„საგარეო 2003 და 2012 წლებშიც კი გადაურჩა წმენდასა და რეპრესიებს, მაგრამ სალომემ...“
პოლიტიკა

„საგარეო 2003 და 2012 წლებშიც კი გადაურჩა წმენდასა და რეპრესიებს, მაგრამ სალომემ...“

„საგარეო 2003 და 2012 წლებშიც კი გადაურჩა წმენდასა და რეპრესიებს, მაგრამ სალომემ...“
თამთა ქარჩავა

2018-08-02 09:00:02

საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება, მაგრამ გიორგი მარგველაშვილს გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ აქვს, მიიღებს თუ არა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას. ამბობს, რომ ქვეყანაში, სადაც ამდენი გაჭირვებაა, ძალიან ძნელია იყო ქვეყნის პირველი პირი და არ შეგეძლოს დაეხმარო შენს მოქალაქეებს, ვისზეც ყველაზე მეტად შეგტკივა გული. სალომე ზურაბიშვილის მსგავსად, გიორგი მარგველაშვილიც აცხადებს, რომ გადაწყვეტილებას მაშინ გაახმოვანებს, როცა თავად საჭიროდ ჩათვლის.

მოქმედ პრეზიდენტს არ მოსწონს მმართველი გუნდის გადაწყვეტილება, როდესაც უარს ამბობს პარტიულ კანდიდატზე და მხარს დამოუკიდებელ კანდიდატს უჭერს. ამბობს, რომ თავადაც დამოუკიდებელი კანდიდატი იყო, მაგრამ „ოცნებამ“ მას შემდეგ გარიყა, რაც პარტიული დავალების შესრულებაზე უარი თქვა.

მარგველაშვილის განცხადებით, დღეს არა მხოლოდ საზოგადოებისთვის, პოლიტიკური სპექტრისთვისაც კი ძნელია გადაწყვეტილების მიღება, რადგან პრეზიდენტის ინსტიტუტი და ყველა ის ინსტიტუტი, რაც პრეზიდენტს ემორჩილებოდა, ხელისუფლებამ შეარყია. პრეზიდენტის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ და პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა უნდა განმარტონ, თუ რანაირ დამოუკიდებელ კანდიდატზე გვაქვს საუბარი.

„მეც დამოუკიებელი კანდიდატი ვიყავი და ეს ახალი ფორმატი არ არის. როცა საუბარია, რომ იქნება არა პარტიული კანდიდატი, რომელსაც თურმე მმართველი პარტია დაუჭერს მხარს, რა განსხვავება იქნება ამ კანდიდატსა და ჩემს შორის? როდესაც მე ვიყავი საპრეზიდენტო კანდიდატი, ზუსტად ასე არ ვიყავი არც ერთი პარტიის წევრი და მმართველი პარტია მიჭერდა მხარს. შესაბამისად, იმ კანდიდატმა და „ქართულმა ოცნებამ“ უნდა უპასუხოს ერთ კითხვას - 5 წლის განმავლობაში მე რომ მაყვედრიდა მმართველი პარტია, რომ თურმე ჩემს გვერდით იდგა არჩევნებში და აქედან გამომდინარე, ყველაფერზე ხელი უნდა მომეწერა, რასაც მმართველი პარტიის პოლიტსაბჭო გადაწყვეტდა, რანაირ დამოუკიდებელ კანდიდატზე გვაქვს საუბარი?! თითქოს ახალი ფორმატია უპარტიო კანდიდატთან დაკავშირებით, მაგრამ, აბა, მე ვინ ვიყავი? ასე რომ, ეს ჩავთვალოთ წინასაარჩევნო კურიოზად“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

იმას, რასაც საქართველოს პრეზიდენტი წინასაარჩევნო კურიოზს უწოდებს, მნიშვნელოვან გადაწყვეტილებად აფასებენ მმართველ გუნდში. უმრავლესობის დეპუტატს აკაკი ზოიძეს ძალიან მოსწონს ქალი პრეზიდენტის იდეა, თუმცა ამბობს, რომ საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით გუნდში გაფართოებულ ფორმატში დისკუსია არ ყოფილა.

„მე, პირადად ვეთანხმები ბიძინა ივანიშვილის არგუმენტაციას, ძალიან მომწონს ქალი პრეზიდენტის იდეა, ოღონდ საუბარია ზოგადად ამ თემაზე. ბიძინა ივანიშვილის არგუმენტაცია ჩემთვის დამოუკიდებელ კანდიდატთან დაკავშირებით მისაღებია, რომ იმ პირობებში, როცა სახელმწიფოს ყველა ინსტიტუტზე ჩვენ საკმაოდ დიდი ზეგავლენა გვაქვს, ჯანსაღი კონკურენციის, სახელმწიფოს და „ქართული ოცნების“ განვითარებისთვის შეიძლება სწორედ დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საპრეზიდენტო კანდიდატი და ამ ინსტიტუტში ისეთი გადაწყვეტილების მიღება იყოს კარგი, რომელიც პოლიტიკურად მოტივირებული არ იქნება“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

არსებული ინფორმაციით, პარტია „ქართულ ოცნებას“ საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი საპრეზიდენტო კანდიდატი არ ეყოლება და არჩევნებში მხარს დამოუკიდებელ კანდიდატს, პარლამენტის წევრს, სალომე ზურაბიშვილის დაუჭერს. პარტია გადაწყვეტილებას მომავალ კვირას გაახმაურებს. უმრავლესობა ზურაბიშვილის წარმატებაში დარწმუნებულია, თუმცა განსხვავებულია ანალიტიკოსების პროგნოზი.

