მესამე სექტორი კვლავ პოლიტიკური მოთხოვნით გამოდის

გაუფრთხილდი თავს

ნარკოტიკი კლავს!

გაუფრთხილდი სხვას

პოლიტიკა

მესამე სექტორი კვლავ პოლიტიკური მოთხოვნით გამოდის

მესამე სექტორი კვლავ პოლიტიკური მოთხოვნით გამოდის
მარიამ თოდაძე

2018-06-09 14:00:06

იუსტიციის სახლთან რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ინიციატივით, იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის გადადგომის მოთხოვნით აქცია გაიმართა.

მესამე სექტორის მოთხოვნაა, ახალი, საზოგადოების ნდობით აღჭურვილი პროკურორობის კანდიდატები წარადგინოს ახალმა იუსტიციის მინისტრმა, ფართო საზოგადოებრივი ჩართულობისა და კონსესუსის შედეგად.

აქციის მონაწილეების თქმით, შეუძლებელია მინისტრმა აირჩიოს დამოუკიდებელი პროკურორი, რადგან ის აუცილებლად იქნება მმართველი გუნდის გავლენების ქვეშ.

როგორც აქციაზე აცხადებენ, თეა წულუკიანი პასუხისმგებელია სასამართლო სისტემის რეფორმაზე, რომელიც მათივე შეფასებით, არ განახორციელა.

აქციის მონაწილეების განცხადებით, იუსტიციის მინისტრმა არ იზრუნა დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს ჩამოყალიბებაზე, რომელიც გამოიძიებდა სამართალდამცველთა მიერ ჩადენილ დანაშაულებს.

არასამთავრობოები არ აპირებენ, დაასახელონ მთავარი პროკურორობის კანდიდატი და ამასთან დაკავშირებით კონსულტაციებს მხოლოდ ახალი იუსტიციის მინისტრის პირობებში გამართავენ.

არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნას თეა წულუკიანის გადადგომასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ორგანოში ეხმაურებიან. „ევროპული საქართველო“ არამარტო იუსტიციის მინისტრის გადადგომას მიესალმება, არამედ მთავრობის შეცვლის მომხრეა.

საპარლამენტო უმრავლესობაში კი თეა წულუკიანს საქმიანობას უწონებენ და ამბობენ, რომ მესამე სექტორის მოთხოვნა უსაფუძვლოა.

როგორც უმრავლესობის ლიდერი, გია ვოლსკი აცხადებს, წულუკიანი ერთ-ერთი კომპეტენტური მინისტრია და პროკურატურის ირგვლივ შექმნილი მდგომარეობა არ უნდა განაპირობებდეს იმას, რომ მესამე სექტორი პოლიტიკური მოთხოვნებით გამოვიდეს, რაც, სხვა დროსაც, არაერთხელ დაფიქსირებულა.

საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი იუსტიციის მინისტრის გადადგომის მოთხოვნას ლოგიკურად მიიჩნევს.

„ჩემი პასუხი არის თანხმობა იმ საზოგადოებაში არსებულ პათოსთან, რომელსაც გააჩნია თავისი, აბსოლუტურად ლოგიკური არგუმენტაცია“,- განაცხადა მარგველაშვილმა მედიასთან საუბრისას.

პრეზიდენტის თქმით, არასამთავრობო სექტორის პრეტენზია, რომელიც მათ თეა წულუკიანთან მიმართებაში გააჩნიათ, არის მათი მხრიდან აწეული „ძალიან კარგი მორალური თამასა“.

„იუსტიციის მინისტრთან დაკავშირებით ძალიან ნათლად დააფიქსირეს პოზიცია არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომ თუ ახალი პროკურორის შერჩევას სჭირდება საზოგადოების ლეგიტიმაცია, ისინი წარმოადგენენ ამ მიმართულებით კომპეტენციიდან გამომდინარე ლეგიტიმაციის რაღაც ნაწილს. ჯერ ეს ერთი, ძალიან გამიხარდა, რომ რაღაც პირობა დააყენეს, რადგან აქამდე ვუყურებდი არსამთავრობო ორგანიზაციებს, სადაც დაუძახებდნენ - მაგალითისთვს არაერთხელ მითქვამს, საკონსტიტუციო კომისიაში ყოველგვარი პირობის გარეშე შევიდნენ. ძალიან კარგია, რომ ეს მორალური თამას ასწიეს. თქვეს, რომ ჩვენ იმ ადამიანთან, რომელსაც ამდენი შეცდომა აქვს დაშვებული, არ დავსხდებით. ხელისუფლებასთან მორალური კრიტერიუმით, მორალური თამასით საუბარი არის სწორი“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პრემიერმინისტრი თვლის, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნა თეა წულუკიანის გადადგომის შესახებ აბსურდული და გონივრულ საფუძველს მოკლებულია. გიორგი კვირიკაშვილმა ჯერ კიდევ მაშინ დააფიქსირა საკუთარი პოზიცია, როდესაც არასამთავრობო სექტორმა ამ თემაზე საუბარი დაიწყო. კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ NGO-ების მხრიდან ულტიმატუმის ენით საუბარი მიუღებელია.

„ჩვენ არაერთხელ ვთქვით და კიდევ ერთხელ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესში მაქსიმალურად ფართო საზოგადოებრივ ჩართულობას უზრუნველვყოფთ. ეს ნიშნავს, რომ ამ პროცესში საზოგადოების, აკადემიური წრეების, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. იუსტიციის სამინისტრომ კანონის შესაბამისად პროცედურები უკვე დაიწყო.

მიუღებელია, რომ არასამთავრობოების ნაწილი, ულტიმატუმის ენით გვესაუბრება და ცდილობს, ბოიკოტის გამოცხადებით ეჭვქვეშ დააყენოს პროცესის ლეგიტიმაცია. მათ განცხადებებში იკვეთება საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადატანის მცდელობა, რაც ასევე სრულიად მიუღებელია. ამიტომ მოვუწოდებ მათ, ნუ გასცდებიან საკუთარი საქმიანობის მანდატს და თუ მათი მიზანი მართლაც პროცესის გამჭვირვალედ წარმართვაა, მეტი პასუხისმგებლობით მიუდგნენ თავიანთ გადაწყვეტილებებს.

რაც შეეხება იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის გადაყენების მოთხოვნას, ეს არის სრულიად აბსურდული და გონივრულ საფუძველს მოკლებული მოთხოვნა“, - აცხადებს კვირიკაშვილი.

