ქვეყანა ენერგეტიკულ კრიზისს უახლოვდება, სწორი გზა ჯერ არ ჩანს
ეკონომიკა

ქვეყანა ენერგეტიკულ კრიზისს უახლოვდება, სწორი გზა ჯერ არ ჩანს

ქვეყანა ენერგეტიკულ კრიზისს უახლოვდება, სწორი გზა ჯერ არ ჩანს
ბექა დანელია

2018-06-08 22:00:56

საქართველოს ჰიდრორესურსების პოტენციალი დიდია, მაგრამ იმავე დროს პროექტების უსაფრთხოდ განხორციელების გარანტიები მინიმალურია. პარალელურად ქვეყანა თანდათან მიიწევს ენერგეტიკული კრიზისისკენ. პრობლემის გადაჭრის მიმართულებით აზრი გაყოფილია როგორც სპეციალისტებში, ასევე მოსახლეობაშიც.

ანალიტიკურმა ცენტრმა „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“ საქართველოში ჰიდროსდგურების მშენებლობის პრობლემები და მთავარი გამოწვევები მიმოიხილა და შესაბამისი რეკომენდაციები მოამზადა.

„ჰესების მშენებლობის 124-ზე მეტი გამოცხადებული პროექტის უმეტესობა შეფერხებული ან შეჩერებულია. ამავე დროს ელექტროენერგიის მოხმარება და გარე ქვეყნებზე იმპორტდამოკიდებულება განუხრელად იზრდება. 2018 წლის პროგნოზით მოხმარება 2017 წელთან შედარებით, 7%-ით, ხოლო გარე ქვეყნებიდან ნეტო იმპორტი 42%-ით, ანუ 350 მლნ კვტ/სთ-ით გაიზრდება.

ჰესების მშენებლობის გარშემო მიმდინარე პროცესი ზოგჯერ პოლიტიკურ ელფერსაც იღებს და საშიშ ტენდენციებს წარმოშობს. საზოგადოების გახლეჩით იზრდება არა მხოლოდ ენერგეტიკული და ეკონომიკური, არამედ ეროვნული უსაფრთხოების რისკები. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ჰიდროსადგურების მშენებლობის წინააღმდეგობის საბაბით კუთხური განწყობების გაღვივება, რაც გარე ჩარევის და ჰიბრიდული საფრთხის ნიშნებს შეიცავს“, - აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ მომზადებულ დოკუმენტში.

მდგომარეობა სულ უფრო ჩიხში შედის და წინააღმდეგობა არ ნელდება. ერთი მხრივ, მზარდი ენერგოდეფიციტი და იმპორტთან დაკავშირებული ხარჯების ზრდა ასევე ინვესტორებთან გაფორმებული მემორანდუმები და შესაძლო ფინანსური ზარალი მთავრობას, ჰიდროსადგურების მშენებლობის დაჩქარებას აიძულებს. მეორეს მხრივ, ადგილობრივ მოსახლეობას კომპრომისულ და რაციონალურ გადაწყვეტილებებზე შეთანხმებას ურთულებს ინფორმაციის და ნდობის დეფიციტი და სავარაუდოდ, ასევე მესამე მხარის შეგულიანება.

ქართველ სპეციალისტებს შორის აზრი გაყოფილია. ნაწილი დიდი და საშუალო ჰესების მშენებლობას ემხრობა, ნაწილი კი ამის გადაუდებელ აუცილებლობას ვერ ხედავს და სხვა გამოსავალს ეძებს. უცხოელები კი მიიჩნევენ, რომ ქვეყნის ენერგოპოტენციალი ძალიან დიდია და მისი ათვისება საჭიროა.

კომპანია „ანდრიცის“ უფროსი ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, განახლებადი ენერგიის წარმოებით საქართველოს რამდენიმე ათასი მეგავატი შეიძლება დაემატოს. ქვეყანა განვითარების გზაზეა და მომავალი პერსპექტივის თვალსაზრისით ერთ-ერთი ლიდერია.

„ამჟამად საქართველოში უკვე დათვლილი გვაქვს 3 ათასი მეგავატის სიმძლავრე და 80% ელექტროენერგიის მიწოდება ჰიდრო რესურსებით ხორციელდება. თუ განახლებადი ენერგიის მომავალს შევხედავთ, მოთხოვნა იზრდება. გაზი, წიაღისეული საწვავი, ეს ყველაფერი შემოსატანია. მრავალი შესაძლებლობა იხსნება ამ მიმართულებით და საქართველო სწორ გზაზე დგას. დღეს 7 პროექტი მიმდინარეობს საქართველოში. რეალიზაციის ფაზაშია მცირე და საშუალო მასშტაბის პროექტები. „ნენსკრაზე“ გვაქვს კონტრაქტი გაფორმებული დიდი პროექტის თვალსაზრისით, თუმცა ინვესტორებზეა დამოკიდებული, როგორ წავიწევთ წინ ამ პროექტის რეალიზაციაში. ასევე 60 მცირე ელექტროსადგურის განვითარებაზე ვმუშაობთ“, - განაცხადა „საქმიან დილაში“ „ანდრიცის“ უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა ბაზრის მართვის და კორპორატიული კომუნიკაციების მიმართულებით, ალექსანდერ შვაბმა.

ენერგოეფექტურობის ფონდის თავმჯდომარე ვახტანგ ზარქუა კი სხვაგვარად ფიქრობს. მისი აზრით, საქართველო არ საჭიროებს კაშხლების ამ რაოდენობით მშენებლობას და ქვეყნის ელექტროენერგიის მომავალი უნდა უკავშირდებოდეს მწვანე ენერგიების განვითარებას.

„ეს არის სიგიჟე, რომელიც უნდა გაჩერდეს, ჩვენ არც ეკონომიკური და არც მზაობის თვალსაზრისით არ ვსაჭიროებთ ამ რაოდენობის კაშხლებს. არ ვართ მზად ამ მასშტაბებისა და ასეთი საპასუხისმგებლო ობიექტების ასაშენებლად,“- ამბობს ვახტანგ ზარქუა.

ნანახი?- 647

რეგისტრაცი?/p>

დახურვ?/span>
სახელი:

პაროლი:

გაიმეორე?პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80