მცირე მთავრობის ახალი სახეები განათლებასა და ეკონომიკას მიხედავენ

გაუფრთხილდი თავს

ნარკოტიკი კლავს!

გაუფრთხილდი სხვას

პოლიტიკა

მცირე მთავრობის ახალი სახეები განათლებასა და ეკონომიკას მიხედავენ

მცირე მთავრობის ახალი სახეები განათლებასა და ეკონომიკას მიხედავენ
მარიამ თოდაძე

2018-07-10 14:40:53

პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, მთავრობის ახალ სტრუქტურაში 10 სამინისტრო და ერთი სახელმწიფო მინისტრის აპარატი იქნება.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა. თქვენ იცით, რომ ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტი გახლავთ საქართველოში ადამიანი, მასზე ზრუნვა და ადამიანური კაპიტალის შექმნა. აქედან გამომდინარე, ამ მიმართულებების, როგორიც არის განათლება, კულტურა და სპორტი, მაღალი კოორდინაციის ხარისხი არის ძალიან მნიშვენლოვანი იმისთვის, რომ ჩვენ მივაღწიოთ ამ მიზანს“, - აღნიშნა ბახტაძემ.

მისივე თქმით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო იუსტიციის სამინისტროს შეერწყმება. უქმდება ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და განსახლების სამინისტრო, ხოლო მისი ფუნქციები გადანაწილდება სამ სხვადასხვა უწყებაზე.

„დევნილთა განსახლების ფუნქცია გადავა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინსტორში. მიგრაციის კომპონენტი შსს-ში, ხოლო სოციალური საკითხები გადაეცემა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს. გარდა ამისა, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო შეერწყმება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს. ეკონომიკის სამინისტროს სივრცითი განვითარების კომპონენტი გადავა რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა ოფიციალურად მიმდინარე კვირას გახდება ცნობილი. ამ საკითხზე პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან შემაჯამებელი კონსულტაციის გავლას ხვალ გეგმავს.

არაოფიციალური ინფორმაციით, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი მინისტრთა კაბინეტს დაემშვიდობება. კულუარული ინფორმაციით, განათლების უწყებას ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი მიხეილ ბატიაშვილი ჩაიბარებს.

იგი ასევე არის მაღალტექნოლოგიური ცენტრის „სილიკონი ველი თბილისის“ წარმომადგენელი, რომელსაც ფონდი „ქართუ“ აშენებს. ბატიაშვილი მიიჩნევს, რომ „სილიკონი ველი თბილისის“ გახსნის შემდეგ საქართველოს პრეტენზია ექნება, გახდეს განათლებისა და ტექნოლოგიების ჰაბი რეგიონში.

არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთ ვერსიად განიხილება, რომ მინისტრის მოადგილეებად, დარგების შესაბამისად, მოქმედი მინისტრები მიხეილ გიორგაძე და მიხეილ ჩხენკელი დაინიშნებიან.

ცვლილებები ეკონომიკური გუნდის მინისტრებს - ფინანსთა და ეკონომიკის სამინიტროების ხელმძღვანელებს შეეხებათ.

ეკონომიკის მინისტრის პოსტზე გიორგი ქობულიას კანდიდატურა განიხილება, იგი თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის და ამერიკული ემორის კურსდამთავრებულია. 2001 წლიდან დღემდე მსოფლიოში უმსხვილესი საკონსულტაციო კომპანია „მაქკინზის“ (McKinsey) გუნდის წევრია და დღეს უფროსი პარტნიორის რანგშია McKinsey-ის მოსკოვის ოფისში, სადაც საერთაშორისო მასშტაბით სხვადასხვა პროფილის კომპანიებს უწევს კონსულტირებას.

ფინანსთა მინისტრის პორტფელი შესაძლოა, „საქართველოს ბანკის“ ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ ჩაიბაროს. კიდევ ერთი ვერსიით, ფინანსთა მინისტრის პოსტზე ივანე მაჭავარიანის კანდიდატურა განიხილება, რომელსაც ბოლო წლებში კომპანია „ჯეოსელის“ კომერციული დირექტორის თანამდებობა ეკავა.

როგორც პარლამენტის განათლების და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა განაცხადა, მთავრობის შემადგენლობაში გარკვეული ცვლილებები იქნება, თუმცა სამთავრობო გუნდის დასახელება პრემიერ-მინისტრის პირდაპირი პრეროგატივაა. როგორც ცნობილია, პრემიერი უმრავლესობასთან შემაჯამებელ კონსულტაციებს ხვალ გეგმავს.

ნანახია - 1613

ფარაონი

2018-07-10 15:17:24

კრიზისიდან თავის დასაღწევად, მთავარი ყოფილა მინისტრების სწორი შერჩევა და ბადრიჯნის მოსავალი იმდენი მოვა, რომ ექსპორტზეც გავიტანთ თურქეთში, თუ ბულგარეთში.

