გაისად პენსიაც გაიზრდება და რეფორმაც მზად იქნება
ეკონომიკა

გაისად პენსიაც გაიზრდება და რეფორმაც მზად იქნება

გაისად პენსიაც გაიზრდება და რეფორმაც მზად იქნება
ბექა დანელია

2018-06-11 22:00:05

საპენსიო რეფორმის პირველადი მნიშვნელოვანი დოკუმენტი მზდაა. ასევე მთავრობაც მზადაა, რომ დღეს არსებული საბაზისო პენსიაც გაზარდოს და პარალელურად საბოლოო ნაბიჯები გადადგას რეფორმის განხორციელებისათვის. ოპოზიცია ჯერჯერობით მკაცრი ოპონირების რეჟიმშია.

საპენსიო რეფორმის რეგულირების გავლენის დოკუმენტი მზადაა და ის დღის სინათლეს მომავალ კვირას იხილავს. პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელი აკაკი ზოიძე ამბობს, რომ ის ეკონომიკის სამინისტრომ მოამზადა. ამ დოკუმენტის თანახმად შესაძლებელია გახდება მსჯელება, თუ რა შეიძლება იყოს რეფორმით მიღებული სარგებელი ან ხარჯები ციფრებში.

„საბაზისო პენსიის კომპონენტი არის საპენსიო რეფორმის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი, რადგან ის ეხება როგორც დღევანდელ, ასევე მომავალ პენსიონერებს. ამ მიმართულებით ჩვენ უმრავლესობის ფორმატში გვქონდა მნიშვნელოვანი შეხვედრა და ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრეებთან მივაღწიეთ შეთანხმებას, რომ საბაზისო პენსია საშუალო ხელფასს მიებმევა. ის ჩანაცვლების კოეფიციენტზე იქნება დამოკიდებული, რომელიც უნდა შენარჩუნდეს მინიმუმ იმ დონეზე, რომელიც დღეს არის, მიუხედავად იმისა, ინფლაცია იქნება, ეკონომიკური ზრდა, თუ ა.შ.

მე ვემხრობი ამ რეფორმას, რადგან მას სხვა ალტერნატივა, რომ ადამიანები უზრუნველყოთ ღირსეული პენსიით, არ აქვს. მიმაჩნია, რომ როდესაც ადამიანი იშრომებს წლების განმავლობაში, მას თავისი ხელფასის, სტაჟის ოდენობის მიხედვით უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, მიიღოს შესაბამისი ცხოვრების დონე სიბერეში“, - განაცხადა ზოიძემ და დასძინა, რომ შეხვედრაზე განხილული იყო მთელი რიგი სხვა საკითხებიც, რაზეც მსჯელობა კვლავ გაგრძელდება.

„ნებაყოფლობითობის კომპონენტი იქნა შენარჩუნებული თვითდასაქმებულების და 40 წელზე მეტი ასაკის ადამიანებისათვის. თუ მათ აქვთ სურვილი სახელმწიფო ხელს შეუწყობს და შესაბამის კონტრიბუციას შეიტანს მათთვის საპენსიო ფონდში, რათა წახალისდნენ თვითდასაქმებულები და მათ შორის უმუშევრებიც. საუბარი იყო კერძო სადაზღვევო კომპანიების მონაწილეობაზე, რაზეც გაგრძელდება მსჯელობა და ამაზეც შევჯერდებით“, - გაუნცხადა „საქმის კურსს“ ზოიძემ.

ოპოზიცია ისევე როგორც ყველა წამოწყებას, ამასაც ეჭვის თვალით უყურებს. „ევროპული საქართველოს“ წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი და ამბობს, რომ პარტია საპენსიო რეფორმას მხარს არ დაუჭერს, რადგან ამ ფორმით დაგროვებითი პენსიის სისტემის შემოღება და საპენსიო რეფორმის გატარება ძალიან დამაზიანებელი იქნება.

„ჩვენ ამ რეფორმას არ დავუჭერთ მხარს, თუ დარჩება სავალდებულობის კომპონენტი. ეს უნდა იყოს ნებაყოფლობითი და ადამიანმა თავად უნდა განსაზღვროს შემოსავალი დღეს მოიხმაროს, თუ გადადოს ხვალინდელი დღისთვის. აქ მთავარი პრობლემა ის არის, რომ შემოსავლებია დაბალი და ხალხს არ ჰყოფნის ფული და ამ დროს მთავრობა ეუბნება მათ, რომ ჩვენ კიდევ უნდა წაგართვათ ის საპენსიო გადასახადის სახით. აქედან გამომდინარე, ჩვენ წინააღმდეგები ვართ.

და ყველაზე მთავარი - მთავრობა, გარდა იმისა, რომ აძალებს მოქალაქეებს ამ თანხის გადადებას, ვერ ეუბნება კონკრეტულ რიცხვს: მაგალითად, დღეს ვთქვათ მასწავლებელს 450 ლარი აქვს ხელფასი, რომელიც 30-35 წლისაა, რა იქნება მისი პენსია? სხვადასხვა საექსპერტო ჯგუფების დათვლით ეს იმდენად მიზერული გამოდის, რომ ეს დანაზოგი არ იქნება საკმარისი ღირსეული სიბერისთვის“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა და დასძინა, რომ მთავრობამ არსებულ პენსიონერებზეც უნდა იზრუნოს და პენსია გაზარდოს, რისი რესურსიც არსეობს.

„დღევანდელი პენსია თუ არ გაიზარდა, ინფლაციის პირობებში, სერიოზული პრობლემა იქნება. ამიტომ ჩვენ მთავრობას ვეუბნებით, რომ მთავარი ამოცანა უნდა იყოს მაღალი ეკონომიკური ზრდის დონის მიღწევა, რომ გაიზარდოს დასაქმებულთა ხელფასიც და პენსიაც“, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

პენსიების ზრდის შესახებ პარლამენტში უკვე ისაუბრა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ. მისი ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს პარლამენტში წარდგენილი აქვს 2019-20 წლების საშუალოვადიანი მაკროეკონომიკური პროგნოზები, სადაც გათვალისიწნებულია პენსიების მატება როგორც 2019 წელს, ასევე 2020-შიც. საუბარია 20-20 ლარით მატებაზე. აქედან გამომდინარე, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პენსია საქართველოში 220 ლარს მიაღწევს.

ნანახი?- 630

papa

2018-06-11 22:57:38

თავიაანთ ჭკვაში ხალხს აიმედებენ


ჰაცე ვირო ნუ მოკვდები, გაზაფხულზე იონჯა მოვაო

ბუმერანგი

2018-06-12 09:22:50

ეხლა მითომ რათ არაო? გაისად რა, მუხა მოისხამს?

აბოლეთ საკუთარი ბ... მამიდები.

რეგისტრაცი?/p>

დახურვ?/span>
სახელი:

პაროლი:

გაიმეორე?პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80