სარალიძე ბესელიას ბოიკოტს უცხადებს

გაუფრთხილდი თავს

ნარკოტიკი კლავს!

გაუფრთხილდი სხვას

საზოგადოება

სარალიძე ბესელიას ბოიკოტს უცხადებს

სარალიძე ბესელიას ბოიკოტს უცხადებს
მარიამ თოდაძე

2018-06-09 09:30:19

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია დღეს უკვე მუშაობას შეუდგება. სხდომის დაწყებამდე ხორავას ქუჩაზე გარდაცვლილი მოზარდის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარეს, სერგი კაპანაძეს შეხვდება. შემდეგ კი, სხდომების მიმდინარეობის პროცესში, განხილვის ყველა ეტაპზე ჩაერთვება კომისიის მუშაობაში საკუთარ ადვოკატთან ერთად. რამდენადაც ცნობილია დღევანდელ სხდომაზე ზაზა სარალიძე მის ხელთ არსებულ მასალებს გააცნობს კომისიას.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის პირველი საორგანიზაციო სხდომა თავმჯდომარის მოადგილის, კომისიის მდივნის არჩევას, დებულების დამტკიცებას და საორგანიზაციო საკითხის განხილვასაც გულისხმობს.

იმის მიუხედავად, რომ ხელისუფლების მხრიდან განსაკუთრებულ კონტროლზეა პროცესი აყვანილი და ყველა დონეზე შეინიშნება მცდლობა, გამოძიება გამჭვირვალედ წარიმართოს, დაზარალებულ მხარეს ხელისუფლებასთან კვლავ პრეტენზიები აქვს და როგორც მისი განცხადებებიდან ირკვევა, მის ნდობას მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“ ან ყოფილი ნაციონალები იმსახურებენ - ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარის მამა პარლამენტის საგამოძიებო კომისიიდან ეკა ბესელიას აცილებას ითხოვს.

„ეკა ბესელიას არ დავუჯდები სასაუბროდ“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარესთან, სერგი კაპანაძესთან შეხვედრის წინ.

„ადამიანს, რომელიც შეურაცხყოფას მაყენებს, არ დავუჯდები სასაუბროდ, გამორიცხულია. დანარჩენი ყველანაირად მზად ვარ, აბსოლუტურად ამომწურავად მოგაწოდოთ ყველაფერი ნებისმიერი დეტალი, თუ რაიმე ინფორმაცია გამაჩნია“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე განმარტავს, რომ ეკა ბესელია არის პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არის სისხლის სამართლის სპეციალისტი, აქვს დიდი გამოცდილება და ამიტომ მოხდა პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაში მისი ჩართვა.

მდინარაძემ ხაზი გაუსვა, რომ საგამოძიებო კომისიაში უმრავლესობით წარმოდგენილია არა „ქართული ოცნება“, არამედ საპარლამენტო უმცირესობა. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ამ კონტექსტში პერსონიფიცირება სწორი არ არის.

„სრული კარტბლანში აქვს ოპოზიციას, ამ შემთხვევაში - უმცირესობას. უმრავლესობას კომისიაში გადამწყვეტი ხმა არ ექნება, რადგან „ქართული ოცნება“ მხოლოდ 6 დეპუტატით არის წარმოდგენილი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია სოციალურ ქსელში გამოეხმაურა სარალიძის განცხადებას:

„ბატონო ზაზა კიდევ ერთხელ გიცხადებთ სამძიმარს თქვენ და ყველა დაზარალებულს. ეს განცხადება რაც დღეს გააკეთეთ ჩემთან დაკავშირებით, უკვე მართლაც პოლიტიკური გზავნილია თქვენი მხრიდან! მე არც ერთ ეთერში და მათ შორის „რუსთავი 2“-ის ეთერში სადაც თქვენც იყავით, არ მიმიცია ჩემი თავისთვის უფლება დამედანაშაულებინეთ რაიმეში! გიცხადებდით და გიცხადებთ სრულ სოლიდარობას. „ნაციონალურ მოძრაობას“ რასაც ვეუბნები, ეს თქვენ ნამდვილად არ გეხებათ! ძალიან უცნაურია იმ კომისაში, სადაც უმრავლესობა ოპოზიციას აქვს და „ევროპული საქართველოს“, სადაც კომისიის თავმჯდომარე ოპიზიციის წარმომადგენელია, ეკა ბესელიას უცხადებდე უნდობლობას. ეს უკვე მართლაც ბევრის მთქმელია ჩემთვის“, - აცხადებს ბესელია.

