გახარიამ რუსთაველი ნაციონალების კარვებისგან გაწმინდა
პოლიტიკა

გახარიამ რუსთაველი ნაციონალების კარვებისგან გაწმინდა

გახარიამ რუსთაველი ნაციონალების კარვებისგან გაწმინდა
თამთა ქარჩავა

2018-06-12 00:07:12

17:10 წუთზე სამართალდამცველებმა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ განთავსებული კარვები აიღეს. აქცია „ნუ მომკლავ“-ის მონაწილეებმა პარლამენტის წინ გაშლილი კარვები რუსთაველის გამზირზე გზის სავალ ნაწილზე გადაიტანეს, რის გამოც, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილი იყო.

თავდაპირველად, სამართალდამცველებმა კარვები საავტომობილო გზიდან პარლამენტის წინ არსებულ ტერიტორიაზე გადაიტანეს, რასაც ოპოზიციის პროტესტი მოჰყვა. პარალელურად კი, რუსთაველის გამზირზე განთავსებულ კარავში ინციდენტი მოხდა. არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ადამიანები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, ასევე ისინი სიტყვიერ შურაცხყოფას აყენებდნენ სამართალდამცავებს, რის შემდეგაც რამდენიმე პირი დააკავეს. ოპოზიციის წევრები ნიკა მელია, ირაკლი ნადირაძე და ლევან ხაბეიშვილი კი, პროცესებიდან განარიდეს.

მოქმედი კანონმდებლობა შეკრებისა და მანიფესტაციის დროს არ გამორიცხავს თავისთავად ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალი ნაწილის გადაკეტვის შესაძლებლობას. საიას თავმჯდომარის სულხან სალაძეს შეფასებით, კანონმდებლობით, თუ ხალხის რაოდენობა აღწევს ისეთ ციფრს, სადაც კონკრეტულ ადგილას შეუძლებელია გზის გადაკეტვის გარეშე, ასეთ შემთხვევაში სავალი გზის გადაკეტვა დასაშვებია.

„თუკი იქ მყოფი ადამიანების რაოდენობა პროპორციულად არ იყო ერთმანეთთან თანხვედრაში, რა თქმა უნდა, კანონის მოთხოვნებიდან და შინაარსიდან გამომდინარე, მათ ჰქონდათ უფლება, ქუჩა გაეხსნათ და მიეცათ გადაადგილების საშუალება ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის“, - აცხადებს სულხან სალაძე.

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ კარვების დაშლა იყო არაპროპორციული ჩარევა გამოხატვის თავისუფლებაში.

„ისე სწრაფად ვითარდება მოვლენები, რთულია ყველაფრის შეფასება, მაგრამ ამ დროისთვის, მიგვაჩნია, რომ კარვების დაშლა იყო არაპროპორციული ჩარევა გამოხატვის თავისუფლებაში. შსს-მ უნდა გამოაქვეყნოს ყველა დაკავებული პირის შესახებ ინფორმაცია, ვინ და რა მუხლითაა დაკავებული, სათითაოდ ვარკვევთ და სრული სურათი არ გვაქვს. ყველას შეუძლია მოგვმართოს, მათი დაკავების კანონიერების შესასწავლად. სასამართლოს სამზარეულოში მომხდარ ინციდენტზე უნდა დაიწყოს საქმის შესწავლა, მოწმეთა ჩვენებებზე და არსებულ ვიდეომასალებზე დაყრდნობით, უფლებამოსილების გადამეტების შემთხვევაში დადგეს შესაბამისი პირების პასუხისმგებლობა“, - აცხადებს ნინო ლომჯარია.

რუსთაველის გამზირზე კარვების აღებიდან რამდენიმე წუთში პარლამენტში მივიდა შს მინისტრი გიორგი გახარია, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს შეხვდა. შს მინისტრმა შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი არ გააკეთა. მოგვიანებით განმარტებები გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარემ. ირაკლი კობახიძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ შს მინისტრისგან მიიღო განმარტება, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია არათუ დააკავეს, არამედ მოხდა მისი განრიდება რუსთაველის გამზირიდან.

