საოფისე დაავადებები

გაუფრთხილდი თავს

ნარკოტიკი კლავს!

გაუფრთხილდი სხვას

სხვადასხვა

საოფისე დაავადებები

საოფისე დაავადებები
for.ge

2018-05-16 12:58:59

დაახლოებით, ათი წლის წინ, მედიკოსებმა დაიწყეს საუბარი იმ დაავადებებზე, რომლებიც ოფისში მომუშავე ადმიანებს ემართებათ არა მხოლოდ შენობაში არსებული მიკროკლიმატის, მისი დაბინძურებისა და ტემპერატურის რეჟიმის გამო, არამედ თანამშრომლების მუდმივი სტრესის, ფსიქოლოგიური მდგომარეობისა და ნაკლებად მოძრაობის გამო. ამასთან, მეცნიერებმა აღნიშნეს, რომ ამ დაავადებებს ვერ "ემალება" ვერც ახალგაზრდა.

მედიკოსები აღნიშნავენ რამდენიმე, ყველაზე გავრცელებულ, საოფისე დაავადებას:

ოსტეოქონდროზი

ოსტეოქონდროზით მოსახლეობის 80$-ზე მეტი ადამიანი იტანჯება. მისი საშიშროება მდგომარეობს იმაში, რომ ის ანგრევს ხერხემლის მალებს, იწვევს დისკომფორტს და ზურის ტკივილს.

ოსტეოქონდროზი იშვიათად, მაგრამ ინვალიდობასაც იწვევს.

ავადმყოფობა სულ უფრო ხშირად ირჩევს ახალგაზრდებს, მათ ვისაც ზედმეტი წონა აწუხებს და მათ ვისაც "მჯდომარე" სამუშაო აქვთ. დაავადების შესაჩერებლად აუცილებელი ვარჯიში და წონის კონტროლი.

მშრალი თვალის სინდრომი

მშრალი თვალის სინდრომმა განსაკუთრებით მოიკიდა ფეხი ქალებში. დაავადების მთავარი მიზეზია კომპიუტერთან მომუშავე მუდმივად დაძაბული თვალები, ასევე დაავადება ემართებათ მწეველებს და მათ ვინც ატარებს ლინზებს. დაავადების წარმოშობას ხელს უწყობს შენობაში არსებული მშრალი ჰაერიც.

პროფილაქტიკისათვის მედიკოსები ურჩევენ პაციენტებს ხშირად ახამხამონ და დაასვენონ თვალები კომპიუტერისაგან.

ქრონიკული დაღლილობის სინდრომი

"მეგაპოლისების დაავადება" - გამოწვეულია გადაღლილობით, დაძაბული ემოციური ფონით, სტრესითა და სხვადასხვა ფაქტორით.

დაავადებას კომპლექსური მკურნალობა სჭირდება.

 

ნანახია - 87

რეგისტრაცია

დახურვა
სახელი:

პაროლი:

გაიმეორეთ პაროლი:


სარეკლამო ბანერი
1000 X 80