სასაფლაოების დაახლოებით 40% მიტოვებულია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს მერია?

გაუფრთხილდი თავს

ნარკოტიკი კლავს!

გაუფრთხილდი სხვას

ეკონომიკა

სასაფლაოების დაახლოებით 40% მიტოვებულია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს მერია?

სასაფლაოების დაახლოებით 40% მიტოვებულია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს მერია?
ბექა დანელია

2018-07-11 17:00:24

დედაქალაქში სასაფლაოების პრობლემა სულ უფრო მწვავე ხდება. ერთი მხრივ, მათი მასშტაბები იზრდება, ხოლო მეორე მხრივ უამრავია უპატრონო საფლავია, რომლის სამომმავლო ხვედრი გაურკვეველია. გენგეგმის ავტორები იმასაც ამტკიცებენ, რომ ზოგიერთი სასაფლაო საფრთხეს უქმნის მოსახლეობის ჯამრთელობასაც.

თბილისის გენერალური გეგმის დანართის ერთ-ერთი ნაწილი დიდი დიღმის III-IV მ/რ-ის სამხრეთ ტერიტორიის დახასიათებას მოიცავს, რომლის თანახმად, ბოლო ათეული წლების მანძილზე, დიდი დიღმის დასახლების ურბანული ტერიტორიის დიდი ნაწილი დანაწევრდა და დაიფარა ერთიან გააზრებას მოკლებული მცირე ნაკვეთებით.

„პროცესი წარიმართა შესაბამისი მასშტაბის ქალაქგეგმარებითი დოკუმენტაციის შემუშავების გარეშე. შედეგად სივრცე მოკლებულია ერთიან სტრუქტურას და არ არის სათანადოდ უზრუნველყოფილი სოციალური, საზოგადოებრივი და საქმიანი ობიექტებით“, - ნათქვამია დოკუმენტში.

აღნიშნული ტერიტორიის მახლობლად არსებობს და დიდი სისწრაფით იზრდება მუხათგვერდის სასაფლაო, რომელიც მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველია.

„მოცემული საცხოვრებელი არეალის მახლობლად განთავსებულია მუხათგვერდის სასაფლაო, რომელსაც არ აქვს დადგენილი ზუსტი სანიტარული დაცვის საზღვრები, რაც საფრთხეს უქმნის, როგორც მაცხოვრებელთა ჯანმრთელობას, ისე სასაფლაოს კულტურული ზონის იზოლირების უზრუნველყოფას“, - წერია გენგეგმის დანართში.

დედაქალქში სასაფლაოების მხრივ მხოლოდ მუხათგვერდი არ ქმნის პრობლემას. ზოგადად, ამ მხრივ თბილისში პრობლემები გარდაუვალია. მაგალითად, წინასწარი გაანგარიშებით დაახლოებით 2040 წლისთვის თბილისში არსებულ სასაფლაოებზე ადგილი აღარ იქნება. ეს დასკვნა გეგნგეგმაზე მომუშავე ჯგუფმა ბოლო 10 წლის განმავლობაში თბილისის ტერიტორიაზე არსებული სასაფლაოების ფართობის ზრდის ტენდენციაზე დაკვირვების შემდეგ მიიღო.

თბილისი სწრაფად მზარდი ქალაქია. შესაბამისად, გადატვირთული სასაფლაოების პრობლემა დღის წესრიგში უკვე დიდი ხანია დგას. თბილისის მერიამ თავის დროზე შ.პ.ს. „ჰერმესს“ მართვის ქვეშ 55 საქალაქო სასაფლაო გადასცა. აქედან 6 საქალაქო სასაფლაო უკვე დახურულია, მათ შორის არის პეტრე-პავლეს და ვერის საქალაქო სასაფლაოები.

„ახალი სასაფლაოების მოწყობის აუცილებლობა ამ ეტაპისთვის დღის წესრიგში არ დგას, რაც განპირობებულია სასაფლაოებზე არსებული თავისუფალი რესურსით, რომლის ათვისებას, ჩვენი გათვლებით 45-50 წელიწადი სჭირდება,“- განაცხადეს თბილისის მერიაში.

„კომერსანტისთვის“ ცნობილი გახდა, რომ თბილისის მერია საფლავების სივრცითი მოწყობის გადაგეგვმას აპირებს, საუბარია საკანონმდებლო რეგულაციებზე, რომელიც ჭირისუფალს საფლავის მოპირკეთების კონკრეტულ წესს გულისხმობს.

