მირზა სუბელიანი და მერაბ მორჩაძე დააკავეს, ვინ იქნება შემდეგი?

გაუფრთხილდი თავს

ნარკოტიკი კლავს!

გაუფრთხილდი სხვას

საზოგადოება

მირზა სუბელიანი და მერაბ მორჩაძე დააკავეს, ვინ იქნება შემდეგი?

მირზა სუბელიანი და მერაბ მორჩაძე დააკავეს, ვინ იქნება შემდეგი?
მარიამ თოდაძე

2018-06-09 17:47:57

შსს-ში მორიგი დაკითხვის შემდეგ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი, მირზა სუბელიანი დააკავეს. ის საგამოძიებო ორგანოში უკვე მესამედ მიიყვანეს. ბოლოს, ორი დღის წინ, 9-საათიანი დაკითხვის შემდეგ, სუბელიანმა განაცხადა, რომ ის არ გამორიცხავდა მის მიმართ ბრალის წაყენებას.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მირზა სუბელიანი მკვლელობის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს.

„რაც შეეხება მირზა სუბელიანს, გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ 2017 წლის 1 დეკემბერს, მირზა სუბელიანი იმყოფებოდა ნათესავების, მკვლელობის საქმეში მოწმის და ბრალდებულის სტატუსის მქონე კალანდიების ოჯახში, სადაც ასევე იმყოფებოდა მკვლელობაში ბრალდებული გ.ჯ. საუბრისას მირზა სუბელიანისთვის ცნობილი გახდა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის და მკვლელობაში გ.ჯ.-ს მონაწილეობის შესახებ, რაც მან არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს. აღნიშნული ფაქტის ირგვლივ გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები. შინაგან საქმეთა სამინისტრო ასევე ინტენსიურად მუშაობს პროცესის მონაწილეებზე ზემოქმედების და დანაშაულთან კავშირის მქონე სხვა პირების დასადგენად“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

გუშინ უკვე დააკავეს კონფლიქტში მონაწილე ერთ-ერთი მოზარდის ნათესავი, მერაბ მორჩაძე, რომელსაც ასევე, გამოძიებაზე ზემოქმედებას ედავებიან.

შს სამინისტროს ინფორმაციით, დაიკითხა 100-ზე მეტი მოწმე, რომელთაგან მხოლოდ რამდენიმემ მიაწოდა ინფორმაცია სამართალდამცავ ორგანოებს. სასამართლოში საქმის განხილვისას ერთ-ერთმა მთავარმა მოწმემ, რომელიც მანამდე თანამშრომლობდა გამოძიებსათან, შეცვალა ჩვენება. გარდა ამისა, ბრალდებულებმა, რომლებიც გამოძიების ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებდნენ, პირველად სასამართლოს ბოლო სხდომაზე მისცეს ჩვენება.

ყოველივე ზემოაღნიშნულმა, აგრეთვე მხარეთა მიერ სასამართლოში წარდგენილმა სხვა მტკიცებულებებმა, საქმეში გამოკვეთა ახალი გარემოებები, კერძოდ, პროცესის მონაწილეებზე შესაძლო ზეწოლის და სხვა პირთა მიერ დანაშაულის შესაძლო შეუტყობინებლობის ფაქტები.

„სასამართლოში გამოვლენილი ახალი გარემოებების დადგენის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო პერიოდში ჩაატარა არაერთი საგამოძიებო მოქმედება იმ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, რომელზეც გამოძიება მკვლელობის ძირითადი საქმისგან დამოუკიდებლად მიმდინარეობს.

შედეგად, დამატებით მოპოვებული მტკიცებულებებით, მოწმეზე ზემოქმედებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებულია ორი პირი. კერძოდ,

მოწმეზე ზემოქმედების ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლით დაკავებულია 1973 წელს დაბადებული მერაბ მორჩაძე, ხოლო ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შეუტყობინებლობისთვის სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით დაკავებულია 1979 წელს დაბადებული მირზა სუბელიანი.

გამოძიებით დადგინდა, რომ მერაბ მორჩაძემ, სასამართლოში ჩვენების შეცვლის მიზნით, გავლენა მოახდინა ბრალდებულ მ.კ.-ზე, რომელიც მკვლელობის ჩადენაში ამხელდა მერაბ მორჩაძის მეგობრის შვილს – ბრალდებულ გ.ჯ.-ს. მერაბ მორჩაძე არაერთხელ შეხვდა ძმებს – მ.კ.-ს და ლ.კ.-ს, ბრალდებულ გ. ჯ.-ს სასარგებლოდ ჩვენების შეცვლის მიზნით, გადასცა მათ გარკვეული თანხა და სანაცვლოდ მ.კ.-ს მოსთხოვა სასამართლოში ცრუ ჩვენების მიცემა, რომ თითქოს მ.კ.-ს დანაშაულის ჩადენის მომენტში გ.ჯ.-ს ხელში არ დაუნახავს მკვლელობის იარაღი. მერაბ მორჩაძე მ.კ.-ს ასევე დაპირდა სამართალდამცავ ორგანოებთან ჩვენების შეცვლით გამოწვეული შესაძლო პრობლემების მოგვარებას და საკუთარი კავშირების გამოყენებას საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედებისთვის.

