„პარტიის თავმჯდომარეს უნდა მიეცეს საშუალება, გუნდი დააკომპლექტოს საკუთარი შეხედულებებიდან გამომდინარე“
პოლიტიკა

„პარტიის თავმჯდომარეს უნდა მიეცეს საშუალება, გუნდი დააკომპლექტოს საკუთარი შეხედულებებიდან გამომდინარე“

„პარტიის თავმჯდომარეს უნდა მიეცეს საშუალება, გუნდი დააკომპლექტოს საკუთარი შეხედულებებიდან გამომდინარე“
მარიამ თოდაძე

2018-06-13 21:13:53

„ბოლო თვეების განმავლობაში პარტიის თავმჯდომარესთან განსხვავებული მოსაზრებები მქონდა“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და გადადგა.

„გუშინ გაიმართა მმართველი პოლიტიკური ძალის შეხვედრა, რომლის შემდეგ გაკეთდა საჯარო განცხადებები. ჩემსა და მმართველ გუნდს შორის გამოიკვეთა გარკვეული მიმართულებებით აზრთა სხვადასხვაობა, კონკრეტულად საუბარი იყო ჩემი მეთაურობით მთავრობის მიერ გატარებულ ეკონომიკურ პოლიტიკასთან დაკავშირებით. მინდა აუცილებლად აღვნიშნო, რომ ბოლო თვეების განმავლობაში განსაკუთრებულად იყო რიგი ფუნდამენტური საკითხებისა, რომელშიც პარტიის თავმჯდომარესთან მქონდა განსხვავებული მოსაზრებები. ეს ნორმალური პროცესია. ჯერ კიდევ 2012 წლის შემდეგ პერიოდში არასოდეს მოვრიდებივარ პოლემიკას და ვფიქრობ, დღეს არის მომენტი, როცა პარტიის თავმჯდომარეს უნდა მიეცეს საშუალება, რომ გუნდი დააკომპლექტოს იმ შეხედულებებიდან გამომდინარე, რომელიც მას გააჩნია“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

რადიკალურ ოპოზიციას პრემიერის გადადგომასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია აქვს, - „ჩვენმა ბრძოლამ შედეგი გამოიღო“, - ასე ეხმაურება პრემიერის გადადგომას პარტია ახალი საქართველოს ლიდერი გიორგი ვაშაძე.

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია თვლის, რომ ბიძინა ივანიშვილი თავის გადასარჩენად ბარტყებს ყრის.

„გადმოაგდო შოთაძე, გადმოაგდო სუბელიანი, ახლა კვირიკაშვილი. ჰგონია, რომ გადარჩება, ეს არის უკანასკნელი მთავრობა, რომელსაც ივანიშვილი წარადგენს. შემოდგომაზე ივანიშვილი ჩამოშორდება ამ ქვეყანას“, - მიიჩნევს მელია.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, თინათინ ბოკუჩავა თვლის, რომ არაფერი შეიცვლება, თუ ივანიშვილი ერთ თანაშემწეს მეორეთი შეცვლის. მისივე თქმით, ივანიშვილს კვირიკაშვილის დათხოვნა სწორედ საზოგადოების პროტესტის გამო მოუწია.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებთან პრემიერ-მინისტრის გადადგომას კავშირი არ აქვს და გადადგომის ძირითადი მიზეზი ეკონომიკური საკითხებია.

„მოვლენებთან, რომელიც ტრაგიკული ფაქტის გამოყენებით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აწარმოა, პრემიერ-მინისტრის გადადგომას არ აქვს კავშირი. საუბარი იყო ბოლო პერიოდში ეკონომიკურ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის რეალურ გზებზე“, - განაცხადა მდინარაძემ.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ პოლიტიკა კი იყო წარმატებული, მაგრამ მეტი დინამიკა, უფრო სწრაფი განვითარებაა საჭირო.

„გუნდს ყოველთვის სჭირდება განახლება, ახალი სისხლი და ადეკვატური პასუხი იმ გამოწვევებზე, რომელიც ბოლო პერიოდში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა“, - აღნიშნა მდინარაძემ.

როგორც უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი აღნიშნავს, გუშინ გამართულ შეხვედრაზე საკმაოდ ბევრ პოზიტივთან ერთად, იყო კრიტიკაც, თუმცა დღევანდელ სწრაფ გადაწყვეტილებას არ ელოდა.

