სიღარიბის ზრდას ყველა მონაცემი და კვლევა ადასტურებს
ეკონომიკა

სიღარიბის ზრდას ყველა მონაცემი და კვლევა ადასტურებს

სიღარიბის ზრდას ყველა მონაცემი და კვლევა ადასტურებს
ბექა დანელია

2018-06-13 08:30:38

უკვე ოფიციალური მონაცემებითაც დასტურდება, რომ საქართველოში სიღაბის მაჩვენებელი გაიზარდა. რასაც მოსახლეობა და სპეციალისტები საკუთარი დაკვირვების საფუძველზე ასკვნიდნენ, ახლა მას უკვე სტატისტიკური მონაცემებიც ამყარებს.

„მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის“ ბოლო ეტაპზე მიღებული მონაცემების მიხედვით, საქართველოში სიღარიბის მაჩვენებელი გაიზარდა. ეროვნულ დონეზე შინამეურნეობების მთლიანი რაოდენობის 4.3% მოსახლეობის 5%, ბავშვების 6.8% და პენსიონერების 3.7% უკიდურესი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს. უკიდურეს სიღარიბეში მყოფი პირების წილი სოფლად 4%-ია, ხოლო ურბანულ დასახლებებში 4.5%.

2015 წლიდან 2017 წლამდე პერიოდში, უკიდურესი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი შინამეურნეობების, მოსახლეობის, ბავშვებისა და პენსიონერების რაოდენობა, შესაბამისად, 2.6, 2.9, 4.3 და 2.0 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.

კვლევის შედეგად ასევე დადგინდა, რომ შინამეურნეობების 22.5% ფარდობითი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს და სოფლის და ქალაქის დასახლებებს შორის სხვაობა დიდია (24.1% - 20.9%).

გასული 2 წლის განმავლობაში ფარდობითი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მცხოვრები შინამეურნეობების და მოსახლეობის წილი, შესაბამისად 20.7%-დან 22.5%-მდე და 23.1%-დან 24.8%-მდე გაიზარდა. ღარიბ შინამეურნეობებში მცხოვრები ბავშვების რაოდენობა კი 26.8%-დან 31.6%-მდე გაიზარდა.

გაეროს უახლესი კვლევის მიხედვით, ბოლო 2 წელში ასევე გაზრდილია ზოგადი სიღარიბის დონეც.

სხვათა შორის მმართველი გუნდი აღარც მალავს, რომ მარადიული პრობლემის გადაჭრა ვერ მოახერხა და კიდევ დროს ითხოვს. მმართველობის უკვე მე-6 წელს კი ქვეყნის პრემიერი აცხადებს, რომ საქართველოში სიღარიბის დაძლევას კიდევ არაერთი წელი დასჭირდება.

„ჩვენი მოსახლეობის შემოსავლები გაიზარდა, მან მნიშვნელოვნად გაასწრო ინფლაციის მაჩვენებელს, მაგრამ, სამწუხაროდ, იმავდროულად ძალიან გაიზარდა დევალვაციის შედეგად ეროვნული ვალუტის კურსი, რამაც ნეგატიური გავლენა მოახდინა ჩვენი მოსახლეობის ეკონომიკურ მდგომარეობაზე. კიდევ ერთხელ ვამბობ, საქართველოში სიღარიბე დასაძლევი გვაქვს, ამას არაერთი წელი დასჭირდება და ეს სიმართლეა. თუმცა ის ტენდენცია, რომელიც ჩვენ გვაქვს აღებული, არის რეცეპტი და გზა სიღარიბის დაძლევისაკენ“, - განაცხადა პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

სპეციალისტები ამბობენ, რომ პირველ რიგში, სოციალური უთანასწორობა უნდა გამოსწორდეს, რაც ეკონომიკური ზრდის გარეშე არ მიიღწევა. ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი გიორგი კაპანაძე ადასტურებს, რომ ქვეყანაში სიღარიბის დონე ძალიან მაღალია,

„ფაქტობრივად, არ გვყავს საშუალო ფენა, რაც სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებს. რთულია საუბარი იმაზე, რა დრო დასჭირდება ამის გამოსწორებას, მაგრამ ცხადია, რომ თუ არ გვექნა ორნიშნა ან მასთან მიახლოებული, თუნდაც 8-9%-იანი ეკონომიკური ზრდა, შეიძლება პრობლემის მოგვარებას 10 წელი და მეტი დრო მოანდომონ.

4-5%-იანი მატების პირობებში რა სოციალური ვითარებაც გვაქვს, იგივე დარჩება მომდევნო წლების განმავლობაშიც. მდგომარეობის შესაცვლელად ჩვენ გვჭირდება საშუალო ფენის შექმნა, ეკონომიკური ზრდა და განვითარება, ამისთვის კი დასაქმების მაჩვენებელი უნდა გაუმჯობესდეს.

