„საჯარო წერილით მიმართვა ადასტურებს, რომ მარგველაშვილ-უსუფაშვილს შორის კომუნიკაციაში არის პრობლემა“
პოლიტიკა

„საჯარო წერილით მიმართვა ადასტურებს, რომ მარგველაშვილ-უსუფაშვილს შორის კომუნიკაციაში არის პრობლემა“

„საჯარო წერილით მიმართვა ადასტურებს, რომ მარგველაშვილ-უსუფაშვილს შორის კომუნიკაციაში არის პრობლემა“
თამთა ქარჩავა

2018-07-06 19:48:01

„ვითარება რთულია - ქვეყანა თავზე გვექცევა... გამოსავალი არსებობს, თუ გარკვეული წრე ერთად ავიღებთ ქვეყანაზე პასუხისმგებლობას! ახალგაზრდა ქართულ სახელმწიფოს „ოცნება“ ვერ პატრონობს, „ნაცმოძრაობა“ არყევს და რუსეთი ანგრევს; ამ უპატრონობამ, რყევამ და ნგრევამ ერის სახელმწიფოებრივი თვითორგანიზების უნარი, ნება და რწმენა სახიფათო ნიშნულამდე დასცა“, - ასეთია პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის შეფასება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, რომელიც გიორგი მარგველაშვილს გაერთიანებას და საპრეზიდენტო არჩევნების საპარლამენტო არჩევნებისთვის მოსამზადებლად გამოყენებას სთავაზობს.

ღია წერილში დავით უსუფაშვილი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მთავარი პოლიტიკური ამოცანა არის, საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემძლე გუნდის ფორმირება. იმ შემთხვევაში, თუკი გიორგი მარგველაშვილი თანახმა იქნება, საპარლამენტო არჩევნების მომგები გუნდის ფორმირებაში მიიღოს მონაწილეობა, ასეთ შემთხვევაში დავით უსუფაშვილი მზად არის, ან თავად იყოს პრეზიდენტობის კანდიდატი, ან თავად მარგველაშვილი, ან მოიძებნოს მესამე კანდიდატი.

როგორც „შენების მოძრაობის“ ლიდერი აცხადებს, მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი ფიქრობს იმაზე, რომ ქვეყანა თავზე გვექცევა, ცუდიდან უარესობისკენ მივდივართ და ეს განცდა გაამძაფრა ამ გაზაფხულზე განვითარებულმა მოვლენებმა.

„ჩემი აზრით, მე კი არა, მოსახლეობის დიდი ნაწილი მისულია იმ დასკვნამდე, რომ ქვეყანას „ოცნება“ ვერ პატრონობს, ამსტერდამის დაჯგუფება ქვეყანას არყევს, რუსები და პრორუსები ქვეყანას ანგრევენ. ასეთ ვითარებაში სრულიად აუცილებელია, რომ პოლიტიკურ ასპარეზზე გამოვიდეს ახალი პოლიტიკური ძალა ახლებური მიდგომებით.

მე მარგველაშვილს ვეუბნები, თუ თვლის, რომ სწორედ ასეთი პოლიტიკური გუნდის ფორმირებაა სწორი გრძელვადიანი ამოცანა, რომელიც სახელისუფლებო საკითხებს მოაგვარებს, მაშინ მიიღოს ამ პროცესში მონაწილეობა და მისი როლი და ფუნქცია ერთად განვსაზღვროთ, მათ შორის საპრეზიდენტო არჩევნებში.

რატომ მივმართავ მარგველაშვილს? იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში ერთი ცალი კაცია, რომელსაც ჰქვია პრეზიდენტი, საპრეზიდენტო არჩევნები ახლოვდება და ძალიან ბევრი ადამიანისთვის მნიშვნელოვანია იმ საკითხის გარკვევა, თუ რას აპირებს დღევანდელი მოქმედი პრეზიდენტი“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

გიორგი მარგველაშვილი „შენების მოძრაობის“ ღია წერილს ამ დრომდე უპასუხოდ ტოვებს. სანამ პრეზიდენტი დუმს, განცხადებას აკეთებს მმართველი გუნდი და პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს ტონალობას უწუნებენ. ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, უსუფაშვილი პარლამენტის მშვენიერი თავმჯდომარე იყო, მაგრამ როგორც კი პოლიტიკური პარტიის სივრცეში გადაინაცვლა, მაშინვე ის ხიბლი დაკარგა, რაც მას „ქართული ოცნების“ მძლავრი მხარდაჭერის პირობებში ჰქონდა.