„მე მქონდა შეხვედრა მინისტრთან და მისგან მივიღე განმარტება ამ საკითხთან დაკავშირებით. ადგილი ჰქონდა სამართალდარღვევას და იმისათვის, რომ აღკვეთილიყო სამართალდაღვევა, საჭირო იყო პარლამენტის წევრის განრიდება ადგილიდან. დავინტერესდი ადგილი ჰქონდა თუ არა დაკავებას და მივიღე განმარტება, რომ ადგილი ჰქონდა განრიდებას, რათა იქ მიმდინარე პროცესი არ გადაზრდილიყო რაიმე სხვა ტიპის სამართალდარღვევაში. მოხდა გადაყვანა სხვა ლოკაციაზე, ერთ-ერთ განყოფილებაში და ამის შემდეგ ის მყისიერად იქნა გათავისუფლებული. ასეთი განმარტება მივიღე შს მინისტრისგან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, როგორც კობახიძემ აღნიშნა, მთავარია ერთი მხრივ, პროტესტის გამოხატვისას არ გავცდეთ კანონის მოთხოვნებს და მეორე მხრივ, ძალის გამოყენებისას არ უნდა დაირღვეს თანაზომიერების პრინციპი.

„დავინტერესდებით მომხდარის ყველა დეტალით. ძალის გამოყენება ხელისუფლების პრეროგატივაა, მთავარია არ მოხდეს ძალის არათანაზომიერი გამოყენება. ბუნებრივია, ამ კუთხით დავინტერესდებით, შს სამინისტროსთან გვექნება კომუნიკაცია და ამის საფუძველზე გაირკვევა დეტალები.

რა თქმა უნდა, პროტესტი არის ყველას უფლება, მაგრამ მთავარია პროტესტის გამოხატვისას არ გავცდეთ კანონის მოთხოვნებს“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

შს სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, საკუთარი აზრის გამოხატვა მოახდინონ კანონმდებლობის შესაბამისად, დაიცვან მართლწესრიგი და არ დაარღვიონ შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნები. იმ შემთხვევაში, თუ კანონსაწინააღმდეგოდ ადგილი ექნება გზის სავალი ნაწილის ბლოკირებას ან მოძრაობის შეზღუდვის მცდელობას, შსს-ს კრიმინალური პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის, მამუკა ჭელიძეს განცხადებით, პოლიცია მოახდენს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას.

„დღეს რუსთაველის გამზირზე დაკავებულ იქნა ყაზახეთის რესპუბლიკის მოქალაქე, ინტერპოლის წითელი ცირკულარით მკვლელობისა და ყაჩაღობისთვის ძებნილი პირი. აღნიშნული პირი სამართალდამცველებმა იმ დროს შეაჩერეს, როდესაც ის რუსთაველის გამზირზე არსებულ აქციას უერთდებოდა. პიროვნების იდენტიფიცირებისას მოქალაქემ პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია, არ დაემორჩილა მათ კანონიერ მოთხოვნას, რის გამოც ის ადგილზე დააკავეს. შემოწმებისას მას ცივი იარაღი დანა აღმოაჩნდა“, - აღნიშნა მამუკა ჭელიძემ.

რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს აფასებენ დეპუტატები. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები რასაც აკეთებენ, არის პირდაპირი პროვოკაცია და ობსტრუქცია.

„მე მესმის და ამიტომ მუდმივად ვმიჯნავ შვილმკვდარი მშობლის ტრაგედიას და ემოციას. ის განსხვავებულია და აქ ჩვენი თანაგრძნობის და თანადგომის ხარისხი სხვა არის, მაგრამ როდესაც მე ვუყურებ, რას აკეთებენ „ნაციონალურ მოძრაობის“ ლიდერები, ეს არის პირდაპირი პროვოკაცია და ობსტრუქცია“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე მომხდარს უპრეცედენტო ფაქტს უწოდებს და საქართველოს ხელისუფლებას კონსტიტუციის დაცვისკენ მოუწოდებს.

„უკანონოდ, კონსტიტუციის უხეში დარღვევით, ფაქტობრივად პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან გაიტაცეს პარტიის ლიდერი, პარტიის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, დეპუტატი, კონსტიტუციური იმუნიტეტის მქონე პიროვნება, ნიკა მელია. ეს არის წარმოუდგენელი პრეცედენტი დამოუკიდებელი საქართველოს პარლამენტარიზმის ისტორიაში. არავის აქვს უფლება დააკავოს დეპუტატი, პარლამენტის გადაწყვეტილების გარეშე. დეპუტატი არის ხელშეუხებელი პიროვნება.

