ხორავას ქუჩის საქმე კვლავ სკანდალით გრძელდება

გაუფრთხილდი თავს

ნარკოტიკი კლავს!

გაუფრთხილდი სხვას

საზოგადოება

ხორავას ქუჩის საქმე კვლავ სკანდალით გრძელდება

ხორავას ქუჩის საქმე კვლავ სკანდალით გრძელდება
მარიამ თოდაძე

2018-08-06 01:13:51

ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებს შორის მომხდარი დაპირისპირების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, პარლამენტმა საქმის საგამოძიებო კომისიის ფორმატში შესწავლის გადაწყვეტილება მიიღო. ორთვენახევრიანი მუშაობის შემდეგ კომისია მუშობის ბოლო ეტაპზე გადავიდა და როგორც კომისიის წევრები აცხადებენ, სულ მალე დასკვნაც დაიდება.

მიმდინარე კვირიდან პარლამენტის საგამოძიებო კომისია დასკვნაზე დაიწყებს მუშაობას. კომისიის თავმჯდომარის, სერგი კაპანაძის განცხადებით, მოხსენება პარლამენტს სექტემბრის დასაწყისში, ბიუროს პირველივე სხდომაზე წარედგინება.

როგორც დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა ირაკლი აბესაძემ განმარტა, კომისია უკვე გადადის მუშაობის მეორე ეტაპზე და საბოლოო დასკვნის მომზადებას დაიწყებს. აბესაძის თქმით, დასკვნა მოცულობით იქნება და მასში არაერთი შეფასება თუ რეკომენდაცია მოხვდება. კომისიის საბოლოო დასკვნაში შეფასდება მინისტრიდან და მთავარი პროკურორიდან დაწყებული, რიგითი გამომძიებლით დამთავრებული, თითოეული მათგანის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი. ასევე, რა თქმა უნდა, გაიცემა რეკომენდაცია, სამომავლო ქმდებების შესახებ, როგორც გამოძიების მიმართულებით მნიშვნელოვანი ხარვეზების გამოსწორების, ასევე შემდგომ გადასადგმელი ნაბიჯებისთვის, რომ ამ საქმეზე ჭეშმარიტება დადგინდეს.

„უკვე მიღებული მნიშვნელოვანი ინფორმაციების, გამოკითხული პირებისგან მიღებული ახსნა-განმარტებების საფუძველზე საბოლოო დასკვნის მომზადებაზე, რომელიც მზად უნდა იყოს სექტემბრის დასაწყისისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენ, ერთი მხრივ, გავაკეთებთ შემაჯამებელ დასკვნას გამოძიებაში არსებულ სერიოზულ ჩავარდნებსა თუ პრობლემებზე, რომელმაც სამწუხაროდ, პირდაპირი გავლენა იქონია იმ შედეგზე, რომ დღეს ძალიან ბევრი პასუხგაუცემელი შეკითხვა გვაქვს, ბუნდოვანი გარემოება გვაქვს ამ საქმესთან დაკავშირებით“, - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

როგორც აბესაძე აცხადებს, არასრულწლოვნების ნაწილი ვერ ახერხებს სრულად აღიდგინოს და სრულად უპასუხოს დასმულ შეკითხვებს იმ გარემოებების შესახებ, რომელსაც ადგილი ჰქონდა 8 თვის წინ და ზოგიერთი მათგანი პირდაპირ მიუთითებს, რომ თუკი ამ გარემოებებზე მათ საუბარი მოუწევდათ, დანაშაულის მოხდენის შემდეგ პირველივე დღეებში, ისინი შეძლებდნენ გამოძიებისთვის უფრო მეტი ინფორმაციის მიწოდებას.

„რა თქმა უნდა, არის შემთხვევები, როდესაც ჩვენ გვრჩება შთაბეჭდილება, რომ არასრულწლოვნებმა და სხვა ფიგურანტმა, იციან უფრო მეტი და ნაკლებ ინფორმაციას აწვდიან კომისიას“, - განაცხადა აბესაძემ.

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე კი კომისიის დასკვნას არ ელოდება და როგორც განაცხადა, სათადარიგო გეგმის ამუშავებაზე გადადის. როგორც გარდაცვლილი მოზარდის მამა აცხადებს, საბოლოოდ დარწმუნდა, რომ ხელისუფლებამ მისი მოშორება გადაწყვიტა.

„ახლა ვიქნებოდით გერმანიის მართლმსაჯულების წინაშე წარმდგარი მე, მალხაზ მაჩალიკაშვილი და ელისო კილაძე ტერორიზმის ბრალდებით. როგორც ირკვევა მალხაზ მაჩალიკაშვილიზე გასცა ინფორმაცია ხელისუფლებამ, რომ ის იყო ტერორისტობაში ეჭვმიტანილი და გერმანიის ძალოვნებს მიმართა მის დასაკავებლად.