დეპუტატი ამბობს, რომ ეს ის შემთხვევაა, როცა მარგველაშვილმა და უსუფაშვილმა თავიანთ განვლილ პოლიტიკურ ცხოვრებას ძალიან სერიოზულად უნდა გადახედონ და აქედან შეაფასონ, რამდენად ეფექტურები იქნებიან. მისი თქმით, ვინც საინტერესო წინადადებას წარმოადგენს და საზოგადოება ამ ადამიანებში იმის ინტელექტუალურ რესურს დაინახავს, რომ დაყენებული წინადადებების შესრულების თავი გააჩნიათ და პოპულარობაც საკმარისი აქვთ, ეს მხოლოდ მისასალმებელი იქნება.

„ვფიქრობ, რომ ამ მხრივ სერიოზულად მოიკოჭლებენ, მაგრამ მათი ნებაა, მომავალს როგორ უყურებენ. უსუფაშვილთან ურთიერთობა ყოველთვის მშვენიერი მქონდა, თუმცა პროცენტული მაჩვენებლის პერსპექტივას ვერ ვხედავ, უფრო მეტი უნდა იმუშაონ. როცა ვამბობ, მოიკოჭლებენ, იმას ვგულისხმობ, საზოგადოების მხრიდან მათ მიმართ დამოკიდებულება როგორია და არა ჩემი პირადი.

დავით უსუფაშვილის მიმართ ჩემი დამოკიდებულება მეგობრული და ნორმალურია, მაგრამ ეს არაფერს არ ნიშნავს, ყველას წარმატებას ვუსურვებ. რაც შეეხება კვირიკაშვილს, მკითხაობა სწორი არ არის, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ბევრ საკითხთან დაკავშირებით კვირიკაშვილის შეხედულებები მარგველაშვილისგან განსხვავდება. რას აპირებენ, არ ვიცით, მათ ვკითხოთ“, - აცხადებს გია ვოლსკი.

მარგველაშვილი-უსუფაშვილის გაერთიანების პერსპექტივას ვერ ხედავს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე, რომლის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრის შემთხვევაში გიორგი მარგველაშვილისთვის მომგებიანი იქნება არც ერთ პოლიტიკურ ჯგუფში არ იყოს გაერთიანებული. პოლიტოლოგი ფიქრობს, რომ უსუფაშვილმა იჩქარა, რადგან მარგველაშვილმა შესაძლოა, საპრეზიდენტო არჩევნებში წარადგინოს თავისი კანდიდატურა.

„ჩემი აზრით, უსუფაშვილის მხრიდან საჯაროდ შეთავაზება ცოტა უტაქტო იყო, რადგან გამოდის, რომ ფაქტის წინაშე აყენებს მარგველაშვილს, რომელსაც შესანიშნავად იცნობს და შეეძლო ეს საკითხი ჩვეულებრივი მოლაპარაკებით მოეგვარებინა. ეჭვი არ მეპარება ამ წერილის ავტორის გულწრფელობაში, თუმცა ამ კონკრეტულ პოლიტიკურ სიტუაციაში, როცა წინ საპრეზიდენტი არჩევნებია, ჩემთვის გაუგებარია ამ წერილის ფუნქცია, მიზანი და შედეგიანობა.

ვინაიდან წერილით მიმართა მარგველაშვილს, ალბათ, უსუფაშვილი ფიქრობს, რომ მისთვის ეს გაერთიანება მომგებიანი იქნება. მაგრამ ზოგადად, ალიანსები დგება მას შემდეგ, რაც პარტია მიიღებს მხარდაჭერას და მერე პარტიები იწყებენ იმაზე მსჯელობას, გაერთიანდნენ თუ არა. მინიმალური მხარდაჭერის მქონე პოლიტიკური გუნდების წინასწარ გაერთიანება და გაცხადება იმისა, რომ მოდით, გავერთიანდეთ და ქვეყანა გადავარჩინოთო, სერიოზულ შთაბეჭდილებას არ ტოვებს“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ უსუფაშვილს საჯარო პოლიტიკა კარგად არ გამოსდის, გიორგი მარგველაშვილის გეგმები კი მისთვისვე ბუნდოვანია. როგორც ხუხაშვილი აცხადებს, როცა საჯარო წერილით მიმართვა ხდება, ეს თავისთავად ადასტურებს, რომ მარგველაშვილ-უსუფაშვილს შორის კომუნიკაციაში არის პრობლემა.