ფინანსთა მინისტრის განცხადება ჭარბვალიანობასთან დაკავშირებით საკმაოდ წინ გადადგმული ნაბიჯია. კრედიტების წნეხი უნდა მოიხსნას და მძიმე სოციალური ფონი ნელ-ნელა გამოსწორდეს, რათა როგორმე წინ წავიდეთ, მთავარია სოციალური უთანასწორობა აღმოიფხვრას, რომელიც ძალიან გაღრმავდა“, - აღნიშნა კაპანაძემ.

ნანახი?- 674

imereli

2018-06-13 09:30:16

ბახტაძის სურვილი შეამციროს ჭარბვალიანობა თითქოს კარგია, მაგრამ ბანკში რომ მივედი აღმოჩნდა, რომ ...სესხის პროცენტი გაიზარდა!!!! თუ მანამდე 19,4% იყო, ახლა 36(!) პროცენტია!!! ხალხის ძარცვით ვალები შემცირდება ?!მაგალითად, რამდენიმე დღით წინასწარ რომ აიღო დევნილის 45 ლარიანი შემწეობა, ბანკი იღებს 4 ლარს, ანუ 8,89%-ს, წლიურად ეს არის 8,89X12=106,68%. წლიური მაქსიმალური პროცენტი ეროვნულმა ბანკმა კი დააწესა 100%! მეორე მაგალითი, წინასწარ ორი თვის პენსია რომ აიღო: ყოველთვიურად უნდა იხადო 11 ლარი და პლიუს ძირითადი სესხი თვიურად 5, 10, 15 ან მეტი ლარი სურვილისამებრ. ეს შეიძლება 6 წელი გაგრძელდეს 5 ლარიX 72 თვეზე = 360 ლარი (ორი თვის პენსია). ამ 6 წლის განმავლობაში პროცენტის სახით გადასახდელი იქნება 11 ლ X 72 თვე =792 ლარი. ე.ი. აიღებ სესხს 360 ლარს და სულ გადაიხდი 360 + 792 = 1152 ლარს !!! ყველაფერი სოციალურად გაჭირვებულ ფენებს !!!!

arichopra 2

2018-06-13 09:59:05

ეკონომიკის ზრდის შეფასების მეთოდოლოგია გადასახედია. რაც გვაქვს ის ზრდა რაღაც ისეთ სფეროებს შეეხება, რომელიც საზოგადოების საჭიროებიდან საერთოდ განყენებულია. მაგრამ, ჩემი აზრით რა თქმა უნდა, ვერც ეს და ვერც სხვა მთავრობა საქართველოს ეკონომიკას ისე ვერ გააუმჯობესებს, რომ ხალხმა სული მოითქვას, გაჭირვებიდნ რომ ამოვიდეს. რატომ? იმიტომ რომ ეს შეუძლებელია!

მეგრელი

2018-06-13 10:01:07

თუნდაც 8-9%-იანი ეკონომიკური ზრდა, შეიძლება პრობლემის მოგვარებას 10 წელი და მეტი დრო მოანდომონ. გიორგი კაპანაძე
---------------------------
არსებობს 70 -ს წესი. 70 გაყავით ზრდის % და მიიღებთ იმდენ წელს რამდენ წელში მშპ ერთ სულზე ორმაგდება. ავტორი ლუკა პაჩიოლი.

arichopra 2

2018-06-13 10:11:13

მეგრელი საინტერესოა შენ როგორ გესახება საქართველოს ეკონომიური განვითარება მომავალში?

020759

2018-06-13 11:02:07

გადაგებული დედები,
აბღავლებული მამები,
ქართული სული რამდენჯერ
ნაფურთხი,განაწამები.

მაჯალაჯუნების ზეიმი,
მეჯღანუაშვილთ ნაგრამის,
თავისუფლების გახედვნა
და დარიგება ლაგამის.


თ უ მ ც ა






ვართ მითიური წყ---ლების კასკადში
საღათას ძილით ოქროს აკვანში.
დავლათიანთა დავდივართ იღბლით
უკვდავი ხალხი მოკვდავთა ნიღბით.


და საქართველოს მტრებს ნუ გგონიათ,გადავშენდებით
და თუ გგონიათ ნიშნავს,მანამდე ძალიან ცდებით,
სანამ ქართულად ვლაპარაკობთ,ნუ გაქვთ იმედი,
რომ წავიქცევით,თუ რომ წამით წავბარბაცდებით.

020759

2018-06-13 11:03:53

დავლათიანთა დავდივართ იღბლით
უკვდავი ხალხი მოკვდავთა ნიღბით.