ექსპერტი გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტობა დიდი ხანია უნდა. ექსპერტი იხსენებს, რომ ამ პოსტის დაკავებაში დახმარების თხოვნით მას ზურაბიშვილმა ჯერ კიდევ 2012 წელს მიმართა. მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება“ მხარს სალომე ზურაბიშვილს დაუჭერს, ის დამოუკიდებელი კანდიდატი ვერ იქნება და საპრეზიდენტო მარათონში ოპოზიციას გამარჯვების შანსი მიეცემა.

„სრული ფარსია „ქართული ოცნების“ რიტორიკა, რომ ისინი ოპოზიციას უჭერენ მხარს, იმიტომ, რომ სალომე ზურაბიშვილი დიდი ხანია „ქართული ოცნების“ აქტივისტად იქცა. საინტერესოა, რა ფინანსური სქემით მიიღებს ის ამ ყველაფერში მონაწილეობას. ასე რომ, მხიარული ცხოვრებით ცხოვრება გველის წინ, თავი რომ გავანებოთ იმას, რომ ზურაბიშვილი როგორც პრეზიდენტი, ძალიან სასაცილო ფენომენი იქნება თვითონ „ქართული ოცნებისთვის“, – აცხადებს გია ხუხაშვილი.

კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე იზიარებს ხუხაშვილის პოზიციას და აცხადებს, რომ თუ პარტია მხარს დაუჭერს სალომე ზურაბიშვილს, ამომრჩეველს მოუწოდებს ამ კანდიდატის მხარდაჭერას, ეს ნიშნავს, რომ ზურაბიშვილი ხელისუფლების კანდიდატია.

„აუცილებლად პარტიის წევრი უნდა იყოს? ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. პარტიის წევრიც რომც იყოს, პრეზიდენტი რომ გახდება, უარი უნდა თქვას პარტიის წევრობაზე. რა მნიშვნელობა აქვს პრეზიდენტობამდე იქნება პარტიის წევრი თუ არა. ამიტომ, ზურაბიშვილი დამოუკიდებელი კანდიდატი ვერაფრით ვერ იქნება.

რაც შეეხება მარგველაშვილს, ვერავინ ვერ იტყვის, რომ მარგველაშვილმა თავის უფლებამოსილებას გადააჭარბა. იყო საკითხები, რომელსაც ვეტო დაადო, რომელზეც სხვა შეხედულება მქონდა, მაგრამ სულაც არ ნიშნავს, რომ მე ვიყავი მართალი და მარგველაშვილი მტყუანი. მარგველაშვილი მოქმედებდა იმ ფარგლებში, რაც მას კანონმდებლობით ჰქონდა განსაზღვრული. უფრო მეტსაც გეტყვით, ზოგიერთ შემთხვევაში იყო უფრო რბილი, ვიდრე კონსტიტუცია ამის საშუალებას აძლევდა. მარგველაშვილი იყო დამოუკიდებელი და ეს დამოუკიდებლობა ვერ აპატია „ქართულმა ოცნებამ“, – აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ.

სალომე ზურაბიშვილს საგარეო საქმეთა მინისტრობის მძიმე პერიოდს სოციალური ქსელით ახსენებს ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე:

„მე უნდა ვაღიარო, რომ სალომე ზურაბიშვილმა თითქმის შეძლო შეუძლებელი – ლამის დაანგრია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. საგარეო 2003 და 2012 წლებშიც კი გადაურჩა წმენდასა და რეპრესიებს, მაგრამ სალომემ... მის რეპრესიებს შეეწირა ერთ–ერთი საუკეთესო ქართველი დიპლომატი გიგა ბურდული.

ბოლოს, ბატონ გიგას სულ ერთი სამსახური ჰქონდა – ჯიპაში, ჩემთან კითხულობდა ლექციებს, მაგრამ ცხადია, აქტიურ დიპლომატიაში დაბრუნებაზე ოცნებობდა, რაც არ ეღირსა – ჯავრისგან გული გაუსკდა. არ დამავიწყდება როცა სალომე მოხსნეს, ერთი მეგობარი ქვეყნის ელჩმა მითხრა – „we were so happy, we were embracing each other“, –წერს თორნიკე შარაშენიძე.