შედეგად, 2018 წლის აპრილში სასამართლოში ჩვენების მიცემისას, გამოძიებაში მიცემული ჩვენებისგან განსხვავებით, მ.კ.-მ განაცხადა, რომ მკვლელობაში ბრალდებულ გ.ჯ.-ს ხელში დანა არ დაუნახავს“,- ნათქვამია განცხადებაში.

ხორავას ქუჩაზე გარდაცვლილი დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე ეჭვობს, რომ სწორედ მირზა სუბელიანია გამოძიების მასალების გაყალბების მთავარი ფიგურანტი და მისი მთავარი მოთხოვნა აქციების დროს, ხელისუფლების მიმართ, სწორედ სუბელიანის დაკავება გახლდათ.

იმ დროს, როდესაც ხორავას ქუჩაზე დანაშაული მოხდა, სუბელიანი მთავარ პროკურატურაში ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტში მუშაობდა. 2017 წლის 3 დეკემბერს სუბელიანმა პროკურატურაში თანამდებობა დატოვა და ვრცელი განცხადება გაავრცელა.

მას შემდეგ, რაც საქმე ხელახალი გამოძიებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვლადიმერ ბორცვაძემ განაცხადა, რომ მოზარდების მკვლელობის საქმეზე გარკვეული ახალი დეტალები გახდა ცნობილი.

შს სამინისტროში მესამედ გამოცხადებიდან რამდენიმე საათში მირზა სუბელიანმა შსს-ში ადვოკატი გამოიძახა.

მირზა სუბელიანის შვილი სწორედ, ის მოსწავლეა, რომელსაც გამოძიების ცნობთ, პნევმატური იარაღით უფროსკლასელები დაემუქრნენ.

ყოფილი პროკურორის, მირზა სუბელიანის შვილს, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი გარჩევის ერთ-ერთი ფიგურანტია, გამოძიების საქმის მასალებში მხოლოდ მოწმის სტატუსი აქვს და პროკურატურას მისთვის არანაირი ბრალდება არ წაუყენებია.

პროკურატურის ინფორმაციით და გამოძიებით დადგენილია, რომ 2017 წლის 1-ელ დეკემბერს, დილის საათებში, ქ.თბილისის 51-ე საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეებს დ.ნ-ს, დ.ღ-ს და ამავე სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებს ა.ს-ს და თ.ჩ-ს შორის, სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, რის გამოც მათ შორის ურთიერთობა დაიძაბა. ამასთან, ა.ს დახმარებისთვის ნათესავს მ.კ-ს დაუკავშირდა. მ.კ. მეგობრებთან ერთად 51-ე საჯარო სკოლასთან მივიდა.

სკოლასთან ასევე შეიკრიბნენ ა.ს-სთან და თ.ჩ-სთან დაპირისპირებული არასრულწლოვნები. დაპირისპირებულმა მხარეებმა ა.ხორავას ქუჩა №4-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ეზოში გადაინაცვლეს, სადაც მოზარდებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა.

ჩხუბის დროს გ.ბ-მ და გ.ჯ-მ ჯგუფურად, განზრახ მოკვლის მიზნით, არასრულწლოვან დ.ს-ს სხეულის სხვადასხვა მიდამოში დანების გამოყენებით მრავლობითი ჭრილობები მიაყენეს, რის შემდეგაც გ.ბ-მ განზრახ მოკვლის მიზნით, არასრულწლოვან ლ.დ-ს დანით ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად ლ.დ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო დ.ს. საავადმყოფოში გარდაიცვალა, მეორე დღეს.

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე მოსამართლის განაჩენის გამოცხადებას ზაზა სარალიძის მხარდამჭერი მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა. აქციების პირველივე დღეს გადადგა მთავარი პროკურორი, ირაკლი შოთაძე. საქმის გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა, პარლამენტში კი საგამოძიებო კომისია შეიქმნა, რომლის უმრავლესობა უმცირესობის წარმომადგენლებით დაკომპლექტდა.

 

ნანახია - 1994

020759

2018-06-09 18:25:22

batono mirza
პირველ რიგში სულითა და გულით ,ყოველგვარი ცინიზმის გამორიცხვით ,გისამძიმრებთ რომ ასეთ დღეში აღმოჩნდით.
მაგრამ თუ უფლის გწამთ ,ალბათ უნდა გააანალიზოთ, რატო დაგსაჯათ ასე მწარედ ღმერთმა ?.პირადად თქვენ რატო დაგსაჯათ?
იქნებ იმიტომ ,რომ პირადად
თქვენ მიგიძღვით ცოდვები მის მიმართ და მონანიების დრო ხომ არ დადგა?
მეორეც ,თქვენი შვილი რომ მოეკლათ ამ არეულობაში პირადად თქვენ რას იზამდით?
ენდობოდით დღევანდელ პროკურატურას თუ მისი შემადგენელი ნაწილი არ იქნებოდით?
ანუ საკუთარ თავს ენდობით სამართლიანობაში?
ან ახლა, ენდობით მშობლიურ პროკურატურას?