ქვეყანაში მიდის ოპოზიციური პარტიის პოლიტიკური დევნა, ივანიშვილის ერთმმართველობა და არაფორმალური რეჟიმი გადადის უხეშ ძალადობაზე, რომლის გამოვლინებაც იყო დღეს მომხდარი უპრეცედენტო ფაქტი“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე მიიჩნევს, რომ სრულიად მიუღებელი და დაუშვებელია გამოხატვის და პროტესტის თავისუფლების შეზღუდვა იმ ფორმით, როგორც ეს დღეს რუსთაველის გამზირზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გააკეთა. მისივე თქმით, ქუჩის ფეხით სავალ ნაწილზე განლაგებული კარვების აღება წესრიგის დამყარების მოტივით ვერანაირად ვერ გამართლდება.

„კარვების დაშლა შეიძლება ემსახურებოდეს მხოლოდ საზოგადოების დაშინებას ძალის ჩვენებით და ამ გზით სამართლიანი საპროტესტო მუხტის ჩახშობას, რომელიც ქვეყანაში ზაზა სარალძის საქმესთან დაკავშირებით არსებობს. ხელისუფლების დღევანდელმა ქმედებებმა კიდევ უფრო მეტად გამოაჩინა ძირეული ცვლილებების და უსამართლო სისტემის დანგრევის აუცილებლობა, რასაც ითხოვს ზაზა სარალიძე და ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი, როგორც საპარლამენტო უმცირესობა ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ყველა დამნაშავე დაისაჯოს და უსამართლო სისტემა დაინგრეს“, - აცხადებს დავით ბაქრაძე.

 

ნანახი?- 1462

ფხიზელი

2018-06-12 01:28:33

"სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ კარვების დაშლა იყო არაპროპორციული ჩარევა გამოხატვის თავისუფლებაში."
-----------------------------
ახია ამ ხელისუფლებაზე!..
ლომჯარია არა, ეკა გიგაური უნდა დაგენიშნათ ომბუდსმენად ან თეა თუთბერიძე!

1234

2018-06-12 01:48:20

ალკუპონეს თუ პროტესტი გამოხატვა სურდა, მაშინ თავად უნდა დამჯდარიყო იმ კარავში სხვა "ლიდერ" დეპუტატებთან ერთად, და არა დაქირავებული ხალხი გამოეყენებინა. მისი ბელადის კიევის ავანტურისა არის იყოს. თავად თვეში 6 000 ევროიან ბინაში ცხოვრობდა კარვებში კი ათასი ჯურის დაქირავებულ ჰყავდა შეყრილი - "კორუფციას" ებრძოდა პენტჰაუსის სავარძლიდან.
შუა რუსთაველზე ლოთობა და დებოში უკვე კანონდარღვევაა და პოლიციას სრული უფლება ჰქონდა აღეკვეთა. აქამდეც უნდა გაეკეთებინა თU კარავში ალკოჰოლს იღებდნენ.
ალკუპონეს და ყველას თავისუფალი გამოხატვის უფლება მაშინ მთავრდება როცა კანონი იღვევა, სხვისი უფლებები ილახება, ან საზოგადოების უსაფრთხოება ირღვევა.

natali

2018-06-12 03:01:15

მე მაინც ის მაინტერესებს ეს კარვები უგულავამ რომ თითო კარავში მილიონნახევარი გადაიხადა, ის კარვებია თუ ჰგავს? სულ მაინტერესებს სადაა ის კარვები:)

arichopra 2

2018-06-12 07:09:58

პირველად ტელევიზორში თვალი რომ მოვკარი ამ წვეტიან კარვებს, გულში გამკრა -ვახ, შაჰ აბასს რუსთაველზე კარვები დაუცია! კი ვიცოდი ასე რომ არ იყო, მაგრამ რამდენჯერაც ეკრანზე ამ კარვებს თვალს მოვკრავდი სულ ეს აზრი მომვარდებოდა. კარგია რომ აიღეს.

