„მომავალში შესაძლოა, სხვა პირები გამოიკვეთოს, ეს დამოკიდებულია მტკიცებულებებზე და არა ვინმეს სურვილზე თუ ვარაუდებზე“

გაუფრთხილდი თავს

ნარკოტიკი კლავს!

გაუფრთხილდი სხვას

პოლიტიკა

„მომავალში შესაძლოა, სხვა პირები გამოიკვეთოს, ეს დამოკიდებულია მტკიცებულებებზე და არა ვინმეს სურვილზე თუ ვარაუდებზე“

„მომავალში შესაძლოა, სხვა პირები გამოიკვეთოს, ეს დამოკიდებულია მტკიცებულებებზე და არა ვინმეს სურვილზე თუ ვარაუდებზე“
მარიამ თოდაძე

2018-06-11 01:58:16

შსს-მ მირზა სუბელიანი ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შეუტყობინებლობისთვის სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით დააკავა და აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. ამ ეტპაზე უცნობია გაასაჩივრებენ თუ არა მირზა სუბელიანის ადვოკატები სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას.

როგორც ჟურნალისტებს ადვოკატმა ეკატერინე ხუციშვილმა განუცხადა, სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების საკითხზე მას მირზა სუბელიანთან კონსულტაციები ექნება. მისივე შეფასებით, პროკურატურის შუამდგომლობა პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით დაუსაბუთებელი იყო.

„როგორც ქართული კანონმდებლობით, ასევე საერთაშორისო პრაქტიკით, პატიმრობა გამოიყენება როგორც უკიდურესი აუცილებლობა. არ შეიძლება ადამიანს თავისუფლება ჯეროვანი დასაბუთების გარეშე შეეზღუდოს. პატიმრობის გამოყენებისთვის უნდა არსებობდეს ისეთი საფუძვლები, როგორიცაა: მიმალვის საფრთხე, მტკიცებულებების განადგურების საფრთხე, მოწმეებზე ზეწოლის საფრთხე, ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე. ამ საფრთხეებიდან ერთ–ერთი მაინც უნდა არსებობდეს, რომ პატიმრობის გამოყენება მიზანშეწონილი იყოს“, – განაცხადა ხუციშვილმა.

„ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ მიზანშეწონილია მირზა სუბელიანის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით გამოყენებული იყოს პატიმრობა, რათა მართლმსაჯულების განხორციელებას ხელი არ შეეშალოს“, - აღნიშნა სუბელიანის საქმის პროკურორმა თორნიკე ნადირაძემ.

მისი განმარტებით, არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მირზა სუბელიანმა ჩაიდინა შეუტყობინებლობა და ინფორმაცია საგამოძიებო ორგანოს არ მიაწოდა.

„მირზა სუბელიანს ბრალად ედება, რომ მან ჩაიდინა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა. 2017 წლის 1–ელ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შემდეგ, კალანდიების ოჯახში ყოფნისას მისთვის ცნობილი გახდა, რომ მკვლელობაში მონაწილე ერთ-ერთი პირი იყო გ.ჯ. აღნიშნული ინფორმაციის მიღების მიუხედავად მის მიერ არ მოხდა საგამოძიებო ორგანოსთვის ამ ინფორმაციის მიწოდება“, – განაცხადა პროკურორმა. მისივე განმარტებით, არსებობს აღკვეთის ღონისძიების გამოყენების როგორც ფაქტობრივი, ასევე ფორმალური საფუძვლები.

ბრალდების მხარე ასევე მოითხოვს აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებას მერაბ მორჩაძის მიმართ, რადგან არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მორჩაძე მოახდენს მოწმეებზე ზემოქმედებას და მტკიცებულებების მოპოვებას ხელს შეუშლის.

საოლქო სასამართლოს განცხადების თანახმად, მოცემულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2018 წლის 30 ივლისს გაიმართება.

როგორც დროებითი საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელმა სერგი კაპანაძემ აღნიშნა:

„მირზა სუბელიანთან დაკავშირებით პასუხები ჯერ კიდევ არის საპოვნელი, მათ შორის იმ კუთხითაც, კიდევ ხომ არ იკვეთება სხვა დანაშაული, მაგალითად, გარკვეული სამხილების განადგურების ან რაღაცის შეცვლის ფაქტი. ეს არის სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი, თუმცა, ეს არ არის კვანძის ბოლომდე გახსნა და ეს არ არის ყველა კითხვაზე პასუხის მოძებნა. აქედან გამომდინარე, საგამოძიებო კომისია ყველა საკითხზე გააგრძელებს მუშაობას, მათ შორის შეეცდება კითხვებს პასუხი გასცეს, რომელზეც ჯერჯერობით, თითქოს, გასცა შს სამინისტრომ,“ - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

უმრავლესობის წევრის, ეკა ბესელიას განცხადებით, არ არსებობს არავინ, ვინც კანონზე მაღლა დადგება და ვის მიმართაც იქნება რაიმე ტიპის ინდულგენცია და ხელშეუხებლობა, თუკი კანონით ამის წინაპირობა არსებობს.