ვინაიდან ჩვენ, მალხაზ მაჩალიკაშვილის თანმხლები პირები ვიყავით, მე და ქალბატონი ელისო, ესე იგი, ჩვენ მიგვცემდნენ პასუხისგებაში როგორც ტერორისტის თანამოაზრეებს ან კიდევ სხვა რამ. ანუ მსოფლიოს ჩვენ ვერანაირი გზით ვეღარ დავაჯერებდით ჩვენს სიმართლეს და ამით გამანეიტრალებდნენ მეც. მალხაზ მაჩალიკაშვილი, ელისო კილაძე და ზაზა სარალიძე ტერორისტები გაგვხადა ხელისუფლებამ. დღეიდან გადავდივარ მე პირადად სათადარიგო გეგმის ამუშავებაზე“, - წერს ზაზა სარალიძე ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.

საუბარია ორიოდე დღის წინანდელ ფაქტზე, როდესაც ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი და ჟურნალისტი ელისო კილაძე სტრასბურგში მიფრინავდნენ, თუმცა, მოულოდნელად გაარკვიეს, რომ თბილისიდან ევროკავშირის წევრ ქვეყნებში გაიგზავნა წერილები, სადაც წერია, რომ ოთხკაციან ჯგუფში ტერორისტულ საქმიანობაში ბრალდებულებიც არიან.

ელისო კილაძემ აღნიშნა, რომ დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით, მათ შსს-ს და სუს-ს მიმართეს კითხვით, რაიმე პრობლემა ხომ არ შეიქმნებოდა მათი გამგზავრების შემთხვევაში. კილაძის თქმით, სუს-იდან გადაამისამართეს შსს-ში, საიდანაც აკრძალვებზე შეტყობინება არ მიუღიათ.

„გერმანიის ფედერალურ პოლიციაში გამოძიება დაწყებულია იმ შეტყობინებასთან დაკავშირებით, როგორც ირკვევა, ცრუ შეტყობინებასთან დაკავშირებით იმიტომ, რომ ჩვენ არ გვაქვს არანაირი დოკუმენტი. მე ყველა მასალას, ჩვენი ბრიფინგის და წერილების ჩათვლით ორშაბათს გადავაგზავნი ისევე, როგორც აშშ-ის მოქალაქის შეყოვნებასთან და ტერორიზმში დადანაშაულებასთან დაკავშირებით FBI-ში, როგორც მე მითხრეს, დაწყებულია გამოძიება და ორშაბათიდან აქტიურად ვითანამშრომლებთ ამ გამოძიების ფარგლებში,“ - განაცხადა ელისო კილაძემ.

კილაძე ამბობს, რომ სტრასბურგში ვიზიტის ორგანიზატორი იყო ორგანიზაცია ემიგრანტები ახალი საქართველოსთვის, ხელმძღვანელი პაატა აბჟანდაძე.

კილაძის თქმით, აბჟანდაძე მიუნხენში, საზღვრზე შეაჩერეს და უთხრეს, რომ იმ ჯგუფში, რომელიც მას გერმანიაში შეჰყავდა, იმყოფებოდნენ ტერორიზმში ეჭვმიტანილი და ძებნილი პირები.

„მას დაუსვეს კითხვები, რა შეხება აქვს ისლამთან, იცნობს თუ არა მალხაზ მაჩალიკაშვილს და იცის თუ არა, რომ ერთ-ერთი პირი ჩვენს შორის და სავარაუდოდ, პირდაპირ უთხრეს მას გვარი, მალხაზ მაჩალიკაშვილი არის ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირი და ფაქტობრივად, ჩვენ ბრალი დაგვდეს ის, რომ ეს ეჭვმიტანილი პირი შეგვყავდა გერმანიის ტერიტორიაზე“, - თქვა კილაძემ.

მალხაზ მაჩალიკაშვილმა აღნიშნა, რომ მისი დაკავება უნდოდათ, ზაზა სარალიძის თქმით კი, ეს ხელისუფლების უმეცარი ნაბიჯია.

კილაძე ამბობს, რომ მათ ხელი სუსმა შეუშალა და ის ამ საკითხზე რეაგირებას მოითხოვს. მისი ინფორმაციით გერმანიის ფედერალურ პოლიციაში გამოძიება დაიწყო. ის ასევე ამბობს, რომ ყველა დოკუმენტს გადააგზავნის სტრასბურგში. ჟურნალისტი ასევე მოითხოვს საქართველოში გერმანიის ელჩთან შეხვედრას.