„როგორც წესი, ასეთი ალიანსები კულისებში მოლაპარაკებებით დგება და შემდეგ ცხადდება ამის შესახებ. ვფიქრობ, უსუფაშვილმა ამ მიმართვით დაადასტურა, რომ პრეზიდენტთან კომუნიკაციაში არსებობს პრობლემა, ამიტომ საჯაროდ გადაწყვიტა მიმართვა. მეორე მომენტია, რომ თვითონ საკმაოდ სკეპტიკურად უყურებს ამ ალიანსს, თუმცა შესაძლოა ისტორიული განვითარების კვალდაკვალ მას უნდა დოკუმენტური ალიბი შეიქმნას იმისა, რომ იცოდა სწორი გეგმა, მაგრამ სხვების მიზეზით ეს გეგმა არ განხორციელდა. მე ვფიქრობ, ამ წერილის დაწერის ორი ძირითადი მოტივი სწორედ ესენია“, - ამბობს ხუხაშვილი.

რაც შეეხება თეორიულად ასეთ ალიანსს, ხუხაშვილი არ ფიქრობს, რომ ამ ალიანსს არ შეუძლია ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრის შექმნა ქვეყანაში, მით უმეტეს, რომ საუბარია ასეულობით ინტელექტუალის შემოკრებაზე, რაც საკმაოდ პრობლემატური პროცესია.

„ასეთი განაცხადი ბევრს გაუკეთებია ქვეყანაში, მაგრამ შესრულებით ვერავის შეუსრულებია. ყველაფრის მიუხედავად, დავით უსუფაშვილის პოლიტიკური მოსაზრებები პატივსაცემია. ის არის ერთ-ერთი გამორჩეული სახელმწიფო მოღვაწე ამ ქვეყანაში და ნამდვილად საჭიროა, რომ სახელმწიფოს ემსახურებოდეს, მაგრამ საჯარო პოლიტიკა მაინცდამაინც კარგად არ გამოსდის. არის კიდევ ერთი მომენტი, მე ვფიქრობ, ზედმეტად დრამატიზებული აქვს მას ეს პროცესი. გასაგებია, რომ ქვეყანაში არის მმართველობითი პროცესის სერიოზული კრიზისი, მაგრამ ქვეყანა რომ ინგრევა და ეს პროცესი შეუქცევადია - ამ მოსაზრებას ვერ გავიზიარებ. მე ვფიქრობ, ჯერ კიდევ შესაძლებელია გამოსწორდეს სიტუაცია ქვეყანაში“, - აცხადებს გია ხუხაშვილი.

ნანახია - 1798

დომნა

2018-07-06 22:03:41

განათლებულები კი ხართ ნამდვილად, მაგრამ საქართველოს პრეზიდენტობა მძიმე ჯვარია და არა სათქვენო. ჩვენ რთული ხალხი ვართ. რბილი და მოქიანე ხალხი არ ამართლებს.