 

ნანახი?- 7564

natali

2018-08-02 10:53:38

წავიდააა...დაიწყებენ ახლა სალომეზე შეტევას და ათასი რამის მოგონებას. თუ სადმე ოდესმე ვინმე გარდაცვლილა სალომეს დააბრალებენ. გამოდის ვერავინ ვერ უნდა გაათავისუფლო სამსახურიდან. რომ ინერვიულოს?
მარგველაშვილი ვითომ დამოუკიდებელი იყო? რაღაც არ ეტ/ყობა. ნაცებზე დამოკიდებულს უფრო ჰგავდა.

natali

2018-08-02 11:11:37

ხალხმა რომ დაიჯეროს მისი დამოუკიდებლობა, უნდა განაცხადოს რომ პარლამენტს დაითხოვს......ასე ვფიქრობ მე....და თუ ქოცები მხარს არ დაუჭერენ, მისთვის უკეთესი. ასე ვეღარც ნაცები ვერ დააბრალებენ ქოცობას.

brazauskasi

2018-08-02 11:50:09

მე მაინც მგონია, რომ ზურაბიშვილი არ უნდა იყოს პრეზიდენტი. ქალი რომ ოჯახს დაანგრევს ჯანრი კაშიას გულისთვის, მასეთ ქალს მე საქართველოს ვერ ვანდობ. ის კი არადა, კაცს რომ მეორე ცოლი ჰყავს, იმ კაცისაც აღარ მჯერა დიდად.
ჩვენ უნდა შევთანხმდეთ ფასეულობებზე. შეხედეთ ამერიკას, როგორ დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ოჯახის მთლიანობას. მეორეს მხრივ შეხედეთ რუსეთს, რომლის პრეზიდენტიც ვიღაც ნაშას გულისთვის გაეყარა თავის ცოლს და ამის მიზეზად ის დაასახელა, რომ თურმე მის ცოლს არ უყვარს საჯაროდ გამოჩენა.
ადამიანი როგორი ერთგულიც არის თავის ოჯახის, იმაზე მეტად ერთგული არ იქნება თავის ქვეყნისთვის.
სააკაშვილი ამ კრიტერიუმითაც უნდა შეგვეფასებინა თავის დროზე. რა ოჯახშიც ეგ გაიზარდა, რა ოჯახიც მაგას ჰქონდა სანდრასთან, მანდედან უნდა გამოვსულიყავით და მივმხდარიყავით, რომ ყოვლად უზნეო, უსამშობლო და გათახსირებულ პრიმატთან გვქონდა საქმე. იგივე შემიძლია ვთქვა მარგველაშვილზე, რომელსაც მდიდარი სქესობრივი ცხოვრება აქვს თურმე.
მესმის, რომ საქართველოში ძალიან ძნელად მოიძებნება პრეზიდენტობის ღირსი ადამიანი. ამიტომაც საერთოდ არ გვინდა პრეზიდენტი...

natali

2018-08-02 12:10:29

გეთანხმები, საერთოდ არ გვინდა პრეზიდენტი. ზედმეტი ხარჯია.
აი სალომეს პირად ცხოვრებას რაც შეეხება, ვფიქრობ ქმრებთან ურთიერთობაშიც ბევრად სუფთა და გულწრფელი იყო, ვიდრე ზოგიერთი ერთქმრიანი ქალი.

tngh

2018-08-02 12:35:46

"ნაც-ოპოზიციის" და მათი სატელიტი "მეგრანტეების" უსუსური და უსინდისო დემაგოგია უკვე სასაცილო გახდა!!! ქ-ნ ნინო ბურჯანაძეს "რუსეთუმეს" ეძახიან და ათას ჭორებს უგონებენ, იმის გამო, რომ რუსეთის ხელისუფლებას შეხვდა და საქართველოს გამთლიანების საკითხზე პრინციპულად ესაუბრა. მათი ფავორიტი კი, ღრმად პატივცემული ბ-ნი გრიგოლ ვაშაძე, საერთოდ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა, რუსეთში ცხოვრობდა და რუსეთის მოქალაქე იყო 2011 წლამდე...

tngh

2018-08-02 12:42:01

აშკარად ემჩნევა ღრმად პატივცემულ თვითმარქვია "მეგრანტე" ექსპერტ ბ-ნ "ხუხას", რომ ფინანსურ კრიზისშია. გრანტები შემოაკლდა და ახალ "პატრონს" ეძებს... მართლაც და, ბიძინას ფულებით აშენებულ იმ უზარმაზარ სასახლეს და აგარაკს მოვლა არ უნდა... იცით კი ვინმემ, რა ძვირი ჯდება სახლის მოვლა??? ბ-ნ თ. შარაშენიძის "ბრძნულ" აზრებზე კი, ლაპარაკიც ზედმეტია. აზროვნების ფენომენია!!!

tngh

2018-08-02 12:43:37

ნატალი!!! განა პრეზიდენტი არ გვინდა, კარგი პრეზიდენტი გვინდა!!!

arichopra 2

2018-08-02 12:59:31

ვინ ვიღაც ნაშის გულისათვის? ნაშის გულისათვის რატომ, რა იმ ნაშას ისე ვერ შეხვდებოდა ცოლს რომ არ გაყროდა? მე როგორც ვიცი ლიუდმილა გათხოვდა, ოფიციალურად. ვლადიმერ პუტინს კი ახალი ცოლი არ შეურთავს! რასაც აუცილებლად მოიმოქმედებდა ეს რომ ვიღაც ნაშის გამო გაეკეთებინა! თანაც პუტინი არც გორბაჩოვია და არც ლოთბაზარა ელცინი, რომ ვიღაც ნაშამ გაბედოს და ულტიმატუმები დაუყენოს, ცოლს გაეყარე თუ არა... სპალნაში არ შაგიშობაო! ასე რომ არ გინდათ აქ ელემენტარულ ლოგიკას მოკლებული, უარგუმენტო სენტენციების აფიშირება!

brazauskasi

2018-08-02 14:29:37

arichopra 2

არ არის საჭირო პუტინის ვაჟკაც ბიჭად გამოყვანა. პატარა ბიჭს რომ მაისური აუწია და მუცელზე აკოცა ტელეკამერების წინ, ეგეც არ დაგავიწყდეთ.