ბიძინა შენც გადაგაგორებთ,ვერავინ ვერ დაძლევს ქართველ ხალხს,ვითარცა საიდუმლო ცოდნის მატარებელს,რომელიც ბევრმა "მატარებელმაც"კი არ იცის

020759

2018-06-13 11:05:17

ერმა რომელმაც თემურ ლანგი და აღა-მაჰმად ხანი მოინელა ,ერთ ჯოჯოს როგორ ვერ მოინელებს?

020759

2018-06-13 11:08:13

პატარა ნაწყვეტი ჩემი დიდი პოემიდან

48
" ესოდენ მჴურვალითა გულითა თქვა სიტყვა იგი, რომელ მეყსეულად უფალი იხილა. ამისთვის შეუდგინა და დაწერა ასურულითა ენითა მარანათა, ვითარმედ: უფალი მოვიდა !"


ვით უსასრულო "ო" ,
ანუ ვარ ვინ მე-
"ო "-მარ"-ი
და ვით მარ შამშე ბნელთან მებრძოლი
ვარ მე-ო-მარ-ი.

ა -გერ, ა- გერ, ა-მარ,ა-მარ,
ამარ ვორექ ა-მარ -უთუ,
მარადმედინი წყალ-ო-ბა,
ვერ მიცანი გერგემ ნუთუ?

მარ შამში,შამშუ შაშამე,
მარმარილო და მარაქა-
ქალთა ჯარი და მზე შინა,
მზე გარეთ,ანუ -მარ აქა.

მარგი,გამარგვლა,მარილი,
მარიოტა და მარგილი.
მარიალისი,მარგული,
"ფიჭვი კვრიანი" - მარდული.

კედართ მარშრუტი -დარანი,
მარმენიო და მარანი.
მარდუქი-მარ-დი ჭაბუკი,
მარადიული ტაკუკი,

კეცი მზის მსგავსი-მარტაცი,
მშვენიერი და წარმტაცი.
ნისანი-მარტი,მარტვილი,
ჭეშმარიტი და მარტივი.

მარ შამში,შამშუ,შა შამე,
მართვე,მარღი და სამარე,
მარგებელი და მარჯვენა,
უთუს-მზის- არდის-ჯვრის ენა.

რაიც ერთია,მზესავით ,
მრგვალია იგი მარცვალი,
ერთია დედა,ყველა სხვა
ქალია დედინაცვალი.

ერთია მეფეც,ვითარცა
მზე,ანუ იგია- მარტო.
გავედრებ მარნა ხეს,არდო!
კვლა ვაზი რომ გამიზარდო!

მარიკელნი და ლამარი,
გამარჯობა და ღამარი.
შვიდივე მნათობზე ერთი,
შემოჭერილი ქამარი

და ჩემდათავად რას ვჩივი,
თუ რომ შვიდი ძმა მარჩბივი
ერთი დედო მზის კალთაში
ვიქნებით ზაფხულ-ზამთარში.
***
თუ დაგვაქვს სევდა
და გვიკაწრავს გულს ეკალ-ბარდი,
გზას გაგვიკაფავს,ბნელს აჩეხავს
მზის სხივით არდი.

მზე ამოვიდაა!
მარანათა!
ანათებს არდი!
ზამთრით ნაზარდი
ფერფლად აქცია
მან კაცის დარდი!

მან ანათა
თაფლიანი,
თეთრი
თრთვილი
მანანათა!

მანანათა!
მანანათა!
მანანათა!

მან ანათა!
მან ანათა!
მან ანათა!

მარ ანათა!
მარ ანათა!
მარ ანათა!

მარანათა!
მარანათა!
მარანათა!


"და დაწერა ასურულითა ენითა მარანათა, ვითარმედ: უფალი
მოვიდა "

020759

2018-06-13 11:13:05

დაილოცოს წმინდა გიორგის სახელი გველეშაპი მოუკლავს და გველის წიწილას თავის თავს ანაკონდას რომ უწოდებს ,იმას ბევრს არ აბლატავებს თავის ქვეყანაში.

020759

2018-06-13 11:20:13

ფაზილ ისკანდერს აქვს ზღაპარი"Кролики и удавы"იქა წერია ,რომა მახრჩობელას ძალა კურდღ ლების შიშშიაო.
ამჯერად საქართველოს მახრჩობელა ივანიშვილის "ძალა"ქართველების სიხარბეშია,არადა სიხარბე 7 სასიკვდილო ცოდვაში შედის.
გვიღირს ივანაშვილი ურჯულოს (ამოსავალი წერტილი "ურ")გამო სულის წაწყმენდა სამუდამოდ?

