„მცირე და მსხვილი მეწარმე თითქმის ერთნაირად იბეგრება, ამიტომ მცირე მეწარმეების 80-90% გადასულია ჩრდილქვეშ“
ეკონომიკა

„მცირე და მსხვილი მეწარმე თითქმის ერთნაირად იბეგრება, ამიტომ მცირე მეწარმეების 80-90% გადასულია ჩრდილქვეშ“

„მცირე და მსხვილი მეწარმე თითქმის ერთნაირად იბეგრება, ამიტომ მცირე მეწარმეების 80-90% გადასულია ჩრდილქვეშ“
მანანა ნოზაძე

2018-07-09 14:00:17

მცირე ბიზნესის როლი ეკონომიკაში მნიშვნელოვანია. საერთაშორისო თუ ადგილობრივმა ფონდებმა ათეულობით მილიონი ლარი დახარჯეს, რათა საქართველოს მოქალაქეებს ბიზნესინიციატივები გასჩენოდათ. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ყოველწლიურად უამრავი ადამიანი რეგისტრირდება მცირე მეწარმედ, მათი უმეტესობა თავის „ბიზნესმენურ ნიჭს“ იმაში ავლენს, რომ სულ მალე მეწარმეობას თავს ანებებს.

ახალმა პრემიერმა განსაკუთრებული ინიციატივები მოუმზადა მცირე მეწარმეებს. რას მოიტანს მისი მცდელობა, ამის შესახებ For.ge-ს „თავისუფალ მცირე მეწარმეთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი ანზორ საკანდელიძე ესაუბრა.

ყველა თანხმდება, რომ საჭიროა მკვეთრი ნაბიჯების გადადგმა მცირე მეწარმეობის გადასარჩენად. მამუკა ბახტაძის ინიციატივით, დღეიდან ამოქმედდება უნიკალური საგადასახადო რეჟიმი, რომლის მიხედვითაც, მცირე მეწარმეებს ბრუნვის გადასახადი 5-ჯერ შეუმცირდებათ. შეგვიძლია, ამჯერად მაინც ვირწმუნოთ, რომ ახალი საგადასახადო რეჟიმი ამ სექტორის უფრო მეტ გამჭვირვალობასა და მცირე მეწარმეთა წახალისებას უზრუნველყოფს?

- ეს ინიციატივა კარგია, მაგრამ საკმარისი ნამდვილად არ არის. აქ მთავარია, აღდგეს 2006 წელს „ნაციონალების“ მიერ დანაშაულებრივად გაუქმებული მცირე მეწარმეობის კანონი. ეს ჩვენს მიერ შემუშავებული კანონი იყო, რომელიც 1999 წელს მივიღეთ. ამ კანონის აღდგენასთან ერთად აღდგება მცირე მეწარმეობის მართვის სტრუქტურა, მცირე საწარმოთა განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრი. როდესაც ეს კანონი მივიღეთ, შევარდნაძე მაშინ მართლაც დაეხმარა მცირე მეწარმეებს, პლუს ამას, კიდევ შეიქმნა მცირე მეწარმეობის საინვესტიციო ფონდი, რომელსაც მართავდა ეს ცენტრი. ეს იყო ამერიკული მოდელი და ეს ცენტრი არც ერთ სამინისტროს, არც ერთ უწყებას არ ემორჩილებოდა. უშუალოდ ექვემდებარებოდა მაშინდელ პრეზიდენტს, ანუ ახლანდელ პრემიერ-მინისტრს. ამერიკაში არსებობს მცირე ბიზნესის ადმინისტრაცია, ასე ჰქვია იქ მცირე მეწარმეობის მართვის სტრუქტურას, რომელიც მხოლოდ პრეზიდენტს ემორჩილება. სხვათა შორის, ამერიკაში ასეთი მხოლოდ ორი სტრუქტურაა - მცირე ბიზნესის ადმინისტრაცია და გამოძიების ფედერალური ბიურო, ასეთ მაღალ დონეზეა აყვანილი ეს ორი სტრუქტურა. პლუს ამას, მცირე ბიზნესის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს პირდაპირ პრეზიდენტი ნიშნავს და ამტკიცებს კონგრესი. ეს ყველაფერი უნდა აღდგეს, თორემ დღეს საქართველოში არც ერთი სტრუქტურა არ არის, რომელიც მცირე მეწარმეობაზე მუშაობს. პროგრამა უნდა იყოს ერთიანი, ასე ნაგლეჯ-ნაგლეჯად არაფერი გამოვა.

სააკაშვილმა, რომელიც მეწარმეობის აღორძინებას გვპირდებოდა, რატომ გააუქმა მცირე მეწარმეობის შესახებ კანონი?

