"დეპუტატობას არ ვნანობ“

გაუფრთხილდი თავს

ნარკოტიკი კლავს!

გაუფრთხილდი სხვას

რეტრომედია

"დეპუტატობას არ ვნანობ“

"დეპუტატობას არ ვნანობ“
„სარკე“, 18 ივნისი, 2009 წელი

2018-06-13 16:19:49

ნუგზარ ერგემლიძეს დეპუტატობაზე არასდროს უოცნებია. იქ მისი მეგობრის, სოსო შატბერაშვილის თხოვნით მოხვდა. ბატონ ნუგზარს ბევრი მეგობარი მამაო ჰყავს, ის ქვაშვეთის ტაძარში მამა ელიზბართან ხშირად საუბრობს.

ნუგზარ ერგემლიძე:

- ბოლომდე ეკლესიური ადამიანი ვერ ვარ. ბავშვობიდან ვიგრძენი ღმერთის და დედამიწაზე მის მიერ შექმნილი კანონზომიერების არსებობა. მწამს, ყოველ ღამე ვლოცულობ და მისი იმედი მაქვს. თუ იმ ეზოს ნახავთ, სადაც მე ბათუმში დავიბადე, მხოლოდ ღმერთს შეეძლო აქამდე მოვეყვანე. ჩემი ნიჭის გარდა, არაფერი მქონია ამ ქვეყანაზე.

ბევრ სასულიერო პირს ვიცნობ. რამდენიმე მოძღვარი მყავს და, მერიდება ამის თქმა, მეგობარი მოძღვარი - მამა ელიზბარი ქვაშვეთის მონასტერში, რომელსაც ვუჯერებ. მამა ფარნა, რომელმაც სახლი მიკურთხა. მამა იობი და ა.შ. მათთან არ ვმალავ ჩემს ცოდვებს, ჩემი ხასიათი იციან. სხვის უბედურებაზე ჩემი ბედნიერება არასდროს ამიგია. ადამიანი არ დამიჩაგრავს და ჩემი სასიყვარულო რომანტიული ცოდვები შემიძლია მამაოს მოვუყვე.

წინა თაობა კომუნისტური წყობის გამო ტაძარში მისვლისგან თავს იკავებდა.

- პირიქით, მე მაშინ უფრო აქტიური ვიყავი. ყოველთვის დავდიოდი, მყავდა მეგობრები კომკავშირის მდივნები, რომლებიც მთხოვდნენ, ნუგზარ, მომეფარე და სანთელს ჩუმად ანთებდნენ. ისინი არ აცდენდნენ აღდგომას. მცხეთაში ვაკეთებდით ახალგაზრდულ კლუბ "ხეკორძულას" და მთელი კომკავშირის შემადგენლობა იქ იყო, თან ვმეგობრობდით. მათ არ ჰქონდათ უფლება, მაგრამ ჩემი მეოხებით ხვდებოდნენ ეკლესიაშიც და მერე პატარა პურმარილიც გვქონდა ნებისმიერ დიდ რელიგიურ დღესასწაულზე. ადამიანი არ უნდა იყოს ამპარტავანი, იმიტომ, რომ მას შრომის გარდა არაფერი გაუკეთებია, ნიჭს კი ღმერთი ჩუქნის.

თქვენი ცხოვრების გზა ძნელი იყო?

- რა თქმა უნდა, ძნელი, მაგრამ როცა ახალგაზრდა ხარ, იმედი გაქვს, გაცილებით ოპტიმისტი ხარ. მაშინ სოციალურად ადამიანები შედარებით დაცული იყვნენ. მაგალითად, სწავლა უფასო იყო და ნიჭით მოვხვდი სამხატვრო აკადემიაში. ოჯახში მე და დედა ვიყავით, დამეხმარა ბიძა, რომელიც სტუდენტობის დროს თბილისში მაცხოვრებდა. მაგრამ ფინანსურად ალბათ ვერ გავწევდით იმ ფასებს, რაც დღეს არის. ვისაც შესაძლებლობა აქვს, უნდა იფიქროს ნიჭიერი ადამიანის დაფინანსებაზე. ისევე, როგორც აფინანსებდნენ სარაჯიშვილი, ძმები ზუბალაშვილები.

თქვენ თუ ახერხებთ ვინმეს დახმარებას?

- მიწევს, მაგრამ ვწუხვარ, რომ არ მაქვს რაიმე კაპიტალური მეურნეობა. ხელფასზე და მწირ ჰონორარებზე მაცხოვრებელი ადამიანი ვარ. რაც შემიძლია, ვეხმარები ჩემს მეგობრებს, ვისაც საერთოდ არ აქვთ შემოსავალი. დახმარებას მეც სიამოვნებით მივიღებდი, როგორც ხელოვანი. მაქვს დიდი პროექტები და უსახსრობის გამო ვერ ვახორციელებ.