020759

2018-06-09 18:31:47

მე მჯერა თქვენი სიტყვების, სადაც ამბობთ რომ მერჩივნა მე მომკვდარიყავიო,მაგრამ რეალობა ასეთია,რომ თქვენ და თქვენი შვილი ცოცხალი ხართ და სარალიძე "დაზარალებული კი არა მკვდარია.
ჰოდა თუ გერჩივნა, რომ მკვდარი ყოფილიყავი,იქნებ უფალი საშუალებას გაძლევთ ,თქვენი თუ არა თქვენი შვილის ცოდვა მაინც რო მოინანიოთ. ჯერ ირიბად(ციხეში) და მერე როგორც ვარიანტი, ბერად შედგეთ იქნებ,
არადა ,რამხელა საჩუქარია, რომ სიცოცხლეში გექმნებათ მონანიეწბის საშუალება.
ჩვენ ყველა შეიძლება აღმოვჩნდეთ თქვენს დღეში,უფალმა დაგვიფაროს.
ალბათ თავდაპირველად ყველა ისე მოვიქცეოდით,როგორც თქვენ,მაგრამ მგონი მოგვიანებით მაინც უნდა გამოფხიზლდეს ადამიანი.
მე მაინც კარგი ადამიანი მგონიხართ და ,როგორც მარკესი ამბობდა ალბათ რაც არ გვკლავს.ის გვაძლიერებსო.
გაძლება მოგცეთ უფალმა.

020759

2018-06-09 18:32:27


და კიევ ...როცა ეშმაკის მსახური ხარ გზა მხოლოდ ჯოჯოხეთისკენ მიდის.

papa

2018-06-09 19:39:14

აუუუუუჰ


ცოდვა მაინც რო მოინანიოთ. ჯერ ირიბად(ციხეში) და მერე როგორც ვარიანტი, ბერად შედგეთ იქნებ



მთელი საპატრიარქო ყოფილი ნაცებით გაივსება მაშინ.....მოსანანიებელი მაგათ აააქვთ აბა თუ აქვთ...
ეგენი რად გავიწყდება(ივიწყებ)??

papa

2018-06-09 19:49:29

ნახევარი თბილისიც რომ დაააკავონ, ნაცები ხვალე მაინც ახლების(სხვების) დაკავებას მოითხოვენ.... თუ არადა გადადექითო იტყვიან...
გეუბნებით.....ხვალე მაგათ ახალი არჩევნები რომ შესთავაზონ უარს იტყვიან, იმიტომ რომ არჩევნებში რა ჩიტსაც დაიჭერენ კარგად იციან...
მაგათ არჩევნები კი არა .... პირდაპირ ხელისუფლებაში უნდათ მობრუნება, ხელისუფლებაში. რად უნდათ არჩევნები.?.....რა ატამი, რი ატამი.... რა არჩევნები, რის არჩევნები....
არადა ამხელისუფლებას ტვინი რომ ჰქონდეს, ახალ არჩევნებს მართლა ჩაატარებდა.....

serapina

2018-06-09 21:01:12

"მირზა სუბელიანის დაკავება ჩემთვის იყო გადმოგდებული საკენკი და ეს იყო ძალიან უმეცარი ნაბიჯი ხელისუფლებისგან თუ ძალოვანი უწყებისგან, რომ თითქოს ამით მე გავჩერდები," –ეს,ზაზა სარალიძის კომენტარია.

გაგახსენდებათ ვინმეს... წლების წინ იყო,მიშას დროს... ვაზაგაშვილის მამის პოზიციაზე დავწერე... უნდა გამოიძიონთქო...
ერთი, პირაქაფებული ნაციონალი წერდა, ეს რა მგლოვიარე მამის საუბარიაო?! კაცი მარტო სიმარლის დადგენას ითხოვდა.(მერე,იმ გაუბედურებული მამის,ჩაცმულობასაც მიადგა...)

ბოდიშით მაგრამ,რასაც ახლა სარალიძე ამბობს, მარყლა არ არის მგლოვიარე მამის პოზიცია!
ასეთი,არ უკადრებია იური ვაზაგაშვილს...
ასეთს, ირინა ენუქიძე არ იკადრებდა!

მე,პირადად ვიცნობ ქართველ კაცს და მის ოჯახს,რომელსაც სააკაშვილის რეჟიმმა 17 წლის შვილი მოუკლა(2 თვის მერე იპოვეს გარდაცვლილი,ისე რომ ვერც ვერაფერი გაირკვეოდა). ბევრი იწვალა ევროპიდან და ვერც სააკაშვილის,ვერც ამ უსუსური ხელისუფლების პირობებში,სამართალი ვერ იპოვა, მაგრამ არასოდეს ამ ადამიანისაგან,პოლიტიკური განცხადება არ მსმენია. ზუსტად იცის,რომელმა მაღალჩინოსანმაც შეუკვეთა თავისი შვილის მკვლელობა.შემსრულებელი,არც აინტერესებს...

..და ეს სარალიძე,რატომ პოლიტიკოსობს?!
ამ ხელისუფლებას,ჩემზე მეტი არ მგონია ვინმე აკრიტიკებდეს,მაგრამ ეს კაცი პოლიტიკოსია?

