ტყეების ჩეხვას მოჰყვება ისეთივე სტიქია, როგორც ჭუბერს დაატყდა თავს
საზოგადოება

ტყეების ჩეხვას მოჰყვება ისეთივე სტიქია, როგორც ჭუბერს დაატყდა თავს

ტყეების ჩეხვას მოჰყვება ისეთივე სტიქია, როგორც ჭუბერს დაატყდა თავს
ბექა დანელია

2018-07-11 17:18:03

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჭუბერში მომხდარი სტიქიის ერთ-ერთ მიზეზად ტყის უსისტემოდ ჭრა დაასახელა. ამ პრობლემაზე სპეციალისტები უკვე მრავალი წელია საუბრობენ, მაგრამ უნდა ითქვას ისიც, რომ მთავრობა ვერაფრით ახერხებს ბუნების სათანადოდ დაცვას.

„პირველადი შეფასებით, რა თქმა უნდა, სტიქია ჭარბმა ნალექმა გამოიწვია, მაგრამ აქვე ისიც უნდა აღვნიშნო, რომ ტყის უსისტემო ჭრამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი და ვინც ამით იყო დაკავებული, ამ ხალხსაც აუცილებლად მივხედავთ. ტყის უსისტემო ჩეხვა არ შეიძლება. ესაა ჩემი პასუხი.

ეს კონკრეტული შემთხვევა, როგორც სპეციალისტები გვეუბნებიან და ამის ყველა ნიშანი არსებობს, გამოიწვია უხვი ნალექსის მოსვლამ. ამისგან დაზღვეული არავინ არ არის. ამ შემთხვევაში ჩვენი პასუხი უნდა იყოს, რომ გვქონდეს გამართული სწრაფი რეაგირების და ადრეული შეტყობინების სისტემები, რომლებიც საქართველოში გვაქვს ორი და უნდა გაკეთდეს ყველგან“, - განაცხადა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე კახა კუჭავა, რომელმაც აღიარა, რომ საქართველოში ხე-ტყის ჭრა უკვე წლებია, საკმაოდ დიდ პრობლემას წარმოადგენს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამოცხადდეს უკომპრომისო ბრძოლა ხე-ტყის უკანონო ჭრასთან. ტყის კოდექსი, რომელიც პარლამენტში მუშავდება, ეს მხოლოდ დასაწყისია. ამას უნდა მოჰყვეს ხის სექტორის რეფორმა, რაც სტრუქტურულ ცვლილებებსაც გულისხმობს. ეს საბოლოოდ მიგვიყვანს საერთაშორისო სტანდარტების მართვამდე. ჩვენ უკვე გავამკაცრეთ კანონმდებლობა ხის უკანონო ჭრასთან დაკავშირებით, თუმცა ეს საკმარისი არ არის და აუცილებელია სისტემური მიდგომა, რომ ეს პრობლემა საბოლოოდ აღმოიფხვრას და შეწყდეს ტყეების უკანონოდ გაჩეხვა“, – განაცხადა კუჭავამ.

კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი ადასტურებს, რომ სტიქიის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი სწორედ ტყის განადგურებაა. ორგანიზაციის წარმომადგენელი რეზო გეთიაშვილი ამბობს, რომ პირველადი შეფასებით, ჭუბერში განვითარებული სტიქიის ერთ-ერთ მიზეზად ბოლო წლების განმავლობაში აღნიშნულ ტერიტორიაზე მასობრივი ხეების ჭრა უნდა მივიჩნიოთ. ისედაც ყველასთვის ცნობილია, რომ ჭუბერში ტყეების ჭრა მასშტაბური იყო და მეწყრულმა პროცესებმა ეს დაადასტურა.

ჭუბერის თემში რომ ხის მერქნის მოპოვების უკანანოდ ხდებოდა, ეს კარგად ჩანს, სტიქიის ზონიდან გავრცელებულ ვიდეოებში, სადაც ვხედავთ, რომ მდინარეს ათასობით კუბური მეტრი ხე-ტყე მოაქვს, რომელიც სულაც არ არის სტიქიის მიერ მოთხილი ცოცხალი ბიომასა. ეს უფრო მოჭრილ ხე-ტყეს ჰგავს.

„გავრცელებულ ინფორმაციებში, ვიდეოებში ადგილობრივი მოსახლეობაც ხშირად ახსენებს სახერხებს, წაღებულ ათეულობით კუბურ მეტრ ხე-ტყეს, რომელსაც ფლობდა ერთი ოჯახი“, - აცხადებს გეთიაშვილი და დასძენს, რომ ჭუბერში მზადდება სამასალე ხე-ტყე, რომელშიც ადგილობრივი მოსახლეობაა ჩართული.