ვაი საქართველო, პუტინმა გაგანადგურა და ამ დროს შენი შვილები როგორ გაშმაგებული იცავენ შენს გამანადგურებელს...

tngh

2018-08-02 15:03:12

ეს თორნიკე შარაშენიძე რომელია??? უზარმაზარი სტრატეგი??? რატომ უნდა დავიჯერო ამ უსუსური თვითმარქვია ექსპერტის???

natali

2018-08-02 15:13:24

უი :)))))
http://www.newposts.ge/wap.php?l=G&ID=180585

natali

2018-08-02 15:14:59

მით უკეთესი სალომესთვის. და ქვეყნისთვის:)))))

serapina

2018-08-02 15:31:11

ამ, სხვის პირად ცხოვრებაში ვინც ცხვირს ჰყოფს... და მორალზე საუბრობს(მეორე ცოლი, თუ მეორე ქმარი),მგონია რომ თავადაც ისეთი იყო,რაც ცოლისაგან დასაწყისში მოითხოვა!
არადა,ასე რომ არ იქნებოდა, ისიც ხომ საკამათო არ არის?!

ასეთია,არასრულფასოვნების კომპლექსი ბატონებო!. ..და საკუთარი სინდისის დასამშვიდებლად რომ ტ/რადიციებზე იწყებენ აპელირებას,მაშინ ყველაზე უკეთ ვლინდება ეს!

ზურაბიშვილის პირადი ცხოვრება(მეორედ დაოჯახება), ყველაზე ნაკლებად განსახილველი საკითხია... თუ რა თქმა უნდა ჩასაფრებულის პოზიციიდან არ საუბრობს ვინმე.
ახლა,რუსი ვალოდიას ნაშების დათვლა,საერთოდ რა საჭიროა ქართულ რეალობაში?!
...და საერთოდ,საკუთარი პირადი ცხოვრება რომ ვერ დაულაგებიათ,იმათი მონდომება,სხვების დაალაგონ,გამოკვლეული ფენოფემენია!(ელენეს გარეშე!)

natali

2018-08-02 15:41:37

ჰაჰაააა:)))) მიზეზი არ მოგწონთ რატომ არ დაუჭერენ მხარს სალომეს? მძიმე ხასიათი აქვსო :)))))ღმერთო რა უტვინოები არიან:)))) იციან რომ 6 თვეში გაყრით ყველას და იმიტომ :)))

arichopra 2

2018-08-02 17:18:16

პუტინი რაც არის მთელი მსოფლიო ხედავს, ყველა ვხედავთ! ჩემი გამოყვანა არც იმას და არც მე არაფერში გვჭირდება! პატარა ბიჭუნას თუ მუცელზე აკოცა ძალიანაც კარგად მოქცეულა! ბავშვების მამაშვილური სიყვარული და მიფერება მხოლოდ შინაგანად დაცემულებს ეჩვენებათ საეჭვოდ!

ფხიზელი

2018-08-02 19:34:23

arichopra 2,

აბსოლუტურად მართალი ხარ!
ისე, ბავშვისთვის მუცელზე კოცნა რისი ნიშანია, ნეტავი, პედოფილობის თუ პედე/რასტობის? :))
მე პირადად, ამაში რაიმე საეჭვოს დანახვა მეჩვენება საეჭვოდ!

natali

2018-08-02 19:43:40

ხო, მეზიზღება პუტინი მაგრამ ბავშვის მოფერებაზე შარის მოდება ისე პუტინის წისქვილზე ასხამს წყალს.

კატრინაა

2018-08-02 20:22:16

პუტინი არის დამპყრობელი და ტიპიური,მონღოლოიდური რასის სამაგალითო წარმომადგენელი!პოლიტიკას კი ზუსტად მონღოლებისათვის დამახასიათებელი გაიძვერობით აგებს!სჯობს მტერი სათანადოდ შეაფასო და იცოდე,ვისთან გაქვს საქმე,ვიდრე ქვეშაფსია და ლილიპუტინი ეძახო და მერე თვითონ ჩირგვებში დაიმალო მიშასავით!ახალს არაფერს არ ვამბობ,ყველაფერი სამყაროსავით ძველია.

brazauskasi

2018-08-02 20:22:22

ამხანაგებო,

გაოგნებული ვარ თქვენი კომენტარებით ჩემზე. განსაკუთრებით საინტერესოდ ჟღერს სერაპინას ტექსტი, რომ "მგონია რომ თავადაც ისეთი იკო,რაც ცოლისაგან დასაწყისში მოითხოვა!"

brazauskasi

2018-08-02 20:26:04

ამხანაგებო,

გაოგნებული ვარ თქვენი კომენტარებით ჩემზე. განსაკუთრებით საინტერესოდ ჟღერს სერაპინას ტექსტი, რომ "მგონია რომ თავადაც ისეთი იკო,რაც ცოლისაგან დასაწყისში მოითხოვა!"