გახსოვთ ალბათ,ერთ-ერთი პარლამენტარის შვილი ნასვამი იყო მანქანით(არ არის დიდი ხნის ამბავი) და სადღაც რიკოთის ტერიტორიაზე, პოლიციის უგნურებას ემსხვერპლა... თანაც, თავად ოჯახმა აცნობა პოლიციას, რომ მათი შვილი დასავლეთისაკენ მოძრაობდა.
იმის მამას არ გაუკეთებია პოლიტიკური განცხადებები.

სამწუხაროა,რომ ეს კაცი,ისე ღრმა ჭაობში ჩასვეს ნაციონალებმა,ვეღარც ამოვა.

serapina

2018-06-09 21:09:48

რაც შეეხება სუბელიანის დაკავებას...
რატომ თავიდანვე არ მოიქცნენ ასე?
რა პ/რობლემა იყო, გამოძიების შედეგებს დალოდებოდნენ?!
რაც უფრო მაღალი თანამდებობის პირია, პ/რობლემაში გახვეული,მითუფრო უნდა ცდილობდეს თავად,რომ თავის სამსახურს და ხელისუფლებასაც, სირთულეები ააცილოს...
მითუფრო, რომ ამის გამოცდილება სახეზე გვაქვს.
ჰო, მარტო ქართველებს არ გვახასიათებს, საპასუხისმგებლო თანამდებობის პირების მიმართ,მეტი პასუხისმგებლობა მოვთხოვნა!
ეს,ყველგან ასეა მსოფლიოში!

Maverick

2018-06-09 22:40:35

serapina,

დაიკო, "ოცნებამ" კოჰაბიტაციით, ნაცარაკაცების აგულავებით, ასოების ჭკუაზე ბოდიალით, დამრიგებლებისადმი კუდის ქიცინით დამსახურებულად მიიღო ის, რა დღეშიც ამჟამად არის!...

ერთადერთ გამოსავალი, თუ საღად აზროვნების ნატამალი კიდავ აქვს შერჩენილი, მთავრობის გადადგომა, ახალი საპარლამენტო არჩევნებია, რაც ამ ნაცბოზურ ვაკხალანიას საბოლოოდ დაასამარებს და ამ ბავშვებს ჩააყოლებს საფლავში, ამ საწყალების სისხლით ვაჭრობის გამო!

serapina

2018-06-09 23:12:02

Maverik,
არა მგონია,ეს გამოსავალი იყოს,თორემ ამათ უნიათობას, საზღვარი რომ არ ააქვს,მეც ვხედავ.

რომ გვყავდეს,ეროვნული, ჩამოყალიბებული პარტია, კი ბატონო.

ახლანდელი მონაცემებით, ისევ სხვა სცენარია,რომლის დასარულიც, მხოლოდ დამწერმა იცის და არა მონაწილეებმა.

კი მაგრამ, ყველგან ამ ორი პარტიის უპრინციპო,არაპ/როფესიონალები გვყავს და ვინ უნდა აირჩიოს ხალხმა. რა აქვთ ასარჩევი?
ამათ მეტს,არც უცხოეთის კვალიფუკაციაა აქვს სახელმწიფოში და არც პოლიტიკური კარიერა... დანარჩენს რომ არაფრად თვლიან,მოგეხსენება და...

ვისი იმედი გაქვს? ღმერთმა არ მოგიშალოს! მე, არავის იმედი.აღარ მაქვს,ამათ შემყურეს!

macro

2018-06-09 23:28:31

020759-ს
ზუსტად შემიძლია ვთქვა, რომ როცა კაცი გადამეტებულად აპელირებს რელიგიური თემებით, საქმე გვაქვს ფარისეველთან. შეიძლება ვიღაც გულუბრყვილო ხალხი მოატყუო შენი ვითომ რელიგიურობით და პატრიოტობით. მე კი ვიცი ვინც არის შენი ნამდვილი პატრონი. ნაცების პროპაგანდისტი ხარ.
თავიანთი მოკლე ტვინით თვლიან, რომ ასეთი იაფასიანი სენტენციებით აქ რაღაც პოზიციას მოიპოვებენ.

macro

2018-06-09 23:33:25

ჩემთვის პრინციპში სულერთია. არც ქოცები მენაღვლება, შეიძლება უკვე აღარც ეს ქვეყანა. უბრალოდ არ მიყვარს ვიღაც ერთუჯრედიანი ნაციონალები, რომ თვლიან თავს ჩემზე ჭკვიანად.

papa

2018-06-09 23:56:18

მაკრო

იპროპაგანდისტოს..... შენი რა მიდის?/
პირიქით რაც უფრო მეტს იფხაკუნებენ, მით უარესი მათთვის ....

