ჩახლართული კომბინაციები დეპუტატთა ხელფასების გარშემო

გაუფრთხილდი თავს

ნარკოტიკი კლავს!

გაუფრთხილდი სხვას

ეკონომიკა

ჩახლართული კომბინაციები დეპუტატთა ხელფასების გარშემო

ჩახლართული კომბინაციები დეპუტატთა ხელფასების გარშემო
ბექა დანელია

2018-06-08 10:30:15

საქართველოს პარლამენტის დეპუტატებს ახალი რეგლამენტის დამტკიცების შემთხვევაში ხელფასი მოემატებათ. უმრავლესობის მიერ შემუშავებული რეგლამენტის პროექტით დეპუტატის საბაზო ხელფასი 4624 ლარს გაუტოლდება. უმრავლესობის წევრები ამას კატეგორიულად უარყოფენ და ამბობენ, რომ ეს თანამდებობრივი სარგოს მატება არ არის.

ამ ეტაპზე პარლამენტის წევრის შრომითი გასამრჯელო, რამდენიმე კომპონენტისგან შედგება. კერძოდ საბაზო თანამდებობრივი სარგო - 2000 ლარის ოდენობით, 1790 ლარი სადეპუტატო უფლებამოსილების განსახორციელებლად და პარლამენტის თანამდებობების სპეციალური გასამრჯელოები. „პირველი რადიოს“ ინფორმაციით, შემდგომში კი რიგითი დეპუტატი მიიღებს ყოველთვიურად 4624 ლარს და ასევე 1790 ლარს სადეპუტატო უფლებამოსილების განსახორციელებლად, ანუ რიგითი დეპუტატის ხელფასი 6414 ლარი გახდება.

ასეთი გაანგარიშების მიხედვით, 2020 წლიდან პარლამენტის თავმჯდომარე 5905 ლარის ნაცვლად, თვეში 8529 ლარს აიღებს; პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე 5570 ლარის ნაცვლად, 8194 ლარს აიღებს; უმრავლესობის ლიდერი 4705 ლარის ნაცვლად, 7329 ლარს მიიღებს; კომიტეტის თავმჯდომარე 4705 ლარის ნაცვლად - 7329 ლარს; კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე 3970 ლარის ნაცვლად - 6594 ლარს.

თუმცა საპირისპიროს ამტკიცებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი კახიანის განმარტებით, პარლამენტის წევრთა ხელფასების ზრდა არ იგეგმება და ამაზე საუბარიც არ ყოფილა.

გიორგი კახიანის თქმით, ინიცირებულ პარლამენტის რეგლამენტის პროექტში გაჩნდა ჩანაწერი (მუხლი 14. პარლამენტის წევრის გასამრჯელო).

„მოგეხსენებათ, კონსტიტუცია, რომელიც ამოქმედდება საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ითვალისწინებს, რომ პარლამენტის წევრთა ხელფასი განისაზღვროს საკანონმდებლო აქტით. რეგლამენტი არის საკანონმდებლო აქტი. აქამდე ამ საკითხს აწესრიგებდა კანონი პარლამენტის წევრთა ხელფასის შესახებ. ამჯერად საკითხს მოაწესრიგებს რეგლამენტი. ეს არის პროექტით გათვალისწინებული, რაც სუფთა სამართლებრივი ტექნიკის საკითხია და არანაირი კავშირი ხელფასების შესაძლო ზრდასთან ამას არ აქვს“, - განაცხადა კახიანმა.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის განმარტებით, პარლამენტის წევრთა ხელფასების ზრდა არ იგეგმება და ამაზე საუბარიც არ ყოფილა.

„უფრო მეტსაც გეტყვით, 2012 წლის შემდეგ, მას შემდეგ რაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში, პარლამენტის წევრთა ხელფასი არც ერთი თეთრით არ გაზრდილა“, - აღნიშნა კახიანმა.

მან ჟურნალისტებს მოუწოდა, რომ მსგავსი ინფორმაციების გავრცელებას მეტი სიფრთხილით მოეკიდონ, რადგან საკითხი საზოგადოებაში გარკვეულ უკმაყოფილებას იწვევს.

იგივე პოზიციას იზიარებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე: „საქართველოს პარლამენტის დეპუტატის ხელფასის მატებასთან დაკავშირებით ვრცელდება არასწორი ინფორმაცია. დეპუტატის ანაზღაურება არც ერთი თეთრით არ იზრდება“.

პარლამენტის წევრის თანამდებობრივი სარგოს შესაძლო მომატებას გორის მაჟორიტარი დეპუტატი სულ სხვაგვარად ეხმიანება. იოსებ მაკრახიძე ამბობს, რომ პარლამენტის წევრისთვის ამჟამინდელი ხელფასი არასაკმარისია და საკითხს, კენჭისყრაზე გატანის შემთხვევაში, მხარს აუცილებლად დაუჭერს.

