ლარსზე ათასობით სატვირთო გაიჭედა, რუსები პრობლემის მოგვარებას არ აპირებენ
ეკონომიკა

ლარსზე ათასობით სატვირთო გაიჭედა, რუსები პრობლემის მოგვარებას არ აპირებენ

ლარსზე ათასობით სატვირთო გაიჭედა, რუსები პრობლემის მოგვარებას არ აპირებენ
ბექა დანელია

2018-07-04 13:30:58

ლარსის გამშვებ პუნქტზე, სოფლის მეურნეობის პროდუქციით დატვირთული, სომხეთის სანომრე ნიშნებით მოძრავი 1500-მდე სატვირთო მანქანაა გაჩერებული. მათ ემატება საქართველოს სანომრე ნიშნებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები და საქართველ-რუსეთის საზღვარზე რამდენიმე კილომეტრიანი რიგია გაჭიმული.

როგორც სომხეთის ტრანსპორტის სამინისტროში აღნიშნეს, ამის მიზეზი ის არის, რომ ლარსის გამშვებ პუნქტზე ახალი სისტემა ამოქმედდა, რომელიც რიგის დაჯავშნას ითვალისწინებს. რუსეთის მხარის მიერ შემოღებულმა წესებმა, ვითარება ძალიან დაამძიმა, რომელიც უკვე 1 კვირაზე მეტია გრძელდება.

საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ მე-6 დღეა შეფერხებით მუშაობს. ნაცვლად 400-500 სატვირთო ავტომობილისა, გამშვები პუნქტი 24 საათის განმავლობაში 240-მდე მანქანას ატარებს. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, შეზღუდვის მიზეზი რუსეთის ფედერაციის საბაჟო გამშვები პუნქტის მიერ დაწესებული ლიმიტია. რუსი მებაჟეების განცხადებით, ტურისტულ სეზონზე მათთვის პრიორიტეტი, ტურისტებისა და მათი მსუბუქი ავტომანქანების მომსახურებაა.

„ქართული მხარის შეთავაზების მიუხედავად, დღე-ღამის განმავლობაში, სატვირთო მანქანების გადაადგილების მიმართულების შეცვლის სქემის გამოყენების თაობაზე, რაც ხელს შეუწყობს პარალელურად მსუბუქი ავტომანქანების შეუფერხებლად გადაადგილებას, ასევე გამტარი ზოლების სრულად გამოყენებას, რუსული მხარე კვლავაც მხოლოდ ერთი გამტარი ზოლის (გეითის) გამოყენებით ახორციელებს სატვირთო მანქანების გატარებას.

ამ დროისთვის, საქართველოს მხარეს რუსეთის მიმართულებით გადაადგილების მიზნით, 600-ზე მეტი სატვირთო მანქანაა მობილიზებული“, - განმარტავენ შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის პრესსამსახურის უფროსი ხატია მოისწრაფიშვილი ვერ აკონკრეტებს როდის აღდგება საბაჟო-გამშვებ პუნქტზე ჩვეული რეჟიმით მუშაობა, რადგან რუსული მხარე თანამშრომლობაზე არ მოდის.

„როდის აღდგება ჩვეულ რეჟიმში მუშაობა, ამასთან დაკავშირებით არ ამბობენ არაფერს. ჩვენ პრობლემის მოგვარების სხვადასხვა გზა შევთავაზეთ, თუმცა უშედეგოდ“, - განაცხადა მან.

„ამ წუთისთვის 600-მდე სატვირთო მანქანა ელოდება გასვლას. არ ვიცით, რა რაოდენობის მანქანებია რუსეთის მხარეს დაგროვილი, რომლებიც აქეთ გამოსვლას ცდილობენ. ჩვენ არანაირი ტექნიკური შეფერხება არ გვაქვს, მაგრამ დამოკიდებული ვართ მეზობელ ქვეყანაზე - რუსეთზე, რომელმაც ჩვენთან ერთად უნდა იმუშაოს“, - განაცხადა მოისწრაფიშვილმა.

სომეხი გადამზიდავების გარდა, პრობლემა აქვთ ქართულ კომპანიებს და ფერმერებსაც. ახლა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ექსპორტისთვის ყველაზე ხელსაყრელი პერიოდია. ამ დროს კი სახმელეთო გზით მალფუჭებადი აგროპროდუქტების გადატანა შეფერხებულია. განსაკუთრებით პრობლემა ექმნება ატამს, რომლის „რთველიც“ უკვე დაწყებულია და პიკს ამ დღეებში მიაღწევს. წელს მისი გასაღების მთავარი ბაზარი სწორედ რუსეთია. თუკი ლარსის გამშვები პუნქტის მუშაობა არ აღდგა, გადამზიდავებთან ერთად, ფერმერებიც საკმაოდ იზარალებენ.

ნანახი?- 1131

ფხიზელი

2018-07-04 16:31:21

გადადგეს რუსეთი!

გ ა დ ა დ გ ე ს !

(როგორ გადადგეს და, როგორც უნდა!)

ავირჩიოთ მერე ერთი ნორმალური მეზობელი და ვიურთიერთობოთ ნორმალურად!

tngh

2018-07-04 16:50:25

საბედნიეროდ, თვირთბრუნვა საგრძნობლად გაზრდილია. დროა ვიფიქროთ საქართველოს რკ/გ-ის აფხაზეთის მონაკვეთის გახსნაზე... ეს შემოსავალს მოუტანს საქართველოს.

მეგრელი

2018-07-04 18:56:24

tngh
---------

მარტო რკინიგზის?

Maverick

2018-07-04 21:21:10

ფხიზელი, დაგლიჯე! ჩაგეთვალა!

სად არიან ნაცფურუნკულა ასო-ები, ლგბტ-ები, ნატა ტY..ურა, გენდერები და ჰეტერები, ბუნების პროდუქტი ფუჭდება, რატომ არ მოითხოვენ რუსეთის გადადგომას?!
-------------------
tngh, მეგრელი

მარტო საქართველოს და რკინიგზას?!

მაგის გამკეთებელი ქოცნაცური, ფეხზე ამდგარი ასოების, ჭურნალისტების და პოლიტიკანების მიერ შექმნილ ვირტუალურ საქართველოში არ მოიძებნება!

Maverick

2018-07-04 21:27:46

P.S. რკინიგზის გახსნისთვის უკეთეს დროს და ხელსაყრელ საბაბს მთავრობა ვერ ინატრებდა...
თუმცა, შეიძლება შეგნებულად მოგვეცა მინიშნება...?!

