„მოსალოდნელია, მთავარი პროკურორი შალვა თადუმაძე გახდეს“
პოლიტიკა

„მოსალოდნელია, მთავარი პროკურორი შალვა თადუმაძე გახდეს“

„მოსალოდნელია, მთავარი პროკურორი შალვა თადუმაძე გახდეს“
მარიამ თოდაძე

2018-07-07 09:00:02

მთავარი პროკურორობის კანდიდატებად შალვა თადუმაძე, შალვა შავგულიძე და ნინო გოგნიაშვილი დასახელდნენ. შერჩეულმა კანდიდატებმა გასაუბრება უნდა გაიარონ, რის შემდეგაც თუ საპროკურორო საბჭო ერთ-ერთ მათგანს მხარდაჭერას გამოუცხადებს, შერჩეული კანდიდატურა დასამტკიცებლად მთავრობას გადაეგზავნება.

მთავარი პროკურორობისთვის სულ 21 კანდიდატი იბრძოდა, თუმცა სამმა მათგანმა კანდიდატურა მოხსნა და შერჩევის ბოლო ეტაპზე მხოლოდ 18 კანდიდატურა განიხილებოდა.

შალვა თადუმაძის და ნინო გოგნიაშვილის კანდიდატურები ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა წარადგინა, შალვა შაგვულიძის კანდიდატურა კი - „ევროპულმა საქართველომ“.

საქართველოს ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ თანამდებობა ვადის ამოწურვამდე დატოვა. მიზეზი ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება გახდა, როდესაც მთავარ პროკურატურასთან ერთ-ერთი გარდაცვლილი მოზარდის მამამ, ზაზა სარალიძემ მხარდამჭერებთან ერთად საპროტესტო აქცია გამართა.

როგორც საპროკურორო საბჭოს წევრი, ირმა ჭკადუა აცხადებს, წინასწარ კანდიდატურების შეფასებას ვერ გააკეთებს. რაც შეეხება, თუ რა ნიშნით შეირჩა აღნიშნული კანდიდატები, როგორც ჭკადუა აცხადებს, მათი დასახელება იუსტიციის მინისტრის ექსკლუზიური უფლებაა, ხოლო ვინ მოიპოვებს საპროკურორო საბჭოს მხარდაჭერას, ეს დამოკიდებულია კანდიდატებზე, თუ რა პროგრამით წარსდგებიან ისინი საპროკურორო საბჭოს წინაშე.

როგორც ოპოზიცია მიიჩნევს, მთავარი პროკურორი ისევ ბიძინა ივანიშვილის გარემოცვიდან შეირჩევა, რადგან თანამდებობებს ძირითადად მისი ყოფილები იკავებენ, ყოფილი ექიმი, ადვოკატი თუ სხვა.

როგორც ირმა ჭკადუა აცხადებს, კრიტიკა ოპოზიციის ლეგიტიმური უფლებაა.

„მე ვერ ვუკარნახებ ოპოზიციას, რა მოეწონოს და რა - არა. მეც ბევრი რამ არ მომწონს, ან მომწონს, მაგრამ ჩემს პოზიციას ყოველთვის ხმამაღლა ვაფიქსირებ. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის გარემოცვას, ამასთან დაკავშირებითაც ვერაფერს გეტყვით, გარდა იმისა, რომ იქიდან, რა პერსონიფიცირებაც მოახდინეს, ყველა ვხედავთ, რომ ივანიშვილის დანიშნულმა ექიმმა, სერგეენკოს ვგულისხმობ, გაამართლა და ერთ-ერთი საუკეთესო სამინისტროს საუკეთესო მინისტრია“,- აცხადებს ჭკადუა.

როგორც უფლებადამცველი ლია მუხაშავრია აცხადებს, რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ ამგვარ თემებზე, სამწუხაროდ, ხელისუფლებას ეს არ აინტერესებს, რაც ყველაზე დიდი პრობლემაა ქვეყანაში.

„უნდა ველოდეთ, რომ შალვა თადუმაძე იქნება შერჩეული ამ სამი კანდიდატიდან და ის დაინიშნება მთავარ პროკურორად, რაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ძალიან ცუდია თავად ხელისუფლებისთვის, იმიტომ, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები ამოკლებს მის ხელისუფლებაში ყოფნის ხანგრძლივობას“,- მიიჩნევს ლია მუხაშავრია.