ჩემს ცხოვრებას ვერავინ განსჯით, ამხანაგებო. მე არავის არ ვთხოვ, რომ ოჯახის ერთგული იყოს. ვისაც ვისთან უნდა, იმასთან დაკავდეს ინტიმური ურთიერთობით. აგერ გყავთ დეისაძე და ბურჭულაძე, ამ საქმის დიდებული მასწავლებლები.

brazauskasi

2018-08-02 20:26:17

ამხანაგებო,

გაოგნებული ვარ თქვენი კომენტარებით ჩემზე. განსაკუთრებით საინტერესოდ ჟღერს სერაპინას ტექსტი, რომ "მგონია რომ თავადაც ისეთი იკო,რაც ცოლისაგან დასაწყისში მოითხოვა!"

ჩემს ცხოვრებას ვერავინ განსჯით, ამხანაგებო. მე არავის არ ვთხოვ, რომ ოჯახის ერთგული იყოს. ვისაც ვისთან უნდა, იმასთან დაკავდეს ინტიმური ურთიერთობით. აგერ გყავთ დეისაძე და ბურჭულაძე, ამ საქმის დიდებული მასწავლებლები. აქ სხვა რამეზეა საუბარი. ადამიანი, რომელსაც არ აქვს უნარი, თავისი ინტიმური ცხოვრება აკონტროლოს, არ უნდა მოდიოდეს ხელისუფლებაში, იმიტომ რომ ასეთი ადამიანი მუდმივად სხვა რამეზეა კონცენტრირებული, და რაც მთავარია, აქვს სუსტი წერტილები, რომელიც შეიძლება გამოიყენონ მისი დაშანტაჟებისათვის. ამის მაგალითებიც გვაქვს.

brazauskasi

2018-08-02 20:28:56

მე ვიყავი საკმაოდ წარმატებული სპეციალისტი, მაგრამ იმის გამო, რომ სექსით არ ვიყავი დაკავებული ხელმძღვანელ ამხანაგებთან, ყველა პროფილურმა დაწესებულებამ კარი მომიხურა. ბოლოს რომელ დაწესებულებაშიც ვმუშაობდი, იქ უფროსმა ჩემს ადგილზე ნაშა მოიყვანა, თანაც აღსანიშნავია, რომ ეს უფროსი მთელი ცხოვრება არატრადიციული ორიენტაციის იყო და უფროსი რომ გახდა, მხოლოდ მას შემდეგ გაუჩნდა ნაშა და გახდა წარმატებული "მამაკაცი". ზუსტად ასეთია თქვენი პუტინიც, სააკაშვილიც და "მდიდარი სქესობრივი ცხოვრება" რომ აქვს, სამწუხაროდ ისიც. და ასეთმა ნაშებმა (როგორც მდედრობითი, ისე მამრობითი სქესის) უნდა ასწავლონ თქვენს შვილებს და შვილიშვილებს.

არავის პირადი ცხოვრება არ მაინტერესებს, თუ ეს მე არ მეხება. როდესაც ჩემს ადგილზე მოჰყავთ სხვა, იმიტომ რომ ის ვიღაცის ნაშაა ან მეგობარი მამაკაცია, ეს მე მეხება. შესაბამისად, თავს უფლებას მივცემ, რომ ჩემი აზრი გამოვთქვა. ასევე მე მეხება ისიც, როდესაც ჩემი პრეზიდენტი თავის ნაშას ნიშნავს მინისტრად, როგორც სააკაშვილმა დანიშნა მინისტრებად წკრიალაშვილი, ქობალია, დეკანოიძე და სხვები. მაგათი გაკეთებული საქმე ვნახეთ უკვე.

ჩემი ცხოვრება განადგურებულია. მე მალე წავალ საქართველოდან და დიდხანს ვეღარ ჩამოვალ. თქვენ გყავდეთ ზურაბიშვილი, იქნებ მანაც გააგრძელოს "მდიდარი სქესობრივი ცხოვრების" ტრადიცია და რომელიმე თქვენგანი მინისტრადაც კი დანიშნოს.

arichopra 2

2018-08-02 20:34:12

მეგობარო! ცოტა უნდა დაფიქრდე, გაეცნო ვინ რას ამბობს, ჩაუფიქრდე! არ გინდა ახლა მაგალითად ასეთი იაფფასიანი გამოხმაურებები - "ვაი საქართველო, პუტინმა გაგანადგურა და ამ დროს შენი შვილები როგორ გაშმაგებული იცავენ შენს გამანადგურებელს...".
უპირველეს ყოვლისა უნდა გაიგო, რომ პუტინი რუსეთის პრეზიდენტია და არა საქართველოს! ჩვენ კი არ გვყავს დეისაძე და ბურჭულაძე, ელტონ ჯონი და გირჩი ჯაფარიძე, საკონსტიტუციო სასამართლო და გიგა ბოკერია, ეს შმოგვიგდო დასავლეთმა თავისუფლების და დემოკრატიის ლოზუნგით!

