„ძველ რეჟიმთან პარალელების გავლება წარმოუდგენელია, მაგრამ დემოკრატია არც ახლა ყვავის საქართველოში“
საზოგადოება

„ძველ რეჟიმთან პარალელების გავლება წარმოუდგენელია, მაგრამ დემოკრატია არც ახლა ყვავის საქართველოში“

„ძველ რეჟიმთან პარალელების გავლება წარმოუდგენელია, მაგრამ დემოკრატია არც ახლა ყვავის საქართველოში“
მარიამ თოდაძე

2018-06-12 21:00:12

11 ივნისის დაკავებებსა და აქციასთან დაკავშირებულ სხვა მოვლენებთან დაკავშირებით დეპუტატებს კითხვები დაუგროვდათ თუმცა, სავარაუდოდ, ამომწურავ პასუხს მხოლოდ შს მინისტრისგან მიიღებენ.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა, ხელისუფლების ამოცანა ის კი არ არის, რომ იმ 9 წელზე უკეთესი იყოს, ან მიტინგის დარბევის დროს 6 კაცის მაგივრად 3 კაცი შემოაკვდეს, არამედ ის, რომ საერთოდ არ დაირბეს აქცია და არავინ მოკვდეს ძალადობის გამოყენებით.

კობახიძის თქმით, ხელისუფლება მუშაობს პრინციპით - თუ იქნება გადაცდომა, აქაც ხელი არ უნდა დაეფაროს არავის.

„ამოცანა ის კი არ არის, რომ ადამიანის უფლება დაირღვეს, მაგრამ იმაზე ნაკლებად, ვიდრე თქვენ არღვევდით, ამოცანა ისაა, რომ საერთოდ არ დავარღვიოთ ადამიანის უფლებები, ეს არის სტანდარტი. ამოცანა ის კი არ არის, რომ დეპუტატი არ შემოგვაკვდეს და არ ვცემოთ, ამოცანა ისაა, რომ საერთოდ არ შევეხოთ პარლამენტის არც ერთ წევრს. მე ნამდვილად მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ ყველა საკითხზე განსაკუთრებით ამახვილებთ ყურადღებას, ეს არის ოპოზიციის ამოცანა“, - განაცხადა კობახიძემ.

ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ოპიზიციას 11 ივნისის მოვლენებმა 7 ნოემბერი გაახსენა და თანაც, ამ თემებზე საუბრობს ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც მაშინდელი 7 ნოემბრის ავტორია.

ექსპერტი, დავით ზარდიაშვილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლების ვალდებულებაა, წესრიგის დაცვა, გასაგებია, რომ გამოხატვის თავისუფლება უნდა უზრუნველყოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ წესრიგის ხარჯზე უნდა მოხდეს. ამ შემთხვევაში ხელისუფლება იქცევა საკმაოდ გონივრულად და სრულიად კანონიერად.

რა თქმა უნდა, დღეს არ არის ის სიტუაცია აქციებზე, რაც ხდებოდა წინა ხელისუფლების დროს და „ნაციონალური მოძრაობა“ რას იტყვის, ეს უკვე ნაკლებად საინტერესოა.

სახალხო დამცველი კარვების დაშლას არაპროპორციულ ქმედებად მიიჩნევს სამართალდამცველთა მხრიდან, თუმცა დავით ზარდიაშვილი თვლის, რომ რაკი არსებობს საფრთხე, რომ კარავი გადადგან გზის სავალ ნაწილზე, ეს უკვე შეუსაბამო ქმედება აღარ არის.

დავით ზარდიაშვილი ვარაუდობს, რომ არ უნდა გამოირიცხოს პროვოკაციებიც, რადგან როდესაც აქციის ორგანიზატორები ხედავენ, რომ ადამიანების კრიტიკულ რაოდენობას ვერ აგროვებენ, ცდილობენ მოქმედების შემდგომი რადიკალიზაციისთვის საფუძველი შექმნან.