020759

2018-06-13 11:31:18

ახლა იგინეთ რამდენიც გინდათ,გავდივარ.
შეეჯიბრეთ ერთმანეთს ჩემს ლანძღვაში, იქნებ ბიძინამ 5 ლარი დაგიმატოთ ამ "საერო საქმეში".
მლანძღეთ ქართველი არააქართველი ურჯულოს გულის მოსაგებად.
ფული თუ ტალანტი
რომელს ემხრობით ?
ნიჭი თუ ქისა?
რომელია მომხიბვლელი?

arichopra 2

2018-06-13 11:44:16

არაფერში არ ხარ მართალი, სამწუხაროდ! სხვას ისეთ რამეს ნუ აბრალბ რაზეც შენ გული გტკივა როცა აბრალებენ!

მეგრელი

2018-06-13 11:46:44

arichopra 2
-------------
ეკონიმიკაში მთავარი პრინცია რას ვაკითებთ , როგორ ვაკითებთ და ვისთვის ვაკითებთ.

ეროვნულმა ბანკმა გამოაქვეყნა 2017 წლის ანგარიში. რამოდენიმე მაკროეკონომიკური მაჩვენებელი რომელიც შეიძლება თქვენ არ იცოდეთ თუმცა შესაძლებელია ეს საინტერესო იყოს.
2017 წ საგამხდელო ბალანსის უარყოფითმა სალდომ შეადგინა 1,3 მილიარდი აშშ დოლარი. ანუ 2017 წელს ქვეყნიდან 1,3 მილიარდი აშშ დილარის უფრო მეტი ფულადი ნაკადები გავიდა ვიდრე შემოვიდა. უარყოფითი ბალანსის ძირითადი გამომწვევი მიზეზია სავაჭრო ბალანსის უარყოფითი სალდო. 2017 წელს ექსპორტი ანუ ფულადი ნაკადბის შემოსვლა იყო 2,7 მილიარდი დოლარი ხოლო ინპორტი (ფულადი ნაკადების გასვლა) იყო 7,8 მილიარდი დოლარი. უარყოფითი სალდო შეადგენს 5,2 მლრდ აშშ დოლარს. ცნობისთვის 1991 წ. ინპორტ -ექსპორტის დადებითი სალდო იყო დაახლოებით 2. მილიარდი მანეთი . ექსპორტი იყო 5 მლრდ მანეთი ხოლო ინპორტი 3 მილიარდ მანეთი. ამამ განაპირობა მაშინ საგადამხდელო ბალანსის დადებითი სალდო. ანუ საგამხდელო ბალანსი , 1991 წლიდან დღემდე, ეს უმთავრესი მაკროეკონომიკური მაჩვენებელი ქვეყანას აქვს უარყოფითი. ის უარყოფითი ბალანსი სტაბილურად 1 მილიარდ დოლარის ფარგლებში ტრიალებს. გასაგებ ენაზე , დაუშვათ თქვენი ოჯახის წლიური შემოსავალი არის 10 ათ. ლარი ხოლო გასავალი 15 ათ ლარი . თქვენ გაქვთ უარყოფითი სალდო 5 ათ ლარი რომელიც უნდა დაიფაროს. სხვანაირად არ ხდება. თქვენ რას აკეთებეთ? თუ გაქვთ სავალუტი რეზერვი დოლარებში ახორციელებთ კონვერტაციას ან იღებთ კრედიტს ბანკში ან იძულებული ხართ გაყიდოთ ქონების ნაწილი . სვხანაირად საგადამხდელო ბალანსის უარყოფითი სალდო არ იფარება.სახელმწიფოც ასეა.ეს მაჩვენებელი უნდა იყოს ტოლი მაინც.
ამრიგად ძირითადი მაინც სავაჭრო ბალანსია . რას ვყიდულობთ და რას ვყიდით. http://www.geostat.ge/?action=page&p_id=133&lang=geo.
ანუ მარტო უცხოეთიდათ ფულადი გზავნილების იმედზე ვერ ვიქნებით. ყველა ცდილობს გაყიდოს უფრო მეტი ვიდრე იყიდოს. როცა ყიდი ზნაჩიტ აწარმოებ, ვითარდება ეკონომიკის რამოდენიმე დარგი , დასაქმება, გადასახადი , ბიუჯეტი და ასე შემდეგ. როცა ყიდულობ ამ სიკეთის ფლობელი სხვა ქვეყანაა. მაგალითად ტურისტული ბიზნესი მაშინაა მაგარი მომგებიანი როცა ვიზიტორი ადგილობრივი პროდუქტებით იკვებება. მესტიას იმიტომ დაეტყო ტურიზმი , რომ ვიზიტორი ძირითადად ადგილობრივი პროდუქტებით იკვებება. (ხორცი, რძის ნაწარმი , კარტოფილი ) უფრო მეტი ფული ადგილზე რჩება. თუ შენი სოფლის მეურნეობა არაგაქვს ეს ფული სხვაგან. 2017 წ. კი სოფლის მეურნეობის ხვედრითი წილი მშპ 2% შემცირდა . ჯერ არც იყო მისი წილი საერთოდ დიდი (70% მეტი მომსახურეობის სფეროში იქმნება ) და ისიც შემცირდა. და ეს სუბტროპიკების ქვეყანაში . რუსეთმა სოფლის მეურნეობაში შემდეგი გააკეთა. თუ მცირე მეწარმე აიღებდა ფერმერის სტატუსს (100 ძროხა , 1000 ძირი ვაზი მაგ.) აღებული სესხიდან დადასტურებულ ხარჯებს უფარავს სახელმწიფო.
საქართველოს სახელმწიფო ვალის თანაფარდობა მშპ-სთან მიმართებაში 44.6%-ია. რაც საგანგაშო ნამდვილად არარის. ,,ოქროს მილიადრის" ქვეყნებს ის 100% მეტი აქვთ.
როდესაც ქვეყანას საკუთარი ფული არ ჰყოფნის, სესხს იღებს. ასეთ სესხს სახელმწიფო ვალი ჰქვია, რომელიც თავის მხრივ ორი ნაწილისგან შედგება: 1. საგარეო ვალი და 2. საშინაო ვალი.
საგარეო ვალიდან ის სესხი, რაც კერძო სექტორმა ისესხა და კავშირში არ არის სახელმწიფო ბიუჯეტთან, ნაკლები პრობლემაა სახელმწიფოსთვის. ქვეყნის ცალკეული მოქალაქისთვის მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მიერ ნასესხები თანხა, რადგან ასეთი ვალი სახელმწიფო ბიუჯეტმა უნდა ჩაასესხოს და შესაბამისად, ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს ეხება.
საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი https://www.nbg.gov.ge/index.php?m=340&newsid=3259
ნასესხები ფული ეკონომიკის გაჯანსაღებას უნდა მოხმარდეს თუ ის ამას არ ხმარდება 1 დოლარის სესხებაც კი გაუმართლებელია. როდესაც მშპ-ის ზრდის ტემპი ორნიშნა რიცხვს მიაღწევს, იოლი შესაძლებელი იქნება სესხის თანაფარდობა ეკონომიკურ ინდიკატორებთან მიმართებაში სულ უფრო შემცირდეს და თითოეული მოქალაქე უფრო მდიდარი გახდეს. ეს კი ისევ დამოკიდებულია წარმოებაზე -ექსპორტზე და ბაზარზე. ჩვენ უზარმაზარ და ნაკლებად პრეტენზიულ ბაზარზე ნებაყოფლობით უარი ვთქვით. ფინეთის მაგალითი ხომ გოიმურია.