„პირადად მე ამ ეტაპზე სამთავრობო ცვლილებებს ნამდვილად არ ველოდი. ველოდი მთავრობის მოხსენებას, ანგარიშს გასატარებელ რეფორმებთან დაკავშირებით“,- განაცხადა ვოლსკიმ.

ვიცე-სპიკერის თქმით, გუშინ სამთავრობო ცვლილებების საკითხი არ განხილულა. პრემიერ-მინისტრმა გადაწყვეტილება პირადი შეხედულებით მიიღო.

„გუშინ იყო განხილვა როგორც პოზიტივების, ასევე ნეგატივების თაობაზე, რაზეც საკმაოდ ღიად ვილაპარაკეთ. ვთქვით, რომ არის ბევრი პოზიტივი, მაგრამ არის საკმაოდ მნიშვნელოვანი ჩამორჩენები“, - აღნიშნა გია ვოლსკიმ.

როგორც „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, სოფო კილაძემ განაცხადა, ბიძინა ივანიშვილის პოზიციაა, რომ სიღარიბის კუთხით ქვეყანაში მძიმე სიტუაციაა. პრემიერ-მინისტრის მოსაზრება იყო, რომ ეკონომიკური გუნდის პოლიტიკა იყო სწორი - ეს იყო მათ შორის აზრთა სხვადასხვაობა.

კილაძის შეფასებით, გიორგი კვირიკაშვილმა პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება მიიღო.

„გუშინ გუნდში ის სიტუაცია განვიხილეთ, რომელიც სტატისტიკურად გაერო-ს კვლევამ აჩვენა. ძალიან ბევრ ადამიანს უჭირს. ძალიან ბევრი ადამიანი ვერ ამოვიდა სიღარიბიდან. ოკუპირებული ტერიტორიების შემდეგ, ეს არის ჩვენი ქვეყნის პირველი გამოწვევა“, - განაცხადა სოფო კილაძემ.

საპარლამენტო ოპოზიცია თვლის, რომ გამოსავალი არის არჩევნების გზით, მშვიდობიანად ქვეყნის სათავეში ისეთი გუნდის მოსვლა, რომელიც შეძლებს საქართველოს განვითარებას, სიღარიბის დამარცხებას და ქვეყანაში სტაბილურობის უზრუნველყოფას.

როგორც „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ აღნიშნა, გიორგი კვირიკაშვილის მიერ გამართული ბრიფინგიდან ნათლად ჩანდა, რომ ის პრემიერის პოსტიდან ბიძინა ივანიშვილთან უთანხმოების გამო მიდის.

„მან ღიად დაასახელა, რომ ის მიდის ბიძინა ივანიშვილთან უთანხმოების გამო, რომელიც არის ამ ქვეყანაში ყველა გადაწყვეტილების მიმღები და მეორე - მან ისაუბრა, ამ ქვეყნის ეკონომიკურ და სხვა ტიპის წარმატებებზე, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ გადადგომის მომენტშიც კი მთავრობა არის არაადეკვატური და ვერ ხედავს იმ პრობლემებს, იმ კრიზისებს, იმ სირთულეებს, რომელიც დღეს ქვეყანაში არსებობს. ამიტომ, ამ ყველაფრიდან გამოსავალი არის მთლიანად იმ გუნდის ცვლილება, რომელსაც არ შეუძლია ქვეყნის წინ წაყვანა“,- განაცხადა დავით ბაქრაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზვიად ძიძიგურმა აღნიშნა, რომ ახალი პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა გუნდში კონსულტაციების შედეგად გადაწყდება, რაც შეეხება გიორგი კვირიკაშვილს, ის კარგი პრემიერ-მინისტრი იყო, მაგრამ საჭიროა უფრო მეტი.

„ძალიან წარმატებული პრემიერ-მინისტრი იყო გიორგი კვირიკაშვილი, მაგრამ ჩვენ გვჭირდება უფრო სწრაფი განვითარება ეკონომიკის, უფრო სწრაფად სიღარიბის დაძლევის პროგრამის განხორციელება. 4 წლის წინ არ გვქონდა ჩვენ ასეთი ეკონომიკური ზრდა, ახლა უფრო მეტი გვაქვს, მაგრამ გვჭირდება უფრო მეტი“, - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

არასამთავრობო სექტორი სამთავრობო ცვლილებებზე კიდევ ერთხელ აფიქსირებს საკუთარ მოსაზრებას და როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ხელმძღვანელი, ეკა გიგაური აცხადებს, სამთავრობო გუნდის გადახალისების მოთხოვნა საზოგადოებას ჰქონდა და მნიშვნელოვანია მინისტრთა კაბინეტი პროფესიონალი და ღირსეული ადამიანებით დაკომპლექტდეს. მისი აზრით, განახლებულ შემადგენლობაში თეა წულუკიანმა თანამდებობა არ უნდა დაიკავოს.