arichopra 2

2018-08-02 20:38:38

ირანში იყო მე-16 საუკუნეში ასეთი შაჰ თამაზი! საქართველოს სასტიკი მერი და არაერთგზის მაოხარი,აი შაჰ აბასი რომ იყო იმაზე ამ მხრივ აღმატებულიც კი! დღეს რომ ყველა მე-15 ბიჭს საქართველოში თამაზი ქვია და ყოველ მე-9 ს თემური ეს რაღაა, რა უნდა ეწოდოს ამ მოვლენას?!

serapina

2018-08-02 20:39:55

აუფ,მაგნიტივით ვიზიდავ ასეთ(მძიმე) შემთხვევებს!
მგონი,ერთი ტვინის ექიმი,არც მე მაწყენდა...შეძახილმა რა ქნა,ხომ იცით?!
სულ, რომ არაა სასაცილო და მაშინ გეცინება, უნდა წახვიდე ექიმთან,აბა რა?!

ფხიზელი

2018-08-02 21:22:55

აჰა, რამდენიმე მძიმე დანაშაულში უკვე მხილებულია ქ-ნი სალომე ზურაბიშვილი: არასანდო მეუღ/ლეობაში, საგარეო საქმეთა სამინისტროს რეპრესიებსა და წმენდაში (37 წელი მონაგონი იყო იმასთან) და დიპლომატის მკვლელობაში!
იმედია, სანამ ოფიციალურად დასახელდება პრეზიდენტობის კანდიდატად, კიდევ არაერთ დანაშაულში იქნება ინკრიმინირებული და პირდაპირ გააქანებენ ციხეში! :)))

serapina

2018-08-02 21:28:27

მოკლედ,კაშპიროვსკის ტელესეანსები, თუ გვიშველის,თორემ ბებიების დროინდელი გამოლოცვა,უკვე უძლურია!

georgia

2018-08-02 22:50:20

მოკლედ თქვენი მოსაწონი არ დადგა და არ გამოჩნდა არავინ არემარეზე იმ ანეგდოტის არ იყოს, ჭიჭიკია რო დგას სვეტაფორზე და აინთო მწვანე,არ მიდის,აინთო ყვითელი, არ მიდის აინთო წითელი არ მიდის და მიადგა ინსპექტორი ბიქტორა (პირობითად) და--- რა მოხდა ბუჯო, არ ეინთო შენი მოსაწონი ფერი-ო? კითხა.
აი ეგრეა თქვენი საქმე!
ხო ძალიან შეგტკივათ გული ქვეყანაზე, ხო აღარ ჭამთ, აღარ სვამთ და აღარ გძინავთ სამშობლოზე ფიქრით და თქვენ აირჩიეთ, საუკეთესო,უზადო და უნაკლო თქვენ, ამომრჩეველი რომ გქვიათ.
ახლა ხო მაინცაა დემოკრატია. აკიო ბიძგვინამა სთქო რომაო დემოკრატიამაო ეკონომიკასა გაასწროო. ხოდა ამ გაგანია დემოკრატიაში აირჩიეთ ვინც გინდათ,მაგრამ არა, აქ ვაივიშის ძახილი უკეთესია და ერთმანეთის ლანძღვა ჩ------ე.
ყველა და ყველაფრით უკმაყოფილება შთამომავლობით გადმოგეცათ,თუ გინდათ ეგრე გამოჩნდეთ? ვესი გემატებათ?
ყველაფერზე მოთქმა-გოდება და თავზე ნაცრის წაყრა არ მოგწყინდებათ ნე მენშე ასი წელი.
ნუ თქვენ კი აღარ იქნებით,მაგრამ საერთოდ ვამბობ.

პოზვოლენიე სკაზატ და ეს დიპლომატი რომელი, 1992 წელში რო გაასუხარეს? თუ მასზეა საუბარი,მაშინ ზურაბიშვილის დუხი და ადიკალონი არ იყო საქართველოში, არ იცნობდა არავინ და თუ იმ მკვლელობას მაგას უკავშირებთ, სასაცილოც აღარ არის უჟე.

georgia

2018-08-02 23:12:23

აქ იუზერების ნახევარი საქართველოდან გადახვეწილები ხართ წლობით და დარწმუნებული ვარ ათასი პროცენტით,რომ არც ერთი უკან დაბრუნებას არ ფიქრობთ! ჰა-ჰა დასამარხად დაბრუნდეთ,რო დაბერდებით. თქვენს ძალას და ენერგიას უცხო ქვეყანას ახმართ.
სხვა ქვეყანებს უხდით გადასახადებს და თქვენს ქვეყანას რა? რაღაცა 100 ევროს რო გზავნით,რომელიც არაფერში არ აისახება?
ზურაბიშვილი კი, სხვა ქვეყანაში დაბადებულ გაზრდილი ქალი დაბრუნდა.
ის ვაშაძეც დაბრუნდა,უძახეთ კაგებეს აგენტი და შნირი და რაც გაგახსენდეთ უზმოზე და ის კი თავის ქვეყანაში დაბრუნდა.
ანანიაშვილიც დაბრუნდა მოსკოვში რომ ფეხიფეხზე გადადებული იცხოვრებდა,მაგრამ ჩაბნელებულ საქართველოში დაბრუნდა. (შვილი საქართველოში გააჩინა და ზრდის!)
წულუკიანმა ისეთი ხელფასი დატოვა,ზოგმა იმდენი ციფრის წერაც არ იცის. (შვილი საქართველოში გააჩინა და ზრდის) და ამისთანები კიდევ ბევრია საბედნიეროდ და მე მიუხედავად იმისა ვის რამდენი ცოლი და ქმარი ყავს და კიდევ რამდენი ეყოლება,ასეთ ხალხს ყოველთვის ვცემდი პატივს და ამ აზრზე დავრჩები სანამ ცოცხალი ვარ.
თქვენ კი ზოგი რომ უკვე გაქცეული ხართ და ზოგიც გასაქცევად ემზადებით რა გქვიათ?
მე გეტყვით თუ არ იცით და შეგახსენებთ.
თქვენ ხართ " ლიჟბი აქედან გამასწრებინა" ხალხი!

