონ საქმიანობა. ადგილობრივების თქმით, ამ ეტაპზე მდინარე აჭზე ათეულობით კარიერი ფუნქციონირებს, რაც საფრთხეს უქმნის სოფელს. კანონის დარღვევით ქვიშა-ღორღის მოპოვებამ კი, მდინარეში ღრმულები გააჩინა, რაც საშიშროებას უქმნის ბავშვებს, იღუპება მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი და განადგურების პირასაა აჭის ხეობა.

მოსახლეობის პროტესტზე ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ სპეციალისტების დასკვნას ელოდებიან. ოპოზიცია კი აცხადებს, რომ ხელისუფლება ამ კარიერებს კრიმინალურ ავტორიტეტებს ურიგებს ფულის საშოვნელად და ამით, არჩევნებში დახმარების სანაცვლოდ, მათ ვალს იხდის.

4-დღიან პროტესტს როგორც იქნა გამოეხმაურნენ ხელისუფლებაში. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი არჩილ თალაკვაძე მთავრობას მიმართავს შეჩერდეს მდინარე აჭისწყლის ხეობაში ქვიშა-ხრეშის მოპოვების პროცესი.

„მინდა გამოვეხმაურო ოზურგეთში, სოფელ ლიხაურში, მდინარე აჭისწყლის ხეობაში ინერტული მასალის, ქვიშა-ხრეშის მოპოვების შედეგად წარმოშობილ პრობლემას, რაზეც სოფლად მცხოვრებმა საზოგადოებამ მომმართა.

რამდენადაც შემეძლო შევისწავლე საკითხი და მიმაჩნია, რომ სოფლის მცხოვრებთა პროტესტი სამართლიანია. ინერტული მასალის მოპოვების პროცესში არის არაერთი დარღვევა. მივმართავ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ასევე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიიღონ შესაბამისი ზომები და კანონმდებლობით დადგენილი წესით შეაჩერონ მდინარე აჭისწყლის ხეობაში ქვიშა-ხრეშის მოპოვების პროცესი“, - აღნიშნა თალაკვაძემ.

როგორც ჩანს, თალაკვაძის განცხადება ლაკმუსის ქაღალდი აღმოჩნდა სამინისტროებისთვის. ეკონომიკის სამინისტროს სსიპ წიაღის ეროვნულმა სააგენტომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ხუთი სალიცენზიო ობიექტის შემოწმების შედეგად ორში დარღვევა სწრაფად აღმოაჩინა. შემოწმება-დათვალიერება სწორედ ლიხაურისა და მაკვანეთის მიმდებარედ მდინარე აჭისწყალზე მოხდა.

შემოწმების შედეგად გაირკვა, რომ ორი სუბიექტი სასარგებლო წიაღისეულს წინასწარ შედგენილი წიაღით სარგებლობის საპროექტო დოკუმენტაციის გარეშე მოიპოვებდა, რის გამოც მომზადდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმები და ისინი გადაიგზავნება შესაბამის სასამართლოში.

ნანახი?- 1041

arichopra 2

2018-08-07 21:22:55

ნამდვილად გაგიჟდა სამყაროც, მსოფლიოც, აშშ, რუსეთი,...საქართველოც, ხალხიც, მთავრობაც და პარლამენტიც! კაცო, ის მაგისტრალი რომ გადის, საგზო მაგისტრალი, ავტობანს რომ ეძახით, აი თურქეთ აზერბაიჯანის დამაკავშირებელი, იქ რომ საგზაო სამუშაოები სრულდება, მოზვინვა, რელიეფის გასწორება და სხვა იცით იქ რამდენი ათასი და მილონი კუბური მეტრი ინერტული მასალა ღორღი, ქვიშა და სხვა იხრჯება?! მდინარეს ჩამოაქვს ღორღი და ქვიშა! აბა მდინარის კალაპოტიდან თუ არ ამოვიდა ეს ინერტული მასალა საიდან უნდა მოიტანონ გზის მშენებლებმა?! ჰესი არაო, ხის მოჭრა არაო, ღელეში ხრეშის აღება არაო... აბა რაო ბიძია-ბაბუა, შვილო-შვილიშვილებო?! ხო, რაო?!
ვინ დაგაძალათ მაგ მაგისტრალის მშენებლობა, საქართველოს რაში სჭირდება?! მაინტერესებს ამ გზაზე მოხრიგინე უცხო ქვეყნების ფურებისაგან რაღაც მცირე საგზაო ბაჟს იღებთ?!... მეტი არაა ჩემი მტერი, თქვენ მაგი ვერ მოიფიქროთ?!

ფხიზელი

2018-08-12 02:20:43

სწორია ეს ხალხი: ხრეშს რომ იღებენ მდინარის კალაპოტიდან, ღრმულები ჩნდება, მერე საქონელი იხრჩობა თურმე შიგ, იმიტომ, რომ ძროხების ნახევარმა ცურვაც არ იცის ნორმალურად!

რეგისტრაცი?/p>

დახურვ?/span>
სახელი:

პაროლი:

გაიმეორე?პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80