მუსიკის სიყვარული ბავშვობიდან გქონდათ?

 - კი, ბავშვობიდან. თითქოს დაპროგრამებული ხარ, რასაც ეკუთვნი, იქეთ მიდიხარ. პირველი აკორდები ბებიის, თამარ ქვარიანისგან ვისწავლე, მერე სადარბაზოში ბიჭებმა მასწავლეს აკორდები, მერე დიდი მასწავლებლები გამომიჩნდნენ. ასეთი იყო სოსო ბარდანაშვილი. მან პირველ თავის ნაწარმოებში პოეტად ამიყვანა. ბარდანაშვილები ებრაელთა ოჯახი იყო, მთელი ოჯახი შვილივით ისე მეპყრობოდა.მაშინ გავიცანი რობერტ ბარძიმაშვილი. მამა ადრე გარდამეცვალა, 13 წლის ვიყავი. მამაჩემმა ბევრი სიკეთე გამიკეთა, წიგნით დამაინტერესა. როცა რაღაცას დავწერდი ან დავხატავდი, დამაჯილდოვებდა ხოლმე. მაგალითად, უცხოური კალმისტრით. მერე შეკვეთების მოცემა დაიწყო. წინასწარ ფულს მაძლევდა, რომ რაღაც გამეკეთებინა. შეიძლება ითქვას, რომ იმის შემდეგ სულ ასე ვარ.

თქვენ როგორი მამა ხართ?

 - ალბათ არ ვარ კარგი მამა. გიორგის ვაქებ სხვასთან, რომ მიაკითხონ და გააკეთებინონ არანჟირება. ვარსკვლავების აკადემიიდან გამოაგდეს. როცა მღეროდა, მაშინ ვუყურებდი. დედამისი 24 საათი ტელევიზორს იყო მიჯაჭვული. რომ გამოაგდეს, დავისვენეთ. ისე, გული კი დამწყდა, მე მგონი, მაინც არაობიექტური იყო. მერაბ სეფაშვილს არ უყვარს ხალხის ქება. დამირეკა და მითხრა, გიორგიმ ყველაზე კარგად იმღერაო. გიორგისთვის ეს ძალიან დიდი ჯილდო იყო.

ჩემი რობერტ ბარძიმაშვილთან შეხვედრა გადამწყვეტი იყო. ის იყო ჩემი იგივე მამა. მან მასწავლა თითქმის ყველაფერი, რაც თვითონ იცოდა. როცა ვფიქრობდი, რომ რომელიმე სიმღერა სცენაზე არც კი უნდა ასულიყო, რობერტი მეუბნებოდა – ეს საყოველთაო ჰიტი გახდებაო. თვითონ იყო ძალიან თბილი, მაგრამ პირდაპირი, ხშირად მწყენია, მაგრამ მერე ვხვდებოდი, რომ მტუქსავდა, როგორც შვილს. არ მოსწონდა დროის ფლანგვა. მეტყოდა რაღაცის დაწერას და მე მავიწყდებოდა. სიმღერა "ლამპიონები" რობერტმა ძალით დამაწერინა. მითხრა, ახალ წელს მე და ბავშვმა უნდა ვიმღეროთ, გინდა თუ არაო. ახალი წელი მოდიოდა, კონცერტები, ქეიფები და შეხვედრები იყო, მეზარებოდა. მითხრა, შენ მე შემპირდი და მიღალატეო. სინდისმა შემაწუხა. დავჯექი, ღამე არ დავიძინე, დილამდე ეს სიმღერა დავწერე. დილას მოვიდა, მოისმინა, შემდეგ წავედით სტუდიაში. ეს იყო 29 დეკემბრის ღამე. 31–ში გადაიღო. 1984 წლის 2, 3 იანვარს უკვე ჰიტი იყო, მთელმა საქართველომ იცოდა.

რობერტი მაძიებელი კაცი იყო, რომელიც ყველა ჩვენგანისთვის პოულობდა. ხალხი ბედნიერი იყო. ერთხელ ვახტანგ კიკაბიძემ მიამბო, როცა ერთი ქალაქიდან მეორეში გადადიოდნენ საზღვარგარეთ გასტროლებზე, რობერტი ავტობუსში თურმე ყოველთვის წინ ჯდებოდა, ეწეოდა და ფიქრობდა. ავტობუსის ბოლოში "ორერას" ბიჭები სვამდნენ, მისულან რობერტთან, უთქვამთ, შენც მოდი, ჩვენთან ერთად დალიეო. ბუბას უთქვამს, თქვენ თუ გინდათ, დიდხანს სვათ და იცეკვოთ ავტობუსში, შეეშვით, იჯდეს, მოწიოს და ფიქრობდესო. ასეთი მადლიანი კაცი იყო. ბევრი რამ მასწავლა. მეც მინდა ვინმეს რამე ვასწავლო, მაგრამ მსურველი არაა, ახლა ყველამ ყველაფერი "იცის" და ეს პროდუქციასაც ეტყობა.