 

ნანახია - 1543

020759

2018-06-09 14:30:55

მკვლელის შვილი გენეტიკურად მკვლელების დამცველი იქნება.

cugo

2018-06-09 14:32:52

ზურაბ ადეიშვილი და ნაცხელისუფლების მთელი კრიმინალური ბანდა სააკაშვილის ხუშტურზე რომ წარმართავდა საქმიანობას სად იყვნენ მაშინ ეს ,,პატრიოტი,,არასამთავროები.ესენიც მკვლელების ხელისუფლების მხარდამჭერები არიან.დღე და ღამე მათ დაბრუნებაზე ოცნებობენ.ვერ მოგართვით.

020759

2018-06-09 14:33:05

ამბობენ, უფალი სახეს, ანუ კეთილ ნაკვთებს მადლის საიმისოდ ჩუქნის ადამიენებსო.
ასეთი მახინჯი რომ დაბადა მისმა მშობელმა ,გასაგებია რომ იქ არც უფალი ერია და მადლზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია.

020759

2018-06-09 14:34:33

ძალიან ძნელია ასეთი ქალის შეყვარება.
და უფრო ძნელია გაზიარება მისი

020759

2018-06-09 14:43:26

მახინჯი ქალები სხვადასცხვანარად იძიებენ ხოლმე შურს მთელ სამყაროზე თავიანთი კომპლექსების გამო
1)ზოგი სათნოებას თამაშობს და "მორწმუნე "ხდება,რახან ძალიან ძნელია მისი შეყვარება "უფლის სასძლო" ხდება,ანუ ქრისტეზე დანიშნული.(შექსპირს აქვს ერთგან ნათქვამირომა "იგი ქალწული დარჩა ,რახან არავინ ისურვა მათან წოლაო)
2)სპორტით დაკავდება,თუ ამას რაიმე მაინც უწყობს ხელს მის გარეგნობაში,მაგალითად მძიმე წონა და გაშლილი მხრები ,ნუ კულტურისტად ივარგებს.
3)პოლიტიკაში მიდის ,რომ ყველას დედა უტიროს და მხოლოდ ბოროტება თესოს,რამეთუ კარგს ვერაფერს დათესს.
4)ოღონდ თუ მართლა ბუნებით კეთილია მახინჯ სხეულში გამომწყვდეული ,თავისი ბუნებრიობით,ადამიანობით,ბევრ მზეთუნახავზე უფრო შეაყვარებს თავს ადამიანს.
წულუკიანი ბოროტებაა გენეტიკურად . დასკვნაც აქედან გამომდინარე.

020759

2018-06-09 14:45:02

განა ასეთი მზერის ქალი შეიძლება ოდესმე მაინც ნაზიარები იყოს სიკეთესთან,თუნდაც მხარგაკვრით?
მეეჭვება.

020759

2018-06-09 14:46:44

ასეთი მზერის მაჯლაჯუნა რომ წვება,იმაზე ფიქრობს აბა,ხვალ კიდევ ვის ჩავუმწარო ცხოვრებაო.

natali

2018-06-09 14:54:21

020759
აი ეს თქვენი პოსტი--

"020759
2018-06-09 13:53:33
დღეს შვილები ისე უნდა გავზარდოთ უფალს თუ ვერ შევაყვარებთ,დანა მაინც არ იხმარონ."

და ახლა ამ თქვენი ბოლო პოსტების მერე, თქვენ თვითონ გიყვართ უფალი? აი ის უფალი, რომელიც სულიერებად გვერგო? ჩემთვის ფიზიკურად მახინჯი ადამიანი არ არსებობს. არსებობს სულერად მახინჯი, ანუ ის, ვისაც სული არ არგუნა უფალმა.

თეას თაყვანისმცმელი ნამდვილად არ გახლავართ, მის ადგილას ნამდვილად გადავდგებოდი.


arichopra 2

2018-06-09 15:01:21

ანტიბიოტიკ, უდიდესი ლირიკოსი ხარ! 21 საუკუნეში ალბათ პირველი. არ გინდა, ამ სოციალურ, პოლიტიკურში ნუ გაერევი, არაა შენი საქმე, ნუ დააკნინებ ღვთისგან ბოძებულ დიდ ნიჭს. ძალიან კარგად ვარ განწყობილი შენს მიმართ, შენი ლირიკის მიმართ, მაგრამ რა ვქნა, რომ სულ გეშლება როგორც კი ყოფით სფეროში გადადიხარ!

020759

2018-06-09 15:17:25

ბატონო არიჩოპრა უფლის სიყვარული რომ ეშმაკის გმობაცაა არ გაგიგია?

020759

2018-06-09 15:18:16

როცა ვინათლებით რას ვამბობთ?ფუი ეშმაკსო ხომ ?და მე ქვაზე დახატულ წულუკინზე როგორ არ გადავაფურთხო?

020759

2018-06-09 15:26:21

პოეტი ყოველთვის პოლიტიკაშია.
მეც გამოვერთე პოლიტიკას,მაგრამ ისევ წუნკლიანმა წულუკიანმა და მისთანებმა ძალით შემომიყვანეს უმსგავსოებით და უსამართლობით.გასკდა გული.(არადა,მართლაც მტკივა)
ტატუნაშვილს რომ კაცი გაატარებს ,ის მისაფურთხებელი არ არის?
ყველას არ შეუძლია გმირობა.
არ ვიცი ,იქნებ მეც არ შემიძლია ვიყო გმირი,იმიტომ რომ ტკივილს ვერ ვუძლებ(თუმცა მეექვსე კლასში რაღაც სამხედრო თამაში გვქონდა და მედროშე ვიყავი 30 კაცი მირტყამდა და ხელი ვერ გამაშლევინეს და დროშა ვერ წამართვეს...ნუ არის ალბატ მომენტები,ოღონდ უკვე არ ვარ მეექვსეკლასელი და ვერც ისე ჩავებღაუჭები ალბატ დროშას)
მაგრამ როცა სხვა გმირს ვერ დაინახავ,არ გამოექომაგები და არ გტკივა მისი ტკივილი გეკითხებით ვინა ვართ მაშინ?

020759

2018-06-09 15:41:30

ძალიან პატარა ნაწყვეტი
ერეს ქიგალი
26
"ავად ვიყავი, წუხელ ვკვდებოდი,
ახლა მიგონებს ალბათ ზოზია.
გალაკტიონში არის დემონი
და ჩემში უფრო ანგელოზია"
(ტერენტი გრანელი)

ჩემო ტერენტი,იცოდა ალბათ,
ხვდებოდა შენი,ვფიქრობ ზოზია,
რომ დედამიწა ღმერთის და დევის
საპაექრო და ასაპარეზია.

რას იზამ ?თუ რომ გვერგო ასეთი
ეტლი,ხვედრი და მემკვიდრეობა,
ნარდს თამაშობენ,თუმცა უჩვენოდ
დევსაც "უტყდება" მაგრად დევობა.

მიპასუხებდეს,ნეტაი,
თუ ვინმეს გიზით ბრძენია,
უფალს და ეშმაკს საომრად
კაცი რად გაუჩენია?