მე უკვე ნაცების მხარეს ვიყავი....მაგრამ ესეთი იაფასიანი ტრიუკების გამო, მივატოვე ეგენი და ეხლა ახალ პატრონს ვეძებ..ასე ვთქვათ გამოვფხიზლდი
ასე მიატოვებენ სხვებიც.... ეგენი ასეთ სიაფანდი დემაგოგიას მაინც არ მოეშვებიან და დარჩებიან სულ ორი სამი კაცი..... ეგ იქნება ნაცების პარტია....
არადა თითქმის უკვე ,,ბეზ პიტი მინუტნი ნაცი,, ვიყავი, მაგრამ ამ მიტინგებმა ბეწვზე მომისწრეს და .... გადავრჩი
დავრჩი ასე უპატრონოდ
აღარც ქოცი.... აღარც ნაცი
... რა ვქნა ეხლა მე??

macro

2018-06-10 00:13:03

პაპას.
კიდევ რაც ძალიან არ მიყვარს, კაცი რომ თავისი მიზნებისთვის ქრისტეს სახელს იყენებს.
ქრისტე კი ძალიან მიყვარს, თუმცა ამაზე არასოდეს არ ვლაპარაკობ.

papa

2018-06-10 00:20:05

macro2018-06-09 23:33:25
ჩემთვის პრინციპში სულერთია. არც ქოცები მენაღვლება, შეიძლება უკვე აღარც ეს ქვეყანა.


ჰა ჰააა ეგეთები არ შეიძლება........მუხრანის ლექსს გეტყვი


საშველს რომ აღარ მაძლევს ხოლმე, მამულზე ფიქრი
ხანდახან გულში ღიმილით ვიტყვი:---
რა ჩემი ჭკუის საქმეა ნეტა,
მამულო ჩემო, გილხინს თუ გიჭირს!
რომელი მეფე ერეკლე მე ვარ,
ანდა რომელი მსაჯული მისი!

პასუხად მყისვე, ვითარცა სეტყვა,
ვინც კი და რაც კი არსებობს ირგვლივ,
იხუვლებს ხოლმე, იხუვლებს ერთხმად---
ღალატიაო მაგგვარი ფიქრი....



ისე გალაკტიონსაც ააქვს ამდაგვარი ლექსი. ადრე ორ--სამჯერ ისიც მაქვს აქ დადებული

ეხლა, ბიოტიკის კონკურენტად რომ არ ჩამთვალო, პასუხად ესეც საკმარისია

asdf961

2018-06-10 00:49:38


ბევრჯერ ვიკითხე და პასუხი ვერასდროს ვერ მივიღე. რა იქნება, თუ საარჩევნო კანონს შევცვლით და გვექნება მხოლოდ მაჟორიტარული არჩევნები? მაშინ ხომ ვერც ერთი წარუმატებელი პოლიტიკოსი ვეღარ მოხვდება პარლამენტში! ნუთუ ისეთი პარლამენტი უუნარო იქნება?


natali

2018-06-10 00:51:06

საქართველოში ახალი, ჯანსაღი პოლიტიკური ძალის ვაკანსიაა. დანარჩენი ნაგვისგან ალბათ მალე გაიწმინდება ქვეყანა.

papa

2018-06-10 01:19:03

asdf961

შენ კითხვაზე ჩემეული პასუხი ასეთია---მაჟორიტარებს სპეციალურად აუქმებენ,სპეციალურად!!
მეგობრებმა ორპარტიული პარლამენტი ხომ დაგვინიშნეს?/
მასე გვიწესებ--გვიუქმებენ მაჟორიტარულსაც .....ჩვენ არავინ არაფერს არ შეგვეკითხება
არადა, არ შეიძლება მაჟორიტარების გაუქმება!!
ეხლა, ასეა თუ ისე, როგორღაც, ჩერეზ ვიღაცა, რაღაცას მაინც აგებინებ ,,იქ ზემოთ,, და მერე, მარტო პარტიები რომ იქნებიან, ვის სად გაეკიდები?, ვის რას ეტყვი?
უტრირებით რომ ვთქვა---ეხლა იმ მაჟორიტარებს, ბოლო ბოლო აგინებ მაინც და მერე?? ვაააფშე საგინებლადაც ვერავის ვეღარ ნახავ!. ვიღაცა, რომელიღაცა პარტიას, სუ ქინძზე არ ჰკიდია შენ რა გტკივა და რა არააა?? თეორიულადაც აღარ გვეყოლება პატრონი.
ეხლა ავად თუ კარგად, საჭიროების შემთხვევაში იმ მაჟორიტარს ნახავ მაინც, გააგებინებ რაღაცას და მერე? ნებისმიერი პარტიის წევრისთვის ჩვენ მხოლოდ საარჩევნო ბიულეტინი ვიქნებით...დღევანდელზე ასჯერ უარესად .
იტყვიან------ არაფერს არ აკეთებენ და იმიტომო...
,,ზემდგომებს,, უნდათ რომ მათ არაფერი გააკეთონ(უსაქმური ადვილად სამართავია) და იმიტომაც არ აკეთებენ ეხლანდელები არაფერს, თორემ აბა გამოწვევის კანონი ააამოქმედე??..ნახე თუ არ გააკეთებენ...

asdf961

2018-06-10 01:45:04


papa - აგაშენა ღმერთმა! ხოდა მაგოტომაც მგონია ეგ თემა ერთ-ერთი მთავარი და უპირველესი, მაგრამ არავისგან არ მსმენია, რომ მაჟორიტარული არჩევნები მოეთხოვოს. ნუთუ ეს ეროვნული თემა არავის არ აწუხებს!?


