„სიმსუქნისა და ჭარბი წონის პრობლემა უფრო მეტად ჩნდება განვითარებად სამყაროში“
საზოგადოება

„სიმსუქნისა და ჭარბი წონის პრობლემა უფრო მეტად ჩნდება განვითარებად სამყაროში“

„სიმსუქნისა და ჭარბი წონის პრობლემა უფრო მეტად ჩნდება განვითარებად სამყაროში“
მანანა ნოზაძე

2018-05-16 13:00:42

ჭარბწონიანობასთან დაკავშირებული კონკრეტული რეგულაციების დაწესება საქართველოში ქილიკის საგანი გახდა. თუმცა ფაქტია, მთელი მსოფლიო ებრძვის 21-ე საუკუნის ამ სენს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გუგული მაღრაძე ამბობს, რომ ჭარბწონიანობასთან დაკავშირებულ არანაირ საკანონმდებლო ინიციატივაზე საუბარი არ ყოფილა. უბრალოდ, ეს იყო მისი პირადი აზრი, რომ ჭარბწონიანობის წინააღმდეგ რეგულაციებს სჭირდება საინფორმაციო კამპანია და ბავშვებისთვის კვების ობიექტებში გარკვეული შეზღუდვის დაწესება. ამისთვის ერთ-ერთი გზა ტკბილეულობაზე სახელმწიფო ფასის რეგულირებაა.

იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი მოზარდი უჩივის ჭარბ წონას, რაც მათ ჯანმრთელობაზეც უარყოფითად აისახება, აუცილებელია თუ არა გარკვეული რეგულაციების დაწესება?! ამის შესახებ For.ge-ს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ესაუბრა.

ტკბილეულზე ფასების გაზრდა და ჭარბწონიანობის წინააღმდეგ კამპანიის დაწყება რამდენად შეამცირებს ჭარბწონიანობის პრობლემას, რასაც მთელი მსოფლიო ამავე მეთოდით ებრძვის?

- ამ ტიპის საკვებზე რეგულირება შემოიღეს ძირითადად მაღალგანვითარებულმა ქვეყნებმა, როგორიცაა ბრიტანეთი, ფინეთი, განსაკუთრებით, სკანდინავიური ქვეყნები. არა მგონია, ჯერ ჩვენ მზად ვიყოთ ამ სახის რეგულაციისთვის. მე მგონი, სწორად არ იქნა აღქმული ქალბატონი გუგულის გამონათქვამი. ზოგადად, ჭარბწონიანობა და სიმსუქნე ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა და 21-ე საუკუნის საზოგადოებრივი ჯანდაცვის გამოწვევაა, რადგან ის თამბაქოსთან და არაჯანსაღ კვებასთან ერთად ყველაზე უფრო დიდი რისკფაქტორია გულსისხძარღვთა დაავადებების განვითარების, კიბოს, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებების, დიაბეტის დროს. საუბარია ამ ოთხ მთავარ მკვლელსა და საზოგადოებისთვის ყველაზე მაღალტვირთიან დაავადებებზე. მსოფლიოში სიკვდილიანობის 63-65% (ევროპაში 85%, საქართველოში 93%) მოდის სწორედ ამ ოთხ დაავადებაზე. ასევე, ამ დაავადებების მიერ გამოწვეული ავადობის ტვირთი, რომელიც სოციუმს აწევს, ძალიან მაღალია. საუბარია ამ დაავადებებით გამოწვეულ ადრეულ სიკვდილიანობაზე, უნარშეზღუდულობაზე და ა.შ. მთელი მსოფლიო სხვადასხვა ქვეყანაში დამკვიდრებული სხვადასხვა მეთოდოლოგიით ცდილობს, ამ რისკფაქტორების პრევენციას.

თქვენ ახსენეთ სხვადასხვა ქვეყანა, მაგრამ დაწესებული რეგულაციებით მიაღწიეს ამ ქვეყნებმა მიზანს?