დევს ის ახარებს,თუ ავი
კაცს გულზედ ეკლად ესობა.
რა ბედენაა,უკაცოდ
უფალთან ასპარეზობა?

განგებით,გაუგებრობით,
გაჩხერილი ვართ შუაში,
სინათლეს ბნელთან ჭიდილში
კაცი დაუჯდა ჭკუაში.

არც მეტი და არც ნაკლები,
არჩევანი გვაქვს ამ ორში.
რატომღაც კაცს დაეკისრა
ცოდვები მთელ სამყაროში.

ერთ დროს ცის მკვიდრნი ქვესკნელის
სკნელშია დღეს დემონები
და თუ დაუთმობ შუა სკნელს,
ხმელზეც მათ დაემონები

და შუასკნელში უსულო
გვამს როს არ დაგვედგომება,
დაშრება წყაროსთან ერთად
კაცის აზრი და გონება.

როს შუასკნელსაც დაიპყრობს
სისხლით პირშეღებილები,
კაცის ჩიჩიით ექნებათ
გამოტენილი კბილები.

კანაქერცლილმა დევებმა
საკაცეთს ეს არ აკმაროს,
მის კბილებს,ვინც გადაურჩეს
ვეშა წყალს არ გააკაროს.

ფშავ-ხევსურეთში სახატე,
ვაი,რო დახავსებულა,
სიკეთე ჯვარზე გაუკრავთ,
ავი დაფეხმძიმებულა.
***
რაც მომივიდა
და რაც მომივა,
უფალო,ჩემზედ ყველა ახია.
სხეულს ვაწუხებ,
სული კი ისევ
შენთვის შემომი-
მე კვლავ
ნახია.

020759

2018-06-09 15:53:27

გაგრძელება


შენც გალაკტიონ!იცოდი,ალბათ
კაცის გაჩენის რა მიზეზია-
დედამიწა ხომ ღმერთის და დევის
პოლიგონი და ასაპარეზია.

serapina

2018-06-09 15:53:32

020759,
რომან შავაძე რომ 2008 წლის აგვისტოს ომიდან,სახლში ცოცხალი დაბრუნდა და ხელისუფლებამ მოკლა, ამას "რა უჭირს"?!

თქვენ,ის ხალხი ხართ, ვინც იმდენი ქართველის მკვლელ ხელისუფლების(ნაციონალების) გასახეხად, "ახალი სია" შეადგინეთ, იმათი ვისი მკვლელობაც ოცნების პერიოდში მოხდა!
ახლა თქვენ, ქართველის სიკვდილი გაღელვებთ, თუ ძალა-უფლების დაკარგვა?!
განსხვავებული აზრის პატივისცემა,შეიძლება!
აი, ჩაგვირისტებული მაიმუნობის(ერთი,ჩემი მეზობელი ამას პ..ჭობას ეძახდა,გემრიელად) არა!!!

020759

2018-06-09 15:58:38

საქართველოს მტრებს და გმირობის გამაუფასურებელ წუნკლიან წულუკიანებს მინდა ვუთხრა



და საქართველოს მტრებს ნუ გგონიათ,გადავშენდებით
და თუ გგონიათ ნიშნავს,მანამდე ძალიან ცდებით,
სანამ ქართულად ვლაპარაკობთ,ნუ გაქვთ იმედი,
რომ წავიქცევით,თუ რომ წამით წავბარბაცდებით.

020759

2018-06-09 16:00:19

შუმერულად ამ-დედაა
და თუ ენი-უფალია,
დედა-უფალი-ამ-ენი
ქართველთ ჭირისუფალია.



ვართ მითიური წყ---ლების კასკადში
საღათას ძილით ოქროს აკვანში.
დავლათიანთა დავდივართ იღბლით
უკვდავი ხალხი მოკვდავთა ნიღბით.

020759

2018-06-09 16:01:28

ახლა რამდენი გინდატ მლანძღეტ გავდივარ....სიმინდი მაქვს გასათოხნი

natali

2018-06-09 16:08:07

დავით ქაცარავა მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს:
„როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის ერთ ერთი მთავარი ფიგურანტის, ლუდვიგ ხაჩიროვის(საკონტროლო გასროლის ავტორი) ძმის, ფილიპ ხაჩიროვის პირადი დაცვის წევრი, ასლან ჯიოევი იმყოფება ღუდუშაურის კლინიკაში...
...ასლან ჯიოევი, ომონელი(ფილიპ ხაჩიროვის, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის ორგანიზატორის პირადი მცველი, ახალგორის დე ფაქტო მილიციის უფროსის ნათესავი)
ა.ჯიოევი იმყოფება ღუდუშაურის კლინიკაში.იგი კლინიკაში გადმოიყვანეს 7ივნისს ცხინვალიდან. როგორც ირკვევა, ჯიოევი კატასტროფის ცენტრის მანქანამ გადმოიყვანა თბილისში ავტოავარიის შემდეგ.
სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჯიოევი თურმე რიგითი ოსი მოქალაქეა.
ოს, რიგით მოქალაქეებს, რომლებიც ხვდებიან თბილისის საავადმყოფოებში, ცოცხალი ჯარი არ იცავს.
ასევე არსებობს საშიშროება, რომ შესაძლოა ჯიოევის საქმე გააქრონ, ესე, მარტივად-მოხვალთ, იკითხავთ ჯიოევს და სისტემაში ჯიოევი აღარ იქნება.
სანდო წყაროები ასევე გვამცნობენ, რომ ჯიოევი უშუალოდ მონაწილეობას იღებდა ქართველი ტყვეების წამებაში.
კითხვები თქვენთვის მომინდვია.“
-------------------------
ღუდუშაურის კლინიკა ადასტურებს, რომ პაციენტი ცხინვალიდან წითელი ჯვრის პროგრამით ნამდვილად შეიყვანეს. მას ქალა-ტვინის ღია ტრავმა აღენიშნებოდა.
„კლინიკაში 7 რიცხვში გამთენიისას შემოყვანილია ორგანიზაცია წითელი ჯვრის პაციენტი, რომელსაც აღენიშნებოდა ქალა-ტვინის ღია ტრავმა, გულმკერდის დაჟეჟილობა, ტვინის დაჟეჟილობა, ამასთანავე ქალა-ფუძის და ქალა-სარქვლის მოტეხილობა. სასწრაფო წესით გაყვანილი იქნა ნეიროქირურგების მიერ საოპერაციოში, რის შემდეგაც აგრძელებს მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში,“ - განაცხადა ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილემ, მარინა გელანტიამ.
------------------


რა ჰქვია ახლა ამას? უნიათობა ნამდვილად არა!!!!!! იმედია გამოჯანმრთელების მერე აგებინებთ პასუხს ყველა დანაშაულზე.

arichopra 2

2018-06-09 17:35:25

1. არავის გაულანძღიხარ. პირიქით სავსებით ტაქტიანი შენიშვნა მოგცეს.
2. წითელმა ჯვარმა თუ შემოიყვანა გარდა მკურნალობის დაწყებისა სხვა რა გამოსავლი იყო? თანაც მაშინ ვინ იცოდა ვინ იყო ეს დაშავებული?
3/ ახლა როცა გაირკვა ვინაობა?! ახლა, ახლა როგორ უნდა მოიქცეს სახელმწიფო მე არ ვიცი?