მამუკა მდინარაძე, რომელიც ამავე დროს, დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრია, აღნიშნავს, რომ პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა იმას ნიშნავს, დასამალი არაფერი აქვთ და არავისზე აპირებენ ხელის დაფარებას.

„თქვენ შეგიძლიათ მოძებნოთ პრეცედენტები, თუ რამდენი შემთხვევაა მსოფლიოში, როცა ხელისუფლება კონკრეტულ საქმეზე საგამოძიებო კომისიას ქმნის. პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა იმას ნიშნავს, რომ ჩვენ დასამალი არაფერი გვაქვს და არავისზე ხელის დაფარებას არ ვაპირებთ. პირველ რიგში, მოხდება საქმის მასალების გამოთხოვა, ჩავიხედავთ თუ რა ხდება საქმეში, ამის შემდეგ შინაარსთან დაკავშირებით უფრო მეტად შევძლებთ მსჯელობას“, – განაცხადა მდინარაძემ.

როგორც „ევროპული საქართველოს“ წევრი ირაკლი აბესაძე აცხადებს, კომისია ფართო ჩართულობით იმუშავებს, იმ შეკითხვებზე პასუხების გასაცემად, რომელიც საზოგადოებას გააჩნია.

„არავის დაკითხვა და გამოკითხვა კომისიაზე, მათ შორის არც პრემიერ-მინისტრის, არც იუსტიციის მინისტრის და სხვა თანამდებობის პირების არ არის გამორიცხული. ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რა გამოიკვეთება საქმის შესწავლისას, თანამდებობის პირები ერეოდნენ თუ არა პროკურატურის საქმიანობაში და რომელი თანამდებობის პირები ცდილობდნენ საქმის გამოძიებისთვის ხელის შეშლას“, - აცხადებს ირაკლი აბესაძე.

როგორც დაზარალებული მხარე აცხადებს, არიან ისეთი პირები, ვინც საერთოდ დაკითხულიც კი არ ყოფილა, ამიტომ, აუცილებლად დაიბარებს კომისია მათ და გაესაუბრება. ზაზა სარალიძის თქმით, კომისიის თვმჯდომარეს და სხვა წევრებს, ვინც შეხვედრას ესწრებოდა, ყველა ინფორმაცია მიაწოდა, რაც მას ამ ეტაპზე გააჩნია.

„აბსოლუტურად ყველა ინფორმაცია რაც ჩემს ხელთ იყო არსებული, იურიდიული განხრითაც და ჩემს მიერ მოპოვებული ინფორმაციები, რაც საქმის მასალებში ჩანს, რომ საქმე არის შეკერილი, ყველა ინფორმაციაზე ვისაუბრეთ. უნდა დაიბარონ ყველა ის პირი, პროკურორები, გამომძიებლებიც, ნებისმიერი ადამიანი, ვინც ცდილობდა ამ საქმის შეკერვას. დავასახელე რამდენიმე მოწმე, თუმცა მათ ვინაობას არ დავასახელებ გამოძიებას ხელი რომ არ შეეშალოს. არიან ისეთი პირები, რომლებიც დაკითხულებიც კი არ არიან. აუცილებლად დაიბარებს კომისია ამ პირებს და გაესაუბრება“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

ნანახია - 1791

antoni

2018-06-09 10:18:13

ამ სალარიძემ ხვალ ერთკვირიან ვადაში ლორე-ტაშირის შემოერთება, ან მ სააკაშვილის პრეზიდენტად დაბრუნება რომ მოითხოვოს და საამისოდ ჩამომყვანი დელეგაციის ჰოლანდიაში გაგზავნა მაშინ რა ვქნათ, თორემ ბესელია ჯანდაბას!