„ხე-ტყე განსაკუთრებით ინტენსიურად იჩეხებეოდა 2016 წლის ჩათვლით, როდესაც მასალის ტრანსპორტირებას წარმოშობის სერტიფიკატი არ სჭირდებოდა. უკვე მოგვიანებით ასეთი დოკუმენტის არსებობა საჭირო გახდა, თუმცა გამოინახა სხვა გზები და ხე-ტყის უკანონო ჩეხვა კომერციული მიზნით ისევ გაგრძელდა.

როდესაც სახელწიფომ სცადა აღნიშნული პროცესისთვის ხელი შეეშალა, ამან ადგილობრივ მოსახლეობაში კონფლიქტი გამოიწვია. საზოგადოებას კარგად ახსოვს, როდესაც მოსახლეობამ ზედამხედველობის სამსახურს არ მისცა საშუალება სამსახურეობრივი ფუნქცია შეესრულებინა. ფაქტია ხელისუფლებამ ვერ შეძლო ჭუბერში ტყის უკანონო ჭრის აღეკვეთა“, - განუცხადა „კომერსანტს“ გეთიაშვილმა.

საქართველოს მთიანეთში დაახლოებით 60-70-პროცენტიანი ენერგო დეფიციტის გამო, მოსახლეობა იძულებულია მოჭრას ის ხე-ტყე, რომელიც იცავს მის სახლ-კარს, სოფელს. ხელისუფლება იძულებულია თვალი დახუჭოს ამაზე, რადგან ამ პროცესის აკრძალვა, როდესაც არ არსებობს სხვა ალტერნატიული ენერგეტიკული საშუალებები, ადამიანების სასიცოცხლო რესურსის გარეშე დატოვებას გამოიწვევს. საბოლოოდ კი, ეს სოფლები დაიცლება. ეს არის წლების განმავლობაში აღიარებული პრობლემა, მაგრამ ამას ხელისუფლება ვერ აგვარებს.

ნანახი?- 1405

natali

2018-07-11 17:48:01

2500 ლარს ზემოთ არსებული ხელფასი შესაძლოა 30%-ით დაიბეგროს. ამ ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გია ჟორჟოლიანი გამოდის.
------------
ეს კაცი საკუთარი გუნდის მტერია? ეს რეებს ბოდავს? და საერთოდ, კაცი,რომელიც ყველა მთავრობას მოერგო.მუდმივად პარლამენტარია და ქვეყანა მაინც რა დღეშია, ხმა ამოეღება კი არა, თავისი ფეხით უნდა გარბოდეს ციხეში.

ისედაც ვისაც ცოტა მეთი შემოსავალი აქვს ქონების გადასახადს იხდის და ახლა კიდე ესეც დაუბეგრეთ რააა.
არა რაააა, ნაღდად ხარაკირს იტარებთ.

natali

2018-07-11 17:53:07

პარლამენტარების პენსიები გაუთანაბრეთ სხვა პენსიონერების ხელფასებს და იმით გააკეთეთ ეკონომია. მცირე მთავრობასთან ერთად მცირე პარლამენტიც არ გვაწყენდა. რას აკეთებთ 150 უსაქმური ფუფუნებაში რომ გაცხოვრებთ ეს გასაცოდავებული ხალხი? შეიმცირეთ თავი,ვითომ 50 უსაქმური არ გვეყოფა?
2500 ლარი რომ მაქვს ხელფასი, 4 უმუშევარს ვინახავ. თუ გგონიათ ამით ი უმუშევარ ხალხს მოალბობთ, ძალიან ცდებით.

papa

2018-07-11 21:13:21

ტყეების ჩეხვას მოჰყვება ისეთივე სტიქია, როგორც ჭუბერს დაატყდა თავს


მერე ამას ჩვენ რას გვეუბნებით?/ ვისაც საჭიროა ეგ იმას გააგებინეთ, იმას, თორემ ჩვენ, უბრალო ხალხს, ტყესთან, მით უმეტეს ხის მოსაჭრელად, ვინ მიგვიშვებს
ხის მოსაჭრელად კი არა ტყეში უკვე ლამის საქეიფოდაც აღარ შეგვიშვან....
ეგ იმათ უთხარით, ვისაც ეგ ეხება....თორემ ჩვენ ეგ უთქვენოდაც დიდი ხანია ვიცით

კატრინაა

2018-07-12 08:51:08

მეტყევეებს ისეთ დაბალ ხელფასებს აძლევენ,არ უღირს ახალგაზრდა ადამიანს მუშაობა და ამდენი სამუშაოს შესრულება! ასეთია ამ სახელმწიფოს მიდგომა და გაჩეხავს ტყეს უგუნური და უწიგნური ადამიანი,აბა რას იზამს? გავუშვათ გუგულა მაღრაძე რეინჯერად და მივცეთ 300ლარი ხელფასი და ნახეთ მერე ტყეების ჩეხვა!

რეგისტრაცი?/p>

დახურვ?/span>
სახელი:

პაროლი:

გაიმეორე?პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80