ფხიზელი

2018-08-02 23:45:54

მე ვიცი, ვინც იქნებოდა კარგი პრეზიდენტი, მაგრამ ნაცები და ქოცები ერთნაირად ებრძვიან და ამიტომ ერთადერთი რეალური კანდიდატი რჩება სალომე ზურაბიშვილი - უდიდესი გამოცდილების მქონე, დიპლომატიაში ჭიპმოჭრილი (როგორც იტჸვიან), პროფესიონალი!
არავისი საქმე არ არის, ორჯერ იყო გათხოვილი, ერთხელ თუ სულაც შინაბერაა: ამას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს იმ საქმეში, რაც პრეზიდენტს ევალება (გადახედეთ მსოფლიო ლიდერების პირად ცხოვრებას!).
მძიმე ხასიათი აქვს თუ მსუბუქი, ამას მით უმეტეს! - რძლად კი არ მოგვყავს, გვეშინოდეს, დედამთილი არ გაამწაროსო :)

serapina

2018-08-03 00:09:27

პატივცენულო georgia,აქ შემოდიხარ ცხრა ნიკით... და უცხოეთში რომ ჩემსავით ოცი წელი გეცხოვრა,ცხრა გვარს გამოიცვლიდი... მე,რაც საქართველოში მქონდა გვარი,ისიც არ გამომიცვლია...თუმცა,ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია...ისე დავწერე...

ყველა ადამიანს "წასვლის" და "დაბრუნების" თავისი მიზეზები აქვს...
ისე,შენ ისე გემრიელად იკბინები,რომ შუბლზე გაწერია,როგორ გინდოდა სადღაც წასვლა და ის,რასაც ელოდი,მაინც ვერ შედგეა... სულერთია წასულზე,თუ წაუსვლელად...

აბა,რა გრჯის აქ რომ პირს იქაფავ?!
ან ვისზე ჭკვიანი გგონია თავი რომ ვიღაცის მორალს უკაკუნებ?!
შურიანი და ბოღმიანის ნაწერია,რასაც წერ და სამშობლოს,რომელსაც ერთ დანგრეულ მერსედესში გაცვლი,თუ შანსი მოგეცა, ნუ იყენებ არგუმენტად...
იაფი არსება ხარ და იმიტომ!
დააყენე,ეს ჩვენი სამშობლო,შენისთანებს ბევრს იტევს და უძლებს...
რა გაგიკეთებია შენი ქვეყნისათვის???
ან თუ გაგიკეთების(და ვისაც გაგვიკეთებია,რა აქ ვწეროთ და ვის ვამადლოდ? შენისთანებს???), რა ჩინ-მედლები გინდა?!
პატარა კაცებს,დიდი გული აქვთო ამბობენ.
პასუხის ღირსადაც არავის ჩაუთვლია შენი ნერვიულობა "ჩვენს სიბერეზე" და განვლილ ცხოვრებაზე...
არც მე ვთვლი საჭიროდ,ჭორიკანა ქალივით მოტარტალე კაცს პასუხი გავცე...
უბრალოდ,ძააააან შეაჩვიე ენა კოლექტიურ ლანძ/ღვას და თუ ბავშვობიდან დღემდე,მაგ ლანძღვაში ხარ ჩურჩხელასავით ამოვლებული...
წადი და წინაპარს მოჰკითხე,(ცოცხალსაც და გარდაცვლილსაც), ამდენი ბოღმა,როგორ აღზარდეს შენში!
ჩვენ,"გაქცეული ქართველები" ვერ დაგეხმარებით!

georgia

2018-08-03 00:40:06

სერაფიონას.
შენ ვინა ხარ ტო?! მე ჯერ წერტილის დასმა არ დამიმთავრებია და შენ "უჟე ნატაშა" ხარ რო შემომახტი?
ისე შენ მოგხვდა მიხუას აბრიგინებული უზმოზე ( კი მოისხამდა შენს მადლს დაგაწყნარებდა) რაც გეორგია ვარ რაც აქ შემოვედი და სანამ ეს საიტი იარსებებს გეორგიად დავრჩები და შენ ვინ ჩემი ფეხები ხარ რო მეტი აგიხსნა.
თუ საჭიროდ არ თვლი პასუხი გამცე რას გამოვარდი?
აშკარა ვიტამინის ნაკლებობას განიცდი ფღოილაინ ჩემო,მაგრამ მე ვერ გიშველი,არ მამწონან შენნაირები, იქაც რო ენები აქვთ.
მე რასაც მინდა იმას დავწერ და შენ მდიე წამოხდილმა, გეტყობა ჯანიანი ქალი ხარ. აბა ჰე და აბა ჰო. არ გამაზო.