რაც შეეხება მთავარი პროკურორობის კანდიდატის სამოქმედო გეგმას, ირმა ჭკადუას განცხადებით, მთავარ პროკურატურაში ძირეული ცვლილებებია აუცილებელი.

„მას შემდეგ, რაც კანდიდატების სამოქმედო ხედვებს მოისმენს საპროკურორო საბჭო, უკვე შეიქმნება გარკვეული შთაბეჭდილება, რომელი მათგანი რა ცვლილებას გეგმავს. იქამდე, ვიდრე მათ სამოქმედო ხედვებს მოვისმენთ, გამიჭირდება რომელიმე მათგანის შეფასება“, - აცხადებს ირმა ჭკადუა.

როგორც ლია მუხაშავრია აცხადებს, პირველ რიგში მისასალმებელია, რომ საპროკურორო კანდიდატებს შორის ქალბატონი ნინო გოგნიაშვილი დასახელდა და ალბათ, ღირსეული კანდიდატია, რადგან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა წარადგინა.

„რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, სამართლის დოქტორიც ყოფილა, ძალიან სასიამოვნო და სასურველი იქნებოდა, ქალი ყოფილიყო მთავარი პროკურორი, თუმცა, წარმოდგენილი კანდიდატებიდან კარგად ვიცნობ შალვა თადუმაძეს და შალვა შავგულიძეს. ვფიქრობ, შალვა შავგულიძე არის ამ შემთხვევაში საუკეთესო კანდიდატი, თუკი ხელისუფლებას სურს, რომ დამოუკიდებელი და პოლიტიკურად ნეიტრალური მთავარი პროკურორი ჰყავდეს ქვეყანას. ის არ არის „ქართული ოცნების“ წევრი, არც საჯარო მოხელე, არც ამ პარტიასთან ასოცირებული და ყოველთვის მნიშვნელოვანია, მთავარი პროკურორი პოლიტიკურად ნეიტრალური პირი გახდეს“, - აცხადებს ლია მუხაშავრია.

რაც შეეხება პროკურატურის რეფორმირებას, რაც მრავალი წელია, კრიტიკის საგანია, როგორც მუხაშავრია აცხადებს, ეს პროცესი დამოკიდებულია როგორც ხელისუფლების პოლიტიკურ ნებაზე, ასევე პერსონალურად, მთავარ პროკურორზეც.

„პოლიტიკური ნება თუ იქნება, შეირჩევა მართლაც პოლიტიკურად ნეიტრალური და კვალიფიციური მთავარი პროკურორი, თუ ის გამოიჩენს გონიერებას, ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია, ველოდოთ წარმატებებს, თუმცა ასეთი პროგნოზი არ მგონია, რომ გამართლდეს - როგორც ვხედავთ, არც პოლიტიკური ნება ჩანს და არც პოლიტიკურად ნეიტრალური კანდიდატის დანიშვნას არ ველოდებით. თუმცა, თუ პროკურორი არ იქნება კვალიფიციური და მიუკერძოებელი, ძალიან დიდი საშიშროებაა, რომ პროკურატურაში გამრუდდეს სამართალი“,- აცხადებს ლია მუხაშავრია.

მისივე შეფასებით, აუცილებელია საზოგადოებამ მოისმინოს სამივე კანდიდატის სამოქმედო გეგმა - რა ცვლილებების გატარებას გეგმავენ და როგორი წარმოუდგენიათ მომავალში საქართველოს მთავარი პროკურატურა.

მთავარი პროკურორის კანდიდატების შერჩევის საკითხს საქართველოს პრეზიდენტიც გამოეხმაურა, როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, პროცესი აქტიური საჯარო განხილვებით უნდა წარმართულიყო, რაც არ მომხდარა.

„მთავარი პროკურორის კანდიდატურების თაობაზე მსჯელობა არის გაქცევა იმ მთავარი საკითხიდან, რომელიც საზოგადოებამ ძალიან ნათლად და აქტუალურად დააყენა. ეს საკითხი მდგომარეობდა შემდეგში: უნდა მოხდეს პროკურატურის დეპოლიტიზება და მთავარი პროკურორი ისე უნდა შეირჩეს, რომ მას საზოგადოების მაღალი ნდობა ჰქონდეს.