cugo

2018-06-09 10:41:16

ირაკლი აბესაძეს
--------------
ამ საგამოძიებო კომისიაში ვინც არის თქვენი პარტიიდან ყველა კრიმინალია შენი ჩავლით,მაგრამ ყველაზე საშინელი კრიმინალი და მწამებელი გიგა ბოკერია რომ არ ჩაგეწერათ სხვა არავინ გყავდათ.

natali

2018-06-09 12:07:58

ამ ბესელიას ვერ იტანს ვერავინ, რატომ ვერ გავიგე:)))

arichopra 2

2018-06-09 13:03:10

გამოუშვით, მე ავიტან!

papa

2018-06-09 13:08:38

ნატალი
ბესელია რომ სათავისოდ რაღაცეებს ჩალიჩობს(,,ბიზნესმენობს,,) ეგ დიდი ხანია
ცნობილია..რაცეებსაც სათავისიოდ რომ იყენებს ეგეც იასნია.....
მაგრამ ნაცებს რომ დედას ტირობდა და ისევ ტირობს, ეგ არ მოსწონთ ნაცებს..
ისე ერთ დროს ,,ერთად ვრევოლუციონერობდით,,...2010 წ 26 მაისს, ორხევიდან ნათლუხამდე, ,პარავოზით სუ ქვების სროლით რომ გამოგვეკიდნენ, ლიანდაგებზე ეგ ჩვენთან ერთად მოფრანცუსკობდა...


ისე ანტონი მართალია..

მაგან რომ ეხლა,,ერთკვირიან ვადაში ლორე-ტაშირის შემოერთება, ან მ სააკაშვილის პრეზიდენტად დაბრუნება მოითხოვოს და საამისოდ ჩამომყვანი დელეგაციის ჰოლანდიაში გააგზავნოს მაშინ რა ვქნათ??, თორემ ბესელია ჯანდაბას!,,

მაგის ტკივილი გასაგებია...მტერს..... მაგრამ ეგ კაცი რომ ნაცების ენით ლაპარაკობს, და იმათ წისქვილზე ასხამს წყალს, ეგ ცოტა გაუგებარია....თან კიდევ სუ ჩქარა ჩქარას გაიძახის...

natali

2018-06-09 13:23:21

papa

ნაცების წისქვილზე თვითონ ქოცებმა არ ასხეს სულ წყალი?
აქამდე რატომ მიიყვანეს საქმე? ამდენი უკმაყოფილო ადამიანი თუ გაერთიანდა და აირია ქვეყანა, ხომ გამოვა რომ ნაცებმა და ქოცებმა ერთად დაასხეს წყალი ნეტავ ვის წისქვილზე?



arichopra 2

2018-06-09 13:41:35

მიტინგზე რომელი იყავით პარლამენტთან, გამოტყდით ჩ ქ ა რ ა ??!!

arichopra 2

2018-06-09 13:47:35

როცა ახალი არჩევნები იყო 2016-ში. რაღაც რებრენდინგი რომ ჩაატარა ოცნებამ და 20-30 ახალგაზრდა საზღვერგარეთ განსწავლულიახალი ბირთვი შემოაგორა პოლიტიკურ არენაზე, სადღაც პარკში ხდებოდა მგონი?! კარგად აღარ მახსოვს. ის ხალხი თავისი იდეოლოგიით, ე.წ. ევროპული ღირებულებებით, იგივე ნაციონალები იყვნენ და არიან. ახლა ევროპული საქართველო და ოცნების ის ჯგუფი რომ გაერთიანდნენ ერთ პოლიტიკურ უფრო ორგანიულ პარტიულ ერთობას მივიღებთ, ვიდრე დღევანდელი ოცნებაა!

