„თუკი ამომრჩევლის 74%-მა არ იცის, ვის დაუჭერს მხარს, ე.ი. ქვეყანაში პოლიტიკოსები აღარავის სჭირდება“
საზოგადოება

„თუკი ამომრჩევლის 74%-მა არ იცის, ვის დაუჭერს მხარს, ე.ი. ქვეყანაში პოლიტიკოსები აღარავის სჭირდება“

„თუკი ამომრჩევლის 74%-მა არ იცის, ვის დაუჭერს მხარს, ე.ი. ქვეყანაში პოლიტიკოსები აღარავის სჭირდება“
მანანა ნოზაძე

2018-08-06 12:00:10

თუკი არჩევნებამდე ორი თვით ადრე გამოკითხული ამომრჩევლის 74%-მა არ იცის, ვის დაუჭერს მხარს, ეს ნიშნავს, რომ ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკოსები აღარავის სჭირდება. მართალია, მმართველი გუნდი თავს იმშვიდებს, რომ „ენ-დი-აი“-ს კვლევა არასანდოა და ამომრჩეველი გააქტიურდება მაშინ, როცა რეალური საპრეზიდენტო კანდიდატები დასახელდებიან, მაგრამ თვალშისაცემია ის ფაქტიც, რომ ყოველი არჩევნები უფრო და უფრო მდორე და უინტერესო ხდება.

თუკი მოსახლეობის უმეტესობას პოლიტიკურ პარტიებთან გაუცხოება აქვს, მაშინ როგორ უნდა დაუბრუნდეს ჩვენს ელექტორატს არჩევნების მიმართ ინტერესი?

ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ „ენ-დი-აი“-ს კვლევა რომც არ ყოფილიყო, ჩვენი ამომრჩეველი აშკარად გულაცრუებულია პოლიტიკური ელიტის მიმართ. ეს არის ნიჰილისტური დამოკიდებულება პოლიტიკური პარტიების, ცალკეული პოლიტიკოსების მიმართ და ამ მხრივ მძიმე მდგომარეობაა.

„ისეთი ნიშნებია, რომ წარმომადგენელობითი დემოკრატიის კრიზისზეც შეიძლება უკვე საუბარი, თანაც არა მარტო ჩვენში, არამედ საზღვარგარეთაც, მთლიანად მსოფლიოში. ამ სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალი მონაწილეობითი დემოკრატიის გაძლიერებაა. ეს ნიშნავს ადამიანების უფრო მეტ ჩართულობას პოლიტიკასა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. ამის გარდა სხვა გზას ვერ ვხედავ. რადგან 74% გადაუწყვეტელი ამომრჩეველი გვყავს, ეს იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკურ პარტიებსა და სუბიექტებში ვერ ხდება ისეთი კანდიდატებისა და ფიგურების გამორჩევა, რომლებიც პოპულარულნი იქნებოდნენ საზოგადოებაში და ნდობის მაღალი რეიტინგი ექნებოდათ. ანუ ამომრჩეველი ვერ ხედავს ისეთ ფიგურას, რომელთანაც გააიდენტიფიცირებდა საკუთარ ინტერესებს. ამიტომ უშუალოდ მოქალაქეს უნდა ჰქონდეს საშუალება, მონაწილეობა მიიღოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში“, - აცხადებს დავით ზარდიაშვილი, რომლის განმარტებითაც, ცხადია, ასეთ პირობებში „ოცნება“ გაიმარჯვებს.

მისივე თქმით, ზოგადად, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, სადაც ამომრჩევლის აქტივობა დაბალია, აუცილებლად იგებს მმართველი პარტია. ეს კანონზომიერებაა, რადგან მმართველ პარტიას არ უჭირს საკუთარი მყარი ამომრჩევლის (იგულისხმება ბიუროკრატია და მათთან დაკავშირებული ადამიანები) მობილიზება და ამის ხარჯზე არჩევნების მოგება. ასე რომ, ალბათ, ამ არჩევნებშიც ასე მოხდება.

კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ „ენ-დი-აი“-ს კვლევა ჩატარებულია მანამდე, სანამ 11 პარტია საკუთარ კანდიდატურას დაასახელებდა. მმართველ პარტიას დღესაც არ ჰყავს შერჩეული კანდიდატურა. ამიტომ ასეთი ნიჰილიზმი გასაგებია. მით უმეტეს, რომ პერსონალს გარკვეული მნიშვნელობა აქვს.

„ცხადია, გარკვეული პესიმისტური დამოკიდებულება, უნდობლობა ამომრჩეველთა შორის არსებობს არა უშუალოდ მმართველი პარტიისადმი, არამედ სახელმწიფოსადმი. იცით, შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნებში რამდენი პროცენტი იღებს მონაწილეობას? დაახლოებით 30-32%. ამიტომ ეს მონაცემები არ გაგვიკვირდეს, მით უმეტეს, ჩვენთან ახალგაზრდა დემოკრატიაა, პოლიტიკური კულტურის დონე მოსახლეობაში დაბალია, თუმცა არჩევნებისთვის კონკურენტუნარიანი გარემოა შექმნილი. მმართველი პარტია დაასახელებს რომელიმე კანდიდატურას, იქნება ეს დამოუკიდებელი კანდიდატურა, თუ მმართველი პარტიის წარმომადგენელი, და ყველაფერი გამოცოცხლდება.