1234

2018-06-09 18:59:39

წულუკიანი იდეალურია? რა თქმა უნდა არა. განვითარებულ ქვეყანაშI ის ჯერ კიდევ მოსამართლის კლერკი უნდა იყოს ყველაზე საუკეთესო შემთხვევაში. მაგრამ ის ასო-ები და თვით გამოცხადებული "კონსტიტუციონალისტები" და სხვა იურიდიული "ისტები" ბევრად უფრო დაბალი კვალიფიკაციის არიან.
მეორე, იგივე ეს ასო-ების "ექსპერტები", დოლიძეები და სხვანი, თუ თვლიან რომ კვალიფიციური არიან, რატომ არ მიდიან სახემწიფო სამსახურში უბრალო პროკურორებად, გამომძიებლებად, მოსამართლეებად? ვინმეს რომ შეეთავაზებინა ამერიკაში ფედერალურ პროკურორად გაგიშვებთო, ხომ სიხარულით გაიქცეოდა უმრავლესობა :) მარტო მინისტრობა, მინისტრის მოადგილეობა, უზენაესი სასამართLოს მოსამართლეობა აინტერებთ ხომ მათ ვისაც სისტემაში 1 წელიც კი არ უმუშავიათ? საქართველოში პროკურორის და გამომძიებლის ანაზღაურება და პრესტიჟი ეცოტავებათ ხომ? სოროსის და სხვა ათასი ჯურის უცხოური დონორის გრანტებით უფრო უკეთ ირჩენენ თავს?
ასე რომ როცა სხვისკენ იშვერენ თითს, ჯერ სარკეში ჩაიხედონ, ვინ არიან, რა ცოდნა და გამოცდილება აქვთ და თავისი ამბციები შესაბამისად მოთოკონ. კოლუმბიის ერთწლიანი დიპლომი კარგია, მაგრამ ეს ავტომატურად არ ნიშნავს ქვეყნის მთავარ პროკურორობას. წულუკიანმა კლერკად მაინც იმუშავა წლები დოლიძისგან განსხვავებით რომელიც პირდაპირ მინისტრის მოადგილედ დაისვა ხიდაშელმა. თუ ქვეყნის პატრიოტები არიან, წავიდნენ სისტემაში, გამომძიებლებად, პროკურორებად, მოსამართლეებად და შიგნიდან გააუმჯობესონ სისტემა. წულუკიანის ნაცვლად სხვა რომ დანიშნო ხომ იგივე კოლექტივთან, ხალხთან უნდა იმუშაოს დაბალ დონეებზე?
ეს არის უცხოური ასო-ების კიდევ ერთი ნეგატიური ეფექტი ღარიბ ქვეყნებშI. კვალიფიციურ კადრებს Hპარავენ საჯარო სექტორს.

papa

2018-06-09 19:30:55

ბიოტიკ გამარჯობა


ჭინჭრაქასი არ იყოს---ეგ რა თქვი??

0207592018-06-09 14:30:55
მკვლელის შვილი გენეტიკურად მკვლელების დამცველი იქნება.


მაშინ მთელი სანაცეთის შვილები ვინ იქნებიან?
ვაზაგაშვილის რა უქნეს გახსოოოვს?/
,,სპერვა პადუმაი პატომ გავარი,,
თუმცა კი----- ცოტათი გეთანხმები!

papa

2018-06-09 20:14:07

ბიოტიკ

ტატუნაშვილს რომ კაცი გაატარებს ,ის მისაფურთხებელი არ არის?


ტატუნაშვილზე აქ ყველას ძალიან, ძალიან, გვეტკინა გული და ყველაც ძალიან, ძალიან გავბრაზდით....... მაგის აბაროდის აღება აუცილებელია!!!
აქ მარტო ტატუნაშვილზე აღარააა საქმე.......ამით მთელ საქართველოს დემონსტრაციულად დაასხეს თავს ლაფი...იმიტომაც ვიძახი---- დაჟე მოსადის ჩამოყვანაც რომ დაგვჭირდეს, თუ ქვეყანა ვართ, მაგის აბაროდი აუცილებელად უნდა აიღოს საქართველომ

კი მაგრამ წულუკიანმა ამ შემთხვევაში კონკრეტულად რა ქნას, რა უნდა გააკეთოს?--- ამიხსენი ერთი..

serapina

2018-06-09 20:38:37

დაანებეთ ამ უბედურს თავი. მარტოა პალატაში!
სიმინდის სათოხნად წავალო,ნეტა რომელ ქვეყანაში? ვისი მათხოვარია?!
ევროპის რომელიმე სახემწიფოში, იკრუსუნა ალბათ,ბოროტი ბიძინას გამო,ქვეყანაში არ დამედგომებოდაო! საქართველოში,აშკარად ვერ უმკურნალებდნენ ამისთანას.

მლანძღეთ რამდენიც გინდათო!
გამოდის სიამოვნებს...
ესენი, არაჯანსაღი ფსიქიკის, გამდიდრების სურვილით დაავადებული კლონები არიან.მიშამ რომ გამოიყვანა ლაბორატორიაში!

აბა,არსება რომელიც ღმერთზე ლაპარაკობს და მერე,ისეთებს წერს(პოეზიას არ ვკითხულობ)... თითქოს,ვიღაცა უკეთესი და ღირებული ადამიანი იყო და ვიღაც,ნაკლები...
რამდენი აკლია,გასაგებია.

020759,
გურამ შარაძე რომ მოკლა,შენმა დორბლიანმა მიშამ,რა დააშავა იმ კაცმა იცი? ღმერთი და საქართველო უყვარდა!
ამოუწყვიტა ოჯახი ნაცმოძრაობამ და რას ბოდიალობ?!
ჯერ ის დაწერე მაშინ,რატომ მოკლეს ეს კაცი?

...და ნუ გგონია,შენს მაღალფარდოვან ბოდვას,ვერ კითხულობს ვინმე,გინდა პ/როზად,გინდა პოეზიად!

ერთ ფსიქიატ/რიულში რომ დაწვეთ, თქვენ ყველა,მიშასთან ერთად...
ის ექიმები,საოცარ პ/პოგრესს მიაღწევენ მედიცინაში და თქვენც ბედნიერი იქნებით.დაფიქრდით ამაზე!