შემდეგ. უნდა ითქვას უარი საშემოსავლო გადასახის პროპორციულ დაბეგვრის რეჟიმზე . საგადასახადო ტვირთი არასამართლიანად არის გადანაწილებული. 500 ლარის შემოსავალი იბეგრება 20% და 5000 ლარიანიც. ინდა იყოს პროგრესიული 5% დან 40% მდე როგორც ეს საყვარელ ევროპა -აშშ ია. პროპორცილი ეს გადასახიდი არასაყვარელ წუსეთშია ისიც 12%. ამით ბიუჯეტს არაფერი დააკლდება და საშუალო ხელფასის მქონე (1500ლარამდე) პირებს ხელფასი ავტომატურად 19% მდე მოემატება.
როცა მშპ იზრდება და ღარიბებიც იზრდება ეს იმას ნიშნავს , რომ გადანაწილებაშია იაღლიში. უარი უნდა ითქვას სსრკ გადმონაშთზე (პერსონალი პრადოები) ძვირია და გამაღეზიანებელი. ევროპაში ასე არარის.
ასე შემდეგ, ასე შემდეგ, ასე შემდეგ.

და ბოლოს. 1935 წელს სტალინი სამხედრო აკადემიის კურსდამთავრებულებთან შეხვედრის დროს შემდეგ რამ თქვა ,, კადრების წყვეტენ ყველაფერს" . ადამიანური რესურსი არის უმთავრესი. სახ. აზროვნების პროფესიონალი ადამიანური რესურსი და სულ ბოლოს ისევ სტალინი ,, თეორიის გარეშე ჩვენ დავიღუპებით" -1953 წ. დ.ი. ჩესნოკოვის (ცკ. პრეზიდიუმის წევრი. ფილოსოფოსი).

arichopra 2

2018-06-13 11:50:24

წინა ჩართვაზე სპეციალურად დავდე ვაჟას "სიმღერა". წაგეკითხა შე კაი კაცო?! იქნება ამდენ ბალღამს რომ ატარებ გულით რაღაც სანიშნო ყოფილიყო შენთვის?!