020759

2018-06-09 13:50:21

მე არ ვიცი რომელი უფრო დასაჯა უფალმა.
იგი,ვისაც შვილი მოუკლეს, თუ ის, ვინც მკვლელი გაზარდა.
ამასთან დაკავშიებით,მახსენდება ერთი ძველი ქართული ფილმი, სადაც პროვინციელი მწვრთნელი პროვინციელ ქუჩის ბიჭებს ბოქსს შეაყვარებს ,რაზედაც აცილება აქვს ერთი აღსაზრდელის მშობელს -კაი და ვიღაცამ დანა დარრტყაო?
დროა,გავიხსენოთ მწვრთნელის გენიალური პასუხი:
"სამაგიეროდ თვითონ არ იხმარს დანას".

020759

2018-06-09 13:53:33

დღეს შვილები ისე უნდა გავზარდოთ უფალს თუ ვერ შევაყვარებთ,დანა მაინც არ იხმარონ.

020759

2018-06-09 14:02:59

არავინ იცის ვისი შვილი როგორ მოიქცევა კოლექტიური "მე"-ს ზეიმის დროს პიროვნულზედ.,მაგრამ ის მაინც ვასწავლოთ, რომ ადამიანი არ მოჰკლას.
ძნელია, მაგრამ უნდა ვასწავლოთ.
გავიხსენოთ ნოდარ დუმბაძე:
"ამდენი წელი ტყულა გიკითხავდი სახარებას"?
როცა ოცი კაცი ერთს ჰკლავს, მე არ ვიცი,რამდენმა მისმა ნაგრამმა უნდა ათრიოს ეს ცოდვა ან კი დამთავრდება როდესმე?
მერე აუცილებლად მის ნაგრამს ,(ახლო მომავალში შვილიშვილს) ,უცოდველს, ვიღაც მოჰკლავს და დაიწყებს ან ღვთის ,ან გამომძიებლის გმობას და ერთი წუთით არ იფიქრებს იმაზედ, რატომ ხდება ასე ,რომ მისმა დიდმა პაპამ აჰკიდა ეს ტვირთი და რომ აუცილებლად მის ნაგრამში აუცილებლად ყველაზე უცოდველ ბატკანს გამოჭრიან ყელს.


რაც შეეხება თავად დათუნას,ის ის მსხვერპლია, რაც აუცილებელი იყო დღეს დაბრმავებული,დაყრუებული,გადაგვარებული საქართველოს გამოსაფხიზლებად.
და უფალმა ეს მსხვერპლოი მიიღო
რამეთუ მზეჭაბუკები,უცოდველი მზეჭაბუკები ეწირებიან ეშმაკთან და დევებთან ომს.

020759

2018-06-09 14:07:14

ერეს ქიგალი/ნაწყვეტი/
47
მე ქარი მიყვარს ქარში,
წვიმაში წვიმის წვეთი,
მამულში მამა მიყვარს,
დედაში-დედულეთი.

თოვლში ფანტელი მიყვარს,
მთელ ყვავილნარში-ერთი,
ცხვარში ბატკანი მიყვარს
და ყოველ კაცში ღმერთი.

გზებში ბილიკი მიყვარს,
ნაძვნარში ერთი ნაძვი,
ღამეში ის მზე მიყვარს,
ბნელმა რომ ჯვარზე აცვი.
***
ერთი ხარ,თუმცა ხარ მრავალში,
როგორც ნაწილი.
როგორ ახლოს ხარ და რა შორია
შენსკენ მანძილი.

arichopra 2

2018-06-09 14:31:07

კი, ნამდვილად ანტიბიოტიკი ხარ! შენი ლირიკა შესანიშნავია! დაანებე თავი დიდაქტიკას, არაა შენი საქმე!

arichopra 2

2018-06-09 14:37:10

"მამულში მამა მიყვარს, დედაში-დედულეთი" - ეს რა მაგარი რამე დაწერე. მშობლები აღარ მყავს, ასაკმა წაიყვანა. ახლა ცრემლები მომდის... ამატირე კაცო..!

serapina

2018-06-09 14:48:38

ეს,მარტოა პალატაში,აშკარად!
----.