მირიან

2018-07-04 23:07:41

შესაძლებელია, "როკის გვირაბის" გახსნაზე მოგვაწვნენ სომხების მეშვეობით... მათ ისედაც ბევრი დაუთმო კვირიკაშვილის მთავრობამ–რასაც არ იმსახურებდნენ...მაგრამ ამ ვარიანტს ვერ გაატარებს ქართველი ხაილხი...

მირიან

2018-07-04 23:08:18

შესაძლებელია, "როკის გვირაბის" გახსნაზე მოგვაწვნენ სომხების მეშვეობით... მათ ისედაც ბევრი დაუთმო კვირიკაშვილის მთავრობამ–რასაც არ იმსახურებდნენ, ტრანზიტის ტარიფები შეუმცირა...მაგრამ ამ ვარიანტს ვერ გაატარებს ქართველი ხაილხი...

ბაბაია

2018-07-05 02:17:53


tngh ,ფხიზელი და ა.შ. სათითლიბაზო თემა სხვა უკეთესი ვერ ნახეთ ? მაინც რა მხიარულები ჩანხართ? მაგრამ ერთი პრობლემაა თქვენ სიცილ-მასხარაობა არა მგონია ვინმეს (ქვეყანას) სიკეთეში წაადგეს.

ფხიზელი

2018-07-05 06:54:28

აუჰ!..
რაო, ბაბაია, გლოვა ხომ არ გამოგვეცხადებინა ლარსთან შექმნილი საავტომობილო ჭედვის გამო?

ასეთი ბრძნული წინდახედულება 08-ში გამოგეჩინათ და მიშა და მისი ხელისბიჭები გაგეფრთხილებინათ, - ეს ჩიტირეკიული თავდაჯერება და რუსეთის ჟანგიან ტანკებზე თქვენი ღლიცინი ქვეყანას არ წაადგება თქო!.. თორემ ჩემს უწყინარ ხუმრობაში ქვეყნისთვის საფრთხის დანახვა სამედიცინო სფეროს გასაანალიზებელი მგონია.

კატრინაა

2018-07-05 08:44:20

სიცილ-ხარხარს მივესალმები,ლანძღვა-გინებას კატეგორიულად არა!

ბაბაია

2018-07-05 09:37:47

მეზობელი ეკონომიურ დივერსიას გვიწყობს ხანაც გვბომბავს --- სიცილ ხარხარი ! ადამიანებს იტაცებენ ,კლა/ვენ წამე/ბით --- - სიცილ ხარხარი, ქვეყანაში განუკითხაობაა ,,წალეკა ქვეყანა ნარკომაფიამ, ლუდომანიამ, საბანკო ტერორმა,გაჭირვება მიერეკება ხალხს სამშობლოდან, აივსო საქართველო უცხო თეს/ლი/თ, აქ სამართალიც უსამართლოა, თავდაცვა თავდაუცველი, კრიმინალმა წაგვლეკა,მოწამლულმა ჰაერი გვახრჩობს, იმპორტული ,ტოქსიკური თუ ადგილობრივი ფალსიფიცირებული პროდუქტები გვაწამლავს,სიძულვილი, ქართველს ტირაჟირებული ქართველთმოძულეობა ახრჩობს, სიკვდილი ცელავს განურჩევლად დიდსა და პატარას, ჯანდაცვა მესაფლავეა,და ჩვენ ჭირს ვერ ჩამოთვლის ბრძენი"ენამჭევრი", ქვეყანა ინგრევა და ერი ამ ნანგრევებში თავდავიწყებით როკავს ნაცქოცური ტაშფანდურით, ვინც უნდა ჩაუდგე სათავეში ქვეყნის გადარჩენას, ზრუნავს მხოლოდ თავის ბიზნესის და შემოსავლების გადარჩენაზე,თაბახის ფურცელი ვერ დაიტევს ამ სავალალო პრობლემების ჩამონათვალს.....,

ბაბაია

2018-07-05 09:42:54

რა გადაგვარჩეეეენს ?
ნუთუ არაფერი გვეშველეეეეეება ? იქნებ უფალმაც მიგვატოვა ჩვენთა ცოდვათა სიმძიმის გამო ? ყოველდღე ახალი პრობლემა გვემატება გამოსავალი სად არის ? და "ნიჭიერმა" ქართველებმა აქაც ვიპოვეთ ამ ჯოჯოხეთიდან ხსნის გზა ,დევიზი ასეთია : დაიკიდე ... და გულზე მოგეშვეეეება! ამიტომ ვიცინოთ და ვიმხიარულოთ ზოგ ჯერ დაბალ ხმაზე,პერიოდულად სარკასტულად, ხარხარით , მერე მიმდევრებიც გაგვიჩნდება, ,ხალხი გამხიარულდება, კანაფ-კანაბიოდიც მოვიშველოთ გახვრეტილი ბოთლებით და საქმეც წინ წავა აბა რა ! ვიცინოთ ჩაბჟირებამდე ,ჩაწითლებული თვალებით,ცრემლებამდე მერე მთელი ერი ნირვანაში ლივლივით შევალთ და გავსხივოსნებდით!

serapina

2018-07-05 10:46:54

"მეზობელი ეკონომიურ დივერსიას გვიწყობს ხანაც გვბომბავს --- სიცილ ხარხარი ! ადამიანებს იტაცებენ ,კლა/ვენ წამე/ბით --- - სიცილ ხარხარი,..."
---
ბაბაია,
ამას ის მიშარასტები წერთ,ვინც აგვისტოს ომს თბილისის ქუჩებში ზეიმობდით?!
მაშინ შენმა ბელადმა და მისმა ბანდამ, მჭადზე სიმწროთ გაზრდილი შვილები,მიწაში ამოუდევით მშობლებს...თქვენი განმარტებით იმისათვის რომ რუსეთისათვის ნიღაბი ჩამოგეხსნათ...
სინამდვილეში კი იმისათვის, რომ ხაზინაში ფული აღარ იყო და თქვენმა გაკო/ტ/რებულმა ფალავანმა,თავის გადასარჩენად, ამ უკიდურეს(თვითონაც იცოდა) ზომას მიმართა!
მაშინ რომ EU-დან იმდენი ფული შემოვიდა და გაქრა...
სად წავიდა ის ფული ბაბია?
ვანოს სამშენებლო ფირმებმა რომ მიზაზე ლამინატი დაუგებს დევნილებს და რაღაც ხუხულები "აუშენეს", იმაში დაიხარჯა ხომ?!
უბრალო შეკითხვაა და თუ შეგიძლია,პასუხი გამეცი:
-სად წავიდა ის ფული,ბაბაია?