- რა თქმა უნდა, მიაღწიეს. ის, რომ დასავლეთის ქვეყნებში გულსისხძარღვთა დაავადებებით სიკვდილიანობა სერიოზულად შემცირდა, კიბოთი ნაადრევი სიკვდილიანობა დაბლა იწევს, ეს ისეთი საზოგადოებრივი ჯანდაცვითი ინტერვენციების დამსახურებაა, როგორიცაა თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება და სერიოზული რეგულაციების შემოღება, მაღალი ფიზიკური აქტივობა და ჯანსაღი კვების მეტი პრომოცია. გარკვეული რეგულაციების დაწესება ისეთ საკვებზე, რომელიც ხელს უწყობს ამ დაავადებების, მათ შორის, სიმსუქნისა და ჭარბწონიანობის განვითარებას. დაავადებათა კონტროლის ცენტრს ბოლო წლების განმავლობაში რამდენიმე კვლევა აქვს ჩატარებული, ეს გახლავთ ე.წ. პოპულაციური კვლევები, სადაც დადგენილია ამ რისკფაქტორების დინამიკა, ანუ ე.წ. არაჯანსაღი კვების, ჭარბწონიანობის, თამბაქოს მწეველობის შედეგები. არ არის სასიამოვნო ციფრები.

ასევე, ჩატარებული გვაქვს კვლევები მოზარდებში სიმსუქნესთან მიმართებით და არც იქ არის სახარბიელო ციფრები. თუმცა ჯერჯერობით ჩვენმა ქვეყანამ მკაცრი რეგულაცია შემოიღო თამბაქოსთან მიმართებით. ეს არის ყველაზე ძლიერი რისკფაქტორი იმ დაავადებების განვითარებისთვის, რაც მე მოგახსენეთ. დანარჩენ რისკფაქტორებზე ამ ეტაპზე უპრიანია ფართომასშტაბიანი კამპანიის წარმოება. ამაში მედია უნდა დაგვეხმაროს და ჯანსაღი ცხოვრების წესის, ჯანსაღი კვების, მეტი მოძრაობის პოპულარიზაცია მოვახდინოთ, რაც პრევენციაა სიმსუქნისა და ჭარბი წონის დროს. ჯერ უნდა დავაკვირდეთ თამბაქოზე დაწესებულ რეგულაციას და მეტი ვიმუშაოთ, რომ ეს რეგულაციები აღსრულდეს. ეს აუცილებლად მისცემს ჩვენს ქვეყანას შედეგს და თამბაქოთი გამოწვეული ავადობა და სიკვდილიანობა თანდათანობით შემცირდება. ამასთან, რაც შეიძლება, მეტი საგანმანათლებლო მუშაობაა საჭირო სიმსუქნის პრევენციასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით, სკოლებში. განათლების სამინისტროსთან ერთად აქტიური მუშაობა გვმართებს, რომ სკოლებში ბავშვებს მიეწოდოს რაც შეიძლება მეტი ჯანსაღი საკვები. მხედველობაში მაქვს ბოსტნეული, ხილი და ნაკლებად ის საკვები, რომელიც ხელს უწყობს ჭარბწონიანობას.

მომავალი თაობა მართლაც უჩივის ჭარბწონიანობას. ეს პრობლემა მზარდია. ამიტომაც, ცალკეული ადამიანები მიიჩნევენ, რომ ერის გადაგვარების თავიდან ასაცილებლად უმჯობესია მართლაც შეიზღუდოს ბავშვებისთვის წვდომა ტკბილ საკვებზე.

- ზოგადად, მკაცრი რეგულაციების გადაუდებლად დაწესების წინააღმდეგი ვარ, თუ ეს კარგად არ არის მომზადებული და შესწავლილი, რადგან ამან შეიძლება უკუეფექტი მოგვცეს. ამ ეტაპზე ჩვენ უფრო მეტ მხარდაჭერას გამოვუცხადებთ სკოლებში შესაბამის საგანმანათლებლო მუშაობას. მოგეხსენებათ, თითქმის ყველა სკოლაში არის ექიმი ან ექთანი. მათი ერთ-ერთი დანიშნულებაა, მეტი ყურადღება მიაქციონ ბავშვებთან მუშაობისას ამ საკითხის პროპაგანდას, ასევე, უყურონ, სკოლის ბუფეტში რითი იკვებებიან ბავშვები. თუ იქ არაჯანსაღი საკვების და სწრაფი საკვების შეტანა ხდება, რა თქმა უნდა, სკოლის ექიმმა და სკოლის ხელმძღვანელობამ ამაზე უნდა იზრუნოს. თუ არ ვცდები, შარშან ჯანდაცვის სამინისტრომ გარკვეული რეკომენდაციები მისცა განათლების სამინისტროს და სკოლების შესაბამის სამსახურებს, თუ როგორ უნდა იკვებებოდნენ ბავშვები სკოლებში. ამიტომ ამ ეტაპზე მე უფრო მეტად დავუჭერდი მხარს სკოლებში საგანმანათლებლო მუშაობას და მონიტორინგს იმისთვის, რომ სკოლებში არ იყიდებოდეს არაჯანსაღი საკვები.