"მაგრამ ნაცებს რომ დედას ტირობდა და ისევ ტირობს, ეგ არ მოსწონთ ნაცებს.."
პაპა,
ეს მართლა გჯერა?!
უბრალოდ,როცა ნაცები იყვნენ ხელისუფლებაში,ბიზნესი ხომ მაგათი იყო,ზედ აყოლებდნენ: ახლა,ჩვენ ვართ ხელისუფლებაშიო!

ახლა,ბესელიაა და "წინანდელის შეცდომა" რომ არ გაიმეოროს(ხმამაღ/ლა არ თქვას: ახლა მე ვარ ხელისუფლებაშიო..) და უბრალოდ, ტ/რიბუნიდან ახსენებს ნაცებს,თავიანთ ცოდვებს...

თორემ,საქართველოსთვის არაფერი შეცვლილა!
საბჭოთა კავშირის დანგრევის მერე,ყველა,ვინც ხელისუფლებაში მოდის,ცდილობს ხელში ჩაიგდოს ესა თუ ის,მომგებიანი ტერიტორია...რომ პირად საკუთრებად გაიფორმოს.

ესაა სულ,ქართული ბიზნესისისა და სახელმწიფოს განვითარების ფილოსოფიაც,თორემ რა აზრი აქვს,ლაპარაკს ლაპარაკისათვის?!
ისიც იურისტის მხრიდნ?!

გულის მოსაფხანი ილაპარაკოს: მწერალმა,პუბლიცისტმა,კაბარეტისტმა...
იურისტები, რომ იმას საუბრობენ,რაც ხალხს გულს ფხანს მხოლოდ...
არ არის იქ საქმე კარგად!

020759

2018-06-09 14:48:44

მადლობა არიჩოპრა

020759

2018-06-09 14:49:53

ამას წინათ ჩემი წიგნის პრეზენტაცია იყო თბილისსი და ბევრი აატირა ჩემმა ლექსმა "თოვლი"

arichopra 2

2018-06-09 14:55:41

გამარჯობა! მიხარია რომ წიგნი გამოეცი. წიგნს რა ქვია? მითხარი დიდი სიამოვნებით შევიძენ!

serapina

2018-06-09 15:58:11

რა დღეში არიან, მიშას გადმოსხმული დესანტები!
რაო,მეუფე მიშამ,ხალხს პოეზიით უკეთ დაარწმუნებთ,ჩემს სიწმინდეშიო?!
უფალს,მაინც შეეშვით და მისი სახელი სპეკულაციებს!

დომნა

2018-06-09 16:20:57

ნატალი. თქვენ ყოველთვის ზუსტად გადმოცემთ რეალობას. სათქნმელი უნდა იტქვას პირსი, თორემ ნაცი-ნაცის ზახილი ქოცებს ინდულგენცია გონია(თავიანტი ჭკუით).

დომნა

2018-06-09 16:23:59

020759. სწორად ნათქვამი სიტყვა მართალი.

papa

2018-06-09 20:00:52

სერაფინა

მართალი ხარ
ხუჯაძე რომ მღეროდა ,,ეხლა ჩემი დროა, დიდხან ველოდიო,,, ზუსტად ეგრეა.
ყველა თავისას ერეკება, ქვე-ყანა კი ..... ყანად იქცა
დაგოლვილი.... ნასეტყვარი...გაუბედურებული....მაგრამ ზოგიერტებისთვის მაინც ყანააა...

Maverick

2018-06-09 23:13:00

ჩოპრა,

სად აიტან, მაგი ნალიაში არ შემოგყვება და გურიაში არც ისეთი თანამდებობა გაქვს რომ დათმოს პარლამენტარობა და გავ-ლე-ნ0ები...

პაპა,

დახურე! ლიანდაგებზე "მოფრანცუსკობდა" მომეწონა...

Maverick

2018-06-09 23:15:14

ბიოტიკ,

როგორც კი მოვკარი ლექსს თვალი იმწამსვე გიცანი.

არ მკითხო ახლა რითი მიცანიო?!...

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80