serapina

2018-07-05 10:54:01

ვანო რომ გვამებს ეძებდა კიდევ, ჰუმანური მისიით იყო ალბათ...
მაშინ,კარგად იყო საქართველოს საქმე?!
ახლა გახდით ყველაფრი ე/ქ/სპერთები ?!
მაშინ გეთქვათ ეს,თუ მოკეთე იყავით და არც,იმ ხელისუფლების საქმე წავიდოდა უკუღმა და არც ხალხის!
ორი შემთხვევაა, ან ახლა აგეხილა თვალი(და რასაც ხედავ,შენი ბელადის "შრომა" დევს ამაში...დიდწილად), ან ლუკმა-პური დაგაკარგიეს და აჟღურტულტი სხვებივით... იმიტომ კი არა,რომ საქართველო გაღელვებთ...
არამედ იმიტომ, რომ ვეღარ ჭამთ ამ ქვეყანას,რომელსაც საქართველო ჰქვია!

ბაბაია

2018-07-05 11:25:52

serapina --- ნეტავი შენ არა გყავდეს რა!! და საერთოდ რა გააჭირე "სად წავიდა ის ფული ბაბია?" რომ შემომჩივლი მე რა პროკურორი ვარ ? მერე რას აკეთებთ? მეფქვილიშვილის მონაყოლზე რომ უსჯით სასჯელს სამარცხვინოდ, გაასამართლეთ ქურდობაზე გამოავლინეთ დამნაშავეები, იპოვეთ მილიარდები და დააბრუნეთ თუ სადმე გეგულება (თქვენ ყველაფერი იცით და ), მე მომკითხე ახლა ქვეყნის ცოდვა და გეუბნები არც პოლიტიკოსი ვარ და არც ვყოფილვარ მანდ გარეული როდისმე, არც ბიუჯეტი მიჭამია,არც მთავრობაში მიმუშავია როდისმე თუნდაც ყარაულად და არც საბჭოთა არმიის ნაპრაპორჩიკალი ვარ და ჩემი ვაება "ჟღურტულად " გეჩვენება?? და გამოდეკრიმინალებულიეფედრონ- მარიხუანით, ნერწყგამშრალი ,თესლგამშრალი თვალებაპრიალებული, "დაიკედე" მოხარხარე თაობა არ განაღვლებს ? ვიცი .შენ ეს არასდროს შეგაშფოთებს,შენი გაწიწმატებული სხაპასხუპით ჩარაკრაკებული პოსტები რას ემსახურება ვიცი და გავიმეორებ კიდევ:," ერთ "დიად" მიზანს ემსახურებით იუზერების "მიხვრა -მოხვრის" კონტროლს არასწორი "მიხვრის" ჩანასახშივე განადგურებას , "მიშისტობის" იარლიყის დარიგებით თქვენი მბრძანებელი, გულთ-სულთ მყრობალი არაფორმალური მმართველისვის კრიტიკული აზრის არიდება და ჩრდილოელი პუჭურა კაცის შეფარული ქება. აი ესაა თქვენი ე.წ. "საზოგადოების" ზოგადი ამოცანა დანარჩენი არც გევალებათ და არც გენაღვლებათ. ხოდა იცინეთ აბა თქვენ იცით.

serapina

2018-07-05 15:02:45

ააა,მიშას დროს რომ იქცეოდა ქვეყანა(გარედან რომ "კრასკავდა" მხოლოდ) რა უჭირდა?

საქართველოს საქმე 25 წელზე მეტია ასე მიდის...
და ახლა გაგახსენდათ სამშობლო?

დავწერე რომ მეთოდები დაგიძველდათ(სხვას რომ უნდა დააბრალო,შენ რასაც აკეთებ).
ზუსტად ისინი ხართ მიშას და რუსეთის მუზიკანტები,ვინც იმას გაჰყვირით,არიქა რუსეთი მოვიდაო!

ჩემი პოსტების კვლევა-ანალიზით(10 წელია რაც აქ ვარ), ისიც უნდა გაგეგო,რომ სულ განათლების განოსწორების აუცილებლობაზე ვწერ და შენი მოკლე ჭკუით, რუსებმა დამავალეს ქართველების განათლებაზე იზრუნეო?!
(ემანდ, ახალი სტალინი გამოზარდოთ იქნებო!)
...ანდა სადაც ვარ და ყველგან ვეძებ,ქართველი ბავშვი სკოლის გარეშე არ დარჩეს... სულ,რუსების დავალებით ვაკეთებ აი.

რამდენიც არ უნდა ეცადოთ, შუბლზე გაწერიათ რომ დავალებებს ასრულებთ!
წინადადებებს შორის იკითხება.
თორემ,აქ სხვაც წერს რომელსაც არ ვეთანხმები(და მათი ნააზრევი არ მომწონს... ისე როგორც,იმ სხვას არ მოსწონს ჩემი ნააზრევი)მაგრამ დაქირავებული მაინც არ მგონია!
(პოლიტიკურად ანგაჟირებული)

ხომ გითხარით, ვიღაცამ ძველი მეთოდები შემოგასაღათ.


serapina

2018-07-05 15:53:01


..."არც საბჭოთა არმიის ნაპრაპორჩიკალი ვარ და ჩემი ვაება "ჟღურტულად " გეჩვენება?? ..."
--
ბაბაია,შეხედე შენი ვაება რამფერია...ხომ არის ეს შენი ნაწერი:

"serapina "მართლა ყველა ერთუჯრედიანი რატომ უკრავს ტაშს ამ მიშას,ჰა?! " კარგია და შენ გინდა თქვა რომ ორუჯრედიანი ხარ ?"

ჰე ახლა,რა გამოვიძიო,შენი ხელწერის ავთენტურობა?

ფხიზელი

2018-07-05 16:36:24

ეს დედააფეთქებული ფილტრიც "ბაბაიასავით" შარზეა! - სიტჸვა არ ჩამაგდებინა...