„დღესდღეობით, სასაფლაოების ტერიტორიებზე, კონკრეტულად საფლავებზე და მის მიმდებარედ ბევრია გადახურული შენობები და კონსტრუქციები, რომელიც შეუფერებელია სასაფლაოს იერსახისთვის. ამ თვალსაზრისით იგეგმება შესაბამისი წესის შემუშავება, რომელიც შეეხება საფლავებს და მის მიდებარე მიწისზედა კონსტრუქციების რეგულირების წესს“, - განაცხადეს თბილისის მერიაში.

გარდა ამისა, მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურების დაკვირვებით სასაფლაოების დაახლოებით 40% მიტოვებულია, შესაბამისად, თბილისის მერიას დაწყებული აქვს ამ საფლავების „ჯიპიესებით“ მოკვლევის პროცესი. რა ელის ათასობით უპატრონო საფლავს, ამაზე კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

ნანახია - 549

petrekupry

2018-07-11 17:15:31

https://www.facebook.com/კარგ-ქართველთა-საფლავები-1674097819531996/

natali

2018-07-11 17:53:56

2500 ლარს ზემოთ არსებული ხელფასი შესაძლოა 30%-ით დაიბეგროს. ამ ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გია ჟორჟოლიანი გამოდის.
------------
ეს კაცი საკუთარი გუნდის მტერია? ეს რეებს ბოდავს? და საერთოდ, კაცი,რომელიც ყველა მთავრობას მოერგო.მუდმივად პარლამენტარია და ქვეყანა მაინც რა დღეშია, ხმა ამოეღება კი არა, თავისი ფეხით უნდა გარბოდეს ციხეში.

ისედაც ვისაც ცოტა მეთი შემოსავალი აქვს ქონების გადასახადს იხდის და ახლა კიდე ესეც დაუბეგრეთ რააა.
არა რაააა, ნაღდად ხარაკირს იტარებთ.

პარლამენტარების პენსიები გაუთანაბრეთ სხვა პენსიონერების ხელფასებს და იმით გააკეთეთ ეკონომია. მცირე მთავრობასთან ერთად მცირე პარლამენტიც არ გვაწყენდა. რას აკეთებთ 150 უსაქმური ფუფუნებაში რომ გაცხოვრებთ ეს გასაცოდავებული ხალხი? შეიმცირეთ თავი,ვითომ 50 უსაქმური არ გვეყოფა?
2500 ლარი რომ მაქვს ხელფასი, 4 უმუშევარს ვინახავ. თუ გგონიათ ამით ი უმუშევარ ხალხს მოალბობთ, ძალიან ცდებით.

georgia

2018-07-11 18:47:41

როგორც განვითარებულ ქვეყნებშია უნდა იყოს ისე და არა ასე ნაწვიმარზე სოკოებივით რომ ჩნდება სასაფლაოები თვითნებურად,ისედაც მცირე მიწიან ქვეყანაში.
სად არის სასაფლაოსთვის დასაკარგი ადგილი. ქართველებმა რომ ყველაფერი უზომო და უსაშველო ვიცით. არ ვიცი თუ არსებობს კანონი,რომელიც ამბობს,რომ, თუ რაღაც დროის გასვლის შემდეგ არ გამოუჩნდება პატრონი, საფლავი გაუქმდეს და,თუ არ არსებობს, ახლა დააკანონონ! საუკუნის წინანდელი მიტოვებული საფლავები უნდა გაუქმდეს და ისედაც, დაკანონდეს,რომ სამი-ხუთი წლის გასვლის შემდეგ მიცვალებული ჩადონ ყუთში და ჩამარხონ იქვე სამარის კუთხეში,რომ სამარე შემდეგ ისევ გამოიყენოს ოჯახმა.

papa

2018-07-11 21:04:07

ნატალიი
ნატალიიიიი

ეგე შენს(ჩვენ) კახიშვილს რა უყვეს....... სახლში დასვეს, სახლში ...
შენ კიდევ მთავარი პროკურორიო.....
რა ატამი.... რის ატამი...სემიჩკა მიირთვი..... სემიჩკა
ისე ბოლოს სემიჩკა მირთმეულები ვინც დარჩებიან,........ ეხლავე ემჩნევათ


თან ახალი სიშტერე დაახეთქეს........ 30 პროცენტიო......

ესენი ვერ არიან კარგად, ვერა--- უკვე აპიპინებენ ესენი... აპიპინებენ....

natali

2018-07-11 22:08:52

ერთი წესიერი მინისტრის ჰყავდათ და ისიც მოიშორეს. ხომ გეუბნებოდით ნუ აქებთ მეთქი...(((((((((

ეგებ საპრეიდენტო კანდიდატად დაასახელონ?