„უფრო იმას ცდილობენ, რომ ბოლომდე სახე არ დაკარგონ და როგორმე მდგომარეობიდან გამოვიდნენ. ეს არის იმ გეგმის ნაწილი, რომ რადაც არ უნდა დაუჯდეს „ნაციონალურ მოძრაობას“, აამღვრიოს წყალი და იქნებ როგორმე თევზი დაიჭიროს. ვერ ხვდება, რომ ეს არ გამოდის“,- აცხადებს დავით ზარდიაშვილი.

ვახტანგ ძაბირაძე: „შეიძლება სხვადასხვა პარამეტრებით თქვა, რომ თითქოს ეს ორი მოვლენა რაღაცით ერთმანეთს ჰგავს, თუმცა აქ ტოლობის დასმა კი არ შეიძლება, არამედ, საერთოდ გამორიცხულია. მაშინ სხვა რაღაცეები მოხდა, რეალურად დაარბიეს მიტინგი. ამ შემთხვევაში ზუსტად რა მოხდა ზვიად კუპრავასთან დაკავშირებით, არ ვიცი, მაგრამ როგორც ამბობენ, რამდენიმე კაცი წესრიგს არღვევდა და დააკავეს. სწორია თუ არა ეს დაკავება, აქ პარალელების გავლება შეუძლებელია, რადგან დაკავებების მერე როგორ განვითარდა მოვლენები, 7 ნოემბერს და 11 ივნისს, კარდინალური სხვაობაა.

7 ნოემბრის დილას შემდეგ კიდევ მოჰყვა მომიტინგეების დარბევა, შემდეგ იყო რიყის ამბები, „იმედის“ დარბევა და ა.შ. - ეს იყო მთელი პროცესი და მაშინდელი ამბები ასე ნამდვილად არ იწყებოდა“,- აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.

თუმცა, ექსპერტისთვის გაუგებარია დღევანდელი ხელისუფლებების ქმედებებიც: მაგალითად, თუ სწორი იყო ის, რომ კანონით დაუშვებელია კარვებით რუსთაველის გამზირის გადაკეტვა, მაგრამ 10 ივნისს ეს დაუშვა, იმის მიუხედავად, რომ ხალხის რაოდენობა არ ქმნიდა ამის აუცილებლობას, რატომ აღარ დაუშვა ეს 11 ივნისს?..

„კარვების არასავალ ნაწილზე გადატანის შემდეგ მოხდა უცნაური რაღაც - კარვები დაშალეს, პოლიციელებით აივსო იქაურობა, შემდეგ პოლიცია წავიდა, მერე ისევ გადაკეტა გზა პოლიციამ მაგრამ არც მაშინ ყოფილა ხალხის ის რაოდენობა, რომ გზის გადაკეტვა ყოფილიყო აუცილებელი. პოლიციის ამ ქმედებაში მიჭირს ლოგიკის დანახვა, თორემ პარალელების გავლება წარმოუდგენელია“,- აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.

ვახტანგ ძაბირაძე თვლის, როდესაც პოლიციის ქმედებები კითხვებს აჩენს საზოგადოებაში, ეს იმაზე მიუთითებს, რომ რაღაც ხდება და ეს რაღაც შეუძლებელია, კარგი იყოს ხელისუფლებითვის. მისივე შეფასებით, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე ასეთ განაცხადს აკეთებს, სწორია და ასე უნდა იყოს, მაგრამ ისიც არ არის მართალი, რომ ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით საქართველოში ყველაფერი აჟურშია.

„თუნდაც ავიღოთ ის, რომ გაურკვეველი იყო, მელია დააკავეს, სიტუაციას განარიდეს თუ რა მოხდა. ანუ, მუდმივად ხდება რაღაც ისეთი, რაც კითხვებს აჩენს, თუმცა ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს, რომ წინა ხელისუფლების ქმედებასთან რაიმე პარალელზეა ლაპარაკი, მაგრამ იმასაც ვერ ვიტყვით, რომ ქვეყანაში დემოკრატია ყვავის.