ფხიზელი

2018-07-05 17:28:22

ბაბაია:
"მიშისტობის" იარლიყის დარიგებით თქვენი მბრძანებელი, გულთ-სულთ მყრობალი არაფორმალური მმართველისვის კრიტიკული აზრის არიდება და ჩრდილოელი პუჭურა კაცის შეფარული ქება. აი ესაა თქვენი ე.წ. "საზოგადოების" ზოგადი ამოცანა დანარჩენი არც გევალებათ და არც გენაღვლებათ.
===============
იმდენი მტჸუანის დედა!.. რაც ამ შენს დემაგოგიაში სიმართლის ნატამალი არ ერიოს!

ბაბაია

2018-07-05 18:16:22


serapina ასეა , ორუჯრედზე მეტს თქვენი ინტელექტი ვერ მმოითვლის მაგრამ ორი ამებას ერთად მაინც მაინც ერთის "ინტელექტი" ექნება , თქვენს უაზრო კონტექსტიდან ამოვარდნილ წკავწკავს რა პასუხი უნდა გავცე ? თქვენ ბანდაში გასაწევრებლად მიშას გინებაა პაროლი ? მე არც ბიძინას ვაგინებ, არც მიშას და არც გრიშას გაიგე თუ ვერა ? კრიტიკით კი ვაკრიტიკებ თქვენ გულთამპყრობელსაც , გრიშასაც ,მიშასაც და როცა რუსები პრობლემებს გვიქმნიან ბატონი "ფხიზელივით" არ ვქირქილობ ჩვენს სავალალო ყოფაზე და გინებით არავის დედას შეურაწყოფას არ მივაყენებ, ეს მოგიმებელი აყენებს თავის თავს და ოჯახს უხერხულ მდგომარეობაში. ნებისმიერი საჭირბოროტო თემა თქვენთვის მავანი "Fორჯიღოსნებისთვის" ხდება ქირქილის , ქვეყნისთვის კიდევ ერთი ქიმუნჯის წაკვრის , ნაცქოცური ტაშფანდურის მიზეზი, აკომპონიმენტს კი გაახლებთ არ დაგზარდებათ მეფანდურე სეროპიანი.

serapina

2018-07-05 19:18:36

"ჩემო ადმინისტ/რაციავ"(ფარაონმა ბრძანა), რატომ ვერ შემოვდივარ აქ ნორმალურად და ცხრა ადგილას უნდა ვსინჯო?
ბოლო-ბოლო "ბრალი მედება"რომ თურმე თქვენთან ვათანხმებ რას ვწერ და... თქვენ მაინც ხომ იცით რომ ასე არ არის?!
თუ ტექნიკური ხარვეზია, იქნებ გაასწოროთ. თუ არმოსაწონს ვწერ (არა მგონია ასეთებთან მქონდეს საქმე),მაილზე მომწერეთ.
დანარჩენი... თქვენის მხრიდან შევიწროვებაზე,ვერ დავიჩივლებ!
პირიქით,მადლობა რომ ერთუჯრედებიანების შემოსევების ამარა,არ ტოვებთ საზოგადოებას.

serapina

2018-07-05 19:19:34

ამ მიშარასტების ეჭვებს რომ არ სდია,(მხოლოდ)ამიტომ ვერ ივარგა თურმე ოცნებამ, თორემ მიშას ბრძანებით რომ აკადემიკოსი კაცი,დღისი-მზისით თბილისის ქუჩებში მოკლეს,ამაზე არ უნდა ვისაუბროთ თურმე.

Zaza192,
რომ შემოხტები და მიშისტურ პოსტს გამოაცხობ და მერე,ბუჩქებში გარბიხარ...
შარაძე იცი ვინ იყო?
მიშას დროს მოკლეს(დავუშვათ სხვამ და არა,მიშას ბრძანებით) კაცი და რატომ არ გამოიძიესთქო,რამდენჯერ გკითხე?

რატომ ვერ პასუხობ იცი?
ჩამჩით რომ ჭამ მიშასას! აი,ამიტომ.
თორემ გაამართლე მიაშინ სააკაშვილის რეჟიმი, შარაძეების საკითხზე!

მაგარ კაცობაზე რომ გაქვს პ/რეტენზია... თქვი როგორც კაცს შეეფერება,რომ ის კაცის ლიკვიდაცია იყო და არ გამოიძიეს!
აბა,თუ გაიმეორებ, ვნახავ!

serapina

2018-07-05 19:37:56

სასწაული თუ გინდათ...
ბაბაია,
ასეთი დაბალი ინტელექტის პატ/რონის პოსტებს რაიზა აანალიზებ მერე,ამის პასუხი იცი?
ნუ კითხულობ მერე ჩემს პოსტებს!
მე შეგნებულად ვკითხულობ ფურუნკულების პოსტებს. ტვინმოღრეცილობის ხარისხის გამოთვლა ჩემი ჰობია.თავისუფალ დროს,სულ ამაში ვატარებ.

მე აქ ყველას ნაწერს არ ვკითხულობ... შენ კი გგონია ჩემიანი(ეს თქვენი სენია მიშისტების...ამისიანი-იმისიანი)... ...არც დემაგოგიას ეწევა მაგრამ...
მაინც არ მომწონს,რაც იმას არ ნიშნავს რომ უჭკუოს წერს,შენსავით.

აქ წერა თუ გესირცხვილება, შპიგელი,ფოკუსი,ვაშინგტონ პოსტი..
რამდენი ჩამოვთალო...
იქ წერე, იქ ლანძ/ღე რუსეთიც,მიშაც(უწინამც კუპრში
იჟ/ღვანჟ/ღვალებ), ივანიშვილიც...

შენ კრიტიკასა და დემაგოგიას შორის განსხვავება,არ იცი.
შენი,ბებერი რუსი ტ/რენერი,ძველი მეთოდებით გავარჯიშებს!


serapina

2018-07-05 19:50:01

თან რას უკაკუნებ სო/მ/ხ/ობას?!
მე სომ/ხ/ებზე არც კარგს ვამბობ და არც ცუდს,მაგრამ შენ რატომ ამცირებ ვინმეს სომ/ხ/ობის გამო?
მაშ შენი ბელადის ფესვებს უარჰყოფ?

ოოო,ფესვებს რომ უარყოფს,იმ კაცის ნდობა არ შეიძლებაო,ბაბუამ მასწავლა.