"არცროს უსაქმო არა ვარ, მუდამ ვკოწიწობ, ვჩუჩუნებ.
ცოტა მაქვს, ცოტას ვჯერდები,ბეჩავთაც გავუზიარებ.
სიკეთისათვის სიკეთეს არავის დავუგვიანებ".

ახალი ლექსებიც ვეღარ მოგდევს ძველებური სიფაქიზით, სამწუხაროდ! ის კი არა და რომ არ ვიცოდე შენი დაწერილია , ვერც კი დავიჯერებდი!

arichopra 2

2018-06-13 12:03:03

მადლობა რომ გაისარჯე (მეგრელს), მაგრამ აქ რაც დაწერე მე ნასწავლი მაქვს, ხუთიანიც მაქვს მიღებული. ასე თუ ისე ვიცი. მე რაც გკითხე იმაზე კი აზრი არ გამოგითქვამს, ალბათ ყურადღებით არ წაგიკითხე. აწი როგორ უნდა მოვიქცეთ, დღეის ამას იქით ეს ხომ არ იცი? ასე განათლებულ კაცს არ შეიძლება გარკვეული სტრატეგიული ხედვა არ გქონდეს ჩამოყალიბებული?! ჩვენ უზარმაზარ და შენ წერ "ნაკლებად პრეტენზიულ ბაზარზე ნებაყოფლობით უარი ვთქვით..." ნებაყოფლობით უარი არ გვითქვამს, ჯერ ერთი პოლიტიკური შემადგენელი ნაწილი უფრო წონადი გახადა! მეორეც, რუსებმა ასევე პოლიტიკური შემადგენლის გამო მრავალჯერ გამოგვაგდე საკუთარი ბაზრიდან! მაგალითად, "ბორჯომის", "ღვინის" იმპორტის აკრზალვა.

020759

2018-06-13 12:03:50

არიჩოპრა
ერთი საბჭოთა ანგდოტი მახსენდება
გავა წლები და იკითხაავს ხალხი "ვინ იყო ნეტა ბრეჟნევიო,ეტყვიან საზოგადო მოღვაწე ალა პუგაჩოვის დროსო"

020759

2018-06-13 12:04:36

ასეა ნასა კი რალი

natali

2018-06-13 12:24:28

280 000 აშშ დოლარი ქრთამის სახით... - დაკავებულია საგარეჯოს საკრებულოს წევრი და ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომელი
----------------------

ამდენს რომ ქრთამად გასცემ, მერე ის ფული ხომ უნდა ამოიღო 10-ჯერ მეტი მაინც? ხოდა ხეს და ბუჩქს დაგიტოვებენ?

მე კიდე სულ მიკვირს რა უხარიათ არჩევნებზე რომ გაიმარჯვებენ, ნეტავ რას ზეიმობენ, უზარმაზარ პასუხისმგებლობას რომ იკიდებ მხრებზე, ეგ საზეიმოა მეთქი? :))) ამდენ ფულს რომ ჩაიჯიბავ, მერე გინდაც გაგიშვან, რაღა გინდა სამსახურში, წადი და გერთე რაა,დადექი მიტინგებზე და მოუწოდე ხალხს რევოლუციისკენ, რაც მაგრად აირევა ქვეყანა, მით უკეთესი შენთვის, ვის გაახსენდება სად რამდენი აიღე ქრთამად და ვინ რას მოგკითხავს.

აი ასე ჩემო კარგებო, სანამ შერჩენის ინსტიტუტი არ დაიმსხვრევა ჩვენს ქვეყანაში და რაც სსრკ დაიშალა მის მერე მითვისებულებს ყველას ძმრად არ ამოადენს ხალხი ყელში, სულ სიღატაკეში იცხოვრებს ქართველთა მრავლესობა. (თუ დარჩება ქართველი საქართველოში. მე პირადად გაართული ქართული უკვე იშვიათად მესმის).