ფხიზელი

2018-06-09 21:31:54


arichopra 2:

"ანტიბიოტიკ, უდიდესი ლირიკოსი ხარ! 21 საუკუნეში ალბათ პირველი. არ გინდა, ამ სოციალურ, პოლიტიკურში ნუ გაერევი, არაა შენი საქმე, ნუ დააკნინებ ღვთისგან ბოძებულ დიდ ნიჭს."

:))))))

კი, ეგ 21-ე საუკუნის უდიდესი ლირიკოსი და ნომერ პირველი პოეტია, ხოლო შენ - ყველა დროის ყველაზე გემოვნებიანი მკითხველი და ლიტერატურათმცოდნე!

ნეტა, ერთმანეთს არ დაკარგავდეთ (ან ყანები მაინც მოგცათ ზიარი!) :)

papa

2018-06-09 23:43:31

ფხიზელი


ხოლო შენ - ყველა დროის ყველაზე გემოვნებიანი მკითხველი და ლიტერატურათმცოდნე!

ნეტა, ერთმანეთს არ დაკარგავდეთ (ან ყანები მაინც მოგცათ ზიარი!) :)



სერაფინა

მარტოა პალატაში


მოკლედ დღეს ორივემ ციდან ,,ვარსკვლავები მოწყვიტეთ,, ....

arichopra 2

2018-06-10 00:08:40

ეჰ, ფხიზელი რომ იცოდე რა უადგილო სარკაზმია... არ იცნობ შენ ანტიბიოტიკის ლირიკულ შედევრებს.

papa

2018-06-10 00:37:55

ჩოპრა

გახსოოვს?.....გრუბად 4-5 წლის წინ ოდაბადესთან,,დიდი,,კამათის დროს(ოდაბადე მაშინ ძაან ახურებდა--საქართველო, კოლხეთი,..მროველი, პლუტარქე და ეგეთი თემები იყო, ხიროხიტო, ხალიბი და სხვებიც იყვნენ იმ კამათში ჩართულნი..)----შენი მოწყვეტილი ,,მარგალიტი,, გახსოოვს???...
მერე სადღაც პანაშვიდზე იმის გახსენებაზე ფხუკუნი რომ ავტეხე?? ..აბა გაიხსენე?

ფხიზელი

2018-06-10 01:20:33

arichopra 2.
არა, მის "შედევრებს" ნამდვილად არ ვიცნობ!:)
მის პოეზიაზე მხოლოდ იმის მიხედვით შემიძლია ვიმსჯელო, რისი გაცნობის ბედნიერებაც ამ საიტის მკითხველებს გვარგუნა: "ეო-მეოს" დონეზე გარითმული, ბოღმითა და სიძულვილით სავსე "ლირიკული პოემა", მიძღვნილი გობსეკ-ივანიშვილისადმი... შიგადაშიგ პატრიოტულ-ფილოსოფიური თემატიკა, (საშუალო ხალხური მთქმელის დონე!), შოთას პოემისხელა "ნაწყვეტები" (მთლიანობაში რაღა იქნება, წარმომიდგენია!) და პარალელურად - პოსტები... პოსტები, რომელშიც ჩანს ძალიან ცუდი ადამიანი!
თუ რამე ნამდვილად კარგს და ფასეულს დადებს აქ, მის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება ხელს ვერ შემიშლის, მოვიწონო მისი ლექსი... მით უმეტეს, რომ ვიცი: ბევრი კარგი ნაწარმოები (ლიტერატურაში, მხატვრობაში, კინემატოგრაფში), როგორ პარადოქსულადაც უნდა ჟღერდეს, შექმნილია ძალიან ცუდი ადამიანების მიერ...

ფხიზელი

2018-06-10 01:28:22

ბოლო პერიოდის ქართულ პოეზიაში შექმნილი შედევრი თუ ვინმეს აინტერესებს, წაიკითხოს ვახტანგ ჯავახაძის "ელეგია"!

arichopra 2

2018-06-10 08:19:06

ანიბიოტიკი, მოიცალე როგორმე და დადე აქ 2-3 შენი ძველი შედევრალური ლირიული ლექსი (პოლიტიკური პოემები არ გინდა!!!) თორემ შევრცხვი აქაურ ძველ მეგობრებთან. ჩასაფრებული არიან და მაღადავებენ შენი გულისათვის! ))

020759

2018-06-10 10:33:22

აბა ჩემილექსი რა მოსატანია ჯავააძის შედევრალურ ბაბლასთან


ვახტანგ ჯავახაძე
რ მიყვარს კაცი, რომელიც ფულის ჭკუაზე დადის,
არადა - ფული ყოველთვის თავის ჭკუაზე მატარებს,
ლარებზე დავახურდავე ასი დოლარის დარდი,
ვერ მიშველა და წყეული ცხარე ცრემლებით მატირებს.

ერთის და არა ერთ-ერთის, ათის და არა ათ-ათის
მჯერა და მეარშიყება ჯადოსანი და ჯადო:
დაუცხრომელი მეძავი ხელიდან ხელში გადადის,
დიდხანს არ გაგიჩერდება, რაც უნდა შეეცადო:


ვხარჯავ - ვარსებობ - ვხარჯავ და მამშვიდებს დოლის დოლური
და მირჩევნია ნახევრის ნახევარს - სანახევრო,
რაღას მიქვია ლარი და რაღას მიქვია დოლარი,
როდესაც მთელი ევროპა ლამის წაიღოს ევრომ.

ბანკირმა წაიბანკირა, არტისტმა წაიარტისტა,
თავსა სდებს ოსტატობაზე - აშკარა დიდოსტატი,
არ მიყვარს კაცი, რომელიც ევროს ჭკუაზე დადის და
ქვეყანა მიყვარს, რომელიც ლარის ჭკუაზე დადის.

--------
მატარებს-მატირებს-თურმე რითმებია
თან რა მაგარია-დოლის დილური,პიანინოს პანონური
ჩონგურის-ჩონგურული და ასე შემდეგ ბლაბლა

სანახევრო და ევრომ---თურმერითმებია

და მერეხო სულ შედევრია რა
ბანკირმა წაიბანკირა...ალბათ პროკურორმა წაიპროკურა
პოეტმა წაიპოეტა ჟავახაძისნაირად და ასე შემდეგ

თან ისევ შედევრალური რითმები

დიდოსტატი0დადის


კარგით რა გული არ გერევათ?
არადა ჯობდა ევრომ-ნებრომ(პონტში მოსულა )

020759

2018-06-10 10:36:08

ა კიდე ერთი შედევრი
ვახტაგისეული რომელმაც წაიჯავახა



ჯართს მივამატეთ ჯართი და უროები და ნამგლები,
მობრძანდნენ ახალუხლები - თამამები და ნაგლები,
თამამებს მოჰყვნენ ახლები - ნაგლებზე არანაკლები,
მერე მო-ვარდ-ნენ სხვები და გამართეს სხვა სპექტაკლები, -
და რაც არ უნდა მომრავლდნენ ჯამბაზები და ანგლები,
მე ვეღარ მოვიხიბლები და ვეღარც მოვიჩანგლები.