papa

2018-06-12 09:08:04

აუუუფ .... ეგ რა ქენით??
სადააა გამოხატვის თავისუფლება...?
დაირღვა დემოკრატიის პრინციპები

---------

წადიი შენი....

papa

2018-06-12 09:15:44

ამ ასოებზე მინდია უგრეხელიძეს კარგად ააქვს ნათქვამი

ეს ასოები არიან ,,უცხოეთიდან დაფინანსებული და საქართველოში გადმოსხმული დივერსანტები,რომლებიც ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის წინაააღმდეგ ძირგამომთხრელ საქმიანობას ეწევიან,,-ო....

ganzieli

2018-06-12 10:20:08

ძირფესვიანი დეზინფექცია უნდა იქაურობას

კატრინა

2018-06-12 10:52:07

საიტის ადმინისტრაციას ვთხოვ,ამიხსნას ახალი ტელეფონიდან იგივე პაროლით და სახელით ვერ შემოვდივარ და როგორ მოვიქცე?

arichopra 2

2018-06-12 11:25:25

რჩევა, სახელი ოდავ შეიცვალე მაგალიათად - კატრინაა და თავიდან დარეგისტრირდი.

კატრინა

2018-06-12 12:01:47

პაროლიც შევცვალო?

arichopra 2

2018-06-12 12:20:10

არაა სავალდებულო, მაგრამ შეცვალე, რა გენაღვლება. დაარქვი შენი საყვარელი მწერალის გვარი და აღარ დაგავიწყდება

arichopra 2

2018-06-12 12:20:15

arichopra 2

2018-06-12 12:31:45

აქაურ იუზერებს მინდა გკითხოთ, შესაძლებელია თუ არა პარლამენტმა გამოსცეს საკანონმდებლო აქტი, რომ რუსთაველზე აიკრძალოს სხვადასხვა აქციების, დემონსტაციების (დემონების ლუსტრაცია), მიტინგების და სხვა მოწყობა?! გარდა ოფიციალური სამთავრობო სადღესასწაულო მიტინგისა და აღლუმისა??!!

კატრინაა

2018-06-12 12:33:00

სერაპინა!უღრმესი მადლობა!

კატრინაა

2018-06-12 12:38:07

ბოდიში ჩემო ბატონო! arichopra2-ს ეკუთვნოდა ჩემი მადლობა! მაპატიეთ შეცდომისათვის!

arichopra 2

2018-06-12 14:06:19

დარჩა ჩემი შეკითხვა ჰაერში გამოკიდებული?! რატომ მიგაჩნიათ ყველას, რომ უმცირესობის უფლებები უნდა დაიცვას უმრავლესობამ?! უმრავლესობამ უმრავლესობის ანუ საკუთარი უფლებები რომ დაიცვას ასე ხომ არ აჯობებს? უმრავლესობის მთავრობამ, ხელისუფლებამ ლგბტ თემის უფლებებზე უნდა იზრუნოს თუ მისითვის ძალაუფლების მანდატის გადამცემი უმრავლესობის?

ფხიზელი

2018-06-12 17:03:11


arichopra 2:
"აქაურ იუზერებს მინდა გკითხოთ, შესაძლებელია თუ არა პარლამენტმა გამოსცეს საკანონმდებლო აქტი, რომ რუსთაველზე აიკრძალოს სხვადასხვა აქციების, დემონსტაციების (დემონების ლუსტრაცია), მიტინგების და სხვა მოწყობა?! გარდა ოფიციალური სამთავრობო სადღესასწაულო მიტინგისა და აღლუმისა??!!"
-------------------

არ შეიძლება: - დედაქალაქის ცენტრში აუცილებლად უნდა იყოს ერთი ადგილი მაინც
სახელმწიფო გადატრიალების მოსაწყობად!

papa

2018-06-13 00:09:03

ჩოპრა


ვეთანხმები ფხიზელს

დედაქალაქის ცენტრში აუცილებლად უნდა იყოს ერთი ადგილი მაინც
სახელმწიფო გადატრიალების მოსაწყობად!

თუ არადა უამისოდ...,,,რააა მამული,,,

რეგისტრაცი?/p>

დახურვ?/span>
სახელი:

პაროლი:

გაიმეორე?პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80