სადაოდ იქცა საკითხი, ჭარბწონიანობა უფრო ღარიბების მიდრეკილებაა, თუ მდიდრების? არის ასეთი განსხვავება მედიცინაში?

- ვაქცინაციისა და ანტიბიოტიკების შემოღების შემდეგ, როცა მთელ მსოფლიოში შემცირდა ინფექციური დაავადებები და სიკვდილიანობისა და ავადობის მხრივ წინა პლანზე წამოვიდა არაინფექციური, ანუ არაგადმდები დაავადებები, იყო ასეთი მითი, თითქოს ეს დაავადებები ძირითადად ცივილიზებული სამყაროს და მდიდარი ქვეყნების დაავადებებია. თუმცა დღევანდელი მსოფლიო გლობალური სტატისტიკა ამბობს, რომ ეს დაავადებები ძალზე მზარდია განვითარებად სამყაროში, დაბალი განვითარების მქონე ქვეყნებში. პირიქით, ცივილიზებულმა სამყარომ გარკვეულ შედეგს მიაღწია გულსისხლძარღვთა დაავადებებთან მიმართებით. აშშ-მა და დასავლეთ ევროპამ ეს მოახერხეს სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯანდაცვითი ინტერვენციებით. ამდენად, სიმსუქნისა და ჭარბი წონის პრობლემა დღეს უფრო მეტად ჩნდება განვითარებად სამყაროში.

 

ნანახი?- 1502

ბუმერანგი

2018-05-16 13:47:59

„სიმსუქნისა და ჭარბი წონის პრობლემა უფრო მეტად ჩნდება განვითარებად სამყაროში“
===============================================================================

უაღრესად "განვითარებადი" ყოფილა მაშინ აშუშუ. აბა მანდ აქვთ ღიპ-ტ/რაკები თუ აქვთ.

და მეტად განვითარებული და გადანვითარებულიც კი გამოდის რუსეთი, ტარანებივით წელგამოყვანილები რომ დადიან.ქალებზე ხომ საერთოდ ვდუმ.
ეს თუ ზემოხსენებული კრიტერიუმებით ვიაზროვნებთ.

გაბოდებთ უკვე, ვერ ამჩნევთ? და თქვენ თუ ავად ხართ, ჩვენ მაინც ნუ გვახვევთ თავს სისულელეებით! სიმსუქნე და ჭარბწონიანობა ზუსტად რომ "კომბიკორმამ" იცის. ნებისმიერი მეღორე გეტყვით მაგას. მით უმეტეს გენმოდიფიცირებულმა.

და იცით სადაა ძაღლის თავი დამარხული? აი ეროვნული ტყემალი რომ მავნეა და გადამთიელის კეტჩუპი თურმე მარგებელი, აი მანდ.

arichopra 2

2018-05-16 14:42:45

ბუმერანგი ერთი პირადი თხოვნა მაქვს შენთან. რუსის ქალებს ეხება ნაწილობრივ.
ტვ-1 ხომ იცი ე.წ. "ევროპული ფასეულობის" მატარებელი ჟურნალისტების ტელევიზია, აი ის ჟიჟილაშვილი, სანაია, ტრაპაიძე ... სადაც გრძნეულობენ და მუცლითმოგვობენ?! იქ არის ასეთი გადაცემა "რეაქცია", რომელიც რეაქტიულ ინგა გრიგოლიას მიჰყავს. ესეც იცი ალბათ?!
ახლა ერთ მისამართს დავდებ და თუ მიიცლი ცალი თვალით მაшნც ნახე - https://www.youtube.com/watch?v=RajvqvFj8_k
წამყვანი არის ოლგა ბელოვა! არაჩვეულებრივი ქალბატონია, ულამაზესი, რაღაც სხივიანი, ან როგორ მეტყველებს?! ერთხელაც არ დაუკივლია და ისტერიკაშიც არ ჩავარდნილა. ჩვენი ქართული "რეაქციის" შემხედვარეს, არ მეგონა ისტერიკის გარეშე ქალს გადაცემის წაყვანა თუ შეეძლო?!

xalibi

2018-05-16 14:58:35

ამ დედა/აფეთქებულებს წარმოდგენა მაინც ქონდეთ, რამდენი მოხუცი და ბავშვი ნატრულობს ტკბილ ჩაის, ტკბილეულზე რომ აღარაფერი ვთქვა.... დიდ/პატარიან ჩინოვნიკიანად არ არიან სარზე წამოსაცმელები?!