ამ პერიოდის განმავლობაში ძალიან აქტიური საჯარო კონსულტაციები უნდა მომხდარიყო. მე რამდენადაც ვაკვირდები, ისე მოხდა კანდიდატურების დასახელება, რომ საზოგადოებრივი განხილვები არ ყოფილა. შესაბამისად, ცალკე კანდიდატურებზე მსჯელობა არის გაქცევა საზოგადოების მთავარი შეკვეთიდან, რომ ეს იყოს მაღალი საზოგადოებრივი ნდობით აღჭურვილი პროფესიონალი“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, იმ საკითხების გვერდზე გადადება მოხდა, რაც ამ პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციებმა წამოწიეს. როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, იმისთვის, რომ რუსთაველის გამზირზე არ ვისმენდეთ ტრაგიკული ისტორიების საგას, საზოგადოებრივი ნდობით აღჭურვილი მთავარი პროკურორი გვჭირდება.

„არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წამოწეული საკითხები უცებ გვერდზე გადაიდო და დავიწყეთ მსჯელობა კონკრეტულ კანდიდატურებზე. მე არც ერთ კანდიდატურაზე პოზიციას არ დავაფიქსირებ, რადგან მთავარი არის თვითონ პროცესის განხორციელება. იმისთვის, რომ ჩვენ არ ვისმენდეთ რუსთაველის გამზირზე ტრაგიკული ისტორიების მთელ საგას, რომლის მოსმენაც სამწუხაროდ მოგვიხდა, გვჭირდება საზოგადოებრივი ნდობით აღჭურვილი მთავარი პროკრური, რომელსაც გარდა მაღალი სანდოობისა, ექნება სისტემის შინაარსობრივი რეფორმის განხორციელების შესაძლებლობა,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ნანახია - 1958

antoni

2018-07-07 10:27:28

თადუმაძე და შავგულიძე შეიძლება ძალიან კარგი იურისტები არიან /მესამე საერთოდ არ ვიცი ვინაა, ალბათ "კომისიის გასაძლიერებლად" ჩასვეს/ მაგრამ მთ. პროკურორს კარგ იურისტობასთან და სინდისთან ერთად შესაბამისი საპროკურორო უნარები უნდა ჰქონდეს

tinia

2018-07-07 11:42:49

და რომელია პოლიტიკურად ნეიტრალური? თადუმაძე -ბიძოს ყოფილი ადვოკატია ბესელიასთან ერთად მოქალაქეობის ჩამორთმევისას ჩირთიფირთობდნენ რაცხას .შავგულიძე კი აგერ გუშინ ალასანიას გუნდელი იყო .ახლა ევროპელ დემოკრატებს ნაყვარებათ ნამეტნავად ასე რომ ეგ არჩევა-დანიშვნაც მორიგი სპექტაკლია თანაც უხეიროდ დადგმული.

tinia

2018-07-07 11:48:44

რაც შეეხება ქ.ნინო გოგნიაშვილს -მე დეკორაცია მგონია გენდერული ბალანსის დასაცავად.რაც არ უნდა იყოს მნიშვნელოვანია ,არა შევრცხვეტ მსოფლიო მასშტაბით.ჰა ჰა ჰა

tinia

2018-07-07 12:00:34

ა ბატონო მთლად კაი ამბავი,თადუმაძე ქ.თეას ნათელმირუნი ყოფილა.არა რა ყვავის ჩვენთან დემოკრატია ვერაფერს იტყვი.უფრო უხეიროდ ყოფილა დადგმული ვიდრე მე მეგონა............

დომნა

2018-07-07 13:57:14

არა რა ქართულ სამართალს არც დედა ყავს და არც მამა. მოკლედ უპატრონოა.