ბესელიას თქმით, სუბელიანის დაკავების სამართლებრივი წინაპირობა იყო კონკრეტული ახალი გარემოებები, რომელიც მას შემდეგ გამოიკვეთა, რაც ერთ-ერთმა პირმა დუმილი დაარღვია და სასამართლოს ჩვენება მისცა.

რაც შეეხება მუხლის კვალიფიკაციას, ბესელიას თქმით, გამოძიების მიერ მოპოვებული გარემოებების მიხედვით, საქმე კვალიფიცირებულია დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლით.

„ამ მხრივ გაგრძელდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. მომავალში არ გამოირიცხება სხვა პირები გამოიკვეთოს. ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე კანონით თუ რა მტკიცებულებები შეკრიბება და არა ვინმეს სურვილით თუ ვარაუდებით,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.

შსს-მ ხელახალი გამოძიების ფარგლებში რამდენიმე პირი გამოკითხა, ორი კი დააკავა, თუმცა, ვინ მოკლა სისხლიანი გარჩევისას დავით სარალიძე, ამ დრომდე უცნობია.

ნანახია - 1051

cugo

2018-06-11 09:38:43

სერგი კაპანაძეს
-------------
ოთარ კახიძე და დავით ბაქრაძე გააფრთხილე მოეშვან მოზარდების ტრაგედიით პოლიტიკური ქულების დაწერას.რომ გამოდიან და აცხადებენ ევროპული საქართველო ყველაფერს გააკეთებს სიმართლის დასადგენადო,ევროპული საქართველოს კომისია კი არა ეს არის საპარლამენტო კომისია.ამიტომ როცა ლაპარაკობენ უნდა ახსენონ კომისია და არა პარტია.როცა გამოკვეთილად ახსენებ ევროპულ საქართველოს ოცნების ხალხი რომ არის კომისიაში იმას იგნორირებას უკეთებ ეს არის პოლიტიკური სპეკულაცია.ნუ ყელყელაობთ კომისიაში ყოფნის გამო მაგი არ გიშველით.ხალხი თქვენს გასამართლებას ითხოვს.დავით ბაქრაძე არ იყო პარლამენტის თავმჯდომარე 26 მაისს სისხლის მდინარეები რომ დაყენეთ რუსთაველზე და დახოცილი ხალხი მაღაზიის სახურავზე რომ დააწყვეთ.მაშინ რატომ არ ითხოვდით პრემიერ მინისტრის გადაგომას.მაშინ რატომ არ ითხოვდით საგამოძიებო კომისიის შექმნას.ეს საქმე დღესაც არ არის გამოძიებული.სწორედ ასეთი საქმეების გამოძიებას და თქვენს გასამართლებას ითხოვს ხალხი.არ დაგავიწყდეს ეს მოზარდები ხელისუფლებას არ მოუკლავს.თქვენმა ხელისუფლებამ ასობით უდანაშაულო ადამიანი მოკლა.თქვენს მიერ მოკლულ ადამიანებზე არაფერს ამბობთ და ჩუმად რომ ხართ იმიტომ ხართ ნაძირლები და გარეწრები.ყველაზე დიდი ნაძირლობა და უტიფრობა თქვენი მხრიდან არის ის რომ მწამებელი გიგა ბოკერია შეიყვანეთ კომისიაში.ამაზე ცალკე მოგთხოვენ პასუხს.

კატრინა

2018-06-12 10:58:07

იმის გამო,რომ სარალიძის გვერდით მუდმივად ჩნდებიან პირსისხლიანი და გარეწარი ნაცები, ჩვეულებრივ ადამიანს უჩნდება პროტესტი ამ ადამიანის მიმართ და არა თანაგრძნობა! ეს არის საშინელება! უამრავ ადამიანს უნდოდა მისულიყო ზაზა სარალიძესთან და გამოეხატა პროტესტი პროკურატურისა და წულუკიანის მიმართ,მაგრამ ნაცების გამო ყველა თავს იკავებს! იქნებ მიხვდეს ან მიახვედრონ,რომ ასე ფონს ვერ გავა! არადა,როგორ ჭირდება საზოგადოების თანადგომა!

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80