020759

2018-06-10 10:41:36

არიჩოპრა
თურმეგურულიყოფილხარ.
მეც გურული ვარ სანახევროდ,და მინდა ერთი ჩემი გურული ლექსი დავდო.


ამასწინათ ვიფიქრე მოდი ინტერნეტით ვნახავ წინაპართა სამშობლოს მეთქი
ვნახე და გული მეტკინა:

"ქვეყანა საქართველო
მხარე გურიის მხარე
თემი ზემო სურები
ზღვის დონიდან 640 მ
მოსახლეობა 9 კაცი'
ცრემლი მომერია..


ბებერმა ქარმა გააძევა
დილით ღრუბლები,
უნამუსო და ალაგ-ალაგ
უსუსურები.
ცასთან შეზრდილი
დამენახვა ჩემი სურები,
მთები მოხრილი
მოლოდინით გაყურსულები.
"შენ აქედან ხარ"!
წინაპართა მიხმობს სულები
და მეხვევიან ჩამორეკილი
ღრუბლის ქულები.

-მე აქედან ვარ
აღარ გახსოვს ?
გითხარი, აკი
აქ დადიოდა მამაჩემი,
ერქვა აკაკი.

მახსოვს ბაბუა,
სუფსა მახსოვს,
და შინდა ხარი
კეცის ჭადი და
ნაცრის გემო
გვქონდა ბუხარი.

და მთები მახსოვს
მხრებგამართული,
ახლა მწუხარი
და შაირებით ატეხილი
სიცილ-ხარხარი.

ამ მოგონებებს
ავყავარ ცაში
თმებით მთებამდე,
ვუცქერ სურათებს
იყო რომელიც
დაბადებამდე.

მახსოვს ბაბუა,
კეცის ჭადი
და ხარი შინდა
და არნახული
მოგონებები
ისევ მომშივდა.

020759

2018-06-10 10:46:33


სახალისო
antibiiotiki 2012-12-09 10:16:38
დევიზაფრები,
თუ გამიშალა
მინადორამ
ისევ აფრები.
გევიკუჭები,
თუ ცხვირში მირთყა
ისევ მუჭები.

ამ გურულ ციცებს
არ ვიცი თუ რა
უნდებლარიენ,
ქლა გამეიბდღნენ
და კაცების
სისხლი დალიენ.

არ ზილარიენ
ერთ ადგილზე,
ვერ ეტევიან-
ერთ თბილ სიტ ყვას არ
გაღირსებენ
და არ გეტყვიან.

020759

2018-06-10 10:49:13

გაგრძელება


არ მინდა ძამა
გურული ქალი,
რა დავაშავე?
აი რა ჭირი
მომიგზავნეთ
და მომაშავეთ ?

020759

2018-06-10 10:50:49

გაგრძელება


თუ დავაშავე,
ქ ლ ა ამდენი
არ იყო ძამა
სისხლი გამიშრო
ყ ელი გამომბ დ ღ ნა
და გამომჭამა.
რეიზა გიყვართ
კაცის ხორცის
უზმოზე ჭამა?

ქალი მეგონა,
შემრჩა ხელში
აბორიგენი.
გააფთრებული,
როგორც მშიერი
ზღვაში ზვიგენი.
გურული ქალის
არ მცოდნია
რა იყო გენი.
ანდა ამ გენმა
მე საიდან
სად მომაგენი?

სად ვნახო გემი,
აქედან რომ
გადააშავებს,
მე შენ გეტ ყვი და არ ჩევიცვამ
მაგაზე შავებს...
მარა უენოს აწი ვინ და სად მომაშავებს?

arichopra 2

2018-06-10 10:53:23

მაგარია! ძალიან მაგარია. კიდევ ამიჩვილე გული! პოეტი კაცი აი მაგ ზომით და მაგ სიღრმით, მეტი არ გინდა, იქნები ერის მოჭირნახულე.

arichopra 2

2018-06-10 10:54:20

წიგნს რა ქვია, შენს წიგნს. წავალ დღეს ბიბლუსში და ვინისიებ! აქ ყველა მენდობა!

020759

2018-06-10 10:56:08

ახლა ისევ წაჯავახებულის შედევრს დავუბრუნდეთ

ტელეფონების წიგნაკში მიჭირს გვარების გადაშლა,
ვით მავანთან და მავანთან - გულის გახსნა და გადაშლა,
რომლებსაც სიცოც ხ ლეშივე სიამოვნებით გადავშლი,
რომ ისევ არ შემიტ ყუონ მოშაირეთა ღადავში.
მე უნდა გადავამოწმო ანბანთა იერარხია,
რომელიც მეხს ი რების სასაფლაოზე მარხია.



მდა მაგადიააააააააააააააააააააააააა

020759

2018-06-10 10:58:15

ისევ ჩემი გურია
antibiiotiki 2012-12-27 01:59:49
კვირიკეთში
კვირიკობის კვირა დღეს
აკვირინე ვაკვირინე
კვირიკემ,
ვეტაკე და...
იყო თურმე კერკეტა,
გულის კარი
ცხვირწინ გამომიკეტა:
კამასუტრა ს უტრა ჩავარაკრაკე
აკვირინე, მოდი,
ნუ გამიტ...
**
ვერ მოვკაკვე აკვირინე კურკურით:
/ჰყვარებია მერაბიას კუკური/,
კამასუტრა აკვირინეს აკვირვებს,
დავიღალე ვეგარ გავარიკინე,
კაკალ გულში
კვირას რეიზა მიკბინე?

020759

2018-06-10 10:59:36

ისევ გეკიალური ჯავახაძე და მისი არაფრისმთქმელი ბლაბლა

სახლი - თვითონ არ შენდება, სახლი - თვითონ ინგრევა,
კახურად რომ მოუქცევენ, ახლა ზუსტად ინგრე ვარ:
ვინგრევი და კედლებივით მიმძიმდება სხეული -
ჩემი ჩამონგრეული და ჩემი გადანგრეული.
მინანქარი მებზარება, როგორც ნამინანქრევი,
და ერთმანეთს ვემსგავსებით მე და ჩემი ნანგრევი.
როგორც ნელა ამიშენდა, ისე სწრაფად მენგრევა,
აქაც ვარ და იქაც ვარ და ახლა უკვე ეგრე ვარ:
ვერა, ვერ წავიმღერე და ვერა, ვერ წავიხემსე -
ეჭვების და ეკლების და ეგეთების რიყეზე.