საქმე მარტივად არ არის. რატომღაც ჩვენ გვგონია, რომ ამომრჩევლები აბსოლუტურად დამოუკიდებელი პიროვნებები არიან, რომლებიც მიიღებენ გადაწყვეტილებას და აღარ მივლენ არჩევნებზე, რადგან თურმე არ აინტერესებთ უფლებამოსილების არმქონე პრეზიდენტის არჩევა. თუმცა, რეალურად, უშუალოდ არჩევნების წინ ამოქმედდება ხოლმე პარტიული რესურსი, ფინანსური რესურსი, მერე ვიღაცების მოსყიდვაც მოხდება და ამომრჩეველთა რაოდენობა 60-65%-მდე ავა“,-აცხადებს ავთანდილ დემეტრაშვილი.

ნანახი?- 5340

tngh

2018-08-06 12:34:46

ამ 74%-დან სულ ცოტა, 80%-მა იცის, ვის უნდა მისცეს ხმა, მაგრამ საეჭვო წარმოშობის გამომკითხავებს არ უმხელს თავის არჩევანს...

antoni

2018-08-06 12:49:37

როგორც ჩემი მეგობარი კოლია ახობაძე იტყვის-ხოლმე, ამ სამყაროში მხოლოდ სისულელე და სირეგვენეა უსაზღვრო! ეს ისე, თვითგამოცხადებული "პოლიტიკოსების" და "ექსპერტების" IQ-სთან -დაკავშირებით. ახლა ამ 74%-ზე: ჯერ ნდი-ს კვლევისა რა ვთქვი ყოველ ჯერზე 20-30%იანი ცდომილება რომ აქვს. და კიდევ, ოცნებას კანდიდატი არ დაუსახელებია და მისი ამომრჩევლების ძირითადი მასა სად უნდა იყვნენ ნეტავი? შემთხვევით იმ 74%-ში ხომ არა?
გარდა ამისა და რაც უმთავრესია: კანდიდატები არ დაუსახელებიათ ისეთ პოლიტიკურ გიგანტებს, როგორიცაა პადოშას პარტია, ბერძენაძისა, ბურჭულაძის/ნემოს იმედის/ ბაღათურიასი, კუკავასი, ბურჯანაძისა, პ/ალიანსი, უსუფაშვილმა მას მერე დაასახელა ... და რაც უუუმთავრესია, რას იზამს მარგო? :-) მასაც ხომ ჰყავს მილიონობით მხარდამჭერი?
მეცოცხეებმა ვაშაძე პირველივე ტურში მოიგებსო ე.ი. აქვთ მინიმუმ 51%
გარეკილმა ნათელაშვილმა 40% მიჭერს მხარსო
ოცნებამაც პირველ ტურში ვიგებ უსიკვდილოდო; ესეც 51%
ბურჯანაძემ ამქვეყნად 15%-იანი მხარდაჭერა მაქვსო
პ/ალიანსს არაერთხელ უთქვამს რომ მათ 20% უჭერთ მხარს
მორცხვი ევროპელი მეცოცხეები 20%-ით აპირებენ მეორე ტურში გასვლას
ამდენივეს (20%) გეგმავს ელისაშვილი
ესეც თქვენი 217%!!!
ამას დაამატეთ წვრილწვრილი პარტიების თამამი 25% და გამოვა 242% ამას ციფრებში თუ გადავიყვანთ დაახლოებით 5 მილიონი ამომრჩეველია
ახლა მითხარით რა ვქნათ? ესენი ააშენებენ ქვეყანას?

tngh

2018-08-06 20:27:49

კარგად მახსოვს 1989 წლის 10 აპრილი. სკკპ-ს კარებიდან უამრავი ადამიანი გამოდიოდა. ბ-ნი დავით უსუფაშვილი კი ჯიქურ შევიდა. იქიდან გამოსული ჯერ არავის უნახია. ნეტავ როგორ გამოიპარა ისე, რომ არავის დაუნახია.

Maverick

2018-08-06 23:05:30

tngh,

ტივტივებს, ტივტივებს, antoni-ს მიერ ჩამოთვლილი ყველა პაერტია თავის ლიდერიანად ტივტივებს...

გეკითხებით!

ამ მოტივტივეებს რისი გულისთვის უნდა მივცეთ ხმა?!

ამ მოტივტივეებს რა დამსახურებისთვის უნდა ჩავუგდოთ ხელში ჩვენი შთამომავლების მომავალი?!

Maverick

2018-08-06 23:07:12

ფუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუ, ქოთის სუნად ყარს ყველა პარტია, ავგეას თავლად აქციეს ქვეყანა...

arichopra 2

2018-08-07 00:25:26

8 წელიწადია აქ ვწერ, პოლიტიკური პარტიების საქმიანობაზე მორატორიუმი უნდა დაწესდეს. დღეს ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმაც თქვა რომ პოლიტიკური პარტიები უკვე წარსულია, შეხედეთ რა ხდება საზღვარგარეთო! ანუ დამეთანხმა. პოლიტიკური პარტიები ღუპავენ საქართველოს!

Maverick

2018-08-07 20:28:04

ჩოპრა, მერე რა?!...

ჩიჩილაკური კონსტუტუცია გვეუბნება: "ესაო, ისაო, მაგრამ, არაოოოო" /ნახატი ფილმი "წუნა და წრუწუნა"/.

შეკითხვა ყველას:

"ქართული" ტელევიზიები თუ აჩვენებენ ძველ ნახატ ფილმებს, აი, იმდროინდელს ბნელები რომ ვიყავით. უფრო უარეს, რუსეთის და კომპარტიის ტYვეობაში სულს რომ გვაძრობდნენ?!...

რეგისტრაცი?/p>

დახურვ?/span>
სახელი:

პაროლი:

გაიმეორე?პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80