papa

2018-06-10 08:37:44

მოითხოვე რააა..... ხეირი???????? ვინმე რამეს გეკითხებაააა???
მერე ვააააფშემც....პოლიხრონიონს გვამღერებენ კოლექტიურად .
ადამიანი ,,მაგათ საქმეში,, მერე ბოლომდე ჭანჭიკად და არარაობად იქცევა

სთხოვენ,სთხოვენ,,ზემდგომები,,(დაჟე ლამის აძალებენ)გინდათ თუ არა ეს სისიტემა მიიღეთოო...ეს უფრო პროგრესულიაო(არადა, სუ ქინძზე არა ჰკიდიაათ, ჩვენი პროგრესიიი??) პროგრესული კი არა .... მათთვის ეგრე უფრო ადვილი სამართავები, ადვილად სამართავები ვიქნებით--ორი პარტიის ლიდერის დაკერვას რა უნდა?? ...და წავიდააააა...
,,ყველა,, უნდა გახდეს ,,ერთი,,!!!!!--- აი ესააა ამათი მთავარი გეგმა...და არა მარტო ჩვენს მიმართ....

arichopra 2

2018-06-10 09:19:22

სერაფინა, მაინტერესებს თქვენი გამჭრიახი აზრი პარტია " პატრიოტთა ალიანსი"-ს შესახებ, არ არის ეს პარტია ეროვნული?
აქვე ერთ ბოლო ციტატას მოვიყვან -„საბჭოთა ეპოქაში გავიზარდეთ, მაგრამ იმ წითელ გარემოშიც კი სკოლა, ოჯახი, ერთადერთი ტელევიზია, საზოგადოება ჩვენში ეროვნულ სულისკვეთებას არ კლავდა. პირიქით, ჩვენ ვიცოდით, რომ ჩვენი სამშობლო საქართველოა და მისთვის თავი უნდა გაგვეწირა“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ცოტნე დადიანი გამოგონილი პერსონაჟი არ გვეგონა. როცა დადიანის გმირობის ამბავს გვიკითხავდნენ, ისე განვიცდიდით, თითქოს მზეზე გახურებული თაფლი გვწვავდა.
ტყუილზე ვწითლდებოდით! ცუდ საქციელზე თუ გვსჯიდნენ, ვხვდებოდით, რატომ გვსჯიან და მშობლებსა და მასწავლებლებს სასამართლოში არ ვუჩიოდით. ჩემს კლასში თითქმის ყველა ბავშვს სამასი არაგველობა უნდოდა.
გასაგებია, რომ შეიცვალა ეპოქა, გლობალიზაციამ, სამეცნიერო ტექნოლოგიების აფეთქებამ „რევოლუციამდელი ბავშვების“ საუკუნეც დაასრულა. ახლა იბადებიან და მეორე დღეს კომპიუტერის კლავიატურას ისე ხმარობენ, თითქოს მუცელში შეითვისეს ინტერნეტტექნოლოგიები... ამ ეპოქაში „შვლის ნუკრის ნაამბობზე“ მასობრივად აღარ ტირიან. ცოცხალი ურთიერთობები და ემოცია სოციალურმა სივრცემ და ვირტუალურმა მეგობრობამ ჩაანაცვლა, მაგრამ სახელმწიფო იმიტომაა სახელმწიფო, რომ მარტო ოთო კახიძის ხუშტურებზე კი არ დახტოდეს, არამედ ფუნდამენტურ საკითხებზე ზრუნავდეს.
მაგალითად, ზრუნავდეს განათლების თანამედროვე, ხაზგასმით ვამბობ - ეროვნული კონცეფციის შემუშავებაზე. ტყუილად არ ვითხოვდით, რომ კონსტიტუციაში მკაფიოდ ჩაეწერათ: სახელმწიფოს უპირველესი ამოცანაა მომავალ თაობაში ეროვნული ცნობიერების აღზრდა, რაც სულაც არ ეწინააღმდეგება პოზიციას - ვიყოთ პროგრესულები. ვფიქრობ, საფრანგეთშიც სამარცხვინოა - იყო ფრანგი და არ იცოდე,- ვინაა ჟანა დარკი. ჩვენ ჩვენი თამარ ვაშლოვანელების გაპიარებაზე უნდა ვიზრუნოთ და ეს უნდა გავაკეთოთ თანამედროვედ, შემოქმედებითად, სწორად. ყოველგვარი იდეოლოგიური ტერორის გარეშე! თორემ... თვითონ იცით, საითაც მივდივართ“, - წერს ირმა ინაშვილი.


serapina

2018-06-10 11:34:53

ვიცნობ მეტ-ნაკლებად ირმას...
მისი მიზნების,ან კომენტარების გულწრფელობაში,ეჭვი არასოდეს შემიტანია.
უბრალოდ, საერთო ფონზე,ყველა მეტ-ნაკლებად ეროვნული პარტიის წაგება გარდაუალია,იმ სტ/რატეგიით,რითაც დღემდე მოქმედებენ.