- იმიტომ, რომ, თუკი რამე შემოდიოდა საზღვარგარეთიდან მცირე მეწარმეობის ხაზით (ფულადი ნაკადი, დახმარებები, შეღავათიანი კრედიტები, ტრანშები, განსაკუთრებით, გრანტები), ყველაფერი ეს შედიოდა მცირე მეწარმეობის საინვესტიციო ფონდში. ამ ფონდს ჰყავდა თავისი სამეთვალყურეო საბჭო, სადაც შედიოდნენ პარლამენტარებიც, მთავრობის წევრებიც და, რაც მთავარია, შედიოდნენ კონტროლის პალატის წარმომადგენლებიც. ანუ კონტროლქვეშ იყო მოქცეული და არ შეიძლებოდა, მცირე მეწარმეობისთვის შემოსული ერთი ლარიც კი გვერდზე წასულიყო. ყველაფერი უნდა მოხმარებოდა მცირე მეწარმეებს. ეს ვერ აიტანეს, რომ ამდენი ათეული წელი შემოდიოდა ათეულობით მილიონობით დოლარის ფულადი ნაკადები. ამიტომაც ყველაფერი გააუქმეს და დღეს იურიდიული პირიც არ არსებობს საქართველოში, რომ შემოსული ფულადი ნაკადი (გრანტი, თუ დახმარება) გადაერიცხოს იმ იურიდიულ პირს, რაც უშუალოდ მოემსახურება მცირე მეწარმეობას.

ცხადია, ფულადი ნაკადის გამოცლით ადგილობრივ წარმოებას ჩაკლავდნენ, მით უმეტეს, რომ ეს ბერკეტები ბანკებს გადაეცათ.

- ეს ბერკეტები ბანკებს გადასცეს და ფულადი ნაკადების გამოცლით თვითონ ის სტრუქტურა გამოაცალეს მცირე მეწარმეებს, რითაც უნდა ემართათ მცირე მეწარმეობა. წარმოიდგინეთ, დღეს ქვეყანას მცირე მეწარმეობის შესახებ ერთი კანონიც არ აქვს. ეს სასწრაფოდ აღსადგენია. ამდენად, რაც თქვა მამუკა ბახტაძემ, რომ მცირე მეწარმეებს 5-ჯერ შეუმცირდებათ ბრუნვის გადასახადი და მცირე ბიზნესის დასაბეგრი შემოსავალი მცირდება 5-დან 1%-მდე, ეს ძირითადად მაინც გათვალისწინებულია უფრო ვაჭრობის სფეროსთვის.

მამუკა ბახტაძე აცხადებს, რომ ეს უნიკალური საგადასახადო რეჟიმია, თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ მცირე ბიზნესის სტატუსი ენიჭებათ იმ მეწარმეებს, რომელთა შემოსავალიც დღეს არსებული 100-ათასლარიანი ზღვარის ნაცვლად, არა უმეტეს 500 ათასი ლარია.

- კარგია, რომ ბრუნვის წილი გაიზარდა 500 ათას ლარამდე, მაგრამ ამას პრემიერ-მინისტრი ნუ დაიბრალებს, რადგან 1999 წელს რომ მივიღეთ მცირე მეწარმეობის პირველი კანონი, იქ პირდაპირ წერია, ვინ უნდა ჩაითვალოს მცირე მეწარმედ, ასევე, საშუალო და მსხვილ მეწარმედ. მაშინდელი კანონით, მცირე მეწარმედ ითვლებოდა ის, ვისი წლიური ბრუნვაც 500 ათას ლარამდე იყო. თუ უნდათ, კარგი გაუკეთონ მცირე მეწარმეებს, მაშინ ეს ჭერი ასწიონ 500 ათას ლარამდე და, თუ ადრე 100-ათასლარიანი ბრუნვის მქონე მცირე მეწარმეები გათავისუფლებულნი იყვნენ დამატებითი ღირებულების გადასახადისგან, 500-ათასლარიანი ბრუნვის მქონენიც მთლიანად გაათავისუფლონ დღგ-სგან. ეს კარგი იქნება, მაგრამ 500-ათასლარიანი ბრუნვაც არ არის საკმარისი, რადგან ეს ძირითადად, როგორც გითხარით, უფრო ვაჭრობის სფეროსთვისაა განკუთვნილი.

რატომ, შეიძლება, ეს სამომხმარებლო სფეროსთვისაც იყოს გათვალისწინებული.