„მნიშვნელოვანია, პროფესიონალი და ღირსეული ადამიანები შეირჩნენ მინისტრთა თანამდებობებზე. ცხადია საზოგადოებაში არსებობდა მოთხოვნა, რომ გადახალისებულიყო სამთავრობო გუნდი, რადგან ძალიან ბევრი რეფორმა ახალი სულით უნდა გაგრძელდეს და მნიშვნელოვანია ამ პროცესში ახალი რეფორმების განხორციელება. იუსტიციის სამინისტრო ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რადგან მართლმსაჯულების მიმართულებით ბევრი რეფორმაა გასატარებელი და ვთვლით, რომ განახლებულ შემადგენლობაში თეა წულუკიანმა თანამდებობა არ უნდა დაიკავოს“, - განაცხადა ეკა გიგაურმა.

ნანახი?- 1186

arichopra 2

2018-06-13 22:14:18

ასეთი ნამდვილი ადამიანი, ამ სიტყვის სრული მნიშვნელოით კიდევ დიდხანს არ ეყოლება საართველოს ხელისუფლების სათავეში! ვერ გაძლებდა ეს ადამიანი ასეთ გო--თ-ვ--ერნულ გარემოში!

natali

2018-06-13 22:16:12

ამ კაცმა ერთი კარგი რამ მაინც გააკეთა-მოგების გადასახადი გააუქმა.

natali

2018-06-13 22:18:36

ზაზა სარალიძე - გიორგი კვირიკაშვილის გადადგომა არ მითხოვია, ვითხოვდი გახარიას და წულუკიანის გადადგომას
---------------

ხოდა რომ არ გადადგნენ, ადგა, თვითონ გადადგა და თან გაიყოლა ეგენი.

ახლა ავდგეთ და ავირჩიოთ პრეზიდენტად.:))))))

natali

2018-06-13 22:22:11

რაო? პრემიერად ბახტაძეო???

თქვენ რაა, სააკაშვილს ეხმარებით აღორძინებაში თუ რა უბედურებაა?

Maverick

2018-06-13 23:01:38

natali,

რადგან ზაზა სალარიძეს კვირიკაშვილის გადადგომა არ მოუთხოვია და იგი მისი შიშით მაინც გადადგა, პრემიერად ავირჩიოთ ზაზა სალარიძე, რადგან მისი შიშით "ჩიტი ვერ დაფრინავს ზეცაში და ჭიანჭველა ვერ დადის მიწაზე"; მინისტრებად კი კუპონა, დანა-ჩანგალა ბაქრაძე, კოალა ბოკერია, მელია-ტრუფელია, ხაზინის ვირთხა გიგილო, ჩემოდან-ხაზინადარი ბოკუჩავა, სმს-ბის მგზავნელი ვირთხა ვაშაძე, მიშმაკ პირველი ნაცარქექია და შეუდარებელი სამართალდამცველი ადეიშვილი...

Maverick

2018-06-13 23:05:06

P.S. მოძრაობის წესებია დამცველად სვისტოკიანი ასო - გიგაური!

Maverick

2018-06-13 23:10:17

სხვათაშორის, მადლობა ზაზა სალარიძეს, იმისთვის, რაც ბანკთაყვანისმცემელებს გაუჩალიჩა!

შვილის გამო კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ.

natali

2018-06-14 00:28:43

რამდენი გამოუძიებელი საქმე ყოფილა, გადავირიე.
ძალიან მაინტერესებს ვერ გამოიძიეს თუ არ გამოიძიეს? რა ხდება? არაპროფესიონალიზმთან გვაქვს საქმე თუ განზრახ არ გამოიძიეს, რომ ხალხში უკმაყოფილება გაიზარდოს?

1234

2018-06-14 01:24:29

კვირიკაშვილისთვის ალბათ კარგია - დაისვენებს, თავს და ოჯახს მიხედავს, და ანაზღაურებაც უკეთესი ექნება. საქართველოსთვის ცუდი. იმიტომ არის რომ ნაცები და რუსთავი 2 ზეიმობს. კარგად იციან კვირიკაშვილის ფასი.
გარდა პროფესიონალიზმსა და განათლებისა, კვირიკაშვილი მორწმუნეა და შეუძლია მტერიც კი მეგობრად აქციოს, რაც ქართული პოლიტიკაში, და ზოგადად ქართველებში არც ისე ხშირი თვისებაა.
მარგველამ სწორედ აღნიშნა. მოვითხოვდი მის გადაყენებას მაგრამ ოცნებაშI უკეთესი არ ჰყავთო.

