რა მოხდება, თუ 10 ივნისამდე სარალიძის მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა
დაიჯესტი

რა მოხდება, თუ 10 ივნისამდე სარალიძის მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა

რა მოხდება, თუ 10 ივნისამდე სარალიძის მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა
"რეზონანსი"

2018-06-07 17:33:40

"ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამისა და პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრისას მიღწეული შეთანხმების შესრულებისთვის დათქმული ვადის ამოწურვამდე 3 დღე დარჩა. შსს-ში საქმის მოწმეების გამოკითხვა მიმდინარეობს, მაგრამ ჯერჯერობით არავინ დაუპატიმრებიათ და არც ვინმეს ბრალეულობა გამოკვეთილა", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით, რა მოხდება, თუ 10 ივნისამდე სარალიძის მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა

"რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი 10 ივნისისათვის იგივე ვითარება იქნება? რამდენად შესაძლებელია, რომ საქართველოს ქალაქებს პროტესტის მორიგმა ტალღამ გადაუაროს, რომელიც რამდენიმე დღის წინ ლამის სერიოზული პოლიტიკური კრიზისის დასაწყისად იქცა? ოპოზიციური პარტიების ნაწილმა 10 ივნისს 16 საათზე ფართომასშტაბიანი აქცია უკვე დააანონსა. მათი განცხადებით, აქციის მთავარი მოთხოვნა ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მკვლელის დასჯაა. მათი მოთხოვნაა, დაისაჯოს ყველა ის პირი, ვინც გააყალბა მტკიცებულებები და დამნაშავეებს ხელი დააფარა. ასევე, გამოსაძიებელია პანკისში ანტიტერორისტული სპეცოპერაციის დროს დაღუპული თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე. შეძლებს თუ არა ხელისუფლება ამ დროში დავით სარალიძის მკვლელობასა და საქმის მასალების გაყალბებაში ეჭვმიტანილთა გამოვლენასა და დაკავებას და რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ვერ შეძლებს - ამასთან დაკავშირებით "რეზონანსი" პოლიტოლოგებს გაესაუბრა", - აღნიშნავს გამოცემა

"პოლიტოლოგმა ნიკა ჩიტაძემ "რეზონანსთან" საუბრისას განაცხადა, რომ 3 დღეში ხელისუფლება ვერ შეძლებს დამნაშავის დაკავებას. მან აღნიშნა, რომ შესაძლოა, აქციებმა უფრო გამძაფრებული სახე მიიღოს, რადგან გარკვეულმა პოლიტიკურმა პარტიებმა შესაძლოა, მათ მომხრეებს მოუწოდონ გამოსვლისკენ."გამოძიება, რომელიც 6 თვეში ვერ ჩატარდა, 3 დღეშიც ვერ ჩატარდება. მგონია, რომ აქციები განახლდება, თუმცა ამ დროს ზაზა სარალიძე მალხაზ მაჩალიკაშვილთან ერთად მოლარაპაკებებს გააგრძელებს პარლამენტში შექმნილ საგამოძიებო კომისიასთან. დიალოგის პროცესი გაგრძელდება, მაგრამ, სავარაუდოდ, მათი აქციებიც განახლდება და ამ შემთხევევაში დაიგეგმება კონტრაქციებიც. "ამ ეტაპზე საბოლოო შედეგი ვერ დადგება, ვგულისხმობ წმინდა ადამიანურ შედეგს. მთავარია გამოძიების ეფექტური ჩატარება. აქციები განახლდება, რადგან სარალიძემ მოლაპარაკების მხრივ, რესურსები ამოწურა. 10 ივნისამდე მისი პოლიტიკური მოთხოვნები ვერ იქნება დაკმაყოფილებული. ამ აქციებმა შესაძლოა, მიიღოს პერნამენტული ხასიათი. გამოძიების საკითხებში სანამ სიახლე არ იქნება, აქციები გაგრძელდება. ყოველდღიური სახე შესაძლოა, არ მიიღოს და გაიმართოს თვეში ერთხელ", - განაგრძობს გამოცემა

"ჩიტაძის თქმით, შესაძლებელია, ამ აქციებმა უფრო გამძაფრებული სახე მიიღოს. პოლიტიკურმა პარტიებმა მათ მომხრეებსა და აქტივისტებს მოუწოდონ გამოსვლისკენ. უფრო მეტი ადამიანი შეიკრიბოს პოლიტიკური პარტიების მონაწილეობით. მე ვფიქრობ, პრიორიტეტი აქ არა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა, არამედ გამოძიებაა. ეს ყველაფერი ოპოზიციამ უნდა აუხსნას საზოგადოებას. წინააღმდეგ შემთხვევაში გაჩნდება მოსაზრება, რომ ოპოზიცია თავისი პოლიტიკური საქმისთვის ცდილობდა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას. საპრეზიდენტო არჩევნების წინ გარკვეული პოლიტიკური პარტიები შეეცდებიან, რომ თუ ვერ მიაღწიეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას, კოალიცია შექმნან, რომ კანდიდატი იყოს წარმოდგენილი ოპოზიციის მიერ გარკვეული პარტიების მხრიდან. პრიორიტეტი არის ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მოთხოვნები, ასევე იმ ყველა შვილმკვადრი მშობლის, რომელთაც გაურკვეველ ვითარებაში დაეღუპათ შვილები, საჩივარი იქნას გამოძიებული. საქართველომ ხომ საკუთარი მოქალაქეები დაკარგა", - დასძენს გამოცემა.

"რეზონანსთან" საუბრისას პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ განაცხადა, რომ საზოგადოება აქციების იმაზე დიდ ტალღას არ უნდა ელოდოს, ვიდრე იყო. მისი თქმით, საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც სარალიძეს სოლიდარობას უცხადებს, მაგრამ "ნაცმოძრაობის" მომხრე არ არის, ამ აქციას არ შეუერთდება. 10 ივნისს დაგეგმილი აქცია მაინც ჩატარდება, მთავრობა შეძლებს თუ არა შეასრულოს მოთხოვნა. ეს არ იქნება მუდმივი აქცია, მაგრამ ამ აქციაზე ისევ იქნება მთავრობის გადადგომის მოთხოვნა. პროცესების განვითარებას ამ მიმართულებით ველოდები. იმისთვის, რომ ეს მუდმივი აქცია იყოს, ამის ადამიანური რესურსი მათ არ გააჩნიათ. აქციების უფრო დიდი ტალღა არ იქნება. ეს ყველაფერი პოლიტიკურ ჭრილში გადავიდა. ამას მოჰყვა ის, რომ ეს აქციები მიმდინარეობს "ნაციონალური მოძრაობის" დაგეგმვით. "ნაციონალური მოძრაობა" არ მგონია, რომ ნეიტრალური იყოს. საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც სარალიძის აზრს იზიარებს და მას სოლიდარობას უცხადებს, თუ "ნაციონალი" არ არის, არ შეუერთდება ამ აქციას. არ ველოდები, რომ მასშტაბური აქცია იქნება, იმაზე დიდი, ვიდრე იყო. მგონია, რომ პერმანენტული აქციები არ იქნება", - წერს სტატიის ავტორი.

ნანახი?- 395

რეგისტრაცი?/p>

დახურვ?/span>
სახელი:

პაროლი:

გაიმეორე?პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80