ის ფაქტიც, რის გამოც აქციები ეწყობა, უკვე იმაზე მეტყველებს, რომ რაღაც ვერ არის კარგად - სარალიძის პრობლემებს ვგულისხმობ, მანამდე იყო „თეთრი ხმაური“ და ზოგადად, პოლიტიკური ვითარებაც არ არის ისეთი, რომ დაზღვეული იყოს ადამიანი და მშვიდად იყოს საზოგადოებაც და ხელისუფლებაც. საკმაოდ რთული ვითარებაა და ამას ანგარიშის გაწევა, ფრთხილი და გონივრული ქმედებები სჭირდება“, - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, ხელისუფლებას აქვს პასუხები ამ კითხვებზე.

„დარწმუნებული ვარ, როცა მოვა პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრი, ის გასცემს პასუხს. ჩვენ არ გავურბივართ კითხვებს. შეგვიძლია ამ კითხვებზე პასუხის გაცემა. ეს დავამტკიცეთ იმით, რომ ამ საკითხზე დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნა და უმცირესობას ამ კომისიაში, რომელიც უმრავლესობით არის წარმოდგენილი, ექნება საშუალება დასვას ყველა კითხვა, რომელიც არის დაკავშირებული ამ საქმესთან და მიიღოს პასუხები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც ვახტანგ ძაბირაძე აღნიშნავს, ვიდრე ამ განცხადებას გააკეთებდა, შს მინისტრს შეხვდა კობახიძე და როგორც ჩანს, განიხილეს შექმნილი მდგომარეობა.

„შესაძლოა, მინისტრს აქვს ინფორმაცია და ფაქტები. თუ 11 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით არსებობს კონკრეტული ფაქტები, მაშინ მინისტრმა ამ კითხვებს უნდა გასცეს პასუხი, რადგან ეს არ არის ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმე, რომელზე ბოლომდე ღიად საუბარი არ შეიძლება“,- აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.

ნანახი?- 1597

natali

2018-06-12 21:35:09

ფაქტია, რომ თქვენ თვითონ ჩაუგდეთ ხელში სარალიძე ნაციონალებს. არა? აბა თუ სუბელიანი დასაკავებელი იყო, რატომ მანამდე სანამ ნაცებმა და რუსთავი2-მა არ ატეხა ერთი ამბავი, არც კი დაკითხეთ? და ვინაა ახლა პასუხისმგებელი ამაზე? ვის უნდა დაეკავებუნა სუბელიანი? ის ვითომც არაფერი, ისე აგრძელებს მუშაობას?


klemanso

2018-06-12 22:25:00

გავიგე, რომ ექიმი გაუთავისუფლებიათ სამსახურიდან იმის გამო, რომ ნაცისტ ქალბატონს სასქესო ორგანოზე ამოტვიფრულ მიშას პორტრეტზე არ ემთხვია. აი, იმ ნაცისტ ქალბატონს მოვუხან გვარი და ასევე დედის გვარი და ვინც ის ექიმი გააგდო სამსახურიდან, იმასაც მოვუხან გვარი და დედის გვარი.

და საერთოდ, ნაცისტებო, რა გინდათ? მილიარდები ხომ იშოვეთ? წადით, დაგვანებეთ თავი. სარალიძეს, თუ მის მხარეს რაიმე სიმართლე კიდევ დარჩა (რაც უკვე მე ძალიან ძნელად წარმომიდგენია), თქვენზე უკეთესად ვაპოვნინებთ.

სარალიძე რომ სუფთა იყოს, თავისი სიმართლის დასადგენად სამართლებრივ გზას აირჩევდა. მან აირჩია კანონსაწინააღმდეგო გზა, კერძოდ, მან საჯაროდ გააკეთა განცხადება საქართველოს ხელისუფლების ძალადობით დამხობისაკენ (ის ამისთვის ციხეში უნდა იჯდეს უკვე). სარალიძეს უნდა, რომ სხვისი შვილებიც ისევე გაიტანჯონ, როგორც თავისი შვილი, რომელიც, სავარაუდოდ, იმისთვის არ მოუკლიათ, რომ ძალიან კეთილშობილი ბიჭუნა იყო. ეს კი ძალიან სერიოზული ავადმყოფობაა და ავადმყოფი ადამიანის გამო უნდა ხდებოდეს ხელისუფლების ცვლილება ქვეყანაში??? გესმით, რა ხდება???