020759

2018-06-10 11:05:30


ეს კიდევ მე
ძალიან პატარა ნაწყვეტი



ბორჯღალი-ბჟა ბარჩხალია,კაშკაშა თვალისმომჭრელი,
სხივდაფენილი სიკეთე წყვდიადის თავისმომჭრელი.
ბორჯ-უსასრულო დროში გვაქვს მარადმედინი ღალითა,
გვყავს მზის შვილები მზის დაღით და წარუშლელი ხალითა.

ირმისას ბორჯღალო ბურჯი,წვრილწვრილი განშტოებითა,
ვით გამრავლების სიმბოლო,მცირესთან სათნოებითა.
რქა,ვით უძირო საწმისი,როგორც გზა უკვდავებისა,
ბურჯი,ვით ცენტრი და ღალა სხივთა გზა მნათობებისა.

შვიდ კუთხეს შვიდი მნათობიო,თქვა ფარნავაზმა.
თუ ვერ შევკარი მნათობნი ერთ ხედ,მითხარი ვაზმა
ვით განვამტკიცო სიცოცხლის ხე უფალო ბურჯად,
ვით დავიბრუნო გადახვეწილი უკანვე გურჯად.

შვიდი სამთავრო შვიდი წმინდა ცაზე მნათობი,
ზეციურ კაბადონზე შვიდი ციდან მაყარი-
ჯუმა-მთიები;იშთარ-მარიხი;დია -ზუალი;
არღვევს სიბნელეს აერდი,როცა ჩადის ყამარი.

წყალნი წავლენ და წამოვლენ,
ბორბალი კვლავ იტრიალებს,
წითელი ღვინით პირსვსეს
მზე შეგვიხრუპავს ფიალებს.

ყელამდე ცოდვით სავსეს და...
და მაინც მის მოტრფიალეს.

arichopra 2

2018-06-10 11:05:36

დაანებე თავი ახლა ამ ჯავახაძეს... მაგას არაფერი უთქვამს შენს პოეზიაზე. მე ვიცი მაიაკოვსკის "შარვლიანი ღრუბელის" ვახტანგისეული თარგმანი. მაგარია!

020759

2018-06-10 11:08:46

არა მ,ინდა ერთი ლექსი დადოთ შედევრალური,რადგან მე მართლა ვერ ვნახე.

020759

2018-06-10 11:11:03

თუნდაც ამ ჩემს "Dედულეთს რომ მოუჯოკრავს

020759

2018-06-10 11:12:15


8
თუ დამაგდებს შამაში და
თუ გამწირავს ღმერთი,
თუ მეც მელის ქვესკნელი და
მიცდის კურმუხეთი,

სურვილი მაქვს სიკვდილის წინ
მხოლოდ ერთადერთი-
მომიკითხე ქალდეა და
ჩემი დედულეთი.

(როგორც ავტორს,გამომიჩნდა მეც სურვილი ერთი-
ჩემი დ ედულეთი მინდა,ჩემი ნაზარეთი.
ჩემი ლაპის ლაზული და ვაზის ლაზარეთი,
ჩემი ნანას ოდაბადე-ჩემი პატარეთი.

020759

2018-06-10 11:13:59

ვერ ვაგრზელებ ბლოკავს

020759

2018-06-10 11:19:53

ნისლებიდან იხვეწება კვლავ სურვილი ერთი-
ჩემი დ ე დ ულეთი მინდა,ჩემი ხაზარეთი,
ჩემი ლაპის ლაზული და ვაზის ლაზარეთი,
არ გამწირავს შუა გზაში გათუმდუგის ღმერთი.

ნანა ამა დინგირ-რენე,
ამა დუმუ დუმუ ნე,
დედა-ენა დედულეთში
ღმერთო,ამიდუდუნე!

უთუსეულ სხლში დამსვი
და სახლს ერქვას განუნი,
აშარ ხაცბათს გააგონე
დელია და რანუნი.

020759

2018-06-10 11:20:16



შენ მიცოცხლე,ღმერთო,დიდხანს
ენგურს ხალხი ენ-გარი.
შორი გზებით გადაღლილი
მახსოვრობით მედგარი.

დღემდე მიწათმოქმედი და
მღვრელი ცხელი ოფლისა,
ენაგამძლე დღემდე და არ
მომდურავი სოფლისა.
***

020759

2018-06-10 11:21:09



ჯანღებიდან გამომიჩნდა მეც სურვილი ერთი-
ჩემი დედულეთი მინდა,ჩემი ნაზარეთი,
ჩემი ლაპის ლაზული და ვაზის ლაზარეთი,
არ გამწირავს შუა გზაში დიდი დედის ღმერთი).

020759

2018-06-10 11:21:28


***
ენგურის პირას ჩავყარე ვაზი და დავრგე რწყავი,

020759

2018-06-10 11:21:51


***
ენგურის პირას ჩავყარე ვაზი და დავრგე რწყავი,
წყალი მედინი მოვიმარაგე ამოურწყავი.

020759

2018-06-10 11:22:39

ნისლებიდან იხვეწება კვლავ სურვილი ერთი-
ჩემი დედულეთი მინდა,ჩემი ხაზარეთი,
ჩემი ლაპის ლაზული და ვაზის ლაზარეთი,
არ გამწირავს შუა გზაში გათუმდუგის ღმერთი.

ნანა ამა დინგირ-რენე,
ამა დუმუ დუმუ ნე,
დედა-ენა დედულეთში
ღმერთო,ამიდუდუნე!

უთუსეულ სხლში დამსვი
და სახლს ერქვას განუნი,
აშარ ხაცბათს გააგონე
დელია და რანუნი.

შენ მიცოცხლე,ღმერთო,დიდხანს
ენგურს ხალხი ენ-გარი.
შორი გზებით გადაღლილი
მახსოვრობით მედგარი.

დღემდე მიწათმოქმედი და
მღვრელი ცხელი ოფლისა,
ენაგამძლე დღემდე და არ
მომდურავი სოფლისა.
***
ენგურის პირას ჩავყარე ვაზი და დავრგე რწყავი,
წყალი მედინი მოვიმარაგე ამოურწყავი.
დაუ ღ ლ ელმა მზემ გამითბო დაღლილს ცივი მე გული,
დიდოუ ნანამ გამახსენა ჩემი მეგრული.

ჯანღებიდან გამომიჩნდა მეც სურვილი ერთი-
ჩემი დედულეთი მინდა,ჩემი ნაზარეთი,
ჩემი ლაპის ლაზული და ვაზის ლაზარეთი,
არ გამწირავს შუა გზაში დიდი დედის ღმერთი).