tngh

2018-06-13 12:56:07

ფრიად სამწუხარო რამ შევამჩნიე ბოლო დღეებში... "დემოკრატიული მოძრაობა" და მისი ლიდერი ქ-ნი ნინო ბურჯანაძე, საბოლოოდ დაავადდა "ბიზინაფობიის" სენით. ვუსმენდი მათ გამოსვლებს, და რიტორიკაში განსხვავებაც კი ვერ შევამჩნიე "ნაც-ოპოზიციისაგან". ქ-ნი ნინო თავისი გარემოცვის სრულ არაფრისმაქნისობას, უსუსურობას და სიზარმაცეს წინა საარჩევნო პერიოდში, ვერც კი ამჩნევს და კრახს ბ-ნ ბიძინას აბრალებს. მისმა "ბედოვლათმა" თანაპარტიელებმა ისიც კი ვერ შეძლეს 2 წლის წინ, რომ "უბლოკო სტატუსის" სარეკლამო ფურცლები გაევრცელებინათ. ერთად ერთი სხვაობა მათ შორის ისაა, რომ "ნაც-ოპოზიციას" ყველაფერთან ერთად, "რუსოფობიაც" სჭირს. უკვე აღარც ის გამიკვირდება, რომ "დემოკრატიული მოძრაობა" მალე ნარკომანიის და ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდაშიც აყვეს ზოგიერთებს და დილეტანტ-პოპულისტი ნათელასვილის და ელისაშვილის პარტნიორი გახდეს. ყოველივე ეს, ყოველდღიურად აკარგვინებს მხარდამჭერებს ქ-ნ ნინოს და, თუ არ შეცვალა საშინაო მიდგომები, საპრეზიდენტო არჩევნებზე სრულ კრახს მიიღებს...

020759

2018-06-13 14:25:16

ერთი დიდი პოეტის პატარა პროგნოზი
ივანიშვილი წაეთრევა მალე
თავლაფდასხმული და თავზე დაშარდული

020759

2018-06-13 14:35:04

საქართველოს კედლები ინგრევა და მას ესაჭიროებოდა გამაგრება.
ოღონდ ივანიშვილს გამაგრება მარტო გაგაჯვა ეგონა და თან მას შენობა ხალხში აერია და თითოეული ქართველის გაგაჯვა დაიწყო და ეს რომ შერცა მერე მთელი ქართველების გადაგაჯვას მიჰყო ხელი.
ეს პროცესი ცოტა აერია და გაგაჯვას გადაფსმაც მიაყოა ამ ენურეზიანმა გენეტიკაგადანგრეულმა ჯოჯომ

მეგრელი

2018-06-13 14:44:41

arichopra 2
------------
გავიგე. ფილოსოფიური ნაწილი გაინტერესებს. ოკ

ჯერ ერთი ტერმინი პოლიტიკა მოდის პოლისიდან (ქალაქი -ბერძნ).პოლიტიკა არის პოლისის მართვის ხელოვნება-არისტოტელე.ეკონომიკა ტერმინი მოდის ბერძნულ მეურნეობიდან . ადამიანების მოთხოვნილების დაკმაყოფილება შეზღუდული რესურსების პირობებში და მისი ძირითადი ფუნქცია მდგომარეობს მუდმივად სიკეთის შექმნა რომელიც აუცილებელია სიცოცხლისთვის. ორივე ერთად პოლიტ-ეკონომია. გახსოვს საგანი ხომ?
რომელია პირველი ანუ ძირითადი. მრავალი მოსაზრება არსებობს. არისტოტელს მიაჩნდა რომ სახელმწიფოს ინდივიდუმთა მიმართებაში არის პირველადი. ინდივიდუმს ის მიიჩნევს პოლიტიკურ და არა ეკონომიკურ ცხოველად. კარლს მარქს მიაჩნდა , რომ საწარმოო ურთიერთობა ახდენს საზოგადოების ეკონომიკური ბაზისის ფორმირებას ხოლო სამართალი და პოლიტიკა მხოლოდ ზედნაშენია. პიტერ ბლაუს საერთოდ ცდილობდა პოლიტიკური ურთიერთობა ეკონომიკური ურთიერთობით განემარტა. ბიხევიორისტებს (ინგ. მოქცევა) მიაჩნდათ რომ პირველადი არის ფსიქოლოგია.( ბეხტერევი და პავლოვი იყვნენ ბიხევიორისტები). სოციალ-დარვინისტები ამტკიცებენ რომ პირველადი არის ბიოლოგია. (დარვინი, სპენსერი, ნიცშე, მალტუსი,ნაცისტი ალფრედ როზენბერგი, კროპოტკინი -რუსი ანარქისტი, კარნეგი , მწერლები უელსი და ლონდონი ასევე სატანის ეკლესიის დამფუძნებელი შანდორ ლა-ვეი )
დღეს ზოგიერთებს მიაჩნია , რომ პოლიტიკა ეს არის ელიტური ჯგუფების ფინანსური ინტერესი და ის არის პირვანდელი.
თუ ჩემი აზრი გაინტერესებს პირველადი მაინც ფსიქოლოგია. პოლიტიკაც და ეკონომიკაც არის მხოლოდ სასურველი შედეგის მისაღწევი ინსტრუმენტი.