„ახლა მომატება გამორიცხულია მეტროს მემანქანეების მოთხოვნების ფონზე. ეგ საკითხი დაახლოებით ერთი თვის წინ დააყენეს. ეგეც რომ არ იყოს შუა წელში გამორიცხულია ჩვენი ხელფასის მომატება, რადგან ბიუჯეტში თანხები უკვე გაწერილია. ახლა რა ხელფასიც გვაქვს არ არის საკმარისი. კვირაში 6 დღე გზაში ვარ. ტრანსპორტი, სასტუმრო, კვება - ამ თანხებს ჩვენი ჯიბიდან ვიხდით. შეიძლება მომავალ წელს განიხილონ ეს საკითხი და, რა თქმა უნდა, მას ყველა დეპუტატი მხარს დაუჭერს. ახლა არ გამოვა, პირველი იმიტომ, რომ ახლა ქვეყანაში დაძაბული სიტუაციაა და მეტროს მემანქანეების ხელფასების ნაცვლად, ჩვენ ანაზღაურებას არ მოგვიმატებენ და მეორეც, მიმდინარე წლის ბიუჯეტში თანხები უკვე ასახულია“, - აღნიშნა „მეტრონომთან“ საუბრისას მაკრახიძემ.

საპრლამენტო უმცირესობაშიც ამტკიცებენ, რომ დეპუტატების ხელფასები არ იზრდება. ხათუნა გოგორიშვილის ინფორმაციით, არსებობს 3 სხვადასხვა დოკუმენტი, რომელიც მათ ხელფასს განსაზღვრავს.

„თანამდებობრივი სარგოს შესახებ დოუმენტში წერია, რომ სარგო შეადგენს 2000 ლარს. მეორე დკუმენტში წერია, რომ ქუთაისში ცხოვრება მგზავრობაზე ცალკე გვაქვს დანამატი, მათ შორის ყველა რანგის დეპუტატისთვის ბინის ქირა ერთნაირია. მესამე არის სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელების თანხა, რომელიც რანგების მიხედვით იცვლება. ამ ბოლო ორ დოკუმენტს ამტკიცებს ბიურო. რეგლამენტის პროექტში ეს სამი თანხა არის შეკრებილი და გაერთანებული“, - ამბობს ხათუნა გოგორიშვილი და განმარტავს, რომ სამივე დოკუმენტის გაერთიანებით მიღებული თანხა 4624 ლარს შეადგენს, რომელსაც 20%-იანი საშემოსავლო გადასახადი აკლდება, მიღებულ თანხას კი დეპუტატები ხელფასის სახით იღებენ.

ნანახია - 479

papa

2018-06-08 10:22:24

ვააა....... ვერ ვიგებ ამათ არითემიტიკას

4624 ლარიდან სუფთა 3500 რჩებათ და აბა პარლამენტში 41 მილიონერიაო....?/
3500 ლარებით მილიონერები ვერ დახდებიან....ზნაჩიტ ბუდეააააა
ალბათ მდიდარი პარლამენტარები ღარიბ პარლამენტარებს ეხმარებიან...ეგრე გამოდის

კი მაგრამ ის მარეგულირებელი კომისიის თავჯდომარე 25 ათას საიდან იღებს?

კომეტა

2018-06-08 10:47:13

დეპუტატი მაკრახიძე ვიღაა? რომელ საპარლამენტო კომიტეტში მუშაობს და რა საკანმდებლო საქმიანობაში მონაწილეობს?

arichopra 2

2018-06-08 13:03:33

დეპუტატ გოგორიშვილს არ შეუძლია არ იცრუოს! ის წერს ..."გვაქვს დანამატი, მათ შორის ყველა რანგის დეპუტატისთვის ბინის ქირა ერთნაირია". ბინის ქირის ფულს ის უხდის გამქირავებელს და იმან უნდა გადაიხადოს გადასახადი და არა გოგორიშვილმა. მაგრამ თუ ბინა ფიქტიურად აქვს დაქირავებული და ფულს თავისთვის იტოვებს?!

arichopra 2

2018-06-08 13:07:47

სამარცხვინოა ვინმე ბაია პატარაია! უნამუსო გვარამიამ ქალს საჯაროდ ხალხის თანდასწრებით აგინა, აფურთხა და გალახა! ეს ბაია კი ამბობს, არაუშავს, ისეთი არაფერი მომხდარა, რომ ამის გამო გვარამიას პასუხისმგებლობის საკითხი დადგესო! თქვენ ეთანხმებით ბაია პატარაიას?!

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80