020759

2018-06-10 11:24:07

ახლა ჯავახაძის ნაჯახით დაჭრილი რითმებიანიც გამოუშვით ბარემ.
პოეტური ესთეტიკიდან გამომდინარე

020759

2018-06-10 11:27:07

ისევ მე

მიტევებაა ყოველგვარ
შურისგებაზე ძლიერი!
ახალგაზრდამ თუ არ იცის,
ჩვენ ვართ,შურიგე,ხნიერი?

უნდა ამღერდეს ორი ძმის ერთი ნანა მეგრული,
თუ სისხლისმღვრელნი,ჭირისუფალი
ვრჩებით ერთგული.
წალეკავს საზღვარს გულგახეთქილი
თმენით ენგური,
წაიღებს ღალა,ვინც მტრობისაა
დღემდე ებგური.

თუ რომ ველური ბალახს მიაწვდის
ირემს ირემი,
მხოლოდ სულგრძელმა გამოისყიდოს
სისხლი პირველი.

გიყვარდეს!
გიყვარდეს!
აბზიაბარა!
მზემ დაგვაბარა.
სარა ამრა ბზია
იზბოიტ!
სარა ამრა ბზია
იზბოიტ!
მარ შამში შამშუ შაშამე!
მარ შამში შამშუ შაშამე!
მარ შამში შამშუ შაშამე!!!
------------------

ნისლმა ჩაყლაპა ჩემი ქალაქი,
წყალწაღებული
და დამაქვს გული,
სხვა ქალაქისთვის
ვერ გაღებული.


020759

2018-06-10 11:35:52

სისულელეა იყო პირველი და ამის შესახებ არაფერი იცოდე.
მე გალაკტიონივით ვიცი
"ჩემთვის დღესავით არის ნათელი
რას იტყვის ჩემზე შთამომავლობა"
იქ თანამედროვე მედროვეებზე არ წერია არაფერი.

020759

2018-06-10 11:45:44

პოეზია სიღრმეა და არა ზედაპირულობა (ჯავახისეული)და ამ სიღმრის საძებნელად მე გილგამეშს აპსუს წიაღში ჩავყევი ,იქ განჭაბუკების ბალახი ვნახე და სულში არ გავცვალე.
მაგრამ სახელი მაინც დაგრჩებაო და გამომიშვეს.

serapina

2018-06-10 12:09:32

"ჩემი ადმინისტ/რაცია",აგი დაბლოკილზე,დაბმულზე, ამდენს წერს და რომ აუშვას კაცმა,წარმომიდგენია რას იზამს!

ზოგის და აქ,ქალების ძებნის არ იყოს... პოეზია/პ/როზა /დრამას რომ აქვეყნებს,ასეთი ვებგვერდი არაა?

gio2000

2018-06-10 19:27:02

ამ საიტზე კი იყვნენ ზოგიერთები ცოტა შექანებულ -შექეიფებულნი,მაგრამ,
ახლა ასე რამ გადაგრიათ ,ან რას ზეიმობთ ასე, რომ ასე მაგრად გამოთვერით ყველა?!
::::::::::::::::::::))))))))))))))))))))))))

ფხიზელი

2018-06-11 04:09:27

arichopra 2,
უკაცრავად, უფრო ადრე ვერ მოვახერხე გამოხმაურება. რა ვქნა, 8 საათით გვიან თენდება ჩემთან. (კაი იყო ძველად, ბრტყელი რომ იყო დედამიწა და ერთდროულად რომ თენდებოდა ყველგან, მაგრამ ვინ აცალა!).
ახლა - საქმე:
კი, ნაღდად ნიჭიერია!.. ყოველ შემთხვევაში, სულაც არ არის ისეთი მდარე, როგორი შთაბეჭდილებაც ორიოდე დღის წინ აქ გამოქვეყნებული ლექსებით დატოვა, იუზერები რომ შეწუხებული ითხოვდნენ, გაიტანეთ გრენლანდიაო!:)).
თუმცა, არც ისეთი გადასარევია, როგორც თვითონ წარმოუდგენია თავი!..
ცხადია, შემოქმედი თავდაჯერებული უნდა იყოს, მაგრამ ისე არ უნდა დაკარგოს კონტროლი, საჯაროდ აცხადებდეს, ყველაზე მაგარი პოეტი ვარ და გალაკტიონს იმეორებდეს - ჩემთვის დღესავით არის ნათელი, რას იტყვის ჩემზე შთამომავლობაო. - ეს იგივეა, ღმერთს გაუტოლო თავი!
შედევრებს წერ თუ არა, ამას უმდიდრეს ქართულ პოეზიაზე გაზრდილი მკითხველი შეატყობს როგორმე!..
მე ბოლო პერიოდის შედევრად დავასახელე ჯავახაძის "ელეგია".
მან კი რითმების შეჯიბრი გაუმართა ავტორს (დასახელებულ ნაწარმოებს არ შეხებია!). ლექსის ავ-კარგს რომ რითმა განაპირობებდეს, არ იარსებებდა ვერლიბრი.(თუმცა, მე პირადად, კონვერციული ლექსის მოყვარული ვარ და თეთრი ლექსი ნაკლებად მხიბლავს).
მაგრამ ამ "შეჯიბრში" რომ თავი უპირობოდ გამარჯვებული ჰგონია, ესეც იმის ნიშანია, მეტისმეტად არათვითკრიტიკული რომ გახლავთ ჩვენი ანტიდეპრეს... რა იყო და, ანტიბიოტიკი!
ჯავახაძისეული ეს რითმები:

ათ-ათის-გადადის,
სანახევრო-ევრო
ნამგლები-ნაგლები-არანაკლები-სხვასპექტაკლები-მოვიჩანგლები...
"ნაჯახით მოჭრილი და გულის ამრევია" ყოფილა, თურმე,

ხოლო მისი რითმები (ამოვიწერე მხოლოდ მის მიერვე "შედევრებად" წარმოდგენილი ლექსებიდან):

დავაშავე-მომაშავეთ
გამომჭამა-უზმოზე ჭამა?
გადააშავებს-მაგაზე შავებს-მომაშავებს?
თვალისმომჭრელი-თავისმომჭრელი
მაყარი-ყამარი.
დახავსებულა-დაფეხმძიმებულა
ჩემზედ ყველა ახია-შენთვის შემომი-
მე კვლავ
ნახია -
ეტყობა, ფილიგრანული პოეტური ნამუშევარი ჰგონია!:)

ჰოდა, ეგონოს, ბატონო! ღმერთმა ხელი მოუმართოს, მაგრამ პოეტს, მცირედი დოზით, ელემენტარული ობიექტურობაც არ აწყენდა, რომ მკვლელების, მწამებლებისა და გაუპატიურების პრაქტიკით ინკვიზიციის მეთოდთა გამამდიდრებელი სექტის მხარდამჭერი სხვისკენ არ იშვერდეს ხელს!

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80