რაის სო/მ/ეხი ვარ შე უბედურო.
ერთი ბებია გურული მყავდა,
ტონზე კი უნდა შეგემჩნია...
გურული ქალი,მსოფლიოს მერვე საოცრებაა!
არც შენ ხარ ბედოვლათი მოსწავლე ალბათ და მარტო ტ/რენერი რას გიშველის!

ბაბაია

2018-07-05 21:07:05


serapina ცუდია როცა ადამიანს რაიმეს აბრალებ,მერე თავი ხომ უნდა იმართლოს ? თუ თავს იმართლებ მთლად უდანაშაულოც არ უნდა იყო.....ეს თქვენი მეთოდია ოპონენტის "მოსასპობად" იარლიყების მიწებება კარგად გეხერხებათ, აი //რაის სო/მ/ეხი ვარ შე უბედურო. ერთი ბებია გურული მყავდა// ო რომ წერ თავს იმართლებ? სო/მხო/ ბა არ გინდა ? რატომ ? არანაირი სიგლახე ეს არ არის , მაგრამ რატომ უარყოფ ? მეორე ბებიას ვის უმალავ ?იქნებ ბაბუა ჰა ? -სისულელეა ხომ ? არადა ეს მეთოდი გაქვს ვირტუოზულად დამუშავებული, ამან თუ არ გაჭრა მერე იწყება კასკადი უაზროდ ლანძღვა და ოპონენტის "მიშისტებთან" " მიკუთვნებისა (პროფესორის მკვლელობა, ორი გვამი,ხუხულების აშენება გაზეპირებულ რეპერტუარში და სხვა) ადამიანი საუბრობს დღევანდელ პრობლემებზე და ისევ იარლიყები , ბრალდებები და გეუბნები რომ თქვენ ბრძანდებით სეროპიანი! და რატომ სო/მე/ხი?(ამას თქვენ ამბობთ), იქნებ იტალიელი (მაგ.მანიანი)? ან ფრანგი ?(მაგ დარტანიანი) .

serapina

2018-07-05 22:04:33

მეორე ბებია იმერელი,წყნარი ბუნჩულა...
გურული იყო,რაც იყო!

ისე,საცოლეს ეძებ,თუ რას კითხულობ ჩემს წინაპარს?
ანკეტას ავსებ?
სხვა საიტები, არ არის საქართველოში დავიჯერო?

საქმე იმაშია რომ შეგნებულად(და ბრიყვულად)ამახინჯებ... შენსკენ ითოხნი(როგორც გურულო ბებია ამბობდა) და გგონია ვერავინ ხვდება.

..თორემ,შენ რომ ჭკუას ასწავლი აქ,იმ ხალხმა ჩვენზე უკეთ იცის.
შენნაირებთან პაჟალუსტა.გაგივა!

ფხიზელი

2018-07-06 06:51:40

ბაბაია:
"serapina ცუდია როცა ადამიანს რაიმეს აბრალებ,მერე თავი ხომ უნდა იმართლოს?"
-------------------
ბაბაია, ცუდია, როცა ადამიანს ისეთ რამე აბრალებ, რომლის დამტკიცებაც არ შეგიძლია, არც ფაქტებით, არც ლოგიკით!
შენი კომენტარიდან (ბაბაია 2018-07-05 11:25:52) მოყვანილი ამონარიდი რომ სიმართლე იყოს, ერთ ციტატას მაინც დადებდი საილუსტრაციოდ!
ამიტომ თავის მართლების მაგივრად, დავიგინე. ასეა მიღებული კაცებში. ქალი რომ ვყოფილიყავი შეიძლება ასე დამეწყევლა: რაც ეგ სიმართლე არ იყოს, ისე მოესწარი ნაცების პოლიტიკურ აღორძინებას-მეთქი!:))

ახლა ერთი შეკითხვა: ჩემი სრულიად უწყინარი ხუმრობა რომ ასე შეიცხადე და ამხელა ტირადები უძღვენი - რა დროს ხუმრობა და სიცილია, როცა ქვეყანაში ამდენი პრობლემა გვაქვსო!.. მაინტერესებს (სერაპინამაც შეგახსენა): აგვისტოს წაგებულ ომს რომ ტაშფანდურით აღნიშნავდა რუსთაველზე სააკაშვილის მთავრობა, მაშინ თუ გააპროტესტე რაიმე ფორმით, - თქვენს ავანტიურას შეწირული ქართველი პატრიოტი ბიჭების გვამები რომ ამ გაგანია აგვისტოს მზეში უპატრონოდ ყრია ცხინვალის ქუჩებში, თქვენ რა გეზეიმ-გეცეკვებათ, თქვე არაადამიანებოო?!.
არა, ხომ?
რატომ, მერე?
რა, შენც მიგაჩნდა, რომ საქართველოს საზეიმოდ ჰქონდა საქმე, რადგან სააკაშვილის გენიტალიები გადაურჩა "პუჭურა კაცის" (როგორც შენ ეძახი) დაპირებულ ლურსმანს?
ამას ზეიმობდით?
ახლა არ თქვა, თბილისი რომ ვერ(!) აიღო პუტინმა, იმას ვზეიმობდითო!
ჰო, როგორც მიშა ყვებოდა ერთ-ერთ ინტერვიუში, რუსებმა დააპირეს თუ არა თბილისისკენ წამოსვლა, ნატომ ეგრევე ჰაერში ასწია, თურმე, ავიაგამანადგურებლები, ამერიკამ საქართველოს პორტებს მოაყენა თავისი კრეისერები და შეშინებულმა რუსებმა, თურმე, ეგრევე დაახვიეს საქართველოდან! :))))
ახლა, მსგავსი რომ არაფერი მომხდარა (პირიქით, ბუშმა რომ უთხრა სარკოზის - დაანებე თავი, დაე, შევიდნენ თბილისშიო!) და ამერიკული სამხედრო გემიც რომ ომის დამთავრებიდან ლამის ორი კვირის მერეღა ჩამოდგა (ესოდენ ნანატრი პამპერსებითა და პლასტმასის ბოთლებში დაფასოებულ სასმელი წჸლით!), ამას რა მნიშვნელობა აქვს! - რატომ უნდა დაუჯერო საკუთარ თვალებს და ყურებს და არ დაუჯერო ბელადს?!
ჰოდა, შენც არავითარი პროტესტი არ გაგჩენია იმ ალოგიკურ, მსოფლიო პრესის სამასხარაოდ ქცეულ (ეტჸობა, ქართველებს ვერ გაუგიათ, ომი რომ წააგესო!) ზარ-ზეიმთან დაკავშირებით და
ჩემმა უწყინარმა ფრაზამ - რუსეთი გადადგეს-მეთქი, აღგაშფოთა?!.
(კი ზის ეგ ნაცების ლოგიკაში).