ბუმერანგი

2018-05-16 15:19:28


arichopra 2
ნანახი მაქვს :)

და საერთოდ ჟურნალისტიკა ძალიან სერიოზული პროფესიაა და მეტად პრესტიჟულიც. ოღონდ ეს მართლა ჟურნალისტიკას ეხება და არა ისტერიკანობას ყვითელი პრესის ფურცლებზე.ოღონდ "სენსაცია" დადონ,იკივლონ, ხალხი დაზაფრონ და სხვა არაფერი რომ არ ადარდებთ.

შესაბამისადაც ჟურნალისტობაც ძალიან რთული პროფესიაა. და ეს მარტო შესახედაობას არ ეხება. ძალიან დიდია მოთხოვნები. ობიექტურობას, არაანგაჟირებულობას, სრულ ტოლერანტობას, პოლიტიკურად ნეიტრალურობას, უნაკლო დიქციას, ფანტასტიურ ერუდირებულობას და კიდევ უამრავ სხვა რაღაცას რაც მთავარია, რკინის ნერვები და მდგრადი ფსიქოლოგია სჭირდება.

და რომელი ზემოთხსენებული აქვთ რომელიმე ქართველ "ჟურნალისტს"? არცერთი!!! შესაბამისადაც გვყავს ანგაჟირებული, მახინჯი ფსიქიკის მქონე "ისტერიჩკები", რომლბსაც ნორმალურად და მით უმეტეს ობიექურად ლაპარაკი უბრალოდ არ ძალუძთ.
და ეს კიდევ ერთი მაგალითია იმ პროცესებისა, რაც ზოგადად ჩვენს თავზე ხდება.ეს ხომ შეგნებულად კეთდება სხვა ყველა "სიკეთესთან" ერთად.

ბუმერანგი

2018-05-16 15:52:20

xalibi

სამწუხაროა, მაგრამ ნამდვილად ეგრეა. ეს შობელძაღ ლები კი კიდევ უფრო გაძვირებას უგეგმავენ. ბარემ ტ ყვია ესროლეთ და მოკალით რაღა! რაღას ტანჯავთ? ან სასაფლაო და დასაფლავება მაინც გახადეთ უფასო, არაადამიანებო!

და ყველაზე გულგასახეთქი კი ის არის, რომ ეგეთ "პრედლაჟენიებს" ისეთი ტიპები ისვრიან, რომლებიც ხაჭაპურს სიგანეზე ჭამენ!!!
სიკვდილს მაინც არ აპირებთ, თქვე ნაძირლებო? განა როდემდე გაგრძელდება ეს თქვენი ბოგინი? მარა თქვენ იმისი იმედი გაქვთ, რომ თქვენნაირვე ნაბიჭ/ვრებს დატოვებთ...

ფხიზელი

2018-05-16 17:41:54

Названы страны с вымирающим населением:
------------------------------------------------
https://weekend.rambler.ru/crazy-world/39860916/?utm_content=rweekend&utm_medium=read_more&utm_source=copylinkhttps://weekend.rambler.ru/crazy-world/39860916-nazvany-strany-s-vymirayuschim-naseleniem/?utm_source=head&utm_campaign=self_promo&utm_medium=news&utm_content=video

serapina

2018-05-16 17:48:00

ამიტომ მშურს,ამ გერმანელების!
განა,ამათი პოლიტიკოსები,ფრთიანი ანგელოზები არიან...
უბრალოდ რომ უსმენ,ხვდები რომ რას აკეთებენ, ესმით!

ჩვენი,ქართველი პოლიტიკოსები,რაღაც სასწაული ქმნილებები არიან... ყველაფერი "უ"-ზე ეწყებათ(უ-ნამოსო,უ-ტვინო)... სად ცხოვრობენ ეს ნამუსგარეცხილები,ხალხის მდგომარეობას რომ ვერ ხედავენ?!

ფხიზელი

2018-05-16 18:23:00

ერთი, ამათ უსმინეთ, რა! (ტრაპაიძე და ნარკოტიკების მთავარი პოპულარიზატორი კოვზირიძე "მძიმე კაცი"):
https://www.youtube.com/watch?v=aJ4U90UP3BE

რეგისტრაცი?/p>

დახურვ?/span>
სახელი:

პაროლი:

გაიმეორე?პაროლი:



სარეკლამო ბანერი
1000 X 80