davituna

2018-08-03 02:15:28

მე ზურაბ აბაშიძის (უფროსის) კანდიდატურა მიმაჩნია ყველაზე მისაღებად....

kolxi

2018-08-03 08:55:48

ზურაბ აბაშიძე მართლაც საინტერესო და ღირსეული ადამიანია!!!

serapina

2018-08-03 10:02:09

გეორგია,
ნუ,რისი ნაკლებობაც გქონია მთელი ცხოვრება,იმაზე მოთქვამ საქვეყნოდ...
...და შენს გაჭირვება-გაჭედილობებს,თავად რომ მიხედო?!
შენთვის,ისიც ბევრი დრო იყო... თორემ,ახლავე დაგიმტკიცებდი რამდენი ნიკითაც წერ.ნაწერში ჩანს ყველაფერი...თუმცა,შენს გამოსაკვლევად არ მცალია.

ისე,რა საცოდავი ხარ,შენს ნაწერებს დაუკვირდი. ერთი ზრდილობიანი პოსტი,ვერ დაგიწერია,ხან ფეხი და ვიღაცის გაბრიგინებული არ მოგელანდოს!
ასე გაგზარდეს და ვეღარ შეიცვლები!
რა გახდა საქართველოში, ნიფხვიდან ამომხტარი არსებების დასამშვიდებელი საიტი?!
შენ წასვლა-წამოსვლას მიხედე და ყველგან,ნუ ყოფ მაგ ცხვირს!
არჩიე,შენ და შენი ოჯახის წევრები,სად წახვალთ და საიდან მოხვალთ! დანარჩენს,ვინ გაკითხებს,რომ კითხულობ?!

Thoma

2018-08-03 18:27:42

ც ნ ო ბ ი ს ა თ ვ ი ს :
ანგელა მერკელიც ორჯერ არის გათხოვილი, მაგრამ ამდენი ხანია არც თუ ურიგოდ უძღვება გაერთიანებულ გერმანიას. თან, კანცლერი მართლა პირველი პირია და არა მოსაჩვენებელი, როგორც ჩვენთან, ვეტოს დადებისა და კრიმინალი ნათესავების ციხიდან გამოშვების მეტი რომ არაფერი ევალება.
(მერკელი - პირველი ქმრის გვარია. თავისი გვარი კესნერი გახლავთ)

Munji

2018-08-03 19:13:20

ახლა დავინტერესდი: ანგელა მერკელი წარმოშობით პოლონელი ყოფილა...
ამასთან დაკავშირბით ერთი ანეკდოტი გამახსენდა:
- მინდა ჩემი ოჯახის, ჩემი წარმომავლობის ისტორია გამოვიკვლიო, მაგრამ არ ვიცი როგორ მოვაბა თავი ამ საქმეს...
- საკუთარი კანდიდატურა წარადგინე საარჩევნოდ! დანარჩენს ჟურნალისტები მიხედავენ.....

კატრინაა

2018-08-03 20:11:20

რა მოგივიდათ,რამ გაგამწარათ ასე?!ერთმანეთის ლანძღვას არ აჯობებს ვითომ,უფრო კონსტრუქციული და კორექტული კამათი რომ გააჩაღოთ? მე ვფიქრობ,აჯობებს! ჩვენ კიდევ დაყოფა-გათითოკაცება გვინდა,ისედაც ერთი გავლება დავრჩით!

serapina

2018-08-03 22:05:07

კატრინაა,
მე, არ დამიწყია არასოდეს უზრდელობა(რაც იმას არ ნიშნავს,რომ არ ვიცი)!
...მაგრამ,პასუხის დაბრუნრბა ვიცი.

...უზრდელი და ენაჭარტალების გარემოცვაში მინდა ვიყო და ვწერო!...ისე,თითქოს არ მესმის რას ამბობს ვიღაც გონებადაბინდული.

დიახ,საკითხზე საუბარი რომ შეეძლოთ,პირადულზე არ გადავიდოდნენ!
უბრალოდ,ვერ ვიტან ამ მენტორული ტონით რომ ამდენ ადამიანს,ვიღაც ვიგინდარა ასე მოიხსენიებს...

...ფორუმსაც აქვს თავისი "კანონები" და ვის რა მოადგება ენაზე,ის რომ არ უნდა იყ/რანტალოს ყველა ერთუჯრედიანმა,თუ ირიბად ვერ გაიგეს,პირდაპირ უნდა აუხსნას ვინმემ. სულ ეს იყო.

serapina

2018-08-03 22:06:05

შესწორება: არ მინდა ვიყო... უნდა მეწეროს.

კატრინაა

2018-08-04 13:30:38

აბსოლუტურად გეთანხმებით,მაგრამ მაინც....

რეგისტრაცი?/p>

დახურვ?/span>
სახელი:

პაროლი:

გაიმეორე?პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80