ფარაონი

2018-07-07 05:07:08

--ამ სიტუაციაში გამოსავალი რამდენიმეა.
პირველი, მიშა ციხეში, ხელი რომ არ შეუშალოს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებას. ეს ისეთი უეჭველი ხოდია, როგორც ორჯერ ორი არის რამდენიც ბიძინას უნდა იმდენი, თუ უნდა ცხრა იყოს, თუ უნდა შვისი და თუ უნდა ოთხნახნახევარა.
--მეორე, აუცილებელია ბიძო წავიდეს აფრიკაში, ან ტანზანია, კანადა, ალიასკა, მადაგასკარი, თუნდაც პარიზი მხოოლოდ უეჭველი უნდა წავიდეს, რამდენიმე წლით დაასვენოს ქვეყანა.
--მესამე, დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები, სადაც მოსახლეობა უნდა მიხვდეს და გაითავისოს, რომ ჩვენი თავი ჩვენვე გვეკუთვნის და ყოველი მიცემული ხმა გადამწყვეტია და არა ესე, დღეს ყველას ბიძოს იმედი აქვს და თუ რამე დაშავდა ისევ ბიძოსკენ იშვერენ ხელს, რა ჩვენი ბრალია, ეგე ბიძინა და იმას მოკითხეთო, თქვენ რისთვისღა ხართ, ხეფასს მე რომ ავიღებ, განა სხვას შეუძლია ისე ხალისით აიღოს, მაგრამ დააყენეს დი.შლ/ას/ავით და დგანან რა......ბიძომ გადაგვაგდო, ხრუსტალივით ჩაგვატყდა ხელში,
პრინციპში ეგრეც არის, აიღე პასუხიისმგებლობა? ხოდა სად გარბიხარ? რატომ გვემალები
რატომ გაგვირბიხარ,
რატომ გაგვითეთრე ბიძო თმა.
---არის კიდევ ერთი გზა, ხელებ აწეული ჩავბარდეთ რუსებს, თუ მიგვიღეს რა თქმა უნდა და არ გვახვეწინეს მიღება ჩაბარების აქტის ხელმოწერაზე. ჩავბარდი ესა და ეს, მივიღეთ ამათ და ამათ. უბრალო პროცედურაა, ოღონდ ხელების აწევა აუცილებელია.

ფარაონი

2018-07-07 05:10:21

თუ არა და, ბიძო ჩაიყავი ჯიბეში ხელი და მოგვეცი ჩვენი სამყოფი ფული, გვასვი, გვაჭამე, გვალხინე. მოკლედ გაგვაზარმაცე რააა....მოგვეცი საშუალება, ქონი მოვიგდოთ კისერზე.

asdf961

2018-07-07 10:20:45

ფარაონი
-----------
ძირითადში გეთანხმები. მე ასე ვფიქრობდი:
-- არჩევნებამდე შეიცვალოს საარჩევნო კანონი და მივიღოთ ახალი კანონი პირდაპირი და სრული მაჟორიტარული არჩევნებით. შედეგად პარლამენტში ვეღარ მოხვდებიან ოდიოზური ფიგურები. ამომრჩეველს ექნება უფლება გამოიწვიოს ესა თუ ის დეპუტატი. არჩევნების დროს კანდიდატს შეეძლება კენჭი იყაროს პარტიის სახელითაც(სურვილის მიხედვით). პარლამენტის ფრაქციები შეიქმნება პარლამენტში მოხვედრილი პარტიების წევრებით ან უპარტიოებით.
-- ხალხი არჩევნებზე უპირატესობას მიანიჭებს ეროვნულ ძალებს. არაფორმალურ მმართველს (თუ ასეთი კიდევ იქნა) აღარ ექნება დიდი გავლენა თავის პარტიაზე და ვეღარ განახორციებს "ცენტრალური კომიტეტის" განკარგულებებს.
--ივანიშვილს მიეცემა საშუალება აკეთოს "თავისი" საქმეები და ჩამოცილდება ამ გაუგებრობას, რომელშიც ძალაუნებურად მოხვდა.
--რაც ყველაზე მთავარია, საბოლოოდ დასამარდება ნაცბოზბანდაც და სახელ გატეხილი ნულოვანი პარტიები.

papa

2018-07-07 10:53:20

კომბლე

,,ერთი შევწვათ ერთი მოვხარშოთო,, კომბლეს ამ ლოზუნგს აქ ხშირად ვიყენებდით
მართალი გამოდექი .
.ეხლაც მართალს იძახი

asdf961

კი მაგრამ ახლები ან ეროვნულები საიდან მოვიყვანიოთ?
მით უმეტეს ეროვნულები? თანაც ახალგაზრდებიიი?-
-ასათიანი--ჯაჯანიძის შოუებზე გაზრდილი-აღრზრდილი..... ეროვნული როგორ იქნება?
რაც არიან კი ვხედავთ ყველა