ორივე დიდი/ძლიერი პარტია რაც შემოგვაჩეჩეს,დაკომპლექტებულია ვირეშმაკოლოგების გამოზრდილი პოლიტიკოსებით.
ამათ რომ მოუგო,სამშობლოს სიყვარული და გულზე მჯიღის ცემა არ კმარა! ამათი დამარცხება, თვითონ რომ იყენებენ,მარტო იმ იარაღით შეიძლება.
(მაგალითისათვის,რესპებს ეროვნული არაფერი აქვთ,მაგრამ აბა ხიდაშელის და უსუფაშვილის არგუმენაციას მოუსმინეთ!)

ეს ხალხი(მთელი ჩვენი მოქმედი პლიტიკოსები) წლობით აცხოვრეს და არჩინეს უცხოეთში. ასწავლეს ვირეშმაკოლოგიის საფუძვლები და...
რისი თქმა გვინდა,ფუჭი "ინვესტიცია" იყო? კაპიტალისტებს ასეთები არ ჩვევიათ.ესენი,ხუთმაგს რომ არ ელოდნენ, რამეს ხელს არ მოკიდებენ.

ამათ საპირწონედ შექმნილ ეროვნულ პარტიაში, ვირეშმაკოლოგიის მცოდნე(მაგრამ მათი იდეების არგამზიარებელი) სერიოზული ხალხია საჭირო... ვიღაცამ ტელე-ეთერში არგუმენტირებულად(ემოციების გარეშე) ხომ უნდა ისაუბროს?!
ლაივში ოპონეტის დამარცხება და თავისი უპირატესობის წარმოჩენა, ხომ უნდა შეძლოს?!
ხალხის გულია მოსაგები.მასები უნდა აიყოლიო და დაარწმუნო,რატომ ჯობიხარ შენ სხვას. ასეთია,ეს ბინძური პოლიტიკა!

ასევე,პარტიას უნდა გონივრული პ/როგრამა. ზუსტად გაწერილი მიზნები და ა.შ.
ეს,წლების სამუშაოა.

ამიტომ აიგდეს მასხრად ადგილობრივი უმაღ/ლესი სკოლა და მაქაურო დიპლომი, რომ ადგილობრივი/ეროვნული აზრი,ხმა და ა.შ. უმცირესობაში ყოფილიყო. ასე რომ. ...

მოკლედ,მიამიტური შეხედულება ნუ გვექნება, რომ პატ/რიოტულო სახელით ან ლოზუნგებით,რომელიმე ეროვნული ინტერესების მქონე პარტია გაიმარჯვებს და მიხედავს: ეროვნულ სკოლას, ადგილობრივ მრეწველობას და ყველაფერ იმას,რაც ფუნქციონირებად სახელმწიფოს ჭირდება.

(ზოგადად,ვირეშმაკოლოგებმა ნახევარი სიმათლე უთხრეს/ასწავლეს,ამ ჩვენს დღევანდელ პოლიტიკოსებს... სრული სიმართლით რომ საპირისპირო შედეგი არ მიეღოთ... თორემ ამათ შეეძლოთ,სხვის სამსახურში,ყველაფერი თავისი არ გაეჩანაგებიათ).

არ გვესმის ჯერ კაპიტალიზმი და მერე ის, რომ პოლიტიკა ეკონომიკის დირიჟორია მხოლოდ!

serapina

2018-06-10 11:56:19

ტომებია დაწერილი,თავად ამერიკელების მიერ, იმის შესახებ თუ როგორ ოპერირებს ამერიკა, დემოკრატიის სახელით,სხვა ქვეყნებში.
ჩვენ არ ვართ სასწაული!
სასწაული ისაა,საბჭოთა ნანგრევებზე რომ აშენებული ეროვნული სახელმწიფო გვინდა და ვიღაც,გონებადაკარგულებს ჰგონიათ რომ პარ/ტნიორი ქვეყნები ამაში დაგვეხმარება.
ერთი, მოაზროვნე გერმანელებს ჰკითხეთ, როგორ დაეხმარნენ!

ან ეს ნატო,ნატოო რომ გავიძახით.ნატოს იდეა,არსი,მიზნები გვესმის საერთოდ???

თუ წაიკითხავთ რა უქნეს სამხრეთ ამერიკას, აზიის რამდენიმე სახელმწიფოს... ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს, მიხვდებით...
ქვეყანას აქვს პირადი ინტერესები, გყიდულობს(ფულს მმართველ კლასს უხდის) და გიყენებს...
ძალიან მარტივია.
რთული ისაა, რომ ამ იძულებითი მდგომარეობიდან(სულ ასე ვიყავი, ზოგადად),გაყიდო მხოლოდ ის, რაც აუცილებელია: გადასარჩენის გადასარჩენად!