papa

2018-07-07 21:39:44

კახიშვილს რა დაუწუნეს.... კახიშვილს?? რატო უშვებენ სახლში ?(ფაქტიურად იგივეა)
ისე აქედან მე შავგულიძეს ავირჩევდი

papa

2018-07-07 22:10:17

დომნა
თხოვნა ჩემგან

როცა ხასიათზე იქნები და როცა სურვილიც გექნება.... აგვიხსენი ერთი აქ ყველას ..
ამ აფხაზეთიდან ლტოლვილ ადამიანს ..რუსებისგან აგრე რიგად დაქცეულს,მიუხედავად ყველაფრისა, მაინც რატომ მიგაჩნია რუსეთთან დალაპარაკება გამოსავლად? რატომ უყურებ ამ ჩვენს,,მეგობრებს,, ასე ცერად?? რატომ არ გჯერა მაგათი ხმამაღლა ნათქვამი ძმობა-მეგობრობის ფიცისა?
ან საერთოდ .. რატომ გირჩევნია ეგ ჩვენი მტერები(ე.ი. რუსები)--არაბს, პაკისტანელს,ინდოელს, ჩინელს და სხვა ათასი ჯურის გადამთიელს?(ესენი ხომ ყველა ჩვენი,,მეგობრები,,არიან?)
რა არის იციი.... მეც მყავს ორი გაგრელი ლტოლვილი(ძმები ფარცვანიები...ომობდნენ იქ)რომლებსაც რუსებისაგან წაქეზებულმა აფხაზებმა(თანაც მეზობლებმა)მთელი ცხოვრება იქ დაატოვებინეს....(ადრე აქ მოყოლილი მაქვს მათი ამბები)
ლტოლვილი ადამიანის ცხოვრება რაა არი კარგად იცი(ჩვენს მტერს). ყველაფრის მიუხედავად ისინიც შენსნაირ არჩევანს აკეთებენ
..ჰოოდა აგვიხსენი ერთი.... რა მოხდა ამ წლების განმავლობაში თქვენს ცხოვრებაში ისეთი,რომ ეგ საძულველი ჩვენი მტრები, ასე,,შეგიყვარდათ,,.იქნებ ფულებს გიხდის პუტინი? ნუ მოგერიდება თქვი....
პედაგოგი ბრძანდები...ჰოოდა მერე,... როცა მოიცლი .. დალაგებულად აუხსენი ამ ზოგიერთ ჩაციკლულებს---- რატომ ,,გიყვარს,, რუსეთი. ნუ გეშინია თქვი, ჩემგან განსხვავებით შენ პუტინის აგენტად ნაღდად ვერ გამოგაცხადებენ!
მერე ... როცა სურვილი გექნება.... მაგრამ ცოტა ვრცლად ... დალაგებულად

ბაბაია

2018-07-08 05:17:48


papa
როგორც გავიგე ამბობ //დალაგებულად აუხსენი ამ ზოგიერთ ჩაციკლულებს---- რატომ ,,გიყვარს,, რუსეთი// ვიცით შენი სიყვარულის თაობაზე რომ საბჭოთა არმიის ნაპრაპორჩიკალს გიყვარს "მშობლიური რუსეთი" მიუხედავად ათასობით მის აგრესიას შეწირული ქართველისა ,მრავალგზის სიტყვის გატეხვისა , ანექსიისა,დამცირებისა,,,,სული ნათელი დასტრიალებს საქართველოს რუსთა ხელით წამებით აღსრულებული ქუთათელ გაენათელი მიტროპოლიტების წმიდა მღვდელმოწამე დოსითეოსი და ეფთვიმესი,გაუქმებული ათასწლოვანი სახელმწიფო, ავტოკეფალია , აქედან მოყოლებული სულ სისხლი ანთხია რუსი ეგზარხოსის მიერ დაწყევლილმა და გაძარცულმა დღევანდლამდე ანექსირებულმა საქართველომ, სული ნათელი დასტრიალებს საქართველოს ქართველობისათვის წამებული - მამა ანდრიასი, აფხაზობისთვის ნაწამები იური ანუასი, გიორგი ანწუხელიძესი და უამრავი სამშობლოს შეწირული ადამიანისა, აგერ ახლახან სასტიკად ნაწამები არჩილ ტატუნაშვილი მისი დაგლეჯილი მტევნები, ჩაშავებული ხელები, მარჯვენა ხელზე მოჭრილი საჩვენებელი თითი, დასიებული სახე.და ვინა ხარ და ვისი პაპა ხარ შენ მკრეხელო როცა ამბობ : //დალაგებულად აუხსენი ამ ზოგიერთ ჩაციკლულებს---- რატომ ,,გიყვარს,, რუსეთი// თავად აგვიხსენი ვინა ხარ და როგორ აძლევ თავს ამის უფლებას ?