კრუგში ვართ, კრუგში ....და ამ კრუგიდან გამოსვლას მხოლოდ ვიღაც ახალი დემეტრე თავდადებული უნდა. ან ის ხალხი... ვისც 25 წლის წინ ჩვენ თვითონ დედა ვუტირეთ.
მანამ ისევ ვინმე არ დაიძახებს....ქართველნო... მამულისშვილნო-ვო.... მანამდე არაფერი შეიცვლება....


natali

2018-07-07 11:03:09

უი კომბლე!:))) კეთილი იყოს შენი დაბრუნება! გამიხარდა!

papa

2018-07-07 11:10:04

,,თბილისის საკრებულოში ერევნის უხუცესთა საბჭოს დელეგაციას უმასპინძლეს,,


ვაააა...... როგო ყველა იყენებს ამ უფროსი თაობის ხალხის ცოდნა-გამოცდილებას...
ამერიკიდაანა და სუ კასტილიანი კონგრესმენ--სენატორები ჩამოდიან
გვერდზეა და ..... ააა ბატონო...................
და ასეა ყველაგან
ჩვენ ბაფთიან--ბაბოჩკიან, მოკლე შარვლებ--კაბებიან გოგო--ბიჭებს, კი...იმდენად ბევრი ტვინები აქვთ, რომ სუ საფერთქლებიდან გადმოსდით და არც არავის ცოდნა-გამოცდილების გაზიარება არ სჭირდებათ.......მაააააშ.
სინამდვილეში კი რატომ ხდება ასე ყველასთვის იასნია...შტერი და გამოუცდელი ადვილი სამართავია ..თანაც ძალიან ადვილი

papa

2018-07-07 11:27:35

ცოპრა



რუსთავში რძალ-დედამთილმა ნარკოტიკებით ინტოქსიკაცია მიიღო
10:20 / 06-07-2018
რუსთავში, რუსთაველის ქუჩაზე მცხოვრებმა სამმა მოქალაქემ ნარკოტიკებით ინტოქსიკაცია მიიღო. ისინი ერთი ოჯახის წევრები არიან.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ნარკოტიკები დედამ, მისმა 18 წლის ვაჟმა და 22 წლის რძალმა ერთად მიიღეს, რის შემდეგაც ისინი ცუდად გახდნენ.


აააა ............ უკვე რძალ-დედამთილიც კი სახლში ოპტომ ეწევიან...
მალადეც ,,გირჩი,, მალადეც.....

შენ კიდევ ელტონ ჯონი რად ჩამოვიდაო..

ელტონ ჯონისგან რა გინდა?.....ლამისაა აქ უკვე ყველას სახლებში ყავთ საკუთარი ელტონ ჯონები...ერთი იქით ერთი აქეთ არაფერს აღარ ცვლის
ელტონ ჯონი...ის ჩამოვიდა წავიდა .....და ესენიი?..
ალბათ გირჩის პარტიის წევრები არიან....



natali

2018-07-07 13:16:37

ფარაონი
2018-07-07 05:10:21
თუ არა და, ბიძო ჩაიყავი ჯიბეში ხელი და მოგვეცი ჩვენი სამყოფი ფული, გვასვი, გვაჭამე, გვალხინე. მოკლედ გაგვაზარმაცე რააა....მოგვეცი საშუალება, ქონი მოვიგდოთ კისერზე.
-----------------
რას ამბობ, მერე ნახავ როგორ დაესევიან, ჩემს ძმას, დას...ჩემზე მეტი მისცაო.

asdf961

2018-07-07 19:46:44

papa
კი მაგრამ ახლები ან ეროვნულები საიდან მოვიყვანიოთ?
მით უმეტეს ეროვნულები? თანაც ახალგაზრდებიიი?
------------------------------------------------

საქმეც მაგაშია რომ არჩევნებზე თვითონ ხალხი გამოარჩევს. დღევანდელი ახალგაზრდების კი მე მჯერა, ბევრი გვყავს ღირსეული. ტელევიზიებში რომ ჩანან გადაგვარებულები, ეგენი ერთეულებია. მხოლოდ რეკლამის ნაწილია.

papa

2018-07-07 22:18:44

asdf961

გურულმა კლიენტს გასასყიდად ერთად ერთი მიმხვრჩლი გოჭი გამოუყვანა და ეუბნება....
აირჩიე ბატონო რომელიც გინდაო ...თითქოსდა იქ ასარჩევი სხვა რომელიმე კიდევ იყო...