ფხიზელი

2018-06-13 17:00:16

imereli-ს კომენტარმა შემძრა. რასაც აქ ვკითხულობ, შოკირებული ვარ.
როგორ სძინავთ ღამე, ასეთ ქვეყანას რომ უდგანან სათავეში?!
რა გეთბილისობება, რა გეფეიერვერკება და რა გეკონცერტება, ადამიანო?!..
ზეიმი კი არა, ორი აგური უნდა გეჭიროს ამ ქვეყნის პატრონს!

...კი, უარყოფით სალდოს ეს ვერ დააბალანსებს, მაგრამ იმის მიღწევაც შეუძლებელია, რომ ახალციხე-ახალქალაქის კარგი კარტოფილი თურქეთში არ იყიდებოდეს და უვარგისი თურქული კარტოფილი - თბილისში?

arichopra 2: "ჩემი აზრით რა თქმა უნდა, ვერც ეს და ვერც სხვა მთავრობა საქართველოს ეკონომიკას ისე ვერ გააუმჯობესებს, რომ ხალხმა სული მოითქვას, გაჭირვებიდნ რომ ამოვიდეს. რატომ? იმიტომ რომ ეს შეუძლებელია!"

მეც ეგრე მგონია! არავითარი სამთავრობო გადადექი-გადმოდექი მაგას არ უშველის!

(რაც უშველის, კი ვიცი, მაგრამ ეს ფანტასტიკის ჟანრია: ახალი სტალინი, რომელიც დააპატიმრებდა ყველა ბანკირ-მევახშეს, კონფისკაციას გაუკეთებდა წურბელობით ნაშოვნ მათ მთელ ქონებას, მოახდენდა ყველა ბანკის ნაციონალიზაციას და გადაიყვანდა ქვეყანას ორი სისტემის ჰიბრიდულ მმართველობაზე).


თენგო

2018-06-13 17:28:47

ლიბერალური ეკონომიკა უნდა დამთავრდეს!!! რაც შეიძლება მალე!!!
როგორ ამოვიდენ სიღარიბის ორმოდან სამხრეთ კორეა, ტაივანი, თუნდაც ჩინეთი და ა.შ.
ეს არის სახელმწიფოს მიერ რეგულირებადი ეკონომიკა + კვალიფიციური ,მცოდნე და ქვეყნის
მოყვარული კადრები -( მინუს ) ქურდული მენტალიტეტის მქონე და მტრების მიერ დაფინანსებული
არასამთავრობო მეხუთე კოლონა , აგრეთვე ძირითად საკვებ პროუქტებზე და სოფლის მეურნეობის
პროდუქტებზე სახელმწიფოს პროტექციონისტული პოლიტიკა!!!! + უმკაცრესი კონტროლი
კორუფციაზე!!! რაც შეიძლება მალე ძირითად საკვებ პროდუტებზე იმპორტის მინიმუმამდე
დაყვანა-( იხილე აზერბაიჯანის მაგალითი)!!! არ გვაწყენს სტალინის მაგალითების გაზიარება!!!

natali

2018-06-13 19:38:27

გახარია, ბახტაძე, ცქიტიშვილი - ვის განიხილავს ივანიშვილი კვირიკაშვილის შემცვლელად
-----------------

არცერთიიიიიიიიიი!!!!!

დააბრუნეთ კვირიკაშვილი!!!!!!!!!!!!!!!:)))))))))))

ლავუაზიე

2018-06-13 19:38:57

გეთანხმები თენგო. ეკონომიკაზე და დასაქმებაზე თუ არ იზრუნა ნებისმიერმა მოსულმა მთავრობამ, არც არასოდეს იქნება ქვეყნის საშველი. ხალხის გულს სხვანაირად ვერავინ ვერ მოიგებს და არც პოლიტიკაში იქნება წინსვლა. მაგალითად, ასეთ დაგლახავებულ ქვეყანაში რა აფხაზეთის და რისი ოსეთის შემობრუნებაზეა საუბარი, რით უნდა მოხიბლო ეს ორი რეგიონი.

ფხიზელი

2018-06-14 01:39:07

natali
დააბრუნეთ კვირიკაშვილი!!!!!!!!!!!!!!!:)))))))))))
----------------

ჰო, წესით, უნდა დააბრუნონ... იმიტომ, რომ ზაზა სარალიძე იძახის, გიორგი კვირიკაშვილის გადადგომა არ მითხოვია, მე გახარიას და წულუკიანის გადადგომას ვითხოვდიო!
მაგრამ კუპრავა ითხოვდა მის გადადგომას და უხერხული იყო, პოლიტპატიმრობაში გატარებული 10 დღის შემდეგ კიდევ ეს დახვედროდა პრემიერ მინისტრად.
მოკლედ, ახლა მიშას ჩამოყვანაღა დარჩა, რომ ნაცების ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდეს!

ბრავო!..


რეგისტრაცი?/p>

დახურვ?/span>
სახელი:

პაროლი:

გაიმეორე?პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80