ფხიზელი

2018-07-06 07:15:01

პუტინს რომ თბილისის აღება ჰქონოდა გეგმაში, ამას ზუსტად იმდენ ხანში გააკეთებდა, რამდენიც ტანკების კოლონას დასჭირდებოდა გორიდან თბილისამდე. (რა თქმა უნდა, თუ მის ყურამდე არ მივიდა ბაქრაძის მოწოდება, ჩანგლებით დაიცავით დედაქალაქიო და ჩანგალსაწინააღმდეგო სისტემებზე არ დაკარგა დრო).
მაგრამ ისე გააკეთა თავისი საქმე, "საპასუხო ძალის გადამეტების" გარდა რომ ვერაფერში დაადანაშაულა მსოფლიომ და პირიქით, საქართველოს დასდეს ბრალი ომის დაწყებასა და ღამის ცხინვალის მშვიდობიანი მოსახლეობის "გრადებით" დაბომბვაში!
უძახეთ ახლა იმას "პუჭურა", "პუწიკი", "პუწიუშკა"... სააკაშვილს კი - გენიოსი (ბუნიათაშვილი)! - საქმეში ჩაგეთვლებათ.

ბაბაია

2018-07-06 11:52:16


ფხიზელი. :
არ არსებობს ჩემი და სხვისი როცა სამშობლოზეა ლაპარაკი, არც მიშას და ბიძინას საქართველო არსებობს და სამწუხაროა როდესაც ქვეყნის მეთაური არასწორ გადაწყვეტილებებს იღებს ამას გამართლება არა აქვს და ეს დამღუპველია ჩვენი პატარა ქვეყნისათვის, ამ შეცდომების მიღმა მე განსხვავებით თვენსგან ვერ ვხედავ გულმოწყალე, ბრძენ ვალოდიას, ჩემთვის ის სამშობლოს დაუნდობელი მტერია რომელსაც დამოკლეს მახვილი მუდამ შემართული აქვს და სისტემატურად ახალ ახალ პროვოკაციებს გვიწყობს რათა დაგვამციროს და დაგვაჩოქოს, თუმცა ბევრმა ჩვენმა თანამემამულეს ეს მუქარა ვერასოდეს შეუქმნის დისკომფორტს უკვე გაუსქელდა ზოგიერთს მუხლებზე ტყავი და ნებისმიერი ჩრდილოური პროვოკაცია მათთვის მხოლოდ საღლიცინო და სამხიარულო თემაა, არადა ჰკითხეთ კახელ გლეხს ატმით დატვირთული,თავის ოჯახის გადასარჩენად რომ იბრძვის ემხიარულება ?. მიაბით ყველა პრობლემას ბრიყვი მიშას, ბრძენი პუჭურას,ამერიკული პამპერსების,ქოცნაცების და სხვა "დაშპარგალკებულ - დაკონსპექტებული" თემები, იმხიარულეთ და გაილაღეთ , თქვენ ხომ ეს პრობლემები კი არა სხვა "დიდი" მიზნები გაქვთ.ჩემთვის მიშა განვლილი ეტაპია და ჩემი პოსტები იმ მთავრობისკენაა მიმართული რომელიც უკვე მეექვსე წელია ვერანაირ პრობლემას ვერ აგვარებს ქვეყანაში და მმართველობის მახინჯი ფორმებით გამოირჩევა ვამბობ და უკვე მესმის მავანი ოპონენტის ღრუტუნ - ჰრუტუნი, წყევლა და გინება ://თქვენი მიშა უკეთესი იყო? არ მოესწარით ნაცების აღორძინებას!// და მერამდენეჯერ შემოგითვლით ნაცებთან არანაირ დამოკიდებულებაში მყოფი:ნებისმიერი საჭირბოროტო თემა თქვენთვის მავანი "Fორჯიღოსნებისთვის" ხდება ქირქილის , ქვეყნისთვის კიდევ ერთი ქიმუნჯის წაკვრის , ნაცქოცური ტაშფანდურის მიზეზი, აკომპონიმენტს კი გაახლებთ არ დაგზარდებათ მეფანდურე სეროპიანი., "მიშისტობის" იარლიყის დარიგებით თქვენი მბრძანებელი, გულთ-სულთ მყრობალი არაფორმალური მმართველისვის კრიტიკული აზრის არიდება და ჩრდილოელი პუჭურა კაცის შეფარული ქება. აი ესაა თქვენი ე.წ. "საზოგადოების" ზოგადი ამოცანა დანარჩენი არც გევალებათ და არც გენაღვლებათ.

ფხიზელი

2018-07-06 20:15:54

აჰა!..
ისევ ცარიელი დემაგოგია და ვერბალური ეკვილიბრისტიკა!
არც ერთ კონკრეტულ კითხვაზე არც ერთი კონკრეტული პასუხი!
მხოლოდ ფრაზეოლოგიური ჟონგლიორობა "საქართველოს გულდამწვარი ჭირისუფლის" პოზიციიდან!

...კახელ გლეხს რუსეთში წასაღები ატამი ულპება ლარსთან და თქვენ რა გამხიარულებთო!
ვაა!.. იმ კახელის შვილის გვამი (ღმერთმა აცხონოს!) აგვისტოს ხვატში რომ უპატრონოდ იხრწნებოდა ცხინვალში, მაშინ მაგათ კონცერტი და ცეკვა-თამაში ჰქონდათ გამართული რუსთაველზე და ახლა იმაზე ეწვის ჯიგარი, მამამისს ატამი არ გაუფუჭდეს ტრაილერშიო!..
გინახავთ ეგეთი ფარისევლობა?!
*
თქვენთვის პატრიოტიზმი "ღრუსეთის" და "პუწინკას" ძახილია.
ჩემთვის კი კაპიტნის პატრიოტიზმი ქვეყნის ისე გატარებაა სცილასა და ქარიბდას შორის, რომ რიფებს არ მიამსხვრიოს გემი!
პუტინის მოყვარულის დედაც და დამბრალებლისაც!.. მაგრამ მტრის ღირსების დანახვაც უნდა შეგეძლოს, თუ კაცი ხარ! მონგოლებმა შეძლეს ეს და დაუფასეს ცოტნეს, იმიტომ, რომ ისინიც ვაჟკაცები იყვნენ!
მტრის ღირსების დანახვა არ ნიშნავს მის სიყვარულს, როგორც ნაცებს და მათ ამქარს ჰგონია!