ასე ჩვენი საქმეც---- რომელთაგან რომელი ავირჩიოთ?---ერთია და ისიც მიმხვრჩალი
აირჩიე რომელიც გინდა....!!!!

asdf961

2018-07-08 09:19:13

papa

თითქმის ყველაფერში გეთანხმები, რასაც შენ აქ წერ, მხოლოდ მაგ საკითხში არა ვარ შენთან, რომ ჩვენი ახალგაზრდა თაობა "მიმხვრჩალი" გოჭივით იყოს. ღმერთმა დაგვიფაროს! უდიდესი ნაწილი არის საქართველოს იმედი! ძალიან კარგად არჩევენ ერთმანეთისგან კარგსა და ცუდს.

serapina

2018-07-08 12:24:26

ძალიან ბევრ, კარგ ახალგაზრდას ვიცნობ... მაგრამ, საქართველოში პოლიტიკა,უშრომლად გამდიდრების მსურველ, უვიც ახალგაზრდებისათვის გახადეს მიმზიდველი...
მცოდნე ახალგაზრდას,მორალისა და ღირსების შეგრძნებით, ამ ჯიპების მოტ/რფიალე, არაფრის მცოდნეების გვერდით ჯდომა რომ არ უნდა,ამაში რამე გასაკვირია?

ერთის შევარდნაძის დროის "ბირჟავიკს"-ს ჩემი სანაცნობოდან,მოსწყინდა სულ კარტის და დომინოს თამაში (დიპლომი კი ქონდა), იყიდა ერთი ხელი შარვალ-კოსტუმი და... იმის მერე პოლიტიკაშია.ამ ბოლოს ოცნების სიით,რა თქმა უნდა...

ჰოდა იმ ახალგაზრდებს(მე რომ ერთი შეკითხვისთვის მირეკავდნენ,სად ვიპოვო მასალა,ამა და ამ თემაზეო და მერე,ოცი შეკითხვა ჰქონდათ), მართლა რომ იშრომეს და დღე-ღამე გაასწორეს, უნდათ კი ამ ცარიელი თავთავების გვერდით საუბარი?!
ცხადია არა!

ეს რაღაც კომკავშირული "ახალგაზრდული ფრთებიც" არაფრის მაქნისი,ამბიციური ახალგაზრდებით აავსეს და...
რომელ ნორმალურ ახალგაზრდა პ/როფესიონალს უნდა თავი დაიმციროს?!
ცხადია არცერთს.

დიახ,გვყავს საამაყო ახალგაზრდები,რომლებსაც პოლიტიკაში მისვლა ესირცხვილებათ და ეს,ამ ახალგაზრდების(გნებავთ ჭკვიანის,გნებავთ უჭკუოს) ბრალი არ არის!

asdf961

2018-07-09 08:16:25

ივანიშვილმა მოიყვანა ბევრი ახალგაზრდა პოლიტიკაში, მაგრამ ხალხმა იმათაც ლაფის სროლა დაუწყო. მაგიტომ არის საჭირო მთლიანად მაჟორიტარული არჩევნები. ჯერ ერთი ხალხი თვითონ აარჩევს ყველა კანდიდატიდან სასურველს, მეორეც პრეტენზიასაც ვერავის ვეღარ წაუყენებენ, ესა თუ ის დეპუტატი რატომ მოიყვანეთ პარლამენტშიო.

კატრინაა

2018-07-10 00:24:31

უსუფაშვილი გახლდათ ლექტორი,ვიდრე პოლიტიკაში მოგვევლინებოდა და ისეთი შესანიშნავი ლექტორი ყოფილა თურმე,მაგის ლექციებზე აუდიტორია გადაჭედილი იყო და ბუზის ხმას გაიგონებდიო,მისი სტუდენტები ყვებიან! ანუ,რა მინდა ვთქვა,ისევ ლექტორობას რომ დაბრუნებოდა,ხომ წარმოგიდგენიათ,რამდენი საინტერესო იურისტი და კონსტიტუციონალისტი გვეყოლებოდა?პოლიტიკაში კი არც ისე სიმპათიურად გამოიყურება,რაღა დაგიმალოთ და!

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80