ფარაონი

2018-07-12 00:04:20

გოუმარჯოს ოცნებას!
გოუმარჯოს ოცნებას და ოცნების მხარდამჭერებს!
დიდება მის ბელადს და ქვეყნის მამა მარჩენალ ბიძო დე ხრიგინას!
კახიშვილი სახლშიო? ჰმ, დაგაფსით თავზე მეოცნებეებს და მის ბელადს, მხოლოდ პახმელიაზე დავ.აჯ.ვი კეფაზე, შუბლზე, ცხვირზე და იმ თითზე, ხალხისკენ იმედით რომ იშვერს.
ურა ტავარიშჩი ურა!
ხვალიუ ტავარიშჩ ანაკონდა, ხვალიუ. ასრულებ ზაკაზს ხომ? ისტევე ჩვენი ბრალია, შემოხაზე და მოგვეხაზა, ენდეო, ენდე და ენდე! სვოლოჩ.

natali

2018-07-12 10:50:57

!!!!!!!!!!!!!!!!!
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ყოფილი მინისტრი კახა კახიშვილი დანიშნა.
----------
გადაგვირჩნენ!:))))))

natali

2018-07-12 11:01:17

ერთი კითხვა მაქვს-აქამდე ვინ იყო მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი?:))) გახსოვთ ვინმეს??

arichopra 2

2018-07-12 11:29:36

მაია ცქიტიშვილი იყო. ისე მე როგორც ვიცი და ვხვდები მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი
მინისტრზე უფრო დიდი თანამდებობაა - აღსრულების საკითხი მთლიანად მან უნდა მოაწესრიგოს და ოპერატიული მართვის გაკონტროლებაც მას ევალება. სწორედ ზედგამოჭრილი თანამდებობაა. თუ ახლა ამ საქმეს თავი კარგად გაართვა ....ხოო, მერე უკვე პრემიერობის კანდიდატიც გახდება!

arichopra 2

2018-07-12 11:32:10

კახიშვილი რომ მთავარი პროკურორი არ გახდა ეს ძალიან კარგია! მთავარი პროკურორობა ძალიან იმნაირი საქმეა? აი იმნაირი კახას საერთოდ რომ არ შეეფერება!

კატრინაა

2018-07-12 13:47:19

მოკლედ,რა,ვერ გაიგებ,რას ბოდიალობენ!აბა,არჩევნების შემდეგ კახი კახიშვილი წულუკიანის უწყებას ჩაიბარებსო?!

natali

2018-07-12 13:57:54

გამოდის, რომ ეს მთელი დავიდარაბა, მინისტრების გადაბმა-გადმობმა იმიტომ ჩაატარეს, რომ კახიშვილი მოეშორებინათ. მთლად სახლში გაშვება ვერ გარისკეს და ვითომ დააწინაურეს?

papa

2018-07-12 18:55:00

დიახაც ,,დააწინაურეს,,...ოღონდ კომუნისტების მეთოდით ...
როცა კომუნისტებს კაცის მოშორება უნდოდათ ხოლმე, მას ისე ,,დააწინაურებდნენ,, და ისეთ ადგილზე გაუშვებდნენ ხოლმე, რომ იმ ადგილზე, ის კაცი, გინდ ყოფილა და გინდ არა ხოლმე
დაახლოებით პროპკის როლს ასრულებდა ხოლმე ის ,,დაწინაურებული,, კაცი
თქვენ კი იძახით კახიშვილი დააწინაურესო, მაგრამ.....ზუსტად ასე იქნება კახიშვილის დაწინაურებაც, თუ არადა ნახავთ...
სამინისტროდ ინახავენ ..... რა მწნილიააა?
აგე ეკონომიკის მინისტრად კარდიოლოგი დანიშნეს ..ეტყობა კადრები ,,არა ჰყავდათ,,
ბიჯოო ......კაცს მინისტრად ნიშნავ და მაშ ეკონომიკასთან ახლოს მაინც არ უნდა იყოოოს? მაინც და მაინც მინისტრის კრესლოში ეხლა უნდა ისწავლოოოს ეკონომიკის ანა--ბაანი??
ნატალი ..... ჭკვაზე მოსაყვანად ეს მინისტრი შენთვის ჩამიბარებია

ამათ შემყურეს.... ხადური ხომ არ მოგენატრა, ხადური??

natali

2018-07-12 19:27:43

ამათ შემხედვარეს კარდეოლოგი კი გვჭირდება ზუსტად მთელ საქართველოს.

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80