arichopra 2

2018-06-10 12:09:07

სერაფინა, რა ინტელექტის და ორატორობის ფესვი იპოვე ცოლქმარ ხიდაშელ-უსუფაშვილში?! სამარცხვინოა ბუტაფორიული დავით უსუფაშვილი, რომელიც ერთი მარტივი აზრის გასაგებად გამოთქმას ვერ ახერხებს და მერე, როცა უკვე ნათქვამის განმარტება-დასაბუთებითაა დაკავებული, მისი სიტყვების ნიაღ/ვ/არში იკარგება ის პაწაწკინტელა აზრიც კი! რაც შეეხება თინას, თინა ჩემთვის დღესაც თავდაცვის მინისტრია, მაკნამარას და მოშე დაიანის ტოლფასი! )))რა თქვეს ამათ, რა ქნეს ამათ, თავიანთი განსწავლულობით, პიროვნული თვისებებით რას მიაღწიეს საქართველოსათვის, როცა ქართველი ერისათვის ღ/ვთითბოძებული სამშობლოს უმაღ//ლეს თანამდებობებზე მოღვაწეობის ნება მიეცათ (მოიპოვეს, აღმზრდელებმა მიუბოძეს?!)))

serapina

2018-06-10 12:22:58

საქართველოსთვის რას მიაღწიეს და არაფერს!
არც უცდიათ!
ისე როგორც,ყველა სხვა,სოროსის ბუდეში გამოჩეკილ-გაზრდილმა.
მაგრამ ფაქტია,ქვეყანა ამათ ჩააბარეს.
ვინ მისცა მათ, მანდ მოღვაწეობის ლოცვა-კურთხევა???
იმან ხომ არა,ჩემი სახსენებელი რომ არ არის?!

ჩვენამდე რომ გადაუარ-გადმოუარეს, იმ ქვეყნების ისტორიები წაიკითხეთ და ლიტერატურა კიდევ.

arichopra 2

2018-06-10 12:42:28

არა, იმას არ მიუცია, არც მისცემდა! ის საქართველოს ერთგული მამულიშვილია, რასაც მატერიალიზებული საქმით აკეთებს. იმაზე ასჯერ, ათასჯერ აღმატებულმა ქვეყანაყლაპია მოვარსკვლავებული დევის დესპანმა "ურჩია" იმას. იმანაც ბრძნულად აწონ დაწონა და ისე მოიქცა მამულს ნაკლები ზიანი რომ მისდგომოდა! მეც ვიზიზრებ კოჰაბიტაციის აუცილობლობას (ამიტომ გამუდმებით ვითხოვ პოლიტიკური პარტიების საქმიანობის აკრძალვას), მაგრამ რა ვქნა თუ ნაცები (ყველა ფორმაციის) თითონ არ იზიარებენ?! ჩასდგომიან კრიჭაში სამშობლოს და აი დღესაც მის იავარსაქმნელად არაფერს იშურებენ, დევიზით - თუ ჩვენ არ ვიქნებით წყალსაც წაუღია მთელი ქვეყანაო! აი ეს არის ყველა პოლიტიკური პარტიის არსებობის შეფარული შინაარსი. სიმართლეს გავუსწოროთ თვალი!

serapina

2018-06-10 13:01:21

კარგი,დავუშვათ ზედა თანამდებებზე ასე იყო...
ამდენი უვიცი რომ სახელმწიფო სამსახურში შეყარეს,თან ნაცნობ-ნათესაობით.... ძაან მამულიშვილურია,ამათი ასე თავის ნებაზე მიშვება!

მოიცა,დევის მძევალია? მაინც უნდა აკეთოს? იქნება მაშინ,არც ნებაყოფილობით უშენებია და უკეთებია. იქნებ,რაღაცის.სანაცვლოდ დაავალეს? არა?
მამულიშვილი,ერთი არ გვეტ/ყობა გვყავდეს და შენ, ყველა ფულიანი ქართველი,მამულიშვილი გგონია?!


კარგი რა, სააკაშვილი ნიჭიერად იტ/ყუებოდა,ეს უნიჭოდ.

პირდაპირ მიპასუხე მაშინ, მსოფლიოს გასაკვირ სასწავლებელს რომ გვიშენებდა ქუთაისში,რა იქნა ის?
გია დვალის გეგმა,სად წავიდა?

arichopra 2

2018-06-10 13:38:06

გიპასუხე, კარგი, შინაარსიანი, ზრდილობიანი პასუხი იყო. მაგრამ დაიკარგა. თავიდან ვეღარ დავწერ, არ გეწყინოს! იმ ზაზასთან პოლემიკას მორჩი. შენ არ გშვენის ეს ამბავი. ბიძინას უსაფუძვლო ლანძღვასაც ვერ მოგიწონებ.

serapina

2018-06-10 14:03:36

მეც არ მომწონს,რომ სალანძ/ღავად გაიხადა საქმე. ძალიან არ მომწონს!
მოდით,ერთად შევქმნათ,ვიშრომოთ,გავიჭივროთო,რომ ეთქვა თავიდანვე....
2-3 გონივრული გაეკეთებია...
გავიგებდი,პატივს ვცემდი.
რაც გააკეთა,არის ჯიპოსნების ხელისუფლება და მშიერი ხალხი.
ჩემი ოჯახის წევრიც რომ იყოს,გასალაძ/ღია და მაინც ასე მოვიქცროდი.
თუ,არ შეუძლია,სავალდებულო არცაა...
...და თუ შეუძლია და ამ ხალხის დაჩაჩანაკებას,შორიდან უყურებს,მაშინ მამულიშვილის განმარტება უნდა გადაამოწმო!

(ის,საპოლემიკოც აღარაა, ლეღვის ფოთლებზეა წასული).

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80