ფარაონი

2018-07-10 15:31:14

„თქვენ იცით, რომ ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტი გახლავთ საქართველოში ადამიანი“, აღნიშნა ბახტაძემ. ვააა, მე რატომ არ ვიცოდი. ნუთუ გამომრჩა. ალბათ ბიძოსთან ახლოს მდგომ ადამიანებზეა ლაპარაკი, ამიტომ.
გაუმარჯოს ოცნებას!
დიდება ბიძინა ივანიშვილს!
დიდება ქვეყნის მამას და ხეთა მგლეჯავს ბატო ნ ხიხო ბიძინას ურა და დიდება! ურა!!!
გაუმარჯოს ყველა მეოცნებეს! განსაკუთრებით თეას და ეკას,!!! პინგვინს და ზებრას! ქვეყანაში დაუმარცხებელ ქალ ფალავნებს.
ვაშა ამხანიკები, ვაშა და ურაააააა! ! ! ურა „ტოვარიშჩი“ ურაააა! ! !

Maverick

2018-07-10 21:15:16

ფარაონი, "ვაშა ამხანიკები, ვაშა და ურაააააა! ! ! ურა „ტოვარიშჩი“ ურაააა! ! !"

მასე კი არა, ასე:
რიმტაუტომ, ტარამ, ტარამ მრავალჟამიერ...

წინ ნაცბოზბანდა! უკან პორტირებული ნაცები! შუაში გადაკრასკული ნაცმაქციები! ბოლოში კი ქოცნაცური მაყრიონი!

ვაჩააააააააააა! ულააააააააააა! მლავალჟამიეეეეეეეეეეეელ!

klemanso

2018-07-10 21:48:47

მიშა ბატიაშვილი თავის დროზე გაქაჩა ალექსანდრე-კახა ლომაიამ. მან აქცია "კაცად". მერე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი იყო და პირველადი კაპიტალი იქ დააგროვა (ახლა არ მკითხოთ, როგორ დააგროვა). როგორც ვხედავთ, იმდენი დააგროვა, რომ ტიპმა შეძლო, გაეხსნა საკუთარი უნივერსიტეტი - ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი. მაგ უნივერსიტეტის გახსნა ეს იყო ჩვეულებრივი მაფიოზური მოვლენა (ეგეც არ მკითხოთ, როგორ მოხდა). ახლა ეს კაცი მინისტრად ინიშნება. რა დამსახურებებისთვის ინიშნება მიშა ბატიაშვილი მინისტრად, არ გინდათ ამიხსნათ, ბატონო პრემიერო?
მიშა ბატიაშვილი ამბობს, რომ მისმა ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა NASA-სთან დაამყარა საქმიანი ურთიერთობაო! ეს ყველაფერი არ არის სასაცილო! მეც შემიძლია, რომ ნასასთან რაღაც მიმოწერა ვაწარმოო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ნასასთან რამე საქმიანი ურთიერთობა მაქვს! იქნებ ისიც მითხრათ, რომ პირდაპირ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ეზოდან გაუშვეს დედამიწის ხელოვნური თანამგზავრი.
სტუდენტები ამბობენ, რომ ისინი არიან მოტყუებული, ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მიერ და მასობრივად გამორბიან იქიდან. ეტყობა მიშა ბატიაშვილი მინისტრად იმისთვის ინიშნება, რომ თავის სახელგატეხილ უნივერსიტეტს სახელმწიფოს ფინანსები მიაშველოს და ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები თავისი უნივერსიტეტის სასარგებლოდ გადაათამაშოს.
არ გრცხვენიათ?

კატრინაა

2018-07-10 23:45:22

მარტო გვარი რად ღირს!ბატიაშვილი!ერთიც ვნახოთ და გვარი გაამართლა,მერე სად მივდივართ?! კატასტროფა!

ფარაონი

2018-07-11 00:57:31

რასაც ტქვენ წერთ, თუ მართალია, რაშიც მე ეჭვი არ მეპარება, მაგრამ სხვების რა ვთქვა, მაშინ გამოდის რომ ბატიაშვილლი კი არა შებერტყილაშვილი ყოფილა და დავიჯერო ბიძინამ არ იცის ვის ნიშნავენ მინისტრად?
იცის, მე დარწმუნებული ვარ, რომ იცის. ხოდა თუ იცის ბიძო მე შენი დედა როგორ შეგაგინო, არ შემიძლია.
ბიძო შე ხიხო და გორსალა, შენ გთხაროს მამალმა ზოლიან ვირმა ზებრად წოდებულმა ყვ...ბამდე, ისე რომ ვაის თქმასაც ვერ ახერხებდე. ღირსი არ ხარ? ხარ.

kolxi

2018-07-13 10:14:17

ფარაონი კი არა ნაგავი და ნაძირალა ხარ, ნაცსექტას ასხლეტილი დამპალი ნამცეცი.
ბოროტო, არ გიხარია არა ქვეყნის წინსვლა?!
შენ დაგიბრუნდეს ის ყველაფერი რაც შენ პოსტში გადმოანთხიე!!!
სხვას ვერაფერს დააკლებ ხალხი ბრძენია და მიგიჩინათ უკვე სანაგვეზე დამსახურებული ადგილი ვენაცვალე მათ!!!
ფუუუ შენი........

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80