papa

2018-07-08 08:39:44

არაა ააქვს შენთან ლაპარაკს აზრი...
მაგრამ ....თავად შენ ვინ ხარ აქ ცენზორის როლს რომ ირგებ?....წითელო კომისარო,ვინ გაძლებს იმის უფლებას რომ კითხვა დავსვა თუ არა ის განმისაზღვრო ....... კითხვააა... ეგ კითხავა
შენგან განსხვავებით რუსულ არმიაში ნამსახური არა ვარ...
ეს თქვენა ხართ რუსების ხსენებაზე ვითომ ტანსაცმელს რომ იხევთ, თორემ ადეიშვილისა არ იყოს ყველა რუსებთანა ხართ სინამდვილში ჩახუტებულები და იმათ საქმეებსაც აკეთებთ.
აგე მაისაია რას წერს..... ადეიშვული ორბანს პუტინთან უწყობს საქმეეებსო....
თუ ადეიშვილს რუსეთთან სვიაზები არაააქვს, მაშ როგორ უწყობს ურბანს პუტინთან საქმეებს?
(მიშაზე აღარააა ლაპარაკი)
დომნას კიდევ მაგას იმიტომ ვეკითხები, რომ მაგან თქვა .... აქ შემოთრეულ ყველა გადამთიელს, მაინც რუსი მირჩევნიაო...გაიგეეე, კითხვააა.... კითხვა
შენ იცი რუსი ვინააა და მაგან არააა?
და ბოლოს .... სულ უფრო და უფრო მიმტკიცდება აზრი, რომ შენ აქ მართლა პარტიული დავალების შესასრულებლადა ხარ შემოსული...
აბა სულ კარგად ბრძანდებოდე... ჩემგან სიკეთე ...ოღონდ ჩემ ნაწერებს ნუღარ წაიკითხავ

ბაბაია

2018-07-08 13:00:47

მყავდა მეგობარი "პაპას" ეძახდნენ ქვერს ატარებდა ჭარმაგი ვაჟკაცი 2 წელი იომა აფხაზეთში,გულგატეხილმა მაგრამ სულითძლიერმა, ,ბიძაშვილი მყავდა ულამაზესი, უწესიერესი ყმაწვილი ვერ დააკავა დედისერთა დედამ, ისიც იბრძოდა,დედამ მის უჩუმრად ოქროს კბილები მოიხსნა რომ ჯავშანჟილეტი ეყიდა მისთვის, ღმერთმა ნათელში ამყოფოს მათი და კიდევ მრავალი სამშობლოს შეწირულთა სულები..... და რა შუაშია ადეიშვილი და ურბანი აქ ? მე მაგათ არ ვიცნობ და რამსები აგერია ვითომ პაპავ, სინამდვილეში კოლაბორაციონისტთა იდეების მბეჭდავო მოღალატევ, ვითომ ვერ ხვდები განსხვავებას იმპერიალისტური, კრემლის თეთრთვალება უხსენებელის "რუსეთსა" და მრავალ წესიერ რუსი ეროვნების ადამიანთა შორის, რომლებთანაც დიახაც რომ უნდა ვიმეგობროთ! დემაგოგობ , მონობას გვიქადაგებ თავად სულიერ მონობაში ჩარჩენილო , ენა მამული , სარწმუნოება გვქონდა მარადჟამს საფიცრად ქართველებს და შენ ენადამახინჯებულს ბარბარიზმებით, მამულის ერთიანობის მტრის ხატებით გულში , ბოროტების მოტრფიალ ურწმუნოს გინდა თავისუფლად იქადაგო სულწამწყმენდი იდეები ?

serapina

2018-07-09 00:07:56

პაპა,

არ ვთქვი მე, სულ თავიდან,ეს რა ფურუნკულიც იყო!
რამდენი ითმინა(ტაქტიკურად იცუნცულა)სანამ გასკდებოდა!

შენ უსპობ თურმე საქართველოს,ენას,მამულს და სარწმუნოებას...
აბა,არც ქართველად რომ უქნია ერთი,არც სო/მ/ხ/ად და არც უკრაინელად... იმას,კი არ დააბრალებენ რამეს,იმდენს ჭამენ მაგისას ჩამჩითა!

შენ ამათი ყიჟინა უნდა გენახა, მიშა ერევანში ჩამოდისო(იქაური არეულობები რომ იყო)...
ახლა ამათ საქართველო,სიზმარშიც არ უნდა ანახო მაგრამ...
ასეა ჩვენი საქმე და...