- შესაძლოა, ასეც იყოს, მაგრამ წარმოებისთვის წლიური 500-ათასლარიანი ბრუნვა თითქმის არაფერია. ეს ადგილობრივ წარმოებას წინ მაინც ვერ წასწევს. თუ გვინდა, ევროპას დავეწიოთ და რაღაც გადმოვიღოთ მისგან, მაშინ ევროსაბჭოსა და ევროკავშირის რეკომენდაციით ვიმოქმედოთ, იქაური კანონმდებლობა მორგებულია იმაზე, რომ ევროკავშირის ქვეყნებში ბრუნვა 10 მილიონ ევრომდე უნდა იყოს. აბა, შევადაროთ 10 მილიონი ევრო ჩვენს 500-ათასლარიან ბრუნვას, რაც ძალზე მიზერულია და წარმოებას ვერაფერში დაეხმარება. ეს მართლაც დარჩება მცირე წარმოებად და, რაც მთავარია, ასეთი ბრუნვით მცირე მეწარმეობა ჩრდილიდან მაინც ვერ გამოვა. თუ მეწარმეს 500-ათასლარიანი ბრუნვა ერთ თვეში არ აქვს, ისე წარმოება ვერ იმუშავებს.

პრემიერი ამბობს, რომ 120 ათასი მცირე მეწარმეა საქართველოში, მაგრამ, ამის მიუხედავად, წლიდან წლამდე მცირე მეწარმეობისადმი ინტერესი მზარდია?

- ჯერ ჩვენ არც ვიცით, ვინ უნდა ჩაითვალოს მცირე მეწარმედ, ყველაფერი გაუქმებულია. კანონი უნდა აღვადგინოთ, რომ გამოიკვეთოს, ვინ ჩაითვალოს მცირე მეწარმედ. შემდეგ ამას უნდა დაემატოს უამრავი კანონი. ნებისმიერ ქვეყანაში მცირე მეწარმეობის დარგში ყოველწლიურად ასობით კანონი იწერება, ანუ კანონები იცვლება და, თუ კანონი მცირე მეწარმოებას არ მოერგება, ის პერიოდულად განახლდება ხოლმე, რათა ხელი არ შეუშალოს უკვე წამოწყებულ მცირე ბიზნესს. პოლიტიკურ და ეკონომიკურ სიტუაციას უნდა მოერგოს მცირე მეწარმეობა. ჩვენთანაც უნდა ახსოვდეთ, რომ ამ კანონმდებლობას მუდმივი განახლება სჭირდება. სიმართლე გითხრათ, ჩვენს ქვეყანაში ისეთი წნეხია, ვერც ამუშავდება ეს სურვილები, თუ არ მოექცა ჩარჩოებში და, თუ მცირე მეწარმეობის კანონი არ აღდგა. დღეს მცირე და მსხვილი მეწარმე თითქმის ერთნაირად იბეგრება. ამის გამო მცირე მეწარმეთა 80-90% გადასულია ჩრდილქვეშ, რადგან კონკურენციას ვერ უძლებს. როგორი კანონებიც არ უნდა მიიღონ, მცირე მეწარმეობის არსებობისთვის, ორი პირობაა აუცილებელი. მთელ მსოფლიოში ასეა, რომ მცირე მეწარმეობისთვის ან პირდაპირი სუბსიდირება უნდა გაიღოს სახელმწიფომ, რათა მცირე მეწარმის მიერ შექმნილი სამრეწველო პროდუქცია კონკურენტუნარიანი გახდეს მსხვილი მეწარმის პროდუქციასთან მიმართებით, ანდა მისცენ ფიქსირებული გადასახადები შეღავათების სახით. სწორედ ამ უკანასკნელს აპირებს ახლა ჩვენი ხელისუფლება. როგორც წესი, ამ გზას ღარიბი ქვეყნები ირჩევენ, რომ უნდა მისცენ ფიქსირებული გადასახადების სახით შეღავათები, მდიდარი ქვეყნები კი ირჩევენ სუბსიდირებას. ამერიკიდან დაწყებული, ევროკავშირის თითქმის ყველა ქვეყანა მცირე მეწარმეობაში ათეული მილიარდობით დოლარის სუბსიდირებას ახდენს. ამის მსგავსი საქართველოში არ ხდება, არც სუბსიდირებას უკეთებენ მცირე მეწარმეობას, არც სერიოზულ შეღავათებს აძლევენ, ამიტომაცაა განადგურებული ლეგალური მცირე მეწარმეობა. რაც რეალურად ჩანს და, რასაც ჩვენ ვუყურებთ, იმის 90%-ზე მეტი ჩრდილქვეშაა მოქცეული.

 

ნანახი?- 616

კატრინაა

2018-07-09 18:37:51

ერთნაირად რომ იბეგრება მცირეც და დიდიც,იმიტომ ვართ ერთ ადგილზე.ხელფასიც ერთნაირად იბეგრება,300 ლარიც და 3000 ლარიც!ეს ნორმალურია?!