 

 

 

ნანახია - 3107

antoni

2018-08-06 07:46:12

ჯერ კომისიაზე - გამოძიებაში ხარვეზები რომაა, ეს ცხადია და ეს არა მარტო გამოძიების უვიცობის ბრალია, არამედ კანონისაც, რომლის მიხედვითაც არასრულწლოვანთა საქმე ერთ თვეში უნდა დამთავრდეს! თვითონ კომისიაც რომ მიკერძოებული და არაკვალიფიციურია, თითქმის ყველა შეკითხვასა და კომენტარში ჩანს. ახალმა გამოძიებამ ყველაფერი უნდა თქვას არგუმენტირებულად.
ახლა კილაძე-მაჩალიკაშვილ-სარალიძის მოგზაურობაზე: მაჩალიკაშვილის შვილი ტეროროზმშია მხილებული, გამოძიებაში უცხოელებიცაა ჩართული და ეს კაცი ევროკავშირში რომ არ შეუშვეს, ეს დანერგილი პრაქტიკაა და ამას ჩვენი ხელისუფლების ჩარევა სულ არ უნდოდა. კილაძე პროვოკატორთან ერთად პროფესიონალი ნარკობარიგის დედაა და სულ არ გამოკვირდება, თუ ნარკოტიკის ჩამოსატანად თუ მიდიოდა. ჭუპრავას რუპორი სარალიძე პოლიტიკოსობანას თამაშს იწყებს და აზრზე არაა სად მიდის და რაში იყენებენ

კატრინაა

2018-08-06 08:07:34

ესენი მართლა გაგაგიჟებენ რა!მაჩალიკაშვილი არ არის ტერორიზმში ბრალდებული?!აბა,რას იზამდნენ,არ შეატყობინებდნენ?!სარალიძე ძალიან მეცოდება!კუპრავას იმედზე სწორედ ხელისუფლებამ დატოვა!

ganzieli

2018-08-06 10:41:24

კილაძე მკისრებელია; მე შენ გეტყვი და 2-3 კილო ნარკოტიკს სახელდახელოდ, სადმე წაუსვლელად ვერ შეინახავს, თუ რა!

tngh

2018-08-06 12:09:06

პატივცემულმა მ. მაჩალიკაშვილმა შვილს სახელი, ალბათ საქართველოს დიდი სიყვარულისა და პატივისცემის გამო შეურჩია და დაარქვა...

Maverick

2018-08-06 22:54:00

"როგორც აბესაძე აცხადებს, არასრულწლოვნების ნაწილი ვერ ახერხებს სრულად აღიდგინოს და სრულად უპასუხოს დასმულ შეკითხვებს იმ გარემოებების შესახებ, რომელსაც ადგილი ჰქონდა 8 თვის წინ და ზოგიერთი მათგანი პირდაპირ მიუთითებს, რომ თუკი ამ გარემოებებზე მათ საუბარი მოუწევდათ, დანაშაულის მოხდენის შემდეგ პირველივე დღეებში, ისინი შეძლებდნენ გამოძიებისთვის უფრო მეტი ინფორმაციის მიწოდებას."
-----------
ესენი ბალზე სხედან და თხის კურკლებს ისვრიან. ეიიი, შენ აბესაძე, მაგ არასრულწლოვნებს შენთვის არ უთქვამთ "ბებიაშენს ასო რომ ქონოდა, ბაბუაშენი იქნებოდა"-ო?!...

ამდენი თვე რას აკეთებდით? მეტი ვერაფერი დაადგინეთ?
------------
ეს კაცი, სარალიძე ცოდოა!
ვერ ხვდება, რომ პრაშმადოვკა ელისოს და გოთვერანი კუპრავას ხელში ხალხისგან რამოდენა მხარდაჭერას კარგავს; მისი ამ გარემოცვაში ყოფნა ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს და მის სატკივარს ამ წურბელების გადამკიდე, გულშემატკივარი ხალხის მეხსიერებიდან შლის.

ფხიზელი

2018-08-07 03:09:05


Maverick:
"სარალიძე ცოდოა!...ვერ ხვდება, რომ ამ გარემოცვაში ყოფნა... მის სატკივარს გულშემატკივარი ხალხის მეხსიერებიდან შლის."
-------------
კი, ნაღდი ხარ!
მაგრამ ვერ მიხვდება, რადგან ის გარემო, რომელიც შენ ასე არ მოგწონს, მისთვის მშობლიური გარემოა: მე სულაც არ მაინტერესებს, ნაცების დროს ვინ ვის კლავდაო!

serapina

2018-08-07 13:38:05

ყველა,ირინა ენუქიძე(სანდრო გირგვლიანის დედა) ვერ იქნება!

... მაგრამ მაინც, ნუ გამოვეკიდებით ყველა ნათქვამში სარალიძეს... არავინ იცის, ასეთ დროს(დაგვიფაროს ღმერთმა),ვინ რამდენ სისულელეს ვიტ/ყვით.

აი, პოლიტიკოსობა რომ დაიწყო, აქ შეცდა ძალიან!. ...და ამას ნაცები მას თუ არა,ჩვენ დაგვიმტკიცებენ... დაიმახსოვრეთ!
...ისე არიან გამხეცებული,ეს ნაცები ევროპაში რომ... ყველაფერია ამათგან მოსალოდნელი.

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80