მოკლეთ, პარ/ტ/ბ/ო/ზ...ი არიან!
ამათთან, ტვინმოღრეცილობას ვერ დაიანგარიშებ...
ტვინის მაგივრობის გამწევი,ჩალისა და თივის სიმძიმეს თუ გამოთვლი,ჰა და ჰა!

არაფრის ახსნა არ უნდა ამას!
რუსებს ჰყავთ ესენი ბოგაზე დაბმული,თანაც ოპტომ!

კატრინაა

2018-07-09 19:39:44

მოკლედ,მოდაშია რუსეთის აგენტის იარლიყი! კი,მაგრამ თურქებს რომ ერთ ადგილას უძვრებოდა მიშა-ავადმყოფი და ისტორიული მეგობარია ჩვენიო,რომ გაჰკიოდა,მაშინ არ გაგახსენდათ თურქეთის მიერ ქართველთა გაჟუჟვის არც ერთი ფაქტი? არც არაბების ბატონობა გახსოვთ? დღევანდელი მსოფლიო პოლიტიკა არ ცნობს არც ისტორიულ მეგობრებს და არც ისტორიულ მტრებს!ვინ ვისთან არის ჩახუტებული და ვინ ვის ეომება,ვერ გაიგებ!ამიტომ,რახან ვართ ერთი პატარა წერტილი ამ დედამიწაზე,არ არის საჭირო ამხელა გველეშაპს ხახაში შეუვარდეთ,როგორც მიშა-დარეხვილი შეუვარდა 2008წელს!კეთილი ვინებოთ და დაველაპარაკოთ მტერსაც დ მოყვარესაც,მითუმეტეს,როცა ამ მტერს 20%აქვს ოკუპირებული შენი ქვეყნის!თუ გგონიათ,რომ ტრამპი დაელაპარკება ამ საკითხზე,ძააააალიან ცდებით!შენი სახლი შენ თუ არ დაალაგე,სხვა ვერასოდეს დაგილაგებს!ბოდიშს გიხდით ასეთი ვრცელი ტირადისთვის! გმადლობთ ყურადღებისათვის!

papa

2018-07-09 23:36:35

სეაფინა


სხვის თვალში ბეწვსა ხედავენ და თავისაში დირესაც ვერაო.
.ასეა... არ უნდათ თავისი ქაქის დანახვა და უძახე რამდენიც გინდა--ეს ყველაფერი მიშამ დაიწყოვო.... მაინც არ დაიჯერებს
რასაც შენ ნაცებზე წერ 100 % გეთანხმები..
ვამპირებისა არ იყოს, მაგათ სისხლის სმა შემოაკლდათ და შენი თქმისა არ იყოს, ეგენი უკვე აგონიაში არიან..ადრე სისხლი მოსწყურდებოდათ..პაჟალოსტა...ნაირნაირი...ვინმე ახალგაზრდას ჩაცხრილავდნენ, ზღვაში ჩაახრჩობდნენ ან სულაც ციხეში მოკლავდნენ(სად გაექცეოდათ) და..იმათი სისხლით ენერგისა იღდგენდნენ. ეხლა უკვე ვსოოო...მოეხაზათ და თავიაანთი ბელადის თამადობით......უკვე შოკში არიან
იმიტომაც დაძრწის ეგ აქ და ჟინს იკლავს...სიბოროტითა და სიძულვილით არის სავსე. თვითონვე შეიჭმევა თავის ბოღმაში...ღმერთი დიდია, ყველას დამსახურებისამებრ მიხედავს ...მეც და ყველასაც.....
ყოფილი კაკებეშნიკისა არ იყოს...ყოფილი ნაცი არა არსებობს(რომელიღაცა აქაურმა იუზერმა თქვა ეს) იმიტომ რომ ნაცობა სულის გამოძახილია, სულის გამოძახილი!
სულს კი ნაცი ვეღარ შეიცვლის..... ვსოო ნაცია ნაცი..
ადრე თავიდან ნატალის ვითომ ეჯენტლმენებოდა, ნატალიც კომპლიმენტებზე მადლობებს უხდიდა...მაგრამ მერე რომ მაგის სახელოებიდან ბრჭყალები დაინახა...გადაირია, შეეშინდა ..რამხელა სიძულვილი და ბოროტება იკითხება თქვენს პოსტებში, რა დაგიშავეთო და...... გაერიდა..
ნუ რაც არის არის...თავისთვის იყოს