ფხიზელი

2018-07-06 20:17:46


*
პუტინი სპორტის ოსტატია ძიუდოსა და სამბოში, მაგრამ პოლიტიკაში მოქმედებს აიკიდოს პრინციპით: თვითონ კი არ გიტარებს ილეთს, შენსავე ილეთზე წამოგაგებს და გაქცევს.
ასე გაუკეთა საქართველოს:
ზუსტად იცოდა, რომ მაკკეინისა და "დასავლელი მეგობრების" იმედად მყოფი სააკაშვილის ჩიტირეკია ხელისუფლება აუცილებლად მოინდომებდა განდგომილი ოსებისა და აფხაზების ძალით შემომტკიცებას. (ამას დაზვერვაც კი არ სჭირდებოდა: მათი ტელე-ბაქიბუქიდანაც აშკარა იყო).
ამ ბედოვლათებმა კი ვერაფრით ვერ გაიაზრეს, რატომ ავარჯიშებდნენ ჩრდ. კავკასიაში 58-ე არმიას, რატომ ატარებდნენ სამთო წვრთნებს, რატომ ურიგებდნენ რუს ჯარისკაცებს საქართველოს შესახებ ბროშურებს, სახელწოდებით - "იცნობდე მტერს!"...
და მაინც ის გააკეთეს, რასაც ასე ელოდებოდა პუტინი!!!
(არ ელოდნენ თურმე, ხელს თუ შემოუბრუნებდა თავისი სამშვიდობოების დახოცვის საბაბით!).
იდიოტიზმი ჰქვია ამას!
*
კენედი რომ დაემუქრა ხრუშჩოვს, - არ დავუშვებ, რომ სსრკს თავისი სამხედრო ბაზა ჰქონდეს ჩემს საზღვართან ახლოს და შენს რაკეტებს თუ არ გაიტან კუბიდან, ატომურ ბომბს დავცემ კუბასო, - ეს გასაგებია ნაცებისა და მათი ამალისათვის, მაგრამ პუტინს რატომ არ სურს ზედ თავის საზღვართან (საქართველოში) ნატოს ბაზა და რაკეტები, ამას ვერაფრით ვერ იგებენ!

და, თუ იტჸვი, რომ პუტინს ისეთივე უფლება აქვს იზრუნოს საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოებაზე, როგორც ამერიკის პრეზიდენტსო, ამას პუტინის სიყვარულად და მის ქებად ჩაგითვლის რომელიმე სულელი, რომელმაც არ იცის, რომ მსოფლიო იმართება არა სამართლიანობის, არამედ დიდი სახელმწიფოების ინტერესების მიხედვით!
*
ასე გაუკეთა უკრაინას:
დასავლეთის მიერ აგდებული ოპოზიცია და აშს-ს მიერ 5 მილიარდით დაფინანსებული "მაიდანი" გამოიყენა სათავისოდ და ისე აახია ყირიმი, ფეხები ვერ მოჭამა ვერავინ!

იგივეს აკეთებს ახლა სი/რიაში...

ფხიზელი

2018-07-06 20:22:13


*
ბაბაია!
არც ერთი შენი ოპონენტი არ ყოფილა ამ ხელისუფლების მეხოტბე. რაც აქ იუზერებისაგან ბიძინას და მისი ხელისუფლების კრიტიკა იწერება, ხანდახან ვფიქრობ, კიდევ კარგად გვითმენენ, რომ ნაცებივით არ იქცევიან-მეთქი! (იმედია ხვდები, რომ ამ საიტის წინამორბედის, "პრესა.გეს" წართმევას ვგულისხმობ!..).
განსაკუთრებით ეს ეხება მის საკადრო პოლიტიკას და უპირველესად კი - კოაბიტაციას, რომლის ძალითაც წინა ხელისუფლების ბევრ დამნაშავეს და მხარდამჭერს მიეცა "გაბლატავების" საშუალება, ნაცვლად იმისა, რომ ციხეში იჯდეს!
...მე თქვენიც მესმის: თქვენ გინდათ, რომ არაფერი კარგი არ დავუნახოთ ამ ხელისუფლებას, მხოლოდ ცუდზე ვიყოთ ფოკუს/ირებული (რ2-ვით), მაგრამ ეს ძველი ხელისუფლების ხვედრია.
ნაცებმა, თავისი ცუდი მმართველობით, მოიყვანეს ბიძინა (ისევე, როგორც შევარდნაძემ მოიყვანა ნაცები). რას იზამ!..
*
იცხაკი მივიდა ქირომანტთან. გაუშალა იმან ხელისგული, დახედა და ეუბნება:
- პირველი წლები ძალიან გაგიჭირდება!.. ძალიან!
- მერე? - იმედი ჩაუდგა ხმაში.
- მერე მიეჩვევი.
-----------------------------
შენც, ბაბაია, შენც!

serapina

2018-07-06 22:21:49

მართლა გაოცებას ვერ ვმალავ. ვინ და როგორ აპ/როგრამებს ამ ხალხს ასე უკუღმა?

როგორც ჩანს,რუსეთი მართლა დიდი მონდომებით მუშაობს!

ვაკვირდები,ერთ კონკრეტულ შეკითხვაზე პასუხს არ გაგცემენ პირდაპირს.დაზეპირებული სისულელეების კორიანტელი...

სააკაშვილი,სულ უშველის თავს!
ამდენ ტვინგამორეცხილ ქართველს,რა ეშველება?!

ბაბაია

2018-07-07 00:52:27

serapina როგორ მართალი ხარ ! ეტყობა გურული ბებიას შეგონებები კვლავ ძალაშია !! ამ სიტყვებს მეც ვეთანხმები // მართლა გაოცებას ვერ ვმალავ. ვინ და როგორ აპ/როგრამებს ამ ხალხს ასე უკუღმა?
როგორც ჩანს,რუსეთი მართლა დიდი მონდომებით მუშაობს!

