„ყოველი ახალშობილი 4500 ლარზე მეტი ვალით იბადება“
ეკონომიკა

„ყოველი ახალშობილი 4500 ლარზე მეტი ვალით იბადება“

 „ყოველი ახალშობილი 4500 ლარზე მეტი ვალით იბადება“
ბექა დანელია

2018-07-05 19:00:05

საგარეო ვალი არათუ ყოველ წელს, არამედ ყოველკვარტლურად ახლა რეკორდს ამყარებს. იგი თანდათან მიიწევს კრიტიკული ნიშნულისკენ და, რაც მთავარია, ქვეყანას მოზიდული ფინანსური სახსრების სიკეთე არ ეტყობა.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დღეს გამოქვეყნებული მონაცემებით, ქვეყნის მთლიანმა საგარეო ვალმა 2018 წლის 31 მარტის მდგომარეობით შეადგინა 17.5 მილიარდი აშშ დოლარი, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მთლიანი შიდა პროდუქტის 111.5%-ია. 2018 წლის პირველ კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი გაიზარდა 192.6 მილიონი აშშ დოლარით.

სახელმწიფოს საგარეო ვალმა შეადგინა 7.4 მილიარდი აშშ დოლარი, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის 47.3%-ია და აქედან სამთავრობო სექტორის ვალია 5.4 მილიარდი.

საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 3.8 მილიარდი აშშ დოლარი, ანუ მთლიანი შიდა პროდუქტის - 24.3% 2018 წლის პირველ კვარტალშივე საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალი გაიზარდა 6.3 მილიონო დოლარით.

მთავრობა ერთი წლით ადრე გეგმავს რამდენი ვალი უნდა აიღოს. მისი ზრდა ყოველთვის ცუდია და რაც ნაკლებად მოიმტებს მით უკეთესია. ეკონომისტი ზვიად ხორგუაშვილ ამბობს, რომ ამჟამად საგარეო ვალი კრიტიკულ ზღვარზე არ არის, მაგრამ ფულის სესხების ტემპი მაღალია:

„ეკონომიკასთან (მშპ-ს თან) მიმართებით ვალი არის 43-44%. ხუთი წლის წინ იყო - 34%. მკვეთრი ზრდაა ბოლო პერიოდში. ეს მეტწილად უკავშირდება ლარის კურსის გაუფასურებას, მაგრამ ამის მიუხედავად, მთავრობა განაგრძობს ვალის სწრაფი ტემპით აღებას. ეს ყველაფერი მოქმედებს ქვეყნის რეიტინგებზე, გადახდისუნარიანობაზე და საკრედიტო მდგომარეობაზე.

ისეთი ტემპებით, რითაც ვალის აღების მიმართულებით მივდივართ, ჩვენ კრიტიკულ ზღვარს ვუახლოვდებით. შეიძლება ამ კონკრეტულ მომენტში ჩვენ არ ვიღუპებით, მაგრამ იზრდება ვალი მშპ-სთან, რაც ცალსახად უარყოფითია. საშუალოდ ყოველი ახალშობილი იბადება 4500 ლარზე მეტი ვალით. შესაბამისად, მთავრობის პოლიტიკა უნდა იყოს მიმართული ვალის შემცირებაზე“, - განუცხადა „კომერსანტს“ ხორგუაშვილმა.

ახლადარჩეული პრემიერი მამუკა ბახტაძე კი ამბობს, რომ აღებული საგარეო ვალი მხოლოდ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ხმარდება, რომლებმაც დამატებითი სამუშაო ადგილები უნდა შექმნას და ეკონომიკის დაჩქარებული ზრდა უზრუნველყოს. ამ შემთხვევში, ერთი ლარიც არ უნდა მიდიოდეს მიმდინარე ხარჯებზე და ეს ასეა.

„რაც შეეხება სამთავრობო ვალს, ჩვენ ამ პარამეტრს ვაკონტროლებთ ძალიან პრინციპულად და პირველი კვარტლის ბოლოსთვის დაახლოებით 42%-ია. ჩვენი პროგრამის მიხედვით, მოცემულია ძალიან მნიშვნელოვანი შეფასების ინდიკატორი - მთავრობა განახორციელებს ყველა რეფორმას, რომელიც საშუალებას მოგვცემს, გავზარდოთ ქვეყნის საკრედიტო რეიტინგი.

არ ვაპირებთ არც ერთი ისეთი ნაბიჯის გადადმას, რომელმაც შეიძლება ის დააზიანოს. ეს არის ჩვენი მიდგომა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა შევამციროთ ეს ვალის პარამეტრი და 42%-დან ჩამოვწიოთ 6-7 პუნქტით“, - განაცხადა ბახტაძემ.

რამდენად მოახერხებს პრემიერი დაპირების შესრულებას, უცნობია. ჯერჯერობით ვალის მოცულობა როგორც თანხობრივად, ასევე მშპ-თან მიმართებით, ყოველწლიურად იზრდება.

ნანახი?- 450

davituna

2018-07-06 08:47:00

,,ბატონო,, ბექა ის 35 % საიდან გაჩნდა და ვისი აღებული იყო,ისიც დაწერეთ!

რეგისტრაცი?/p>

დახურვ?/span>
სახელი:

პაროლი:

გაიმეორე?პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80