ასპირინი კიბოს წინააღმდეგ

გაუფრთხილდი თავს

ნარკოტიკი კლავს!

გაუფრთხილდი სხვას

სხვადასხვა

ასპირინი კიბოს წინააღმდეგ

ასპირინი კიბოს წინააღმდეგ
for.ge

2018-06-13 16:28:53

"ამან თერაპიის ეფექტურობა უნდა გაზარდოს", – ასეთი დასკვნა გააკეთეს ფრენსის კრიკის ინსტიტუტის (ლონდონი) მეცნიერებმა. მკვლევართა ჯგუფმა პროფესორ კაეტანო რეისის ხელმძღვანელობით დაასრულა ხანგრძლივი ექსპერიმენტი, რომელიც ლაბორატორიული კვლევების საფუძველზე ტარდებოდა. მისი არსი მდგომარეობდა იმაში, რომ შეეთავსებინათ კიბოს საწინააღმდეგო თერაპია ასპირინთან.

შედეგად თავდაპირველი ვარაუდი დადასტურდა – ასპირინი სინამდვილეში თრგუნავს კიბოს იმ უჯრედს, რის გამოც ორგანიზმის იმუნური სისტემა სიმსივნეზე აღარ ვრცელდება. უფრო მეტიც, მეცნიერთა აზრით ახალმა აღმოჩენამ შესაძლოა არა მარტო შეაჩეროს კიბოს ახალი უჯრედების წარმოქმნა, არამედ ორგანიზმის იმუნური სისტემა გადართას "სიმსივნის განადგურების" რეჟიმზე.

კვლევებმა აჩვენა, რომ როდესაც თაგვებს ასპირინითა და იმუნოთერაპიით კუმბინირებულად მკურნალობდნენ, ამან მნიშვნელოვნად შეანელა ნაწლავების, მკერდისა და კანის კიბოს უჯრედების ზრდის პროცესი. სიმსივნე უბრალოდ კარგავდა თავდაცვის უნარს.

მეცნიერებმა ახსნეს ეს საიდუმლო: როგორც აღმოჩნდა კიბოს უჯრედები დიდი რაოდენობით პროსტაგლანდინებს PGE2 წარმოქმნის – ასპირინი კი ბლოკირებას უკეთებს მათ მოქმედებას.

"The Telegraph"  - მა გამოაქვეყნა პროფესორ პიტერ ჯონსონის აზრი, რომელიც აფინანსებდა აღნიშნულ კვლევას. მან დაადასტურა, რომ PGE2 ნამდვილად ზემოქმედებს ჩვენი ორგანიზმის ბევრ უჯრედზე – "ახალმა კვლევებმა საშუალება მოგვცა არა მხოლოდ გავანადგუროთ PGE2 -ის მოქმედება კიბოზე, არამედ ავამაღლოთ ორგანიზმის თავდაცვის ბარიერი და იმუნური სისტემა კიდევ უფრო გავაძლიეროთ.

ასე რომ, ონკოლოგიური პაციენტების მიერ ასპირინის გამოყენებამ იმუნოთერაპიასთან ერთად, შესაძლოა, მკვეთრად გაზარდოს მკურნალობის ეფექტურობა.

 

ნანახია - 93

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80