ბაბაია

2018-07-07 00:54:03

სწორეა ესეც:ვაკვირდები,ერთ კონკრეტულ შეკითხვაზე პასუხს არ გაგცემენ პირდაპირს.დაზეპირებული სისულელეების კორიანტელი...// მართალია აბა რაშუაშია აქ სააკაშვილის დანაშაულები ? გეუბნები ფხიზელო: სიცილით ნუ იფხრიწები ხალხის უბედურებაზე რაც ლარსში ხდებათქო და მიაბი ყველა პრობლემას ბრიყვი მიშას, ბრძენი პუჭურას,ამერიკული პამპერსების,ქოცნაცების და სხვა "დაშპარგალკებულ - დაკონსპექტებული" თემები ?!!

ბაბაია

2018-07-07 00:57:22

ფხიზელო რაში გჭირდება ეს ისტორიული ექსკურსები ? "უძლეველი" და "დიადი" ფავორიტი სპორტის ოსტატი პუ/ჭუ/ რას ღირსებებით აღრფთოვანებული რომ ხარ გავიგე და არ იცი რომ ის ჩვენი ქვეყნის დაუძინებელი მტერია? მის ნებაზე რომ იყოს დედაბუდიანა ამოგვჟლიტავდა "სტრატეგიული მოსაზრებებით" და ჩვენს ნასახლარზე ნარ -ეკალს სისხლის ღვარზე ახარებდა. მადლი ღმერთს რომ ვერ ბედავს !

ბაბაია

2018-07-07 00:58:49

არა, არა ღმერთის მაგ ურწმუნოს არ ეშინია საკუთარი ქვეყნის ძარცვით მსოფლიოში უმდიდრესს ადამიანს რის უნდა ეშინოდეს ნეტავ ? ამ სიმდიდრის ან ძალაუფლები დაკარგვის ? იქნებ სიცოცხლის ?

ბაბაია

2018-07-07 01:02:16

სარწმუნოა რომ ის უკან არ დაიხევს და ყოველთვის მივა იქამდე სანამდეც შეძლებს აგერ უკრაინა და სირ//იაა მაგის მაგალითი

serapina

2018-07-07 01:07:12

აგერ თქვენი "ვაება" როგორია კიდევ წაკითხეთ:
http://qartuliazri.reportiori.ge/inside.php?menuid=68&id=9987

ბაბაია

2018-07-07 01:35:21

.აღამაჰმადიც მაგარი კაცი იყო და მურვანყრუც და როგორ დაამთავრეს სიცოცხლე? თავმოკვეთილის გასიებული ენა კატამ შეჭამა, იცი ხომ?. იოლია იყო "აგრესიულად მორჩილი უმრავლესობის"მბრძანებელი ჩრდილოურ სამეფოში იქ ყველა მმართველი პუჭურა და უღმერთოდ დაუნდობელი გმირად იქცევა! კი ჰყავდათ,კეთილშობილი,ქრისტიანი მეფე და ოჯახიანად ამოწყვიტეს ! ვერ იგუეს! ასეა ეს და ნუ მიკითხავთ უსაგნოდ მიშას დანაშაულობების ამბებს, მიმართეთ პირდაპირ პროკურატურას და თქვენს სიუზერენს დაიჭირონ და მიაგონ ყველას საკადრისი მათ შორის იმ ნარკოდილერებს ასობით დახოცილი რომ ჰყავთ და დღესაც "წარმატებით" რომ საქმიანობენ, აკრძალონ ქალაქის ცენტრებში კაზინოები, პოკერკლუბები. დაიჭირონ გათავხედებული კილერები, ავტომოჯირითე მკვლელები, აღმოფხვრან კორუფცია მთელი ინფრასტრუქტურა რომ ეწირება, ჩაატარონ რეფორმები განათლების, ჯანდაცვის სისტემებში და ა.შ. და თუ არა აქვთ ამის თავი ან სურვილი ? აღარც გავაკრიტიკოთ მიშისტობის იარლიყის შიშით ? არა, არა ხართ თქვენ ის ადამიანები ვისთანაც საჭირბოროტო საკითხებზე კამათში ჭეშმარიტება იბადება ! ჭეშმარიტება თქვენ არც გაინტერესებთ.

ფხიზელი

2018-07-07 03:46:14

ისევ ცრუობ და თითლიბაზობ!

"გადადგეს რუსეთი!
გ ა დ ა დ გ ე ს !
(როგორ გადადგეს და, როგორც უნდა!)
ავირჩიოთ მერე ერთი ნორმალური მეზობელი და ვიურთიერთობოთ ნორმალურად!"

ამ ჩემი რეპლიკის წამკითხველს, თუ ნორმალურია და იუმორის გრძნობა გააჩნია, ექნება ადეკვატური რეაქცია (როგორც Maverick-ს), რადგან აქ იგულისხმება ერთადერთი რამე - ასეთია ეს დედამიქინძული რუსეთი და რა ვუყოთ, ხომ ვერ გამოვცვლითო!

ხოლო ვინც ამ უწყინარ ფრაზაში დაინახა, რომ მე "სიცილით ვიფხრიწები ხალხის უბედურებაზე რაც ლარსში ხდება" - გადავამისამართე ექიმთან. მეტი რა მექნა!
(თუმცა, ახლა რომ ვუფიქრდები, შეიძლება ჯობდა გამეგზავნა ჰიპნოტიზიორთან, რომელიც რეტროსპეტიული სეანსით გაარკვევდა, 37-ანი წლების რომელიმე ჩამშვებ-პროვოკატორის რეინკარნაციასთან ხომ არა გვაქვს საქმე? - იმათ ემარჯვებოდათ არაფრისაგან ასეთი ბრალდებების შეთხზვა).
შენ კი, იმის ნაცვლად, რომ გემკურნალა, გააგრძელე ჩემზე შეტევა და მაიძულე, სათანადოდ ამეხსნა, ვისი გორისაცა ხარ!..
ამიტომ დამჭირდა გრძელი წიაღსვლები... (რითვისაც ბოდიშს ვუხდი, ვინმე თუ კიდევ ადევნებს თვალს, რა ამაოდ ვაყრი ცერცვს კედელს!).
მე მოვრჩი.
შენ კი შეგიძლია წერო და იკითხო. ოღონდ იქონიე მხედველობაში, რომ მე არ დამაინტერესებს.



ფხიზელი

2018-07-07 03:50:13

ეს შენი წინა კომენტარის პასუხია. ბოლო ახლა ვნახე და არ წამიკითხავს.

რეგისტრაცი?/p>

დახურვ?/span>
სახელი:

პაროლი:

გაიმეორე?პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80