klemanso

2018-06-12 22:29:56

და კიდევ, ფორ.გე-ს მოვუწოდებ, რომ საიტზე გამოიყენოს https პროტოკოლი. ახლა ამ პროტოკოლს არ იყენებს, ამიტომ როდესაც ჩვენ საიტზე ვუთითებთ მომხმარებლის სახელს და პაროლს, ამ პაროლს ხედავენ ინტერნეტის პროვაიდერები, რომლებიც ნაცისტური ხელისუფლების აგენტურას წარმოადგენენ და მათზე მუშაობენ. მათ კი ძალიან ბევრი სიბინძურის გაკეთება შეუძლიათ ჩემი პაროლით. თქვენ შეგიძლიათ უფასოდ მიიღოთ https პროტოკოლის სერტიფიკატი შემდეგი საიტიდან:
https://www.sslforfree.com/

1234

2018-06-13 02:55:58

დემოკრატიულ ქვეყანაში აქციები არ ნიშნავს რომ მაინდამაინც სამთავრობა კრიზისი. ამ ლოგიკით მაკრონი და ტრამპის დიდი ხნის წასულები უნდა იყვნენ რადგან ამერიკაშიც და საფრანგეთშიც ნაცების ბოლო აქციაზე ათჯერ და მეტჯერ მრავალრიცხოვანი აქციები იყო მათი მმართველობის წინააღმდეგ. ამერიკის 50 პროცენტზე მეტ ტრამპს დასანახად ვერ იტანს. ტრამპის საქმიანობას დადებითად 40 პროცენტზე ნაკლები აფასებს. გარბის ტრამპი? მთავრობები მიდიან და მოდიან არჩევნებით და არა გვარამიას და მელიას ან იგივე სარალიძის სურვილით.
საქართველოში უბრალოდ კვლავ პოსტ საიბჭოთა მენტალიტეტია საზოგადოების ნაწილში. ამას კიდევ რუსთავი 2-ის დეზინფორმაცია და ურცხვი პროპაგანდა ემატება. ვრცელდება ჭორები, ჭორებზე მერე "პანდიტ" ექსპერტების კომენტარები და ასე შემდეგ. რუსთავი 2-მა კვირიკაშვილი უკვე 5 ჯერ გადააყენა ბოლო ორი წლის განმავლობაში. ჰოლანდიიდან მისჯილ კრიმინალს ჩართავენ, დამოძღვრავს, ახალ სიცრუეს დაახეთქებს და ასე ქმნიან "ვირტუალ რევოლუციურ მგომარეობას" და არასტაბილურობას.
ქართული საზოგადოების უდიდისი ნაწილი უკვე აღარ ეგება ამ მარტივ ხრიკებს. ეს გამოჩნდა ნაცების ბოლო აქციაზეც. აქტივიც კი ვერ შეკრიბეს რუსთაველზე.

კატრინაა

2018-06-13 09:01:41

სადარდებელი არიან ის ბავშვები,რომლებმაც მოფიქრეს ეს მკვლელობა და ასეთი საშინელი დაუნდობლობთ განახორციელეს! გია მარღულია წერდა იმ დღეს,თქვენ ვერც კი წარმოგიდგენიათ რა ბოროტი და დაუნდობელი თაობა იზრდება,საერთოდ არ აქვთ შეცოდების და თანაგრძნობის განცდაო! ხორავას ქუჩის ამბავი ერთჯერადი მოვლენა რომ იყოს, მაშინაც კი არ შეიძლება ყურს იქით გაშვება და ასეთ რამეს რომ დაწერს ცნობილი პედაგოგი,ეს უკვე ძალიან დასაფიქრებელია.

imereli

2018-06-13 09:50:10

კლემენსო! სარალიძის ნაცებთან ლაციცი მეც არ მომწონს, მაგრამ საელმწიფომ მას დაუტოვა სხვა გზა ? მეორეც, პროტესტი სულაც არ არის კანონსაწინააღმდეგო ქმედება. პროტესტი კონსტიტუციური უფლებაა!!!

რეგისტრაცი?/p>

დახურვ?/span>
სახელი:

პაროლი:

გაიმეორე?პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80