რაც შეეხება იმას რომ მეტი ეკონომიკური ზრდაა საჭირო, 3 მილიონიან ქვეყანაში მეტი ზრდა მეტი უცხოელის შემოყვანას ნიშნავს, როგორც მუშახელი ისე ინვესტორი. კი, აფრიკის ქვეყნებს აქვთ 7-11 პროცენტი ზრდა ჩIნელების მასობრივი შეყვანით, ყოველგვარი რეგულაციების გაუქმებით, მიწის გაყიდვის ჩათვლით, ადამიანის უფლებების შეზღუდვით, მათ შორის მშრომელების უფლებების - დაახლოებით იგივე რასაც სააკა და ბენდუქა აკეთებდნენ ინდუსები, ბურები, ირანელები და ჩინელები რომ შემოჰყავდათ და მიწებს მასობრივად ჰყიდდა, და დიქტატურა ჰქონდა დამყარებული. ეს დამატებით სოციალურ დაძაბულობას გამოიწვევს. თU აბორიგენი მოსახლეობა უმრაველოსობა აღარ Iქნება, მაშინ ვისთვის უნდათ ეს ეკონომიკური ზრდა. "პრეფექტამ" თუ ეს ვერ ისწავლა, ცუდია.

asdf961

2018-06-14 02:32:01

natali
. . . . .
ახლა ავდგეთ და ავირჩიოთ პრეზიდენტად.:))))))
-----------------------------------------------------------

კარგი აზრია! ავირჩიოთ კვირიკაშვილი პრეზიდენტად!

papa

2018-06-14 07:43:27

რატომ და......ადგილობრივ დირექტორს გადაურბინა გზაზე წინ....
,,შინა განაწესს,, არ ემორჩილებოდა ხშირად.....ჰოოოოდა, უფროსიც გაუბრაზებიააა...

ნატალი
რამდენი გამოუძიებელი საქმე ყოფილა, გადავირიე.
ძალიან მაინტერესებს ვერ გამოიძიეს თუ არ გამოიძიეს? რა ხდება? არაპროფესიონალიზმთან გვაქვს საქმე თუ განზრახ არ გამოიძიეს, რომ ხალხში უკმაყოფილება გაიზარდოს?


არა პროფესიონალიზმთან!!!...... რა ეჭვი გეპარებააა??.....

პარლამენტის დარგობრივ კომიტეტებში დარგის სპეციალისტები არა ჰყავთოო... დაგავიწყდააა??პარლამენტისთვის თითო კაცი,,ვერ უპოვიათ,, და მანდ ვითომ რატომ იქნება საქმეები უკეთესად? მითუმეტეს მანდ ბევრი საქმეებია და ბევრი პროფესიონალები დასჭირდებოდათ??--სადაა ეგ,,ბედნიერება,,??? მოინდომე მთვარეზე გაფრენა
მერე იტყვიან პროფესიონალები არა გვყააავსო...
იმდენი მაგათი კეთილები...რაც საქართველოს რომ სჭირდება, იმდენი გვყავს...
უბრალოდ ჭკვიან კაცს ახლოს არ იკარებენ და სპეციალისტები საიდან ეყოლებათ??
შტერი გვერდით, უარეს შტერს რამეს ასწავლიიის??---ასეა ყველგან ---მთავარია მორჩილი იყოს.....
ხოოდა აბა მითხარი რაში ტყუის სერაფინა??
კი ..... დიდი, ძალიან დიდი რამე გააკეთა, სახადი რომ მოგვაშორა(არავინ უკარგავს) მაგრამ დანარჩენი?..
ცხენს ვერაფერი დაააკლეს და უნაგირს დაუწყეს ცემაო..
.შშს--ია ყველაფერის თავიც და ბოლოც(ფარცხალაძე) ...შშს.. და კვირიკაშვილი რა შუაშია??
კანონი და წესრიგი იქიდან უნდა მოდიოდეს და სხვა რამეც გამოსწორდებოდა

რეგისტრაცი?/p>

დახურვ?/span>
სახელი:

პაროლი:

გაიმეორე?პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80