Maverick

2018-07-09 19:33:04

ნორმალურია, ნორმალური ჩემო კატრინა!

რატომ?!

აბა ბიუჯეტს ხომ უნდა შევსება, სახალხო საქმეში დამაშვრალებმა მაღალი ხელფასები, პრემიები ხომ უნდა აიღონ?

სხვაგვარად ხალხი როგორ უნდა გამოწველონ და გამოღეჭონ?

arichopra 2

2018-07-09 20:58:50

ერთნაირად რატომ იბეგრებიან? ვისაც 300 ლარი აქვს შემოსავალი ის იხდის 60 ლარს. ვისაც 3000 ის იხდის 600 ლარს. 60 და 600 ერთი და იგივეა?

papa

2018-07-09 22:24:36

300 ლარიან ხელფასს 60 ლარს რომ დაუკავებ...... როგორია??...ცოდო არააა?/
ბევრს ეგეც არა ააქვს(ეს სხვა საკითხია), მაგრამ ვინც მუშაობს და 300--დან 60-ს
უკავებენ.. უბრალოდ არა სამართლიანია .....
300 ლარიან ხელფასს მაქსიმუმ 10 % უნდა ჰქონდეს დაბეგვრა (ანუ სიმბოლური)
გრადაცია უნდა იყოს, გრადაცია
მაგ 600..ზე
მერე 800
მერე 1000 და ა.შ.
20% უნდა იყოს მაქსიმუმი და ისიც იმათზე, ვისაც მართლა ხელფასი აქვს....
აბა მარეგულირებელია თუ რაღაც ნაჩალნიკი...25 ათასიდან იმასაც 20 % და გაჭირვებულ 300 ლარიან ადამიანსაც 20 % ?
რატოა ასე?
იმიტომ რომ..... ,,მდიდარი ღარიბს წვრილწვრილად უფხვნიდა, ეკონომიურად ხარჯეო..
მოკლედ ჩანტლაძის ,,ერთი კვერცხის დიეტა,, და სამასი ლარი...ფაქტიურად ერთი და იგივეა...

კატრინაა

2018-07-10 08:26:10

ანუ სახლში მიგაქვს ერთ შემთხვევაში 260 ლარი და მეორე შემთხვევაში 2060ლარი! 260 ლარი,ეს ხელფასია?!ბიბლიოთეკარებს აქვთ ასეთი ხელფასი. ეს დაბეგრილი ფული პენსიონერებისთვის რომ მიეცათ,ღირსეული პენსია ექნებოდათ მაინც. გუგულა მაღრაძე და ეკა ბესელია უნდა დასვა ამ პენსიაზე და აცხოვრო,როგორ ხასიათზე იქნებიან,შევხედავთ.ეს არის უსამართლობა,თორემ 20%-იან დაბეგვრას აიტანდა ადამიანი როგორმე.

arichopra 2

2018-07-10 11:26:11

ერთ შემთხვევაში სახლში მიგაქს 240 ლარი და მეორე შემთხვევაში 2400! ე.ი. პირველ შემთხვევაში შენი ხელფასია 240 ლარი. მეორე შემთხვევაში 2400 ლარი, გასაგებია?! მაგ პროცენტებს სულ ტყუილად ანგარიშობთ. ასეა, ზოგს ძალიან პატარა ხელფასი აქვს, ზოგს დიდი ხელფასი, ზოგს კიდავ ძალიან დიდი და ა.შ! ზოგს სულ არ აქვს, მაგალითად მე! სამაგეოროდ 0-ის 20% =0-ს! და არაფერს ვიხდი! ვინაა დამნაშავე ხელფასი რომ არ მაქვს?! სხვა არავინ, მე ვარ დამნაშავე - უნდა ვიცოდე ისეთი რამ და იმ დონეზე, რომ სახლში მაკითხავდნენ და მეხვეწებოდნენ, წამობრძანდი მარეგულირებელი კომისიის წევრად და მიიღე 25 000 ლარი ხელფასი, ოღონ იცოდე 5000 ლარს დაგიქვითავთ და ხელზე 20 000 უნდა დაყაბულდეო! )) გაიგეთ? მეტი არაა ჩემი მტერი?! ))

arichopra 2

2018-07-10 11:32:27

კატრინაა

2018-07-10 12:28:05

საუბარია იმაზე,რომ ზოგადად ხელფასის 20%-იანი დაბეგვრა არის ბანდიტობა სახელმწიფოს მხრიდან!დამთავრდა!

რეგისტრაცი?/p>

დახურვ?/span>
სახელი:

პაროლი:

გაიმეორე?პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80