კატრინა---ირმა

მოდაშია...დიახაც მოდაშია, მოდაში... ფულია მაგის ძახილში, ფული
ფულის გამო ჯანღონით სავსე ხალხი, მიტინგებზე, ფანდარასტობას იბრალებს და ნებისმიერზე აგენტის იარლიკი უფრო ადვილი მისაკერებელი არაა?...ზოგი ფანდარასტობას იბრალებს, ფანდარასტობას და ზოგმა კრემლის აგენტიო რომ იძახოს და ამაში ფული აიღოს რითაა ცუდი?? ჰოოდა იმიტომაცააა მოდაში კრემლის აგენტის ძახილი...ეგ საქმე შემოსავლიანია შემოსავლიანი...თვითონ კი, თავიაანთ ბელადივით, რუსეთთან დანაჩანგლით მებროლი რაინდია
იმიტომაც იყო გრუბად ერთი თვის წინ, კვიციანმა პარლამენტში განსახილველად კანონი რომ შეიტანა(პრეზერვატივებზე თამარ მეფე რომ დახატეს მაშინ)--რელიგიურ გრძნობების შეურაცხყოფა დასჯადი უნდა იყოსო..ლიბერალებმა რომ გნიასი ატეხეს..ეს როგორ შეიძლება,ეს ჩვენი გამოხატვის უფლებაააო და ამდაგვარი სისულელები.....
მაშინ ერთი ახალგაზრდა,(დამწყები ასო)გამოვიდა ტელევიზიით(ინტერვიუ) და სერიოზული, დაბრძენებული კაცის, ტონით გვაუწყებს..ამ კანონის პარლამენტში განსახილველად გატანა და საერთოდ ამ აკრძალვებზე საუბარიც კი ....რუსული ნარატივიაო. ესე იგი პრეზერვატივებზე თამარ მეფე რატომ დაახატეთო, ამაზე საუბარიც კი რუსული ნარატივი ყოფილა.
მერე ვეკითხები (აქ რომ დაძრწის იმას,)...რა არი აქ რუსული ნარატივი-მეთქი.... არაფერიო..აბა ის ახალგაზრდა რატოა იმაზე გამეცადინებული, რომ ეს რუსულ ნარატივად შემოგვასაღოს...სად არის აქ რუსული ნარატივი მეთქი? .... და ამ კითხვაზე დამემალა.
აბა რომ არ დამალულიყო (პრეზერვატივების ამბავი)რუსული ნარატივიაო, როგორ ახსნიდა?...მაგრამ კუდს ხომ არ მოიჭრიდა? იმას ხომ არ იტყოდა...ნაბრძანები გვაქვს რუსულის ხსენებაზე დიდი ალიაქოთი უნდა ავტეხოთო.?
ესეა ... ეხლა კიდევ ..... არ ვიცი ადეიშვილი ვინ იყოვო....
ეგრეა ტუტ პომნიუ, ტუტ ნე პომნიუ...
მაგან მარტო ის იცის, რომ თურქეთისა და ირანის თამადობით, ყველა ჩვენი მეგობარია... მხოლოდ რუსეთია მტერი, რუსეთი..

კატრინაა

2018-07-10 00:09:29

იცით,მე საერთოდ არ შევდივარ პოლემიკაში ისეთ ადამიანებთან,რომლებიც ერთმნიშვნელოვან მტერს ხედავენ რუსეთში და თურქეთი და ირანი მეგობრად მიაჩნიათ! ნუ,რა შეიძლება მაგათ გააგებინო!პრობლემა კიდევ ის არის,რომ მართლა ასე მიაჩნიათ,დაპროგრამებული საუბრობენ,დაზეპირებულ სიტყვებს იმეორებენ და ერთი სურვილი გიჩნდება,ან თავსი ხეთქო რამე ან იხარხარო და გაერიდო!აი, ეს არის ჩვენი საზოგადოების პრობლემა! სკოლაში ილია ჭავჭავაძის შემოქმედება არ უსწავლიათ და თემა არ დაუწერიათ და როგორ მოსთხოვ ამნაირებს სამშობლოს სიყვარულს?

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80