თქვენს პარლამენტში ყოფნაზე ბევრს საუბრობენხელოვან ადამიანს რა უნდოდა პოლიტიკაში და ..

- მეც რომ არ ვიყო პარლამენტის წევრი და იყოს სხვა ხელოვანი, ამის თქმას არასდროს ვიკადრებდი. პარლამენტში ეკონომისტიც უნდა იყოს, იურისტიც, მაგრამ ხელოვანი რატომ არ უნდა იყოს. ხელოვანის პრობლემა იურისტმა რატომ უნდა გაიგოს ქუჩიდან. მე კი პირდაპირ ვეუბნები. ესენი არ მოისმენენ, სხვები გაითვალისწინებენ. მთავარია, საკითხი დააყენო. განხორციელება რთულია, მაგრამ ნელ–ნელა მაინც მიდის წინ. კულტურაში სხვა შემოსავლებიდან უნდა ჩაიდოს რაღაც. ამ მხრივ კიდევ წინ წავა საქმე. მე არ მიოცნებია დეპუტატობაზე, მყავს მეგობარი, სოსო შატბერაშვილი, მისი შვილის ნათლია ვარ. სოსომ გადაწყვიტა, რომ მისი პარტიის სახე ვყოფილიყავი. ახლა გაწამაწიაში კი ვარ.

ხომ არ ნანობთ დეპუტატობას?

- არა, არ ვნანობ. იმიტომ, რომ ყველაფერი ღვთის გზაა. მე არ შემიძლია ღვთის გზაზე უარი ვთქვა. რადგან მე ჩამსვეს ამ სიაში, ესე იგი ღმერთს ასე უნდოდა. უარი რომ მეთქვა, მერე საიქიოში მეტყოდნენ, ჩვენ გაგიხსენით გზა და შენ არ გამოიყენეო.

თხოვნით ბევრი მოგმართავთ?

- დღეში მინიმუმ 2–3 ადამიანი. როცა ხერხდება მათი დახმარება, მაშინ ბედნიერი ვარ. ახლახანს ვცდილობდი დავხმარებოდი ერთ ადამიანს, მას კიბო სჭირდა. ყველაფერი მოვამზადე, მაგრამ, სამწუხაროდ, გარდაიცვალა. ძალიან მტკივა გული, რომ ვერ მოხერხდა დახმარება.

ყოველთვის ისე ხდებარომ ადამიანების დახმარებას არ ჩქარობენგარდაცვლილს გულის ტკივილი და სინანული ხომ ვერ უშველის.

- ყველაფერს აქვს ბიუროკრატიული გზა. არავინ იცის, როდის გამოესალმება ადამიანი სიცოცხლეს. იმ ადამინისთვის წამლების შესაძენი თანხა იყო საჭირო. არის მომენტი, როცა ეხმარები, მორალური დახმარებაც ხომ დახმარებაა.

ბატონო ნუგზარროგორი მეუღლე ხათ?

- არ ვარ კარგი მეუღლე, სულ ჩემს ფიქრებში ვარ. ლექსების და სიმღერების წერას რომ იწყებ ადამიანი, ეს იმას ნიშნავს, რომ შეყვარებული ხარ. ჩვენ მეგობრული ოჯახი გვაქვს, ანის ხელოვანი მეუღლე სურდა, რომ ჰყოლოდა. შვილიც ხელოვანი მყავს. პატარამაც დაიწყო ფორტეპიანოს სწავლა. 16 წლისაა, დაგვიანებულია, მაგრამ ამის სურვილი გაუჩნდა. ფეხბურთზე დადის, მეუბნებოდა, მუსიკა არ მინდაო. ჩემი სიდედრი მონიკა ბერიძე იყო ექიმი და კომუნისტების დროიდან დაახლოებული პირი ჩვენს უწმინდესთან. მაშინ როდესაც ჯვრისწერა აკრძალული და საშიში იყო, მე და ჩემი მეუღლე მიგვიყვანა ილია ||–თან, მან გვაჩუქა ბიბლია თავისი ავტოგრაფით და შევპირდით, რომ ანი აბორტს არასდროს გაიკეთებდა. მერე ჯვარი დავიწერეთ.

 

 

 

 

 

 

 

ნანახია - 103

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80